ბრძანება N 17886
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17886
07 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------,---------------------------------------)
(იურ. მის.: -----------------------)
2025 წლის 30 დეკემბრისა და 2026 წლის 6 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 ივლისის №27300/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) 2025 წლის 30 დეკემბრის №99733/1/2025 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი 2026 წლის 6 მაისის №27300/2/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №056-81 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე, მოითხოვა 2022 წელს განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხების გათვალისწინება ჩათვლებში.
2. მომჩივანი საჩივრის ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე არ დაეთანხმა შემოწმების მიერ შემოსავლის 34%-ის საწვავის ხარჯად მიჩნევას. მიაჩნია, რომ მეწარმის საწვავის დანახარჯი უნდა განისაზღვროს მისი შემოსავლის 40.12%-ით. აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეწარმეს არ გააჩნდა საწვავის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, მეწარმეს არც შესამოწმებელ პერიოდში მიუღია საწვავის თანხებზე შესაბამისი ჩათვლები და ვერც მომავალში მიიღებს აღნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმის შემოსავლის გაანგარიშებისას საწვავის ხარჯის განსასაზღვრად შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა მიუღებელი დღგ-ის ჩათვლების დანახარჯი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8755 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 დეკემბრის №26744 ბრძანება და ამავე თარიღის №056–81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 498 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 495 ლარი, ჯარიმა 15 337 ლარი და საურავი 4 666 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 29 იანვრის №1563 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 17 მარტის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 იანვრის №1563 ბრძანება და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 აპრილის №8549 ბრძანებით საჩივარი პირველი და მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება ისევ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 7 ივლისის №27300/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 აპრილის №8549 ბრძანება და საჩივარი, გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 ივლისის №27300/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან საბჭომ 2026 წლის 6 მარტის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი, რომ მომჩივნის გარეშე საჩივრის განხილვით მომჩივანს არ მიეცა არგუმენტების სრულად წარმოდგენის შესაძლებლობა. ამიტომაც, საჩივარი, მათ შორის ზეპირ განხილვაზე დასახელებული დავის საგნების (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში ნაწილობრივ გათვალისწინება) და (საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინება) ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რაც შემოსავლების სამსახურს არ განუხორციელებია.
მომჩივანი, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე დავების განხილვის საბჭოში თავდაპირველად წარდგენილი საჩივრებით, სადავო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №056-81 საგადასახადო მოთხოვნას ასაჩივრებდა, რაზეც შინაარსობრივად ნამსჯელი აქვთ დავის განმხილველ ორგანოებს, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოსავლების სამსახურს 2026 წლის 29 იანვრის №1563 ბრძანებით მიღებული აქვს გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო საბჭოს 2026 წლის 6 მარტის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, ხსენებულ სადავო საგადასახადო მოთხოვნაში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობაზე მითითება საფუძველმოკლებულია.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ერთის მხრივ დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილებაში აპელირებს მომჩივნის მხრიდან გასაჩივრების ვადის დარღვევაზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა დარღვეულია და არ არის დაცული, ხოლო მეორე მხრივ, განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი, საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში განუხილველად, შედეგად, საჩივარი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლებში და საწვავის ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ნაწილობრივ გათვალისწინების დავის საგნების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
. გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება. ი/მ ------ს მინიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი 2024 წლის პირველ სექტემბრამდე. 2022 წლის კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის შემოსავლად გადამხდელს დაფიქსირებული ჰქონდა 75 937 ლარი, ხოლო 2023 და 2024 წლებში შესაბამისად 152 735 და 40 660 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და პირის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ი/მ ----- შემოსავალს იღებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევიდან. 2022 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენდა 77 739 ლარს, 2023 წელს 178 629 ლარს, ხოლო 2024 წელს 165 916 ლარს.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, პირს შეუმცირდა 1% საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფლად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ბანკში გადახდილი სასესხო ვალდებულების პროცენტითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2022 წლის ხარჯმა შეადგინა 75 065 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 26 431 ლარი, სხვა ხარჯი 48 634 ლარი. 2023 წლის ხარჯმა შეადგინა 117 525 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 60 733 ლარი, სხვა ხარჯი 56 791ლარი. 2024 წლის ხარჯმა შეადგინა 77 026 ლარი: მათ შორის საწვავის ხარჯი 56 411ლარი, სხვა ხარჯი 20 615 ლარი. შედეგად, პირს 2022, 2023 და 2024 წლებში საანგარიშო პერიოდებში დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი 30 534 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადამხდელს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი 2 693 ლარი.
. გადამხდელი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის პირველ მარტს. 2023 წლის 2 ივნისს გადამხდელს საბაჟოზე შემოყვანილი ჰყავს 2005 წლის ------ ვინ კოდით: ----- და 2007 წლის ----- ვინ კოდით ---------. აღნიშნული სატვირთო ავტომობილები ი/მ ------ს გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში, კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვებში. შემოწმებით, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ „თ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, ხსენებულ სატვირთო ავტომობილებზე, საბაჟოზე გადახდილი დღგ-ს თანხა 8 820 ლარის ოდენობით გათვალისწინებული იქნა ჩათვლებში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: „თ.ა“) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
ამავე ინსტრუქციის 731 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით, ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
ა) დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე6 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია;
ბ) დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება.
ამავე ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით:
5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად, როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის/მომსახურების მიწოდებათა ჯამური თანხა, დღგ-ს გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) უძრავ ნივთზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, 2023 წლის 2 ივნისს შემოყვანილ ორივე სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გათვალისწინებული იქნა ჩათვლებში (სულ 8 820 ლარის) ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე, მოითხოვა 2022 წელს განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხების (7 560 ლარი) გათვალისწინება ჩათვლებში. მომჩივანი აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე 2022 წლის დეკემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტის განხორციელების მომენტში არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, არ არსებობს დღგ-ს ჩათვლის მიღების შემზღუდავი რაიმე გარემოება, ვინაიდან მეწარმემ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა მისი საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენების მიზნით და ასევე, ფაქტობრივად გამოიყენა საერთაშორისო გადაზიდვებში. ამასთან, მეწარმემ ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება დაიწყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში (მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწარმეს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით იანვარში განხორციელებული საზღვრის კვეთა ჩაითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში შეყვანად, დღგ-ის ახალი რეგულაციებით, გადახდილი დღგ ჩათვლას მაინც ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N4), კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნებართვის სახეებია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.
ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” პირველი მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.
ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პრველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფლად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). შედეგად, 2022 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 26 431 ლარი, 2023 წელს 60 733 ლარი, ხოლო 2024 წელს კი 56 411ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელმა არ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე, მოითხოვა 2022 წელს განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხების გათვალისწინება ჩათვლებში.
2. მომჩივანი საჩივრის ფინანსთა სამინისტროში განხილვის ეტაპზე არ დაეთანხმა შემოწმების მიერ შემოსავლის 34%-ის საწვავის ხარჯად მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8755 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26744 ბრძანება და №056–81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 498 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 495 ლარი, ჯარიმა 15 337 ლარი და საურავი 4 666 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №1563 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №26707/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №1563 ბრძანება და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება ისევ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №27300/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №8549 ბრძანება და საჩივარი, გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში ნაშთად არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა გაითვალისწინოს ჩათვლებში, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელმა არ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5„ა“); 88(1.2); 89(1.2„გ“.4); 100(1.3„ბ“); 102; 105(2); 106; 172(1 „თ“.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“);