„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (3)
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 17 ✗ 81
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია, ასევე სხდომის დღის წესრიგი, ქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე სხდომამდე ერთი კვირით ადრე.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. დამოუკიდებელი დასაბუთებულ საბჭო გადაწყვეტილებას ხმების თანაბრად გაყოფის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დამოუკიდებელი საბჭოს წერილობითი ფორმით. შემთხვევაში სხდომის მიმდინარეობის თაობაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სხდომის ოქმთან ერთად, ქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.“. 2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. იუსტიციის მსმენელის სტატუსი იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად. იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის დამადასტურებელი მოწმობა.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები 1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. 2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. 3. იუსტიციის მსმენელი უფლებამოსილია სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესით. 5. სკოლა ვალდებულია არ გაამჟღავნოს (მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობის გზით) იუსტიციის მსმენელის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტები მისი თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“. 4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. სწავლების ფორმა სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, საღამოს სწავლება, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამების ფარგლებში შეიძლება ასევე გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის მსმენელთა მოკლევადიანი მივლინებები სასამართლოსა და პროკურატურაში.“. 5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. საკვალიფიკაციო სიის შედგენა 1. სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას. 2. იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“. 6. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას 1. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინას. 2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა იუსტიციის მსმენელს.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი: „მუხლი 311. სკოლის დოკუმენტი 1. იუსტიციის სასწავლო მსმენელთა კურსის დასრულების საკვალიფიკაციო სიის დამადასტურებელი დამტკიცების შემდეგ, საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილ იუსტიციის მსმენელზე გაიცემა სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება, რომ მან გაიარა სკოლის სრული სასწავლო კურსი და ირიცხება იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმას ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო, სკოლის წესდებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიცეს იმ პირებზეც, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი გაიარეს და იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილ იქნენ ამ კანონის ამოქმედებამდე. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სასამართლო სისტემის გარდაქმნის პროცესში შემდგომი რეფორმების განხორციელების საჭიროება. ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლა სასამართლო სისტემის შემადგენელი კომპონენტია, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადების პროცესში, აუცილებელია დაიხვეწოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს იუსტიციის მსმენელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც დაკავშირებულია მოსამართლეობის კანდიდატების არასაკმარისად ინფორმირებულობასთან, იუსტიციის მსმენლის სტატუსის განმსაზღვრელი ბუნდოვანი ნორმა და დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების შედგენასთან დაკავშირებული არასაკმარისი რეგულაციები. კანონპროექტის მიღების მიზეზია ჩამოთვლილ საკითხთა მოწესრიგებისა და უკეთესად დარეგულირების საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობა. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები, მკაფიოდ განისაზღვრება იუსტიციის მსმენელის უფლება, გაეცნოს მის შესახებ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები. ამასთან, პირს ეს უფლება შეუნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს დახვეწოს იუსტიციის მსმენლის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა, დაადგინოს იუსტიციის მსმენლისათვის საკვალიფიკაციო სიაში მისი რიგითი ნომრის შეტყობინების, ისევე, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ეგზემპლარის მისთვის გადაცემის ვალდებულება და დახვეწოს დამოუკიდებელი საბჭოს მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა, კერძოდ, დამოუკიდებელი საბჭო ვალდებული იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება, სხდომის ოქმთან ერთად, სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე სავალდებულო იქნება ასევე მსმენელთა მისაღები კონკურსის თაობაზე და სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის განთავსება. იცვლება კანონის მე-15 მუხლიც, რომელიც ადგენს იუსტიციის მსმენელის სტატუსს. კერძოდ, მკაფიოდ განისაზღვრება, რომ იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, მას გადაეცა თუ არა იუსტიციის მსმენელის დამადასტურებელი მოწმობა. მსმენლის სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება კონკურსის გავლის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მისი სკოლაში სასწავლებლად ჩარიცხვა. კანონს ემატება 181 მუხლი, რომელიც აწესრიგებს იუსტიციის მსმენლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მსგავსად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა, კანონპროექტი მიუთითებს, რომ იუსტიციის მსმენელს უფლება ექნება გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პირს ეს უფლება შეუნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. კანონის 181 მუხლით დადგენილ შემთხვევებში იუსტიციის მსმენელი უფლებამოსილია სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება. ამასთან, სკოლა ვალდებული იქნება არ გაამჟღავნოს (მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობის გზით) იუსტიციის მსმენელის შესახებ ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტები მისი თანხმობის გარეშე, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. 21-ე მუხლში სწავლების ფორმების ემატება საღამოს სწავლება. 29-ე მუხლის ახალი რედაქცია ადგენს, რომ იუსტიციის მსმენელს ეცნობება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, 31-ე მუხლით კი დგინდება იუსტიციის მსმენელისათვის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება, ასევე აღინიშნება, რომ დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კანონს ემატება ახალი 311 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმ პირებზე, რომელთაც გაიარეს სკოლის სრული სასწავლო კურსი და ირიცხებიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. სკოლის სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გაიცეს იმ პირებზეც, რომლებიც საკვალიფიკაციო სიაში შეყვანილ იქნენ ამ კანონის ამოქმედებამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის გამოყოფას. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა 1. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ორჯერ. სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. 2. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 3. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ენიჭება უპირატესი ხმის უფლება. 4. დამოუკიდებელი საბჭოს დასკვნა და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმების სახით, რომლებსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 5. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. მუხლი 15. იუსტიციის მსმენლის სტატუსი იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად და მიიღო იუსტიციის მსმენლის დამადასტურებელი მოწმობა. მუხლი 21. სწავლების ფორმა სკოლაში სწავლების ფორმებია: სემინარი, სასამართლო პროცესის სიმულაცია, დისკუსია, სწავლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების საკითხებზე, აგრეთვე სხვა ფორმები, რომლებსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. სასწავლო პროგრამების ფარგლებში შეიძლება ასევე გათვალისწინებულ იქნეს იუსტიციის სასამართლოსა და პროკურატურაში. მსმენელთა მოკლევადიანი მივლინებები მუხლი 29. საკვალიფიკაციო სიის შედგენა სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას. მუხლი 31. დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების გათვალისწინება მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისას მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელის რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება, რომელიც მოიცავს: ა) თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ბ) სტაჟირების გავლის შედეგების შეფასებას; გ) სემინარული მუშაობის შედეგების შეფასებას; დ) დამამთავრებელი გამოცდის შედეგების შეფასებას; ე) სტაჟირების ხელმძღვანელის შეფასებას; ვ) სკოლის მასწავლებელთა შეფასებას; ზ) იუსტიციის მსმენელის მიერ სტაჟირების გავლისას შედგენილი წერილობითი ანგარიშის და შესრულებული ნაშრომის შეფასებას; თ) იუსტიციის მსმენელის დისციპლინას.