გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2018
საქმის ნომერი
020210017002229609
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210017002229609 (2/2360-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - გო------------ნი

წარმომადგენელი - პა----------ძე

 

მოპასუხე - სსიპ ე---------–-------------------ო

წარმომადგენლები: ანნ---–--------ია, თა--------------ია

 

დავის საგანი: შ-------------––-------–-----–-–--------–------------------------–----–-----------------–------------------–-----------–------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.გო------------ნთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ე---------–-------------------ოს 20---–-–-------------ოს №12---კ ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2.გო------------ნის აღდგენა სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–-------ო სვა-----------------------------------------------დებობაზე;

 

1.3.მოპასუხე სსიპ ე---------–-------------------ოსათვის მოსარჩელე გო------------ნის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის - 1--- ლარის ყოველთვიურად ანაზღაურების დაკისრება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (14.08.2--- წლიდან) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 19.03.2----–-–--------------–------------------ი).

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.სსიპ ე---------–-------------------ოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ირ---–-----------ის 201--–-–------------------ს №1----კ ბრძანებით გო------------ნი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე---------–-------------------ოს სა------ლ----------------------------------------------------------აზე 201--–-–---------------------ნ განუსაზღვრელი ვადით. მისი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრა 1--- ლარის ოდენობით, ხოლო უფლება-მოვალეობები სსიპ ე---------–-------------------ოს დებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-19.10.2--- წლის ბრძანება (ს.ფ. 58);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.1.2.სსიპ ე---------–-------------------ოს სა------ლ----------------------------------------------------------აზე მუშაობის პერიოდში გო------------ნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-11.08.2--- წლის №---------ვნა (ს.ფ. 20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–------------------–-–--------------–--------------------

 

3.1.3.სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–------------------------------ში სამუშაო დღის განმავლობაში შედიოდა ათეულობით წერილი, რაზეც პასუხის გაცემა უწევდა მოსარჩელე გო------------ნს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-19.07.2--- წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 95);

-მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 182, 186);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–------------------------------ის უფ------დ მუშაობის პერიოდში გო------------ნმა აგრეთვე განახორციელა შედეგი ღონისძიებები:

 

-მოხსნებითი ბარათებით აბარებდა საქმიანობის ანგარიშს სა------------------სს და ითხოვდა სა-------–---------------------------------------ის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სპე–---–-------ს მი--–---ს სალიცენზიო ფართობების გადაბარებისა და სოციალური ტყ------ს გამოყოფის სამუშაოებთან დაკავშირებით;

 

-იწვევდა სხდომებს სა----ო სამსახურის შემადგენლობასთან სა-------–----------------------------ში არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად, რა დროსაც მისი მხრიდან ხდებოდა დავალებებისა და მითითებების გაცემა სა------------ს უფროსებისადმი;

 

-სხდომაზე მისი თავმჯდომარეობით გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად იქმნებოდა ინსპექტირების ჯგუფები და წყდებოდა სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი სხვა საკითხები;

 

-სა----ო უბნებში, მათ შორის, მა-------–-ს სა------------ში გასატარებელი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ტარდებოდა სხდომები;

 

-მოსარჩელე მა-------–-ს სა------------ს უფროსისაგან (ფრ--------------ასაგან) იღებდა სახელმწიფო ტყ-------------------ე ტყ------ს შემოწმებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საველე აქტებს, ახსნა-განმარტებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს აგზავნიდა სასამართლოში;

 

-იღებდა მა-------–-ს უბანში უკანონოდ მოჭრილი ხ------ს აღრიცხვისა და ზიანის გაანგარიშების უწყისებს;

 

-ამუშავებდა ინფორმაციას სა-------–---------------------------------------ის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ, ასევე ინფორმაციას სა-------–----------------------------ში ხ------ს დამზადებაზე გაცემული ლიცენზიის შესახებ;

 

-თავად ათვალიერებდა სა------------ს ტერიტორიებს და უშუალოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტს;

 

-ხ------ს დამზადების სამუშაოების განხორციელებისათვის არაერთგზის დააყენა მოთხოვნა თანამშრომლების, მათ შორის, ტყის მცველების დამატების თაობაზე, რაც სააგენტოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-11.08.2--- წლის №---------ვნა (ს.ფ. 20);

-დოკუმენტაცია მოსარჩელის საქმიანობის შესახებ (ს.ფ. 154-273);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.2.სა-------–---------------------------------------ის უფროსმა გო------------ნმა 2016 წლის 21 ოქტომბრის მოხსენებით ბარათით სსიპ ე---------–-------------------ოს უფროსს აცნობა, რომ იგი იმყოფებოდა მა-------–-ს სა------------ში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დათვალიერებისა და მოსახლეობაზე საშეშე მერქნის გაცემის პროცესის ადგილზე დასწრების მიზნით, რა დროსაც სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაფიქსირებულ იქნა სხვადასხვა სახის სამართალდარღვევები.

 

იმ მოტივით, რომ სა-------–---------------------------------------ის თანამშრომლების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება და მა-------–-ს სა------------ს ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ საკუთარი ძალებით შეუძლებელი იყო უკანონო ჭრებისა და სხვა სახის სამართალდარღვევების დროული შესწავლა-გამოვლენა, გო------------ნმა მოითხოვა სააგენტოს შესაბამისი სპე–---–-------ს დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-21.10.---- წლის მოხსენებით ბარათი (ს.ფ. 87);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.3. 21.10.---- წლის მოხსენებითი ბარათისა და სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–------------------------------ის მა-------–-ს სა------------ს ტყის დაცვის მდგომარეობის შესწავლისა და სოციალური ტყეკაფების შერჩევით შემოწმების მიზნით სამუშაო ჯგუფის (კომისიის) შექმნის შესახებ სსიპ ე---------–-------------------ოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2----–-–------------------ს №3---ს ბრძანების საფუძველზე, სსიპ ე---------–-------------------ოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ 2--- წლის 11---------------მზადდა №---------ვნა, რომლითაც შიდა კონტროლის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია სა-------–---------------------------------------ის უფროსის გო------------ნის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

დასკვნაში მიეთითა, რომ 20---–-–-------------------------------------------–ით შიდა კონტროლის დეპარტამენტის (2--- წლის პირველი იანვრიდან შოდა კონტროლის სამსახური) თანამშრომლების მიერ სა-------–---------------------------------------ის მართვას დაქვემდებარებული მა-------–-ს (2--- წლის პირველი იანვრიდან კო-–----ი-მა-------–-) სა------------ში შერჩევითი წესით შემოწმებულ იქნა ტყის დაცვისა და სოციალური ჭრის ტყ------ს მდგომარეობა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ, თოვლის მაღალი საფარის გამო მითითებულ პერიოდში (20---–-–-------------------------------------------–ით) მა-------–-ს სა----ო უბნის 8----–---–--დან მოხერხდა მხოლოდ 6----–---–--ს (მათ-–-------------–---–------–--–---რივ) შემოწმება, ხოლო ლე-------ს სამცველოს პ------–-----------------–---–-----ს შემოწმება საერთოდ ვერ მოხერხდა.

 

2--- წლის 2--------------------–-----–---------------------ათვლით შერჩევითი წესით შემოწმებული იქნა სა-------–---------------------------------------ის კო-–----ი-მა-------–-ს (რომლის შემადგენლობაშიც 2--- წლის პირველი იანვრიდან შევიდა მა-------–-ს სა------------ი) სა------------ს №17 (ლე------- - ყოფ--–--------–--ლო), №18 (ლე------- - ყ------–--------–---–--------------------–--------–---–-------------–-ს და სალ-----ს სა----ო) სამცველოები, მაგრამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (წვიმა, ადიდებული მდინარეები, უგზოობა), ბრძანებით განსაზღვრული სამუშაოების სრულად ჩატარება ვერც ამჯერად განხორციელდა.

 

დასკვნის თანახმად, საბოლოოდ სა-–---–----–ი შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა სოციალური ჭრის ტყეკაფების არასწორად გამოყოფის, ხ------ს უკანონო ჭრის და ასევე სა----ო-სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანის ფაქტები, რამაც ჯამში გარემოზე ზიანის სახით ჯამში შეადგინა 986 299,55 ლარი.

 

დადგენილია, რომ ზოგადად კო-–----ი-მა-------–-ს უბანში ხ------ს უკანონო ჭრის ფაქტებს ადგილი ჰქონდა, თუმცა დასკვნაში მითითებული კონკრეტული გარემოებები დარღვევების შესახებ, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-21.10.---- წლის მოხსენებით ბარათი (ს.ფ. 87);

-28.10.---- წლის ბრძანება (ს.ფ. 59);

-11.08.2--- წლის №---------ვნა (ს.ფ. 20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.4. 2016 წლის 21 ნოემბერს სა-------–---------------------------------------ის მა-------–-ს სა------------ს უფროსის ფრ--------------ას მიერ 20---–-–-------------------------------------------–ის მა-------–-ს სა------------ში ჩატარებული შემოწმების შესახებ შედგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც ფრ--------------ამ განმარტა, რომ ტყ------ დიდი მანძილით არის დაშორებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილიდან და მოსახლეობისაგან ხდება მათთვის მისადგომ ადგილებში ხ------ს უკანონოდ ჭრა. ტყის მცველები ძირითადად დაკავებული არიან ტყეკაფებიდან ხ------ს გაცემით და დრო არ რჩებათ გააკონტროლონ მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორია. ამასთან, ფრ--------------ამ მიუთითა მასზედ, რომ ტყის მცველებზე ჩაბარებულია დიდი ფართობი.

 

დადგენილია, რომ მა-------–-ს უბანში დაფიქსირებული დარღვევები საფუძვლად დაედო ფრ--------------ას თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის შემდგომაც კო-–----ი-მა-------–-ს სა------------ს უფ------დ 2--- წლის 03 იანვრიდან მუშაობს ნი----–----------ლია, რომელმაც შიდა კონტროლის სამსახურს განუმარტა, რომ მის მიერ უგზოობის გამო ვერ მოახერხა სა-–---–----–ი შესვლა და უკანონოდ მოჭრილი ხ------ს აღრიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-21.11.---- წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 217);

-11.08.2--- წლის №---------ვნა (ს.ფ. 25);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.5. 2--- წლის 19 ივლისს სა-------–---------------------------------------ის უფროსის გო------------ნის მიერ კო-–----ი-მა-------–-ს სა------------ში ჩატარებული შემოწმების შესახებ შედგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც მან აღნიშნა, რომ მას მასშტაბური დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია სა------------ს ყოფილი უფროსისაგან - ფრ--------------ასაგან. გარდა ამისა, ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ გო------------ნი პერიოდულად ახდენდა ტყის ფონდის ტერიტორიის შემოვლას, თუმცა მის მიერ კუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანით სიღრმეში შესვლა ვერ მოხერხდა გზის რელიეფიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-19.07.2--- წლის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 96);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

3.2.6.შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2--- წლის №1-------------------–- დასკვნის საფუძველზე, სსიპ ე---------–-------------------ოს უფროსის მიერ 20---–-–-------------ოს მიღებულ იქნა №12---კ ბრძანება, რომლითაც გო------------ნთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა 20---–-–-------------ოდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან მიმართებაში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგო და შესაბამისად, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-11.08.2--- წლის №---------ვნა (ს.ფ. 20);

-სადავო ბრძანება (ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ-------------–-–--------------–------------------).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია; კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს დებულება.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს გააჩნია რამდენიმე მოთხოვნა, მიზანშეწონილია, რომ სასამართლოს მიერ ისინი სამართლებრივი თვალსაზრისით განხილულ იქნეს სადავო მოვლენათა თანმიმდევრულობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს ნორმა ადგენს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე და სამართლიან სასამართლოზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დარღვეულია მისი კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლება და აღნიშნული ნორმის თანახმად, მომართა სასამართლოს.

 

ქვეყნის უზენაესი კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია შრომის უფლება, რაც ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რამდენადაც იგი ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი). აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება სოციალური უფლებაა, იგი აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. აღნიშნული უფლების ერთ-ერთი გამოხატულებაა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში დასაქმება, დასაქმებულისათვის სამართლიანი პირობების შემქნა, ანაზღაურების მიღება და ა.შ. შრომითი ურთიერთობის კიდევ უფრო სიღრმისეული შეფასების კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუ–---------------–---------–-–---------------–---------------წყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ხოლო 2----–-–----------------------------------–-------–---------------------–---------------–ომ აღნიშნა, რომ შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები.

 

კონსტიტუციის თანახმად, შრომის უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვრება ორგანული კანონით. სახელდობრ, შრომის თავისუფლების პრინციპები (შრომითი და თანმდევი ურთიერთობები), რომლებიც განმტკიცებულია კონსტიტუციით, ასახულია და მოწესრიგებულია ორგანულ კანონში – საქართველოს შრომის კოდექსში.

 

მითითებული ნორმატიული ატის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ 20---–-–-------------ოს №12---კ ბრძანებას, რასაც მოპასუხემ სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

რამდენადაც გო------------ნის გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო სსიპ ე---------–-------------------ოს შიდა კონტროლის სამსახურის 11.08.2--- წლის №---------ვნა, დასადგენია დასტურდება თუ არა დასკვნაში მოყვანილი გარემოებები უტყუარი მტკიცებულებებით, რაც მოგვცემს იმ გარემოების გარკვევის შესაძლებლობას, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მხრიდან მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულების უხეშ დარღვევას.

 

6.2.მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასკვნაში აღწერილი ინფორმაცია მასშტაბური დარღვევების შესახებ არარსებულ ფაქტებს ემყარება, დასკვნაში მითითებული გარემოება მასზედ, რომ გო------------ნი არ ახდენდა დარღვევებზე რეაგირებას და სააგენტოს ინფორმირებას, მოსარჩელის მოსაზრებით არ არის სწორი, რასაც არ იზიარებს მოპასუხე და მიიჩნევს, რომ დასკვნაში მოცემულია მოსარჩელის უხეში დარღვევის ფაქტები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ №---------ვნის თანახმად, სადავო საკითხი ეხება კო-–----ი-მა-------–-ს უბანში სოციალური ჭრის ტყეკაფების არასწორად გამოყოფას, ხ------ს უკანონო ჭრას და ასევე სა----ო-სამეურნეო გზების უნებართვოდ გაყვანას, აუცილებელია მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციების შესწავლა და მათი კავშირის ანალიზი დასკვნაში ასახულ პრობლემურ საკითხებთან.

 

აღსანიშნავია, რომ სა-------–------------------------------ის ორგანიზაციისა და მართვის წესი რეგლამენტირებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს დებულების’’ (ძალადაკარგულია 2--- წლის 1 იანვრიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 12/26/2016 №50 ბრძანებით) მე-4 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, გო------------ნს, როგორც სამსახურის უფროსს განესაზღვრა შემდეგი უფლება-მოვალეობა:

 

-ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

 

-პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

 

-თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

 

-სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

 

-კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სა----ო სამსახურში მომზადებულ სასამართლო საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს. ამზადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობების პროექტებს;

 

-შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

 

-აბარებს სა------------------სს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს.

 

გო------------ნისათვის, როგორც სამსახურის უფროსისათვის, ანალოგიური ფუნქციები იქნა დადგენილი 2--- წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული და გარემოსა და ბუნებრივი რესურსებ------–---------------------------------------------------–-ბული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ე---------–-------------------ოს დებულების მე-4 მუხლით.

 

დადგენილია, რომ გო------------ნი სა------ლ----------------------------------------------------------აზე მუშაობდა 201--–-–---------------------ნ 20---–-–-------------ომდე და ამ პერიოდის განმავლობაში, მის მიმართ არცერთხელ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ზომა. ამასთან, როდესაც მოპასუხის მხრიდან საუბარია მოსარჩელის უმოქმედობაზე, ყურადღება უნდა მიექცეს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებითა და საქმის მასალებით, ასევე რიგ შემთხვევაში, თავად მოპასუხე მხარის აღიარებით დადგენილ იმ გარემოებებს, რომ გო------------ნი მოხსნებითი ბარათებით აბარებდა საქმიანობის ანგარიშს სა------------------სს და ითხოვდა სა-------–---------------------------------------ის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე სპე–---–-------ს მი--–---ს სალიცენზიო ფართობების გადაბარებისა და სოციალური ტყ------ს გამოყოფის სამუშაოებთან დაკავშირებით; იწვევდა სხდომებს სა----ო სამსახურის შემადგენლობასთან სა-------–----------------------------ში არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად, რა დროსაც მისი მხრიდან ხდებოდა დავალებებისა და მითითებების გაცემა სა------------ს უფროსებისადმი; სხდომაზე მისი თავმჯდომარეობით გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად იქმნებოდა ინსპექტირების ჯგუფები და წყდებოდა სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი სხვა საკითხები; სა----ო უბნებში, მათ შორის, მა-------–-ს სა------------ში გასატარებელი და გატარებული ღონისძიებების შესახებ ტარდებოდა სხდომები; მოსარჩელე მა-------–-ს სა------------ს უფროსისაგან (ფრ--------------ასაგან) იღებდა სახელმწიფო ტყ-------------------ე ტყ------ს შემოწმებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საველე აქტებს, ახსნა-განმარტებას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს აგზავნიდა სასამართლოში; იღებდა მა-------–-ს უბანში უკანონოდ მოჭრილი ხ------ს აღრიცხვისა და ზიანის გაანგარიშების უწყისებს; ამუშავებდა ინფორმაციას სა-------–---------------------------------------ის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ, ასევე ინფორმაციას სა-------–----------------------------ში ხ------ს დამზადებაზე გაცემული ლიცენზიის შესახებ; თავად ათვალიერებდა სა------------ს ტერიტორიებს და უშუალოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის გამოვლენის ფაქტს, რაც დასტურდება როგორც გო------------ნის 21.04.---- წლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, ისე №---------ვნითა და მოპასუხე მხარის პოზიციის ერთობლიობით.

 

სამსახურებრივი აქტივობის თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ თავად მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ტერიტორიის - მა-------–-ს სა------------ში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის (შემდგომში კო-–----ი-მა-------–-ს სა------------ს ტერიტორია) შემოწმება 21.10.---- წლის მოხსენებითი ბარათით, რომლითაც განმარტა, რომ საკუთარი ძალებით სამსახურს არ შეუძლია ტერიტორიის შემოწმება იმ მიზეზით, რომ სა-------–---------------------------------------ის თანამშრომლების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება და შესამოწმებელი ტერიტორია იყო მოცულობითი. ანალოგიურ პრობლემებზე მიუთითებდა სა-------–---------------------------------------ის მა-------–-ს სა------------ს ყოფილი უფროსი ფრ--------------ა 21.11.---- წელს წერილობით ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გო------------ნმა 16.04.2----–-–-ს სხდომაზეც დაადასტურა სამსახურებრივი რესურსის დეფიციტი, ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ მის მიერ ხ------ს დამზადების სამუშაოების განხორციელებისათვის სააგენტოს მიმართ არაერთგზის იქნა დაყენებული მოთხოვნა თანამშრომლების, მათ შორის, ტყის მცველების დამატების თაობაზე, რაც სსიპ ე---------–-------------------ოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

გო------------ნმა, როგორც 19.07.2--- წლის წერილობით ახსნა-განმარტებაში, ისე სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ სამუშაო დღის პერიოდში სა----ო სამსახურში შედიოდა მრავალი წერილი, რაზეც უნდა გაეცა პასუხი. ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს და ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათებით (იხ. 14.12.2--- წლის №27----20 და 20.01.2--- წლის №128---3 მოხსენებითი ბარათები, ს.ფ. 179-186).

 

მოსარჩელის მიერ განიმარტა ისიც, რომ სა----ო სამსახურს ჰყავდა ავტომანქანა ,,პი---ი’’, რომლითაც სადავო ტერიტორიაზე ასვლა შეუძლებელი იყო გარემო პირობების გამო. მოსარჩელემ 16.04.2----–-–--------------–ოს სხდომაზე მიუთითა, რომ შიდა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებს სადავო ტერიტორიის შესამოწმებლად დაჭირდათ მაღალი გამავლობის ავტომობილი (უ----–ი). მსგავს ფაქტზე მიუთითებს კო-–----ი-მა-------–-ს სა------------ს უფროსი ნი----–----------ლია, როდესაც განმარტავს, რომ უგზოობის გამო ვერ ახერხებდა სა-–---–----–ი შესვლას. აღნიშნულ გარემოებათა დასტურია ასევე №---------ვნაც, რომლითაც ირკვევა, რომ შოდა კონტროლის სამსახურს დასჭირდე რამდენიმე თვიანი დიდი ძალისხმევა კო-–----ი-მა-------–-ს უბნის შესამოწმებლად.

 

6.3.სასამართლოს მიაჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მართებულად მიღების ფაქტი უნდა ამტკიცოს დამქირავებელმა. ამ კუთხით, ყურადსაღებისა სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რაც გულისხმობს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომით ურთიერთობებში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ და შრომითი პირობების დამრღვევ მოქმედებებს (იხ. საკასაციო სასამართლოს 24.0-.2----–-–-------------------------------------------------------------------------------urt.ge).

 

მხარის მტკიცების ტვირთის შესახებ სამართლებრივ დებულებას ვხვდებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ნორმის ნორმატიული შინაარსის სადავო სამართლებრივ სივრცეში გადატანით, ცალსახაა, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილების (ბრძანების) გასაჩივრებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, დამსაქმებელი დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაასაბუთოს ის გარემოება, რომ ერთი მხრივ, დასაქმებულის მიერ უხეში დარღვევის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ ის გარემოებები, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გარდა სხვა ალტერნატივა მას არ გააჩნდა ანუ ვინაიდან ნდობა არ არსებობდა დასაქმებულის მიმართ, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დამსაქმებლისათვის სასარგებლო შედეგის მომტანი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო შებოჭილია მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებით, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის უფლებამოსილი გასცდეს სარჩელისა თუ შესაგებლის, ასევე მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებით დაფიქსირებული გარემოებების ფარგლებს. კონკრეტულ ვითარებაში, მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე შეეცადა დაემტკიცებინა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის დარღვევის ფაქტი, რაც მისი განმარტებით გამოიხატა მოსარჩელის უმოქმედობითა და ამის შედეგად დასკვნაში ასახული გარემოზე მიყენებული ზიანის სახით.

 

ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე არ უარყოფს კო-–----ი-მა-------–-ს უბნის ტერიტორიაზე ხ------ს უკანონოდ ჭრის ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ანალოგიური შემთხვევები ხდება ყველგან, მაგრამ არ ეთანხმება დასკვნაში მითითებული დარღვევების მასშტაბებს, ასევე, სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ დარღვევები დაფიქსირებულია მისი მუშაობის პერიოდში.

 

იმ პირობებში, როდესაც №---------ვნა არ ეფუძნება უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის მიერ ზემოთ მითითებული პოზიციის უარყოფის საფუძველი არ არსებობს. №---------ვნა არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებულ სტანდარტს მასზედ, რომ გარემოებები დადგინდეს რელევანტური და ეჭვგარეშე ხასიათის მქონე მტკიცებულებებით. დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სავსებით შესაძლებელი იყო მოპასუხეს წარმოედგინა: სადავო ტერიტორიის საველე/დათვალიერების აქტები; ზიანის გაანგარიშების უწყისები, რომლითაც განისაზღვრებოდა მოჭრილი ხ------ს სახეები, ხარისხი (საშეშე/სამასალე), რაოდენობა, ღირებულება და ასევე ზიანის ოდენობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილების შესაბამისად; ექსპერტიზის დასკვნა ხ------ს მოჭრის ხანდაზმულობის შესახებ; მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ როდის იქნა გაყვანილი დასკვნაში მითითებული გზები, რამდენადაც მოსარჩელისათვის არსებული ინფორმაციით, სადავო ტერიტორიაზე გზების გაყვანა განხორციელდა კომუნისტების მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, გასაზიარებელია მოსარჩელის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რეალურად სადავო ტერიტორიაზე მოხდა ახალი გზების უკანონოდ გაჭრა, თუ დასკვნაში აისახა წარსულში გაყვანილი გზები, ეს საკითხი მოპასუხეს არ შეუსწავლია.

 

ამრიგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის დასაბუთებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ დასკვნაში ასახულია სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებელი გარემოებები.

 

6.4.საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამ ნორმას სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით შინაარსობრივად ავსებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენა, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. მართალია, შრომითი ურთიერთობის წარმოშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის, რამდენადაც დასაქმებული დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანუ მოსამსახურე დამოკიდებული ხდება დამქირავებელზე, რაც იწვევს რისკებს შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში დამსაქმებლის მხრიდან სამართლიანი ბალანსის დარღვევის კუთხით. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება კეთილსინდისიერების პრინციპი.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2. და 6.3. პუნქტებში მითითებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან უხეშ დარღვევის ფაქტი საქმის განხილვით არ დასტურდება, რის გამოც №---------ვნის საფუძველზე მიღებული №12---კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ბათილია.

 

გარდა ამისა, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუნდაც გარკვეულწილად დადასტურებულიყო მოსარჩელის ბრალეულობა დასკვნაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ გო------------ნს არასოდეს დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია მისი, როგორც სამსახურის უფროსის აქტივობა და დატვირთულობა სამსახურებრივ პროცესში, სამსახურში არსებობდა კადრების დეფიციტი, სადავო ტერიტორია რთულად მისაწვდომია, შრომის სამართალში დამკვიდრებული “Ultima Ratio“-ს პრინციპიდან გამომდინარე (რაც ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას) გაუმართლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიმართ პირდაპირ უმკაცრესი ზომის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.

 

უფრო მეტიც, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს დებულების’’ მე-5 მუხლის მიხედვით, სა------------ს უფროსს ევალებოდა ხელმძღვანელობის განხორციელება დაქვემდებარებული ტყის მცველების საქმიანობაზე, მათთვის მითითებებისა და დავალებების მიცემა; თვალყურის დევნება ტყის მცველების სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; სა----ო სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის წარდგენა გაწეული მუშაობის შესახებ; ეკისრებოდა პასუხისმგებლობა დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ეკისრებოდა სა------------ს ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის განხორციელება. სა----ო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ასევე, უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა.

 

ცნობილია, რომ დასკვნაში ასახული დარღვევა საფუძვლად დაედო მა-------–-ს სა------------ს უფროსის - ფრ--------------ას სამსახურიდან გათავისუფლებას და ამ თანამდებობაზე შემდგომში ნი----–----------ლიას გამწესებას. ასეთ ვითარებაში, გო------------ნის მიმართ უმკაცრესი დისციპლინური ღონისძიების - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება, მიანიშნებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მე--------სა (ხელმძღვანელის) და მასზე დაქვემდებარებული პირის მიმართ კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოყენებაზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით გაუმართლებელი ქმედებაა.

 

აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია სა---------–--------------------------–---------–-–---------------------------------------–-------–------ან, რომლითაც განიმარტა შემდეგი: ,,ის გარემოება, რომ ლ. კ-ე (მოსარჩელე) აღჭურვილი იყო მე--------ს უფლებამოსილებით, რაც მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფასა და ყოველდღიური კონტროლის, პერსონალის ორგანიზაციულ მართვასა და სხვა ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფას აკისრებდა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს საფუძველს, დასაქმებულის მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში, სახდელის სახით პირდაპირ უმკაცრესი ზომა - „დათხოვნა“ ყოფილიყო გამოყენებული’’. ,,მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ლ. კ-ის (მე--------ს) მხრიდან მკაცრად იყვნენ თანამშრომლები გართხილებული სასადილოდან კვების პროდუქტებისა და მზა საჭმლის ნარჩენების გატანის აკრძალვის თაობაზე, რაც მათი მხრიდან ხელმოწერებითაა დადასტურებული. შესაბამისად, ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან დასახელებული პროდუქტების გატანისათვის ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის გამოყენება, საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია და განმარტა, რომ თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად შედის კომპანიასთან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში და კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზეც ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი’’.

 

6.5.სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მისწრაფებაა ქვეყანაში საერთაშორისო პრინციპების დამკვიდრება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილედ სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო - სასამართლო გვევლინება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო აქტების გამოყენებას, რაც ეხარება სახელმწიფო ორგანოებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით. ამ მიმართულებით აღნიშვნის ღირსია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, რომელიც არის ორმხრივი გარიგება და რომლითაც ურთიერთობის სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ ერთი მხრივ, დამსაქმებელი (საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია) და მეორე მხრივ, დასაქმებული (შემსრულებელი მუშაკი). ხელშეკრულებით დამსაქმებელი კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს მუშაკის სათანადო პირობები და გადაუხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით ხელფასი, დასაქმებული კი დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ამდენად, გონივრული დაკვირვების შედეგად, შრომითი ხელშეკრულება ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა და მას სხვა კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სოციალურ გარემოს, რამდენად ევროპის სოციალური ქარტია (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N 1876 – რს დადგენილებით) სოციალურ საკითხად განიხილავს შრომითი ურთიერთობებს. მაშასადამე, შრომის უფლება სოციალური უფლებაა, რაც ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან არის დაკავშირებული, მისი რეალიზაცია აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი შესაძლოა პირი დარჩეს უმუშევარი, რაც მას აყენებს გარკვეული საფრთხეებისა თუ რისკ-ფაქტორების წინაშე. ამაზე მეტყველებს სხვა საერთაშორისო აქტებიც. კერძოდ, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით), კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 16 მაისის №235 დადგენილებით) და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1994 წლის 25 იანვარს).

 

საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

დასაქმების პოლიტიკის შესახებ კონვენციით ხელშემკვრელი მხარეების მიერ მხედველობაში იქნა რა მიღებული დეკლარაციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, პირველი მუხლით დაადგინეს, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების, ცხოვრების დონის ამაღლების, სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სტიმულირების, აგრეთვე უმუშევრობისა და არასრული დასაქმების ლიკვიდაციის მიზნით, ორგანიზაციის ყოველი წევრი (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო) მთავარ მიზნად აცხადებს და ახორციელებს ისეთ აქტიურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სრული, პროდუქტიული და თავისუფლად არსებული დასაქმებისათვის ხელშეწყობისაკენ.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

ამდენად, უსაფუძვლოდ გათავისუფლება სამსახურიდან, იწვევდეს კანონიერ ინტერესს დასაქმებულში აღიდგინოს დარღვეული შრომის უფლებები სამსახურში აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაყენებით და მისი სამართლიანი დაკმაყოფილებით, რამდენადაც მუშაკი რჩება კანონიერი საფუძვლის გარეშე უმუშევარი, რითაც ბუნებრივია ადგება ზიანი. ეს უკანასკნელი ფაქტი კი გამოიხატება იმაში, რომ მუშაკი დამსაქმებლის ბრალით ვერ იღებს ხელფასს, რის გამოც მის მიერ ხდება განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენებაც.

 

მითითებული მსჯელობის გამომხატველია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლითაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. საკასაციო სასამართლოს 29.01.2----–-–--------------------------------------------------------------------------------------------

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად არ გამოკვეთილა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 20---–-–-------------ოს ბრძანების, როგორც ბათილი გარიგების არსებობის პირობებში მოსარჩელის შრომის უფლებების დარღვევის ფაქტი, მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის წარმოშობს თანმდევ შედეგს - ვალდებულებას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელე აღადგინოს სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–-------ო სვა-----------------------------------------------დებობაზე და მოსარჩელეს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან - 20---–-–-------------ოდან წინამდებარე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილია პროცესის ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 1500 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რის შესახებაც საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი. ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე - 1500 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.მოსარჩელე გო------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ე---------–-------------------ოს 20---–-–-------------ოს №12---კ ბრძანება გო------------ნთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

 

3.გო------------ნი აღდგენილ იქნეს სსიპ ე---------–-------------------ოს სა-------–-------ო სვა-----------------------------------------------დებობაზე;

 

4.მოპასუხე სსიპ ე---------–-------------------ოს მოსარჩელე გო------------ნის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის - 1--- ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (14.08.2--- წლიდან) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

5.მოპასუხე სსიპ ე---------–-------------------ოს მოსარჩელე გო------------ნის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 1500 ლარის ანაზღაურება;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა