„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 54 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელ სფეროებს, მისი დაგეგმვის და კოორდინაციის პროცესს და მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს. მუხლი 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, პრევენციასა და აღკვეთას. მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი სფეროები ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი სფეროებია: ა) სახელმწიფო თავდაცვა; ბ) საგარეო უსაფრთხოება; გ) შიდა უსაფრთხოება; დ) სოციალურ‐ეკონომიკური უსაფრთხოება; ე) ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ვ) მართლწესრიგი; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოება. მუხლი 4. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებულებები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ბ) თავისუფლება; გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა; დ) უსაფრთხოება; ე) კეთილდღეობა; ვ) მშვიდობა. მუხლი 5. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ)ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; დ) უწყვეტობა; ე) გეგმიურობა. თავი II ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროები მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა სახელმწიფო თავდაცვის სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისგან: ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო ძალებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა; გ) სამხედრო ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა; დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავსებადობის უზრუნველყოფა თავდაცვით მიზნებთან; ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციების და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა; ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება; თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო‐ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. მუხლი 7. საგარეო უსაფრთხოება საგარეო უსაფრთხოების სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისაგან: ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; გ) არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელება საერთაშორისო დონეზე; დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. მუხლი 8. შიდა უსაფრთხოება შიდა უსაფრთხოების სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისაგან: ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; გ) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა; დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა სახის საქმიანობის ნეიტრალიზაცია; ე) ექსტრემისტულ‐ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია; ზ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა; თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების მართვა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად; ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. მუხლი 9. სოციალურ‐ეკონომიკური უსაფრთხოება სოციალურ‐ეკონომიკური უსაფრთხოების სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისაგან: ა) სოციალურ‐ეკონომიკური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური აქტივობების ნეიტრალიზაცია; გ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების თავსებადობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან; დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ე) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების თავსებადობის უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან; ვ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან. მუხლი 10. ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკოლოგიური და მიმართულებებისაგან: ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო შედგება შემდეგი ა) ეკოლოგიური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების თავსებადობის უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან; გ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; დ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ლიკვიდაცია; ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და საქმიანობის კოორდინაცია; ვ) სახიფათო ნარჩენების მართვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) ენერგოპოლიტიკის განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისაგან: ა) ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა; გ)კიბერ სივრცეში სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია; დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება; ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება; ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) კიბერ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება; თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 12. მართლწესრიგი მართლწესრიგის სფერო შედგება შემდეგი მიმართულებებისაგან: ა) კანონის უზენაესობის განმტკიცება; ბ) კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; გ) ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა; დ) სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობათა განვითარება; ე) სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. მუხლი 13. ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ამ კანონის მე‐6 ‐ მე‐12 მუხლებში ჩამოთვლილი მიმართულებების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს ამ თავით გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებთან უშუალო კავშირში არსებული სხვა საკითხები. თავი III ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესი მუხლი 14. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ორგანიზება 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული სახის დოკუმენტების მეშვეობით; 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ითვალისწინებს ამ კანონის II თავში მითითებულ მიმართულებებს. მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეები 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) ეროვნული სტრატეგია. 2. „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“ წარმოადგენს ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტს შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 3. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ ასახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების მქონე სამხედრო, საგარეო და შიდა პოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ‐ეკონომიკურ და ბუნებრივ და ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის, „ეროვნული სტრატეგია“ წარმოადგენს სახელმწიფო მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც ზოგადად გაწერილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელ კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ამ მიზნით, სტრატეგიას გააჩნია დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 5. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულს‐გუბერნატორს ევალებათ საკუთარი უწყებრივი გეგმების შემუშავება. 6. ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უწყებრივი გეგმების შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტების სახეები 1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ამ უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული სახის დოკუმენტების მეშვეობით. 2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) უწყებრივი კონცეფცია; ბ) უწყებრივი სტრატეგია; გ) დოქტრინა; დ) პროგრამა. 3. ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სახელმწიფო რწმუნებულ‐ გუბერნატორის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განმარტება 1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, რომელიც მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სახელმწიფო რწმუნებულის‐გუბერნატორის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 2. ამ კანონის მიზნებისთვის: ა) „უწყებრივი კონცეფცია“ წარმოადგენს კონკრეტულ საკითხებზე უწყების შეხედულებების, ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირებას, რომლებიც შესაბამის გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას ასევე წარმოადგენს უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ; ბ) „უწყებრივი სტრატეგია“ წარმოადგენს შესაბამისი უწყების მიერ ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად გაწერილია კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ამ მიზნით, უწყებრივ სტრატეგიას გააჩნია დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) „დოქტრინა“ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად ადგენს უწყების ხელთ არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას კონკრეტული ამოცანის ან/და ამოცანების შესასრულებლად; დ) „პროგრამა“ განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებათა და საშუალებათა ჩამონათვალს, რომელიც უნდა განხორციელდეს კონკრეტული საქმიანობის ან/და მიმართულების სფეროდან გამომდინარე. პროგრამა არ ადგენს ამ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს ამზადებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები 1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრვი თვითმმართველობის ორგანოთა ან/და ამ ორგანოთა სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ‐ გუბერნატორის სამართლებრივი აქტებით, კონცეპტუალური რომელიც დოკუმენტებით მიიღება ეროვნული გათვალისწინებული და უწყებრივი ამოცანებისა და დონის მიზნების შესასრულებლად. 2. ადგილობრივი დოკუმენტებს თვითმმართველობის ორგანოები ამზადებენ კანონით დადგენილი უწყებრივი წესით დონის მათთვის ორგანიზაციულ სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგემგვისა და კოორდინაციის პროცესი და მაკოორდინირებელი უწყებები 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი შესამუშავებლად იქმნება ხორციელდება ცენტრალიზებული ფორმით. 2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელ უწყებებს წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 5. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის IV თავით. თავი IV სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მუხლი 20. საბჭოს დანიშნულება 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე; აგრეთვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით საქართველოს პრემიერ‐მინისტრის (შემდგომში ‐ პრემიერ‐მინისტრი) პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. 2. საბჭო წარმოადგენს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს და უშუალოდ ექვემდებარება მას. 3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 21. საბჭოს უფლებამოსილება საბჭო საქართველოს მთავრობისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახდენს სახელმწიფოს თავდაცვის, საგარეო, შიდა, სოციალურ‐ეკონომიური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული, ინფორმაციული უსაფრთხოებისა (შემდგომში‐სახელმწიფო უსაფრთხოება) და მართლწესრიგის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას, შიდა და გარე საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას, პრევენციას და საჭირო ზომების შემუშავებას; ბ) აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გ) ორგანიზებას უწევს საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიებისა და მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეისწავლის და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და ამუშავებს მისი განვითარების შესაძლო სცენარებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; ვ) სახელმწიფოს მიერ დადებული შესაბამისად შეიმუშავებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რეკომენდაციებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე; ზ) შეიმუშავებს და განიხილავს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სახელმწიფო რწმუნებულის‐გუბერნატორის და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის რეკომენდაციებს; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებიდან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოებს აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს; კ) კოორდინაციას უწევს ქვეყნის არსებითი ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას; ლ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხის შემცველი შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით; მ) ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 22. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ‐მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ‐მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს მუდმივი წევრების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ‐მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4. პრემიერ‐მინისტრის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე, საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ‐მინისტრის წინაშე. მუხლი 23. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს პრემიერ‐მინისტრი. 2. საბჭოს სხდომები დახურულია. პრემიერ‐მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად. 3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება ორ თვეში ერთხელ, პრემიერ‐მინისტრის მოწვევით. პრემიერ‐მინისტრმა შეიძლება საბჭოს სხდომა, საჭიროებისამებრ, მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე პრემიერ‐მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობა პრემიერ‐მინისტრის დავალებით გამოსცემს შესაბამის აქტებს. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. მუხლი 24. პრემიერ‐მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი 1. პრემიერ‐მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს (შემდგომში – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ‐მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ‐მინისტრის წინაშე. 3. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) პრემიერ‐მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს; ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) პრემიერ‐მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივმოქმედი და დროებითი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს და სამართლებრივ აქტებს; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საბჭოს აპარატში მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებას, განსაიდუმლოებასა და საიდუმლოების გრიფის შეცვლას; კ) დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ‐მინისტრის ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 25. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო‐ ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით გააჩნია აპარატი, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახურს. 2. აპარატი საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით: ა) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავებას; ბ) მონიტორინგს უწევს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო სახელმწიფო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი რწმუნებულის‐გუბერნატორისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პრემიერ‐მინისტრს; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებიდან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) ახორციელებს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესაბამისობის დადგენას ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან; ე) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას; ვ) ახორციელებს პრემიერ‐მინისტრის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას სახელმწიფო თავდაცვის, უსაფრთხოების და მართლწესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად; თ) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს ინფორმაციას შემდგომი დამუშავების მიზნით ან/და საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ‐მინისტრისათვის წარსადგენად; ი) პრემიერ‐მინისტრს წარუდგენს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს; კ) საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს საბჭოს სხდომებს; ლ) საბჭოს მდივნის დავალებით, პრემიერ‐მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ; მ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს სახელმწიფო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებს მიკუთვნებულ საკითხებზე; ნ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ პრემიერ‐მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს; ო) ახორციელებს სფეროებში სახელმწიფო შემავალ თავდაცვის, მიმართულებებზე უსაფრთხოებისა, მართლწესრიგის დაცვის პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კოორდინაციას; პ) საბჭოს გადაწყვეტილებით, საკუთარ კოორდინაციას უწევს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას; ჟ) საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას; რ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს. 3. საბჭოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საბჭოს აპარატის ხორციელდება მატერიალურ‐ტექნიკური საქართველოს სახელმწიფო და ორგანიზაციული ბიუჯეტიდან მოქმედი უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. საბჭოს აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი, ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა სიმბოლოები. 6. საბჭოს აპარატში, სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 7. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, სამხედრო წოდების მინიჭების და სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდებები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო წოდებებს ანიჭებს პრემიერ‐მინისტრი, ან მის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 10. საბჭოს საქართველოს აპარატში შეიძლება მიღებულ კანონმდებლობით იქნეს დადგენილი საქართველოს წესით მოქალაქე, გადავადებული რომელსაც აქვს ან განთავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან. 11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მუშაობს საბჭოს აპარატში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. საბჭოს აპარატის მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 26. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი 1. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციებისას, კერძოდ: ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს გადადის პრემიერ‐ მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში. 2. საბჭოს აპარატისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი: ა) ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების შექმნის საშიშროების ან მისი დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს საქართველოს პრემიერ‐მინისტრის ინფორმირებას; ბ) უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაციას; გ) ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ გეგმასთან უწყებრივი გეგმის შესაბამისობის დადგენას; დ) ახორციელებს კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პრევენციის მიზნით სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვის კოორდინაციას; ე) ამზადებს კრიზისული სიტუაციის დაძლევის და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ვ) კრიზისული სიტუაციების დროს ახდენს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას; ზ) ახორციელებს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობისა და პრემიერ‐მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს; თ) ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ბანკს; ი) ასრულებს პრემიერ‐მინისტრის ცალკეულ დავალებებს. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 27. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დაევალოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამსახურის გავლის წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. 2. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, უზრუნველყოს საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცება. მუხლი 28. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N38 დადგენილება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 29. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობით. შესაბამისად, მომზადდა სპეციალური სამართლებრივი აქტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს ეროვნულ უსაფრთხოების დაგეგმვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ და უწყებრივი დოკუმენტების შემადგენელ მიმართულებებს, კომპონენტებს და მათი შემუშავების სპეციფიკას, დეტალურად განსაზღვრავს სტრატეგიულ და უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის სპეციფიკას. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: კანონპროექტის მიზანია მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავების პროცესის სისტემატიზაცია, განსაზღვროს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები და მათი უფლებამოსილება. ამასთან ერთად, კანონპროექტი მიზნად ისახავს მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, პროექტის მიზანია საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს‐ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციონირებისა და ძირითადი ამოცანების კანონში ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის ზოგად პრინციპებს, დონეებს, მიმართულებებსა და კომპონენტებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შემუშავდეს ეროვნული დონის კონცეპტუალური და უწყებრივი დოკუმენტები. ამასთანვე, კანონპროექტი, მე‐13 მუხლში არსებული დათქმის მეშვეობით, საკუთარი რეგულირების სფეროს უქვემდებარებს სხვა საკითხებსაც, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული თუმცა უშუალო კავშირში იმყოფება კანონპროექტში გაწერილ მიმართულებებთან და კომპონენტებთან. გარდა ამისა, კანონპროექტმა განსაზღვრა კონცეპტუალური დოკუმენტების სახეები და მათი შემუშავების სპეციფიკა, რომელიც სისტემური მიდგომის საშუალებას იძლევა ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის სფეროების მიმართ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას (აშშ ‐ Patriot აქტი, ეროვნული უსაფრთხოების აქტი), (ესტონეთი ‐ ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები 2015 წლამდე), (ლატვია ‐ კანონი „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ“), საიდანაც აღებულ იქნა საქართველოსთვის რელევანტური ნაწილები. კანონპროექტის მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს პრემიერ‐მინისტრის სათათათბირო ორგანოს ‐ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან გამიჯვნა. საბჭო საკუთარ საქმიანობას წარმართავს პრემიერ‐მინისტრისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში და მისი ეფექტურად განხორციელების მიზნით. მოცემული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N 38 დადგენილება, რომლითაც განსაზღრულია საბჭოს კომპეტენცია. ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, ვინაიდან, საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანო – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპორექტის მიღება არ წარმოშობს რაიმე ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.