„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/35; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
12.03.2021,
სარეგისტრაციო
კოდი:
360150000.05.001.020241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება
1. უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის
კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ფარგლებში გარემოსთვის მნიშვნელოვანი
ზიანის მიყენება −
გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან
100 000
ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის
ობიექტის კონფისკაციით.
შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი
ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ
მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმს შეესაბამება.“;
2. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი
შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან
არაუგვიანეს 6 თვისა.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-17−23-ე მუხლების, 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული
ქმედება,
ჩადენილი
განმეორებით,
გამოიწვევს
შესაბამისი
მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას.“;
3. №1 დანართის მე-3 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ქიმიურ
ნივთიერებათა კონცენტრაცია ათჯერ ან მეტად აღემატება
დადგენილ ნორმებს. ამასთან,
დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში
ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები განისაზღვრება
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩამდენი პირისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის,
ადმინისტრაციული სახდელის
დადების ვადის დინება დაიწყოს ამ კანონის ამოქმედების დღიდან.
2. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მიზანია
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებით, ამავე კოდექსის რეგულირების სფეროში
შემავალი საქმიანობების შედეგად გარემოსთვის ზიანის მიყენების საკითხების რეგულირებასთან
დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების შეტანა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი). ასევე, კანონის აღსრულების პრაქტიკიდან
გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების მოწესრიგება.
დღეს არსებული რეგულაციით, საქმიანობების (მ.შ. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I
დანართით გათვალისწინებული საქმიანობების) განმახორციელებლის მიერ კანონის №1
დანართის მიხედვით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის
3062 მუხლით. ამავე დროს, კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პირს
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების
ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლის შემდეგ. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ
არის შესაძლებელი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყება, რაც გულისხმობს
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის დავალდებულებას, 180
დღის
ვადაში
შესათანხმებლად
წარმოადგინოს
მის
მიერ
გარემოსთვის
მიყენებული
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი და შეთანხმების
შემთხვევაში დაიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელება.
ამასთან, ფუძემდებლური გარემოსდაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, გარემოსთვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტის დადგომის შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია,
ზიანის გამოსწორების ღონისძიებები დაიწყოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში, იმისთვის, რომ
დაზიანებული გარემო მალევე დაუბრუნდეს ზიანის მიყენებამდე ან მასთან მაქსიმალურად
მიახლოებულ მდგომარეობას. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღეს მოქმედი ნორმის
შესაბამისად,
ზოგადი
წესის
მიხედვით,
პირის
დავალდებულება,
დაიწყოს
ზიანის
გამოსასწორებელი ღონისძიებები და აღადგინოს გარემო, შესაძლებელია მხოლოდ პირისთვის
სისხლის სამართლის კოდექსის 3062 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
დაკისრების (შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის) შემდგომ. ხოლო
აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორც
ცნობილია, დაკავშირებულია საკმაოდ ხანგრძლივ ვადებთან. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყოველივე
აღნიშნული წარმოადგენს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი
ღონისძიებების დროულად დაწყება-განხორციელების მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას.
აქვე მხედველობაშია მისაღები სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ
გამოვლენილი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1
დანართით
გათვალისწინებული
გარემოსთვის
მიყენებული
მნიშვნელოვანი
ზიანის
შემთხვევების სტატისტიკა:
№
წელი
საგამოძიებო
დასრულებული
შეთანხმებულია
დაწყებულია
ორგანოებში
სისხლის
გამოსასწორებელი
გამოსასწორებელი
გაგზავნილი
სამართლის
ღონისძიებების
ღონისძიებები
ფაქტების
საქმეების
გეგმა
რაოდენობა
რაოდენობა
(გზდ-ს ხელთ
არსებული
ინფორმაციით)
1.
2023 წ.
14
6
0
0
2.
2024 წ.
18
2
0
0
3.
2025 წ.
2
0
0
0
სულ:
34
8
0
0
მოცემული ცხრილის მიხედვით, 2022-2025 წწ. სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების 34 ფაქტი
და აქედან მხოლოდ 8 შემთხვევაში არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილება, ხოლო 26 საქმე მიმდინარეა. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევებთან
დაკავშირებით (გარდა მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შემთხვევებისა) დროულად
ვერ ხერხდება სახელმწიფო მაკონტროლებლის მხრიდან, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე
პასუხისმგებელი
პირის
დავალდებულება
დაიწყოს
დაზიანებული
გარემოს
აღდგენის
ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მიზანშეწონილია მოხდეს მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი
ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის შემცირება, რაც შესაძლებელი
გახდება, თუ აღნიშნული ქმედება, პირველ ჯერზე დაკვალიფიცირდება, როგორც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა.
სამართალდარღვევისათვის
მოგეხსენებათ,
პასუხისმგებლობის
რომ
დაკისრებისთვის
ადმინისტრაციული
და
შესაბამისი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთვის შედარებით ნაკლები ვადებია საჭირო, ვიდრე
სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის გარემოსდაცვითი პასუხისგებლობის საკითხები (მ.შ.
სამართალდარღვევები, სანქციები) დადგენილია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ახალი ნორმებისა
და რეგულაციების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქმიანობების, მ.შ. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I
დანართით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებლის მიერ „გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის №1 დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმების
მიხედვით, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში საქმიანობების
განმახორციელებლებს, პირველ ჯერზე, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
რაც
დაკავშირებულია
შედარებით
მცირე
ვადებთან,
ვიდრე
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრება და შედეგად, შედარებით მოკლე ვადებში გახდება შესაძლებელი
გარემოსთვის
მიყენებული
მნიშვნელოვანი
ზიანის
გამოსასწორებელი
ღონისძიებების
(დაზიანებული გარემოს აღდგენის) დაწყებაც. აქვე, დაზუსტდება ზედაპირული წყლის
ობიექტისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმის (მნიშვნელობის) განმსაზღვრელი კრიტერიუმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
- კანონს ემატება ახალი 231 მუხლი, რომლის მიხედვითაც, პირის უკანონო ქმედებით
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000
ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის
ობიექტის კონფისკაციით. ასევე, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ფარგლებში
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი
პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის
კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით;
-
კანონის
26-ე
მუხლს
ემატება
ახალი
11
პუნქტი,
რომლითაც
დგინდება
სამართალდამრღვევისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის
დადების ზღვრული ვადა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან
არაუგვიანეს 6 თვე);
- 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის შესაბამისად, პირის
მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების განმეორებითი ქმედების ჩადენა აღარ
გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას (გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო
პაკეტის შემადგენელი - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის
განმეორებით მიყენებისთვის დადგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა);
-
კანონით
დადგენილი,
ზედაპირული
წყლის
ობიექტისთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
განმსაზღვრელი კრიტერიუმის დაზუსტების მიზნით, კანონის დანართი N1-ის (მნიშვნელოვანი
ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ზედაპირული წყლის
ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა ათჯერ ან
მეტად აღემატება დადგენილ ნორმებს) განისაზღვრება, რომ აღნიშნულ პუნქტში მითითებული
დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ
ჩამდინარე წყალში აღნიშნული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები
დადგინდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გარემოსდაცვითი ტექნიკური
რეგლამენტებით;
- კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელ პირებს,
რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს ამ კანონის ამოქმედებამდე, პასუხიმგებლობა დაეკისრებათ იმ
პერიოდში მოქმედი ნორმის შესაბამისად და ამ ქმედებებზე ადმინისტრაციული სახდელის
დადების ვადის დინება დაიწყება ამ კანონის ამოქმედების დღიდან. აღნიშნულის საჭიროება
გამომდინარეობს იქედან, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პირველ
შემთხვევაში წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისად, უქმდება სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა. აღნიშნული გამოიწვევს 2022 წლის 1 ივლისიდან გარემოსთვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებში არსებული
შესაბამისი საქმეების შეწყვეტას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უკანონო ქმედება
მოექცეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვეშ და იმ პირებს, რომლებსაც 2022 წლის 1
ივლისიდან განხორციელებული ქმედებისთვის („გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის
მიყენებისთვის)
ჯერ
დაკისრებული
არ
აქვთ
სისხლის
სამართლოს
კოდექსით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი
გადაწყვეტილება) დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ასევე, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შესაბამისობაში
უნდა მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტი („გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
პირველი
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევაზე სახელმწიფო კონტროლს (გამოვლენა და აღკვეთა) განახორციელებს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი არსებული დაფინანსების ფარგლებში.
შესაბამისად კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან პირის
მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პირველი შემთხვევისთვის, ნაცვლად
სისხლის სამართლის კოდექსის 3062 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა
(რისთვისაც დაწესებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე),
დადგება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რისთვისაც დგინდება ჯარიმა
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 40 000-დან 80 000
ლარამდე, ხოლო მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 50 000დან 100 000 ლარამდე, ე). ზემოაღნიშნული ჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
ჩადენილი
სამართალდარღვევების
რაოდენობაზე,
სასამართლოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებზე და ასევე, გარემოსთვის მიყენებული
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების ღირებულებებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე
სახელმწიფო კონტროლს (გამოვლენა და რეაგირება) განახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არსებული რესურსის
ფარგლებში. გამომდინარე აღნიშნულიდან, კანონპროექტის მიღება სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს არ გამოიწვევს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტში
მოცემული,
კანონის
ახალი,
231
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას. კერძოდ, მათ დაეკისრებათ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული
ჯარიმა, მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 40 000-დან
80 000 ლარამდე, ხოლო მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის
50 000-დან 100 000 ლარამდე, რომლის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება
სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ითვალისწინებს სამართალდარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადების ცვლილებას, კერძოდ პირი, რომელიც ჩაიდენს
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევას კერძოდ, სამართალდამრღვევს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება
დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს
6 თვისა.
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს ასევე იმ პირებზე რომლებმაც ამ კანონის
ამოქმედებამდე ჩაიდინეს მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედება. აღნიშნულ შემთხვევაში
მათთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება დაიწყოს ამ კანონის
ამოქმედების დღიდან.
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე
პასუხისმგებელ
პირებზე,
იმ
თვალსაზრისით,
რომ
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან მათი დავალდებულება დაგეგმონ და განახორციელონ
დაზიანებული გარემოს აღდგენის ღონისძიებები მოხდება უფრო მოკლე ვადაში ვიდრე
აღნიშნული შესაძლებელი იყო კანონპროექტის მიღებამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დგინდება ჯარიმები სამართალდარღვევებისთვის. კერძოდ: კანონპროექტით
გათვალისწინებული 231 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა არის 40
000-დან 80 000 ლარამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში - 50 000-დან 100 000
ლარამდე. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობის შერჩევის პრინციპს, ამ შემთხვევაში გამოყენებულია
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
23-ე
მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, რადგან სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის
მიხედვით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და
კანონპროექტით გათვალისწინებულ 231 მუხლებს შორის არის არსებითი მსგავსება და
გარემოსთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
მიყენებისთვის
დაწესებული
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს უფრო მსუბუქი, ვიდრე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
რომელიც დადგენილია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი
პირის
მიერ
მნიშვნელოვანი
ზიანის
გამოსასწორებელი
ღონისძიებების
გეგმით
გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობისთვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.