„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.10.2014
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/264/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 57 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-03
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997, გვ.75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე‐5 მუხლის მე‐2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემეგი რედაქციით: „2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაცია ევალება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს“. 2. მე‐10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ‐მინისტრის კონტრასიგნაციით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარდგინებით დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს და მისი მიღების მიზეზია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐5 მუხლის „ს“ და „ჩ“ პუნქტების თანახმად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს საჭირო ზომებს ქვეყნის ეკოლოგიური და საერთო საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების საკითხეების კოორდინაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად, უნდა დაეკისროს საქართველოს პრემიერ‐მინისტრის, როგორც მთავრობის მეთაურის, სათათბირო ორგანოს ‐ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს. საბჭოს აღნიშნული მიზნებისთვის გააჩნია კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განახორციელებს საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაციას. ამასთანვე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საქართველოს მთავრობას წარუდგენს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის ან კომენდანტის კანდიდატურას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ განსაზღვრავს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ მე‐5 და მე‐10 მუხლების მოქმედი რედაქცია მუხლი 5 1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება. 2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სამუშაოთა კოორდინაცია ევალება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს. მუხლი 10 1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების სალიკვიდაციოდ მოხმობილი ძალების მოქმედების კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ‐მინისტრის კონტრასიგნაციით შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი. 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.