განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
330100117002236945
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----17

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზუ------–-----ა

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლე------------–-–---–ი

 

ბრალდებული - ზუ------------ე, დაბადებული - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ------–-------------------------–------------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------------------------------; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, ზუ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, ზუ------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე. ვინაიდან ზუ------------ე სასჯელს იხდიდა 2----–-–------------------, იგი განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იმავე დღეს, 2----–-–-----------. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ზუ------------ე წარმოადგენდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევ პირს.

 

1.2. მიუხედავად ამისა, ზუ------------ემ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, 2----–-–--------------–-, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ იქნა ტა-----–----------ი. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა რა ზუ------------ისთვის, სხვა პირებთან ერთად განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტა-----–----------ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ზუ------------ე, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით, ტა-----–----------ის მამას, ნუ-----------------ს და ძმას, ტო--------------ს გაეცნო, როგორც პროკუ---ტურის მუშაკი და დაჰპირდა დახმარებას ტა-----–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით. სანაცვლოდ საქართველოს პროკუ---ტურის მაღალი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოითხოვა თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსალოდნელი ჯარიმის გადასახდელად - 10 000 (ათი ათასი) ლარი. ტა-----–----------ის ძმამ ტო--------------მა ზემოაღნიშნული თანხები 2014 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეებში, სრულად გადასცა ზუ------------ეს, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით და თანდასწრებით, რასაც იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვა პირებთან ერთად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ტო--------------ს მიადგა 10 000 (ათი ათასი) ლარისა და 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 17 489 (ჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა) ლარის ზიანი. საერთო ჯამში ზიანის ოდენობამ შეადგინა 27 489 (ოცდაშვიდი ათას ოთახს ოთხმოცდაცხრა) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

1.3. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ზუ------------ეს ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, ზუ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, ზუ------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებასა და 2----–-–--------------- განაჩენში შევიდა ცვლილება და ზუ------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ა და 2----–-–--------------- განაჩენებით, საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც იმ მომენტისთვის მოხდილი ჰქონდა.

 

2.2. მიუხედავად აღნიშნულისა, ზუ------------ემ კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, 2----–-–--------------–-, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ იქნა ტა-----–----------ი. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა რა ზუ------------ისთვის, სხვა პირებთან ერთად განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტა-----–----------ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში ზუ------------ე, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით, ტა-----–----------ის მამას, ნუ-----------------ს და ძმას, ტო--------------ს გაეცნო, როგორც პროკუ---ტურის მუშაკი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით, აღნიშნული პირების მეშვეობით დაჰპირდა დახმარებას ტა-----–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში. სანაცვლოდ საქართველოს პროკუ---ტურის მაღალი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოითხოვა თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსალოდნელი ჯარიმის გადასახდელად - 10 000 (ათი ათასი) ლარი. ტა-----–----------ის ძმამ, ტო--------------მა ზემოაღნიშნული თანხები 2014 წლის სექტემბრისა და დეკემბრის თვეებში, სრულად გადასცა ზუ------------ეს, გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით და თანდასწრებით, რასაც იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვა პირებთან ერთად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ტო--------------ს მიადგა 10 000 (ათი ათასი) ლარის და 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 17 489 (ჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა) ლარის ზიანი. საერთო ჯამში ზიანის ოდენობამ შეადგინა 27 489 (ოცდაშვიდი ათას ოთახს ოთხმოცდაცხრა) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2.3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზუ------------ემ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

3.1.1. მოწმე გა-------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ტა-----–----------ის ოჯახთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. დაახლოებით 2----–--–-, ტა-----–----------ისთვის ადვოკატის მოძებნაში დახმარების მიზნით, მას დაუკავშირდნენ ტო---- და ნუ-----------------ები და შეხვედრა სთხოვეს. შეხვედრა შედგა, მ--------––- არსებულ ერთ-ერთ კაფეში, რომელსაც მოწმის გარდა ესწრებოდნენ: ტო----, ნუ-----ინ და ტა----------------ი, ის-–-------------ი და ზუ------------ე. საუბრისას მათ ზუ------------ემ უთხრა, რომ პროკუ---ტუ---ში ჰყავდა ხალხი და გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანა ოთხ თვეში. თანხის ოდენობად ზუ------------ემ მათ დაუსახელა 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი. მოწმემ დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ მან ამის შემდეგ, ეტაპობრივად გამოართვა ტა-----–----------ის ოჯახს ზუ------------ის მიერ მოთხოვნილი თანხა, რაც უკლებლივ გადასცა ამ უკანასკნელს. მოწმემ ცალსახად დაადასტუ--- ის გარემოებაც, რომ მართალია მა---------ის ოჯახში ვიზიტისას, თანხას თავად ართმევდა ტო--------------ს, თუმცა ზუ------------ე და ის-–-------------ი თან ახლდა მას. ისინი იმ მომენტში ა/მანქანაში ისხდნენ. მოწმის განმარტებით, მან არაერთხელ უთხრა ზუ------------ეს, რომ თუ ვერ ასრულებდა დანაპირებს, დაებრუნებინა მისთვის გადაცემული ფული, რაზეც ეს უკანასკნელი ჯიუტად განაგრძობდა მტკიცებას, რომ ტა-----–----------ი რამდენიმე დღეში დატოვებდა საპატიმრო დაწესებულებას. მოწმის მტკიცებით, თავად, ის-–-------------ი და ზუ------------ე დადიოდნენ ხოლმე პროკუ---ტუ---ში, სადაც შედიოდა მხოლოდ ზუ------------ე, თუმცა იქიდან გამოსული ხან არაფერს ამბობდა, ხან კი არწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ზუ---ბის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ის თავის მხრივ, აწვდიდა ტა-----–----------ის ოჯახს. მოწმემ განმარტა, რომ ტო--------------ის მიერ გადაცემული ფული „საქმის მოგვარების მიზნით“ ყოველდღიურ საჭიროებებში (ტრანსპორტირების, კვების) იხარჯებოდა.

 

3.1.2. მოწმე ის-–-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–--–- იმყოფებოდა მ--------––-, ერთ-ერთ კაფეში გა-------------------თან და ზუ------------ესთან ერთად. საუბრისას გა-------------------ს დაუკავშირდნენ მისი ნაცნობები - ტო----, ნუ-----ინ და ტა----------------ი, რომლებიც მოგვიანებით შეუერთდნენ კიდეც. ტო--------------მა მათთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ძმა ტა-----–----------ი იყო დაკავებული და მისთვის სჭირდებოდათ კვალიფიციური ადვოკატი. მოწმემ დაადასტუ---, რომ ხსენებულ პირებსა და ზუ------------ეს შორის მიდიოდა საუბარი იმაზე, თუ როგორ შეძლებდა მათ დახმარებას. შემდეგ ზუ------------ემ უთხრა, რომ მოიფიქრებდა შეეძლო თუ არა დახმარება. მოწმის განმარტებით, მას ეუბნებოდა ზუ------------ე, რომ „კარგ ადგილას“ მუშაობდა მრჩევლად. მოწმემ დაადასტუ---, თუ როგორ უთხრა ზუ------------ემ გა-------------------ს, რომ საქმის მოსაგვარებლად სჭირდებოდა ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი. გა-------------------მა თავის მხრივ, აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ გამოართვა ტო--------------ს, რაც სრულად გადასცა ზუ------------ეს, რომელიც ხშირად დადიოდა ქ. თბილისში, ო--------–-–- მდებარე პროკუ---ტურის შენობაში (თავად და გა-------------------ი ელოდებოდნენ გარეთ) და ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა უშედეგოდ. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ფულს სრულად განკარგავდა ზუ------------ე, რომელიც იხდიდა ა/მანქანის საწვავის, კვების და სხვა ხარჯებს.

 

3.1.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ტო--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ტა-----–----------ის ძმა. 2----–-–------------------ დააკავეს მისი ძმა - ტა-----–----------ი. იგი თავისი ძმისთვის ადვოკატის მოძიების მიზნით, დაუკავშირდა მის ახლობელს გა-------------------ს, რომელსაც მოგვიანებით შეხვდა მ--------––- მდებარე ერთ-ერთ კაფეში. შეხვედრაში მონაწილეობდა 6 ადამიანი: თავად, ნუ-----ინ და ტა----------------ი, გა-------------------ი, ის-–-------------ი და ზუ------------ე. სწორედ აქ გაიცნო ეს უკანასკნელი. მოწმემ დაადასტუ---, რომ შეხვედრისას გა-------------------მა მათ უთხრა, რომ ზუ------------ის ბიძაშვილი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის საქმე. შესაბამისად, შეძლებდა მათ დახმარებას შეღავათიანი თანხის გადახდით. მომდევნო დღეს მათთან მივიდა გა-------------------ი და უთხრა, რომ ამ საქმისთვის სჭირდებოდათ 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი. ამ დროს ზუ------------ე და ის-–-------------ი გა-------------------ს ელოდებოდნენ ა/მანქანაში. მოწმის განმარტებით, მან გა-------------------ს ნაწილ-ნაწილ გადაუხადა ზუ------------ის მიერ მოთხოვნილი თანხა, ამ უკანასკნელზე გადასაცემად.

 

3.1.4. მოწმე ნა----------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის ტა-----–----------ის მეგობარი. 2----–--–- ტა-----–----------ი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს, რის საფუძველზეც დღესაც იხდის სასჯელს. მოწმე გა-------------------ს, ის-–-------------ს და ზუ------------ეს იცნობს ტო--------------ისგან. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ზუ------------ე თავისი ნაცნობის დახმარებით, რომელიც მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკუ---ტუ---ში და სხვა პირების მეშვეობით, მა---------ის ოჯახს შეჰპირდა ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანას. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოითხოვა ფული - 10 000 დოლარი და 10 000 ლარი. მოწმემ ცალსახად დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ არაერთხელ შეესწრო ტო--------------ის მიერ გა-------------------ისთვის თანხის გადაცემას. ამ დროს ამ უკანასკნელს ზუ------------ე და ის-–-------------ი ყოველთვის გარეთ ელოდებოდნენ. მოწმის ინფორმაციით, ტო--------------ი ფულს იმიტომ აძლევდა გა-------------------ს, რომ ის იდგა თავდებში. მოწმის თქმით, საქმეში ზუ------------ის ჩართულობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ის, გა-------------------ი და ის-–-------------ი პროცესებზე ერთად დადიოდნენ, პარალელუ----- ამბობდნენ, რომ გაკეთდებოდა საქმე და ტა-----–ს აუცილებლად გაათავისუფლებდნენ. ამასთან, დაპირებას მარტო გა-------------------ი არ გასცემდა, აღნიშნულის განხილვა მიმდინარეობდა საერთო საუბრის დროს. მოწმემ დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ ტო--------------მა, მ--------––- მისი სახლის წინ, გადასცა ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით გა-------------------ს, ის-–-------------ს და ზუ------------ეს. აღნიშნული ფულის გადაცემას თავად მოწმეც ესწრებოდა. გადაცემული თანხიდან 2 000 აშშ დოლარი მოწმის საკუთრებას შეადგენდა. მიუხედავად დაპირებული შეღავათისა, ტა-----–----------ს სასამართლოს განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამ ფაქტის შემდეგ ზუ------------ემ თქვა, რომ წავიდოდა ო--------–-–- და მოაგვარებდა ყველაფერს. ამას ისიც დასძინა, რომ გადაცემულ თანხაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი.

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნუ-----------------ის ჩვენებით, რომელიც არის ტა-----–----------ის მამა დგინდება, რომ დაახლოებით 3 წლის და 7 თვის წინ დააკავეს მისი შვილი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი და ბრალდებულ ზუ------------ის ურთიერთობა. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად მისმა ოჯახმა მისი შვილისთვის კარგი ადვოკატის მოძიების მიზნით, მიმართა მისი დიდი ხნის ნაცნობს გა-------------------ს. შეხვედრა შედგა მ--------–-- რაიონში მდებარე ერთ-ერთ ჩაიხანაში, რომელსაც გარდა ამ ორი პირისა, ესწრებოდნენ მოწმის შვილები - ტო---- და ტა----------------ი, ზუ------------ე და ის-–-------------ი. შეხვედრისას გა-------------------მა მათ უთხრა, რომ ზუ------------ის ნათესავი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის საქმე. 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს შეეძლო მისი ციხიდან გამოყვანა. მოწმემ დაადასტუ---, რომ ამის შემდეგ, მისმა ოჯახმა ეტაპობრივად გადასცა მოთხოვნილი თანხა გა-------------------ს. კითხვაზე, თუ რატომ არ გადასცეს ფულადი თანხა თავად ზუ------------ეს, მოწმემ განმარტა, რომ მათთვის მთავარი იყო საქმე გაკეთებულიყო. ამასთან, გა-------------------ი მასთან მარტო არასოდეს მისულა, მას ზუ------------ე და ის-–-------------ი ყოველთვის თან ახლდნენ. მართალია, შვილის ციხიდან დახსნაზე მას გა-------------------ი ესაუბრებოდა, თუმცა პასუხისმგებელი ზუ------------ე იყო, რადგან გარდა გა-------------------ისა, ზუ------------ეც პირდაპირ ეუბნებოდა მას, რომ გაათავისუფლებდა მის შვილს. მოწმის განმარტებით, თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც. მოწმის თქმით, მიუხედავად მათი მხრიდან მოთხოვნის შესრულებისა (ფულადი თანხის გადაცემა), ტა-----–----------ის ციხიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ზუ------------ემ, გა-------------------მა და ის-–-------------მა მიისაკუთრეს მისი ოჯახის ფული.

 

3.1.6. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტუ--- სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - გუ-–-----------მა (ტა-----–----------ის დედამ) და დამატებით განმარტა, რომ ზუ------------ეს მასთან პირადი საუბრისას არასოდეს უარუყვია, რომ ტა-----–----------ის ოჯახის მიერ გადაცემული თანხა, გა-------------------მა გადასცა მას. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მის შვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, მათი მხრიდან გადაცემული ფულის დაბრუნების მოთხოვნაზე, ზუ------------ემ უპასუხა, რომ, თუ გა-------------------ი და ის-–-------------ი ფულს არ დაუბრუნებდნენ, თანხას გადაიხდიდა თვითონ.

 

3.1.7. მოწმის სახით დაკითხულ გა-–-----------------ას ჩვენებით დგინდება, რომ არის ტა-----–----------ის რძალი. 2----–-–--------------–- დააკავეს მისი მაზლი - ტა-----–----------ი. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო ზუ------------ე. მოწმემ დაადასტუ---, რომ ტა-----–----------ის ციხიდან დასახსნელად, მისმა ოჯახმა გა-------------------ს და ზუ------------ეს გადასცა ფულადი თანხა. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ ზუ------------ე რამდენჯერმე იყო მათთან მისული და ელაპარაკებოდა მის დედამთილსა და მამამთილს. ვინაიდან თავად არ ესმოდა მათი სასაუბრო ენა, ზუ------------ის წასვლის შემდეგ, იგი დედამთილისაგან იგებდა, თუ როგორ მოუწოდებდა ეს უკანასკნელი მათ დაწყნარებისკენ, რადგან ის როგორც პასუხისმგებელი ტა-----–----------ის გამოყვანაზე, შეასრულებდა თავის დანაპირებს.

 

3.1.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ტა-----–ის მა-------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–--–- დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მოწმემ შეიტყო, რომ ზუ------------ის მეშვეობით, პროკუ---ტუ---ს მასთან უნდა გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნულ საკითხს მოაგვარებდა ზუ------------ე თავისი ბიძაშვილის დახმარებით. აღნიშნულის სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებმა გა-------------------ს გადასცეს ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის ოდენობით. როგორც მოწმემ თავისი ძმისგან იცის, თანხის გადაცემის დროს ზუ------------ე და გა-------------------ი მასთან მიდიოდნენ ერთად, თუმცა თანხას მისი ძმა უშუალოდ ამ უკანასკნელს აძლევდა. ფულის გადაცემის ფაქტს ადასტურებდა გა-------------------იც. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ ზუ------------ე ხშირად ესწრებოდა მის მიმართ წარმართულ სასამართლო პროცესებს. განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსგან, სადაც მის ინტერესებს იცავდა არაერთი ადვოკატი, პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთი დამცველის მომსახურებით. მოწმემ ცალსახად დაადასტუ---, მისი და ზუ------------ის სატელეფონო საუბრების განხორციელების ფაქტი (განსაკუთრებით, მისი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პერიოდში). მართალია, უშუალოდ მისთვის ზუ------------ეს თანხა არ მოუთხოვია, თუმცა მისი საუბრები, მანიშნებელი იყო იმისა, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობდა საქმის მოგვარებაში (საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მისთვის შეღავათის მიღებაში). ერთ-ერთ სატელეფონო საუბრისას ზუ------------ემ მას უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოგვიანებით, მათ შორის შემდგარ კიდევ ერთ სატელეფონო საუბრისას, კითხვაზე, თუ რატომ არ გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება, ზუ------------ემ უპასუხა, რომ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში უფრო იაფი დაჯდებოდა. მოწმის გადმოცემით, საქმის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობის დროს გა-------------------თან მორიგი სატელეფონო საუბრისას (ზუსტ დროს არ ასახელებს), ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მას გაათავისუფლებდნენ მომდევნო დღის 12:00 საათზე, ამასთან, დასძინა ისიც, რომ ინფორმაცია შეეძლო გადაემოწმებინა ზუ------------ესთანაც. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ის დაუკავშირდა ზუ---ბს, რომელმაც უთხრა, რომ მომდევნო დღეს ყველაფერი დასრულდებოდა და მას გაათავისუფლებდნენ. დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ საქმის სასამართლოში ყოფნის პერიოდში, იგი ზუ------------ეს დღის განმავლობაში ესაუბრებოდა სამ-ოთხჯერ. მოწმის შეკითხვაზე თუ ვინ აგვარებდა მის საქმეებს, გა-------------------მა და ზუ------------ემ დაუდასტურეს, რომ ეს იყო ზუ------------ის ბიძაშვილი.

 

3.1.9. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ელ--------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----- მუშაობს ქ-------–------------------------ მრჩევლის პოზიციაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორად. მოწმის განმარტებით, ზუ------------ე არის მისი ნათესავი, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ იშვიათი სატელეფონო საუბრით შემოიფარგლებოდა, რომელიც ხორციელდებოდა ერთმანეთის მოკითხვის მიზნით. სხვა თემაზე საუბარი მოწმის თქმით მათ არ ჰქონიათ. მოწმემ დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ მისი რამდენიმე ახლობელი მას ეძახის ხ--------.

 

3.1.10. მოწმე ფა--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი იცავდა ტა-----–----------ის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომენტიდან, განაჩენის დადგომამდე. 2----–--–-, მას დაუკავშირდა ტა-----–----------ის ძმა - ტო--------------ი და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა მის ახლობელ იურისტს - ზუ------------ეს. მოწმემ დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზუ------------ე ტა-----–----------ის ნათესავებთან ერთად ცხადდებოდა ყველა პროცესზე დასასწრებად. ამასთან, ზუ------------ე მიდიოდა მასზე ადრე, პროცესის დასრულების შემდეგ კი, რჩებოდა მისი წასვლის შემდეგაც. მოწმის განმარტებით, ზუ------------ე ყველაფრის საქმის კურსში იყო, ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, ისმენდა პროკურორის პოზიციას. ზუ------------ემ მოწმეს რამდენჯერმე სთხოვა პროკუ---ტურის სახელზე, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით განცხადების დაწერა, თუმცა თავად პასუხად უთხრა, რომ დანაშაულის აღიარების გარეშე (სწორედ ეს პოზიცია ჰქონდა ბრალდებულს) შეუძლებელი იყო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოწმის თქმით, ტა-----–----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მას დაურეკეს ზუ------------ემ და ტო--------------მა და უთხრეს, რომ ითხოვდნენ მის აცილებას. მოწმემ დაადასტუ---, რომ საქმიდან საბოლოო ჩამოცილებამდე, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მან დაწერა სააპელაციო საჩივარი.

 

3.1.11. მოწმე ვა-–--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. დაახლოებით 2----–--–- მას დაუკავშირდა ზუ------------ე, რომელმაც თავი გააცნო პროკუ---ტურის კონსულტანტად და როგორც ადვოკატს ჰკითხა, შეეძლო თუ არა მონაწილეობა მიეღო მისი ახლობლის ინტერესების დაცვაში. მოწმემ აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა და თავის მხრივ, გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის გადადების მოთხოვნით (მანამდე დაცვის მხარეს დაწერილი ჰქონდა განცხადება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაზეც პასუხი არ ჰქონდათ). მოწმემ დაზუსტებით განმარტა, თუ როგორ ეუბნებოდა ზუ------------ე, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე და მიღწეულ იქნებოდა კიდეც. აღნიშნულ ინფორმაციას დამაჯერებლობას მატებდა ის ფაქტი, რომ იგი დარწმუნებული იყო ზუ------------ის პროკუ---ტუ---ში მუშაობით (რამდენჯერაც მივიდა მთავარი პროკუ---ტურის შენობაში, ზუ------------ე მისაღებიდან გამოდიოდა). ამის შემდეგ, ის რამდენჯერმე შეხვდა ბრალდებულ ტა-----–----------ს, რა დროსაც მან უთხრა, რომ ზუ------------ე იყო მისი ახლობელი და რასაც ეტყოდა დაეჯერებინა მისთვის ყველაფერი. მოწმის თქმით, ამის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით, კიდევ რამდენჯერმე მოხდა სასამართლო პროცესის გადადება. შემდეგ, დროის უქონლობის გამო, იგი ჩამოშორდა საქმეს.

 

3.1.12. მოწმე რა--------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2----–-–-------------, მისმა კოლეგამ - ვა-–--------------ემ სთხოვა ერთჯერადად გასულიყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პროცესზე, რადგან თავად სხვა პროცესში მონაწილეობის გამო, ვერ ახერხებდა გამოცხადებას. მოწმის თქმით, იგი დაეთანხმა კოლეგას და გამოწერა ორდერი. მოწმემ ორდერის გამოწერამდე ვა-–--------------ისგან გაიცნო ზუ------------ე, სწორედ მან წამოიყვანა მოწმე ბოლნისიდან თბილისამდე და გადაუხადა გარკვეული საფასური. გზაში ზუ------------ემ უთხრა, რომ მუშაობდა პროკუ---ტუ---ში მრჩევლად. მოწმის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ის პროცესი, რაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. ტა-----–----------ის ბრალდების საქმეში მოწმის მონაწილეობა მხოლოდ აღნიშნულით შემოიფარგლა.

 

3.1.13. მოწმე ელ-----------–--–ის ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. დაახლოებით 2----–-–--------------, მას მ--------––- შეხვდა მისი ნაცნობი ზუ------------ე, რომელმაც სთხოვა ტა-----–----------ის სასამართლო პროცესში, რომელიც იმართებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ერთჯერადი მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, ზუ------------ემ მას უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეში ადვოკატად მონაწილეობდა ვა-–--------------ე, რომელიც სხვა პროცესში მონაწილეობის გამო, ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას. მოწმე დათანხმდა თხოვნას და გამოწერა ორდერი. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს მან მოსამართლისგან შეიტყო, რომ მოცემულ საქმეში იყო დაახლოებით მე-7 თუ მე-8 ადვოკატი, რაზეც სასამართლომ გამოთქვა უკმაყოფილება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმეს სხვა შემხებლობა არ ჰქონია.

 

3.1.14. მოწმე ელ-----–--------ის ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2----–-–------------------, მას დაუკავშირდა ზუ------------ე და უთხრა, რომ ტა-----–----------ის საქმისთვის, რომელიც იხილებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სჭირდებოდა ერთჯერადი საადვოკატო მომსახურება (მოლაპარაკება მიმდინარეობდა საპროცესო შეთანხმებაზე, რის გამოც, უნდა გადაედო საქმის განხილვა). იგი დათანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას და გადადო სხდომა. ამის შემდეგ, მას აღარ განუხორციელებია ტა-----–----------ის ინტერესების დაცვა.

 

3.1.15. მოწმე ეს-------–-–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2016 წლის 1 ივლისს, მასთან მივიდა მ--------––- მცხოვრები აზერბაიჯანელი პირი სახელად ის-–--ი (გვარი არ ახსოვს) და უთხრა, რომ ტა-----–----------ის საქმისთვის, რომელიც იხილებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სჭირდებოდა საადვოკატო მომსახურება. იგი დათანხმდა, მომდევნო დღეს მან გამოწერა ორდერი და მონაწილეობა მიიღო სასამართლო სხდომაზე, რაც მისი შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. რაც შეეხება ბრალდებულ ზუ------------ესთან მის ურთიერთობას, მოწმემ განმარტა, რომ ტა-----–----------ის პროცესის დღეს ნახა პირველად, სხვა შეხება მასთან არ ჰქონია.

3.1.16. ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში (“_007.wav”, „_008“, „_005“) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ზუ------------ის ხმის ნიმუშის” ფონოგრამიდან ზუ------------ის ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.

 

3.1.17. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტუ---, სასამართლო სხდომაში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეთ----------–-–---–მა.

 

3.1.18. მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, დგინდება, რომ მასში მოთავსებულია 6 ჩანაწერი. მათგან ჩანაწერი 005 დათარიღებულია 28.09.2016-ით; ჩანაწერი 007 - 09.10.2016-ით; ჩანაწერი 008 - 09.10.2016 -ით. დათვალიერების ოქმში მოცემული ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები ტო--------------მა შექმნა მასზე მითითებულ თარიღებზე გაცილებით ადრე. თარიღებს შორის ამგვარი სხვაობა ტო--------------ის განმარტებით, განპირობებულია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად ეს ჩანაწერები სხვა ტელეფონში ჰქონდა გაკეთებული, მეორე მობილურ ტელეფონში მისმა გადატანის შემდეგ კი, ჩანაწერებში მითითებულ თარიღებად მიეთითა მობილურ ტელეფონში მათი გადატანის თარიღი (სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი არ უკარგავს მტკიცებულებას ავთენტიკურობას). ჩანაწერი 005-ის თანახმად, ზუ------------ე პირდება ტო--------------ს, რომ საქმეს გააკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფულს დაუბრუნებს. აღნიშნულ ჩანაწერში სასამართლო ყველაზე მეტად ყუ-----ღებას ამახვილებს შემდეგ მონაკვეთზე: - „ტო----ი: მეც მაგას ფული რომ ვთხოვე, მეუბნება ზუ---ს მივეცი ყველაფერიო. ზუ---მ უნდა დამიბრუნოს და მე შენ დაგიბრუნებო. - ზუ---ბი: თუ ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ, ასეც უნდა თქვას. ის მართალია. „პაძელნიკების“ სამზარეულოში რა ხდება, არავინ უნდა იცოდეს, შიგნით „პაძელნიკებში“ იმ მდგომარეობამდე რომ მიდის (არ ასრულებს აზრს) არ გამოდის კარგად, არაკაცუ-----. რასაც არ უნდა აკეთებდნენ „პაძელნიკები“, მარჯვენა თუ მარცხენა საქმეებით, მათ „კუხნაში“ რა ხდება გარედან შემყურესთვის.. (გაურკვეველია). არ არის პრობლემა ტო----, გეუბნები.“ ჩანაწერი 007-ის თანახმად, ზუ------------ე ახსენებს ვინმე ხ-------- და პირდება ტო--------------ს, რომ თუ მის ძმას - ტა-----–----------ს, არ გამოუშვებენ ციხიდან 2-3 დღეში ის სრულად დააბრუნებს მისთვის გადაცემულ ფულად თანხას. აღნიშნულ პირებს შორის საუბარი გრძელდება ჩანაწერი 008-ში. აღნიშნულ ჩანაწერში სასამართლო ყუ-----ღებას ამახვილებს ზუ------------ისა და ტო--------------ის საუბრის იმ ნაწილზე, საიდანაც იკვეთება, რომ ზუ------------ემ დაპირების სანაცვლოდ, ფული გამოართვა ამ უკანასკნელს: - „ტო----ი: ზუ---, დღეს შენ ამბობ გამოვაო, ხვალ ღმერთმა არ ქნას, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს, უბრალოდ ვამბობ ღმერთმა არ ქნას არ გამოვიდეს, ხვალ რომელ საათზე მაძლევ ჩემს ფულს? - ზუ---ბი: ყველაზე უკიდურეს ვარიანტში 12 საათზე.“

3.1.19. მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ასახულია დათვალიერების ოქმში, სრულად შეესაბამება ფონოსკოპიური ექსპერტიზის №1----- დასკვნის შინაარსობრივ მხარეს, რომლის სისწორეც დაადასტუ--- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ელ---------–-----მა.

 

3.1.20. ფარული აუდიოჩანაწერის/ვიდეოჩანაწერის ოქმებით (2----–-–------------------ ჩანაწერები), რომელიც ერთ შემთხვევაში განხორციელებულია ტო--------------ს, დედამისს და გა-------------------ს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - ტო--------------ს, დედამისს და ის-–-------------ს შორის, ცალსახად დასტურდება, რომ ტო--------------მა გა-------------------ს გადასცა ფულადი თანხა ზუ------------ეზე გადასაცემად. აღნიშნულ ფაქტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ადასტურებს, როგორც თავად გა-------------------ი, ისე ის-–-------------იც.

 

3.1.21. მოწმე ეკ-----–-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს მ--------–-- რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2----–-–---------------- ნუ-----------------ის განცხადების საფუძველზე, მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მოწმის თქმით, იგი თავად იყო საქმის ძირითადი გამომძიებელი. მასთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში იყო გამომძიებელი ელ----------–-----ც. მოწმემ დაადასტუ---, რომ მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვა, ინფორმაციის გამოთხოვა, დათვალიერება, დოკუმენტების ამოღება. მხარის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ დათვალიერების ოქმი ეხებოდა ტო--------------ის ტელეფონიდან განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერებას, რა დროსაც მოხდა ინფორმაციის ტექსტობრივი გაშიფვრა. აღნიშნული ინფორმაცია ჩაწერილი იყო დისკზე. დათვალიერებაში ტო--------------ი მონაწილეობდა დამსწრის სახით, მას სხვა არაფერი განუხორციელებია. თარგმნას ახორციელებდა თარჯიმანი. მოწმის თქმით, ჩანაწერი მიმდინარეობდა რუსულ-აზერბაიჯანულ ენაზე, სწორედ ამან განაპირობა თარჯიმნის მონაწილეობა.

 

3.1.22. მოწმე ამ-----ნ მა-------ის განმარტებით, იგი ახორციელებდა ტო--------------ის ხმის ჩანაწერის თარგმანს. ხმის ჩანაწერის დათვალიერებაში მონაწილეობდა ტო--------------იც, თუმცა თარგმანში უშუალოდ მონაწილეობას არ იღებდა. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა თარგმანის დროს გარკვეული ინფორმაციის მის მიერ არ ასახვა, მოწმემ განმარტა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ტექნიკური პრობლემით.

 

3.1.23. მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ ელ----------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში.

 

3.1.24. სასამართლოს შეფასებით, მოწმე ელ-------------------ის ჩვენება ზუ------------ის ბრალეულობის ირგვლივ, არარელევანტურია, რის გამოც აღარ მიმოიხილავს მას.

 

3.1.25. მოწმე ვა-------–--–------–-–---–მა განმარტა, რომ 2----–-–---------–- ხელმძღვანელის მიერ დაევალა ტა-----–----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. ტა-----–----------ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მოწმემ განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება ტა-----–----------თან არ გაფორმებულა. უარის თქმის მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მოწმემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში ხშირად ხდებოდა ადვოკატის ცვლილება, ბოლოს კი ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო ბრალდებულს დაენიშნა სახაზინო წესით დამცველი და მისი მონაწილეობით დასრულდა სასამართლო განხილვა.

 

3.1.26. ბრალდებულმა ზუ------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2----–-–--------------–- ის-–-------------თან და გა-------------------თან ერთად კაფეში ყოფნის დროს, გაიცნო ტა-----–----------ის ოჯახის წევრები. ეს უკანასკნელნი კარგი ადვოკატის მოძებნის მიზნით დაუკავშირდნენ გა-------------------ს, შემდეგ კი შეხვდნენ. მოწმის გადმოცემით, გარდა გა-------------------ისა, მასაც ჰკითხეს ხომ არ იცნობდა ისეთ ადვოკატს, რომელიც შეძლებდა მაქსიმალუ----- მოკლე დროში ტა-----–----------ის ციხიდან დახსნას, თუმცა მან უარი უთხრა. მოწმის თქმით, ამის შემდეგ, გა-------------------ი მას ხშირად ესაუბრებოდა ამ თემაზე, თუმცა არანაირი აქტიურობა არ გამოუჩენია. იმ ფაქტს, რომ იგი არ იყო დაინტერესებული ტა-----–----------ის ბრალდების საქმით, მოწმის განმარტებით ადასტურებს ისიც, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთოდ არ დასწრებია ტა-----–----------ის პროცესს. საქმით დაინტერესდა საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყების შემდგომ, კერძოდ, იმ მომენტში იგი ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და მსჯავრდებულ ტა-----–----------ისთვის უანგაროდ ქირაობდა ადვოკატებს. ტა-----–----------ისა და მისი ადვოკატის მხრიდან პროკუ---ტურისთვის გაკეთებული მიმართვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მისი შედგენილია. ტა-----–----------ის საქმეში მისი აქტიურობა მოწმემ ახსნა იმით, რომ ის და მისი ოჯახი იყო სტრესის ქვეშ. ადვოკატებსაც ხშირად იმიტომ ცვლიდა, რომ დრო გაეწელა და ფული მოეგროვებინა. მანვე განმარტა, რომ ერთხელ შეესწრო, თუ როგორ გამოართვა გა-------------------მა ტო--------------ს რაღაც (კარგად არ დაუნახავს, რადგან თავად ა/მანქანაში იჯდა), რაზეც ივარაუდა, რომ იყო ფული, რადგან გა-------------------მა უმალვე ჩაასხა ა/მანქანაში საწვავი, მანამდე კი იძახდა, რომ ფული არ ჰქონდა. რაც შეეხება ქმედებაში მის თითქოსდა მონაწილეობას, მოწმის განმარტებით, გაიგო თავად ტო--------------ისგან. მოწმის თქმით, გა-------------------ი მოქმედებდა მისი სახელით და მასთან შეუთანხმებლად. ბრალდებულის მოსაზრებით, ტო--------------ის მიერ გადაცემული თანხა გა-------------------მა დახარჯა პირადი ვალების გასასტუმრებლად, რომელიც იმ მომენტისთვის ჰქონდა.

 

3.1.27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული: ზუ------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ობიექტების დათვალიერების ოქმი და თანდართული მასალები, ოქმი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და თანდართული მასალები, --------------------- - ის დათვალიერების ოქმი და თანდართული მასალები.

 

3.2. თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

3.2.1. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, მოწმე ტო--------------მა ცალსახად დაადასტუ--- გა-------------------ისთვის 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის ნაწილ-ნაწილ გადაცემის ფაქტი, ხოლო ამ უკანასკნელმა - თანხის მიღება, რომელიც თავის მხრივ სრულად გადასცა ზუ------------ეს.

 

3.2.2. ზუ------------ის მიერ გა-------------------ისთვის 10 000 ლარის გადაცემა დაადასტუ--- ნა----------აც. ამ უკანასკნელის თქმით, თანხის გადაცემას ესწრებოდნენ ის-–-------------ი და ზუ------------ეც.

 

3.2.3. მოწმე ის-–-------------მა პირდაპირ, ხოლო მოწმეებმა: ნუ-----------------მა, გუ-–-----------ამ და გა-–-----------------ამ ირიბად დაადასტურეს გა-------------------ის მიერ ზუ------------ისთვის 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის ნაწილ-ნაწილ გადაცემის ფაქტი.

 

3.2.4. მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და ფარული აუდიოჩანაწერის/ვიდეოჩანაწერის ოქმებით დგინდება, რომ ზუ------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სხვის დიდი ოდენობით ფულად თანხას. კერძოდ, ჩანაწერი 008-დან სასამართლო ყუ-----ღებას მიაქცევს ზუ------------ისა და ტო--------------ის საუბრის შემდეგ ნაწილზე: - „ტო----ი: ზუ---, დღეს შენ ამბობ გამოვაო, ხვალ ღმერთმა არ ქნას, ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს, უბრალოდ ვამბობ ღმერთმა არ ქნას არ გამოვიდეს, ხვალ რომელ საათზე მაძლევ ჩემს ფულს? - ზუ---ბი: ყველაზე უკიდურეს ვარიანტში 12 საათზე... ტო----ი: ხვალ სამ საათამდე შენ ჩემი 15 000 (თხუთმეტი ათასი) დოლარი მოგაქვს? ზუ---ბი: კი რა თქმა უნდა.“

 

3.3. თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის

 

3.3.1. სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე. შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენი წარმოადგენენ პრეიუდიციას.

 

3.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, ზუ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

 

3.3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, ზუ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 1 (ერთი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი.

 

3.3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ზუ------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე.

 

3.3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებასა და 2----–-–--------------- განაჩენში შევიდა ცვლილება და ზუ------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ა და 2----–-–--------------- განაჩენებით, საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც იმ მომენტისთვის მოხდილი ჰქონდა.

 

3.4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით, არაერთხელ იმსჯელა წარმოადგენდა თუ არა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - კონვენცია) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ეროვნული სასამართლოების მიერ გარკვეული კატეგორიის მტკიცებულებების მიღება სამართალწარმოების პროცესში. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებათა შეფასება უწინარესად სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, მათი შეფასება ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში შედის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის იმის განხილვა, თუ რამდენად შესაბამისად იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ დაშვებული და გათვალისწინებული კონკრეტული მტკიცებულებები, არამედ ევროპული სასამართლო აფასებს თუ მთლიანობაში რამდენად სამართლიანად იქნა წარმართული სამართალწარმოება, მათ შორის მტკიცებულებებთან მიმართებაშიც (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VAN MECHELEN AND OTHERS V. THE NETHERLANDS, #21363/93 , 21364/93 , 21427/93 ,22056/93 , 23 /04/1997, §50).

 

3.5. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ გულისხმობს არა ვარაუდს, რომ პირი დამნაშავეა, არამედ იმას, რომ არსებობს საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი მის დამნაშავეობაში. გონივრული ეჭვი ისეთი ეჭვია, რომელიც ეფუძნება გონებასა და საღ აზრს - ეჭვი, რომლის არსებობის შემთხვევაში გონიერი ადამიანი თავს შეიკავებდა მოქმედებისაგან. შესაბამისად, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცება უნდა იყოს იმდენად დამაჯერებელი, რომ გონიერი ადამიანი უყოყმანოდ დაეყრდნოს მას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

3.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა მათი სიღრმისეული ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო მართებულად მიიჩნევს განიხილოს თავად ზუ------------ის ჩვენება და აღნიშნული ჩვენების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. ბრალდებულის ვერსიის თანახმად, იგი ტა-----–----------ის საქმით დაინტერესდა საქმის სააპელაციო სასამართლოში წარმართვის შემდეგ. აღნიშნულ საქმეში თავისი აქტიურობა კი იმით ახსნა, რომ ის და მისი ოჯახი იყო სტრესის ქვეშ. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ამგვარი პოზიცია განპირობებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ამასთან, ეწინააღმდეგება საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მას. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ზუ------------ე ტა-----–----------ის საქმით დაინტერესებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმართვისთანავე, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნა----------, რომელმაც განმარტა, რომ ზუ------------ე სასამართლო პროცესებზე ცხადდებოდა გა-------------------თან და ის-–-------------თან ერთად. ტა-----–----------ის საქმეში, ზუ------------ის საწყის ეტაპზევე ჩართულობა დაადასტუ--- მოწმე ფა--------------მაც. მისი განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზუ------------ე ტა-----–----------ის ნათესავებთან ერთად ცხადდებოდა ყველა პროცესზე დასასწრებად. ამასთან, ზუ------------ე მიდიოდა მასზე ადრე, პროცესის დასრულების შემდეგ კი, რჩებოდა მისი წასვლის შემდეგაც. მოწმის განმარტებით, ზუ------------ე ყველაფრის საქმის კურსში იყო, ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, ისმენდა პროკურორის პოზიციას. საქმეში ზუ------------ის აქტიურობაზე და საქმის შედეგით დაინტერესებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე სთხოვა მას პროკუ---ტურის სახელზე, საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით განცხადების დაწერა. სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწმის ჩვენება, ვინაიდან იგი წარმოადგენს სრულიად მიუკერძოებელ პირს. ამასთან, საქმეში არ არსებობს რაიმე გარემოება, რაც მის მხრიდან საქმით დაინტერესებაზე მიუთითებს. სასამართლოს აღნიშნულ პოზიციას უმყარებს მოწმე ტა-----–----------ის ჩვენების ის ნაწილიც, როდესაც ის მორიგ სატელეფონო საუბარს ახორციელებდა ზუ------------ესთან. კითხვაზე, თუ რატომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ზუ------------ემ უპასუხა, რომ აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში უფრო იაფი დაუჯდებოდა, რაც ავტომატუ----- გულისხმობს მის მონაწილეობას სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმართვამდეც.

 

3.8. რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას - სააპელაციო სასამართლოში ტა-----–----------ის საქმის განხილვისას მის აქტიურ როლთან დაკავშირებით, რაც ბრალდებულმა ახსნა სტრესის ფაქტორით, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია. საქმეში დაკითხული არც ერთი მოწმე (განსაკუთრებით სააპელაციო სასამართლოში მონაწილე ადვოკატები) ირიბადაც კი, არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზუ------------ე მოქმედებდა მისი ნებისგან დამოუკიდებლად. უფრო მეტიც, მოვლენათა განვითარების ჯაჭვი, რაც გამოიკვეთა სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზიდან, ადასტურებს ზუ------------ის პირად დაინტერესებას ტა-----–----------ის საქმის შედეგით, არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ ზემდგომ ინსტანციაშიც. სასამართლოს ზუ------------ის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის სამართალდამცავ ორგანოსთან შემხებლობა პირველი არ ყოფილა, სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა: თუკი დაზარალებულთა მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფულადი თანხის არაკანონიერ მოთხოვნას, რატომ არ მიმართა მან სამართალდამცავ ორგანოს, აღნიშნული უკანონობის აღსაკვეთად? ნაცვლად ამგვარი ქცევისა, რაც სტანდარტულ შემთხვევაში ექნებოდა ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პირადი ვალდებულება, ზუ------------ე ტო--------------ს საუბარში ეუბნება, რომ თუ ტა-----–----------ს არ გაათავისუფლებენ საპატიმრო დაწესებულებიდან, დაუბრუნებს მას მის კუთვნილ 15 000 (თხუთმეტი ათასი) დოლარს (იხ. პუნქტი 3.2.3). სასამართლოსთვის არადამაჯერებელია, რომ ადამიანმა სრულიად უანგაროდ, წინარე ვალდებულებების გარეშე, იკისროს აღნიშნული დიდი ოდენობის თანხის გადახდა სხვა პირის წინაშე.

 

3.9. ანალოგიური კითხვა უჩნდება სასამართლოს მოწმე გუ-–-----------ას ჩვენების შეფასების შემდეგაც, კერძოდ, მართალია აღნიშნულ მოწმეს უშუალოდ არ დაუნახავს, თუ როგორ აძლევდა გა-------------------ი ზუ------------ეს მათ მიერ გადაცემულ ფულად თანხას, თუმცა ამაში გარდა გა-------------------ის ნათქვამისა, დარწმუნებული იყო თავად ზუ------------ესთან საუბრითაც, რა დროსაც მას არასოდეს უარყვია, რომ ტა-----–----------ის ოჯახის მიერ გადაცემული თანხა, გა-------------------მა მისცა მას. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მის შვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, მათი მხრიდან გადაცემული ფულის დაბრუნების მოთხოვნაზე, ზუ------------ემ უპასუხა, რომ, თუ გა-------------------ი და ის-–-------------ი ფულს არ დაუბრუნებდნენ, თანხას გადაიხდიდა თვითონ.

 

3.10. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყუ-----ღებას გაამახვილებს გა-------------------ის, ის-–-------------ის, ტო--------------ისა და ნუ-----------------ის ჩვენებზე, რომლებიც იყვნენ ზუ------------ის მხრიდან გაცემული უკანონო დაპირების უშუალო შემსწრე პირები. წარმოდგენილი მოწმეებიდან არცერთი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა ტა-----–----------ისთვის ადვოკატის მოძიების მიზნით. მოწმეების ტო--------------ის და ნუ-----------------ის ჩვენების თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე გა-------------------მა მათ უთხრა, რომ ზუ------------ის ბიძაშვილი იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტა-----–----------ის საქმე და რომელიც 10 000 აშშ დოლარისა და 10 000 ლარის გადაცემის სანაცვლოდ, შეძლებდა მისთვის შეღავათის გაკეთებას. ზუ------------ის მიერ გა-------------------ისთვის თანხის გადაცემის მოთხოვნა, დაადასტუ--- ის-–-------------მაც. ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც ხსენებული მოწმეების ჩვენებებში გამოიკვეთა არის გა-------------------ის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც ის ტა-----–, ტახირ და ნუ-----------------ებთან საუბრისას აქტიურ პოზიციაში ამყოფებს ზუ------------ეს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს შეხვედრის დამსწრე პირთა უმრავლესობის მოსაზრებას, შეხვედრაზე ზუ------------ის პასიურ როლთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი სამართლებრივი შედეგის უცვლელობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს არსებით წინააღმდეგობას. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზუ------------ის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელი არ არის უკანონო დაპირებაში მისი აქტიური მონაწილეობა. გა-------------------ის მიერ მისი სახელით გაკეთებული არაკანონიერი დაპირების დროს, მას შეეძლო უარეყო აღნიშნული, რაც მისი მხრიდან გამორიცხავდა განზრახვის ისეთ ელემენტს, როგორიცაა ნებელობა, თუმცა ამგვარი ქმედება მისი მხრიდან არ განხორციელებულა. მხარეთა შორის სადავოდ არ მიჩნეულა გა-------------------ის მეშვეობით განხორციელებული უკანონო დაპირების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ------------ის ქმედებაში (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) გამოიკვეთა ცოდნის, ნებელობის და მართლწინააღმდეგობის შეგნების ელემენტები.

 

3.11. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე SUOMINEN V. FINLAND, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე VAN DE HURK V. THE NETHERLANDS, №16034/90; 19/04/1994; §61); მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე GEORGIADIS V. GREECE, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყუ-----ღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

3.12. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე:

· ტო--------------ის მიერ განხორციელებული ჩანაწერები არის საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული; ამასთან, ჩანაწერები არ ასახავს ზუ------------ის მიერ დანაშაულის აღიარებას და არც სამომავლოდ მის ჩადენაზე მიუთითებს;

· ზუ------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირები არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით (დაზარალებული ტო--------------ი და ნა----------, რომელიც თავს გრძნობს დაზარალებულად, დაინტერესებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაბრუნებით, ხოლო მოწმეები (იგულისხმება გა-------------------ი და ის-–-------------ი) - საკუთარი თავის გადარჩენით);

· მოწმეები ნუ-----------------ი, გუ-–-----------ა და გა-–-----------------ა არ წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს, შესაბამისად, შეუძლებელია სასამართლოს მიერ მათი ჩვენებების გამოყენება ზუ------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

· იმ პირობებში, როდესაც ჯგუფის სხვა წევრების მიმართ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, არ შეიძლება ბრალდებულს ბრალი დაედოს ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში.

 

3.12.1. ტო--------------ის მიერ განხორციელებული ჩანაწერები არის საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით მოპოვებული და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული; ამასთან, ჩანაწერები არ ასახავს ზუ------------ის მიერ დანაშაულის აღიარებას და არც სამომავლოდ მის ჩადენაზე მიუთითებს - დაცვის მხარის ამ არგუმენტის განხილვისას სასამართლო ყუ-----ღებას გაამახვილებს როგორც საქართველოს უზენაესი აქტისა და საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებზე, ისე აღნიშნული მოთხოვნების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობაზე. აღნიშნული საკითხების სიღრმისეული განხილვისას, სასამართლოს წინაშე წამოიჭრება შემდეგი კითხვები: 1) ხომ არ ეწინააღმდეგება ტო--------------ის მიერ ზუ------------ის პირადი საუბრის ჩაწერა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მოთხოვნას? და 2) კრძალავს თუ არა საქართველოს სსსკ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას და წარდგენას, მხარის პროცესუალური სტატუსის არმქონე, საკუთარი ინიციატივით მოქმედი სხვა პირების მიერ? პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად, სასამართლო მიმოიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.“ სასამართლო განმარტავს, რომ იმის მიხედვით, თუ პირადი ცხოვრების რომელ სფეროს ეხება საქმე, მისი დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კერძო საუბარი, რომელიც თავის მხრივ მიეკუთვნება კერძო სფეროს და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია კანონიერი მიზნის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ფარული აუდიოჩაწერა გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებს და ეს ქმედება ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის №ას-87-87-2018 გადაწყვეტილება; აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №ას-842-786-2017 გადაწყვეტილება). სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში ტო--------------ის მიერ ზუ------------ის პირადი საუბრის ჩაწერა არის განხორციელებული თვითდახმარების ფარგლებში მოქცეული, რადგან მისი მხრიდან აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება იმ მომენტში იყო ერთადერთი შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი უფლებები და შეექმნა მისი დაზარალებულად ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება. იმ შემთხვევაში, თუკი ტო--------------ი ზუ------------ეს ჩანაწერის გაკეთებამდე საქმის კურსში ჩააყენებდა, ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით უარყოფდა იმ არაკანონიერ ვალდებულებებს, რაც მან იკისრა ტო--------------თან მიმართებაში. შესაბამისად, იარსებებდა მტკიცებულებათა განადგურების რეალური საშიშროება. სასამართლო თვლის, რომ ტო--------------ი ზუ------------ის და მისი თანამზრახველების შედეგად გახდა დანაშაულის მსხვერპლი. დანაშაულისგან თავის დაცვის სურვილი კი, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს იმდენად პატივსადებ მიზეზს, რომელიც დასაშვებად მიიჩნევდა მის ქმედებას. რაც შეეხება მეორე კითხვის პასუხს, სასამართლო უპირველესად ყუ-----ღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, საქართველოს სსსკ არ კრძალავს, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას და წარდგენას მხარის პროცესუალური სტატუსის არმქონე, საკუთარი ინიციატივით მოქმედი სხვა პირების მიერ. საქართველოს სსსკ და მისი 72-ე მუხლის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ კრძალავს არც კერძო პირების მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას სისხლის სამართალწარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწმის სახით იმ პირის დაკითხვას, ვინც მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს პირის მიერ ინფორმაციის დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტს, აღნიშნული არ გამორიცხავს ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, თუ მოწმის მხრიდან აღნიშნული ქმედება განხორციელდა მხარეთა ნება-სურვილის ან/და დავალებისგან დამოუკიდებლად (მოცემულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აქცენტს აკეთებს მოწმის მიმართ ბრალდების მხარის/საგამოძიებო ორგანოს მხრიდან რაიმე სახის დავალების/მითითების/წაქეზების გამორიცხვაზე). ასეთი ინფორმაციის დაუშვებლად გამოცხადება დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, როდესაც ინფორმაცია ხასიათდება სანდოობით და რელევანტურობით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,§25-26 ). სასამართლო აგრეთვე ყუ-----ღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს გადაწყვეტილებაზე „შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლო არ მიიჩნევს მსგავსი ტიპის სატელეფონო ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებას პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად იმ მოცემულობაში, როდესაც სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, არ არის ბრალდების დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე SCHENK v. SWITZERLAND, №10862/84; 12/07/1988; §48). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ტო--------------ის მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რაც ასახავს მისსა და ზუ------------ის საუბარს დასაშვებია, რასაც სასამართლო იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ ტო--------------მა ზუ------------ესთან განხორციელებული ჩანაწერი შექმნა ბრალდების მხარის ნება-სურვილით ან/და დავალებით. ტო--------------მა აღნიშნული ჩანაწერი განახორციელა გამოძიების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. სასამართლოს შეფასებით, ტო--------------ის ქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი მდგომარეობით, რაშიც ის აღმოჩნდა ზუ------------ისა და მისი თანამზრახველების ქმედების შედეგად. საკუთარი თანხის დაბრუნების არაერთი მცდელობის მიუხედავად, რასაც ცალსახად ადასტურებენ საქმეში დაკითხული მოწმეები, ტო--------------ს დღეის მდგომარეობითაც ზიანი არ აქვს ანაზღაურებული. სწორედ საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით შექმნა მან ფარული ჩანაწერი. ტო--------------ის ბრალდების მხარეზე დამოკიდებულების საპირისპიროდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ მასსა და ზუ------------ეს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხრიდან საქმით დაინტერესების შემთხვევაში, ზუ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის მცდელობა გაცილებით ადრე იქნებოდა შესაძლებელი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც ხასიათდება რელევანტურობით, არ წარმოადგენს ზუ------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსაზრების ჩამოყალიბებამდე, არ დაყრდნობია მხოლოდ ხსენებულ ჩანაწერს, არამედ გაითვალისწინა იმ მტკიცებულებათა ელემენტების კომბინაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო საქმეში (მაგ.; გა-------------------ის, ის-–-------------ის, ტო--------------ის, ნა----------ს და სხვა პირების ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ და ირიბად ადასტურებენ ზუ------------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენას).

 

სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ჩანაწერები შინაარსობრივად არცერთ ასპექტში არ მიუთითებს ზუ------------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, ჩანაწერი 008-ით ცალსახად დასტურდება ზუ------------ის მხრიდან, დაპირებული ქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტო--------------ისთვის ფულადი თანხის 15 000 აშშ დოლარის (რაც უტოლდება 10000 აშშ დოლარსა და 10 000 ლარს) დაბრუნების დაპირება. საკითხავია, იმ შემთხვევაში, როდესაც ზუ------------ეს არანაირი პირადი ვალდებულება არ გააჩნდა ტო--------------თან, რატომ დაჰპირდა მას დიდი ოდენობით ფულის დაბრუნებას? მით უფრო, როდესაც აღნიშნული თანხა მას უნდა გადაეხადა პირადი სახსრებით (ჩანაწერი 007-ის მიხედვით, ზუ------------ე ტო--------------ს ეუბნებოდა, რომ გაყიდა რუსთაველზე და ავლაბარში მდებარე მიწა, რითიც უზრუნველყოფდა ფულის დაბრუნებას). ზუ------------ის ბრალეულობაზე მიუთითებს ჩანაწერი 005-ით დადგენილი გარემოებებიც, კერძოდ, ტო--------------ის განმარტებაზე, რომ გა-------------------მა მას მისცა მისთვის გადაცემული ფული, ზუ------------ე ეუბნება, რომ ისინი საქმეს ერთად აკეთებდნენ და მეწყვილეების საქმეში რა ხდება არავინ უნდა იცოდეს. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ ტო--------------ი უკანონო დაპირების სანაცვლოდ ზუ------------ეს ფულს აძლევდა არა პირადად, არამედ გა-------------------ის მეშვეობით, არ უნდა გახდეს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოება.

 

3.12.2. ზუ------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირები არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით (დაზარალებული ტო--------------ი და ნა----------, რომელიც თავს გრძნობს დაზარალებულად, დაინტერესებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაბრუნებით, ხოლო მოწმეები (იგულისხმება გა-------------------ი და ის-–-------------ი) - საკუთარი თავის გადარჩენით) - სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში, მსგავსად სხვა საქმეებისა, დაზარალებულის პოზიცია - მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, არის სრულიად ადეკვატური, შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულმა სასამართლოს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია. სასამართლო დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი, აფასებს როგორც სანდოს, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ამ ნაწილში. რაც შეეხება ნა----------ს ჩვენებას, მართალია მან ცალსახად მიუთითა, რომ ტო--------------ის მიერ ზუ------------ისთვის და მისი თანამზრახველებისთვის მიცემული თანხის ნაწილი იყო მისი, რომელიც მან ასესხა ტო--------------ს, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება, არ შეიძლება დაედოს საფუძვლად მის მიკერძოებას. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი ფაქტი, რაც ნა----------ს საქმით დაინტერესებას წარმოაჩენდა. საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებად შეაფასა დაცვის მხარემ გა-------------------ი და ის-–-------------იც, თუმცა ამ შემთხვევაში თავის მოსაზრებას მოტივად დაუდო მათი მხრიდან საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის მიერ ხელშეუხებლობის, ან სხვა უპირატესობით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენებების გამოყენებამ შეიძლება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოების სამართლიანობა დააყენოს ეჭვქვეშ, რადგან ასეთი მტკიცებულებების ხასიათიდან გამომდინარე ადვილად შესაძლებელია ჩვენებით მანიპულირება და პირმა ჩვენება შეიძლება მხოლოდ იმ მიზნით მისცეს, რომ სანაცვლოდ შეთავაზებული უპირატესობებით ისარგებლოს. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ასეთი ჩვენების არაერთმნიშვნელოვანი ხასიათი და ის, რომ პირის მსჯავრდება შეიძლება გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე მოხდეს, რომელიც შეიძლება დაინტერესებული პირის მიერ იყოს მიცემული. მიუხედავად ამისა, ასეთი ჩვენებების გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ იქნას მიჩნეული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე CORNELIS v. THE NETHERLANDS, №994/03; 25/05/2004).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალწარმოების პროცესის სამართლიანობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს აღნიშნული მოწმის ჩვენების თანასწორ და შეჯიბრებით პროცესის ფარგლებში გამოკვლევის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების მიხედვით, მხარეთა თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ყველა მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, რათა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები, მათ შორის მტკიცებულებები, იმ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში თავის ოპონენტთან შედარებით. მოწინააღმდეგე მხარეების სამართლებრივი მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებლად თანასწორი. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას, მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის და მათი შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ROWE AND DAVIS V. THE UNITED KINGDOM №28901/95 §60). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტუ----- თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში, მათ შორის მოწმეთა დაკითხვაში. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში, მოწმეთაგან მიეღო იმგვარი ინფორმაცია, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა მათ სუბიექტურ დამოკიდებულებას საქმისადმი. ნაცვლად ამისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში, გაამყარეს პირდაპირი დაკითხვის დროს გაცემული ინფორმაცია. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს მათი ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანხვედრაზე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა მოცემული პირების მიმართ გამოძიების მხრიდან რაიმე საშეღავათო დაპირების ფაქტი.

 

3.12.3. მოწმეები ნუ-----------------ი, გუ-–-----------ა და გა-–-----------------ა არ წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს, შესაბამისად, შეუძლებელია სასამართლოს მიერ მათი ჩვენებების გამოყენება ზუ------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად - სასამართლო ვერც ამ შემთხვევაში გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რადგან თვლის, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებს ზუ------------ის ბრალეულობაზე; მტკიცებულებათა უტყუარობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობა. მართალია, დაცვის მხარის მიერ დასახელებული მოწმეები პირდაპირ არ ადასტურებენ გა-------------------ის მიერ ზუ------------ისთვის ფულადი თანხის გადაცემის ფაქტს, თუმცა საქართველოს სსსკ არ კრძალავს ირიბი მტკიცებულებების გამოყენებას, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საქმეში წარმოდგენილი მოწმე ტო--------------ი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი ნაწილ-ნაწილ გადასცა გა-------------------ს. ამასთან, შეხვედრებზე თანხის გადაცემისას ამ უკანასკნელს ის-–-------------თან ერთად, თან ახლდა ზუ------------ეც. გა-------------------ისთვის თანხის გადაცემას შეესწრო ნა----------ც, რომელმაც ცალსახად დაადასტუ--- ის ფაქტი, რომ ტო--------------მა გა-------------------ს, ის-–-------------ს და ზუ------------ეს მ--------––-, მისი სახლის წინ გადასცა ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით. იმ ფაქტს, რომ ტო--------------ის მიერ გადაცემულ თანხას გა-------------------ი უკლებლივ გადასცემდა ზუ------------ეს, ადასტურებს ორი უშუალო მოწმე: თავად გა-------------------ი და ის-–-------------ი. სასამართლო გარდა ხსენებული ორი პირდაპირი მტკიცებულებისა, ითვალისწინებს აუდიოჩანაწერში ასახულ ინფორმაცია, რომელიც დეტალუ----- იქნა განხილული (იხ. პუნქტი 3.1.18; 3.2.3). სასამართლო აგრეთვე განიხილავს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეთა ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების არ გაზიარების წინაპირობა - „არსებითი წინააღმდეგობა“ არ გვაქვს სახეზე. სასამართლო განმარტავს, რომ ზუ------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროიდან დღემდე გასული პერიოდის გათვალისწინებით, შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში მცირე ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, თუმცა ეს არ ცვლის საერთო სუ---თს ზუ------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

 

3.12.4. იმ პირობებში, როდესაც ჯგუფის სხვა წევრების მიმართ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, არ შეიძლება ბრალდებულს ბრალი დაედოს ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში - სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას ჯგუფური დანაშაულის არ არსებობის თაობაზე გაიზიარებდა იმ შემთხვევაში, თუკი ზუ------------ის თანამზრახველების მიმართ, ბრალდების მხარე შეწყვეტდა სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც არ განხორციელებულა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ (27.12.2017), რომლის თანახმად, სისხლის სამართლის #0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის #0----------- საქმე ზუ------------ის მიმართ, ხოლო ძირითად საქმეზე, სხვა პირების მხრიდან დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ ზუ------------ისა და მისი თანამზრახველების მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური დანაშაულის ჩადენას, სასამართლო განიხილავს მოგვიანებით, ქმედების სამართლებრივი შეფასებისას (იხ. პუნქტი 4.5).

3.13. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტუ----- შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

4.2. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

4.3. ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკუ----- გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

 

4.4. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზუ------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს ზუ------------ისთვის წარდგენილ თითოეულ დამამძიმებელ გარემოებას.

 

4.5. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ტო--------------ის ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ზუ------------ე მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად. მართალია ეს უკანასკნელი უშუალოდ არ ართმევდა ფულს მას, თუმცა იგი ყოველთვის თან ახლდა თანამზრახველებს თანხის გადაცემის მომენტში. გა-------------------ის განმარტებით, იგი განკარგვის მიზნით თანხას სრულად გადასცემდა ზუ------------ეს. დანაშაულის წინასწარი შეთანხმების ხასიათი გამოიხატება იმაშიც, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ეტაპობრივად იღებდა ფულს დაზარალებულისგან. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს ზუ------------ის მხრიდან მოკავშირეებთან ერთად, წინასწარი განზრახვით დანაშაულის ჩადენის არარსებობას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენა არ გულისხმობს მისი ჯგუფის წევრების მხოლოდ აქტიურ მოქმედებას, ის შეიძლება გამოიხატოს უმოქმედობაშიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 ნოემბრის №236აპ-12 გადაწყვეტილება). სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დანაშაულში, ზუ------------ის ქმედება გამოიხატებოდა როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, კერძოდ, ზუ------------ე გა-------------------ის და ის-–-------------ის მეშვეობით, ტა-----–----------ის მამას ნუ-----------------ს და ძმას ტო--------------ს გაეცნო, როგორც პროკუ---ტურის მუშაკი, რომელსაც ასევე ჰყავდა მაღალი თანამდებობის მქონე ნათესავები პროკუ---ტუ---ში და დაჰპირდა დახმარებას ტა-----–----------ის პატიმრობიდან გათავისუფლებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით. სანაცვლოდ საქართველოს პროკუ---ტურის მაღალი თანამდებობის პირებისათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოითხოვა თანხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ვითომდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოსალოდნელი ჯარიმის გადასახდელად - 10 000 (ათი ათასი) ლარი. ამის შემდეგ, ტო--------------ის მიერ თანხის ეტაპობრივად გადაცემის მომენტში, იგი ის-–-------------თან ერთად, ყოველთვის თან ახლდა გა-------------------ს. ზუ------------ის მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენას ადასტურებს ტო--------------ის მიერ თვითდახმარების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულება - ჩანაწერი 005, რომლის თანახმად, ზუ------------ე ტო--------------ს ჰპირდება, რომ საქმეს გააკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფულს დაუბრუნებს. ამასთან, ეუბნება, რომ ის საქმეს მეწყვილეებთან ერთად აკეთებს და მეწყვილეების საქმეში რა ხდება არავინ უნდა იცოდეს. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტო--------------ი თანხას პირდაპირ ზუ------------ეს არ გადასცემდა, არ შეიძლება გახდეს მისი უდანაშაულოდ ცნობის ან აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების ამორიცხვის საფუძველი.

 

4.6. რაც შეეხება ისეთ დამამძიმებელ გარემოებას, როგორიცაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ ზუ------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით ტო--------------ს საერთო ჯამში მიადგა 27 489 (ოცდაშვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაცხრა) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

4.7. სასამართლო არ ეთანხმება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ისეთ ნიშანს, როგორიც არის თაღლითობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ზუ------------ის მიმართ საქმის მასალებში მოიპოვება ორი განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- და 2----–-–--------------- განაჩენები), რომლებითაც დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა, თუმცა საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემული განაჩენებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ზუ------------ემ პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა (2----–-–--------------- განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, 2010 წლის 12 ივლისამდე ჩადენილი ქმედებისთვის).

 

4.8. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენს, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და ზუ------------ეს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების გამოყენებით. აღნიშნულის საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა ზუ------------ის ბრალეულობაზე იმ საქმეში, რომელიც მან პირველი განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.

 

4.9. საკითხის შეფასებისას, წარმოადგენდა თუ არა ზუ------------ე მოცემულ შემთხვევაში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევ პირს, სასამართლო ყუ-----ღებას მიაქცევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ანალოგიუ----- აფასებს მსგავს საკითხს და განმარტავს: „პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მხოლოდ განაჩენის თარიღებისა და მათი საერთო ჯამის მითითების საფუძველზე, პირის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის №1ბ/746-17 განაჩენი).

 

4.10. სასამართლო სრულად იზიარებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოყვანილ მსჯელობას, რომელიც გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც და ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურორის საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის №710აპ-17 განჩინება) და განმარტავს, რომ მართალია სახეზეა ორი დამოუკიდებელი განაჩენი, მაგრამ ვინაიდან მეორე განაჩენით გათვალისწინებული ქმედება ზუ------------ემ ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, მისი მსჯავრდება, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო ერთი განაჩენით, რათა ბრალდების მხარის მხრიდან აგვეცილებინა საქმეთა გაჭიანურება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბრალდების ხელოვნუ----- დამძიმება.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

4.12. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში ზუ------------ის ნასამართლობის არ ქონას.

 

4.13. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ზუ------------ის დანაშაულებრივ ქმედებას აფასებს არაერთგზის ჩადენილ დანაშაულად, რის გამოც მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) უნდა შეიცვალოს და გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის).

 

4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4.15. სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ზუ------------ეს.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში უნდა შეარჩიოს ისეთი სასჯელი, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ზუ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ზუ------------ე მოტყუებით, რომ თითქოსდა შეეძლო სხვისი დახმარებით, კორუფციული გარიგების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაეხსნა დაზარალებულის ოჯახის წევრი, თანამზრახველებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაეუფლა ტო--------------ის დიდი ოდენობით ფულად თანხას); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ზუ------------ის მტკიცე და ურყევ სურვილს თანამზრახველებთან ერთად ჩაედინა დანაშაული, რაც იმითაც დასტურდება, რომ ზუ------------ემ თავისი გეგმით (ადვოკატების ხშირი ცვლით) ხელი შეუწყო ტა-----–----------ის ბრალდების საქმის განხილვის ხელოვნურ გაჭიანურებას სააპელაციო სასამართლოში ); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლებას); მის პიროვნებას (ზუ------------ის წარსულს) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ზუ------------ეს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვს).

 

6.5. მართალია, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ზუ------------ის მიმართ, სასჯელის სახედ გამოიყენოს ჯარიმა, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცემული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზუ------------ის ქმედებამ არა მხოლოდ ხელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სხვისი საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, რითაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენა დაზარალებულის ოჯახი, არამედ იმასაც, რომ საზოგადოების ცნობიერებაში (განსაკუთრებით ენობრივი ბარიერის მქონე ეთნიკურ უმცირესობებში) გააჩინა უარყოფითი დამოკიდებულება ქვეყნის სამართალდამცავი სისტემისადმი, რაც თავის მხრივ, საზოგადოებისთვის არის ხელის შემშლელი ფაქტორი სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ სათანადო რწმენისა და პატივისცემის შენარჩუნებაში.

 

6.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია ზუ------------ეს სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზუ------------ე ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ანალოგიური განზრახი დანაშაულის ჩადენაში, რაც როგორც ჩანს მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის დანიშვნა, არ იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რის გამოც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის უდაბლეს ზღვარზე ზევით. სასამართლოს შეფასებით, ზუ------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულ შესაბამისობაშია სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

· 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

· 8 (რვა) ცალი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებული დისკებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუ------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.

 

ზუ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზუ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ზუ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· 8 (რვა) ცალი დალუქული პაკეტი, მასში მოთავსებული დისკებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი