„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/35/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები: ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება; ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; გ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება; დ) 2 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება; ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება; ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება; ზ) ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” დანართი II-ით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.“; 2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” დანართი II-ით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტით („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილების შეტანა „ნარჩენების მართვის კოდექსში“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც რეგისტრაციის პროცედურას ექვემდებარებიან, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განისაზღვრება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის ახლებურად მოწესრიგებას სჭირდება კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების ჩამონათვალი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი რედაქციით ყალიბდება „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 26-ე მუხლის (ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია) პირველი ნაწილი და ზუსტდება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების ჩამონათვალი (წესდება/ზუსტდება საქმიანობების ზღვრები, მოცულობები და სხვ). ასევე, შესაბამისად, ცვლილება შედის კოდექსის მე-40 მუხლში (ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა) და ემატება მე-8 ნაწილი, რომლითაც დგინდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” დანართი II-ით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული იმ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისთვის, რომელიც სკრინინგის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას არ დაექვემდებარა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 სექტემბრიდან, რაც დაკავშირებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტის ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ კანონპროექტით შემოდის ახალი სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. კანონპროექტით ნარჩენებთან დაკავშირებული, რეგისტრაციას დაქვემდებარებული შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისთვის დგინდება ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესული შენატანის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებზე. კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროქტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევის (კოდექსის მე-40 მუხლის მე-8 ნაწილი) გამოვლენას და მასზე სამართლებრივ რეაგირებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელებს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, არსებული ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება მომავალში გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ასეთ შემთხვევაში მათ სახდელის სახით დაეკისრებათ შესაბამისი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტში საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულების შემოღება არ გულისხმობს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს საქმიანობის განმახორციელებლისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის მდგომარეობაზე. თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.