გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2018
საქმის ნომერი
010210016001423056
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001423056

# 2-2107/2016წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელეები: მ--- მხ----, ზე---- ცი-–---, ტა------ ჯ-–-, ნ---- ნა----–---, კა----- ოს------, მ---- ზო---, ნ---- ბა-–---, ზი------ აი------, მა---–- ბე-----

წარმომადგენელი: მ------ მა----–---

მოპასუხე: შპს ,,სა---------–------------“

წარმომადგენელი - გი------ ცე--–----, მ---- ხვ-----–---, სი---- ტა--–---–-

დავის საგანი: სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელე: (შეგებებული სარჩელით) შპს ,,სა---------–------------“

წარმომადგენელი: გი------ ცე--–----, მ---- ხვ-----–---, სი---- ტა--–---–-

მოპასუხე: (შეგებებული სარჩელით) მ--- მხ----, ზე---- ცი-–---, ტა------ ჯ-–-, ნ---- ნა----–---, კა----- ოს------, მ---- ზო---, ნ---- ბა-–---, ზი------ აი------, მა---–- ბე-----

წარმომადგენელი: მ------ მა----–---

დავის საგანი: გაფიცვის უკანონოდ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი სარჩელით):

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ”სა---------–------------"-ს 2016 წლის 25 აპრილის:

- N15-02/539 ბრძანება ტა------ ჯ-–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/542 ბრძანება მა---–- ბე-----სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/534 ბრძანება ნ---- ნა----–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/541 ბრძანება მ--- მხ----სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/540 ბრძანება ზე---- ცი-–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/536 ბრძანება ნ---- ბა-–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/535 ბრძანება კა----- ოს------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/538 ბრძანება ზი------ აი------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/537 ბრძანება მ---- ზო---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. მოსარჩელეები:

- ტა------ ჯ-–- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- მა---–- ბე----- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ნ---- ნა----–--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- მ--- მხ---- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ზე---- ცი-–--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ნ---- ბა-–--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- კა----- ოს------ აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ზი------ აი------ აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- მ---- ზო--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

1.3. მოპასუხეს შპს ,,სა---------–------------’’-ს იძულებით განაცდური დროის ხელფასის სახით მოსარჩელეთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით დაეკისროს:

- ტა------ ჯ-–-ს სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისი ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით.

- მა---–- ბე----ის სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ნ---- ნა----–--ის სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- მ--- მხ---ის სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ზე---- ცი-–--ის სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ნ---- ბა-–--ის სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- კა----- ოს------ს სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ზი------ აი------ს სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- მ---- ზო--ის სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.4. მოპასუხე შპს ”სა---------–------------ს” მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ (იხ. შუამდგომლობა სარჩელის დაზუსტების შესახებ).

 

მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის, ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის, ზი------ აი------ს და მა---–- ბე----ის სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

- შპს ,,სა---------–------------’’-ს გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის N15-02/113 და 2013 წლის 28 იანვრის N15-02/113 ბრძანებების საფუძველზე მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, რაც მათ გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლო გადაწყვეტილება არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუცვლიათ. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის Nას-1109-1044-2015 განჩინების საფუძველზე, დამსაქმებელს - შპს ,,სა---------–------------’’-ს დაევალა მოსარჩელეების აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

- მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, დამსაქმებელს არ აღუდგენია არც ერთი მათგანი იგივე ან ტოლფას სამუშაო თანამდებობაზე, არც ერთი მათგანი არ დაბრუნებია იგივე სამუშაო ადგილს, სადაც დათხოვებამდე მუშაობდა, არამედ, დამსაქმებლის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სამუშაოდ გამწესდა ხ---–--ს რაიონში, ზოგი ქ----ში და ზოგიც ო----------სა და შ------ში.

- სწორედ ამის გამო მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს ახალ შრომით ხელშეკრულებებზე ხელმოწერაზე, ამის შემდეგ დამსაქმებელმა ჯერ საყვედური გამოუცხადა მათ, ხოლო 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებებით კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

- მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, დამსაქმებელმა შესთავაზა სამუშაო, რომელიც მათ მოწყვეტდა ოჯახებსა და საცხოვრებელს, ფაქტობრივად გამოდის, რომ საცხოვრებელი ადგილიც უნდა შეეცვალათ, რასაც მათი ანაზღაურება ვერ გაწვდებოდა.

- მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელო მოთხოვნები არ არის ხანდაზმული, სარჩელი, გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთების მიღებიდან, ვადის დაცვით - 30 დღეში არის აღძრული. მოპასუხემ მოსარჩელეები აღადგინა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სამუშაო ადგილებზე, სადაც მათ მგზავრობისათვის ტრანსპორტირების ხარჯებისათვის ხელფასის 50%-ის ოდენობა ესაჭიროებოდათ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა 3 საათზე მეტს არ მოითხოვდა, ხარჯების გათვალისწინებით ეს გაუმართლებელი იყო. მოპასუხემ არ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მოსარჩელეები არ აღადგინა მათ მიერ დაკავებულ ან ტოლფასოვან პოზიციებზე და ნაცვლად იმისა, რომ შემათანხმებელი კომისიის წესის ნაცვლად, თვითნებურად, სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირებით, განახორციელა მათი სამუშაოზე აღდგენა, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა მხრიდან კანონიერი პროტესტი, დაირღვა მათი უფლებები.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შპს „სა---------–------------"-მ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენელბმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

- კომპანიის მიერ მოსარჩელეთათვის შეთავაზებული სამუშაო პოზიციები აბსოლუტურად შესაბამისობაში იყო მათ მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებთან, ის ფაქტი, რომ ბ------ის სერვისცენტრებში მოსარჩელეთა აღდგენა თავისუფალი საშტატო ერთეულების გამო შეუძლებელი იყო, დასტურდება შპს ,,ს----------–-----------ის’’ მიერ წარმოდგენილი ბ------ის სერვისცენტრების საშტატო ნუსხით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება და მოსარჩელეები ტოლფას სამსახურში აღადგინა, ამასთან დაიცვა საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლი. კერძოდ, მოსარჩელეთა მიერ სხვადასხვა პუნქტებში სამუშაო ადგილზე მისვლას და უკან დაბრუნებას სჭირდება არაუმეტეს 3 საათისა, რაც ადასტურებს, რომ კომპანიამ პირნათლად შეასრულა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება.

- ფაქტობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო თანამდებობები, ანაზღაურება, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო და ყველა სხვა არსებითი პირობა დარჩა უცვლელი.

- მოპასუხე კომპანიამ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეებს და შესთავაზა ადრე დაკავებული თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები, მაგრამ მოსარჩელეები ჯიუტად თავს არიდებდნენ მოპასუხის მიერ შეთავაზებული პირობების შესრულებას და ამით, ფაქტობრივად ხელს უშლიდნენ კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას, რის საფუძველზეც კომპანიამ მათ მიმართ გამოიყენა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური ზომები. მიუხედავად დისციპლინური სახდელების გამოყენებისა და არაერთი მოწოდებისა, მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს დაკისრებული შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე.

- მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს წერილობით განემარტათ გათავისუფლების საფუძვლები, ამასთან 2 მოსარჩელეს, კერძოდ: ნ---- ბა-–---სა და მ--- მხ----ს განცხადებები გათავისუფლების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის დაუცველად და მათი მოთხოვნა არის ხანდაზმული.

- მოსარჩელეებმა 2016 წლის 28 ივლისს ერთობლივი განცხადებით მომართეს კომპანიას და მოითხოვეს გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზედაც მათ განემარტათ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მათ მიეწოდათ 2016 წლის ივნისის თვეში.

- მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ კომპანიამ ვერ შეძლო 9-11 პირის აღდგენა ბ-------------------- მომსახურების ცენტრში, რის გამოც გადაანაწილა ისინი ტოლფასოვან სამუშაოებზე სხვა ქალაქებსა და რაიონებში, მაქსიმალურად შეეცადა რაც შეიძლება ახლოს და ტოლფასოვან სამუშაოზე დაესაქმებინა ისინი.

- მოსარჩელე მ--- მხ----ს და ნ---- ბა-–---ს გასაჩივრების 30-დღიანი ვადა გაშვებული აქვთ, მათ გათავისუფლების წერილობითი დასაბუთებისათვის 30 დღეში არც ფოსტისათვის და არც სასამართლოსათვის მოუმართავთ. 2016 წლის 28 ივლისს მოსარჩელეებმა იმიტომ მიმართეს, რომ ამით სურდათ გადაეფარათ ის ფაქტი, რომ გადაეფარათ მანამდე, ივნისის თვეში მომართვისა და ხანდაზმულობის ფაქტი.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

3.1. უკანონო გაფიცვად იქნეს ცნობილი დასაქმებულების-მოპასუხეების: კა----- ოს------ს მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მა---–- ბე----ის მიერ 2016 წლის 08 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ზი------ აი------ს მიერ 2016 წლის 12 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მ---- ზო--ის მიერ 2016 წლის 13 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მ--- მხ---ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ზე---- ცი-–--ის მიერ 2016 წლის 12 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ნ---- ბა-–--ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ტა------ ჯ-–-ს მიერ 2016 წლის 08 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე და ნ---- ნა----–--ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, - სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა.

3.2. მოპასუხეებს დაეკისროთ ყველა საპროცესო ხარჯის ანაზღაურება.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია:

 

- ერთის მხრივ, მ--- მხ----ს, ზე---- ცი-–---ს, ტა------ ჯ-–ს, ნ---- ნა----–---ს, კა----- ოს------ს, მ---- ზო---ს, ნ---- ბა-–---ს, ზი------ აი------ს და მა---–- ბე-----ს და მეორეს მხრივ, შპს ,,სა---------–------------’’-ს შორის, ვიდრე მოხდებოდა მოსარჩელეების პირველი გათავისუფლება, დადებული იყო შრომითი ხელშეკრულებეები განუსაზღვრელი ვადით, შესაბამისად, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით განუხილველად დარჩა შპს ,,სა---------–------------’’-ს საკასაციო საჩივარი, ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.04.2015 წლის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,სა---------–------------’’-ს გენერალური დირექტორის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანება, ანუ ის ბრძანება, რომლითაც პირველად მოხდა მოსარჩელეების გათავისუფლება, შესაბამისად, ავტომატურად გაგრძელდა მანამდე არსებული შრომითი ხელშეკრულებების მოქმედება განუსაზღვრელი ვადით.

- გენერალური დირექტორის 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული შესაბამისი ბრძანებებით მოხდა დასაქმებულების აღდგენა აჭარისა და გურიის სერვისცენტრებში, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეებთან უკვე არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულებები, ლოგიკურია, რომ მათთან 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებებით ვეღარ დაიდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები. გამომდინარე აქედან, ამ ბრძანებებით მოხდა მხოლოდ დასაქმებულებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შეცვლა (გარდა არსებითი პირობების) და დასაქმებულები აღდგენილ იქნენ აჭარისა და გურიის შესაბამის სერვისცენტრებში, დასაქმებულებმა, კომპანიის არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი განაცხადეს სამუშაოზე გამოცხადებაზე. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულების მხრიდან გაფიცვა დაიწყო წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მათ ასევე უარი განაცხადეს შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე.

- მოპასუხეებმა არ დაიცვეს დამსაქმებლისათვის სავალდებულოდ წინასწარ 3 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულება, კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება გაფიცვის დაწყების შესახებ არ მიუღია.

- კომპანია მზად იყო, დასაქმებულებისათვის გარკვეული შეღავათების დასაშვებად, მგზავრობის გაზრდილი ხარჯების გამო სახელფასო დანამატის დაწესების და სამუშაო დროის ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხეებმა თავი აარიდეს შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მოუწოდებდა სამუშაოზე გამოსვლისაკენ და ურჩევდა დავა ეწარმოებინათ პარალელურად.

- კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანება სამუშაოზე აღდგენის შესახებ ჩაბარდათ: კა----- ოს------ს - 2016 წლის 08 აპრილს, მა---–- ბე-----ს - 2016 წლის 07 აპრილს, ზი------ აი------ს - 2016 წლის 11 აპრილს, მ---- ზო---ს - 2016 წლის 12 აპრილს, მ--- მხ----ს - 2016 წლის 08 აპრილს, ზე---- ცი-–---ს - 2016 წლის 11 აპრილს, ნ---- ბა-–---ს - 2016 წლის 08 აპრილს, ტა------ ჯ-–ს - 2016 წლის 07 აპრილს, ნ---- ნა----–---ს - 2016 წლის 08 აპრილს.

- დისციპლინური ზომების გამოყენებამდე, კომპანიამ ისინი გააფრთხილა ამის თაობაზე.

- კომპანიის გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აპრილს გამოცემული შესაბამისი ბრძანებებით მოპასუხეები განთავისუფლდნენ თანამდებობებიდან, განთავისუფლების საფუძველი იყო მათი უარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე.

(იხ. შეგებებული სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებები სხდომის ოქმში).

 

4. მოპასუხეების პოზიცია შეგებებულ სარჩელზე;

 

მოპასუხეები შეგებებულ სარჩელს არ ცნობენ.

 

მოპასუხეების პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:

 

- განმარტავენ, რომ მათ უარი განაცხადეს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, სწორედ იმიტომ, რომ უმთავრესი არსებითი პირობა, სამუშაო ადგილი მათთვის მიუღებელი იყო, ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომითი ვალდებულების შესრულებაზე უარი თვითნებურად განაცხადეს, უსაფუძვლოა, ვი------ნ ხ---–--ში, ქ----ში, შ------სა და ო----------ში მუშაობის ვალდებულება წარმოშობილი არ ქონიათ. ამის შესახებ ისინი არ შეთანხმებულან, არ შეთანხმებულა არსებით პირობებზე და ხელშეკრულება მათ შორის არ გაფორმებულა.

- არ შეთანხმებულან რა არსებით პირობებზე და არც ხელშეკრულება გაფორმებულა მათ შორის, შემოთავაზებულ პირობებზე განაცხადეს რა უარი, მხარეებს შორის სეთანხმება არ მიღწეულა, აქედან გამომდინარე არც შრომითი ვალდებულება წარმოშობილა. შესაბამისად, არ ქონია ადგილი გაფიცვას და მითუმეტეს უკანონოს, რომ მისი ფორმალური პროცედურების დაცვის რაიმე სახის ვალდებულება წარმოშობილიყო.

- დამსაქმებელი, მოითხოვდა, რომ ყოველდღე 5 საათის განმავლობაში 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე ემგზავრათ, რაზედაც უარი განაცხადეს, მოსარჩელე ვითარებას ხელოვნურად ართულებდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ სამუშაოს შესრულება ვერ მოეხერხებინათ, ან მათი, როგორც არასასურველი თანამშრომლების დათხოვნის კარგი მიზეზი ჰქონოდა.

- დამსაქმებელს არანაირი გარკვეული შეღავათების დასაშვებად, მგზავრობის გაზრდილი ხარჯების გამო სახელფასო დანამატის დაწესების და სამუშაო დროის ცვლილებებთან დაკავშირებით მათ მიმართ რაიმე არ შეუთავაზებია, რაიმე სახის მტკიცებულება ამის თაობაზე, რომ სთავაზობდა შეღავათებს და მათ უარი განაცხადეს, - არ წარმოუდგენია.

- მოპასუხეები აღადგინეს არატოლფასოვან სამუშაოზე, რაც იწვევდა ადამიანური ენერგიის, დროის და ხარჯის გაზრდას, რის გამოც შემოთავაზებული სამუშაო იყო არატოლფასოვანი. სამუშაოზე გამოცხადება და უკან დაბრუნება თუ არ იწვევდა 3 საათზე მეტ დროს, სამაგიეროდ იწვევდა გაუმართლებლად არათანაზომიერ, გაუმართლებელ ხარჯებს, რაც აუარესებდა მათ მდგომარეობას.

- მოპასუხეების მხრიდან ადგილი არ ქონია გაფიცვას, ისინი სადავოდ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ არ განხორციელებულა მათი სამუშაოზე აღდგენა.

(იხ. შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ, მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელეები: მ--- მხ----, ზე---- ცი-–---, ტა------ ჯ-–-, ნ---- ნა----–---, კა----- ოს------, მ---- ზო---, ნ---- ბა-–---, ზი------ აი------ და მა---–- ბე----- წლების განმავლობაში მუშაობდნენ შპს ,,სა---------–------------’’-ს ბ-------------------- მომსახურების ცენტრში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. შპს ,,სა---------–------------’’-ს გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის N15-02/113 და 2013 წლის 28 იანვრის N15-02/113 ბრძანებების საფუძველზე მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, რაც გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასამართლო გადაწყვეტილებები;

 

5.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლო გადაწყვეტილება არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუცვლიათ. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N ას -1109-1044-2015 განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს დაევალა მოსარჩელეების აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

- სასამართლო გადაწყვეტილებები;

 

5.4. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელე მ--- მხ---ის საცხოვრებელი ადგილსამყოფელია ხელვაჩაური, სოფელი გ---------, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეების საცხოვრებელი ადგილსამყოფელია ქ. ბ------ი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ;

- მოსარჩელეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

- ზი------ აი------ - შ------ის სერვისცენტრის #6300-ის ბექ ოფისის ოპერატორის თანამდებობაზე;

- კა----- ოს------ - ხ---–--ს სერვისცენტრის #6500-ის ბექ ოფისის ოპერატორის თანამდებობაზე;

- ნ---- ბა-–--- - ხ---–--ს სერვისცენტრის #6500-ის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე;

- მ---- ზო--- - ხ---–--ს სერვისცენტრის #6500-ის სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

- ზე---- ცი-–--- - ქ---ის სერვისცენტრის #6100-ის ბექ ოფისის ოპერატორის თანამდებობაზე;

- ნ---- ნა----–--- - ო----------ის სერვისცენტრის #3500-ის სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

- მ--- მხ---- - ქ---ის სერვისცენტრის #6100-ის სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

- მა---–- ბე----- - ქ------–----ს სერვისცენტრის #6200-ის სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

- ტა------ ჯ-–- - შ------ის სერვისცენტრის #6300-ის სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე;

 

აღნიშნული ბრძანებების საფუძვლად მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N ას -1109-1044-2015 განჩინება, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ამით მან აღასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებები სამსახურში აღდგენის თაობაზე;

6.2.2. დადგენილია, რომ კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანება სამუშაოზე აღდგენის შესახებ ჩაბარდათ: კა----- ოს------ს - 2016 წლის 08 აპრილს, მა---–- ბე-----ს - 2016 წლის 07 აპრილს, ზი------ აი------ს - 2016 წლის 11 აპრილს, მ---- ზო---ს - 2016 წლის 12 აპრილს, მ--- მხ----ს - 2016 წლის 08 აპრილს, ზე---- ცი-–---ს - 2016 წლის 11 აპრილს, ნ---- ბა-–---ს - 2016 წლის 08 აპრილს, ტა------ ჯ-–ს - 2016 წლის 07 აპრილს, ნ---- ნა----–---ს - 2016 წლის 08 აპრილს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

კორესპოდენცია დასაქმებულებსა და სა---------–------------ს შორის;

 

6.2.3. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ თანამდებობები, რომლებზეც ისინი აღადგინეს, არ არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც მათ ეკავათ პირველ გათავისუფლებამდე და მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში, ვი------ნ ზოგიერთი სამუშაოდ გამწესდა ხ---–--ს რაიონში, ზოგი - ქ----ში, ო----------სა და შ------ში. დამსაქმებელმა მათ შესთავაზა სამუშაო, რომელიც მათ მოწყვეტდა ოჯახებსა და საცხოვრებელს, ფაქტობრივად გამოდის, რომ საცხოვრებელი ადგილიც უნდა შეეცვალათ, რასაც მათი ანაზღაურება ვერ გაწვდებოდა. აქედან გამომდინარე, მათ უარი განაცხადეს შეცვლილი პირობებით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე და არ გავიდნენ სამუშაოზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ;

- მოსარჩელეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

- სასამართლო გადაწყვეტილებები;

- 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებები სამსახურში აღდგენის თაობაზე;

 

6.2.4. დადგენილია, რომ, უარი განაცხადეს რა მოსარჩელეებმა 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებების საფუძველზე შეცვლილი პირობებით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე და არ გავიდნენ სამუშაოზე, შპს ”სა---------–------------"-მ მოსარჩელეების უარი მიიჩნია უკანონო გაფიცვად და 2016 წლის 25 აპრილს გამოსცა ბრძანებები, რომლითაც შრომითი ხელშეკრულებები შეწყვიტა მოსარჩელეებთან 2016 წლის 01 მაისიდან, ბრძანებაში ასევე აღინიშნა, რომ მოსარჩელეებს არ აუნაზღაურდეთ ხელფასი 2016 წლის 04 აპრილიდან 2016 წლის 01 მაისამდე პერიოდის, რადგან ისინი არ ასრულებდნენ შრომით ვალდებულებებს. (შრომითი ხელშეკრულებების საფუძვლად მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ"-ქვეპუნქტი). კერძოდ, გამოსცა ბრძანებები:

- N15-02/539 ბრძანება ტა------ ჯ-–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/542 ბრძანება მა---–- ბე-----სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/534 ბრძანება ნ---- ნა----–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/541 ბრძანება მ--- მხ----სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/540 ბრძანება ზე---- ცი-–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/536 ბრძანება ნ---- ბა-–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/535 ბრძანება კა----- ოს------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/538 ბრძანება ზი------ აი------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/537 ბრძანება მ---- ზო---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებები შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ;

- 07.06.2016წ. წერილები;

 

6.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელეების გათავისუფლებამდე, შპს ,,სა---------–------------"-მ 2016 წლის 14 აპრილს გაუგზავნა წერილები მოსარჩელეებს, რომლითაც მათ მოუწოდა სამუშაოზე გამოცხადებისაკენ, გააფრთხილა მოსალოდნელი დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზეც. 2016 წლის 18 აპრილის წერილებით კი მოსარჩელეებს აცნობა, რომ მათ მიეცათ საყვედური შინაგანაწესის დარღვევის გამო- სამსახურში გამოუცხადებლობისათვის.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის 2016 წლის 14, 18 და 27 აპრილის წერილები;

 

6.2.6. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2016 წლის 28 ივლისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს კომპანიას და მოითხოვეს გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზედაც მათ მოპასუხის 04/08/2016წ. წერილით განემარტათ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ მათ ეცნობათ 2016 წლის 07 ივნისის #10484 წერილით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოსარჩელეების 2016 წლის 28 ივლისის ერთობლივი განცხადება;

- მოპასუხის 2016 წლის 07 ივნისის #10484 წერილობითი პასუხი;

 

6.2.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ - შპს ”სა---------–------------"-მ მოსარჩელეებს, გარდა ნ---- ბა-–--ის და მ--- მხ---ისა, 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებები შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გაუგზავნა და ჩააბარა მათ 2016 წლის 07 ივნისის #10484 წერილით, წერილში მიეთითა ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების შესახებ.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოსარჩელეების 2016 წლის 28 ივლისის ერთობლივი განცხადება;

- მოპასუხის 2016 წლის 07 ივნისის #10484 წერილობითი პასუხი;

6.2.8. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- ბა-–---ს და მ--- მხ----ს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტაზე 2016 წლის 24 აპრილის ბრძანება ჩაბარდათ 2016 წლის 30 აპრილს, ხოლო წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლების თაობაზე მათ, მოპასუხის მიერ ჩაბარდათ 2016 წლის 09 ივნისს. მათ მიერ, სხვა მოსარჩელეების ერთად, სარჩელი აღძრულია 2016 წლის 06 ივლისს, გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ერთთვიან ვადაში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კორესპოდენცია დასაქმებულებსა და სა---------–------------ს შორის;

 

6.2.9. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს არც ინდივიდუალურად და არც კოლექტიურად გაფიცვის დაწყების შესახებ არ განუცხადებიათ, მიიჩნიეს, რომ ისინი არ იყვნენ სამუშაოზე აღდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და შეცვლილი პირობების გამო უარი განაცხადეს ახალ პოზიციებზე მუშაობის დაწყების შესახებ. მხარეებს შორის წარმოშობილი დავის მოსაგვარებლად, არც შემათანხმებელი პროცედურები დაწყებულა.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები;

 

6.2.10. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეებისათვის-დასაქმებულებისათვის გარკვეული შეღავათების დასაშვებად, მგზავრობის გაზრდილი ხარჯების გამო სახელფასო დანამატის დაწესების და სამუშაო დროის ცვლილებებთან დაკავშირებით შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე არ მიუმართავს. მართალია, მოპასუხე მიუთითებს ამაზე, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელეები კი უარყოფენ ასეთი ფაქტის არსებობას.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები;

 

6.2.11. მხარეთა შორის სადავოდ რჩება შემდეგი საკითხები:

- წარმოადგენს თუ არა შპს ,,სა---------–------------ს“ სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის ხ---–--ს, ქ---ის, ო----------ისა და შ------ის სერვისცენტრებში ის თანამდებობები, რომლებზედაც შპს „სა---------–------------მ” დანიშნა მოსარჩელეები, იმ თანამდებობების ტოლფას თანამდებობებს, რომლებიც დაკავებული ჰქონდათ მოსარჩელეებს შპს ,,სა---------–------------’’-ს გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის N15-02/113 და 2013 წლის 28 იანვრის N15-02/113 ბრძანებების გამოცემამდე. ანუ, მოპასუხემ აღასრულა თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მის მიერ 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებებით;

- შესაბამისად, სადავოა შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები;

- ფაქტიურად, თუ დადგინდება, რომ 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებულია, მაშინ მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებებს ბათილობის საფუძვლები გამოეცლება და ჩაითვლება, რომ მხარეებს შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობები აღარ არსებობს.

- თუ დადგინდება, რომ 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ანუ მოსარჩელეები არ აღდგენილან ტოლფასოვან თანამდებობებზე, მაშინ გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებების ბათილობის საფუძვლები სახეზე იქნება და ჩაითვლება, რომ მხარეებს შორის, შპს ,,სა---------–------------’’-ს გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის N15-02/113 და 2013 წლის 28 იანვრის N15-02/113 ბრძანებების გამოცემამდე არსებული შრომითი ხელშეკრულებებით დადგენილი ურთიერთობები გრძელდება.

- ცალკე უნდა აღინიშნოს, მხარეებს შორის ასევე სადავოა: მ--- მხ----ს და ნ---- ბა-–---ს გაშვებული აქვთ თუ არა გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, ხანდაზმულია თუ არა სარჩელი მათი მოთხოვნების ნაწილში;

- მხარეები დავობენ იმაზეც, რომ შეგებებული სარჩელზე, მოპასუხეების უარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე, წარმოადგენს თუ არა გაფიცვას და თუ ეს ასეა, რამდენად არის ეს მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, სარჩელზე უარის საფუძველი გარკვეულწილად განაპირობებს შეგებებული სარჩელის ბედს.

 

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ს----------–-----------ის მიერ მათი ხ---–--ს, ქ---ის, შ------ისა და ო----------ის სერვისცენტრებში აღდგენა მოხდა კანონდარღვევით და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლითაც განსაზღვრულია, რომ შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" და ,,ბ"-ქვეპუნქტების მოთხოვნას, ვინაიდან მათი საცხოვრებელი ადგილიდან, ქ. ბათუმიდან, სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს 3 საათზე მეტი დროის ხანგრძლივობას დღეში და ამასთანავე გამოიწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათი აღდგენა მოხდა მოპასუხის იმ განზრახვით, რომ თავისი ნებით ეთქვათ უარი სამსახურზე, ან დაგვიანებებისათვის მალევე გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეების აღნიშნულ განმარტებას და აცხადებს, რომ დასაქმებულები აღდგენილი იქნენ იმ ვარაუდით, რომ მათი საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ადგილამდე მისვლა და დაბრუნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესაძლებელი ყოფილიყო 3 საათიან შუალედში. მოსარჩელეების აღდგენა სხვადასხვა სერვისცენტრებში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის შპს ,,სა---------–------------ს“ ბ------ის სერვისცენტრებში არ არსებობდა მოსარჩელეების თანამდებობრივი პოზიციისა და ფუნქციის შესაბამისი თავისუფალი საშტატო ერთეულები, თან 9 პირისათვის. შესაბამისად, შპს „ს----------–-----------ის“ ხსენებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა არა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილებას, არამედ სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებების დაზუსტებას შრომის კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რომელსაც არ გამოუწვევია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება. დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის შემდეგ არ შეცვლილა მათთვის სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ სრულად იქნა დაცული შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს საპროცესო ვალდებულება - დაამტკიცოს, რომ მოსარჩელეების სხვადასხვა სერვისცენტრებში აღდგენით არ შეცვლილა შრომის არსებითი პირობები.

 

6.2.12. მოსარჩელემ მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოადგინა სს ,,ავტოსადგურის" 2016 წლის 21 მაისის #07 წერილი გადამზიდველების მიერ დადგენილი მგზავრობის ღირებულების და მანძილის შესახებ, რომლის თანახმად მიმართულებებზე:

- ბ------ი-ხ---–--ს მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის ღირებულება 5 ლარი, მანძილი - 82 კმ;

- ბ------ი-შ------ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის ღირებულება 4 ლარი, მანძილი - 68 კმ;

- ბ------ი-ქ---ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის ღირებულება 2 ლარი, მანძილი - 45 კმ;

- ბ------ი-ქ------–----ს მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარი, მანძილი - 22 კმ;

- ბ------ი-ო----------ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის ღირებულება 5 ლარი, მანძილი - 48 კმ;

(იხ. სს ,,ავტოსადგურის" 2016 წლის 21 მაისის #07 წერილი, ტომი 3).

 

მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით, მოპასუხე შპს ,,სა---------–------------"-ს წარმომადგენლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც:

- ბ------ი-შ------ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის დრო 1 საათი, 24 წუთი, საცობების გარეშე - 1 საათი, 17 წუთი, მანძილი - 64,7 კმ;

- ბ------ი-ქ---ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის დრო 50 წუთი, საცობების გარეშე - 43 წუთი, მანძილი - 38,2 კმ.

- ბ------ი-ქ------–----ს მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის დრო 46 წუთი, საცობების გარეშე - 38 წუთი, მანძილი - 29,9 კმ.

- ბ------ი-ო----------ის მუნიციპალიტეტის ცენტრი - მგზავრობის დრო 1 საათი, 13 წუთი, საცობების გარეშე - 1 საათი, მანძილი - 54,8 კმ.

(იხ. ინფორმაცია მგზავრობის დროისა და მანძილის შესახებ, 1 ტომი).

 

ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მანძილის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო მგზავრობის საფასური სადავო არაა, ასევე მგზავრობის დრო არის საშუალოდ განსაზღვრული.

 

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნებს აფუძნებს მგზავრობის ღირებულებაზე, მიაჩნია, რომ მგზავრობის საფასურიდან გამომდინარე, არსებითად შეიცვალა მათი შრომითი პირობები.

 

მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ მგზავრობის დრო იქით-აქეთ გადაადგილებისათვის, არ აღემატება 3 საათს, რის გამოც დასაქმებულთა პირობები არსებითად არ შეცვლილა და შესაბამისობაშია შრომის კანონმდებლობასთან.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს----------–-----------ის“ სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის ხ---–--ს, ო----------ის, ქ------–----ს, ქ---ისა და შ------ის სერვისცენტრებში მოსარჩელეების, გარდა მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის და მა---–- ბე----ისა, აღდგენა მოხდა კანონდარღვევით და არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით დადგენილ დანაწესს, რომ ,,სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი“. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას. საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. დადგენილია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ დასაქმებულების სხვადასხვა სერვისცენტრებში სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი ადგილიდან, ქ. ბ------იდან, სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება, მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებით თითოეული მოსარჩელისათვის შეადგენს:

- ზი------ აი------ - (შ------ი) 8 ლარი, თვეში მინიმუმ 192 ლარი;

- კა----- ოს------ - (ხ---–--) 10 ლარი, თვეში მინიმუმ 240 ლარი;

- ნ---- ბა-–--- - (ხ---–--) 10 ლარი, თვეში მინიმუმ 240 ლარი;

- მ---- ზო--- - (ხ---–--) 10 ლარი, თვეში მინიმუმ 240 ლარი;

- ზე---- ცი-–--- - (ქ----) 4 ლარი, თვეში მინიმუმ 96 ლარი;

- ნ---- ნა----–--- - (ო----------ი) 10 ლარი, თვეში მინიმუმ 240 ლარი;

- მ--- მხ---- - (ქ----) 4 ლარი, თვეში მინიმუმ 96 ლარი;

- მა---–- ბე----- - (ქ------–----) 3 ლარი, თვეში მინიმუმ 72 ლარი;

- ტა------ ჯ-–- - (შ------ი) 8 ლარი, თვეში მინიმუმ 192 ლარი;

 

მოპასუხის მიერ სამუშაოზე აღდგენის შესახებ ბრძანებების საფუძველზე, შესაბამისი თანამდებობების გათვალისწინებით, სარჩელში მითითებულია შესაბამისი სახელფასო ანაზღაურებაც, მისი ოდენობა სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის და შეადგენს:

- ტა------ ჯ-–- - 625 ლარი;

- მა---–- ბე----- - 687,50 ლარი;

- ნ---- ნა----–--- - 687,50 ლარი;

- მ--- მხ---- - 625 ლარი;

- ზე---- ცი-–--- - 687,50 ლარი;

- ნ---- ბა-–--- - 625 ლარი;

- კა----- ოს------ - 687,50 ლარი;

- ზი------ აი------ - 687,50 ლარი;

- მ---- ზო--- - 625 ლარი;

 

მოსარჩელეების ხელფასისა და მგზავრობის ხარჯის ურთიერთშედარებით, ნათელია რომ:

- ტა------ ჯ-–ს ხელფასიდან - 625 ლარიდან 1/4-ზე მეტი, 192 ლარი მგზავრობაში დაეხარჯება.

- მა---–- ბე-----ს - 687,50 ლარიდან - 1/9-ზე ნაკლები, 72 ლარი;

- ნ---- ნა----–---ს - 687,50 ლარიდან - 1/3-ზე ნაკლები, 240 ლარი;

- მ--- მხ----ს - 625 ლარიდან - 1/7-ზე ოდნავ მეტი, 96 ლარი;

- ზე---- ცი-–---ს - 687,50 ლარიდან - 1/8-ზე ნაკლები, 96 ლარი;

- ნ---- ბა-–---ს - 625 ლარიდან - 1/3-ზე ნაკლები, 240 ლარი;

- კა----- ოს------ს - 687,50 ლარიდან - 1/3-ზე მეტი, 240 ლარი;

- ზი------ აი------ს - 687,50 ლარიდან - 1/3 მეტი, 192 ლარი;

- მ---- ზო---ს - 625 ლარიდან - 1/3-ზე მეტი, 240 ლარი;

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ო----------სა და ხ---–--ში, ზოგ შემთხვევაში შ------შიც, იქით-აქეთ მგზავრობამ, შესაძლოა 3 საათზე მეტი დროც მოითხოვოს, მგზავრობის დრო მიახლოებით არის განსაზღვრული და ზუსტად, წუთი-წუთზე მისი განსაზღვრა, მგზავრობის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შეუძლებელიცაა. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ 3 საათში არ იგულისხმება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დრო, ეს გულისხმობს დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან (და არა ავტოსადგურიდან) სამუშაო ადგილზე მისვლას და დაბრუნებას ისევ საცხოვრებელ ადგილზე. მხედველობაშია მისაღები ასევე სხვადასხვა გარემოებებიც, წლის დრო, ამინდი, ტრანსპორტის მდგომარეობა და სხვა შემთხვევები, რაც არ არის დამოკიდებული დასაქმებულის ნებაზე.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის, ზი------ აი------ს ნაწილში, მათი სამუშაოზე აღდგენა განხორციელდა კანონდარღვევით, რაც გამოიწვევს მათი მხრიდან არათანაბარზომიერ ხარჯებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი მათ ნაწილში დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიაჩნია.

 

რაც შეეხება მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის, მა---–- ბე----ის მიმართ ნაწილში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღადგინა ტოლფას სამუშაოზე, რაც არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს, არც 3 საათზე მეტი დრო ჭირდება საცხოვრებელი ადგილიდან (და არა ავტოსადგურიდან) სამუშაო ადგილზე მისვლას და დაბრუნებას ისევ საცხოვრებელ ადგილზე. ამდენად, სარჩელი მათი მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის N2/545-2015 გადაწყვეტილება;

- 2016 წლის 04 აპრილს გამოცემული ბრძანებები სამსახურში აღდგენის თაობაზე;

- 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებები შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ;

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

- ინფორმაცია მგზავრობის დროისა და მანძილის შესახებ;

- სს ,,ავტოსადგურის" 2016 წლის 21 მაისის #07 წერილი;

 

6.2.13. დადგენილია, რა, რომ მოსარჩელე ნ---- ბა-–---ს და მ--- მხ----ს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტაზე 2016 წლის 24 აპრილის ბრძანება ჩაბარდათ 2016 წლის 30 აპრილს, ხოლო წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლების თაობაზე მათ, მოპასუხის მიერ ჩაბარდათ 2016 წლის 09 ივნისს, და მათ მიერ, სხვა მოსარჩელეების ერთად, სარჩელი აღძრულია 2016 წლის 06 ივლისს, გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ერთთვიან ვადაში, - მოპასუხის მითითება ნ---- ბა-–--ისა და მ--- მხ---ის სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა და ამ საფუძვლით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კორესპოდენცია დასაქმებულებსა და სა---------–------------ს შორის;

 

შეგებებულ სარჩელზე:

 

6.2.14. ვინაიდან სარჩელი ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის, ზი------ აი------ს ნაწილში არის დასაბუთებული და საფუძვლიანი, შესაბამისად შეგებებული სარჩელი მათი მხრიდან შრომითი ვალდებულების შესრულებაზე უარისთქმა, ეს გამორიცხავს არათუ უკანონო გაფიცვის, არამედ გაფიცვის ფაქტის არსებობას. ასევე, მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის, მა---–- ბე----ის მიმართ ნაწილში სარჩელის დაუსაბუთებლობა და უსაფუძვლობა არ გულისხმობს, ავტომატურად არ ნიშნავს მათი მხრიდან გაფიცვის არსებობას, რათა მას ასევე მიეცეს უკანონო გაფიცვის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სადავო საკითხები გარკვეულწილად სამართლებრივი შეფასების კატეგორიასაც მიეკუთვნება და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:

- ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის, ზი------ აი------ს ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს მთლიანად.

- მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის და მა---–- ბე----ის მიმართ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია

-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,-საქართველოს შრომის კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

9. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს, მათ შორის სასამართლოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

9.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

9.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

 

9.4. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.

 

9.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

9.6. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ''სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ჩამოყალიბებული იქნა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ჩაითვლება შპს ,,სა---------–------------"-ს სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის ხ---–--ს, ო----------ის და შ------ის სერვისცენტრებში მითითებული თანამდებობები შპს „ს----------–-----------ის” საფოსტო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური ფილიალის ბ------ის სერვის ცენტრის ტოლფას თანამდებობად, რომელ თანამდებობებზეც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულნი. მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა და სასამართლომ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებები მოსარჩელეების შპს ,,ს----------–-----------ის“ ხ---–--ს, ო----------ის და შ------ის სერვისცენტრებში თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ ქ----სა და ქ------–----ს სერვის ცენტრებში მითითებული თანამდებობები რატომ უნდა ჩაითვალოს შპს „ს----------–-----------ის” საფოსტო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური ფილიალის ბ------ის სერვის ცენტრის ტოლფას თანამდებობად.

 

9.7. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ზ'' ქვეპუნქტის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

ზემო აღნიშნული ნორმა მიეთითა შპს „ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებებში მოსარჩელეების შპს ,,ს----------–-----------ის“ სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა სერვისცენტრებში თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არ მოხდა ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება. ფაქტობრივად არ შედგა შრომითი ხელშეკრულება, რისი დარღვევაც ვერ მოხდებოდა დასაქმებულის მხრიდან. შესაბამისად უკანონოა შპს ”ს----------–-----------ის” 2016 წლის 25 აპრილის ბრძანებები მოსარჩელეების, გარდა მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ის და მა---–- ბე----ისა, სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ და არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

9.8. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7- ნაწილის თანახმად, ,,თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს."

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების განხილვისას აღინიშნა, რომ მიღებული ბრძანებების კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს, რაც ვერ იქნა მის მიერ დაძლეული გარდა მ--- მხ---ის, ზე---- ცი-–--ისა და მა---–- ბე----ის მიმართ ნაწილში, ასევე დაუსაბუთებელია მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე აპელირებს იმაზე, რომ მ--- მხ---ისა და ნ---- ბა-–--ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის დასამტკიცებლად მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6-მე-7 ნაწილებზე. მოსარჩელემ გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური ვადა (30 დღე), რომლის ათვლა ერთ შემთხვევაში იწყება დასაბუთების ჩაბარებიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში დასაბუთების ჩაბარების 7 დღიანი ვადის გასვლისთანავე, აღნიშნულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო დასაბუთების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადა.

 

დადგენილია, რა, რომ მოსარჩელე ნ---- ბა-–---ს და მ--- მხ----ს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტაზე 2016 წლის 24 აპრილის ბრძანება ჩაბარდათ 2016 წლის 30 აპრილს, ხოლო წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლების თაობაზე მათ, მოპასუხის მიერ ჩაბარდათ 2016 წლის 09 ივნისს, და მათ მიერ, სხვა მოსარჩელეების ერთად, სარჩელი აღძრულია 2016 წლის 06 ივლისს, გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთების მიღებიდან ერთთვიან ვადაში, - მოპასუხის მითითება ნ---- ბა-–--ისა და მ--- მხ---ის სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა და ამ საფუძვლით სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

 

9.9. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. წინა ორი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზეც. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.

 

საქართველოს შრომის კოდექსის VII თავი არეგულირებს შრომის ანაზღაურების საკითხებს. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. მე-3 ნაწილი ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას შრომის ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07%.

 

აღნიშნული საკითხის სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის რეგულაციები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408 –ე-411-ე მუხლები ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

9.10. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ--- მხ----, ზე---- ცი-–---, მა---–- ბე----- მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღადგინა ტოლფას სამუშაოზე, რაც არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს, არც 3 საათზე მეტი დრო ჭირდება საცხოვრებელი ადგილიდან (და არა ავტოსადგურიდან) სამუშაო ადგილზე მისვლას და დაბრუნებას ისევ საცხოვრებელ ადგილზე. მოპასუხის მიერ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე -4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით მოხდა მათი სამუშაოზე, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა. შესაბამისად, მათი უარი შრომითი ვალდებულებების შესრულებაზე არამართლზომიერია და მოპასუხემ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ"-ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

 

ამდენად, სარჩელი მათი მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

9.11. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, უკანონო გაფიცვად იქნეს ცნობილი კა----- ოს------ს მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მა---–- ბე----ის მიერ 2016 წლის 08 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ზი------ აი------ს მიერ 2016 წლის 12 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, მ--- მხ---ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ზე---- ცი-–--ის მიერ 2016 წლის 12 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ნ---- ბა-–--ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე, ტა------ ჯ-–-ს მიერ 2016 წლის 08 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე და ნ---- ნა----–--ის მიერ 2016 წლის 09 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს რომ მხარეებს შორის უნდა არსებობდეს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული დროებით ნებაყოფილებით უარს აცხადებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება მოსარჩელეების მიერ შპს ,,ს----------–-----------ის“ სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა სერვისცენტრებში ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეებმა ბრძანების მიღებისა და სიტუაციის ადგილზე გაცნობისთანავე აცნობეს დამსაქმებელს რომ ეს არ იყო ტოლფასი თანამდებობა, შეცვლილი იყო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამ საფუძვლით არ იყვნენ თანახმა სამუშაოთა შესრულებაზე და მოითხოვეს მისი სამუშაოზე აღდგენა ქ. ბ------ში.

 

შპს „ს----------–-----------ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დასაქმებულების შპს ,,ს----------–-----------ის“ სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის ხ---–--ს, ო----------ის, ქ---ის, ქ------–----სა და შ------ის სერვისცენტრებში თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევას; დამსაქმებლს იმ პერიოდისათვის არ უმსჯელია და მათი ქმედება არ შეუფასებია უკანონო გაფიცვად, შესაბამისად დროულად არ მიუმართავს სასამართლოსათვის გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაქმებულების სერვისცენტრში სამუშაოდ გამოუცხადებლობას შპს ,,სა---------–------------" მიიჩნევდა გაფიცვად, მისი კანონიერების დასადგენად მაშინვე უნდა მიემართა სასამართლოსათვის. საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.

აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.

ზემო დასახელებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა არ შეიძლება ცნობილი იქნეს უკანონო გაფიცვად და შესაბამისად არ არსებობს შპს ,,ს----------–-----------ის" შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

10.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა გაიანგარიშება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე იძულებით განაცდურის ანაზღაურება. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,ა” პუქტით ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან”

დასახელებული ნორმით ფიზიკური პირები სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ხელფასის გადახდევინების შესახებ და შრომის ანაზღაურების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ სარჩელზე ბრძანებების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი თითოეულზე 100 ლარის, ჯამში 900 ლარის ოდენობით, რაც შეეხება მიუღებელი ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, მოსარჩელე “ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, ეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის და ზი------ აი------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ”ს----------–-----------ის” გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აპრილის:

- N15-02/539 ბრძანება ტა------ ჯ-–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/534 ბრძანება ნ---- ნა----–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/536 ბრძანება ნ---- ბა-–---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/535 ბრძანება კა----- ოს------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/538 ბრძანება ზი------ აი------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

- N15-02/537 ბრძანება მ---- ზო---სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. მოსარჩელეები:

- ტა------ ჯ-–- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ნ---- ნა----–--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ნ---- ბა-–--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- კა----- ოს------ აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- ზი------ აი------ აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

- მ---- ზო--- აღდგენილ იქნას ა------------------------------ რეგიონალური სამმართველოს ბ-------------------- განყოფილების სპეციალისტის ან ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.

1.3. მოპასუხეს შპს ,,სა---------–------------’’-ს იძულებით განაცდური დროის ხელფასის სახით მოსარჩელეთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით დაეკისროს:

- ტა------ ჯ-–-ს სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისი ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით.

- ნ---- ნა----–--ის სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ნ---- ბა-–--ის სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- კა----- ოს------ს სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- ზი------ აი------ს სასარგებლოდ 687,50 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- მ---- ზო--ის სასარგებლოდ 625 ლარის გადახდა 2016 წლის 22 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.4. მოპასუხე შპს ”სა---------–------------ს” მოსარჩელეების: ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, ნ---- ბა-–--ის,კა----- ოს------ს, ზი------ აი------ს და მ---- ზო--ის სასარგებლოდ დაეკისროს ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა.

 

2. მ--- მხ----ს, ზე---- ცი-–---ს და მა---–- ბე-----ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. შპს ”სა---------–------------ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეს შპს ,,სა---------–------------ს" მოსარჩელეების - ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის და ზი------ აი------ს სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება თითოეულისათვის 100 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეს შპს ,,სა---------–------------ს" მოსარჩელეების - ტა------ ჯ-–-ს, ნ---- ნა----–--ის, კა----- ოს------ს, მ---- ზო--ის, ნ---- ბა-–--ის და ზი------ აი------ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელეთა მოთხოვნის უფლება სოლიდარულია.

 

5. მოპასუხე შპს ”სა---------–------------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1416,78 ლარის ოდენობით.

 

6. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე შპს ”ს----------–-----------ის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქუჩა #30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე