„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/35; 16/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების დაცვა სავალდებულოა. ასევე,
სავალდებულოა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური
აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის
პარამეტრების შესრულება/დაცვა, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული
განიხილება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად.“;
2. კანონის დანართის მე-8 - მე-10 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8
მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან,
კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან, მათ შორის, ნარჩენების აღდგენის
შედეგად, ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა
9
ორგანული ნაერთების წარმოება
10 არაორგანული ნაერთების წარმოება
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი
მიზანია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტით („გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე,
შესაბამისი ცვლილების შეტანა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
უშუალოდ ცვლილებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი: „ატმოსფერული ჰაერის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირია
შემთხვევები, როცა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად
წინა პერიოდში
გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით არ არის განსაზღვრული
შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმის დაცვის ვალდებულება. ასევე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
პირობებით არ არის განსაზღვრული ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული
ატმოსფერულ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა
გაფრქვევის
პარამეტრების
შესრულების
ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ სუბიექტებთან მიმართებით სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
მოკლებულია შესაძლებლობას, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები
გაფრქვევის
ნორმების
პროექტით
დადგენილი
ვალდებულებების
ან/და
ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა
გაფრქვევის პარამეტრების შეუსრულებლობის ფაქტი განიხილოს როგორც გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
ან
შესაბამისად,
მიმდინარე
საქმიანობის
გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილების პირობის დარღვევა. რის გამოც, ვერ ხორციელდება აღნიშნული პირობების
დამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება. შესაბამისად,
საჭიროა კანონში აღნიშნული ხარვეზის გასწორება.
ასევე, კანონის დანართით განსაზღვრულია საქმიანობები, რომელთა განმახორციელებელი
სუბიექტები ვალდებული არიან, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე
ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული
მეთოდით,
უწყვეტად
განსაზღვრონ
დაბინძურების
სტაციონარული
წყაროებიდან
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი
რაოდენობა.
დანართის
მე-8
პუნქტის
შესაბამისად,
მეტალურგიული,
ქიმიური
ან
ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული
ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება (გარდა საიუველირო წარმოებისა)
ექვემდებარება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად
განსაზღვრის ვალდებულებას. ამასთან, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გარდა მითითებულისა,
არსებობს სხვა საქმიანობებიც, მაგ ნარჩენების აღდგენა („გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის“ I დანართის მე-6 პუნქტი, II დანართის მე-10 პუნქტის 10.3 ქვეპუნქტი), სადაც
ნარჩენების აღდგენა (დნობა) ასევე ხორციელდება მეტალურგიული პროცესებით, რაც
დაკავშირებულია
ატმოსფერულ
ჰაერში
შესაბამის
გაფრქვევებთან.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, საჭიროა კანონის დანართის მე-8 პუნქტში მითითებული საქმიანობების
ჩამონათვალის დაზუსტება და ნარჩენების აღდგენის დამატება, იმისთვის, რომ აღნიშნული
საქმიანობაც
დაექვემდებაროს
ზემოთმითითებული
თვითმონიტორინგის
წარმოების
ვალდებულებას. ასევე ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დაზუსტდა დანართის მე-9 და მე10 გრაფები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკითხები
დარეგულირებულია
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების დადგენისთვის, ან არსებული
ნორმების დაზუსტებისთვის საჭიროა აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
დაზუსტდება
ატმოსფერული
ჰაერის
დაცვასთან
დაკავშირებული გარკვეული რეგულაციები და აღნიშნულ რეგულაციებს დაქვემდებარებული
საქმიანობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის 29-ე მუხლს ემატება ახალი 11 პუნქტი, რომლითაც დგინდება გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მფლობელი პირების ვალდებულება, შეასრულონ/დაიცვან შეთანხმებული ატმოსფერულ
ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში
მოცემული პარამეტრები და ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ
ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრები.
ასევე, კანონის დანართის მე-8 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და მასში ასახული
საქმიანობების ჩამონათვალს ემატება „ნარჩენების აღდგენა“, ხოლო მე-9 და მე-10 გრაფები
სწორდება ტერმინოლოგიურად და ამოდის სიტყვა „ძირითადი“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ
შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონპროქტით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობას და დამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
პასუხისმგებლობა:
-
793
მუხლის
კოდექსის
მეორე
შესაბამისი
ნაწილით,
მუხლებით
გარემოსდაცვითი
გათვალისწინებული
შეფასების
კოდექსით
გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით
დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის
გადამეტება, –გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
798 მუხლის მეორე ნაწილით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი
პირობების
შეუსრულებლობა,
რამაც
გამოიწვია
ატმოსფერულ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
761 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილებისადმი
განმახორციელებელი
სუბიექტის
დაქვემდებარებული
მიერ
მავნე
საქმიანობის
ნივთიერებების
ორგანიზებული
გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში
გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად
განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000
ლარის ოდენობით. ხოლო, ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას
20 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სსდ - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმით
გათვალისწინებულია
შესაბამისი
ობიექტების
შემოწმება
და
აღნიშნული
ობიექტები
წარმოადგენენ წინამდებარე კანონპროექტის მოწესრიგებით გათვალისწინებულ პირებს.
ამდენად, კანონპროექტი არ გამოიწვევს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ხარჯების გაზრდას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
გამოიხატება
იმაში,
რომ
კანონპროექტით
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს
სამართალდარღვევას,
რაც
გათვალისწინებულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით, მას სანქციის სახით მოუწევს
შესაბამისი ფულადი ჯარიმის გადახდა. აღნიშნული ფულადი ჯარიმა განსაზღვრულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით:
-
793
მუხლის
მეორე
ნაწილით,
გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსით
გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით
დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის
გადამეტება, –გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
798 მუხლის მეორე ნაწილით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი
პირობების
შეუსრულებლობა,
რამაც
გამოიწვია
ატმოსფერულ
ჰაერში
მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
-
761 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილებისადმი
განმახორციელებელი
სუბიექტის
მიერ
დაქვემდებარებული
მავნე
ნივთიერებების
საქმიანობის
ორგანიზებული
გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში
გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად
განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000
ლარის ოდენობით. ხოლო, ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას
20 000 ლარის ოდენობით. ასევე, ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო
ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, ფინანსური გავლენა, ანუ ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება პირის მიერ
დარღვევის ჩადენაზე და შესაბამისი დარღვევის სიმძიმეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის
მდგომარეობაზე.
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.