„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 56 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (სსმ, 22, 18/05/2005, მუხ.151) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე‐3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მონაწილეობას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐5 მუხლის „ჩ“ და „ჯ“ პუნქტების თანახმად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჭირო ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამასთანვე უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საჭირო აღჭურვილობითა და სხვა სახის მატერიალურ‐ტექნიკური საშუალებებით. როგორც წესი, საიდუმლო შესყიდვების უმრავლესობა მოდის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს, უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება განსაზღვროს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ობიექტების ნუსხა და შეიმუშაოს შესყიდვების განხორციელების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ობიექტების ნუსხის განსაზღვრასა და შესყიდვების წესის შემუშავებას, რომელსაც მოქმედი კანონის მიხედვით ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. .
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ პირველი მუხლის მოქმედი რედაქცია მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. 2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. 3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე: ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად‐საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით; ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად; გ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე; დ) (ამოღებულია ); დ1 ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა ამ კანონის 101 მუხლის მე‐3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ‐მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; ზ) (ამოღებულია); თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144‐ე–147‐ე მუხლების შესაბამისად; ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი მომსახურების/ საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე; ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ არარეზიდენტი პირისაგან ტელე‐/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე‐/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე; ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე; ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე; რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე; ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე; ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. 4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 5. (ამოღებულია) .