„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 56 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997, გვ.55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐9 მუხლის მე‐3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“. 2. მე‐11 მუხლის მე‐2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი: „ზ2) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეები;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე‐9 და მე‐11 მუხლების მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელების განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტი მიზანად ისახავს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‐ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ‐მინისტრს ან მთავრობას აქვს უფლება კონკრეტულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები, რომელთა საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში უნდა აისახოს საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს ‐ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის მექანიზმი. ამასთანვე, იმის გათვალისწინებით რომ საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეიძლება იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლის საშუალებასაც იძლევა აღნიშნული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სხვა სპეციალური კანონმდებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე‐9 და მე‐11 მუხლებს დაემატა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შესახებ დებულებები, რომელიც ითვალისწინებს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ამასთანვე, პროექტის მიხედვით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება საბჭოს აპარატის მოხელეებზე იმის გათვალისწინებით, რომ მათ უმრავლესობას ამავდროულად შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდება, ვრცელდება მხოლოდ დადგენილ ფარგლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე‐9 და მე‐11 მუხლების მოქმედი რედაქცია მუხლი 9. საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა 1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი. 2. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრებს სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე‐2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი; გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ‐მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს – შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით; ვ) საქართველოს სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი; ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო; ი) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი; მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი; [მ 1 ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; (ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან) ] ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; ჟ) (ამოღებულია ‐ 26.07.2014, №2538); რ) სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე‐2 პუნქტის მოქმედება. მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება 1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო‐პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებზე. 1 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე‐6, მე‐9, მე‐10, 39‐ე, 41 1, 66‐ე და 121‐ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო‐პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71‐ე მუხლის მე‐3 პუნქტის მოქმედება. 12. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე‐6, მე‐9, მე‐10, 37‐ე−39‐ე, 391, მე‐40, 41‐ე, 411, 66‐ე, 69‐ე და 121‐ ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41‐ე მუხლის მე‐2 პუნქტისა. 2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზეარჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები ; ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; დ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; ზ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ; ლ ) (ამოღებულია); მ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოების თანამშრომლები; ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები . 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე‐2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერსამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდანგანთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის , კვალიფიკაციის ამაღლების , წახალისების ფორმებისა და დისციპლინურიპასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე /მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელიკანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები .