„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/35/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300190000.05.001.020929) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: ,,7. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგენლობის უფლებამოსილი შემთხვევაში, ადმინისტრაციული საკითხი აღნიშნულ ორგანოს მიერ პოზიციის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება.“; 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. საზოგადოების მხრიდან საჯარო განხილვაზე დაფიქსირებულ ან/და სააგენტოში წარმოდგენილ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს არ ეხება, სააგენტო გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ს/მუნიციპალიტეტ(ებ)ს.” 3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს აღნიშნული ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“. 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთად ასევე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთად სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 71 მუხლის შესაბამისად მომზადებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი.“; 5. მე-19 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტით („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილების შეტანა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ სამრეწველო საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების (ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიები) საკითხები და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები დადგენილია კანონით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებას ჭირდება კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით დაზუსტდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები/საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილებები შედის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში/პუნქტებში და ზუსტდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას, განსაზღვრულ ვადაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება და სააგენტო უფლებამოსილი იქნება გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. ასევე, ზუსტდება, რომ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს აღნიშნული ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონიდან იღებენ ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული გარემოება არ შეესაბამება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებს და აღნიშნულ შეუსაბამობას გარემოს ზიანი არ გამოუწვევია, ასეთ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი საკუთარი ინიციატივით მოითხოვს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. შეტანას, მას ამ კანონით ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): (საქართველოს მთავრობის მიერ ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, კანონპროექტს გარკვეული გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად, ინტეგრირებული ნებართვის მქონე პირების მიმართ, რომელთა საქმიანობის ადგილზე არსებული მდგომარეობა არ იქნება შესაბამისობაში ნებართვის პირობებთან (მიუხედავად გარემოს ზიანისა), გავრცელდება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობისთვის, რისთვისაც დაწესებულია ჯარიმა 10 000-დან - 15 000 ლარამდე. ამასთან, აღნიშნული ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის უწყებებისთვის ან ითვალისწინებს. ბიუჯეტის ხარჯვით მუნიციპალიტეტებისთვის ნაწილზე. ახალი კანონპროექტი ვალდებულებების სახელმწიფო დაკისრებას არ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს გარკვეული ფინანსური გავლენა ექნება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე იმ პირებზე, რომელთა საქმიანობის ადგილზე არსებული მდგომარეობა არ იქნება შესაბამისობაში ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან (გარემოს ზიანის მიუხედავად). ასეთ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შეუსრულებლობისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000-დან 15 000 ლარამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის მდგომარეობაზე. თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.