„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 67 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 53 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან
საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ (სსმ, 26, 20/08/2003, მუხ.190) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე‐12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა
1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თხოვნის შესრულება
საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ
აცნობებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საერთაშორისო
სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72‐ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება
თხოვნის აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე.
3. უფლებამოსილი ორგანო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო
სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს. „სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ მე‐12 მუხლის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს მონაწილეობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის
აღსრულების ეროვნული უსაფრთხოებისთან დაკავშირებით შეფასების პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანად ისახავს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და “ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐5 მუხლის „ჩ“
პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჭირო ზომებს ქვეყნის თავდაცვისა
და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დანაწესი აგრეთვე
მოიცავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს,
როგორც საქართველოს პრემიერ‐მინისტრის სათათბირო ორგანოს, უნდა მიენიჭოს
უფლებამოსილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის
ფარგლებში განიხილოს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
განახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულების
მიზანშეწონილების შეფასებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. იმ
შემთხვევაში თუ თხოვნის შესრულება ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას
თხოვნის აღსრულების შეჩერების თაობაზე, რის საფუძველზეც უფლებამოსილ ორგანოს
შეუძლია არ დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა
თანამშრომლობის თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ექსპერტების დასკვნები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს
თანამშრომლობის შესახებ“ მე‐12 მუხლის მოქმედი რედაქცია
მუხლი 12. ეროვნული უშიშროების დაცვის უზრუნველყოფა
1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თხოვნის შესრულება
საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უშიშროებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ
აცნობებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო სასამართლოსთან
ითანამშრომლებს სტატუტის 72‐ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული
უშიშროების საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის აღსრულებასთან
დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე.
3. უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შუამდგომლობის
საფუძველზე, უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა
თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება საქართველოს ეროვნულ უშიშროებას
საფრთხეს შეუქმნის.