გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1502100--002190330
საქმე # 2/251-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე
მოსარჩელე _ მა-----ა გო---ე
წარმომადგენელი - ეკ--------ა აბ-–--ე
მოპასუხე _ სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი _ ეკ--------ა სუ----ე, ვა---- ხა------ი
თარჯიმანი - გა-–-------ნ გა-----–-–---–ი
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი, სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელთან მა-----ა გო---ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება და მა-----ა გო---ე აღდგენილი იქნას პირვანდელ თანამდებობაზე - დაწყებითი კლასების მასწავლებლად;
1.2. მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 20-- წლის 15 სექტემბრიდან იძულებითი განაცდურის 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. საქმის ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის მიხედვით:
მოსარჩელის განმა----ებით მან 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის (ბათ---ის ფილიალი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, რაზეც შესაბამისად გაცემული იქნა დიპლომი აუ # 02----, სარეგისტრაციო ნომრით 0--. მა-----ა გო---ემ მუშაობა დაიწყო ხუ-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ირ-------ის საჯარო სკოლაში (რომელსაც მიენიჭა მე---- ჭე-–--ის სახელი). 2005 წლის 09 მა----ს, #40 ბრძანების თანახმად დაინიშნა მუსიკისა და ხატვის მასწავლებლად და მუშაობდა 2012 წლის 16 სექტემბრამდე. ნი---–-----ის რაიონში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში დირექციის მიერ არ ყოფილა რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი, ან საყვედური პირად საქმეში შეტანით, დირექციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა მა-----ა გო---ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თ---ცა სანამ მა-----ა გო---ის მიმართ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოხდებოდა აღიარება და დადასტურება მის სახელზე გაცემული დიპლომისა, 20-- წლის 15 სექტემბერს ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება #5. ბრძანებაში მითითებულია, რომ სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მა-----ა გო---ეს კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო 20-- წლის 15 სექტემბრიდან შეუწყდეს 2016 წლის 01 დეკემბერს დადებული #6 შრომითი ხელშეკრულება. სამსახურიდან განთავსებულის შესახებ ბრძანება ხელზე არ ჩაუბარებიათ და გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, რომელიც ჩაბარდა 20-- წლის 11 ოქტომბერს და ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათვაისუფლდა არის ყოვლად დაუსაბუთებელი. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის 33 საჯარო სკოლის შინაგანაწესის თავი მე-4 თავის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია გათავისუფლების საფუძვლები კერძოდ, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შესაბამისი შესწავლის საფუძველზე დასკვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი, სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელთან მა-----ა გო---ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება და მა-----ა გო---ე აღდგენილი იქნას პირვანდელ თანამდებობაზე - დაწყებითი კლასების მასწავლებლად; ასევე, მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 20-- წლის 15 სექტემბრიდან განაცდურის 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის გადახდა (განაცდურის ოდენობა - ყოველთვიურად 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარი გადაწყვეტილების აღსრულებამდე).
2. მოპასუხის პოზიცია:
წერილობით შესაგებელში მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმა----ა, რომ მოსარჩელე შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის თანახმად არ ითვლებოდა უვადო შრომით ხელშეკრულებით ურთიერთობაში სკოლასთან და შესაბამისად სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება გაეფრთხილებინა წინასწარ წერილობითი ფორმით აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლების შესახებ. მოპასუხის განმა----ებით, მოსარჩელეზე არ გავრცელებულა შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის 13-ე ნაწილით გათვალისწინებული ნორმა უვადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგან იგი 2013-20-- წლებში უწყვეტად არ მუშაობდა სკოლაში. ორჯერ ფიქსირდება წყვეტა 2014 წლის 15 სექტემბრიდან სასწავლო წლის დამთავრებამდე, ე.ი. 2015 წლის 20 მაისამდე და 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე. ანუ მართალია მასთან ხელშეკრულებები დაიდო ორჯერ და მეტჯერ, მიმდევრობით, მაგრამ მისი ხანგრძლივობა არ აღემატება 30 თვეს, რადგან სახეზეა წყვეტა. მოპასუხის ახსნა-განმა----ებით მოპასუხემ იცოდა მისი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე არაკვალიფიციურობის მოტივით, რადგან მისთვის ცნობილი იყო რომ განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯერ კიდევ 2016 წელს სკოლის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობდა საქმის წარმოება მისი დიპლომის დადასტურების თაობაზე, ეს გარემოება კი შეიძლება ჩაითვალოს მის გაფრთხილებად გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე. ამასთან, მა-----ა გო---ის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობასთან დაკავშირებით სკოლაში არაერთხელ შესულა მშობლების განცხადებები, რომლებიც ითხოვდნენ კვალიფიციურ სერტიფიცირებულ პედაგოგს, რადგან უკმაყოფილოები იყვნენ მა-----ა გო---ის მიერ გაკვეთილების ჩატარების ხარისხით. იმავე მოთხოვნით სკოლას განცხადებით მიმართა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა-----ა გო---ემ 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის (ბათ---ის ფილიალი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, რაზეც შესაბამისად გაცემული იქნა დიპლომი აუ # 02----, სარეგისტრაციო ნომრით 0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათ---ის ფილიალის მიერ გაცემული დიპლომი აუ # 02----, სარეგისტრაციო ნომრით 0-- (იხ. ს.ფ. 18);
- მოსარჩელის ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143).
3.1.2. მა-----ა გო---ემ მუშაობა დაიწყო ხუ-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ირ-------ის საჯარო სკოლაში (რომელსაც მიენიჭა მე---- ჭე-–--ის სახელი). 2005 წლის 09 მა----ს, #40 ბრძანების თანახმად დაინიშნა მუსიკისა და ხატვის მასწავლებლად და მუშაობდა 2012 წლის 16 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მე---- ჭე-–--ის სახელობის ხუ-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ირ-------ის საჯარო სკოლის მიერ 2014 წლის 30 აპრილსა და 2016 წლის 26 ოქტომბერს გაცემული ცნობები (იხ. ს.ფ. 19-20);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143).
3.1.3. მოსარჩელემ ნი---–-----ის რაიონში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად (ბრძანება #3, 13.09.2013 წ.), სადაც მუშაობდა გათავისუფლებამდე - 20-- წლის 15 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მხარის ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- შრომის წიგნაკი, 20-- წლის 06 ივნისის ცნობა (იხ. ს.ფ. 21-23).
3.1.4. 2013 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელე მა-----ა გო---ესა და მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას შორის პირველად გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება #12 და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 16 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა მხარის ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- 2013 წლის 16 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება #12 (იხ. ს.ფ. 163-166).
3.1.5. მეორედ შრომის ხელშეკრულება # 14 მხარეებს შორის გაფორმდა 2014 წლის 15 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის სასწავლო წლის დამთავრებამდე, ე.ი. 2015 წლის 15 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- 2014 წლის 15 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება #14 (იხ. ს.ფ. 167-168).
3.1.6. მესამედ შრომის ხელშეკრულება #12 მხარეებს შორის გაფორმდა 2015 წლის 14 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- 2015 წლის 14 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება #12 (იხ. ს.ფ. 169-170).
3.1.7. მეოთხედ შრომის ხელშეკრულება # 6 მხარეებს შორის დაიდო 2016 წლის 01 დეკემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 20-- წლის 15 სექტემბრამდე. ბოლო ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და სკოლის ამჟამინდელ დირექტორს - ეკ--------ა სუ----ეს შორის. რაც შეეხება პერიოდს 2016 წლის სექტემბრიდან 01 დეკემბრამდე, აღნიშნული ხელშეკრულება ვერ იქნა მოძიებული ყოფილი დირექტორის გარდაცვალების გამო, თ---ცა მხარეები სადავოდ არ ხდიან, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 2016 წლის სექტემბრიდან, ანუ სასწავლო წლის დაწყებიდან 01 დეკემბრამდეც მუშაობდა და იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება კიდეც სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის ამონაწერიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- 2016 წლის 01 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება #6 (იხ. ს.ფ. 53-55).
- სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის ამონაწერი (იხ. 171-179).
3.1.8. მოსარჩელე მა-----ა გო---ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანების თანახმად არის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა. კვალიფიკაციის შეუსაბამობა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მხრიდან სკოლაში არ იყო წარმოდგენილი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტი და არც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატის სახით. გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია სკოლის შინაგანაწესის მე-4-ე თავის მე-6-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან ნოტარიულად დამოწმებული მისი ასლის არსებობასა და სკოლაში წარდგენას. ამდენად, გათავისუფლების საფუძვლად მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა პროცესზე მხარეებს შორის დავის საგანი აღარ გამხდარა. მოპასუხემ აღნიშნულ საფუძველზე აღარ დაამყარა თავისი პოზიცია, ხოლო მოსარჩელემ სადავოდ აღარ გახადა აღნიშნული საფუძვლის კანონიერება, რის გამოც სასამართლო განხილვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა აღნიშნული გარემოების გასარკვევად არ განხორციელებულა. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მუშაობის პერიოდში სკოლაში არ წარუდგენია უმაღლესი განათლების, არც მისი ნამდვილობის დადასტურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი და არც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატის სახით. მოსარჩელემ გათავისუფლების შემდეგ - 20-- წლის 19 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღო მისი უმაღლესი განათლების დიპლომის დადასტურება, რაც წარმოადგინა კიდეც სასამართლოში სარჩელთან ერთად.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სსიპ - ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელთნ, მა-----ა გო---ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანების თანახმად, „სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მა-----ა გო---ეს (პ/ნ 6----------) კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო 20-- წლის 15 სექტემბრიდან შეუწყდა 2016 წლის 1 დეკემბერს დადებული 36 შრომითი ხელშეკრულება. საფუძველი: სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის შინაგანაწესის თავი მე-4, მე-6 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143);
- სსიპ - ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის დირექტორის, ეკ--------ა სუ----ის, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება (იხ. ს.ფ. 26).
3.2.2. სარჩელის თანახმად, სკოლის დირექტორის ბრძანების კანონიერებას მოსარჩელე ეჭქვეშ აყენებს იმ საფუძვლით, რომ დაირღვა მისი გათავისუფლების კანონიერება. კერძოდ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული „შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის წესი“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დამსაქმებელს აღნიშნული საფუძვლით (კვალიფიკაციის შეუსაბამობა) გათავისუფლებამდე იგი წერილობით უნდა გაეფრთხილებინა არანაკლებ 30 ან სამი კალენდარული დღით ადრე მაინც, რაც არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმა----ება (იხ. ს.ფ. 2-16, სხდომის ოქმი 110-118, 138-143).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმა----ებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მა-----ა გო---ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის 13-ე ნაწილი, 31-ე, 32-ე, 34-ე, 37-ე, 38-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის #84/5 ბრძანება სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყება დასრულების თარიღზე
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის ცნებას, რომლის თანახმადაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ: დამსაქმებელი, დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
ამავე კოდექსის მე-6-ე მუხლის 1 და 13 ნაწილების თანახმად შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი ითვალისწინებს ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობის ცნებას, რომლის თანახმადაც ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ამავე კოდექსის 38-ე მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, რომლის თანახმადაც დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2010 წლის 3 სექტემბერის, საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ, N 84/ნ ბრძანების თანახმად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 15 ივნისი. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს; თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდეს 15 ივნისამდე ბოლო სამუშაო დღეს. საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღი განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 24 დეკემბერს და დასრულდეს 19 იანვარს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა-----ა გო---ემ 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის (ბათ---ის ფილიალი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, რაზეც შესაბამისად გაცემული იქნა დიპლომი აუ # 02----, სარეგისტრაციო ნომრით 0--, რის შემდეგაც მა-----ა გო---ემ მუშაობა დაიწყო ხუ-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ირ-------ის საჯარო სკოლაში (რომელსაც მიენიჭა მე---- ჭე-–--ის სახელი). 2005 წლის 09 მა----ს, #40 ბრძანების თანახმად დაინიშნა მუსიკისა და ხატვის მასწავლებლად და მუშაობდა 2012 წლის 16 სექტემბრამდე. მოსარჩელემ ნი---–-----ის რაიონში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად (ბრძანება #3, 13.09.2013 წ.), სადაც მუშაობდა გათავისუფლებამდე - 20-- წლის 15 სექტემბრამდე. 2013 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელე მა-----ა გო---ესა და მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას შორის პირველად გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება #12 და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 16 სექტემბრამდე. მეორედ შრომის ხელშეკრულება # 14 მხარეებს შორის გაფორმდა 2014 წლის 15 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის სასწავლო წლის დამთავრებამდე, ე.ი. 2015 წლის 15 ივნისამდე. მესამედ შრომის ხელშეკრულება #12 მხარეებს შორის გაფორმდა 2015 წლის 14 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 სექტემბრამდე. მეოთხედ შრომის ხელშეკრულება # 6 მხარეებს შორის დაიდო 2016 წლის 01 დეკემბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 20-- წლის 15 სექტემბრამდე. ბოლო ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და სკოლის ამჟამინდელ დირექტორს - ეკ--------ა სუ----ეს შორის. რაც შეეხება პერიოდს 2016 წლის სექტემბრიდან 01 დეკემბრამდე, აღნიშნული ხელშეკრულება ვერ იქნა მოძიებული ყოფილი დირექტორის გარდაცვალების გამო, თ---ცა მხარეები სადავოდ არ ხდიან, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 2016 წლის სექტემბრიდან, ანუ სასწავლო წლის დაწყებიდან 01 დეკემბრამდეც მუშაობდა და იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება კიდეც სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშის ამონაწერიდან. მოსარჩელე მა-----ა გო---ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანების თანახმად არის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა. კვალიფიკაციის შეუსაბამობა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მხრიდან სკოლაში არ იყო წარმოდგენილი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტი და არც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატის სახით. გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია სკოლის შინაგანაწესის მე-4-ე თავის მე-6-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან ნოტარიულად დამოწმებული მისი ასლის არსებობასა და სკოლაში წარდგენას. ამდენად, გათავისუფლების საფუძვლად მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა პროცესზე მხარეებს შორის დავის საგანი აღარ გამხდარა. მოპასუხემ აღნიშნულ საფუძველზე აღარ დაამყარა თავისი პოზიცია, ხოლო მოსარჩელემ სადავოდ აღარ გახადა აღნიშნული საფუძვლის კანონიერება, რის გამოც სასამართლო განხილვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა აღნიშნული გარემოების გასარკვევად არ განხორციელებულა. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მუშაობის პერიოდში სკოლაში არ წარუდგენია უმაღლესი განათლების, არც მისი ნამდვილობის დადასტურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი და არც საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ატესტატის სახით. მოსარჩელემ გათავისუფლების შემდეგ - 20-- წლის 19 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღო მისი უმაღლესი განათლების დიპლომის დადასტურება, რაც წარმოადგინა კიდეც სასამართლოში სარჩელთან ერთად. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელესთან 2013 წლის 13 სექტემბრიდან გათავისუფლებამდე ოთხჯერ ზედიზედ დაიდო შრომის ხელშეკრულება. მართალია ყველა ხელშეკრულება იდებოდა სასწავლო წლის ვადით (სექტემბრიდან 20 მაისამდე), მაგრამ მოსარჩელე, როგორც მასწავლებელი ზაფხულის პერიოდში სექტემბრის შუა რიცხვებამდე იმყოფებოდა კუთვნილ ფასიან შვებულებაში და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა უწყვეტად და შრომითი სტაჟის წყვეტას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება პერიოდს 2016 წლის სექტემბრიდან 01 დეკემბრამდე (რა პერიოდშიც არ არსებობს შრომის ხელშეკრულება) აღნიშნული გარემოება არ უნდა იქნას განმა----ებული მოსარჩელის საზიანოდ შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდეც აგრძელებდა მუშაობას 2015 წლის ხელშეკრულების საფუძველზე და იღებდა ხელფასს. შრომითი ხელშეკრულება ამ პერიოდში არ შეწყვეტილა, ანუ სახეზე არ არის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველი - „მხარეთა წერილობითი შეთანხმება“. „თუ დასაქმებულს სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინება არ მიუღია ხელშეკრულება არ ჩაითვლება შეწყვეტილად“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მა----ის განმა----ება საქმეზე #ას-6-6-2014). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად კი ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა იგი მეორე მხარეს მოყვა“. მოცემულ შემთხვევაში, მა-----ა გო---ე 2013 წლიდან 20-- წლის 15 სექტემბრამდე უწყვეტ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან და არანაირი შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე მას არ მიუღია. ამდენად, შრომის კოდექსის 6-ე მუხლის 13-ე ნაწილის თანახმად მის მიმართ ვადიანი შრომის ხელშეკრულება ორჯერ და მეტჯერ თანმიმდევრობით იდებოდა და მათი ხანგრძლივობა აღემატებოდა 30 თვეს, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ მასთან დადებულია უვადო შრომის ხელშეკრულება, შესაბამისად, დამსაქმებელმა დაარღვია შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, კერძოდ ამ მუხლის პირველი და მე-2-ე ნაწილებით გათვალისწინებული წესი და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ისე გაათავისუფლა მოსარჩელე, რომ არც სამი დღით და არც 30 დღით ადრე წერილობით არ გაუფრთხილებია იგი და მოსარჩელეს არც ამ მუხლით განსაზღვრული კომპენსაცია არ მიუღია. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 50-54-ე მუხლების თანახმად გამოვლენილი ნება ბათილად უნდა ჩაითვალოს. ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს კი წარმოადგენს ის, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად „დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომის ხელშეკრულება ან უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელის საშუალო თვიური ანაზღაურება შეადგენდა 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარს. შესაბამისად მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური გათავისუფლებიდან, ანუ 20-- წლის 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება მოთხოვნას ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,007 %-ის გადახდას, ასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განმა----ების თანახმად #ას-268-255-2016 საქმეზე, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობის იმ სფეროზე, როცა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება. დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს 0.07%-ის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მხარეს (დასაქმებულს, დაზარალებულს) შრომის კოდექსის 31.3 მუხლით აღძრული სარჩელი დაუკმაყოფილდეს, შემდეგი პირობები უნდა არსებობდეს: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა შეწყვეტილიყო; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდდღიან ვადას (შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არა----არ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ ნორმის იმ დანაწესს, რომელიც ადგენს, რომ მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს მათი შეფასების ერთობლიობაზე. ყოველი მტკიცებულების ცალ-ცალკე შეფასებით ერთობლივად ფასდება წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ხელს უწყობს მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას.
მითითებული ნორმის შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ცალ-ცალკე და ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად უნდა იქნას ცნობილი, სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელთან მა-----ა გო---ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება და მა-----ა გო---ე აღდგენილი იქნას პირვანდელ თანამდებობაზე - დაწყებითი კლასების მასწავლებლად; მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 20-- წლის 15 სექტემბრიდან იძულებითი განაცდურის 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟში, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მა-----ა გო---ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოპასუხე მხარეც.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა-----ა გო---ის (პ/ნ 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი, სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელთან მა-----ა გო---ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, 20-- წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება და მა-----ა გო---ე აღდგენილი იქნას პირვანდელ თანამდებობაზე - დაწყებითი კლასების მასწავლებლად;
3. მოპასუხე სსიპ ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გო----–---კის #3 საჯარო სკოლას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 20-- წლის 15 სექტემბრიდან იძულებითი განაცდურის 516 (ხუთას თექვსმეტი) ლარის გადახდა ყოველთვიურად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე