„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 54 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ (სსმ www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342, 22/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐4 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობის შედეგებს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.“ 2. მე‐8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე‐ პრეზიდენტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ‐ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ არ ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის შედეგებისა და ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენის შესაძლებლობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთვის. ამასთანვე, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ აწესებს თანამდებობრივ შეზღუდვებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია სხვა პირებზე ამავე კანონის მე‐8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი პროექტი მიზანად „საქართველოს ისახავს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებიის საკითხების მთავარ მაკოორდინირებელ უწყებას ქვეყნაში. ამასთანვე, პროექტის მიხედვით, შესაბამისი თანამდებობრივი შეზღუდვები უწესდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მუხლების მოქმედი რედაქცია მუხლი 4. ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებულ , საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტი ანი ბრძოლის მიზნით : ა ) საქართველოს ფინანსთა , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და თავდაცვის სამინისტროებ ი , საქართველოს ეროვნულ იბანკ ი თავი ანთ ი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულ თა ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ს ; ბ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭო ს პერიოდულად წარ უ დგ ე ნს ტერორიზმისწინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობის შედეგებ ს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშ ს . მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს : ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე‐პრეზიდენტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ‐ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს; ბ ) საქართველოს თავდაცვის ა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების ოპერატიულიქვედანაყოფების მოსამსახურეებს ; გ ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ; დ ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სა განმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს , პრორექტორებს , დეკანებს დაკათედრ ებ ის გამგეებს ; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს , მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს.