„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 18
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 55 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების
შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 29‐30/5, 11/12/1996, გვ.6) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე‐9
მუხლის მე‐3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან შეთანხმებით, ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო‐საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და
რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე’’
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. „საინვესტიციო
საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია
არ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
მონაწილეობას თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სახედრო‐საბრძოლო ტექნიკის
შექმნისა და გამოცდის მიზნით უცხო ქვეყნისა და კერძო პირების მხრიდან ინვესტირების
პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზანად ისახავს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და “ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე‐5 მუხლის „ჩ“ პუნქტის
თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული პროცესის კოორდინაციას
ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც
წარმოადგენს ქვეყნის პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს. ამრიგად, სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გახორციელდეს
აღნიშნულ სფეროში უცხო ქვეყნების ან კერძო ინვესტორების მიერ შესაბამისი თანხებისა და
რესურების ინვესტირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნების ან კერძო ინვესტორების მიერ საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის ამაღლების უზრუნველსაყოფად სამხედრო‐საბრძოლო ტექნიკის
შემქნისა და გამოცდის მიზნით ინვესტირება დასაშვებია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოსთან შეთანხმებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ექსპერტების დასკვნები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐9
მუხლის მოქმედი რედაქცია
მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში
1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია:
ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და
გავრცელებაში;
ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების
მშენებლობაში;
გ) უცხო ქვეყნებიდან ბირთვული და ტოქსიკური ნარჩენების ჩამარხვა‐გაუვნებლობის მიზნით
შემოტანაში;
დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო‐კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში;
ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში;
ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში ;
თ) ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის,
ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული (არასტანდარტული) საყოფაცხოვრებო‐
კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტში ან რეალიზაციაში (იმპორტში
ტეტრაეთილტყვიის ინვესტირება დაიშვება მხოლოდ წარმოების ტექნოლოგიით ნებადართულ
აუცილებელ შემთხვევებში) .
2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები:
ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების
წარმოებაში;
ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ
საქმიანობაში;
გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან,
გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების
შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან,
გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და
ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.
3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე,
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია:
ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო‐
სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების
უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის
უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით,
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო‐საბრძოლო ტექნიკის
წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და
გამოცდაში;
ე) სამხედრო‐სამრეწველო კომპლექსში;
ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ
საქმიანობაში .