„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 4 ✗ 28
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-07-06
ბიუროს ნომერი 300
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-40
მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ
შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო მთავარი
პროკურორი
–
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარისათვის
გათვალისწინებული შეღავათებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან „პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
განხორციელებულ
ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-40 მუხლის მე-7 პუნქტში, საიდანაც ამოღებულია მითითება უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილეებისათვის გათვალისწინებულ შეღავათებზე, ვინაიდან „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ინსტიტუტის
გაუქმებას ითვალისწინებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა
1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს
კონსტიტუციით,
ამ
კანონითა
და
საქართველოს
სხვა
სამართლებრივი
აქტებით.
პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი
ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული
მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.
3.
პროკურატურის
მუშაკს
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.
4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის
მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის
ოდენობით.
5.
პროკურატურის
მუშაკს,
რომელმაც
სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის
შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან
დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა
უმეტეს 7 000 ლარისა.
6.
პროკურატურის
მუშაკი
სარგებლობს
ყოველწლიური
ანაზღაურებადი
შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.
7.
პროკურორი,
პროკურატურის
გამომძიებელი
და
მრჩეველი
სარგებლობენ
შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო მთავარი
პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები – შესაბამისად საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარისა
გათვალისწინებული შეღავათებით.
და
მისი
მოადგილეებისათვის