„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/35; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
30/06/2023, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.05.001.020933) შეტანილი იქნეს ცვლილება და
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
1. ამ კანონის მიზნებისთვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა
არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე
ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი
რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების
ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის
მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე
ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა
დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი
დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის), გარდა
ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.
3.
ინტეგრირებული
გარემოსდაცვითი
ნებართვისადმი
დაქვემდებარებული
საქმიანობებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება „სამრეწველო ემისიების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების
შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა
საქმიანობის,
გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა,
გათვალისწინებით.
5. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე
ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის
გაანგარიშებისას უპირატესობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას ენიჭება.
6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.
7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი
განისაზღვრება „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და
ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი
ტექნიკური რეგლამენტი.
9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების დაცვა სავალდებულოა. ასევე,
სავალდებულოა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური
აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის
პარამეტრების შესრულება/დაცვა, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული
განიხილება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი
მიზანია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტით („გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე,
შესაბამისი ცვლილების შეტანა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში.
კანონპროექტის მიზანია, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის
ჰარმონიზაცია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან (30/06/2023, სარეგისტრაციო კოდი:
420000000.05.001.020933), რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილების შეტანა შესაძლებელია
მხოლოდ იმავე კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (30/06/2023, სარეგისტრაციო
კოდი: 420000000.05.001.020933), რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისობაში მოვა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
დაგეგმილ ცვლილებებთან და გამოირიცხება საკანონმდებლო ხარვეზი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ხდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული ცვლილების (29-ე მუხლს ემატება ახალი - მე-9 პუნქტი) ასახვა
2026 წლის 1 სექტემბერს ასამოქმედებელ კანონში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ დროულად
ამოქმედდეს ცვლილება შესაბამის კანონში, რათა გამოირიცხოს შესაძლო საკანონმდებლო
ხარვეზები. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ
შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონპროქტით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობას და დამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
სამართალდარღვევა:
-
793
მუხლის
კოდექსის
მეორე
შესაბამისი
ნაწილით,
მუხლებით
გარემოსდაცვითი
გათვალისწინებული
შეფასების
კოდექსით
გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით
დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის
გადამეტება, –გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
798 მუხლის მეორე ნაწილით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი
პირობების
შეუსრულებლობა,
რამაც
გამოიწვია
ატმოსფერულ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
761 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილებისადმი
განმახორციელებელი
სუბიექტის
მიერ
დაქვემდებარებული
მავნე
ნივთიერებების
საქმიანობის
ორგანიზებული
გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში
გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად
განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000
ლარის ოდენობით. ხოლო, ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას
20 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სსდ - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმით
გათვალისწინებულია შესაბამისი ობიექტების შემოწმება და აღნიშნული ობიექტები
წარმოადგენენ წინამდებარე კანონპროექტის მოწესრიგებით გათვალისწინებულ პირებს.
ამდენად, კანონპროექტი არ გამოიწვევს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ხარჯების გაზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, გამოიხატება იმაში, რომ კანონპროექტით
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ დამრღვევ პირს
შეეფარდება
წინამდებარე
კანონპროექტიდან
გამომდინარე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით, მას სანქციის სახით მოუწევს
შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდა. აღნიშნული ფულადი ჯარიმა განსაზღვრულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით:
- 793 მუხლის მეორე ნაწილით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
- 798 მუხლის მეორე ნაწილით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების
შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
- 761 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი
სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების
სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის
ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო, ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქმედების მეორედ და მის შემდეგ
ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, ფინანსური გავლენა, ანუ ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება პირის მიერ
დარღვევის ჩადენაზე და შესაბამისი დარღვევის სიმძიმეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.