„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 75 ✗ 4
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (3)
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 16 ✗ 82
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 85-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.
სააპელაციო
სასამართლოში
განკარგულება
გამოაქვს
სასამართლოს
თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით
გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა
მოსამართლეს.“;
ბ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.
სასამართლოში
წესრიგის
დარღვევის,
სასამართლოს
მიმართ
უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის
შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს დამრღვევი პირი, რის
შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული
პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს
თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ მოსამართლეს. სასამართლოს
თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მოსამართლე უფლებამოსილია დაკავებული პირის
წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, გამოიყენოს მის
მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.“;
გ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი
შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო
წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს
სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის
სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის
ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს
უზენაესი სასამართლოს პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება
ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ
მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ
მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი
განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული
საჩივრის
განმხილველი
მოსამართლე
განჩინებით
იღებს
ერთ-ერთ
შემდეგ
გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების
უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულების
გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.“.
2. 303-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს
სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე
გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს
სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული
პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ
საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო
სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა
საქმის განხილვის შედეგზე;
ვ)
სააპელაციო
სასამართლოს
გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება
მსგავს
სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 ნაწილები:
„31. საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი
ამ მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს
დადგენილ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს
საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს
დასაბუთებული განჩინება. განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული
დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
30-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია სასამართლო სისტემის რეფორმირების
შემდგომი აუცილებლობით. მისი შემუშავება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს როლის
გაზრდისა და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების ცვლილების
საჭიროებამ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო
ცვლილებებათა პაკეტი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი, გაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში, რომელმაც
დადებითად შეაფასა მიმდინარე რეფორმის ძირითადი პრინციპები. ვენეციის კომისიის მიერ
მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციები და მოსაზრებები გაზიარებულ იქნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საკასაციო
საჩივრის
დასაშვებობის
საფუძვლების
გაფართოება, რაც მომავალში უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების
განმტკიცებას და მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდას.
დღეისათვის დამკვიდრებული პრაქტიკის განზოგადების შედეგად ირკვევა, რომ
უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოქმედი საფუძვლებით
საკმაოდ იზღუდება საკასაციო ინსტანციაზე ხელმისაწვდომობა. წარმოდგენილი
კანონპროექტი მიზნად ისახავს დასაშვებობის საფუძვლების გაფართოებას და დახვეწას,
თუმცა, ინარჩუნებს იმ მიდგომას, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან
საქმეთა განმხილველი სასამართლო ინსტანციაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი
დასაშვები იქნება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ
პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და
ერთგვაროვანი
სასამართლო
პრაქტიკის
ჩამოყალიბებას;
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ ჰქონია
მიღებული ან საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის
განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე ამავე
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
ასევე, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ
საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის
ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის
განხილვის შედეგზე ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს
სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტულ
სამართალს.
ამასთან,
არასწრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკითხის სენსიტიურობიდან
გამომდინარე, საკასაციო საჩივარი ყოველთვის იქნება დასაშვები.
გასათვალისწინებელია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, იმ შემთხვევაში, თუ
უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, მხარეს არ განემარტება
დაუშვებლობის მიზეზები და ხშირად გაუგებარი რჩება ის საფუძველი, რამაც განაპირობა
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა. კანონპროექტით ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. ამ
მიზნით, 303-ე მუხლს ემატება 31-33 ნაწილები, რომელთა თანახმად, უზენაესი სასამართლო
ვალდებული იქნება შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი კანონში მოცემული
საფუძვლების შესაბამისად და, თუ საჩივარი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს,
დასაშვებად ცნოს იგი. ამასთან, სასამართლო ვალდებული იქნება საკასაციო საჩივრის
დაუშვებლად ცნობის შესახებ გამოიტანოს დასაბუთებული განჩინება, რომელიც უნდა
შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ
უარყოფას.
კოდექსის 85-ე მუხლში ასახულია, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტიდან გამომდინარე ცვლილება, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის
ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბიუჯეტიდან
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო
ბიუჯეტის
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
გამოყოფას.
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებისას
კონსულტაციები
იქნა
გავლილი
საერთო
სასამართლოების მოსამართლეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან,
შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კანონპროექტში ასევე
გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები და
მოსაზრებები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი
85.
პასუხისმგებლობა
სასამართლოში
საპროცესო
მოვალეობათა
შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის
მიერ
განსაზღვრული
პირი.
სასამართლო
სხდომის
დარბაზში
წესრიგის
დაცვას
უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია დარბაზში დამსწრე
პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე
წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის
ან
სასამართლოს
მიმართ
უპატივცემულობის
გამოხატვის
შემთხვევაში
სხდომის
თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა.
აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის
თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და
სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ
განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლის მითითებით სასამართლოს მანდატური
უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას; ამასთანავე, აღნიშნული პირის მიმართ
შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
3. თუ სხდომის თავმჯდომარის განკარგულება სასამართლო სხდომის დარბაზიდან
გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმის განხილვა
გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე
რამდენიმე
ბრალმდებელი
ან
რამდენიმე
ადვოკატი
ახორციელებდა.
გაძევებული
ბრალმდებლის ან ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო
განჩინება, რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს მთავარ პროკურატურას ან
ადვოკატთა გაერთიანებას.
4. თუ ბრალდებული გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან,
სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო
თუ
იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას,
გადაწყვეტილება გამოცხადდება
ბრალდებულის გარეშე. ამის შემდეგ მას გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი, რაც უნდა
დაადასტუროს ხელმოწერით.
5. პირი სასამართლო
სხდომის
დარბაზიდან
გაძევებულად
ითვლება
იმავე
ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმის განხილვის დასრულებამდე. სასამართლო
სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მხარის მოტივირებული
შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების უფლება. გაძევებული პირი
სხდომაზე დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სასამართლო დააკმაყოფილებს ამ
პირის საჩივარს სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების უკანონოდ ცნობისა და
სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.
6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს,
სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500
ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი
კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ
გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან
იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს, პროცესის მონაწილის
ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის მითითებით სასამართლოს მანდატური
უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის
თავმჯდომარე
ადგენს
მიმართვას,
რომელშიც
აღწერს
დარღვევას,
და
უგზავნის
განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული
პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს,
რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება
ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
8. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული ამ
მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება
ამ პირის 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
9. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა,
განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა
სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით
გამართულ სხდომაზე,
განკარგულება
გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში,
სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა
საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი
მოსამართლე.
10.
სააპელაციო
სასამართლოში
განკარგულება
გამოაქვს
სასამართლოს
თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით
გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ
სხვა მოსამართლეს.
11.
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოში,
გარდა დიდი
პალატისა,
საქმის
განხილვისას განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს
უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ
მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ეს
აუცილებელია, შეიძლება გადაეცეს პოლიციას.
12. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის
მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება
გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
13. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის
ან
სასამართლოს
ნორმალური
ფუნქციონირებისათვის
ხელის
შეშლის
შემთხვევაში
სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს დამრღვევი პირი, რის შესახებაც
ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი
დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს
თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს
სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უფლებამოსილია
დაკავებული პირის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა,
გამოიყენოს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ
განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი შეიძლება
ამავე მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი წესით გაასაჩივროს პირმა, რომელზედაც
ვრცელდება განკარგულება. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით
იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების
უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების
გაუქმების ან/და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.
141. დაჯარიმების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულების
გასაჩივრება აჩერებს ამ განკარგულების აღსრულებას.
142. დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ
სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულება პირს, რომლის მიმართაც
გამოყენებულ იქნა აღნიშნული ღონისძიება, გადაეცემა განკარგულების გამოტანიდან
არაუგვიანეს 24 საათისა.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას
სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის
გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სხდომის
თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს
გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვაში მონაწილე პირებს განუმარტავს მათ
უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე
შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას
დამრღვევ პირს/მის ადვოკატს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი
მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის
ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს)
ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება დაპატიმრების შესახებ. განკარგულების
გამომტანი სასამართლო ამ განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს,
ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს.
დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.
16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი
შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო
წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს
სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის
სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის,
თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
ადმინისტრაციულ
საქმეთა
პალატის
თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან
პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარესთან.
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება
ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის
განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა
საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული საჩივრის განმხილველი
მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების
უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულების
გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
17. (ამოღებულია - 14.06.2013, №741).
მუხლი 303. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა
1. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს,
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით კასატორს აძლევს 5 დღის
ვადას, რომელიც საჭიროა საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ კასატორი არ შეასრულებს
აღნიშნულ მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით
საჩივარს განუხილველად ტოვებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს
საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
3. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის
საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან
საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე
საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის
თაობაზე განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო
თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ
პროკურორს.
5. თუ საკასაციო სასამართლო განჩინებით საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, იგი
ნიშნავს საკასაციო სხდომის თარიღს. საკასაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად
ცნობიდან 1 თვის ვადაში.
6. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის
გარეშე.
7. კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს
თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი
მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე,
რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება
მიიღება საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა.