„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 56 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 45, 21/12/2007, მუხ.392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐2 მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;“ 2. 27‐ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და 27‐ე მუხლის პირველი პუნქტი დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვად არ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მე‐2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და 27‐ე მუხლის 1 პუნქტი დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვად ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ მე‐2 და 27‐ე მუხლების მოქმედი რედაქცია მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დიპლომატიური სამსახური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) – სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს; დ) საკონსულო დაწესებულება – სამინისტროს ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; ე) (ამოღებულია); ვ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე; ზ) დიპლომატიური რანგი – დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული სპეციალური რანგი, რომელიც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირს; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით უნდა მიენიჭოს დიპლომატიური რანგი; ი) ადმინისტრაციულ‐ტექნიკური პერსონალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ადმინისტრაციულ‐ ტექნიკურ მომსახურებას უწევენ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; კ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – იმ დიპლომატიური თანამდებობის პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებსაც, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, როტაციის წესით სამუშაო მივლინება ვადაზე ადრე შეუწყდათ ან/და რომლებიც გამოწვეულ იქნენ როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო, ასევე რომლებიც არჩეულ იქნენ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), აგრეთვე იმ პირების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობაზე; ლ) დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი – საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; მ) მომსახურე პერსონალი – ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც, „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციისა და „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ 1963 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად, ემსახურებიან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს; ნ) როტაცია – სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება; ო) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით; პ) ოჯახის წევრი – დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულ‐ტექნიკური პერსონალის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, არასრულწლოვანი გერი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი; ჟ) პირველადი მოწყობის ხარჯები – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებული თანამდებობის პირი. ს) თავდაცვის ატაშე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს საქართველოს; ტ) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; უ) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი. მუხლი 27. დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში. 2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.