„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/35; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1)
ექსპლუატაციის
პირობის
ცვლილება
-
ცვლილება,
რომელიც
ითვალისწინებს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის
განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლას, ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლას ან/და
წარმადობის
გაზრდას.
გარემოსდაცვითი
ექსპლუატაციის
გადაწყვეტილებით
პირობის
ცვლილებად
გათვალისწინებული
ასევე
საქმიანობის
განიხილება
განხორციელების
ადგილის გაფართოება, თუ ტერიტორია საჭიროა საქმიანობის განხორციელებასთან ტექნიკურად
ან/და ფუნქციურად დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. “;
ბ) ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული დოკუმენტებისთვის
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, ამ კოდექსის მეორე დანართით განსაზღვრული
საქმიანობისთვის
გზშ-ის
ჩატარებისა
და
ასევე
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული საქმიანობისთვის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის
ანგარიშის წარმოდგენის საჭიროებას;“.
2. მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე ამ კოდექსის მეორე დანართით განსაზღვრული
საქმიანობისთვის გზშ-ის, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული
საქმიანობისთვის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის
წარმოდგენისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1)
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული
საქმიანობისთვის
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარმოდგენის საჭიროების
საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12.
ექსპლუატაციის
პირობის
ცვლილება,
ამ
კოდექსით
განსაზღვრული
სკრინინგის
პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა.“;
ბ) 121 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„121. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას, იგი უფლებამოსილია
სააგენტოს ამ კოდექსის 71 მუხლით დადგენილი წესით, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე,
წარუდგინოს განცხადება და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში.
ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გადაწყვეტილების
გაცემისთვის ამ კოდექსის 71 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.”;
გ) 121 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 ნაწილი:
„122.
თუ
სკრინინგის
პროცედურის
საფუძველზე
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარმოდგენას არ საჭიროებს, ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის
ვალდებულებას,
საქმიანობა
განახორციელოს
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
პირობების
შესაბამისად,
დაგეგმილი
ცვლილებების
გათვალისწინებით.
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი
შესრულება სავალდებულოა.”;
დ) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 ნაწილი:
,,17. ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას, სააგენტოს
მიერ დადგენილ ვადაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ პოზიციის
წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან
შეთანხმებულად
ჩაითვლება
და
სააგენტო
უფლებამოსილია
გასცეს
შესაბამისი
გადაწყვეტილება.”.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ამ კოდექსის მე-5
მუხლის მე-12
ნაწილითა და ამავე
კოდექსის II დანართით
გათვალისწინებული საქმიანობისთვის გზშ-მდე ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, გარდა
ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე
სააგენტოს წარუდგინოს დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადება და სააგენტოსგან
მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს,
გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს შეძლებისდაგვარად ადრეულ
ეტაპზე წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადება და
სააგენტოსგან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“;
დ) 41 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
,,51.
სკრინინგის
პროცედურის
განხორციელებისას,
სკრინინგის
გადაწყვეტილების
ან
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის ამ კოდექსის მე7 მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული ინფორმაციის არარსებობის ან/და
დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობების არსებობის შემთხვევაში
სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.“;
ვ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტო სკრინინგის განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 10 დღისა და არაუგვიანეს 15
დღისა ამ კოდექსის მეორე დანართით განსაზღვრული საქმიანობისთვის იღებს გადაწყვეტილებას
იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს, ხოლო ექსპლუატაციის
პირობის ცვლილების შესახებ სკრინინგის განცხადების შემთხვევაში - ცვლილება ექვემდებარება
თუ არა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარმოდგენას, შემდეგი
კრიტერიუმების საფუძველზე:
ა) საქმიანობის მახასიათებლები:
ა.ა) საქმიანობის მასშტაბი;
ა.ბ) არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება;
ა.გ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების)
გამოყენება;
ა.დ) ნარჩენების წარმოქმნა;
ა.ე) გარემოს დაბინძურება და ხმაური;
ა.ვ) საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი;
ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა:
ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან;
ბ.ბ) შავი ზღვის სანაპირო ზოლთან;
ბ.გ) ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“
სახეობები;
ბ.დ) დაცულ ტერიტორიებთან;
ბ.ე) დასახლებულ ტერიტორიასთან;
ბ.ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან;
ბ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო
ტერიტორიებთან (ზონებთან);
გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება:
გ.ა) ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი;
გ.ბ) ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა.“;
ზ) მე-12 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
,,მუხლი 71. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
1. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სკრინინგის
პროცედურის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის
ანგარიშის წარმოდგენის საჭიროება, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, სააგენტოს
წარუდგინოს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება და ექსპლუატაციის
პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიში. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2. საქმიანობაზე, რომელზეც ასევე გაცემულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა,
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება, სააგენტოს, „სამრეწველო ემისიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
დოკუმენტაციასთან
ერთად
უნდა
წარედგინოს. აღნიშნულ შემთხვევაში, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი პროცედურები გამოიყენება.
3. სააგენტო, განცხადებისა და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის
რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში, ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი განცხადების
მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს მის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი
ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
4. სააგენტო განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წარმოდგენილი
დოკუმენტაციის ამ კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური
შესაბამისობის შემოწმებას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წყვეტს
ადმინისტრაციულ წარმოებას. ცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის 1 დღის
ვადაში
გარემოსდაცვით
საინფორმაციო
პორტალსა
და
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას.
5. ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს:
ა) ექსპერტიზას;
ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას;
გ) შესაძლო
ტრანსსასაზღვრო
ზემოქმედების შემთხვევაში –
ამ კოდექსის V თავით
გათვალისწინებულ პროცედურას.
6. თუ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის მიზნით
დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის, ან/და საზოგადოების
მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების შედეგად გამოვლინდება ექსპლუატაციის
პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები (მაგ. მოსალოდნელი
ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტური შემარბილებელი
ღონისძიებები და ა.შ.), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
განცხადების ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღის
ვადაში შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.“;
7. განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
გზშ-ის
ანგარიშის
განხილვის
მიზნით
სააგენტო
ქმნის
ამ
კოდექსის
42-ე
მუხლით
გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და შექმნიდან 20 დღის
ვადაში, სააგენტოს, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას
წარუდგენს.
8. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ კოდექსის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით
განთავსებიდან 20 დღის ვადაში, სააგენტოს ამავე კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”
და ,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო
საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს განიხილავს და შესაბამისი
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
9.
დოკუმენტაციის
განხილვის,
საექსპერტო
დასკვნების
ან/და
საზოგადოების
მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია
ერთჯერადად მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და ექსპლუატაციის პირობის
ცვლილებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. აღნიშნული
გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. ეს
გადაწყვეტილება ეცნობება საქმიანობის განმახორციელებელს და ცენტრს. ამასთან, ცენტრი ამ
გადაწყვეტილების
მიღებიდან
1
დღის
ვადაში
უზრუნველყოფს
გადაწყვეტილების
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
10. დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, 3 დღის ვადაში, მიიღება
გადაწყვეტილება საექსპერტო კომისიის ვადის გაგრძელების თაობაზე. საექსპერტო კომისიას
დოკუმენტაციის განხილვისა და ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება
დამატებითი ვადა, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. დაზუსტებული დოკუმენტაციის
წარმოდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო აცნობებს ცენტრს ადმინისტრაციული წარმოების
გაგრძელების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ასევე ეცნობება განმცხადებელს. ამასთან, ცენტრი
სააგენტოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ
გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების/დოკუმენტაციის მითითებულ
ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე
მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, წარადგინოს
მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
სამართლებრივი აქტის გამოცემისას სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვის
შედეგად
მომზადებული დასკვნის წარდგენიდან ს10 დღის ვადაში, სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გაცემასთან
დაკავშირებით და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს.
11.
სააგენტო
ექსპლუატაციის
პირობის
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 40 და არაუგვიანეს 45 დღისა. ექსპლუატაციის
პირობის
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილება,
გარდა
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს
სააგენტოს მიერ ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრულ
პირობებს.
12. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
პირობები.
აღნიშნული
გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული
პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა.
13. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას ექსპლუატაციის პირობის ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.
14. სააგენტო ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების
დასრულების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და ექსპლუატაციის პირობის ცვლილების
შესახებ გადაწყვეტილებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს
აღნიშნული გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
ან/და
წარმომადგენლობითი
ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი ნაბეჭდი
ეგზემპლარის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“;
6. მე-8 მუხლის 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:
„22. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის
ვადაში
(სკოპინგის
დასკვნის
ადმინისტრაციული
წარმოების
განცხადების
რეგისტრაციიდან
დაჩქარებული
წესით
შემთხვევაში
სკოპინგის
3
დღის
-
ვადაში)
გაცემის
მიზნით
დასკვნის
დაწყებული
გაცემის
უზრუნველყოფს
თაობაზე
წარმოდგენილი
დოკუმენტაციის ამ მუხლის მე-3 ნაწილთან და კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის
შემოწმებას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ
წარმოებას, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს და ცენტრს. ცენტრი სააგენტოს მიერ
გადაწყვეტილების
მიღებიდან
1
დღის
ვადაში
უზრუნველყოფს
ამ
გადაწყვეტილების
გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.”.
7. მე-10 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების (გარდა ამ კოდექსის 71
მუხლით
გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშისა) შემდეგ,
საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის
მომზადებას.
გზშ-ის
ანგარიშის
განმახორციელებელი ანაზღაურებს.
სისწორისა
და
დაგეგმილი
მომზადებისთვის
საჭირო
ხარჯებს
საქმიანობის
გზშ-ის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის
საქმიანობისთვის
საჭირო
რელევანტური
ინფორმაციის
წარმოდგენისთვის პასუხისმგებელია საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციასთან ერთად, გზშ-ის ანგარიშის
შინაარსი და სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;
დ) მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა
იმავდროულად საჭიროებს ტყის სტატუსის შეწყვეტას, გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ტყის
სტატუსის შეწყვეტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები,
ხოლო თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა საჭიროებს
განსაკუთრებული
დანიშნულებით
ტყით
სპეციალურ
სარგებლობას,
საქმიანობის
განმახორციელებელმა გზშ-ის ანგარიშთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს
ტყის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს
მოსაზრება.“;
8. მე-11 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, ასევე, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
გადაწყვეტილების (თუ სკრინინგის შედეგად განისაზღვრა ექსპლუატაციის პირობის ცვლილების
შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარმოდგენის საჭიროება), მისაღებად გადაიხდევნება გზშ-ის
მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. მოსაკრებლის გადახდის წესი
განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
9. მე-12 მუხლის:
ა) მე-2-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სააგენტო
გარემოსდაცვითი
რეგისტრაციიდან
5
დღის
გადაწყვეტილების
ვადაში
უზრუნველყოფს
მიღების
თაობაზე
წარმოდგენილი
განცხადების
დოკუმენტაციის
კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებას და შესაბამისი საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში წყვეტს ადმინისტრაციულ წარმოებას, რის შესახებაც აცნობებს
განმცხადებელს და ცენტრს. ცენტრი სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის
ვადაში უზრუნველყოფს მის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
ან/და
წარმომადგენლობითი
ორგანოს
საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.
3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის
ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით
გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში საექსპერტო
კომისიის წევრები სააგენტოს წარუდგენენ საექსპერტო დასკვნებს, ხოლო საექსპერტო კომისია,
შექმნიდან 40 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის
შესახებ.“;
ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-63 ნაწილები:
„61. სააგენტო დოკუმენტაციის განხილვის, საექსპერტო დასკვნების ან/და საზოგადოების მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე უფლებამოსილია ერთჯერადად
მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება
მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს 50 დღის ვადაში, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს და ცენტრს. ცენტრი
სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ
გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას.
62. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაზუსტებული დოკუმენტაციის
წარმოდგენის შემდგომ, 3 დღის ვადაში, მიიღება გადაწყვეტილება საექსპერტო კომისიის ვადის
გაგრძელების თაობაზე. საექსპერტო კომისიას დოკუმენტაციის განხილვისა და ექსპერტიზის
დასკვნის წარმოსადგენად განესაზღვრება დამატებითი ვადა, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 1 დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს და
ცენტრს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების თაობაზე. ცენტრი აღნიშნული
გადაწყვეტილების
სააგენტოს
მიერ
მიღებიდან
2
დღის
ვადაში
უზრუნველყოფს
ამ
გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე
განთავსებას. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების/დოკუმენტაციის მითითებულ
ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსის 34-ე
მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, წარადგინოს
მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ
სამართლებრივი
აქტის
გამოცემისას
სააგენტო
უზრუნველყოფს
საზოგადოების
მიერ
წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. საექსპერტო კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვის
შედეგად
მომზადებული
დასკვნის
წარდგენიდან
10
დღის
ვადაში,
სააგენტო
იღებს
გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებით და გამოსცემს
შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
63. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული
წარმოების პროცესში ან/და ექსპერტიზის, ან/და საზოგადოების მიერ წარმოდგენილი
მოსაზრებებისა და შენიშვნების შედეგად გამოვლინდება გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზები
(მაგ: მოსალოდნელი ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად
არაეფექტური
შემარბილებელი
ღონისძიებები
და
ა.შ.),
სააგენტო
უფლებამოსილია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების ამ კოდექსის მე-11 მუხლის
მე-3 ნაწილით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში შეწყვიტოს
ადმინისტრაციული წარმოება.“.
10. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო
ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის
კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან
დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან
დაკავშირებულ საკითხებს.“.
11. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშით, სკოპინგის ანგარიშით, გზშის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და
მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და
გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.“.
12. მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13. მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის და ამ მუხლის მე-5
ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის,
რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით
გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში:
ა) სოფლის მეურნეობა;
ბ) სატყეო მეურნეობა;
გ) თევზჭერა;
დ) ენერგეტიკა;
ე) მრეწველობა;
ვ) ტრანსპორტი;
ზ) ნარჩენების მართვა;
თ) წყლის რესურსების მართვა;
ი) ელექტრონული კომუნიკაციები;
კ) ტურიზმი;
ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა.
5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება,
რომელზეც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშის
პროცედურა
სავალდებულოა
სტრატეგიულ
დოკუმენტში
ისეთი
მნიშვნელოვანი
ცვლილებისთვის, რომელიც:
ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე
ზემოქმედებას;
ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის;
გ)
ახდენს
ზემოქმედებას
უნიკალური
ბუნებრივი
მახასიათებლების
ან
კულტურული
მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე
ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო
მნიშვნელობის სტატუსი.“.
14. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზი
შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო თავის ხელთ
არსებულ
მონაცემებზე
დაყრდნობით
უზრუნველყოფს
სტრატეგიული
დოკუმენტის
განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების დამოუკიდებელი
ანალიზის ჩატარებას და აღნიშნული ანალიზის შედეგების ცენტრისთვის მიწოდებას. ცენტრი
საზოგადოების
ინფორმირების
მიზნით
უზრუნველყოფს
სტრატეგიული
დოკუმენტის
განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის შედეგების გარემოსდაცვით საინფორმაციო
პორტალზე სისტემურად განთავსებას.“.
15. 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
,,11.
საზოგადოების
მხრიდან
საჯარო
განხილვაზე
დაფიქსირებულ
ან/და
სააგენტოში
წარმოდგენილ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების
შეფასების
საკითხებს
არ
ეხება,
სააგენტო
გადაუგზავნის
შესაბამის
უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ს/მუნიციპალიტეტ(ებ)ს.”
16. 43-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა)
ექსპლუატაციის
პირობის
ცვლილების
გზშ-ის
ანგარიშზე,
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხზე, გზშ-ის ანგარიშზე, სგშ-ის
ანგარიშზე და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და
შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების, სტრატეგიული დოკუმენტით, ასევე,
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორია.
საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ
ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.“;
17. 46-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:
,,51. სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს მანამ, სანამ
საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ შეასრულებს საქმიანობის განხორციელების
ადგილის აღდგენასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ
ღონისძიებებს.
52.. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს შესაბამისი
გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ საქმიანობებზე, რომლებზეც გაცემულია გზშ-ის
სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებენ ამავე
კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას.”;
ბ) 46-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო
მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ,
ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, სააგენტო იღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას,
მის
მიერ
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
მფლობელისთვის
განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების
უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი
ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი
პირობების შესრულება.“;
18. 47-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში
სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის
ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.”;
19. 49-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და
საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის
დამტკიცების შესახებ.“;
20. კოდექსის დანართი I-ის:
ა) 8.1. და 8.2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8.1. ორგანული ნაერთების წარმოება;
8.2. არაორგანული ნაერთების წარმოება;”;
ბ) მე-16 და მე-17 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,16. წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა წინასწარი
დამუშავებისა);
17. წელიწადში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა);”;
გ) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი
მოსახლეობისთვის;”;
დ) 21-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის
შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან
დაგროვებული
წყლის
მოცულობა
50
000
მ3-ზე
მეტია
(მათ
შორის
სამელიორაციო
დანიშნულებით).“;
ე) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,28. 220 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, რომლის
სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია.”;
ვ) 31-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე ნაწილი:
,,32. 35 მგვტ ან მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია.”;
21. კოდექსის დანართი II-ის:
ა) 1. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა:“;
ბ) 1.1. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. 10 ჰექტარი ან მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა;“;
გ) 1.3. ნაწილი ამოღებულ იქნეს;
დ) 1.4. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.4. 50 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 5 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის
პირწმინდა გაჩეხვა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით;”;
ე) 1.6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ვ) 2.2. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება, როდესაც მოსაპოვებელი რესურსის
მოცულობა წელიწადში 100 000 მ3-ზე მეტია (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა და ნავთობისა
და ბუნებრივი აირის მოპოვებისა);”;
ზ) 3.4. და 3.5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.4. 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა (გარდა
არსებული ეგხ რეკონსტრუქციისა), 110 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის ქვესადგურის განთავსება;
3.5. 500 მ3 ან მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების,
თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და
ექსპლუატაცია;”
თ) 3.9. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.9. დანადგარი ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებისათვის.”;
ი) 4.1. ნაწილი ამოღებულ იქნეს;
კ) 5.1. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.1. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება, ხოლო ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში წელიწადში
100 000 მ3 ან მეტი მოცულობის გადამუშავება;”
ლ) 6.3. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6.3 500 მ3 ან მეტი მოცულობის ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა და
ექსპლუატაცია;”;
მ) 7.6. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.6. ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღე-ღამეში 300 ან მეტი ცხოველი
იკვლება;”;
ნ) 9.2. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9.2. 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ
შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) უშენ (ან
გაუნაშენიანებელ) ტერიტორიაზე;”;
ო) 9.8. ნაწილი ამოღებულ იქნეს;
პ) 9.9. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.9. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა
მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის
მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია (მათ შორის
სამელიორაციო დანიშნულებით);“;
ჟ) 9.13. ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9.13. ზღვის ნაპირდაცვითი და ზღვის სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო
ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე საზღვაო სამუშაოები,
რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის,
მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო
სამუშაოებისა;”;
რ) 10.2. და 10.3. ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.2. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა წინასწარი
დამუშავებისა);
10.3. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა);“;
ს) 10.4. და 10.5. ნაწილები ამოღებული იქნეს.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 ნაწილისა,
მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებისა,
მე-5 ნაწილისა (გარდა მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილისა),
მე-7 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-8 ნაწილისა, მე-11 ნაწილისა, მე-16 ნაწილისა, მე-20
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა,
გამოქვეყნებისთანავე.
21-ე
ნაწილის
„ჟ“
და
„რ“
ქვეპუნქტებისა,
ამოქმედდეს
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 ნაწილი, მე-3
ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები, მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილი
(გარდა მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, კოდექსის 71 მუხლის მე-2 ნაწილისა), მე-7 ნაწილის
„ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 ნაწილი, მე-11 ნაწილი და მე-16 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1
ივნისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-20 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 21-ე ნაწილის „ჟ“ და „რ“
ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, კოდექსის 71 მუხლის მე-2
ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და მომავალი
თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური
ინტერესების
შესაბამისად,
უზრუნველყოს
გარემოს
დაცვა,
ბუნებრივი
რესურსებით
რაციონალური სარგებლობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო
გარემოს შესანარჩუნებლად. ამ მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას
გარემოზე განუზომელი ზემოქმედების შესაძლებლობა და შექმნას ისეთი სამართლებრივი
მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით
პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.
რამდენადაც
გარემოს
დაცვა
და
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობა
სპეციფიკურ,
განსაკუთრებულ სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება, მათ შორის, კონსტიტუციის
დონეზე, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა, რომლებიც
სახელმწიფოს მისცემენ გარემოზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზემოქმედების თავიდან
აცილების, შემცირებისა და შერბილების ადეკვატური რეგულირების შესაძლებლობას.
ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 1 ივნისს მიღებული იქნა ახალი
კანონი - „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ (შემდგომ - კოდექსი). კოდექსის ძირითადი
ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო კოდექსის სტრატეგიული
გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილი
- 2018 წლის 1 ივლისიდან. კოდექსი შესაბამისობაშია
ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და ქმნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ჰარმონიზებულ საკანონმდებლო ბაზას, რომლის წარმატებით აღსრულება და განხორციელება
არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა იმისთვის, რომ შესრულდეს საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებული გარემოს დაცვის უფლებები და ქვეყნის მიერ „ასოცირების შეთანხმებით“
აღებული ვალდებულებები.
კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილმა გამოცდილებამ და სამართლებრივი ნორმების
პრაქტიკაში აღსრულებამ დროთა განმავლობაში გამოავლინა არაერთი, როგორც არსობრივი,
ასევე, პროცედურული, ტერმინოლოგიური და სხვა სახის საკითხები, რაც გადახედვას,
დაზუსტებას, გამარტივებას და შესაბამისად, კოდექსში ცვლილებების შეტანას საჭიროებს.
კოდექსის მოთხოვნების უკეთ აღსრულების, ეკონომიკური საქმიანობებისთვის ხელშემწყობი
გარემოს შექმნისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეფექტიანობისა და რაციონალურობის
გაზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და
ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინებისთვის, საჭიროა გარემოსდაცვითი
შეფასების პროცედურების შემდგომი დახვეწა.
მაგალითად, არსებული მდგომარეობით, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების
აღსრულების დროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სკრინინგის, სკოპინგისა და
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომ - გზშ) პროცედურების სრულყოფილი და
ეფექტიანი განხორციელება, კოდექსით დადგენილ ვადებში.
კოდექსის მიხედვით, სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება მე-2 დანართით განსაზღვრული
საქმიანობები. კერძოდ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების მიღება ამ
დანართით გათვალისწინებული საქმიანობის გზშ-სადმი დაქვემდებარების შესახებ. გარდა
აღნიშნულისა,
სკრინინგს
ასევე
ექვემდებარება
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით
შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა (მ.შ. წარმადობის გაზრდა).
რაც შეეხება სკრინინგის პროცედურას: სკრინინგის გადაწყვეტილების მიღებისთვის კოდექსით
დადგენილია არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 15 დღე. სკრინინგის პროცედურის დროს, კოდექსით
დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ სააგენტო) იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა
გზშ-ს. მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგის პროცედურის შედეგად მიიღება დასაბუთებული
გადაწყვეტილება, დაექვემდებაროს თუ არა ესათუის საქმიანობა გზშ-ს, აღნიშნული პროცედურის
შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ხშირად ხდება ინტერპრეტაციის საგანი, რაც საქმიანობის
განმახორციელებელთა მხრიდან ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელისშემშლელ გარემოებად
აღიქმება,
ვინაიდან
დაქვემდებარება
სკრინინგის
იწვევს
გადაწყვეტილების
საქმიანობის
შედეგად
საქმიანობის
გზშ-სადმი
განმახორციელებლისთვის
კოდექსით
დადგენილი
შემდგომი პროცედურების - სკოპინგისა და გზშ-ს ეტაპების გავლის ვალდებულებას, რაც
დამატებით დროს და რესურსებს მოითხოვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია შემთხვევები,
როდესაც უხარისხო, არაკვალიფიციური დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო, რამდენჯერმე
ხდება დოკუმენტაციაზე ხარვეზის დადგენა იმისთვის, რომ სააგენტომ შეძლოს დასაბუთებული
გადაწყვეტილების მომზადება.
ასევე, კოდექსით ნათლად ან საერთოდ არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ეტაპებზე ე.წ.
დახარვეზების, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების, განახლების, შეწყვეტის წესი,
პირობები, ვადები და ა.შ. რაც არაპროგნოზირებადს ხდის წარმოების მიმდინარეობას,
გადაწყვეტილებების მიღების ვადებს და სხვ..
ზემოთქმულთან ერთად, სამართლებრივი ნორმების აღსრულების მრავალწლიანმა პრაქტიკამ და
დაგროვილმა
გამოცდილებამ
ცხადყო,
რომ
კოდექსის
საქმიანობების ჩამონათვალი საჭიროებს გადახედვას იმ
დანართებით
კუთხით,
განსაზღვრული
რომ უნდა დაზუსტდეს
კოდექსის პროცედურებს დაქვემდებარებული საქმიანობების ფარგლებში. ასევე, საქმიანობები,
რომლებიც პოტენციურად, გარემოზე ნაკლები, უმნიშვნელო, ხოლო ზოგ შემთხვევაში,
არაარსებითი ზემოქმედებით ხასიათდებიან, ამოღებულ უნდა იქნეს კოდექსის მე-2 დანართიდან
(სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობები) და ა.შ..
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
განსაზღვრული
თითოეული
გამომდინარე,
საქმიანობის
კანონპროექტის
მიზანია,
განმახორციელებლისთვის
კოდექსით
ჩამოყალიბდეს
უნიფიცირებული მიდგომა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს კოდექსით
გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი
სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობასთან, ასევე,
მიმართული იქნება ბიზნესპროცესების გამარტივებისა და ბიუროკრატიის შემცირებისკენ,
შესაბამისი
გარემოსდაცვითი
მაღალი
სტანდარტების
დაცვის
პირობებში.
დამატებით,
კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი
სხვადასხვა სახის ხარვეზების აღმოფხვრა, ცალკეული ნორმებისა თუ პროცედურული
საკითხების დახვეწა. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით აღმოიფხვრება
კოდექსის ცალკეული ნორმების არასწორი განმარტების, არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციისა და
შესაბამისად, ერთგვაროვანი გარემოებების პირობებში, საქმიანობის განმახორციელებლების
მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია კანონით
(გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსი).
აქედან
გამომდინარე,
აღნიშნული
საკითხების
ცვლილებას ან/და მათთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღებას სჭირდება
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და უფრო ეფექტიანი, პროგნოზირებადი და
რაციონალური გახდება კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე
ზემოქმედების შეფასების პროცედურები. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთი
მხრივ,
გაამარტივებს
გზშ-ს
პროცედურას,
ხელს
შეუწყობს
პროცედურულად
და
გადაწყვეტილებების მიღების ვადების თვალსაზრისით, უფრო მეტად პროგნოზირებადი
სისტემის შექმნას, ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად, ზედმეტი ბიუროკრატიული
ბარიერების გარეშე განხორციელებას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს სკრინინგის
პროცედურაზე
წარსადგენი
განცხადებების
რაოდენობას.
შედეგად,
საქმიანობების
განმახორციელებლები, უფრო მოკლე ვადებში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. მათ
შორის, ზოგი საქმიანობა საერთოდ აღარ დაექვემდებარება კოდექსის რეგულაციებს. შესაბამისად,
დაიზოგება ბიზნესსუბიექტების დრო და რესურსები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, უკეთ
დაგეგმონ საკუთარი საქმიანობები, მოკლევადიან და გრძელვადიან პესპექტივაში და უფრო
მოკლე ვადებში დაიწყონ საქმიანობა. ასევე, მნიშვნელოვნად დაიზოგება გადაწყვეტილების
მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს რესურსებიც და ისინი წარიმართება უშუალოდ გარემოზე
ზემოქმედების მქონე შესაბამისი საქმიანობების უფრო ყოველმხრივი, სიღრმისეული და
ეფექტიანი შეფასებისკენ და ა.შ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, იმ საქმიანობებისთვის, რომლებზეც გაცემულია გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება და ხდება საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა, ან
ეცვლებათ ექსპლუატაციის პირობები, ან/და იზრდება წარმადობა, ასევე ხდება გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოება
(თუ დამატებითი ტერიტორია საჭიროა საქმიანობის განხორციელებასთან ტექნიკურად ან/და
ფუნქციურად დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად), მოქმედი სკრინინგის
პროცედურის ნაცვლად, გათვალისწინებულია გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმი -
ექსპლუატაციის
პირობის ცვლილების შესახებ პროცედურა (მუხლი 71). აღნიშნული
პროცედურის ფარგლებში
უფრო
მეტად
გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოში მოხდება
ინფორმატიული
დოკუმენტაციის
(არსებული
სკრინინგის
ანგარიშისგან
განსხვავებით) წარმოდგენა, რომელსაც დარგობრივი ექსპერტების მიერ, კომისიური წესით,
ჩაუტარდება ექსპერტიზა, რაც უზრუნველყოფს საკითხის უფრო სიღრმისეულ შესწავლას და
მეტად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, დადგინდება მოქმედი სკრინინგის
პროცედურისგან განსხვავებული პროცედურული ვადები. კერძოდ, ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრება 40-45 დღით (ნაცვლად
სკრინინგის პროცედურით დადგენილი 10-15 დღისა). ამასთან,დეტალურად განისაზღვრება
განცხადების მიღების, გამოქვეყნების, ფორმალური შესაბამისობის შემოწმების, წარმოების
შეწყვეტის,
კომისიის
შექმნა-საქმიანობის,
დასკვნის
წარმოდგენის,
საზოგადოების
მონაწილეობის, ხარვეზის დადგენის, წარმოების შეჩერების, დაზუსტებული განცხადების
წარმოდგენის, წარმოების გაგრძელების, გადაწყვეტილების მიღების,
გადაწყვეტილებების
გამოქვეყნების წესი და კონკრეტული ვადები, ადმინისტრაციული წარმოების ცალკეული
ეტაპები, მათ შორის განისაზღვრება წარსადგენი ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
გზშ-ის ანგარიშის შინაარსი და ა.შ. მათ შორის დგინდება პირის უფლება, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების
შემთხვევაში, პირდაპირ, სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე, 71 მუხლით დადგენილი წესით
მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ვინაიდან კოდექსს ახალი პროცედურა ემატება,
დამაზუსტებელი
ცვლილებები
შედის
კოდექსის
შესაბამის
მუხლებში,
ნაწილებში
და
ქვეპუნქტებში. მათ შორის, განიმარტება ახალი პროცედურა, ზუსტდება არსებული ტერმინები,
პროცედურული ნორმები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს კომპეტენცია, შესაბამისი
გადაწყვეტილების
მქონე
პირების
ვალდებულებები,
საექსპერტო
კომისიის
წევრების
უფლებამოსილებები და ა.შ..
აქვე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი მოსაკრებლის მსგავსად,
ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ასევე დგინდება
მოსაკრებელი - 500 ლარი.
დამატებით, წარმოდგენილი პროექტით, სკრინინგის, სკოპინგისა და გზშ-ის ეტაპებისთვისაც
დგინდება/ზუსტდება ადმინისტრაციულ წარმოებაში ხარვეზის დადგენისა და წარმოების
შეჩერება/შეწყვეტის
წარმოდგენის
საფუძვლები,
შემდეგ
წესი
გადაწყვეტილების
და
ვადები,
გაცემის
ვადა,
დაზუსტებული
დოკუმენტაციის
ადმინისტრაციული
სხვადასხვა ეტაპზე,
ინფორმირებისა და
ხარვეზის დადგენის შემდგომ, დაინტერესებული
გადაწყვეტილების მიღების ვადები. მკაფიოდ
ადმინისტრაციული
წარმოების
შეწყვეტის
საფუძვლები.
კერძოდ,
წარმოების
საზოგადოების
განისაზღვრება
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტო
უფლებამოსილი იქნება, ერთჯერადად, 50 დღეში მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენისა
და წარმოების შეჩერების შესახებ. ასევე, თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში
გამოვლინდება გზშ-ის ანგარიშის არსებითი ხარვეზი (მაგ. გარემოზე მოსალოდნელი
ზემოქმედების არასაკმარისი ანალიზი, გაურკვეველი ან აშკარად არაეფექტური შემარბილებელი
ღონისძიება და ა.შ.), სააგენტო უფლებამოსილი იქნება, 15 დღეში შეწყვიტოს ადმინისტრაციული
წარმოება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაინტერესებული
პირებისთვის უფრო მეტად პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც მათ არსებითად
გაუმარტივებს საქმიანობის დაგეგმვას და მასთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებების
მიღებას.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას
ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და აღნიშნული მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გზშ-სთან
დაკავშირებულ საკითხებს.
დამატებით, ცვლილებით მარტივდება სკრინინგის პროცედურა/გადაწყვეტილების მიღება იმ
თვალსაზრისითაც, რომ სავალდებულო აღარ იქნება, რომ სკრინინგის განცხადებას დაერთოს
მუნიციპალიტეტის წერილი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის ფუნქციური
ზონისა/ქვეზონისა და ამ საქმიანობის აღნიშნულ ზონასთან/ქვეზონასთან თავსებადობის შესახებ.
კანონპროექტით სააგენტოს ენიჭება უფლება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს
მანამ,
სანამ
საქმიანობის
განმახორციელებელი
სრულად
არ
შეასრულებს
საქმიანობის
განხორციელების ადგილის აღდგენასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით
განსაზღვრულ ღონისძიებებს.
დგინდება საქმიანობის განმახორციელებელი უფლება, მიმართოს სააგენტოს შესაბამისი
გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ საქმიანობებზე, რომლებზეც გაცემულია გზშ-ის
სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებენ ამავე
კოდექსით
დადგენილი
ვალდებულება
-
პროცედურების
მიმდინარე
გავლას
საქმიანობის
და
საქმიანობის
გაგრძელების
განმახორციელებლის
შესახებ
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად
შესრულების შემთხვევაში მიმართოს სააგენტოს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
მისაღებად.
კანონპროექტით
აგრეთვე
ზუსტდება
სტრატეგიულ
გარემოსდაცვით
შეფასებას
(სგშ)
დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, ცვლილების
შესაბამისად, სგშ-ის ჩატარება სავალდებულო იქნება იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის,
რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით
გათვალისწინებული საქმიანობებისთვის, შესაბამის სექტორებში. გარდა ამისა, სგშ-ს სკრინინგის
პროცედურას დაექვემდებარება ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზეც
სააგენტოსა
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამ კოდექსის მიხედვით გაცემულია
შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან, მკაფიოდ დგინდება, რა შემთხვევაში არის საჭირო სგშ-ს
პროცედურა (სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი
მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც (ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან
მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას, ან (ბ) მომეტებულ რისკს უქმნის გარემოს
ან/და ადამიანის ჯანმრთელობას, ან (გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი
მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ
ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს
ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი).
ზემოაღნიშნული ცვლილებით მკაფიოდ ჩამოყალიბდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი
შეფასების საკითხების მარეგულირებელი ნორმები და აღმოიფხვრება კოდექსის მოქმედ
ნორმებში არსებული ბუნდოვანება სგშ-ს პროცედურებთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ცვლილებები კოდექსის I და II დანართებში,
რომლებითაც განსაზღვრულია გზშ-ს და სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული
საქმიანობები. კერძოდ, I დანართში გარკვეული საქმიანობები დაზუსტდა შინაარსობრივად და
ტერმინოლოგიურად. ასევე, დაზუსტდა კონკრეტული საქმიანობების პარამეტრები,
მოცულობები, წარმადობები, ფარგლები და ა.შ.. მაგალითად, ზუსტდება ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებული გარკვეული საქმიანობები, კერძოდ,
სავალდებულო გზშ-ს დაქვემდებარება
მხოლოდ წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა) (დადგინდა ქვედა ზღვარ, ნულოვანი ზღვარის ნაცვლად); ასევე,
წელიწადში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა) (დადგინდა ახალი ზღვარი, წელიწადზე გათვლით, დღე-ღამეში 100
ტონის მოცულობის ნაცვლად).
ასევე, სავალდებულო გზშ-ს აღარ დაექვემდებარება 220 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისქვეშა
ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, რომლის სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია.
აქვე, სავალდებულო გზშ-ს დაექვემდებარება: სამელიორაციო დანიშნულებით კაშხლის ან/და
სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული
წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია; 35 მგვტ. მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის
მშენებლობა და ექსპლუატაცია (აღნიშნული საქმიანობა, მოქმედი რედაქციით, შედის II
დანართში, სკრინინგს დაქვემდებულ საქმიანობებში, ზღვარის დადგენის გარეშე).
რაც შეეხება კოდექსის II დანართს (სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობები), აღნიშნულ
დანართშიც, კოდექსის პრაქტიკაში აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზების, დაგროვილი
გამოცდილების, სტატისტიკისა და გარემოსდაცვითი რისკების ანალიზის საფუძველზე, მოხდა
გარკვეული საქმიანობების განმარტების დაზუსტება. ასევე, ცალკეული საქმიანობებისთვის
ზღვრების, პარამეტრების, მოცულობების
დადგენა ან/და კორექტირება, ზოგი საქმიანობის
კოდექსის I დანართში გადატანა, ასევე, დანართიდან ისეთი საქმიანობების ამოღება, რომლებიც
პრაქტიკაში,
სკრინინგის პროცედურის შედეგად გარემოზე არაარსებითი ზემოქმედების
დადგენის გამო, გზშ-ის პროცედურას ფაქტიურად არ ექვემდებარებოდა. კონკრეტულად:
დანართი II-ის: 1.1. პუნქტი დაზუსტდა შინაარსობრივად; 1.3. პუნქტი (სამელიორაციო სისტემის
მოწყობა და ექსპლუატაცია) ამოღებულია და გადატანილია I დანართში; 1.4. პუნქტში (არსებული
რედაქცია: 500 ჰექტარი ან მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 50 ჰექტარი ან მეტი ფართობის
ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით) დაკორექტირდა
(შემცირდა) მითითებული ფართობები; 1.6. პუნქტი (1.6. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის
აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების
მოშენება) ამოღებულია, ვინაიდან აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა ცალკე რეგულირდება
სპეციალური კანონმდებლობით
ექვემდებარება
სანებართო
რეჟიმს;
(„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი) და
2.2.
პუნქტში
(არსებული
რედაქცია:
სასარგებლო
წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მ.შ. მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით
მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ3-ზე მეტია
(გარდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების
მიზნით გამოყენებისა) ზუსტდება საქმიანობის შინაარსი და რეგულირების სფერო; 3.4.
პუნქტიდან (არსებული რედაქცია: 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა
ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, 110 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის ქვესადგურის განთავსება)
ამოღებულია მითითება მიწისქვეშა ელექტროგადამცემ ხაზზე; 3.5. პუნქტში (არსებული: 100 მ3 ან
100 მ3-ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების,
თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და
ექსპლუატაცია) დაკორექტირდა მითითებული ზღვარი (ნაცვლად 100 მ3-ისა დადგინდა 500 მ3);
3.9. პუნქტიდან (არსებული: დანადგარი ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით
ელექტროენერგიის წარმოებისთვის) ამოღებულია მითითება ქარზე; 4.1. პუნქტი (თუჯის ან
ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით) ამოღებულია, ვინაიდან ეს საქმიანობა
ისედაც
გათვალისწინებულია
კოდექსის
I
დანართით
(თუჯის,
ფოლადის
ან/და
ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორული დნობის ჩათვლით). ამასთან, ეს
საქმიანობა I დანართშიც შესაბამისი ზღვრების გარეშეა დადგენილი და როგორც გარემოზე მავნე
ზემოქმედების მქონე საქმიანობა, პირდაპირ გზშ-ს ექვემდებარება. შესაბამისად, ცვლილებით
გამორიცხება ერთიდაიგივე საქმიანობის კოდექსის დანართებში დუბლირება; 5.1. პუნქტში
(არსებული: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება) ზუსტდება ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის
მინიმალური ზღვარი (წელიწადში 100 000 მ3 ან მეტი), რომლის ზევითაც აღნიშნული საქმიანობა
სკრინინგის პროცედურას დაექვემდებარება; 6.3. პუნქტშიც (ნავთობქიმიური ან/და ქიმიური
პროდუქტის საცავის მოწყობა ან/და ექსპლუატაცია) დგინდება საქმიანობის მინიმალური ზღვარი
(500 მ3 ან მეტი მოცულობის ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა და
ექსპლუატაცია); 7.6. პუნქტში (ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღეღამეში 30 ან მეტი ცხოველი იკვლება) კორექტირდება საქმიანობის მითითებული ზღვარი
(ნაცვგლად დღე-ღამეში 30 ან მეტი ცხოველის დაკვლის წარმოადობისა, სკრინინგს
დაექვემდებარება დღე-ღამეში 300 ან მეტი ცხოველი დაკვლის წარმადობის საქმიანობა); 10.2.
პუნქტში (10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი
(მ.შ. სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) ზუსტდება
საქმიანობის განხორციელების ტერიტორია
- „უშენ (ან გაუნაშენებელ) ტერიტორიაზე“); 9.8.
პუნქტი (წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები) ამოღებულია დანართიდან
(აღნიშნული საქმიანობა ასევე მოქცეულია ამავე დანართის
9.9 სდა 9.13. პუნქტების
რეგულირების სფეროში); 9.9. პუნქტი (კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის
მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი
დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ
3-ზე მეტია) ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, მისი რეგულირების ქვეშ ასევე ექცევა
მითითებული საქმიანობის განხორციელება „მათ შორის სამელიორაციო დანიშნულებითაც“; 9.13.
პუნქტში (ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის
აღდგენის
მიზნით
გათვალისწინებული
სამუშაოები,
აგრეთვე
საზღვაო
სამუშაოები,
რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (კერძოდ, დამბის, ჯებირის,
მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი სარეკონსტრუქციო
სამუშაოებისა) ზუსტდება, რომ აღნიშნული ეხება უშუალოდ ზღვის ნაპირდაცვითი და ზღვის
სანაპირო ზოლთან დაკავშირებულ საქმიანობებს; 10.2. (ნარჩენების განთავსება) პუნქტში
ზუსტდება საქმიანობის ფარგლები - „სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა); 10.3. პუნქტში (ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების
წინასწარი დამუშავებისა) დგინდება მითითებული საქმიანობის ფარგლები და მინიმალური
ზღვარი - „წელიწადში 10 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა
წინასწარი დამუშავებისა), 10.2. და 10.3. პუნქტების ცვლილებიდან გამოდინარე, შესაბამისად,
დანართიდან ამოღებულია 10.4 (სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება) და 10.5. (10
ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა) პუნქტები. აქვე
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობები დამატებით
რეგულირდება დარგობრივი კანონმდებლობით („ნარჩენების მართვის კოდექსი“ და სხვა), მათ
შორის,
ნარჩენების
სავალდებულო
მართვასთან
რეგისტრაციის
დაკავშირებული
რეჟიმი
და
სხვ..
საქმიანობებისთვის
შესაბამისად,
ნარჩენების
დადგენილია
მართვასთან
დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც ამოღებულია კოდექსის დანართებიდან, ჩვეულებრივ
დაექვემდებარე და მოწესრიგდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ დადგენილი წინასწარი
რეგისტრაციის პროცედურითა და სხვა რეგულაციებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსის დანართებით განსაზღვრული საქმიანობების
დაზუსტება, მათთვის შესაბამისი ზღვრების დაწესება, საქმიანობების დუბლირებისა და ორმაგი
რეგულირების თავიდან აცილება და სხვა მსგავსი დაზუსტებები ერთი მხრივ, უზრუნველყოფს
შედარებით მცირე მასშტაბის და გარემოზე შედარებით უმნიშვნელო ზემოქმედების მქონე
საქმიანობების და მათი განმახორციელებელი პირების გარკვეული ბიუროკრატიული
პროცედურებისგან გათავისუფლებას და მეორე მხრივ -
ადმინისტრაციული ორგანოების
განტვირთვას და მათი რესურსების დაზოგვას, რაც შესაბამისად, მეტად იქნება მიმართული
პოტენციურად გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების უფრო სრული
გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასებისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია ეტაპობრივად. კერძოდ,
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან ცვლილებები,
რომლებიც ეხება საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების პროცედურას და მასთან
დაკავშირებულ საკითხებს - ამოქმედდება 2025 წლის 1 ივნისიდან (თარიღი შერჩეულია
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღების თარიღის მიხედვით), ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების მარეგულირებელი ცვლილებები ამოქმედდება 2025
წლის 1 სექტემბრიდან (აღნიშნული თარიღი განისაზღვრა შესაბამის კანონქვედებარე აქტებში
ცვლილებების შეტანისთვის საჭირო დროის მიხედვით). ასევე, გარკვეული ცვლილებების
ამოქმედება გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან („სამრეწველო ემისიების შესახებ“
საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად). ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
ხარჯებთან
არ
არის
დაკავშირებული.
კანონპროექტით
გათვალისიწინებულ ღონისძიებებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და სსიპ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებენ მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ასევე
საკუთარი შემოსავლებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილების
მისაღებად
მოსაკრებლის
გადახდას
საქმიანობის
განმახორციელებლის მხრიდან, რაც შეადგენს 500 ლარს. მოცემული ცვლილების შედეგად
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაზრდა დამოკიდებული იქნება იმ პროექტების
რაოდენობაზე,
რომლებსაც
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებით
გათვალისწინებული
საქმიანობისთვის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შედეგად დასჭირდება შესაბამისი გზშის ანგარიშის წარდგენა.
კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის I და II დანართებში ცვლილებებს. კოდექსის I
დანართით გათვალისწინებული ცვლილებებით სავალდებულო გზშ-ს დაექვემდებარება:
სამელიორაციო დანიშნულებით კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია,
რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე მეტია; 35 მგვტ. მეტი
სიმძლავრის
ქარის
ელექტროსადგურის
მშენებლობა
და
ექსპლუატაცია.
აღნიშნული
ცვლილებების შედეგად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ვინაიდან
ხსენებულ პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმიანობის
განმახორციელებელს მოუწევს გზშ-ს მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა (500 ლარის
ოდენობით). შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება ხსენებული
პროექტების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, მათზე საქმიანობის განმახორციელებლების მიერ
შესაბამისი გადახდილი მოსაკრებლის (500 ლარი) ჯამური რაოდენობით.
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს, რადგან კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სააგენტოსთვის
იმგვარი
ვალდებულებების
დაკისრებას,
რომელიც
გამოიწვევდა დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროებას. სააგენტო, ამ კანონპროექტით
განსაზღვრულ ახალ პროცედურას (ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების პროცედურა) განახორციელებს საკუთარი დაფინანსების ფარგლებში.
ასევე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიც, კანონპროექტით მისთვის
მიკუთვნებულ ფუნქციებს (ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების
პროცედურის
ფარგლებში,
ასევე,
კოდექსით
გათვალისწინებული,
არსებული
წარმოებების ფარგლებში განცხადებების, გადაწყვეტილებებისა და სხვა ინფორმაციების
გამოქვეყნება) განახორციელებს საკუთარი არსებული რესურსებით.
ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, გარკვეულწილად, დაიზოგება გადაწყვეტილების
მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო) ადმინისტრაციული
(ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური, დროის და ა.შ.) რესურსები. კერძოდ, გამომდინარე
იქიდან, რომ ზუსტდება/მცირდება გზშ-ს და სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობების
ჩამონათვალი და მრავალი საქმიანობა საერთოდ აღარ დაექვემდებარება კოდექსის პროცედურებს
(ან დაექვემდებარება მხოლოდ გარკვეული ფარგლების. წარმადობის, მასშტაბის, ლიმიტების
ზევით), შესაბამისად, ამ კუთხით შემცირდება სააგენტოს დატვირთვა, გამოთავისუფლდება ამ
საქმიანობების განხილვისთვის გათვალისწინებული რესურსები და ისინი მიმართული იქნება
სხვა საქმიანობების განხილვაზე, შესაბამისად, მოხდება ამ საქმიანობების უფრო სრული
განხილვა და გადაწყვეტილებების უფრო ოპტიმალურ ვადებში მიღება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების
აღებას
არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გარკვეულ დადებით გავლენას იქონიებს კოდექსით გათვალისწინებული
საქმიანობების განმახორციელებლებლებზე. კერძოდ, გამომდინარე, იქიდან, რომ წარმოდგენილი
ცვლილებებით მარტივდება კოდექსით დადგენილი პროცედურები, აღარ იქნება სავალდებულო
პროცედურების ცალკეული ეტაპების გავლა (მაგ, საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის
ცვლილებისას სააგენტოსთვის გადაწყვეტილების გაცემაზე მიმართვა სკრინინგის ეტაპის გავლის
გარეშე), მარტივდება დოკუმენტაციის შედგენის წესი, ზოგ შემთხვევაში მცირდება
საქმისწარმოების ვადები, კოდექსის დანართებიდან (რეგულირების სფეროდან) ამოღებული
იქნება ცალკეული საქმიანობები და სხვ. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობების
განმახორციელებლებს
შეუმცირდებათ
გზშ-ის
პროცედურების
გავლასთან
და
გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს ფინანსური გავლენა ექნება კოდექსით
რეგულირებულ საქმიანობების განმახორციელებელ იმ ფიზიკურ და იურიდიული პირებზე,
რომლებსაც დასჭირდებათ საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, ვინაიდან მათ
უნდა გადაიხადონ მოსაკრებელი 500 ლარი. ასევე, კოდექსის არსებული რედაქციით, საქმიანობის
ცვლილების შეთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელს სკრინინგის შედეგად გზშ-ს
ჩატარების საჭიროების შემთხვევაში უწევს გზშ-ს ანგარიშის მომზადება, ხოლო არსებული
ცვლილებებით - მას მოუწევს ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის
წარდგენა, რაც შინაარსობრივად მეტად შეესაბამება ექპლუატაციის პირობების ცვლილებისთვის
საჭირო კვლევებს და ამარტივებს გზშ-ს ანგარიშის შინაარსს. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ექსპლუატაციის
პირობის ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელია საქმიანობის განმახორციელებელს
შეუმცირდეს გზშ-ს ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო დანახარჯები, რაც ცალსახად
დამოკიდებული იქნება გარემოსდაცვით საკონსულტაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე.
კოდექსის I დანართით გათვალისწინებული ცვლილებებით სავალდებულო გზშ-ს
დაექვემდებარება: სამელიორაციო დანიშნულებით კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და
ექსპლუატაცია, რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ3-ზე
მეტია; 35 მგვტ. მეტი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
მოცემული ცვლილებების შედეგად ჩამოთვლილ საქმიანობის განმახორციელებლებს მოუწევთ
500 ლარის ოდენობის მოსაკრებლის გადახდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების
მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად. აგრეთვე, მათ მოუწევთ დანახარჯის გაწევა
კოდექსით გათვალისწინებული კვლევებისა და დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, რისი
ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება პროექტის თავისებურებებზე და
ბაზარზე არსებულ ფასებზე.
გარდა ამისა, კანონპროექტით ცვლილებები შედის II დანართში, როლებითაც კოდექსის
პრაქტიკაში აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზების, დაგროვილი გამოცდილების,
სტატისტიკისა და გარემოსდაცვითი რისკების ანალიზის საფუძველზე, მოხდა გარკვეული
საქმიანობების განმარტების დაზუსტება. აგრეთვე, ცალკეული საქმიანობებისთვის ზღვრების,
პარამეტრების, მოცულობების დადგენა ან/და კორექტირება.
შესაბამისად, დანართი II-ის ცვლილებებიდან გამომდინარე იმ საქმიანობასთან დაკავშირებით,
რომლის რეგულირების ზღვრები მცირდება, მოსალოდნელია, რომ უფრო მცირე მაშტაბის
შესაბამისი კატეგორიის პროექტები მოექცეს სკრინინგის პროცედურის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას,
რომ ასეთი საქმიანობის განმახორციელებლებს ამგვარი პროექტების განხორციელებისთვის
მოუწევთ სკრინინგის პროცედურის გავლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით
ხარჯის გაწევასთან, თუკი საქმიანობის განმახორციელებელი სკრინინგის პროცედურის გავლის
მიზნით იყენებს კონსულტანტის მომსახურებას (მომსახურების ღირებულება დამოკიდებული
იქნება პროექტის თავისებურებებზე და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე). ხოლო, იმ
საქმიანობებზე, რომლებზეც რეგულირების ზღვრები იზრდება, მოსალონდელია, რომ ნაკლები
რაოდენობის პროექტი მოექცეს სკრინიგის პროცედურის ქვეშ, რაც გულისხმობს იმას, რომ
შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელს არ მოუწევს სკრინინგის პროეცდურის გავლა და
მასთან დაკავშირებული შესაძლო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯის გაწევა, ასეთი
საქმიანობის განხორციელებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებულაი ახალი პროცედურა, კერძოდ კი, ექსპლუატაციის პირობის
ცვლილების
შესახებ
გადაწყვეტილების
მისაღებასთან
დაკავშირებული
წარმოება,
რომელისთვისაც საქმიანობის განმახოციელებელმა უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი 500 ლარის
ოდენობით. მოსაკრებლის ოდენობა იგივეა რაც არსებული გზშ-ს მოსაკრებელია.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.