„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/35; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და 3062 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 3062. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება
1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით
გათვალისწინებული
რომელიმე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის
მიყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება
ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის
განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, გარდა „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმისა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მიზანია,
საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“) და მისგან გამომდინარე კანონპროექტის („გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“)
გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გარემოსთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
მიყენებისთვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დადგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 3062 მუხლით. შესაბამისად,
აღნიშნული საკითხის ახლებურად მოწესრიგებისთვის, საჭიროა ცვლილების შეტანა სისხლის
სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება
გარემოსთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
მიყენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სისხლის სამართლის კოდექსის 3062 მუხლი (უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი
ზიანის მიყენება) ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ზუსტდება, რომ გარემოსთვის
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით
(გარემოსთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
მიყენება)
გათვალისწინებული
რომელიმე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირის მიმართ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ
კანონპროექტის
შესაბამისად,
გარემოსთვის
მნიშვნელოვანი
ზიანის
მიყენებისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირების მიმართ დადგება მხოლოდ გარემოსთვის
მნიშვნელოვანი ზიანის განმეორებით მიყენების შემთხვევაში. პარალელურად, ცვლილება შედის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის შესაბამისადაც, გარემოსთვის
მნიშვნელობანი ზიანის მიყენების პირველი შემთხვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად და ასეთ პირებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 40
000-დან 80 000 ლარამდე ან 50 000-დან 100 000 ლარამდე, რომლის კონკრეტული ოდენობა
დამოკიდებული იქნება სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების
პირველი შემთხვევა აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და პირს დაეკისრება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფომ დაზოგოს
პატიმრების შენახვაზე გასაწევი ხარჯები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს არ გამოიწვევს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით არ ხდება ახალი ქმედების კრიმინალიზაცია, არამედ, ზუსტდება მოქმედი ნორმა,
შემსუბუქების კუთხით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირების მიმართ დადგება
მხოლოდ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის განმეორებით მიყენების შემთხვევაში).
პარალელურად, ცვლილება შედის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში, რომლის შესაბამისადაც, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პირველი
შემთხვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ასეთ პირებს დაეკისრებათ
ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 40 000-დან 80 000 ლარამდე ან 50 000-დან 100 000
ლარამდე, რომლის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება სასამართლოს მიერ
გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
კანონპროექტით 3062 მუხლის სანქცია არ იცვლება. იცვლება მხოლოდ მისი დაკისრების პირობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.