გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2246090-2/013-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 იანვარი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
განმცხადებელი - ნ---- კ-------–---–ი
დაინტერესებული პირი - კ-–---- კ-------–---–ი
ე-–------ კ-------–---–ი (დასწრების გარეშე)
დაინტერესებული პირი - ნოტარიუსი ლ-- მ-----
წარმომადგენელი - დ----- მ---------–-
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოთხოვნა
1.1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, იმის თაობაზე, რომ ნ---- კ-------–---–მა ფაქტობრივი ფლობით და მართვით მიიღო დედის ვ--------- კ-------–---–ის სამკვიდრო ქონება.
განმცხადებლის განმარტებით, მისი მშობლები ვ--------- ღ------ლ-- და გ------- კ-------–---–ი დაქორწინდნენ 1950 წლის 14 სექტემბერს. ვ--------- ღ------ლ--მ მიიღო ქმრის გვარი კ-------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - კ-–---- კ-------–---–ი, ე-–------ კ-------–---–ი და ნ---- კ-------–---–ი. გ------- კ-------–---–ი გარდაიცვალა 16.01.1979წ., ვ--------- კ-------–---–მა მემკვიდრეობით მიიღო მთელი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ც------, კ-------ს ქ. N--, ამჟამად ქ. ს-----, უ-------------ის ქ. N--. ვ--------- კ-------–---–ი გარდაიცვალა 25.04.1986წ. ნ---- კ-------–---–ი, დედის ვ--------- კ-------–---–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ სახლში. დედის გარდაცვალების დღიდან შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას და ფაქტიური ფლობით მიიღო სამკვიდრო ქონება. მიუხედავად აღნიშნულისა ნოტარიუსმა უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა. განმცხადებლის და-ძმა კ-–---- და ე-–------ კ-------–---–ები უარს აცხადებენ სამკვიდროს მიღებაზე.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია.
2.1. კ-–---- კ-------–---–ი დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და განმარტა, რომ დედის ვ--------- კ-------–---–ის გარდაცვალებისას მასთან ქ.ს----ში ცხოვრობა ნ---- კ-------–---–ი, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ დაოჯახებამდე გააგრძლა ცხოვრება დედის დანატოვრ საცხოვრებელ სახლში.
2.2. ნოტარიუსი ლ--ნა მ-----ს წარმომადგენელი დაეთანხმა მოთხოვნას.
2.3. ე-–------ კ-------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. გ------- კ-------–---–ი და ვ--------- ღ------ლ-- დაქორწინდნენ 14.09.1950წ.
3.2. ნ---- კ-------–---–ის მშობლები არიან გ------- კ-------–---–ი და ვ--------- კ-------–---–ი. ნ---- კ-------–---–ს ჰყავს და-ძმა - კ-–---- კ-------–---–ი და ე-–------ კ-------–---–ი.
3.3. ჟ----- (გ-------) კ-------–---–ი გარდაიცვალა 1979 წლის 16 იანვარს.
3.4. გ------- კ-------–---–ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა მეუღლე ვ--------- კ-------–---–ი. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ც------, უ-------------ის ქ. N-.
3.5. ვ--------- კ-------–---–ი გარდაიცვალა 1986 წლის 25 აპრილს.
3.6. ე-–------ კ-------–---–მა უარი განაცხადა დედის ვ--------- კ-------–---–ის დანაშთი ქონების კუთვნილ წილზე ნ---- კ-------–---–ის სასარგებლოდ.
3.7. ნოტარიუსმა ნ---- კ-------–---–ს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან არ დგინდებოდა, რომ მემკვიდრე სამკვიდროს მიღების ვადაში შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას ან კანონით დადგენილ ვადაში სანოტარო ბიუროში შეიტანა განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე.
3.8. დედის ვ--------- კ-------–---–ის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს ნ---- კ-------–---–ს. ნ---- კ-------–---–ის მიერ დედის ვ--------- კ-------–---–ის დანაშთი ქონების ფაქტობრივად ფლობით მიღება დასტურდება მოწმეთა ლ-- ღ---------ს და დ------ კ-------–---–ი-ს-------ს ჩვენებებით, რომელთაც დაადასტურეს, რომ ვ--------- კ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ნ---- კ-------–---–ი აგრძელებდა ცხოვრებას ქ. ს----ში, უ-------------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხოლო დაოჯახების შემდეგ ხშირად ჩადიოდა და უვლიდა საცხოვრებელ სახლს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა N4-----;
- გარდაცვალების მოწმობა N3-----;
- დაბადების მოწმობა N4-----;
- გარდაცვალების მოწმობა N3-----;
- 09.01.19--წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა;
- ე-–------ კ-------–---–ის 12.12.2017წ. განცხადება;
- 27.10.2017წ. დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ლ-- ღ---------ს, დ------ კ-------–---–ი-ს-------ს და ი---- ხ-------ის ჩვენებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უდაო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის მქონეა ფაქტების დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად სასამართლო ადგენს ფაქტებს, მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების, ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ხოლო 1328-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად პირველ რიგში ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მეორე რიგში კი ითვლებიან – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი, შესაბამისად თუ მამკვიდრებელს სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით მასზე ხანდაზმულობის ვადები ვერ გავრცელდება. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ანდა მამკვიდრებლის საცხოვრებლის სახლის გამოყენება როგორც სააგარაკეთ ანდა სხვა დანიშნულებით, მითუმეტეს, როდესაც სამკვიდრო მასაში შესული ქონება მემკვიდრისათვის არამუდმივი საცხოვრებელი ადგილია. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისათვის სხვა სტანდარტი მოქმედებს, მაშინ როდესაც სამკვიდროში არ შედის მემკვიდრის მუდმივ ადგილსამყოფელზე, ფაქტობრივ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის სააგარაკედ სეზონურად გამოყენებით, მოვლით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ვ--------- კ-------–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები შვილები ნ----, კ-–---- და ე-–------ კ-------–---–ები. ე-–------ კ-------–---–ს და კ-–---- კ-------–---–ს პრეტენზია არ განუცხადებიათ ვ--------- კ-------–---–ის დანაშთ ქონებაზე.
დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ვ--------- კ-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება შეადგენდა ქ. ს----ში, უ-------------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ--------- კ-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება - ქ. ს----ში, უ-------------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა ნ---- კ-------–---–მა. მან დედის ვ--------- კ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 14-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს.
განცხადების აღძვრისას ნ---- კ-------–---–ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 310-ე, 312-ე, 313-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნ---- კ-------–---–ის განცხადება;
2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მასზედ რომ განმცხადებელ ნ---- კ-------–---–მა (პ/ნ N4----------) ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიიღო 1986 წლის 26 აპრილს გარდაცვლილი დედის - ვ--------- კ-------–---–ის სამკვიდრო ქონება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი