„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/35/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება სივრცის დაგეგმარებისა (საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა; ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა; მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრის დაგეგმარების გეგმა) და ქალაქთმშენებლობითი (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა) გეგმები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. ამასთან, თუ ქალაქთმშენებლობით გეგმაზე სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად გაცემულია რეკომენდაციები და ეს გეგმა ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის 9.2. ან/და 11.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებს, აღნიშნული საქმიანობები გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურას არ საჭიროებენ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტით („გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილების შეტანა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების სავალდებულობის საკითხი დადგენილია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას სჭირდება შესაბამისი ცვლილების შეტანა აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-10 მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება). კერძოდ, ზუსტდება, რომ სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (სგშ) ექვემდებარება სივრცის დაგეგმარების - საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები - გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა. შესაბამისად, სგშ-ს აღარ დაექვემდებარება განაშენიანების დეტალური გეგმა. ასევე დგინდება, რომ თუ სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობით გეგმაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ფარგლებში, გაცემულია რეკომენდაციები და ეს გეგმა ამავე დროს ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის 9.2. (10 ჰა-ზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მ.შ., სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა)) ან/და 11.2. (ქალაქგარეთ 10 ჰა-ზე მეტ ფართობზე დასასვენებელი დაკავშირებული ნაგებობის) კომპლექსური დასახლების (მ.შ. მშენებლობა)) ქვეპუნქტებით სასტუმროსა განსაზღვრულ და მასთან საქმიანობებს, აღნიშნული საქმიანობებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურა საჭირო აღარ იქნება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მათი ეკონომიის თვალსაზრისით. კერძოდ, განაშენიანების დეტალური გეგმების შემმუშავებელ უწყებებს (მუნიციპალიტეტებს) აღარ მოუწევთ აღნიშნული გეგმებისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ჩატარება (სგშ-ს ანგარიშის/დოკუმენტაციის მომზადება, სგშ-ს პროცედურის გავლა) და შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამასთან, დაზოგილი ხარჯების (ასევე, ადამიანური და დროის რესურსების) ოდენობა დამოკიდებული იქნება მოსამზადებელი გეგმების რაოდენობაზე, აღნიშნული გეგმებით მოცულ ფართობებზე, მასშტაბებზე, მოცულობაზე და სხვა ფაქტორებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს გარკვეული ფინანსური გავლენა (ხარჯების ეკონომიის კუთხით) ექნება იმ უწყებებზე, რომლებსაც მომზადებული აქვთ ქალაქთმშენებლობის გეგმა და გავლილი აქვთ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. კერძოდ, თუ ასეთი გეგმები მოიცავენ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის (სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობები) 9.2. (10 ჰა-ზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მ.შ. სავაჭრო ცენტრისა და 1000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) უშენ (ან გაუნაშენიანებელ) ტერიტორიაზე) ან/და 11.2. (ქალაქგარეთ 10 ჰაზე მეტ ფართობზე დასასვებელი კომპლექსური დასახლების (მ.შ. სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ აღარ მოუწევთ მითითებული საქმიანობებისთვის ცალკე სკრინინგის პროცედურის ჩატარება, შესაბამისად, ამისთვის პროცედურების გავლა. საჭირო დოკუმენტაციის მეორე მხრივ, ამ მომზადება ცვლილებას და გარკვეული ბიუროკრატიული გავლენა ექნება გარემოსდაცვითი მომსახურების გამწევ საკონსულტაციო კომპანიებზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ უფრო ნაკლებ საქმიანობებზე მოუწევთ სკრინინგის დოკუმენტაციის მომზადება და მომსახურებების გაწევა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის მდგომარეობაზე. თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.