„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.07.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/363/8, (07-1/2/9)
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 76 ✗ 7
III მოსმენა (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (3)
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 19 ✗ 81
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (7)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მოსამართლეთა სასამართლოების მიღების შრომის მიზეზია ანაზღაურების შესახებ“ „საქართველოს შესახებ“ საქართველოს საერთო საქართველოს ორგანული კანონის სასამართლოების კანონის „საერთო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში. კერძოდ, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განმსაზღვრელი პუნქტიდან ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ამოღება, ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტის გაუქმებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცვლილება შედის იმავე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც მითითებას აკეთებს „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე. ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი აღნიშნულ კანონს ძალადაკარგულად აცხადებს და მივლინების საკითხებს აწესრიგებს 371 მუხლით, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტშიც საჭირო გახდა შესაბამისი მითითების გაკეთება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთა შრომის ანაზღაურებისათვის ცვლილების ამოქმედებამდე გამოყოფილი სახსრების ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეთა თანამდებობის გაუქმება იწვევს მათი შრომის ანაზღაურების გაუქმებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონოპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 6 500 ლარი; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 6 300 ლარი; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 6 000 ლარი; ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი; ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი; თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი; ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი; კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი; ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი; მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი. 2. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თუ ასეთი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა აღემატება მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას იმ სასამართლოში, რომელშიც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.