გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
190210017001842761
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-542-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

 

მოსარჩელეები- შორენა სტურუა, ჯაბა მუმლაძე, ლილი გელაშვილი, რევაზ სიგუა, ირაკლი ბალარჯიშვილი, ლალი გიქოშვილი, ფრანტიშკა პაპავა, მანანა ლობჟანიძე, მამუკა იანტბელიძე, იუსუფ მელაძე, დოდო ჭიპაშვილი, თინათინ ჯიბღაშვილი, სვეტლანა ცაბაძე, ავთანდილი ყაჭეიშვილი, ნელია გვანცელაძე, მანანა გაბარაევა, თამარ აბულაძე, თინა მაჩიტიძე, ციალა ჩხეიძე, გიორგი წყარუაშვილი, ნარგიზი თვალაბეიშვილი, გულნაზი ილურიძე, ლალი მაჭარაშვილი, ზენფირა ნიშნიანიძე, ნუნუ ხომასურიძე, ალბერტ გედამინსკი, ელხან ომაროვი, ამირან ბერიძე, ციალა მჭედლიძე, გურამი იანტბელიძე, თამარ სუხიაშვილი, ოლღა საფარაშვილი, ლუდმილა შვანგირაძე, ქეთევან კურტანიძე, ლუიზა ანტიპოვა, ზურაბი აბრამიშვილი, ქეთევან გოგოლაძე, იზოლდა საგანელიძე, ნელი ვარძუკაშვილი, ალბერტი კუპრაძე, რობიზონ პეტრიაშვილი, ამირან დიაკონიძე, რუსუდან კაჭკაჭიშვილი, ენვერ სიჭინავა, გურამ კვარაცხელია, ნუნუ ცაგარეიშვილი, ბელა ზედგინიძე, თამარა ხაზალაშვილი, ნათელა მერაბიშვილი, თამილა ბიჩელაშვილი, ხათუნა ბერიძე, მამია შამუგია, ოთარ ბერიძე, ტარიელ სადაღაშვილი, როზა გულუა, დოდო კიკაბიძე.

მოსარჩელეების წარმომადგენლები- რაისა ლიპარტელიანი, თამარ სურმავა, გელა ბიჭიაშვილი

მოპასუხეები- სს ,,რუსთავის აზოტი’’, შპს ,,რუსთავის აზოტი’’, სს ,,ეუ ინვესთმენთი’’

მოპასუხეების სს ,,რუსთავის აზოტის’’ და სს ,,ეუ ინვესთმენთის’’ წარმომადგენლები- გიორგი მაღრაძე, გიორგი კობიაშვილი

მოპასუხე შპს ,,რუსთავის აზოტის'' წარმომადგენელი- ირაკლი ნინუა

დავის საგანი- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა,იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს "რუსთავის აზოტის", შპს ,,რუსთავის აზოტის'', სს ,,ეუ ინვესთმენთს''-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

 

1.2. დაევალოთ სს ,,ეუ ინვესთმენთს’’ და სს ,,რუსთავის აზოტს’’ აღადგინონ მოსარჩელეები შემდეგ თანამდებობებზე:

1. შორენა სტურუა - ციანმარილების წარმოებაში სინთეზის მეაპარატის თანამდებობაზე;

2. ჯაბა მუმლაძე - სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე;

3. ლილი გელაშვილი - ციანმარილების წარმოებაში აბსორბციის მეაპარატის თანამდებობაზე;

4. რევაზ სიგუა - ამონიუმის გვარჯილის საამქროში მტვირთავი ჩამბმელის თანამდებობაზე;

5. ირაკლი ბალარჯიშვილი - გარემოს დაცვის განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე;

6. ლალი გიქოშვილი - წყალმომარაგების საამქროში მემანქანის თანამდებობაზე;

7. ფრანტიშკა პაპავა - კაპროლაქტამის საამქროში ინჟინერ-ოპერატორის თანამდებობაზე;

8. მანანა ლობჟანიძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში მეხელსაწყოეს თანამდებობაზე;

9. მამუკა იანტბელიძე - წყალმომარაგების საამქროში სსხ და ზეინკლის თანამდებობაზე;

10. იუსუფ მელაძე - საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე;

11. დოდო ჭიპაშვილი - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე;

12. თინათინი ჯიბღაშვილი - მთ. ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

13. სვეტლანა ცაბაძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკალის თანამდებობაზე;

14. ავთანდილი ყაჭეიშვილი - ამონიუმის გვარჯილის საამქროში მაგნეზ მეაპარატის თანამდებობაზე;

15. ნელია გვანცელაძე - სარემონტო მექანიკურ საამქროში ამწისი მემანქანის თანამდებობაზე;

16. მანანა გაბარაევა - მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

17. თამარ აბულაძე - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

18.თინა მაჩიტიძე - სამედიცინო სამსახურში მორიგე ექთნის თანამდებობაზე;

19. ციალა ჩხეიძე - წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

20. გიორგი წყარუაშვილი - ეკონომიკის სამმართველოში ეკონომისტის თანამდებობაზე;

21. ნარგიზი თვალაბეიშვილი - წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

22. გულნაზი ილურიძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკლის თანამდებობაზე;

23. ლალი მაჭარაშვილი - მთ. ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

24. ზენფირა ნიშნიანიძე - ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე;

25. ნუნუ ხომასურიძე - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე;

26. ალბერტ გედამინსკი - სარემონტო სამშენებლო საამქროში დურგლის თანამდებოობაზე;

27. ელხან ომაროვი - ინფორმაციულ ტექნოლოგიურ განყოოფილებაში ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

28. ამირან ბერიძე - ციანმარილების წარმოებაში მე-6 თანრიგის მორ.სსხ და ა.ელზეინკლის თანამდებობაზე;

29. ციალა მჭედლიძე - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ოპერატორის თანამდებობაზე;

30. გურამი იანტბელიძე - ცენტრალურ საწყობში მტვირთავის თანამდებობაზე;

31. თამარ სუხიაშვილი - ცენტრალურ ბუღალტერიაში ბუღალტრის თანამდებობაზე;

32. ოლღა საფარაშვილი - წყალმომარაგების საამქროში დამლაგებლის თანამდებობაზე;

33. ლუდმილა შვანგირაძე - წყალმომარაგების საამქროში მეპარატის თანამდებობაზე;

34. ქეთევან კურტანიძე - ამონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე;

35. ლუიზა ანტიპოვა - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე;

36. ზურაბი აბრამიშვილი - ციანმარილების წარმოებაში სანტექნიკოსის თანამდებობაზე;

37. ქეთევან გოგოლაძე - ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში სინჯის ამღების თანამდებობაზე;

38.იზოლდა საგანელიძე- მთავარი მექანიკოსის განყოფილებაში ბიუროს უფროსის თანამდებობაზე;

39.ნელი ვარძუკაშვილი - კანცელარაიაში კომპიუტერის ოპერატორის თანამდებობაზე;

40. ალბერტი კუპრაძე - ზეინკლის თანამდებობაზე;

41. რობიზონ პეტრიაშვილი - სიცივის წარმოების საამქროში მორიგე ელ.ზეინკლის თანამდებობაზე;

42. ამირან დიაკონიძე - სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე;

43.რუსუდან კაჭკაჭაშვილი - ეკონომიკის სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე;

44. ენვერ სიჭინავა- ციანმარილების წარმოებაში ცვლის უფროსის თანმდებობაზე;

45. გურამ კვარაცხელია - საშვთა რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე;

46. ნუნუ ცაგარეიშვილი - მთავარი მეტროლოგიის განყოფილებაში ინჟინერ მეტროლოგის თანამდებობაზე;

47. ბელა ზედგინიძე - საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე;

48. თამარა ხაზალაშვილი - კანცელარიაში თარჯიმნის თანამდებობაზე;

49. ნათელა მერაბიშვილი - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე;

50. თამილა ბიჩელაშვილი - სამედიცინო სამსახურში ექთნის თანამდებობაზე;

51. ხათუნა ბერიძე - კანცელარიაში მდივან-თანაშემწის თანამდებობაზე;

52. მამია შამუგია - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

53. ოთარ ბერიძე - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

54. ტარიელ სადაღაშვილი - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ათეულის მეთაურის თანამდებობაზე;

55. როზა გულუა - ამოონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე;

56. დოდო კიკაბიძე - ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორანტის თანამდებობაზე;

 

1.3. მოპასუხეებს სს "რუსთავის აზოტს" და სს ,,ეუ ინვესთმენთს'' მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროთ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 26 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოვეთვიურად შემდეგი ოდენობით:

1. შორენა სტურუა -391,44 ლარი;

2. ჯაბა მუმლაძე - 457,8 ლარი;

3. ლილი გელაშვილი - 432,78 ლარი;

4. რევაზ სიგუა - 631,16 ლარი;

5. ირაკლი ბალარჯიშვილი - 647,20 ლარი;

6. ლალი გიქოშვილი - 555,41 ლარი;

7. ფრანტიშკა პაპავა - 633,46 ლარი;

8. მანანა ლობჟანიძე - 505,64 ლარი;

9. მამუკა იანტბელიძე - 527,81 ლარი;

10. იუსუფ მელაძე - 710,40 ლარი;

11. დოდო ჭიპაშვილი - 321,6 ლარი;

12. თინათინი ჯიბღაშვილი - 498,8 ლარი;

13. სვეტლანა ცაბაძე - 493,96 ლარი;

14. ავთანდილი ყაჭეიშვილი - 473,93 ლარი;

15. ნელია გვანცელაძე - 473,31 ლარი;

16. მანანა გაბარაევა - 649,80 ლარი;

17. თამარ აბულაძე - 527 ლარი;

18.თინა მაჩიტიძე - 440,73 ლარი;

19. ციალა ჩხეიძე - 567,9 ლარი;

20. გიორგი წყარუაშვილი - 604,8 ლარი;

21. ნარგიზი თვალაბეიშვილი - 567,9 ლარი;

22. გულნაზი ილურიძე - 506,2 ლარი;

23. ლალი მაჭარაშვილი - 475,2 ლარი;

24. ზენფირა ნიშნიანიძე - 606,16 ლარი;

25. ნუნუ ხომასურიძე - 508,8 ლარი;

26. ალბერტ გედამინსკი - 466,6 ლარი;

27. ელხან ომაროვი - 907,20 ლარი;

28. ამირან ბერიძე - 537,3 ლარი;

29. ციალა მჭედლიძე - 359,7 ლარი;

30. გურამი იანტბელიძე - 483,2 ლარი;

31. თამარ სუხიაშვილი - 1392,00 ლარი;

32. ოლღა საფარაშვილი - 325,6 ლარი;

33.ლუდმილა შვანგირაძე - 427,5 ლარი;

34.ქეთევან კურტანიძე - 329,2 ლარი;

35.ლუიზა ანტიპოვა - 491,2 ლარი;

36.ზურაბი აბრამიშვილი - 337,8 ლარი;

37. ქეთევან გოგოლაძე - 394,9 ლარი;

38.იზოლდა საგანელიძე - 576,00 ლარი;

39.ნელი ვარძუკაშვილი - 571,20 ლარი;

40.ალბერტი კუპრაძე - 406,54 ლარი;

41.რობიზონ პეტრიაშვილი - 499,80 ლარი;

42..ამირან დიაკონიძე - 722,43 ლარი;

43.რუსუდან კაჭკაჭაშვილი - 693,4 ლარი;

44. ენვერ სიჭინავა - 889,00 ლარი;

45.გურამ კვარაცხელია - 2318,4 ლარი;

46. ნუნუ ცაგარეიშვილი - 496,00 ლარი;

47. ბელა ზედგინიძე - 656,00 ლარი;

48. თამარა ხაზალაშვილი - 571,2 ლარი;

49. ნათელა მერაბიშვილი - 565,4 ლარი;

50. თამილა ბიჩელაშვილი - 391,20 ლარი;

51. ხათუნა ბერიძე - 829,50 ლარი;

52. მამია შამუგია - 741,4 ლარი;

53. ოთარ ბერიძე - 474,9 ლარი;

54. ტარიელ სადაღაშვილი - 465,06 ლარი;

55. როზა გულუა - 469,48 ლარი;

56. დოდო კიკაბიძე - 408,06 ლარი;

 

1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს სს "რუსთავის აზოტს" და სს "ეუ ინვესთმენთს" მოსარჩელეთა სასარგებლოდ ყოველთვიურად მისაცემი ანაზღაურების დაყოვნებისათვის პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.07%-ის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები 2015 წლის 1 აგვისტოდან დასაქმებულები იყვნენ შპს ,,რუსთავის აზოტში'', შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით.

 

2016 წლის სექტემბრის თვეში შპს „რუსთავის აზოტის“ მთელი ქონება შეიძინა სს „ეუ ინვესთმენთსმა“, რომელმაც 2017 წლის 1 იანვრიდან საწარმო სამართავად გადასცა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სს „რუსთავის აზოტს“. 2017 წლის 26 იანვრიდან

მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა და როგორც მათთვის ცნობილი გახდა, ისინი გათავისუფლებულები იყვნენ სამსახურიდან. აღნიშნულის თაობაზე მათ მიმართეს მოპასუხეებს სს ,,ეუ ინვესთმენთ’’-ს და სს ,,რუსთავის აზოტს’’ და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების მითითება, რაზეც მათ პასუხი არ მიუღიათ.

 

მოსარჩელეები თვლიან, რომ სს ,,ეუ ინვესთმენთ’’-ი და სს ,,რუსთავის აზოტი’’ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე არიან შპს „რუსთავის აზოტის“ უფლებამონაცვლეები, შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა მოხდეს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღგენა, განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეების სს ,,რუსთავის აზოტის'' და სს ,,ეუ ინვესთმენთს''-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს სააუქციონო სახლის განკარგულებით მოხდა შპს ,,რუსთავის აზოტის'' ქონების აუქციონზე გატანა და მათი შეძენა სს ,,ეუ ინვესთმენთ''-ის მიერ 2016 წლის 2 სექტემბერს. აღნიშნული ქონება 2017 წლის 6 იანვარს სს ,,ეუ ინვესთმენთ''-თან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სამართავად გადაეცა სს ,,რუსთავის აზოტს'', ისინი არ წარმოადგენენ შპს ,,რუსთავის აზოტის'' უფლებამონაცვლეს.

შპს ,,რუსთავის აზოტი'', როგორც იურიდიული პირი აგრძელებს არსებობას, შესაბამისად, მხარეებს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობა არასდროს ყოფილა, რის გამოც მოპასუხეები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურებაზე, ისინი არ წარმოადგენენ სათანადო მოპასუხეებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და შორენა სტურუას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1890, რომლის თანახმად, შორენა სტურუა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ციანმარილების წარმოებაში სინთეზის მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 391.44 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1890, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 25-28).

 

3.1.2. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ჯაბა მუმლაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1507, რომლის თანახმად, ჯაბა მუმლაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 457.8 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1507, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 30-37).

 

3.1.3. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ლილი გელაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1957, რომლის თანახმად, ლილი გელაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ციანმარილების წარმოებაში აბსორბციის მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 432.78 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1957, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 39-52).

 

3.1.4. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და რევაზ სიგუას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1749, რომლის თანახმად, რევაზ სიგუა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ამონიუმის გვარჯილის საამქროში მტვირთავი ჩამბმელის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 631.16 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1749, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 54-72).

 

3.1.5. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ირაკლი ბალარჯიშვილის შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1141, რომლის თანახმად, ირაკლი ბალარჯიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' გარემოს დაცვის განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 647.20 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1141, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 74-89).

 

3.1.6. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ლალი გიქოშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 503, რომლის თანახმად, ლალი გიქოშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში მემანქანის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 555.41 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 503, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 91-93).

 

3.1.7. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ფრანტიშკა პაპავას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1804, რომლის თანახმად, ფრანტიშკა პაპავა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კაპროლაქტამის საამქროში ინჟინერ-ოპერატორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 633.46 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1804, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 95-99).

 

3.1.8. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და მანანა ლობჟანიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 253, რომლის თანახმად, მანანა ლობჟანიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სსხ და ავტომატიკის საამქროში მეხელსაწყოეს თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 505.64 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 253, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 101-105).

 

3.1.9. 2015 წლის 27 მარტს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და მამუკა იანტბელიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 2378, რომლის თანახმად, მამუკა იანტბელიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში სსხ და ზეინკლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 527.81 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 2378, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 107-111).

 

3.1.10. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და იუსუფ მელაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1393, რომლის თანახმად, იუსუფ მელაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 710.40 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1393, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 113-137).

 

3.1.11. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და დოდო ჭიპაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 916, რომლის თანახმად, დოდო ჭიპაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 321.6 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 916, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 139-142).

 

3.1.12. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თინათინი ჯიბღაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1380, რომლის თანახმად, თინათინი ჯიბღაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 498.8 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1380, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 144-149).

 

3.1.13. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და სვეტლანა ცაბაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სვეტლანა ცაბაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკალის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 493.96 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 151-156).

 

3.1.14. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ავთანდილი ყაჭეიშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1037, რომლის თანახმად, ავთანდილი ყაჭეიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ამონიუმის გვარჯილის საამქროში მაგნეზ მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 473.93 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1037, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 158-173).

 

3.1.15. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნელია გვანცელაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 356, რომლის თანახმად, ნელია გვანცელაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სარემონტო მექანიკურ საამქროში ამწისი მემანქანის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 473.31 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 356, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 175-179).

 

3.1.16. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და მანანა გაბარაევას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1381, რომლის თანახმად, მანანა გაბარაევა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 649.80 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1381, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 183-192).

 

3.1.17. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თამარ აბულაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1747, რომლის თანახმად, თამარ აბულაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 527 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1747, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 194-197).

 

3.1.18. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თინა მაჩიტიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 1423, რომლის თანახმად, თინა მაჩიტიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სამედიცინო სამსახურში მორიგე ექთნის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 440.73 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1423, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 199-212).

 

3.1.19. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ციალა ჩხეიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 496, რომლის თანახმად, ციალა ჩხეიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 567.9 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #496, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 214-229).

 

3.1.20. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და გიორგი წყარუაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 774, რომლის თანახმად, გიორგი წყარუაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ეკონომიკის სამმართველოში ეკონომისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 604.8 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #774, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი I, ს.ფ. 231-252).

 

3.1.21. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნარგიზი თვალაბეიშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება # 505, რომლის თანახმად, ნარგიზი თვალაბეიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 567.9 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #505, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 3-81).

 

3.1.22. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და გულნაზი ილურიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #220, რომლის თანახმად, გულნაზი ილურიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 506.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #220, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 10- 13).

 

3.1.23. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ლალი მაჭარაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1385, რომლის თანახმად, ლალი მაჭარაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით, მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 475.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1385, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 15-26).

 

3.1.24. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ზენფირა ნიშნიანიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #74, რომლის თანახმად, ზენფირა ნიშნიანიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 606.16 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #74, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 28- 33).

 

3.1.25. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნუნუ ხომასურიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #923, რომლის თანახმად, ნუნუ ხომასურიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 508.8 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #923, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 35-56).

 

3.1.26. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ალბერტ გედამინსკის შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1497, რომლის თანახმად, ალბერტ გედამინსკი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სარემონტო სამშენებლო საამქროში დურგლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 466.6 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1497, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 58-62).

 

3.1.27. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ელხან ომაროვს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #878, რომლის თანახმად, ელხან ომაროვი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ინფორმაციულ ტექნოლოგიურ განყოოფილებაში ადმინისტრატორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 907.20 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 878, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 64-79).

 

3.1.28. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ამირან ბერიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1979, რომლის თანახმად, ამირან ბერიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ციანმარილების წარმოებაში მე-6 თანრიგის მორ.სსხ და ა.ელზეინკლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 537.3 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1979, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 81-84).

 

3.1.29. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ციალა მჭედლიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1172, რომლის თანახმად, ციალა მჭედლიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ოპერატორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 359.7 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 1172, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 86-90).

 

3.1.30. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და გურამი იანტბელიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #880, რომლის თანახმად, გურამი იანტბელიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ საწყობში მტვირთავის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 483.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 880, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 92-106).

 

3.1.31. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თამარ სუხიაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #823, რომლის თანახმად, თამარ სუხიაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ ბუღალტერიაში ბუღალტრის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 1392 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 823, ცნობა (ტომი II, ს.ფ. 108-109).

 

3.1.32. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ოლღა საფარაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #823, რომლის თანახმად, ოლღა საფარაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში დამლაგებლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 325.6 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) # 483, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 111-114).

 

3.1.33. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ლუდმილა შვანგირაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #502, რომლის თანახმად, ლუდმილა შვანგირაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' წყალმომარაგების საამქროში მეპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 427.5 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #502, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 116-119).

 

3.1.34. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ქეთევან კურტანიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1739, რომლის თანახმად, ქეთევან კურტანიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ამონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 329.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1739, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 121-124).

 

3.1.35. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ლუიზა ანტიპოვას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #906, რომლის თანახმად, ლუიზა ანტიპოვა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 491.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #906, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 126-131).

 

3.1.36. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ზურაბი აბრამიშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1960, რომლის თანახმად, ზურაბი აბრამიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ციანმარილების წარმოებაში სანტექნიკოსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 337.8 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1960, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 133-136).

 

3.1.37. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ქეთევან გოგოლაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #86, რომლის თანახმად, ქეთევან გოგოლაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში სინჯის ამღების თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 394.9 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #86, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 138-141).

 

3.1.38. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და იზოლდა საგანელიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1372, რომლის თანახმად, იზოლდა საგანელიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' მთავარი მექანიკოსის განყოფილებაში ბიუროს უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 576 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1372, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 143-150).

 

3.1.39. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნელი ვარძუკაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #808, რომლის თანახმად, ნელი ვარძუკაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კანცელარაიაში კომპიუტერის ოპერატორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 571.20 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #808, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 152-178).

 

3.1.40. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ალბერტი კუპრაძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #620, რომლის თანახმად, ალბერტი კუპრაძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ზეინკლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 406.54 ლარს;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #620, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 180-184).

 

3.1.41. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და რობიზონ პეტრიაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #655, რომლის თანახმად, რობიზონ პეტრიაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სიცივის წარმოების საამქროში მორიგე ელ.ზეინკლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 499.80 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #655, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 186-190).

 

3.1.42. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ამირან დიაკონიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1494, რომლის თანახმად, ამირან დიაკონიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 722.43 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1494, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 192-200).

 

3.1.43. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და რუსუდან კაჭკაჭაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #760, რომლის თანახმად, რუსუდან კაჭკაჭაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ეკონომიკის სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 693.4 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #760, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 202-213).

 

3.1.44. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ენვერ სიჭინავას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1868, რომლის თანახმად, ენვერ სიჭინავა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ციანმარილების წარმოებაში ცვლის უფროსის თანმდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 889 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1868, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 222-228).

 

3.1.45. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და გურამ კვარაცხელიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #848, რომლის თანახმად, გურამ კვარაცხელია მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' საშვთა რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 2318.4 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #848, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი II, ს.ფ. 230-248, ტომი III, ს.ფ. 2-3 ).

 

3.1.46. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნუნუ ცაგარეიშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1390, რომლის თანახმად, ნუნუ ცაგარეიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' მთავარი მეტროლოგიის განყოფილებაში ინჟინერ მეტროლოგის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 496 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1390, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 5-14).

 

3.1.47. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ბელა ზედგინიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1395, რომლის თანახმად, ბელა ზედგინიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 656 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1395, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 16-54).

 

3.1.48. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თამარა ხაზალაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #801, რომლის თანახმად, თამარა ხაზალაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კანცელარიაში თარჯიმნის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 571.2 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #801, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 56-64).

 

3.1.49. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ნათელა მერაბიშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #900, რომლის თანახმად, ნათელა მერაბიშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 565.4 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #900, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 66-69).

 

3.1.50. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და თამილა ბიჩელაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1418, რომლის თანახმად, თამილა ბიჩელაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' სამედიცინო სამსახურში ექთნის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 391.20 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1418, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 71-74).

 

3.1.51. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ხათუნა ბერიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #809, რომლის თანახმად, ხათუნა ბერიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კანცელარიაში მდივან-თანაშემწის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 829.20 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #809, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 76-85).

 

3.1.52. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და მამია შამუგიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1780, რომლის თანახმად, მამია შამუგია მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 741.4 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1780, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 87-91).

 

3.1.53. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ოთარ ბერიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1759, რომლის თანახმად, ოთარ ბერიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 474.9 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1759, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 93-98).

 

3.1.54. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და როზა გულუას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1642, რომლის თანახმად, როზა გულუა მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ამონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 469.48 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1642, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 100-105).

 

3.1.55. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და ტარიელ სადაღაშვილს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #1183, რომლის თანახმად, ტარიელ სადაღაშვილი მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ათეულის მეთაურის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 465.06 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1183, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 107-109).

 

3.1.56. 2015 წლის 01 აგვისტოს შპს ,,რუსთავის აზოტს'' და დოდო კიკაბიძეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება #66, რომლის თანახმად, დოდო კიკაბიძე მიღებული იქნა შპს ,,რუსთავის აზოტში'' ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორანტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით; მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენს 408.06 ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) #66, ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი III, ს.ფ. 111-117).

 

3.1.57. მოსარჩელეები 2017 წლის 26 იანვრიდან საწარმოს ტერიტორიაზე ვერ შევიდნენ, ვინაიდან მათი საშვები დაიბლოკა, აღნიშნულის თაობაზე მათთვის წინასწარ არ უცნობებიათ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.58. 2016 წლის 01 სექტემბერს ,,თბილისის სააუქციონო სახლში'' გამართულ საჯარო აუქციონში შპს ,,რუსთავის აზოტის'' კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა სს ,,ეუ ინვესთმენთსმა''.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

თბილისის სააუქციონო სახლიდან გამოთხოვილი აუქციონის მასალები (ტომი IV, ს.ფ. 307-316).

 

3.1.59. 2016 წლის 2 სექტემბერს სს ,,ეუ ინვესთმენთს'' და შპს ,,რუსთავის აზოტს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება # 416293709, რომლის საფუძველზე მეიჯარემ სს ,,ეუ ინვესთმენთსმა'' იკისრა ვალდებულება დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს სს ,,ეუ ინვესთმენთსის'' მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს აუქციონზე შეძენილი უძრავ-მოძრავი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, უძრავი ქონება: საკადასტრო კოდით: 02.07.01.308, 30001 კვ.მ. ს/კ 02.07.01.413, მიწის ნაკვეთი 1726494 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.07.01.414, მიწის ნაკვეთი 2031 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.07.01.415, მიწის ნაკვეთი 2475 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 81.14.08.122, მიწის ნაკვეთი 234048 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.00.045, რკინიგზის ჩიხები: 20302.3 მ

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები,იჯარის ხელშეკრულება # 416293709, (ტომი IV, ს.ფ. 274-282).

 

3.1.60. 2016 წლის 15 ნოემბერს სს ,,ეუ ინვესთმენთს'' და შპს ,,გოკი ჯგუფს'' შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება # 405161792, რომლის საფუძველზე, მეიჯარემ (სს ,,ეუ ინვესთმენთს''-მა) აიღო ვალდებულება დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს, სს ,,ეუ ინვესთმენთსის'' მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს აუქციონზე შეძენილი უძრავ-მოძრავი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (რომელიც აუქციონზე გატანამდე წარმოადგენდა შპს ,,რუსთავის აზოტის'' საკუთრებას), მათ შორის, უძრავი ქონება: საკადასტრო კოდით: 02.07.01.308, 30001 კვ.მ. ს/კ 02.07.01.413, მიწის ნაკვეთი 1726494 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.07.01.414, მიწის ნაკვეთი 2031 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.07.01.415, მიწის ნაკვეთი 2475 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 81.14.08.122, მიწის ნაკვეთი 234048 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, 02.00.045, რკინიგზის ჩიხები: 20302.3 მ

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, იჯარის ხელშეკრულება # 405161792 (ტომი IV, ს.ფ. 259-267).

 

3.1.61. 2017 წლის 6 იანვარს სს ,,რუსთავის აზოტს'' და შპს ,,გოკი ჯგუფს'' შორის გაფორმდა შეთანხმება # 404519794, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტრაჰენტი სრულად გადასცემს და აზოტი სრულად იღებს ვალდებულებას შპს ,,გოკი ჯგუფს'' და სს ,,ეუ ინვესთმენთს'' შორის 2016 წლის 15 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის შემდეგაც აზოტი იკავებს მოიჯარის ადგილს იჯარის ხელშეკრულებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეთანხმება # 404519794 (ტომი IV, ს.ფ. 268).

 

3.1.62. 2017 წლის 01 იანვრიდან შეწყდა სს ,,ეუ ინვესთმენთსს'' და შპს ,,რუსთავის აზოტს'' შორის 2016 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, 2017 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა სს ,,ეუ ინვეთმენთს'' და შპს ,,გოკი ჯგუფს'' შორის 2016 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალიწინებული იჯარა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიმართვა (ტომი IV, ს.ფ. 269).

 

3.1.63. სს ,,რუსთავის აზოტის'' 100 %-იანი წილის რეგისტრირებული მფლობელია სს ,,ეუ ინვესთმენთს''-ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი აქციათა რეესტრიდან (ტომი IV, ს.ფ. 270-271).

 

3.1.64. 2017 წლის 22 თებერვალს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სს,,რუსთავის აზოტის'' გენერალურ დირექტორს ეფრემ ურუმაშვილს და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების დასაბუთება;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები, განცხადება, (ტომი III, ს.ფ. 119-123).

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.

 

შრომით ურთიერთობებში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. მტკიცების ტვირთის ამგვარად განაწილება განპირობებულია იმ გარემოებით, დამსაქმებელს ერთგვარი უპირატესობა აქვს ამ ურთიერთობაში, დასაქმებული დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია დამსაქმებლის მიმართ, რადგან ეკისრება დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესის, დამსაქმებლის მიერ შემუშავებული შრომის დისციპლინის წესების დაცვა.

 

2016 წლის 1 სექტემბერს სს „ეუ ინვესთმენთსმა“ შეიძინა შპს „რუსთავის აზოტის“ კუთვნილი ქონება - მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საწარმოს ნაგებობები და წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები. 2016 წლის 2 სექტემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ ქონებას და საწარმოო პროცესს მართავდა შპს „რუსთავის აზოტი“, ხოლო 2017 წლის 6 იანვარს შპს ,,გოკი ჯგუფს’’ და სს ,,რუსთავის აზოტს’’ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ეუ ინვესთმენთსმა“ ქონება სამართავად იჯარით გადასცა სს „რუსთავის აზოტს“.

 

2016 წლის 15 ნოემბერს სს "ეუ ინვესთმენთსსა“ და და შპს „გოკი ჯგუფს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანია მეიჯარის მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს აუქციონზე შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (რომელიც აუციონზე გატანამდე წარმოადგენდა შპს „რუსთავის აზოტის“ საკუთრებას).

 

იჯარის ხელშეკრულების დანართის Nა 405161792-001 მიხედვით, იჯარის საგნის დანიშნულებაა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საწარმოს შპს ,,რუსთავის აზოტის'' მიერ განხორციელებული საქმიანობის იდენტური საქმიანობისათვის გამოყენება.

 

ამდენად, 2016 წლის 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე სს „ეუ ინვესთმენთსმა“ შეიძინა შპს „რუსთავის აზოტის“ ქონება - უძრავი ქონება, მასზე განლაგებული საწარმოო დანიშნულების ნაგებობები, საწარმოო დანადგარები, ხაზოვანი ნაგებობები.

შპს "რუსთავის აზოტთან" იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2017 წლის 6 იანვარს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს იჯარის უფლება შპს გოკი ჯგუფისაგან გადაეცა სს რუსთავის აზოტს. ამდენად, 2017 წლის იანვრიდან საწარმოს მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს სს ,,რუსთავის აზოტი''.

 

შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში სს ,,რუსთავის აზოტი'' წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებელია და მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე მუხლი

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-6, მე-9, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7, 24-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, 1. შრომა თავისუფალია; 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები. ამ ნორმის მე-9 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა დასაქმებულის თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს და შპს ,,რუსთავის აზოტს'' შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეები შპს ,,რუსთავის აზოტში'' დასაქმდნენ სხვადასხვა თანამდებობზე განუსაზღვრელი ვადით.

 

მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის იანვრის ბოლოს, თუმცა მათთვის უცნობია კონკრეტულად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რომელი ნაწილის საფუძველზე მოხდა მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

სასამართლო სხდომაზე სს ,,რუსთავის აზოტის'' და სს ,,ეუ ინვესთმენთს''-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელეები აღარ მუშაობენ საწარმოს ტერიტორიაზე, მაგრამ მიიჩნევენ, რომ არიან არასათანადო მოპასუხეები იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები მათან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ, მათ უვადო შრომითი ხელშეკრულებები დადებული ჰქონდათ შპს ,,რუსთავის აზოტთან'', ხოლო სს ,, რუსთავის აზოტი'' და სს ,,ეუ ინვესთმენთ''-ი არ წარმოადგენს შპს ,,რუსთავის აზოტის'' უფლებამონაცვლეს, არც სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, მათ არც გადაწყვეტილებები მიუღიათ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყევტის თაობაზე და არც მათ სამსახურში აღდგენაზე არიან პასუხისმგებლები.

 

უდაოა ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ,, მეწარმეთა შესახებ'' კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, შპს ,,რუსთავის აზოტის'' უფლებამონაცვლეები არ არიან, რადგან შპს ,,რუსთავის აზოტის'' შერწყმა, გაყოფა ან გარდაქმნა არ განხორციელებულა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტს, რომლის მიხედვით, ამ მუხლის 14 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

 

ამ მუხლის 14 პუნქტის მიხედვით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები. (12.06.2013. N729)

 

მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ შპს ,,რუსთავის აზოტში''. შრომითი საქმიანობის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა მათი დამსაქმებელი, თუმცა შრომის არსებითი პირობები არ შეცვლილა. მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ სს აზოტში, სს „ენერჯი ინვესტში“, შპს ,,კარატ+“-ში და შპს „რუსთავის აზოტში“. მათი სამუშაო პოზიცია უცვლელია.

 

შპს „რუსთავის აზოტი“ საწარმოს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2017 წლის იანვრიდან საწარმოს მართავს სს „რუსთავის აზოტი“.

 

დავის გადაწყვეტისათვის და შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტით სადაო ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, სს „ეუ ინვესთმენთმა“ საკუთრებაში მიიღო და იჯარით სს „რუსთავის აზოტს“ გადასცა აუქციონზე შეძენილი შპს „რუსთავის აზოტის“ მთელი მატერიალური აქტივები, მათ შორის, უძრავ-მოძრავი ქონება, საწარმოო დანადგარები, წარმოებისათვის განკუთვნილი მთელი ქონება, ხოლო საწარმოო საქმიანობა უწყვეტად გაგრძელდა. იჯარის ხელშეკრულებების დადების მიზანიც იყო საწარმოო პროცესის უწყვეტობის და საწარმოოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება, რადგან იჯარის ხელშეკრულების ერთერთი პირობაა მოიჯარის მიერ შესაბამისი ლიცენზიების ფლობა.

 

არც სს „ეუ ინვესთმენთს“ და არც სს „რუსთავის აზოტს“ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები საწარმოოს საქმიანობის სახეობის, დასაქმების პოლიტიკის შეცვლის თაობაზე, არ განუხორციელებიათ საწარმოში არსებული თანამდებობების ფუნქციური ან სტრუქტურული ცვლილებები. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14 და 15 პუნქტების შესაბამისად, დამწყებ საწარმოდ არ მიიჩნევა ის მეწარმე სუბიექტი, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საფუძველზეა შექმნილი. სს „ეუ ინვესთმენთსი“ დაფუძნებულია 2016 წლის 10 აგვისტოს, ხოლო სს ,,რუსთავის აზოტი'' კი 2016 წლის 13 სექტემბერს.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის დებულებას განაპირობებს შრომით სამართალში არსებული პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, დასაქმებულთან ურთიერთობებში დამსაქმებლის შეცვლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არის, ვინაიდან დასაქმებულს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო, თუ იგი უვადოდ არის დასაქმებული, უვადოდ, შრომით ურთიერთობაში ყოფნის მართლზომიერი საფუძველი გააჩნია იქამდე, სანამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი არ გამოვლინდება. აღნიშნულ პრინციპს იზიარებს საქართველოს შრომის კოდექსი.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14 და 15 პუნქტები შეეხება ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დამსაქმებლისათვის დაწესებულ საშეღავათო წესებს, მაგრამ ეს ნორმა მხოლოდ შრომის ხელშეკრულების ვადის საკითხის გადაწყვეტაზე ვერ გავრცელდება. ამ ნორმის შინაარსის გაანალიზებისათვის გასათვალისწინებელია ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ” ქვეპუნქტის ის მოთხოვნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის დაწყებაა. ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, ხოლო თუ საწარმოს მატერიალური აქტივები სხვა საწარმომ შეიძინა და საწარმოს ფუნქციონირება, საწარმოო პროცესი გრძელდება, ეს იწვევს შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის შეცვლას და შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს „რუსთავის აზოტის“ ლიკვიდაციის პროცესი, მისი გადახდისუუნარობის საქმე შეწყდა, იგი როგორც იურიდიული პირი რეგისტრირებულია, თუმცა მოსარჩელის სამუშაო ადგილი, ქალაქ რუსთავში მდებარე აზოტის ქიმიური წარმოებისათვის საჭირო მთელი მატერიალური ქონება გასხვისებულია და მისი მესაკუთრეა სს „ეუ ინვესთმენთსი“, ხოლო ამ ქონებას და საწარმოო საქმიანობას ხელმძღვანელობს სს „რუსთავის აზოტი“. ამდენად, ქონების გასხვისების გამო შპს „რუსთავის აზოტი“ აღარ ახორციელებს საწარმოს მართვას, ის სამუშაო ადგილი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული შპს „რუსთავის აზოტის“ კომპეტენციის სფეროში აღარ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის მიზნებიდან გამომდინარე საწარმოს შემძენი ან საწარმოს მმართველი მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლეს, რაც თავად შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამ ნორმის შინაარსში მითითებულია, რომ დამწყებ საწარმოდ არ მიიჩნევა მეწარმე სუბიექტი, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. საწარმოს რეორგაზაცია უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველია, რაც გულისხმობს რეორგანიზაციამდე წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების გადასვლას რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტით, შრომითი ურთიერთობის მიზნებიდან გამომდინარე საწარმოს რეორგანიზაციის ტოლფას ფაქტად არის შეფასებული საწარმოს აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა ან საწარმოს ქონების მიღება თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

 

აღნიშნული გარემოებების გამო, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტში მითითებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში ქონების შემძენი ან სარგებლობაში მიმღები პირი არის წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლე, უფლებამონაცვლეობა კი ნიშნავს, წინამორმედი პირის უფლებებისა და მოვალეობების სრული მოცულობით გადაცემას, რის შედეგად უფლებამონაცვლე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს ისე, როგორც მისი წინამორბედი პირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან სს ,,რუსთავის აზოტზე'' სრული მოცულობით გადავიდა ის უფლებები და მოვალეობები რაც დასაქმებულების წინაშე გააჩნდა შპს ,,რუსთავის აზოტს''.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,რუსთავის აზოტი'' არის შპს ,,რუსთავის აზოტის'' უფლებამონაცვლე.

 

6.2. მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ორი გარემოება: 1) მოსარჩელეების მხრიდან შრომის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი. 2) ჩადენილი დარღვევის ადექვატური ზომა არის თუ არა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

შრომის უფლების არსის ანალიზისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მიღებულია1948 წლის 10 დეკემბერს, საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით). დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. დეკლარაციით განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, მათ შორის აღიარებულია შრომის უფლება, რაც ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

 

„სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველოც), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუის სფერო“ (გადაწყვეტილება N2/4-24,28.02.1997).

 

საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებითვე „მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ გაცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007. საქმე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

 

შრომითი ურთიერთობის საკითხებს არეგულირებს ასევე სპეციალურად ამ სფეროს მოსაწესრიგებლად შემუშავებული საერთაშორისო აქტები. კერძოდ, 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს მიღებული N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158). ამ კონვენციასთან საქართველო მიერთებული არ არის, თუმცა ამ კონვენციის დებულებებთან შესაბამისობასია შრომის კოდექსი, რის გამოც შრომის კოდექსის ნორმების განმარტებისათვის საკმაოდ საყურადღებოა ამ კონვენციის დებულებები.

 

აღნიშნული კონვენციიდან გამომდინარეობს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ პრინციპი, რაც ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი პრინციპია.

 

კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.

 

ამდენად, კონვენცია შეიცავს შრომის სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სათანადო საფუძვლის არსებობა.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქარტიის ეს ნორმა საქართველოში სავალდებულოდ აღიარებული არ არის, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ქარტიის ამ დებულებების შესაბამისად იცავს დასაქმებულის უფლებას, რადგან ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას შინაგანაწესის ან შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, ასევე ადგენს დამსაქმებლის ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და წესებს.

 

ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის ჩადენილი დარღვევისათვის შესაბამისი, სამართლიანი და გონივრული სასჯელი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის მიერ გამოკვლეულ, სათანადოდ დადასტურებულ გარემოებებს, რაც მიუთითებს შრომითი მოვალეობის არსებით დარღვევებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დასაქმებულები, 2017 წლის 26 იანვრიდან არ შეუშვეს საწარმოს ტერიტორიაზე, ამ პერიოდში საწარმოს მართავდა სს ,,რუსთავის აზოტი'', შესაბამისად, დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე პასუხისმგებელია სს ,,რუსთავის აზოტი'', მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელეები გათავისუფლებული იქნენ ზეპირსიტყვიერად, კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილია, რადგან ამ ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ შემთხვევაში დასაქმებულის ინიციატივით მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი ნების გამოვლენა დაუსაბუთებელია.

მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რაც შრომით ურთიერთობაში გულისხმობს სამართლიან მოპყრობას დასაქმებულის ინტერესებისადმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,რუსთავის აზოტის'' მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელეებთან შრომის ხელშეკრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებების ბათილობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეების პოზიცია, რომლითაც მოითხოვეს შპს ,,რუსთავის აზოტს’’ და სს „ეუ ინვესთმენთს“ დაეკისროს გადაწყვეტილებების ბათილად აღიარება. მართალია, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს სს „ეუ ინვესთმენთსი“ წარმოადგენდა საწარმოს ქონების მესაკუთრეს, მაგრამ მოპასუხე საწარმოს ქონების და საწარმოს პროცესების მართვაში არ მონაწილეობდა, შესაბამისად, მას არ მიუღია გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა გათავისუფლების თაობაზე, რაც შეეხება შპს ,,რუსთავის აზოტს’’, 2017 წლის 31 დეკემბრიდან მას შეწყვეტილი ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება, სადაო გადაწყვეტილებების მიღების პერიოდში იგი აღარ მონაწილებდა საწარმოს მართვაში, შესაბამისად, სადაო გადაწყვეტილებების ბათილობის მოთხოვნის წარდგენა მათ მიმართ უსაფუძვლოა.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა უნდა დაევალოს სს „რუსთავის აზოტს“, რადგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იგი ახორციელებს სს „ეუ ინვესთმენთსის“ მიერ შეძენილი შპს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს მართვას და პასუხისმგებელია საწარმოში დასაქმების პოლიტიკაზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაადგინოს მოსარჩელის შრომითი უფლებების აღდგენის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია შემდეგი: დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

 

ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში შრომითი უფლებების აღდგენის უმთავრესი და უპირატესი ღონისძიებაა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტოლფას სამუშაოზე მისი დასაქმება , ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

 

ამდენად, შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობაა სამუშაო ადგილი და თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე. მოსარჩელეების სამუშაო ადგილი გათავისუფლებამდე იყო ქალაქ რუსთავში მდებარე შპს „რუსთავის აზოტის“ კუთვნილი საწარმო. მოსარჩელეების სამუშაო ადგილი და მისი თანამდებობის ფუნქცია არ შეცვლილა, რადგან საწარმოს საქმიანობის სახე, საწარმოს ფუნქცია არ შეცვლილა შპს „რუსთავის აზოტის“ მატერიალური აქტივების სრულად რეალიზაციის მიუხედავად. საწარმო უწყვეტად აგრძელებს წინანდელ საქმიანობას, ხოლო საწარმოს მმართველ იურიდიულ პირს საწარმოს სტრუქტურული ცვლილებები, საწარმოში არსებული თანამდებობების ფუნქციების ცვლილება არ განუხორციელებია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე, სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს შპს "რუსთავის აზოტში" დასაქმებულებთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში შპს "რუსთავის აზოტის" უფლებამონაცვლეს იმ საფუძვლით, რომ მას აქვს გადაცემული საწარმოს მატერიალური აქტივები სრულად და საწარმოს ფუნქციონირებას იგი უზრუნველყოფს. ამავე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იგი ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც შპს "რუსთავის აზოტი".

 

შპს „რუსთავის აზოტის“ მატერიალური აქტივების სრულად გასხვისების მიუხედავად, მოსარჩელეებთან რომ შრომითი ურთიერთობა რომ არ შეწყვეტილიყო, ისინი შრომით საქმიანობას უწყვეტად გააგრძელებდნენ სს "რუსთავის აზოტთან", რადგან ეს უკანასკნელი მართავს საწარმოს, რომლის საქმიანობის სფერო უცვლელია. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტით შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილი უფლებამონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელის გათავისუფლებამდე თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სს „რუსთავის აზოტს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს შემძენი მეწარმე სუბიექტია და უფლებამოსილია გაატაროს მისი სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება მოიცავდეს ასევე საწარმოს საშტატო რეორგანიზაციას, დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირებას ან დასაქმებულთა ფუნქციურ ცვლილებებს. იჯარის ხელშეკრულების პირობაა შპს „რუსთავის აზოტის“ საქმიანობის იდენტური საქმიანობის შესრულება, ხოლო საწარმოს სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ საწარმოში მოსარჩელეების განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობები აღარ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „რუსთავის აზოტს'' უნდა დაევლოს მოსარჩელეების აღდგენა მათი დასაქმების ადგილზე და ფუნქციით. რაც შეეხება სს ეუ ინვესთმენთის მიმართ მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას უსაფუძვლოა, რადგან იგი საწარმოს ქონების მართვას არ ახორციელებს და ამ საწარმოში დასაქმებულებთა შრომით ურთიერთობაზე პასუხიმსგებელი არ არის.

 

6.3. მოსარჩელეების მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. ამდენად, განაცდური არის თანხა, რომელსაც პირი მიიღებდა მისი დასაქმების შემთხვევაში. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა მას დაევალება დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე იძულებით მოცდენად მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით. ამ შემთხვევაში მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა 2017 წლის 26 იანვრიდან, ამ დღიდან შრომის ანაზღაურების მიუღებლობით მოსარჩელეები ზიანს განიცდიან და შრომის კოდექსის ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე წარმოეშვათ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან 2017 წლის 1 იანვრიდან საწარმოს მართავს სს ,,რუსთავის აზოტი'', მასვე უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდურის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა სს «ეუ ინვესთმენთსისათვის» იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ, რადგან იგი არ მონაწილეობს საწარმოს საქმიანობის ხელმძღვანელობაში და მოსარჩელის დასაქმებაზე პასუხისმგებელი მეწარმე სუბიექტი არ არის.

 

6.4. რაც შეეხება, მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხეების სს ,,რუსთავის აზოტისავის'' და სს ,,ეუ ინვესთმენთსისათვის'' პირგასამტეხლოს სახით 0.07 %-ის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდესარსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რაც სასამართლომ დააკისრა, ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის სახით. იძულებითი განაცდური წარმოადგენს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელ ძირითად თანხას, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

ზემოხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07 %–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღურების სახეს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,რუსთავის აზოტს'' მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5600 ლარის გადახდა, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

მოპასუხე სს ,,რუსთავის აზოტს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა, ვინაიდან მოსარჩელეები სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, ვინაიდან ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შორენა სტურუას, ჯაბა მუმლაძის, ლილი გელაშვილის, რევაზ სიგუაა, ირაკლი ბალარჯიშვილის, ლალი გიქოშვილის, ფრანტიშკა პაპავას, მანანა ლობჟანიძის, მამუკა იანტბელიძის, იუსუფ მელაძის, დოდო ჭიპაშვილის, თინათინ ჯიბღაშვილის, სვეტლანა ცაბაძის, ავთანდილი ყაჭეიშვილის, ნელია გვანცელაძის, მანანა გაბარაევას, თამარ აბულაძის, თინა მაჩიტიძის, ციალა ჩხეიძის, გიორგი წყარუაშვილის, ნარგიზი თვალაბეიშვილის, გულნაზი ილურიძის, ლალი მაჭარაშვილის, ზენფირა ნიშნიანიძის, ნუნუ ხომასურიძის, ალბერტ გედამინსკის, ელხან ომაროვის, ამირან ბერიძის, ციალა მჭედლიძის, გურამი იანტბელიძის, თამარ სუხიაშვილის, ოლღა საფარაშვილის, ლუდმილა შვანგირაძის, ქეთევან კურტანიძის, ლუიზა ანტიპოვას, ზურაბი აბრამიშვილის, ქეთევან გოგოლაძის, იზოლდა საგანელიძის, ნელი ვარძუკაშვილის, ალბერტი კუპრაძის, რობიზონ პეტრიაშვილის, ამირან დიაკონიძის, რუსუდან კაჭკაჭიშვილის, ენვერ სიჭინავას, გურამ კვარაცხელიას, ნუნუ ცაგარეიშვილის, ბელა ზედგინიძის, თამარა ხაზალაშვილის, ნათელა მერაბიშვილის, თამილა ბიჩელაშვილის, ხათუნა ბერიძის, მამია შამუგიას, ოთარ ბერიძის, ტარიელ სადაღაშვილის, როზა გულუას, დოდო კიკაბიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სს "რუსთავის აზოტის" მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

 

3. დაევალოს სს,,რუსთავის აზოტს’’ აღადგინოს მოსარჩელეები შემდეგ თანამდებობებზე:

1. შორენა სტურუა - ციანმარილების წარმოებაში სინთეზის მეაპარატის თანამდებობაზე;

2. ჯაბა მუმლაძე - სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე;

3. ლილი გელაშვილი - ციანმარილების წარმოებაში აბსორბციის მეაპარატის თანამდებობაზე;

4. რევაზ სიგუა - ამონიუმის გვარჯილის საამქროში მტვირთავი ჩამბმელის თანამდებობაზე;

5. ირაკლი ბალარჯიშვილი - გარემოს დაცვის განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე;

6. ლალი გიქოშვილი - წყალმომარაგების საამქროში მემანქანის თანამდებობაზე;

7. ფრანტიშკა პაპავა - კაპროლაქტამის საამქროში ინჟინერ-ოპერატორის თანამდებობაზე;

8. მანანა ლობჟანიძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში მეხელსაწყოეს თანამდებობაზე;

9. მამუკა იანტბელიძე - წყალმომარაგების საამქროში სსხ და ზეინკლის თანამდებობაზე;

10. იუსუფ მელაძე - საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე;

11. დოდო ჭიპაშვილი - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე;

12. თინათინი ჯიბღაშვილი - მთ. ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

13. სვეტლანა ცაბაძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკალის თანამდებობაზე;

14. ავთანდილი ყაჭეიშვილი - ამონიუმის გვარჯილის საამქროში მაგნეზ მეაპარატის თანამდებობაზე;

15. ნელია გვანცელაძე - სარემონტო მექანიკურ საამქროში ამწისი მემანქანის თანამდებობაზე;

16. მანანა გაბარაევა - მთ. ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

17. თამარ აბულაძე - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

18.თინა მაჩიტიძე - სამედიცინო სამსახურში მორიგე ექთანის თანამდებობაზე;

19. ციალა ჩხეიძე - წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

20. გიორგი წყარუაშვილი - ეკონომიკის სამმართველოში ეკონომისტის თანამდებობაზე;

21. ნარგიზი თვალაბეიშვილი - წყალმომარაგების საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

22. გულნაზი ილურიძე - სსხ და ავტომატიკის საამქროში ელ.ზეინკლის თანამდებობაზე;

23. ლალი მაჭარაშვილი - მთ. ენერგეტიკოსის განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე;

24. ზენფირა ნიშნიანიძე - ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე;

25. ნუნუ ხომასურიძე - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე;

26. ალბერტ გედამინსკი - სარემონტო სამშენებლო საამქროში დურგლის თანამდებოობაზე;

27. ელხან ომაროვი - ინფორმაციულ ტექნოლოგიურ განყოოფილებაში ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

28. ამირან ბერიძე - ციანმარილების წარმოებაში მე-6 თანრიგის მორ.სსხ და ა.ელზეინკლის თანამდებობაზე;

29. ციალა მჭედლიძე - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ოპერატორის თანამდებობაზე;

30. გურამი იანტბელიძე - ცენტრალურ საწყობში მტვირთავის თანამდებობაზე;

31. თამარ სუხიაშვილი - ცენტრალურ ბუღალტერიაში ბუღალტრის თანამდებობაზე;

32. ოლღა საფარაშვილი - წყალმომარაგების საამქროში დამლაგებლის თანამდებობაზე;

33. ლუდმილა შვანგირაძე - წყალმომარაგების საამქროში მეპარატის თანამდებობაზე;

34. ქეთევან კურტანიძე - ამონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე;

35. ლუიზა ანტიპოვა - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე;

36. ზურაბი აბრამიშვილი - ციანმარილების წარმოებაში სანტექნიკოსის თანამდებობაზე;

37. ქეთევან გოგოლაძე - ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში სინჯის ამღების თანამდებობაზე;

38.იზოლდა საგანელიძე- მთავარი მექანიკოსის განყოფილებაში ბიუროს უფროსის თანამდებობაზე;

39.ნელი ვარძუკაშვილი - კანცელარაიაში კომპიუტერის ოპერატორის თანამდებობაზე;

40. ალბერტი კუპრაძე - ზეინკლის თანამდებობაზე;

41. რობიზონ პეტრიაშვილი - სიცივის წარმოების საამქროში მორიგე ელ.ზეინკლის თანამდებობაზე;

42. ამირან დიაკონიძე - სარემონტო სამშენებლო საამქროში მშენებლის თანამდებობაზე;

43.რუსუდან კაჭკაჭაშვილი - ეკონომიკის სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე;

44. ენვერ სიჭინავა- ციანმარილების წარმოებაში ცვლის უფროსის თანმდებობაზე;

45. გურამ კვარაცხელია - საშვთა რეჟიმის კონტროლის განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე;

46. ნუნუ ცაგარეიშვილი - მთ. მეტროლოგიის განყოფილებაში ინჟინერ მეტროლოგის თანამდებობაზე;

47. ბელა ზედგინიძე - საერთო საკითხების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე;

48. თამარა ხაზალაშვილი - კანცელარიაში თარჯიმნის თანამდებობაზე;

49. ნათელა მერაბიშვილი - ცენტრალურ ქიმიურ ლაბორატორიაში ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე;

50. თამილა ბიჩელაშვილი - სამედიცინო სამსახურში ექთნის თანამდებობაზე;

51. ხათუნა ბერიძე - კანცელარიაში მდივან-თანაშემწის თანამდებობაზე;

52. მამია შამუგია - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

53. ოთარ ბერიძე - კაპროლაქტამის საამქროში მეაპარატის თანამდებობაზე;

54. ტარიელ სადაღაშვილი - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში ათეულის მეთაურის თანამდებობაზე;

55. როზა გულუა - ამოონიუმის გვარჯილის საამქროში დამხმარე მუშის თანამდებობაზე;

56. დოდო კიკაბიძე - ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში ლაბორანტის თანამდებობაზე;

 

4. მოპასუხე სს "რუსთავის აზოტს" მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 26 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოვეთვიურად შემდეგი ოდენობით:

1. შორენა სტურუა -391,44 ლარი;

2. ჯაბა მუმლაძე - 457,8 ლარი;

3. ლილი გელაშვილი - 432,78 ლარი;

4. რევაზ სიგუა - 631,16 ლარი;

5. ირაკლი ბალარჯიშვილი - 647,20 ლარი;

6. ლალი გიქოშვილი - 555,41 ლარი;

7. ფრანტიშკა პაპავა - 633,46 ლარი;

8. მანანა ლობჟანიძე - 505,64 ლარი;

9. მამუკა იანტბელიძე - 527,81 ლარი;

10. იუსუფ მელაძე - 710,40 ლარი;

11. დოდო ჭიპაშვილი - 321,6 ლარი;

12. თინათინი ჯიბღაშვილი - 498,8 ლარი;

13. სვეტლანა ცაბაძე - 493,96 ლარი;

14. ავთანდილი ყაჭეიშვილი - 473,93 ლარი;

15. ნელია გვანცელაძე - 473,31 ლარი;

16. მანანა გაბარაევა - 649,80 ლარი;

17. თამარ აბულაძე - 527 ლარი;

18.თინა მაჩიტიძე - 440,73 ლარი;

19. ციალა ჩხეიძე - 567,9 ლარი;

20. გიორგი წყარუაშვილი - 604,8 ლარი;

21. ნარგიზი თვალაბეიშვილი - 567,9 ლარი;

22. გულნაზი ილურიძე - 506,2 ლარი;

23. ლალი მაჭარაშვილი - 475,2 ლარი;

24. ზენფირა ნიშნიანიძე - 606,16 ლარი;

25. ნუნუ ხომასურიძე - 508,8 ლარი;

26. ალბერტ გედამინსკი - 466,6 ლარი;

27. ელხან ომაროვი - 907,20 ლარი;

28. ამირან ბერიძე - 537,3 ლარი;

29. ციალა მჭედლიძე - 359,7 ლარი;

30. გურამი იანტბელიძე - 483,2 ლარი;

31. თამარ სუხიაშვილი - 1392,00 ლარი;

32. ოლღა საფარაშვილი - 325,6 ლარი;

33.ლუდმილა შვანგირაძე - 427,5 ლარი;

34.ქეთევან კურტანიძე - 329,2 ლარი;

35.ლუიზა ანტიპოვა - 491,2 ლარი;

36.ზურაბი აბრამიშვილი - 337,8 ლარი;

37. ქეთევან გოგოლაძე - 394,9 ლარი;

38.იზოლდა საგანელიძე - 576,00 ლარი;

39.ნელი ვარძუკაშვილი - 571,20 ლარი;

40.ალბერტი კუპრაძე - 406,54 ლარი;

41.რობიზონ პეტრიაშვილი - 499,80 ლარი;

42..ამირან დიაკონიძე - 722,43 ლარი;

43.რუსუდან კაჭკაჭაშვილი - 693,4 ლარი;

44. ენვერ სიჭინავა - 889,00 ლარი;

45.გურამ კვარაცხელია - 2318,4 ლარი;

46. ნუნუ ცაგარეიშვილი - 496,00 ლარი;

47. ბელა ზედგინიძე - 656,00 ლარი;

48. თამარა ხაზალაშვილი - 571,2 ლარი;

49. ნათელა მერაბიშვილი - 565,4 ლარი;

50. თამილა ბიჩელაშვილი - 391,20 ლარი;

51. ხათუნა ბერიძე - 829,50 ლარი;

52. მამია შამუგია - 741,4 ლარი;

53. ოთარ ბერიძე - 474,9 ლარი;

54. ტარიელ სადაღაშვილი - 465,06 ლარი;

55. როზა გულუა - 469,48 ლარი;

56. დოდო კიკაბიძე - 408,06 ლარი;

 

5. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა შპს ,,რუსთავის აზოტისათვის'' და სს ,,ეუ ინვესთმენთისათვის'' ბრძანებების ბათილად ცნობის და სს ,,ეუ ინვესთმენთისათვის'' სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ;

 

6. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხეების სს ,,რუსთავის აზოტისათვის’’ და სს ,,ეუ ინვესთმენთისათვის’’ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

7. მოპასუხე სს "რუსთავის აზოტს" მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 5600 ლარის გადახდა, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

 

8. მოპასუხე სს "რუსთავის აზოტს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი