„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 78 ✗ 3
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (3)
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 19 ✗ 79
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სასამართლო სისტემის რეფორმირების შემდგომი აუცილებლობით. მისი შემუშავება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს როლის გაზრდისა და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების ცვლილების საჭიროებამ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, გაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში, რომელმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე რეფორმის ძირითადი პრინციპები. ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციები და მოსაზრებები გაზიარებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების გაფართოება, რაც მომავალში უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების განმტკიცებას და მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდას. დღეისათვის დამკვიდრებული პრაქტიკის განზოგადების შედეგად ირკვევა, რომ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოქმედი საფუძვლებით საკმაოდ იზღუდება საკასაციო ინსტანციაზე ხელმისაწვდომობა. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს დასაშვებობის საფუძვლების გაფართოებას და დახვეწას, თუმცა, ინარჩუნებს იმ მიდგომას, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეთა განმხილველი სასამართლო ინსტანციაა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი განსხვავებულად აწესრიგებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის სამართლის განვითარებასა და ჩამოყალიბებას; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული ან საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე ამავე სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; ასევე, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო გამოყოფას. საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა 1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. 11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი: ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე; ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე; გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე; დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე; ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე; ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე; ზ) კერძო საჩივარზე; თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე; კ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე. 2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. 31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.