„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი, 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მოსამართლე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს მთავარი პროკურორი), საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.“. 2. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს მიერ განსაზღვრული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე);“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის საქართველოს მონაცემთა მომზადება ორგანულ დაცვის კანონში შესახებ“ განაპირობა „საერთო განხორციელებულ საქართველოს სასამართლოების ცვლილებებთან კანონის შესახებ“ „პერსონალურ შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 261 და 28-ე მუხლებში, სადაც „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეზე“ მითითება იცვლება „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მოსამართლეზე“ მითითებით, ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 261. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია 1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული განჩინებების, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ ყოველი კვარტალის ბოლოს ეცნობება საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს მთავარი პროკურორი), საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. 4. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას პროკურატურა და სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1438 მუხლით განსაზღვრული მასალის და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განადგურებისთანავე აცნობებენ მათი განადგურების შესახებ. პროკურატურიდან და სასამართლოდან მიღებული ინფორმაციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14310 მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალების განადგურების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას განადგურების რაოდენობის, კლასიფიკაციის, საფუძვლების და სხვა მონაცემების მიხედვით. შემთხვევათა მუხლი 28. ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა 1. ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები. 2. ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე); დ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი; ე) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 11 და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს. კომისიის ყველა წევრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას. კომისია პირველ სხდომაზე თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. 4. ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს ინსპექტორს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. 6. ინსპექტორი ინიშნება 3 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 7. ინსპექტორი უნდა შეირჩეს თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 8. ახალდანიშნული ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი დაინიშნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო დანიშვნის მომდევნო დღიდან − თუ იგი დაინიშნა ამ ვადის გასვლის შემდეგ ან თუ ვადამდე შეწყდა წინა ინსპექტორის უფლებამოსილება. 9. ინსპექტორის უფლებამოსილება წყდება დანიშვნიდან 3 წლის გასვლისთანავე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას. 10. ინსპექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ინსპექტორი.