„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ალტერნატიული წინადადება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა (1)
✓ 77 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
II მოსმენა (2)
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა (3)
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 97 ✗ 18
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (8)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (9)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში ან მიუთითოს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.“. 2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლად, ქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე.“. 3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 28 მოსამართლით.“. 4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და უზენაესი სასამართლოს წევრებისაგან.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პლენუმის წევრის წარდგინებით, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები;“; ბ.ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები, როგორც წესი, საჯაროა.“. 6. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ზედიზედ ორჯერ ვერ აირჩია უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის არჩევამდე, არა უმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.“. 7. 191 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 354, 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“. 8. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი თავმჯდომარეს სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებული იქნეს. 9. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს ერთ-ერთი პალატის მის თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანების არარსებობისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს პალატის ის თავმჯდომარე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.”. 10. 23-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში. აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“; ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეებისგან, მათ შორის, სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებისგან 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს მოსამართლეები. ერთი და იგივე პირი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩევა თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სააპელაციო სასამართლოს სრული შემადგენლობის 1/3-ისა. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის (სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის) უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადაში შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნა, რის შემდეგაც ამ პუნქტის შესაბამისად დროებით დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის/სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.“; სასამართლოს თავმჯდომარის გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-10 პუნქტები: „8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების თავმჯდომარის/სასამართლოს ღონისძიების პალატის/საგამოძიებო სახით კოლეგიის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლოს პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით თავმჯდომარის, გათვალისწინებული სასამართლოს პალატის შემთხვევისა, სააპელაციო სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის საგამოძიებო უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 11. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირადად განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს, სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს დისციპლინურ სახდელებს; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადების, საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს და ამ ინფორმაციას აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად;“; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას, თავმჯდომარის მოვალეობას მისი ბრძანებით ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის ბრძანების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს პალატის ის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.”; ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად შეიძლება სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი ან თავმჯდომარე.“. იყოს 12. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 30-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლო შემადგენლობიდან 3 კოლეგიას წლის ვადით ჰყავს თავმჯდომარე, თანამდებობაზე ნიშნავს რომელსაც და კოლეგიის თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ ამ კანონის 581 მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“. 14. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, მათ შორის, კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს მოსამართლეები. ერთი და იგივე პირი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩევა თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კანდიდატის დასახელების უფლება აქვს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სრული შემადგენლობის 1/3-ისა. თუ ხმათა საჭირო რაოდენობა კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, არჩეულად ჩაითვლება გამოცდილება აქვს. ის კანდიდატი, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის მეტი 2. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 5-ზე ნაკლები მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. წარდგენილ კანდიდატურათაგან სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა წილისყრით. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერს, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს, სასამართლოს მანდატურს, მოსამართლის თანაშემწესა და სასამართლო სხდომის მდივანს. სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს შეუფარდებს დისციპლინურ სახდელებს; გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადების, საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს და ამ ინფორმაციას აწვდის მოსამართლეებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს საქმისწარმოების შეფერხების სისტემური მიზეზების აღმოსაფხვრელად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ე) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი გათვალისწინებულ სხვა განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ასრულებს მოვალეობებს. საქართველოს კანონმდებლობით 5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი ან თავმჯდომარე. 6. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის არჩევამდე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს 3 თვის ვადით, ამ ვადაში შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ - სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნა, რის შემდეგაც ამ პუნქტის შესაბამისად დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილია თავმჯდომარის უფლებამოსილება. სასამართლოს დანიშვნამდე საქართველოს თავმჯდომარის შეუწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი არჩევამდე/სასამართლო მოსამართლეს მისთვის საბჭო კოლეგიის დაკისრებული სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. 7. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 15. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.“. 16. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი 1. რაიონულ თანამდებობაზე (საქალაქო) ვაკანსიის და სააპელაციო არსებობისას სასამართლოებში საქართველოს იუსტიციის მოსამართლის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს. 2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეს პირები მოსამართლეობის კანდიდატებად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადების წარდგენის შემდეგ. 3. კონკურსის გამოცხადებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციისათვის განცხადების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. 4. მოსამართლეობის კანდიდატის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 352 მუხლით დადგენილი წესით ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადამოწმების/მოძიების თაობაზე. 5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უფლებამოსილია განცხადება შეიტანოს ერთ ან რამდენიმე მისთვის სასურველ ვაკანსიაზე და თითოეულ ვაკანტურ პოზიციას მიანიჭოს შესაბამისი პრიორიტეტი. კანდიდატის მიერ ვაკანტური პოზიციისთვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს თავდაპირველად სწორედ ამ პოზიციაზე უყაროს კენჭი კანდიდატს. 6. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. 7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ დოკუმენტების შესაბამისობის შემთხვევაში მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოსამართლეობის იმ კანდიდატთა შესახებ, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას. 8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. 9. იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილი პირის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. 10. კონკურსი უნდა წარიმართოს ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპების სრული დაცვით. კონკურსის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოსამართლეობის კანდიდატთა თანასწორობა განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა და სხვა გარემოებებისა. 11. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატს გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა. 12. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი (კანდიდატები), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით. 13. კონკურსის ჩატარების პირობებს, ასევე მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს გადაწყვეტილებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. 17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351-354 მუხლები: „მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები 1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე. 2. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია. 3. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; დ) პროფესიული თვისებები; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ვ) პროფესიული აქტივობა. 4. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება პირის – როგორც მოქალაქის – პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი თუ სხვა მოვალეობების, ფინანსური თუ სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა. 5. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმყარე, შეუვალობა, და სხვა. 6. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, მხარედ მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართული დავები, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდებების არსებობა და სხვა. 7. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და სხვა. 8. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონე. აღნიშნული მახასიათებლით კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს კანდიდატის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. 9. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება. 10. წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, გამართული მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა. 11. პროფესიული თვისებების მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარჩვევები და სხვა. 12. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა. 13. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციები, დამსახურება იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე და სხვა. მუხლი 352. მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მოძიება 1. მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტური და სრულფასოვანი შეფასების მიზნით, გასაუბრების ჩატარებამდე, იწყებს ამ მუხლით დადგენილი წესით მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ინფორმაციის მოძიების პროცესში სიღრმისეულად შეისწავლის კანდიდატების პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, ასევე კანდიდატის მიმართ წარსულში არსებულ სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას. 3. მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ კანდიდატის შეფასების მიზნით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია შეფასების პროცესში გაითვალისწინოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია. 4. ინფორმაციის მოძიების შედეგად კანდიდატის შესახებ მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია. 5. მოსამართლეობის ინფორმაციის მოძიებისას კანდიდატის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, სასწავლებლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, ასევე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლეობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დარღვევის და დავების შესახებ. ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის თაობაზე. 6. ინფორმაციის მოძიების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული იყენებს რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმას და სპეციალურ კითხვარს. გამონაკლისის სახით, უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ინფორმაციის მიმწოდებელს ან/და ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოს ზეპირი კომუნიკაციის ფორმა, რაც უნდა აისახოს წერილობით და დადასტურდეს ინფორმაციის მიმწოდებლის ხელმოწერით. 7. ინფორმაციის მოძიების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია უნდა აისახოს ერთიან შემაჯამებელ ოქმში. 8. მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. 9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა ინფორმაციის მოძიების შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. 10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია გასაუბრებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. კანდიდატს ასევე უფლება აქვს გასაუბრების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას ეცნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. 11. მოსამართლების კანდიდატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და/ან სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოპოვებული მონაცემები. 12. კანდიდატის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია დალუქული სახით ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის მანძილზე. 13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია მისთვის ინფორმაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულყოფილად შეისწავლოს კანდიდატის შესახებ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები. ამ პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან ნიშნავს გასაუბრებას. მუხლი 353. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. კონკურსის მიმდინარეობისას მოსამართლეობის კანდიდატი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ სახეზეა ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას. 2. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს პირი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. მუხლი 354. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ: ა) კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ); ბ) კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა (წევრებმა) გადაამეტა (გადაამეტეს) მისთვის (მათთვის) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე. 2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლეობის კანდიდატისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. 3. საქმის განხილვის შედეგად საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების განსახილველად დაბრუნების შესახებ. გაუქმებისა და საქმის ხელახლა 4. საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება. 5. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ხელახლა განიხილავს კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. 6. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად მოსამართლის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, პირი მოსამართლედ გამწესდება აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე. 7. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკითხის ხელახლა განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და კონკურსის შედეგად შესაბამის თანამდებობაზე უკვე გამწესებულია სხვა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატის იმავე ან სხვა სასამართლოში დანიშვნა. 8. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 9. თუ კონკურსის შედეგად მოსამართლის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 10. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება ამ კანონის 365 და 366 მუხლები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 18. 36-ე მუხლის: ა) 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც 2 თვის ვადაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.”; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.“. 19. 364 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული აგრეთვე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 20. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი 1. ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 2. მოსამართლე კონკურსის გარეშე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაინიშნება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნებს.“. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი: „მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მივლინების წესი 1. რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით მიმართავს ამ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს/მოსამართლეებს. რეზერვში მყოფ მოსამართლეთაგან წერილობითი უარის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნული წინადადებით პირველ რიგში მიმართავს იმავე ინსტანციის ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო მათგან წერილობითი უარის შემთხვევაში - იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. როგორც რეზერვში ჩარიცხული, ისე მოქმედი მოსამართლები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებაზე თანხმობის/უარის შესახებ ინფორმაციას აწვდიან წინადადების მიღებიდან 7 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის მივლინება შეიძლება განხორციელდეს დასაბუთებული მივლინების დაკისრების გადაწყვეტილებით, ვადის გაგრძელება მიზნით, მოსამართლის საქართველოს მოსამართლის შესაძლებელია სხვა იუსტიციის თანხმობით, არა უმეტეს 1 1 სასამართლოში უმაღლესი საბჭოს წლამდე ვადით. წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოში პირველ რიგში იმ მოსამართლის მივლინების თაობაზე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოში. დაუშვებელია თანხმობის გარეშე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში აისახება ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ადასტურებს მართლმსაჯულების ინტერესის არსებობას. ის მოსამართლე, რომელიც მივლინებულ უნდა იქნეს სხვა სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოვლინდება წილისყრის საფუძველზე. წილისყრის შედეგად გამოვლენილ მოსამართლეს უნდა მიეცეს მივლინების თაობაზე დასაბუთებული მოსაზრების ზეპირად ან/და წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მივლინების თაობაზე მოსამართლის მოსაზრებას და, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა გამოც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება მიზანშეუწონელია, ატარებს ხელახალ წილისყრას ამ პუნქტით დადგენილი წესით. 4. ერთი და იმავე მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შეიძლება განხორციელდეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია 1 წლამდე ვადით. მივლინების საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. 5. რეზერვში ახორციელებენ ამ მყოფი მუხლის მოსამართლეები პირველი მოსამართლის პუნქტით უფლებამოსილებას გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას შესაბამის სასამართლოში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და იმავდროულად, გონივრულ ვადაში, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს კონკურსს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 22. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 5 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 23. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 24. 47-ე მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. 5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.“; ბ) მე-7- მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. 8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს.“; 25. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“. 26. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე აგრეთვე ქვეყნდება სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.“. 27. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ღია კენჭისყრით მხარს დაუჭერს საქართველოს შემადგენლობის უმრავლესობა.“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული 28. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.“. 29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „მუხლი 511. საქართველოს ინსპექტორის სამსახური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი 1. მოსამართლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევის და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. 2. დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, კონკურსის წესით, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით, ირჩევს და სამსახურიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სრული შემადგენლობის 1/3-ით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. 4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“. 6. დამოუკიდებელი ინპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ვ) გარდაცვალება; ზ) წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ი) მოსამართლეთა უფლებების უხეში ან სისტემატური შელახვა; კ) შეუფერებელი ქცევა, რომელიც სახელს უტეხს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. ლ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას – კენჭს უყრის გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. დამოუკიდებელი ინსპექტორის 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“-„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას, გათავისუფლების საკითხის დამოუკიდებელი კენჭისყრაზე ინსპექტორის დაყენების თანამდებობიდან მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სულ მცირე ერთ მესამედს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის ირგვლივ. 9. დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ადგილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებს. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. 11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. ის ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ განუცხადოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 12. დამოუკიდებელი ინსპექტორი გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას.“. 30. 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.“. 31. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოსამსახურეებს (სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის გარდა).“. 32. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 და 562 მუხლები: „მუხლი 561. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი 1. საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი. 2. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი: ა) შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და შესაბამის სასამართლოებს; ბ) ზედამხედველობს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას და მისი დახვეწის მიზნით რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; გ) ზედამხედველობს სასამართლოს რესურსების ეფექტურ და მიზნობრივ გამოყენებას და ამ მიზნით კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების საქმიანობას; დ) შეისწავლის მენეჯერულ გამოცდილებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე სასამართლო მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილებას. ხელს უწყობს მენეჯერული კულტურის დანერგვას საერთო სასამართლოებში. იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს სასამართლოს თავმჯდომარეების, სასამართლო მენეჯერების და სასამართლო აპარატის სხვა მოხელეთა მენეჯერული უნარ-ჩვევების გაღრმავებას; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნებს რეკომენდაციებს სასამართლოების ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე; და ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 562. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის არჩევა, დეპარტამენტის საქმიანობის წესი 1. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის წესით, წევრთა უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. სასამართლო დეპარატმენტის მენეჯმენტის თავმჯდომარის შერჩევისა და გათავისუფლების, დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.“. 33. 57-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასამართლოს აპარატის მოხელე, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 34. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი: „მუხლი 581. მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება 1. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით. 2. საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 3. ელექტრონული სისტემის დროებითი ელექტრონული სისტემის გარეშე განაწილება შეფერხებისას დასაშვებია საქმეების რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით.“. 35. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“. 36. 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, არ აქვს უფლება შეითავსოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა. იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მას უწყდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ანდა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.“. 37. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს რაიონული (საქალაქო) მოსამართლისათვის სასამართლოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.“. მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებიდან განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის მიზნით, მათი კანონით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად. 2. თანამდებობაზე 10 წლის ვადით დანიშნული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ ან კოლეგიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. 3. ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები, სასამართლო კოლეგიების, პალატების, საგამოძიებო კოლეგიების თავმჯდომარეები, უფლებამოსილებას ახორციელებენ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე. 4. ამ მოადგილესა კანონის და ამოქმედებისთანავე მოადგილეებს შეუწყდეთ, სასამართლოს თავჯდომარეების პირველ შესაბამისად, თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება. 5. ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ამ კანონის პირველი მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული წესის გარდა. 6. 2015 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული წესის შემუშავება და დამტკიცება. 2016 წლის 1 იანვრიდან საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის 34-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით. 7. საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალმა სასამართლოებმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი ვებგვერდის შექმნა და ადმინისტრირება. მუხლი 3 2016 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-11 პუნტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე14 პუნქტით წარმოდგენილი კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-16 პუნქტით წარმოდგენილი კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე პირველი მუხლის მე17, 29-ე, 32-ე და 34-ე პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში შემდგომი რეფორმების განხორციელების საჭიროება, კერძოდ, მისი შემუშავება განპირობებულია საერთო სასამართლოთა სისტემაში არსებული იმ პრობლემებით, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. რიგ შემთხვევებში აღნიშნული გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული არასრულყოფილი რეგულაციებით, ბუნდოვანი ცნებებით და სხვა სახის ხარვეზებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, გაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში, რომელმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე რეფორმის ძირითადი პრინციპები. ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების შექმნა, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონში არსებული ცალკეული პროცედურების დახვეწა და ხარვეზების გამოსწორება. ცვლილების მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეთა მეტი ჩართულობა სასამართლო სისტემის ადმინისტრირების პროცესში და გამოირიცხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთათვის მიუღებელი კანდიდატურების სასამართლოს თავმჯდომარეებად დანიშვნა, ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეების ადმინისტრაციული უფლებამოსილებების სასამართლოს მენეჯერზე გადანაწილებას, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან, უქმდება სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეების ინსტიტუტი, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვასა და სისტემის უფრო ეფექტიან ადმინისტრირებას. გარდა ამისა, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოთა თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ საქმეთა განაწილების ფუნქცია, რათა გამოირიცხოს მათი მხრიდან ნებისმიერი სახის მანიპულაცია თუ თვითნებობა. კანონპროექტი მიზნად ისახავს სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კერძოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, მოქმედი რეგულირებისგან განსხვავებით, თანაბარ პირობებში მოექცევიან იუსტიციის მსმენელები და ის პირები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან. ორივე დასახელებული კატეგორიის პირები მონაწილეობას მიიღებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში და ამ პროცესში აღარ მიენიჭება უპირატესობა იუსტიციის მსმენელებს. კანონპროექტი ასევე აწესრიგებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტური და სრულფასოვანი შეფასების მიზნით მათზე ინფორმაციის მოძიების წესს. ცვლილების თანახმად, კონკურსის სამართლიანად წარმართვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით რეგულირდება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევა და მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ენიჭებათ გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია მოსამართლის მივლინებისა და საქმეთა განაწილების საკითხი, როგორც საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი თემები, ასახოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ამისათვის, კანონპროექტი ძალადაკარგულად აცხადებს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს და აღნიშნული კანონით მოწესრიგებული მივლინების საკითხი, ისევე როგორც საქმეთა განაწილების წესი, განისაზღვრება ორგანული კანონით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ცვლილება მოქმედი დებულებებისაგან განსხვავებულად აწესრიგებს მითითებულ საკითხებს, კერძოდ, მივლინების შემთხვევებისათვის იქმნება მოსამართლეთა დაცვის უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიები, ხოლო საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით. კანონპროექტის მიზანია, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა. საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, საქართველოს პარლამენტისგან და ქვეყნის სხვა სახელისუფლო ორგანოებისგან განსხვავებით, ერთადერთია საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს არა კონსტიტუცია ან/და კანონი, არამედ თვით უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანო. ასეთი მდგომარეობა არ შეესაბამება კონსტიტუციონალიზმისა პრინციპებს. და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია დახვეწოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობისა და სადისციპლინო პალატის წევრის დანიშვნის საკითხები, მოაწესრიგოს შექმნას მოსამართლის მოსამართლის სხვა დამოუკიდებლობის სასამართლოს მეტი გარანტიები, უკეთ მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნისა საკითხები. და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების კანონპროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს სასამართლოს სისტემის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის მე-7 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ არავის აქვს უფლება მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-14 მუხლში, კერძოდ, თუ აქამდე, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა დამოკიდებული იყო პლენუმის გადაწყვეტილებაზე, ცვლილების ამოქმედების შემდგომ, იგი განსაზღვრული იქნება კანონით, კერძოდ, კანონი დაადგენს, რომ უზენაესი სასამართლო შედგება არანაკლებ 28 წევრისაგან. ამჟამად უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 14 მოსამართლეა, შესაბამისად, საჭირო გახდება ახალი წევრების არჩევა, რისი უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს შესაბამისი ნორმის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში. მე-18 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმში აღარ შევლენ სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები. ამასთან, პლენუმის შემადგენლობაში ასევე აღარ იქნებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, გამომდინარე იქიდან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ინსტიტუტი უქმდება. კანონპროექტით ასევე უქმდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტი. ამასთან, სასამართლო სისტემაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს სხდომების პლენუმის საჯაროობა, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის მე-19 მუხლში. ცვლილების თანახმად, სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურების დასახელება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთპიროვნული უფლებამოსილება აღარ იქნება. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურების დასახელების უფლება ექნება უზენაესი სასამართლოს პლენუმის ნებისმიერ წევრს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესების წესში. ამ მიზნით ცვლილება შედის ორგანული კანონის 23-ე, 25-ე, 26-ე და 32-ე მუხლებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები თავად აირჩევენ. კანდიდატის დასახელების უფლება ექნება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. შესაბამისად, სავალდებულო აღარ იქნება, რომ სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი იყოს სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, თუმცა, ამ უკანასკნელთ არ ეზღუდებათ სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის უფლება. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის, ისევე როგორც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოთა თავმჯდომარეებს ეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, ისინი ზედამხედველობას გაუწევენ სასამართლოს აპარატის მუშაობას. სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ საქმეთა ელექტონული განაწილებისათვის დადგენილი წესით შერჩეულ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება სასამართლო პრაქტიკის განზოგადების უფლებამოსილება. თუმცა, ის ორგანიზებას გაუწევს სასამართლოს მუშაობას, შეისწავლის და განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე განაზოგადებს მოქალაქეთა განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს. აღნიშნულ ფუნქციას შეითავსებს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 35-ე მუხლი, რომელიც ადგენს მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს. მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა შემთხვევაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც ექნებათ როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს, ასევე პირებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იქნება განაცხადის წარდგენა. დგინდება კანდიდატების რეგისტრაციის მინიმალური ვადაც. თუ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარდგენილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ყველა კანდიდატი გაივლის გასაუბრებას. კანონპროექტი კონკურსის მიმდინარეობისას ადგენს ობიექტურობისა და თანასწორობის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს. გარდა ამისა, დგინდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს მათი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღისა. ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები 1. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას დაეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს - კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ ცალკეულ მახასიათებლებს. კანონს ემატება 351ე-354-ე მუხლები, რომლებიც ადგენს მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე სანდო ინფორმაციის მოძიების წესს, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევებსა და მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს. მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის მოძიებას განახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეამოწმებს კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, მათ პროფესიულ რეპუტაციას და საქმიანობას, ასევე მათ მიმართ წარსულში არსებულ სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაციას. კანონით განისაზღვრება ინფორმაციის წყაროები, ასევე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ინფორმაციის მოძიების პროცედურა, მოძიებული ინფორმაციის გამოყენების მიზანი და მისი კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსის პროცესში აუცილებელია მოსამართლის წინასწარი თანხმობის მიღება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადამოწმების/მოძიების თაობაზე. კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული ინფორმაცია მხედველობაში არ მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს გაეცნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და/ან სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოპოვებული მონაცემები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებული იქნება სრულყოფილად შეისწავლოს კანდიდატის შესახებ არსებული სანდო ინფორმაცია და დოკუმენტები. მოსამართლეობის კანდიდატებთან მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაინიშნება გასაუბრება. რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევას, თუ კონკურსის მიმდინარეობისას სახეზე იქნება გარემოება, რომელიც საეჭვოს გახდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას, იგი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. CDL-AD(2014)03 Opinion on the Draft Law on Amendments to the Organic Law on General Courts, პარაგრაფი 50 1 კანონპროექტით შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის შემოღება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2014 წლის 1 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისტემაში შეიქმნა საკვალიფიკაციო პალატა და დეტალურად განისაზღვრა პალატის მიერ საჩივრის განხილვის პროცედურა, მათ შორის, საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, საჩივრის რეკვიზიტები და თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მხარეთა უფლება-მოვალეობანი საქმის წარმოების პროცესში და სხვ. კანონპროექტის შესაბამისად, სწორედ საკვალიფიკაციო პალატა იქნება ის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც განიხილავს ასევე მოსამართლეობის კანდიდატთა საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. კანონპროექტის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება ენიჭება მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ: - კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ); - კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა (წევრებმა) გადაამეტა (გადაამეტეს) მისთვის (მათთვის) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; მცდარია, ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, არსებითად რის დამადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; - კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე. კანონპროექტის შესაბამისად, საქმის განხილვის შედეგად საკვალიფიკაციო პალატა იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების განსახილველად დაბრუნების შესახებ. გაუქმებისა და საქმის ხელახლა კანონპროექტის თანახმად, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა შემთხვევაში განსახილველად საქართველოს დაბრუნების იუსტიციის შესახებ უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ხელახლა განიხილავს კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების ან გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. დეტალურად აწესრიგებს მოსამართლის საკვალიფიკაციო თანამდებობაზე პალატის გამწესების კანონპროექტი გადაწყვეტილების საკითხს ასევე საფუძველზე შესაბამისი ვაკანსიის არსებობის/არარსებობის შემთხვევაში. ორგანული კანონის 37-ე მუხლი უშვებს მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნას მხოლოდ იმავე და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, განსხვავებით არსებული რედაქციისაგან, რომლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს როგორც იმავე ან ზემდგომი, ისე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას იგი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის დაწინაურებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას. 371 მუხლის დამატებით კანონპროექტი აწესრიგებს მოსამართლეთა მივლინების საკითხებს. განსხვავებით მოქმედი რეგულირებისა, რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით თავდაპირველად მიმართავს რეზერვში მყოფ მოსამართლეს/მოსამართლეებს, ხოლო უარის შემთხვევაში - პირველ რიგში ტერიტორიულად ახლომდებარე იმავე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებს, ხოლო მათგან უარის შემთხვევაში - იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოების მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებაზე თანხმობის/უარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება წინადადების მიღებიდან 7 დღეში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება მიავლინოს მოსამართლე მისი თანხმობით და 1 წლამდე ვადით, მხოლოდ იმავე ინსტანციის სასამართლოში. კანონპროექტი ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინება ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოდან დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული წესით ვერ მოხდა მოსამართლის შერჩევა. ასეთი მოსამართლე გამოვლინდება წილისყრით. მას ექნება საკუთარი მოსაზრების ზეპირად ან/და წერილობით წარდგენის უფლება. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა გამოკვეთილიყო მოსამართლის მიერ მივლინების თაობაზე მოსაზრების წარდგენის დატვირთვა და რეალური შედეგი 2, რაც ასევე გათვალისწინებულ იქნა 2 იქვე. პარაგრაფი 39 კანონპროექტში, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მივლინების თაობაზე მოსამართლის მოსაზრებას და, თუ მიიჩნევს, რომ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიზანშეუწონელია, ატარებს გამოც მოსამართლის ხელახალ წილისყრას სხვა ამ სასამართლოში პუნქტით მივლინება დადგენილი წესით. მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელი იქნება 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. მივლინების საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება შეწყდება დადგენილ ვადაზე ადრე. მივლინების საფუძვლებთან ერთად, შესაბამის სასამართლოში იმავდროულად ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში გამოაცხადოს კონკურსი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ამ გზითაც იზრუნოს ვაკანსიის შევსებაზე. 41-ე მუხლში გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურებისათვის, ნაცვლად 2 წლისა, სავალდებულო იქნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიანი გამოცდილება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლის დადგენილ ვადაზე ადრე დაწინაურების შესაძლებლობა ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტისმეტად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებად შეფასდა, უქმდება ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი, რომლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება დაწინაურდეს დადგენილ ვადაზე ადრე, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამართლის განვითარებაში, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, აგრეთვე თუ მან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გამოავლინა მაღალკვალიფიციური სამოსამართლო უნარ-ჩვევები. 3 ცვლილება შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესშიც. მეტი მოქნილობისა და პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, არამოსამართლე წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ მოქმედი ნორმით გათვალისწინებული სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, არჩეულად ჩაითვლებიან სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში. კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებას, რომლის მიხედვით მოსამართლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის წესს, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს და ადგენს იმ აკადემიურ და პროფესიულ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატი, კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, 3 იქვე. პარაგრაფები 63-65 შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლებს, მოსამართლეთა მივლინების საჭიროებებს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის წესით შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო დეპარატმენტის მენეჯმენტის თავმჯდომარის შერჩევისა და გათავისუფლების, დეპარტამენტის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის განისაზღვრება ცვლილების მის და მის მიერ უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოს ვალდებულებად გადაწყვეტილებების, საბჭოს შემადგენლობის დაკავშირებული ინფორმაციის, მიღებული საქმიანობასთან სხვა აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების თაობაზე ინფორმაციის საბჭოს ვებგვერდზე განთავსება. ამასთან, საბჭო ვალდებული იქნება სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე უზრუნველყოს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება. კანონს ემატება 581 მუხლი, რომელიც აწესრიგებს საქმეთა განაწილების წესს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა თანაბარი და შემთხვევითი განაწილების პრინციპების დაცვით. ამავე დროს, ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას დასაშვები იქნება სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმეების განაწილება ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესის დაცვით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით. კანონპროექტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ცხადდება „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას მიმდინარე წლის განმავლობაში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ასეთი შედეგები არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს. საქართველოს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის იუსტიციის შემუშავებისას უმაღლეს ორგანიზაციებთან საბჭოსთან, (საქართველოს კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სხვ.). კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონოპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა 1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. 2. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. 4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა 1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე. 2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ. 4. ( ამოღებულია – 06.03.2013, №260 ) . სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტოკინო, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო 1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. 2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა 1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. 2. უზენაეს სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) დიდი პალატა; ე) პლენუმი; ვ) სადისციპლინო პალატა; ზ) საკვალიფიკაციო პალატა. მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი 1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან. 2. პლენუმი უფლებამოსილია: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა; ბ) უზენაესი სასამართლოს სასამართლოს პალატების (გარდა თავმჯდომარის წარდგინებით საკვალიფიკაციო პალატისა) აირჩიოს უზენაესი შემადგენლობები და თავმჯდომარეები; ბ1) აირჩიოს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობა და თავმჯდომარე; გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი; დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489); ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე; ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები; თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია; ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი; კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა; ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები; ლ1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წესი ; მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ; ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. პლენუმი ვალდებულია: ა) დაიცვას და განამტკიცოს თანასწორუფლებიანი შტოს – სახელმწიფო სასამართლო ხელისუფლების ხელისუფლების ერთ-ერთი – და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება. 4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა. 5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით. 6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები. მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2. სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. 3. თუ სასამართლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პლენუმმა წარდგენილი ორჯერ არ დაამტკიცა სადისციპლინო უზენაესი პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს 6 თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. 6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე. მუხლი 191. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა 1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 365 და 366 მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს გამწესებაზე უარის თქმის საჩივრებს შესახებ მოსამართლის საქართველოს თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი უვადოდ საბჭოს გადაწყვეტილებებზე. 2. საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 2 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი. 4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით. 5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს. 6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები 1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 191 მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები. 3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ არიან უზენაესი მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას; ბ) შეიძლება სასამართლოს იყოს პლენუმისა ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; და პალატის სხდომებს, დიდი უძღვება საჭიროების უზენაესი შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს; გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580); დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, ათავისუფლებს უზენაესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან; ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა მუშაკებს; ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; თ) მოსამართლის მიმართ აღძრავს დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს; ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. უზენაესი უფლებამოსილებას სასამართლოს ახორციელებს თავმჯდომარის თავმჯდომარის დროებით პირველი არყოფნისას მოადგილე. მის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთერთი მოადგილე. მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა 1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაოდენობას განსაზღვრავს 2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია. 3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში. 5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 7. სააპელაციო თავმჯდომარის სასამართლოს, დანიშვნამდე, მისი პალატის საქართველოს ან იუსტიციის საგამოძიებო უმაღლესი კოლეგიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას; ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს; გ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; დ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში; ე) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისი გასაჩივრების წესი გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; მოხელეებისათვის დისციპლინური დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები). 3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. სასამართლო შემადგენლობიდან 5 კოლეგიას წლის ვადით ჰყავს თავმჯდომარე, თანამდებობაზე რომელსაც ნიშნავს და კოლეგიის თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე მისი სამოქმედო 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას; ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს; გ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეებს; დ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას; ე) ამოღებულია ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ზ) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; კ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისი გასაჩივრების წესი გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დანიშვნამდე, რაიონული საქართველოს (საქალაქო) იუსტიციის სასამართლოს უმაღლესი (სასამართლო საბჭოს კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს შეიძლება დაეკისროს იუსტიციის უმაღლესი ამავე საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს 1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. 3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე. 4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი. 5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 წლის გასვლამდე. მოსამართლე მოსამართლის 6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები. მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი 1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე. საბჭოს 2. პირს, რომელიც იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანის შემდეგ უარს განაცხადებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, უფლება არა აქვს, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს განცხადება სიის დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამონაკლის შემთხვევაში განიხილავს ამ პირის კონკურსზე დაშვების საკითხს. 3. პირი, რომელიც გათავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. ეს პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. კონკურსის განისაზღვრება 4. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. 5. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა) 1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, საქართველოს რომელიც პარლამენტს აკმაყოფილებს ასარჩევად საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 41. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. 42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 43. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ამ კანონის 367 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში. 44. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც 1 თვის ვადაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. 4 5. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში. 5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება. 6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს. მუხლი 364. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა 1. შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები. 2. შემფასებელი უფლებამოსილია შეფასებისათვის განკუთვნილ 1-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით დადგენილი კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე წარმართული სასამართლო სხდომების აუდიო-, ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ კანონით დადგენილი კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას. 3. შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შემაჯამებელი/საბოლოო შორის, არანაკლებ გადაწყვეტილებები 2 საქმე, ზემდგომი რომლებზე გამოტანილი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, საქმის/გადაწყვეტილების ლოგიკური შესწავლისას მსჯელობისა აგრეთვე და ანალიზის ფასდება უნარის ზემდგომი შეფასება. ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან/და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი. 5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს კონკრეტული კრიტერიუმით შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მოსამართლის 6. მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც ფასდება, უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით აცნობოს შემფასებლის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების თაობაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაასკვნის, რომ შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ის შეფასების ვალდებულებას წილისყრით დააკისრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს ან განახორციელებს სხვა ღონისძიებებს დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით. 7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ამ კანონის 363 მუხლით მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას: ა) მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. 8. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულების მეშვეობით, ამ კანონის 363 მუხლით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების გამომდინარე, თითოეული მახასიათებლის მიხედვით მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება ამ მნიშვნელობიდან მოსაპოვებელ და ქულათა შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა; გ) წერის უნარი – 20 ქულა; დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა; ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში – 15 ქულა; ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა; ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა. 9. შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშები დალუქული სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ ანგარიშებში მოცემული შეფასების შედეგების გაანალიზების მიზნით შესაფასებელ მოსამართლეს უფლება აქვს, შეფასების თითოეული პერიოდის დასრულების შემდეგ თავისუფლად გაეცნოს ანგარიშებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მასალების გატანა დაუშვებელია. მოსამართლის მიერ ანგარიშების გაცნობის შემდეგ ისინი ილუქება და მის პირად საქმეს დაერთვება. 10. მოსამართლის შეფასების ანგარიში მოიცავს: ა) დასკვნას, რომელშიც სათანადოდ არის აღწერილი და დასაბუთებული შეფასების ორივე კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით გამოვლენილი შედეგები; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით შევსებულ ფორმას, რომელშიც ასახულია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული დასკვნა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობა; გ) ყველა წერილობით დოკუმენტს და სხვა მასალას, რომლებზე დაყრდნობითაც შეფასდა მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. 11. მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები. 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აანალიზებს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული მისი ყველა შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებით შეფასების სამივე პერიოდში განხორციელებული ექვსი შეფასებისას მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ. 13. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან/და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონის 365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, მოსამართლისთვის მისი გადაცემიდან 1 კვირის ვადაში. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის უცვლელად დატოვების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ. 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, თუ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა შეფასების საბოლოო შედეგზე და არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. 16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით. 18. მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ შეფასების შედეგები საჯარო არ გახდეს. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს და გაიხსნება მხოლოდ იმ კონკურსის დროს, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად. 19. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს შემფასებლებს. 20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს. 21. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შემთხვევაში მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით. მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 2 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. მოსამართლე შეიძლება დაწინაურდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამართლის განვითარებაში, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, აგრეთვე თუ მან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გამოავლინა მაღალკვალიფიციური სამოსამართლო უნარჩვევები. 3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. მოსამართლის თავმჯდომარისა და თანამდებობიდან უზენაესი საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; გათავისუფლების, სასამართლოს წევრის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტის ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა; თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები. 4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. 5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა. 7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის პლენარული სხდომისთვის იუსტიციის წარდგენილ უმაღლესი კანდიდატებს საბჭოს წევრად კენჭი ცალ-ცალკე არჩეული ეყრებათ. კანდიდატები საქართველოს გამოვლინდებიან საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთანავე, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. 8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით: ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 1 წევრი მაინც, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი; ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურშიც ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 10. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. 11. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლის მე-5–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 111. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების კანდიდატურები უფლებამოსილების შეწყვეტიდან ვადამდე არაუგვიანეს საქართველოს პრეზიდენტს 1 შეწყვეტის თვისა. წარედგინება შემთხვევაში − პირველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა. 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. 13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც. 16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ლიკვიდაციის და უფლებამოსილების მოსამართლის დაკისრების, თანამდებობის შემცირების აგრეთვე დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ზ) გარდაცვალება; თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში ასეთი გარემოების მითითებული არსებობის რომელიმე შესახებ გარემოების ინფორმაციას არსებობისას – კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება). მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა); ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას; დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას; (გარდა უზენაესი სასამართლოსი) დ1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ე) შეიმუშავებს და ორგანიზაციული მუშაობის წესს; ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ე1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს; ე2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს; ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს; ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას; თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ; კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე; კ1) თავისი არამოსამართლე წევრებისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ირჩევს 1 წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი. მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებსა და აპარატის სხვა მოსამსახურეებს; გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა 1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. 2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი; ბ) სისხლის სამართალი; გ) სისხლის სამართლის პროცესი; დ) სამოქალაქო სამართალი; ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; ვ) ადმინისტრაციული სამართალი; ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. 4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე. მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი 1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები. 2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული და სტრუქტურული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. 4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები. სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს. მუხლი 57. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე დანიშვნისას 1. სასამართლოს დაკავშირებული აპარატის სასამართლოში მოხელედ, რომლის სამართალწარმოების ფუნქციები პირდაპირ განხორციელებასთან, არის შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. აკმაყოფილებს ანაზღაურებად „საჯარო სტაჟიორად სამსახურის შეიძლება შესახებ“ დაინიშნოს საქართველოს პირი, კანონით რომელიც სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს . 3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; დ ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 4. პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. 5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში. 6. სასამართლოს აპარატის მოხელეს, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა 1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი. 2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. 3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია: ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს: ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს; ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს; ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს; ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს; გ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ; დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. 3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი თანამდებობაზე, საბჭოს რომლებიც, ამ წევრობის კანდიდატებს კანონის 47-ე მუხლის იმ 3 მოსამართლე მე-4 პუნქტის წევრის თანახმად, უფლებამოსილი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს კანდიდატებს დანარჩენი 5 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილი არ არიან, შეითავსონ რომელიმე ასეთი თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის, სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა, წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომლებსაც უფლება აქვთ, შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, წევრად არჩევის მსურველთა რაოდენობა სამზე ნაკლებია, ან კენჭისყრის შედეგად სამზე ნაკლებმა წევრმა დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, ვაკანტურ ადგილზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. 4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს. 5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები. მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა 1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით. 2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას. 3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან ომის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება. 5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას. 6. მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. 7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო , სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.