გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2018
საქმის ნომერი
100210018002263809
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002263809

#2/23 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05.04.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ნ--ა ა------–----------ა

წარმომადგენელი: ნ--ა ღ--------–---–ი

მოპასუხე: ქ------- დ----–--ე - კ----–--ე, თ----- კ----–--ე

წარმომადგენელი: ვ-–-------- ს-----ე

მოპასუხე: შ---- კ----–--ე

წარმომადგენელი: მ---- ს--------ე

 

დავის საგანი: საკომლო ჩანაწერის გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ამ ( რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პასპორტი 7-----------) მოპასუხე - ქ------- დ----–--ე-კ----–--ის (პ/ნ 0----------) და თ----- კ----–--ის (პ.ნ.0----------) მიმართ საკომლო ჩანაწერის გაუქმების, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით;

მოცემული სარჩელი თავდაპირველად შემოტანილი იქნა ქ------- დ----–--ე-კ----–--ის და თ----- კ----–--ის მიმართ, ხოლო შემდგომ მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და დამატებით მოპასუხედ დაასახელა შ---- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე-კ----–--ესთან და თ----- კ----–--ესთან ერთად.

 

მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ა არის აწ გარდაცვლილი აკ. კ----–--ის შვილი. აკაკი კ----–--ე გარდაიცვალა 15.05.2016 წელს, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გრიგოლ კ----–--ის და პიღასი კ----–--ის კომლში საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო რომ კომლის წევრები იყვნენ აკაკი კ----–--ე და შ---- კ----–--ე (ძმა), ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ კ----–--ის კომლში ირიცხებოდნენ, ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- კ----–--ე. ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში ქ------- კ----–--ე ამოწერილია კომლიდან, არ არის მითითებული ჩაწერა-ამოწერის საფუძველი, შემდეგ კი ისევ არის ჩანაწერი. მოსარჩელის აზრით გაურკვეველია რა პროცედურით აღირიცხნენ მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- კ----–--ე კომლში. მათი ჩაწერა კომლში უნდა მომხდარიყო კომლის ყველა წევრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც არ არსებობს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ განცხადებით მიმართა საჩხერის არქივს და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია და გადაწყვეტილებები სოფელ სავანეში მცხოვრები გრ. კ----–--ის კომლში ქ------- დ----–--ე-კ----–--ის და თ----- კ----–--ის ჩანაწერის ჩანაწერის შესახებ, თუმცა წერილობითი პასუხით დადგენილია რომ აღნიშნული ჩანაწერები არგვეთის სასოფლო-საბჭოს 1980-1984 წლების აღმასკომის ოქმებში არ აღმოჩნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მოპასუხეების - ქ------- დ----–--ე-კ----–--ის და თ----- კ----–--ის ჩაწერა, გრ.კ----–--ის კომლში განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს.

 

მოსარჩელე ითხოვს გაუქმდეს ქ------- დ----–--ე - კ----–--ის და თ----- კ----–--ის ჩანაწერი გრიგოლ კ----–--ის კომლის წევრობის შესახებ (1980-1985; 1986-1995, 1996-2000, 2001, 2001-20-- წლების ჩანაწერები), ასევე გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები ქ------- დ----–--ე - კ----–--ის და თ----- კ----–--ის ნაწილში უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--. და აღნიშნულ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ ცნობილ იქნას და აღრიცხული იქნას ნ--ა ა------–----------ა შ---- კ----–--ესთან ერთად.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეების - თ----- კ----–--ის და ქ------- დ----–--ე - კ----–--ის მიერ სასამართლოში შემოტანილი იქნა შესაგებელი, რითაც მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.

საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოპასუხეების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ უარყო სასარჩელო მოთხოვნა, მან დააფიქსირა, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი საკომლო ჩანაწერების გაუქმებისა და მოცემულ ქონების რაიმე სახით მესაკუთრედ ცნობისა შესაბამისად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.2. მოპასუხე - შ---- კ----–--ის წარმომადგენლის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, რომლის მიხედვით შ---- კ----–--ემ ცნო ნ--ა ა------–----------ას სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნ--ა ა------–----------ა არის აკაკი კ----–--ის შვილი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და რომელმაც მიიღო მამის - აწ გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის სამკვიდრო, გარდა ამისა იგი მხარს უჭერს სარჩელს საკომლო ჩანაწერის გაუქმების ნაწილში.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

5.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. სასამართლომ კანონით დადგენილი წესით განახორციელა ყველა საპროცესო ღონისძიება მორიგებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ა (დაბ.1990 წლის 23 აპრილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პასპორტი 7-----------) არის აწ გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის (დაბ. თარ: 01.08.1958 წ; გარდაცვალების თარ: 15.05.2016 წ) შვილი. აკაკი კ----–--ე გარდაიცვალა 15.05.2016 წელს, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გრიგოლ კ----–--ის და პიღასი კ----–--ის კომლში საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში.

დადგენილია, რომ გრიგოლ კ----–--ეს და პიღასი კ----–--ეს ჰყავდათ შვილები: აკაკი კ----–--ე (მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ას მამა), მერაბი კ----–--ე (მოპასუხეების - ქ------- დ----–--ე - კ----–--ის ქმარი და თ----- კ----–--ის მამა) და მოპასუხე - შ---- კ----–--ე.

დადგენილია, რომ გრიგოლ კ----–--ე გარდაიცვალა 2001 წლის 20 ნოემბერს, დადგენილია, რომ პიღასი კ----–--ე გარდაიცვალა 20-- წლის 16 იანვარს. მერაბი კ----–--ე (მოპასუხეთა მეუღლე და მამა) დაბადებული 1957 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა 2009 წლის 2 ივნისს. დადგენილია, რომ აკაკი კ----–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 15 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნ--ა ა------–----------ას დაბადების და სახელის შეცვლის მოწმობები (ს.ფ.33-3-; 46-48)

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 49-51)

- აკაკი კ----–--ის დაბადების მოწმობა ( ს.ფ.37)

- შ---- კ----–--ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 38)

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ.39-40, 41,46)

- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ.ოქმი)

 

5.2.2. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3-- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრეებად აღრიცხული არიან აწ გარდაცვლილი - აკაკი კ----–--ე და მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე, თ----- კ----–--ე და შ---- კ----–--ე. ქონება რეგისტრირებულია 2017 წლის 19 ოქტომბერს. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია მიღება - ჩაბარების აქტი N6463, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი:22.06.2017 წელი, ცნობა -დახასიათება და საარქივო ამონაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.53-66)

მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

5.2.3. საჩხერის რაიონის სოფელ სავანის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 6 თებერვალს გაცემული N6463 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ აქტი გაცემულია გრიგოლ(გიგა) დავითის ძე კ----–--ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.52)

მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

5.2.4. საარქივო ცნობით დადგენილია, რომ 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში გრიგოლ დავითის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან : გრიგოლ დავითის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პიღასი კ----–--ე-ცოლი , აკაკი კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, თ----- მერაბის ასული კ----–--ე -შვილიშვილი. საარქივო ცნობით 20-- წლისათვის აღნიშნულ კომლში ირიცხებოდნენ აკაკი კ----–--ე, ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- მერაბის ასული კ----–--ე.

საარქივო ცნობით 1980 -1982 წლების საკომლო წიგნებში გრიგოლ კ----–--ის კომლში ირიცხებიან გრიგოლ დავითის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პიღასი კ----–--ე-ცოლი , აკაკი კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე-შვილი, მერაბი კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, ამოწერილია. საარქივო ცნობით 1983 -1985 წლების საკომლო წიგნებში გრიგოლ კ----–--ის კომლში ირიცხებიან გრიგოლ დავითის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პიღასი კ----–--ე-ცოლი , აკაკი კ----–--ე- შვილი, მერაბი კ----–--ე-შვილი, ამოწერილია დროებით 1991 წლამდე, შ---- კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე-რძალი, თ----- მერაბის ასული კ----–--ე-შვილიშვილი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საარქივო ცნობები (ს.ფ.15-27)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ 1993 წლის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა აკაკი კ----–--ე და მას უძრავ ქონებაზე საკუთრება არ მიუტოვებია, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 15 მაისს. ასევე დადგენილია, რომ კომლში ირიცხებოდნენ მოპასუხეებიც და სადაო უძრავ ქონებაზე საკუთრება არც მათ მიუტოვებიათ. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ა არის აწ გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის შვილი, რომელმაც მიიღო მამის - აკაკი კ----–--ის სამკვიდრო ქონება, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნ--ა ა------–----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია - 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--, 3-.1-.4-.3-- და 3-.1-.4-.3-- გაუქმდეს ჩანაწერი და მესაკუთრის გრაფა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნ--ა ა------–----------ა, თ----- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე - კ----–--ე, შ---- კ----–--ე.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-ე, 172-ე, 312-ე, 953-954-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე , 125,128 მუხლები და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-6-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“

მოცემულ საქმეზე მოპასუხე - შ---- კ----–--ის წარმომადგენელმა ცნო ნ--ა ა------–----------ას სარჩელი. ასევე მოპასუხე მხარისათვის სადაო არ არის ის გარემოებები, რომ მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ა არის აწ გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის (გარდაცვალების თარ: 15.05.2016 წ) შვილი. აკაკი კ----–--ე გარდაიცვალა 15.05.2016 წელს, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გრიგოლ კ----–--ის და პიღასი კ----–--ის კომლში საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად „გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად „კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).“

მოცემულ საქმეზე დადგენილია, აკაკი კ----–--ის (გარდაიცვალა 2016 წლის 15 მაისს) პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად პირველი ნაწილის შესაბამისად „სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.“

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად „ 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. „მხარეთა ახსნა-განმარტებების და წარმოდგენილი მასალების შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე - ნ--ა ა------–----------ას მიღებული აქვს აწ გარდაცვლილი მამის - აკაკი კ----–--ის სამკვიდრო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3-- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრეებად აღრიცხული არიან აწ გარდაცვლილი - აკაკი კ----–--ე და მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე, თ----- კ----–--ე და შ---- კ----–--ე. ქონება რეგისტრირებულია 2017 წლის 19 ოქტომბერს. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია მიღება - ჩაბარების აქტი N6463, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი:22.06.2017 წელი, ცნობა -დახასიათება და საარქივო ამონაწერი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

6.4. საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტითა და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართ-ველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის N199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წ.) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად კომლის ყველა წევრს მათ შორის სრულწლოვანსაც და არასრულწლოვანსაც კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად ქონება რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, როლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

დადგენილია, რომ 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში გრიგოლ დავითის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან : გრიგოლ დავითის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პიღასი კ----–--ე-ცოლი , აკაკი კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, თ----- მერაბის ასული კ----–--ე -შვილიშვილი.

ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან კომლის წევრები 1993 წლისათვის, კომლის წევრია ასევე მოსარჩელის მამა - აკაკი კ----–--ე და შესაბამისად ისიც წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად.

 

სასამართლო თვლის, რომ ნ--ა ა------–----------ას მოთხოვნა აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შესაბამისად იგი უნდა აღირიცხოს ქონების თანამესაკუთრედ სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად, რადგან 1993 წლისათვის აკაკი კ----–--ე იყო გრიგოლ კ----–--ის კომლის წევრი, ხოლო მოსარჩელე არის კომლის წევრის აწ გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

ამ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არ არის.

 

6.5. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ კომლის საერთო მეურნეობაში დაკარგული ჰქონდათ კომლის ქონებაზე (საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 128-ე მუხლი) საკუთრების უფლება, გარდა ამისა მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს კომლის ჩანაწერის დამადასტურებელი პროცესუალური ნაწილი და შესაბამისი დოკუმენტაცია. სახეზეა მხოლოდ ჩანაწერი საკომლო წიგნში.

სასამართლო თვლის, რომ იმ დროის მონაკვეთში, რა დროის განმავლობაშიდაც მოპასუხეები აღრიცხული არიან კომლის წევრებად , მოსარჩელის მამკვიდრებელი-მამაც იყო აღრიცხული იყო კომლის წევრად. აქედან გამომდინარე ლოგიკური და სამართლიანი განაწილება მტკიცების ტვირთისა იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა ადასტუროს მოპასუხეთა კომლის ჩანაწერის ბათილობის საფუძვლები შესაბამისი მტკიცებულებით, რადგან აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მასაც გააჩნდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის უტყუარობის საპირისპიროს .

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს - ქ------- დ----–--ე-კ----–--ეს და თ----- კ----–--ეს არ შეუწყვეტიათ სამართლებრივი კავშირი გრიგოლ კ----–--ის კომლთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სარჩელი კომლის ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

 

6.6.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.7. ამდენად სასამართლო თვლის, რომ არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის , კერძოდ ქ------- დ----–--ე-კ----–--ის და თ----- კ----–--ის სახელზე არსებული კომლის ჩანაწერის გაუქმებისათვის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო სადაო ქონებაზე ნ--ა ა------–----------ას მესაკუთრედ ცნობისა და სადაო ქონებაზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: ამჟამად არსებულ მესაკუთრეებთან ერთად მოცემულ ქონებაზე ნ--ა ა------–----------ა უნდა აღირიცხოს თანამესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“

მოპასუხე - შ---- კ----–--ის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოპასუხეებს - თ----- კ----–--ეს და ქ------- დ----–--ე - კ----–--ეს ნ--ა ა------–----------ას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნ--ა ა------–----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 71 (სამოცდათერთმეტი) ლარი და 25(ოცდახუთი) თეთრის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე - 244-ე, 247-ე - 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--ა ა------–----------ას სარჩელი მოპასუხეების შ---- კ----–--ის, თ----- კ----–--ის და ქ------- დ----–--ე - კ----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3-- გაუქმდეს ჩანაწერი აწ. გარდაცვლილი აკაკი კ----–--ის სახელზე და მოცემულ მიწის ნაკვეთებზე , თ----- კ----–--ესთან, ქ------- დ----–--ე -კ----–--ესთან , შ---- კ----–--ესთან ერთად მესაკუთრედ იქნას ცნობილი ნ--ა ა------–----------ა და საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 3-.1-.4-.0--; 3-.1-.4-.3--; 3-.1-.4-.3-- მესაკუთრის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნ--ა ა------–----------ა , თ----- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე - კ----–--ე , შ---- კ----–--ე. ასევე უძრავ ნივთებზე სკადასტრო კოდებით 3-.1-.4-.3-- და 3-.1-.4-.3-- თ----- კ----–--ესთან, ქ------- დ----–--ე -კ----–--ესთან , შ---- კ----–--ესთან ერთად მესაკუთრედ იქნას ცნობილი ნ--ა ა------–----------ა (აკაკი კ----–--ის სამკვიდრო) და საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 3-.1-.4-.3-- და 3-.1-.4-.3-- მესაკუთრის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნ--ა ა------–----------ა , თ----- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე - კ----–--ე , შ---- კ----–--ე.

სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. თ----- კ----–--ეს და ქ------- დ----–--ე - კ----–--ეს ნ--ა ა------–----------ას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნ--ა ა------–----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 71 (სამოცდათერთმეტი) ლარი და 25(ოცდახუთი) თეთრის გადახდა.

 

3. ნ--ა ა------–----------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 35(ოცდათხუთმეტი) ლარი და 62 (სამოცდაორი) თეთრის ოდენობით (საგადახდო დავალება N150, გადამხდელის დასახელება: ნ--ა ღ--------–---–ი, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“; გადასახადის გადამხდელის დასახელება: ნ--ა ა------–----------ა; გადახდის დანიშნულება: სასამართლო ბაჟი ნ--ა ა------–----------ას სასარგებლოდ; გადახდის თარიღი - 18.01.2018 წელი; თანხა - 150 ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი