„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 78 ✗ 17
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (3)
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 96 ✗ 16
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.”. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა 1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. მოსამართლეს უფლება აქვს მოითხოვოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება. მოსამართლეს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სხდომის გასაჯაროება, თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გარდა. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა. 2. გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, შეჩერების ან განახლების შესახებ, აგრეთვე, ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან ხუთი დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და მოსამართლეს. 3. გადაწყვეტილება მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, აგრეთვე, ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რომელთან „ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ან აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული, აგრეთვე, სახალხო დამცველის ანგარიშებში გადმოცემული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;“; გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საჩივარი (განცხადება) უნდა პასუხობდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. მისი წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული საჩივრის (განცხადების) ფორმის ნიმუშის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარდგენა არ შეიძლება გახდეს მის მიღებაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძველი.“; ე) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აცნობებს მოსამართლეს.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე, დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი (შემდგომში - „დამოუკიდებელი ინსპექტორი“).“. 5. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“; 6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება 1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის, ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე. 2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით. ახსნა განმარტების მიცემა მოსამართლის უფლებას წარმოადგენს.“. 7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება დამოუკიდებელი ინსპექტორი, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე.“. 8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით. 2. წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური წერილობითი დევნა. ახსნა-განმარტება დამოუკიდებელი ჩამოართვას ინსპექტორი უფლებამოსილია (განცხადების) საჩივრის ავტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება. მოსამართლეს უფლება აქვს დისციპლინური საქმის გამოკვლევისას ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი. 3. დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ობიექტურად, ყოველმხრივ და მიუკერძოებლად. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები. 4. მოსამართლეს უფლება აქვს განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილება, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მოცემულ საქმეში მისი მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამავე საფუძვლის არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამწევრიანი კოლეგია, რომელიც შეირჩევა წილისყრით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც გამოვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის აცილების საკითხი გადაწყდება ამავე პუნქტის შესაბამისად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც განახორციელებს დამოუკიდებელი მონაწილეობას ინსპექტორისთვის ვერ მიიღებს ამ კანონით მოცემულ საქმეზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტაში. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების გადაწყვეტისთვის გასული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადაში. 5. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.“. 9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაახლებს საქმის წარმოებას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის; ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ინსპექტორი თავისი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში განაახლოს საქმის წარმოება;“. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია 10. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუ: ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა; ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; გ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით; დ) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება. 2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მოსამართლეს და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე მოსამართლისა და დისციპლინურ საქმეში მონაწილე სხვა პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსამართლემ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით. მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თავიანთი პოზიციის დასაბუთების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ შეადგინონ როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური აზრი. 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უფლებამოსილია დამოუკიდებელ ინსპექტორს დაავალოს დისციპლინურ საქმეზე დამატებითი გამოკვლევის ჩატარება და მისცეს მას შესაბამისი მითითებები. ასეთ შემთხვევაში დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა გაგრძელდება 2 თვით. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება აღარ დაიშვება. გამოკვლევის დასრულების შემდეგ საკითხი კვლავ დადგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრაზე.“. 11. მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაწყვეტილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს. 4. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე წერილობითი შეპასუხება და შესაბამისი მტკიცებულებები. წარდგენისთვის მოსამართლის კოლეგიას.“. მოსამართლის დადგენილი მიერ მიერ ვადის წარდგენილ შეპასუხების გასვლიდან დოკუმენტებთან 3 წარდგენიდან ან დღის ვადაში ერთად ეგზავნება შეპასუხების საქმის მასალები სადისციპლინო 12. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია სხდომაზე მოიწვიოს მოსამართლე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, სხდომაზე შესაძლოა მოწვეული იქნეს საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს მოწვეული პირების ინფორმაცია და ახსნაგანმარტებები.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საქმის მასალებს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უგზავნის სადისციპლინო კოლეგიას.“. 13. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა;”. 15. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.“. 16. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება ან კერძო განჩინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას.“. 17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს, აცილება მისცეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული.“. 18. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო გადაწყვეტილება დისციპლინური კოლეგია საქმის ვალდებულია წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, მიიღოს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა.“. 19. 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებული დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ არ არის ამოწურული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა.“. 20. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე.“. 21. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.“. 22. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება სამ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში. თუ სამი თვის ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად.“. 23. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.“. 24. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 25. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა ამ კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 26. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას.“. 27. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია იღებს მოსამართლის ბრალეულად ცნობის, დაკისრებისა და კერძო მისადმი დისციპლინური მისთვის გადაცდომის დისციპლინური სარეკომენდაციო ჩადენაში პასუხისმგებლობის ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიიჩნევს მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას. 2. კერძო დისციპლინური სარეკომენდაციო დარღვევის ბარათი ჩამდენი არის სადისციპლინო მოსამართლისადმი, სადაც კოლეგიის წერილი უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ. 3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს. საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელწერილს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობაზე. კერძო სარეკომენდაციო ბარათის ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.“. 28. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ და მისთვის დისციპლინური სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა და კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკისროს მას ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი სახდელი.“. 29. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 55. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება - დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას - სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების - სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.”. 30. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო კოლეგია ითვალისწინებს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება და იგი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ იგი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას.“. 31. 57-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება;“; 32. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. ამავე ვადაში გადაწყვეტილების ასლები ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც დისციპლინური სამართალწარმოება.“. 33. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: განხორციელდა „3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.“. 34. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვისას საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება.“. 35. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს, მათ წარმომადგენლებსა და საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს.“. 36. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის თავმჯდომარეს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.”. 37. მე-80 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარდგინების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამართლეს.“. 38. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება 1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები, მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური შესვლისთანავე ქვეყნდება სამართალწარმოების ოფიციალურ გასაჯაროება, ვებგვერდზე. კანონიერ გადაწყვეტილება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ქვეყნდება სრულად. ძალაში მოსამართლის 2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა ნებისმიერ პირს.“. 39. 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსამართლემ, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გასაჯაროება მოითხოვა, და თათბირის საიდუმლოება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოცემულია სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებში.“. 40. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა 1. მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან უმაღლესი საბჭოს რომლის მიმართაც დისციპლინური ვადით სახდელი გაქარწყლებული არ არის, შესაბამისი ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება. 2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა გაამწესოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში ან თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.“. მუხლი 2 ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ დისციპლინურ საქმეებზე, აგრეთვე, მანამდე ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე საქმისწარმოება წარიმართოს და დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4-მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4-მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნის აუცილებლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების საჭიროებით. ასევე, ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს ის სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის სიხშირესა და მის შედეგებზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და პროცედურული საკითხების დახვეწის, დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპების ოპტიმიზაციის აუცილებლობა, რაც ქმნიდა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გაჭიანურებისა და არაერთგვაროვანი მიდგომის არსებობის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი, მათ შორის, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, გაგზავნილ იქნა ვენეციის კომისიაში, რომელმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე რეფორმის ძირითადი პრინციპები. ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და მოსაზრებების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შექმნას მოსამართლეთა დაცვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიები, დახვეწოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი, მოახდინოს მისი ეტაპების ოპტიმიზაცია და უზრუნველყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამჭვირვალობა. კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს უფლება უნდა ჰქონდეს გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის. ამით ასევე მიიღწევა დისციპლინური სამართალწარმოების ერთგვაროვნებისა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის მიზანი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს ძირითად პრინციპებთან, რომლის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოებისას საკითხის გამოკვლევა საწყის ეტაპზე უნდა იყოს კონფიდენციალური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სხვაგვარად ითხოვს მოსამართლე. 1 კანონის ცვლილება, რომლითაც სადისციპლინო კოლეგიას ერთმევა უფლება წარდგინებით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულიად ახალი დარღვევის თაობაზე, რომელზეც მხარე არ დავობს, სადისციპლინო კოლეგიას აიძულებს იყოს მიუკერძოებელი არბიტრი და არა ინკვიზიციური ნიშნების მატარებელი ორგანო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ ექნებათ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს მოსამართლეთა თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს. მითითებული სიახლე უფრო მეტად უზრუნველყოფს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლებას. კანონპროექტის მიზანია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ეტაპების ოპტიმიზაცია. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი შემუშავებულია კანონში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და პროცედურული საკითხების მოწესრიგების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მე-5 მუხლის ახალი რედაქციით შესაძლებელი იქნება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გახდეს საჯარო, თუ ამას მოსამართლე მოითხოვს. კანონპროექტით წარმოდგენილი მე-6 მუხლის ცვლილების შემდეგ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი აღარ იქნება სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. კანონპროექტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება მიენიჭება მხოლოდ დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ შეამოწმებს მის საფუძვლიანობას. კანონის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინასწარი შემოწმების შედეგად დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას აფასებს და გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა- განმარტების ჩამორთმევის თაობაზე იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო შემდგომ ეტაპზე - ამტკიცებს საბჭო. დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპების ოპტიმიზაციის მიზნით, აღნიშნული უფლებამოსილება მდივანს აღარ ექნება. ამავე მიზნის მისაღწევად მდივანს გათვალისწინებული 1 აღარ ექნება უფლებამოსილება, კანონის რაც მე-15 მუხლის გულისხმობს პირველი პუნქტით დისციპლინური სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები, იხ. http://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/IndependenceJudiciary.aspx საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის წინადადებით მიმართვას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნულ უფლებამოსილებებს შეითავსებენ დამოუკიდებელი ინსპექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელი ინსპექტორი წინასწარი შემოწმების შედეგად შეაფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევის, ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე. დისციპლინური საქმის გამოკვლევას განახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეყვეტის შესახებ მიიღებს იუსტიციის უმაღლეი საბჭო. კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილებისა და თვითაცილების პროცედურასა და შედეგებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონის მე-15 მუხლითა და მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ღია კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, სრული შემადგენლობის უბრალო და არა კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტად უზრუნველყოფს დისციპლინური სისტემის ეფექტიანობას. 2 კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, დისციპლინური საქმის მასალების საგამოძიებო ორგანოში გაგზავნა (როდესაც საქმის მასალები მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე) საფუძველი, არამედ აღარ იქნება განისაზღვრება, დისციპლინური რომ თუ საქმის მოსამართლის წარმოების შეწყვეტის მიმართ დაიწყება არ სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი განახლდება დისციპლინური სამართალწარმოება. როგორც ვენეციის კომისიაც აღნიშნავს, სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობა განსხვავებული ბუნებისაა, მათ განსხვავებული მიზნები აქვთ, მტკიცების სტანდარტი და შემადგენელი ელემენტებიც განსხვავებულია და ამიტომ არ გამორიცხავენ ერთმანეთს. 3 კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღარ ექნება კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის უფლებამოსილება. გასათვალისწინებელია, რომ არსებული რეგულირების პირობებში მოსამართლეს კერძო სარეკომენდაციო ბარათით საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა ისე მიმართოს, რომ მან არც იცოდეს მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ. ამასთან, მას არ აქვს კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საბჭო გამოდის, როგორც დისციპლინური საქმის განმხილველი და არა გამოკვლევის განმახორციელებელი ორგანო. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიაც ასევე მიიჩნევს, რომ კერძო სარეკომენდაციო ბარათის, 2 3 იქვე. პარაგრაფი 24 იქვე. პარაგრაფი 60 როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს სადისციპლინო კოლეგიას და არა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 4 კანონპროექტით იქმნება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეთა დაცვის დამატებითი გარანტიები, კერძოდ, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხი და ამ საკითხებთან დაკავშირებული მასალები, მოწვეული უნდა იქნეს მოსამართლე, კანონში ასევე აღინიშნება, რომ სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება და იგი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. სავალდებულო გახდება მოსამართლის ინფორმირება სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, ცალსახად დადგინდება, რომ მოსამართლეს უფლება აქვს დისციპლინური საქმის გამოკვლევისას ისარგებლოს დამცველის დახმარებით. კანონპროექტით დისციპლინური წარმოდგენილი პასუხისმგებლობის 36-ე მუხლის დაკისრების მე-2 ვადის პუნქტის ამოწურვა ცვლილებით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ იქნება, თუ ვადის გაჭიანურება გამოწვეულია მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. კანონპროექტით სწორდება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადასთან დაკავშირებით კანონის 41-ე მუხლში არსებული ხარვეზი და მიეთითება, რომ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში, რითაც ნორმა შესაბამისობაში მოდის ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ დისციპლინური სამართალწარმოების ვადებთან. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებით აუცილებელი გახდება არსებობდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას საქართველოს წარმომადგენელს უფლება ექნება მოხსნას ბრალდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოებისათვის დადგინდება მტკიცების სტანდარტიც, კერძოდ, სადისციპლინო კოლეგია კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორსაც. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებით კი, კერძო სარეკომენდაციო ბარათი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონფიდენციალური დოკუმენტია, გაეგზავნება როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ისე 4 საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუმცა, ეს უკანასკნელი იქვე. პარაგრაფები 37-40 ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს ხელწერილს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსის გაუმჟღავნებლობაზე. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, განისაზღვრება, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები, მოსამართლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა დისციპლინური სამართალწარმოების გასაჯაროება, კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ქვეყნდება სრულად. კანონის 85-ე მუხლში შესატანი ცვლილებით სამსახურებრივი დაწინაურების უფლება ეზღუდება იმ მოსამართლეს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება მიღებასთან არ დაკავშირებული გამოიწვევს სახელმწიფო აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება საშემოსავლო ნაწილზე. არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლე საბჭოსთან და სადისციპლინო კოლეგიასთან, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭცვირვალობა საქართველო და სხვ.). კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები 1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) მკაცრი საყვედური; დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა. 2. დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; ბ) სასამართლოს მოადგილის, სასამართლო თავმჯდომარის, კოლეგიის ან თავმჯდომარის პალატის პირველი თავმჯდომარის მოადგილის ან თანამდებობიდან გათავისუფლება. 3. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი. მუხლი 5. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა 1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს, ამ კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა. 2. გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა; ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს; ე) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საჩივარი (განცხადება) უნდა უპასუხებდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. მისი წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. მუხლი 7. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება 1. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი დისციპლინური დევნის შემდგომი მსვლელობის უზრუნველსაყოფად შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მუხლი 8. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და წინასწარი შემოწმება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში. 2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა. 3. დაუშვებელია სამართალწარმოების ერთი და განმეორებით იმავე დაწყება მოსამართლის იმავე მიმართ საფუძვლით, დისციპლინური რომლითაც უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება. 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 9. დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასება 1. წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა- განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. 2. მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს დისციპლინური დევნის საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განაახლებს დისციპლინურ დევნას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. მუხლი 11. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთ წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით წარმოებული ორი ან მეტი დისციპლინური საქმე. მუხლი 12. დისციპლინური საქმის გამოკვლევა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით. 2. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ახსნაგანმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფლება აქვს, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი სასამართლო პროცესში მყოფი საქმისა. საქმე, გარდა განხილვის 4. დისციპლინური სამართალწარმოების დროს აკრძალულია მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება. მუხლი 13. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება 1. დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ: ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს; ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება; გ) (ამოღებულია – 27.03.2012, №5922). 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში. მუხლი 14. დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი იღებს, თუ: ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა; ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; გ) გაგზავნილი მასალის სისხლისსამართლებრივი დევნა; საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო დ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით; ე) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება. მუხლი 15. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა 1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ. 2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს შემოწმების იურიდიულ შეფასებებს, მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი. მუხლი 16. გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ 1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებაში გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. 2. იმავე გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი ან შეცვალოს წარმომადგენელი დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. 3. გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს. 4. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას. მუხლი 17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. დისციპლინური საკითხების განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. (ამოღებულია - 01.05.2013, №581). 4. დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს მოსამართლე, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. მუხლი 19. მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა 1. თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით. 2. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია. 3. კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები 1. სადისციპლინო კოლეგია საქმის განხილვისას მოქმედებს როგორც სასამართლო. (ძალადაკარგულია) [ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/209, 276-სსმIV, №31, 06.07.2004წ., გვ.2] 2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი. 3. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. 4. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა. მუხლი 34. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილება 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც მას ხელს შეუშლის ამ საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად განხილვაში. 2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია ჩამოსცილდეს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ მის მიერ ან მისი მონაწილეობით გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება, კერძო განჩინება, სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება, ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას. მუხლი 35. სადისციპლინო კოლეგიის აცილება 1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება. იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აგრეთვე უფლება აქვს, აცილება მისცეს მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად არის დანიშნული. 2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში. 3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად. 5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება. 6. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის აცილებული წევრის გარეშე აგრძელებს საქმის განხილვას. 7. სადისციპლინო კოლეგიის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში. 8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას. მუხლი 36. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო 1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა. 2. თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურულია, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ეს გადაწყვეტილება აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა. მუხლი 37. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერება დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო 1. დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას. 2. თუ დისციპლინური საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ იწყებს საქმის განხილვას, აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, აგრეთვე მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს. 3. თუ მოსამართლის წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება ან აღძრული საქმე შეწყდება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებული დისციპლინური საქმის წარმოებას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოწურული არ არის. მუხლი 38. დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადება 1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს. 2. სადისციპლინო კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე მოსამართლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური საქმე. 3. სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს. მუხლი 39. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვა 1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი. 2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე. 3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები. 4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი. 5. მხარეებს უფლება აქვთ სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია. 6. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები. 7. დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება. 8. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი. მუხლი 41. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა 1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არ გამოცხადდა, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა არა უმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ორთვიან ვადაში. 2. თუ დადასტურდა, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს იგი ბრალეულად და დააკისროს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება სამ თვემდე ვადით. ეს ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების სამწლიან ვადაში. თუ ამ ვადაში საქმის წარმოების შეჩერების მიზეზები არ აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს საქმე მოსამართლის დაუსწრებლად. მუხლი 42. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში 1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოხსნას მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია განხილვის ეტაპის მიუხედავად შეწყვიტოს საქმის განხილვა და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე. 2. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვის დაწყებამდე სრულად აღიაროს დისციპლინური ბრალდება და სთხოვოს სადისციპლინო კოლეგიას დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დააკმაყოფილოს მოსამართლის შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 46. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად თუ დისციპლინური საქმის განხილვის დროს სადისციპლინო კოლეგიაში წარმოიშვა მოსამართლის მიერ სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია წარდგინებით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს მოსამართლის მიმართ ახალი ბრალდებით დისციპლინური სამართალწარმოების დასაწყებად. თუ საჭიროდ მიიჩნევს სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეაჩეროს არსებული ბრალდებით დისციპლინური საქმის წარმოება სხვა დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტამდე.განხილვაში. მუხლი 48. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების სახეები 1. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ; დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ; ე) მოსამართლის გამართლების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. მუხლი 49. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ: ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემმა ორგანომ მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა; გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება; დ) სადისციპლინო კოლეგიის მიერ გაგზავნილი მასალების საფუძველზე მოსამართლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ანდა არ აღიძრა მოსამართლის ბრალის, ან იმ ფაქტების დაუდასტურებლობის გამო, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ ბრალდებას. 2. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე. მუხლი 51. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის ბრალეულად ცნობის, დაკისრებისა და კერძო მისადმი იღებს დისციპლინური მისთვის გადაცდომის დისციპლინური სარეკომენდაციო ბარათით ჩადენაში პასუხისმგებლობის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიიჩნევს მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას. 2. კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია დარღვევების სადისციპლინო აღმოფხვრის, კოლეგიის მოსამართლის რეკომენდაცია მოვალეობების და რჩევა-დარიგება განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ. 3. კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს. მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს. მუხლი 53. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა და კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკისროს მას ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთერთი სახდელი. მუხლი 55. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას – დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას სადისციპლინო – კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. მუხლი 56. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ იგი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის, რაოდენობის, აგრეთვე წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას. 2. თუ წარსულში მოსამართლეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი – მკაცრი საყვედური – დამოუკიდებლად ან კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებასთან ერთად და ეს სახდელი გაქარწყლებული არ არის, ახალი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური სახდელის შერჩევისას კოლეგია მსჯელობს ამ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე. 3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან. მუხლი 57. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება; ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა; გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო; დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები და დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ვინაობა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასახელება; ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები; ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები; თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი; ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია; კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები; ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი. მუხლი 58. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა 1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან 5 დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს. მუხლი 60. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომში – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს. 2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. 3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს საბჭოს სხდომაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. 4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. 5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. 6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. მუხლი 63. გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და საჩივარზე უარის თქმა 1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სადისციპლინო კოლეგიაში წერილობით განაცხადებს უარს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, საჩივარი აღარ დაიშვება. 2. საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანამდე. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მუხლი 74. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ფორმა 1. სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები. 2. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებს ოქმი. მუხლი 76. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების, შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია ან სადისციპლინო პალატა კანონიერ ძალაში შესულ თავის გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს, კერძოდ, თუ საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მუხლი 80. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება 1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი წარდგინების მიღების შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ყველა სხვა მოსამართლეს − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისად სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში. 3. პირი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამ კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, კარგავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას. მუხლი 81. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება 1. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს. მუხლი 82. სადისციპლინო კოლეგიის წევრისა და სადისციპლინო პალატის წევრის მიერ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და სადისციპლინო პალატის წევრი ვალდებული არიან დაიცვან დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და თათბირის საიდუმლოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად და გახდება სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის შემადგენლობიდან მოსამართლის გამოყვანის საფუძველი, აგრეთვე შეიძლება გახდეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მუხლი 85. მოსამართლის დაწინაურების შეზღუდვა 1. მოსამართლეს, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების ან საკლასო ჩინის მიღების უფლება. 2. შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა არ უნდა მიანიჭოს ახალი საკლასო ჩინი ან გაამწესოს ზედა ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე, თუ მის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის.