გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19017-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით თ------------------ე
წარმომადგენელი ფ-------------–---–--
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით თ------–-------–---–ი
წარმომადგენელი ც-–-----–--------ი
მოპასუხე შეგებებული სარჩელით ა-----–-–-------–---–ი, ლ-----–-------–---–ი
დავის საგანი სარჩელით თანამესაკუთრედ ცნობა, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი დანაზოგის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელში
1.1. თ------------------ის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონებების მდებარე: 1. ქ.თბილისი, დ-------------------------------, საკადასტრო კოდი #8-----------, 2. ქ.რუსთავი, გ---------------, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0------------; 3. ქ.თბილისი, სოფელ დ------ში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი #0--------------); 4. ქ.რუსთავი, გ----------–-----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი 0----------); 5. ქ.ხ-–---------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი 6----------), ½ ნაწილზე.
1.2. თ------------------ის სასარგებლოდ მოპასუხე თ------–-------–---–ისათვის ქ.თბილისში, თ-----------------–---------ში პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი 0--------------------) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი 0----------------------) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 120 000 ლარის ანაზღაურება;
1.3. თ------------------ის სასარგებლოდ მოპასუხე თ------–-------–---–ისათვის ქ.თბილისში, კ-------------------ში მდებარე აგარაკის (მიწის ნაკვეთი, სახლი -საერთო ფართით 352,49 კვ.მ, 2 ერთეული ავტოფარეხი, საცურაო აუზი, საკადასტრო კოდი 8-----------) საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 (ორას ოთხმოცდაცხრა ათასი)ლარის ანაზღაურება;
1.4. თ------------------ის მესაკუთრედ ცნობა შპს ,,კ----–-“ თ------–-------–---–ის სახელზე რიცხული 100 %-იანი წილის ½ ნაწილზე;
1.5. მოპასუხე თ------–-------–---–ისათვის მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ ქორწინების პერიოდში შექმნილი დანაზოგის, 300 000 აშშ დოლარის ნახევრის 150 000 აშშ დოლარის დაკისრება;
1.2 შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
1.2.1. თ------–-------–---–ის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონების მდებარე რუსთავი, 2--------------------- -ის 1/5 ნაწილზე.
მოსარჩელის პოზიცია:
თ------------------ე და თ------–-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, ა-----– და ლ-----–-------–---–ები. ასევე, მეუღლეებმა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეიძინეს სადავო უძრავი ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მხოლოდ თ------–-------–---–ის სახელზე. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში დააფუძნეს შპს ,,კ----“, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა მოპასუხე. ასევე, მხარეთა მიერ შექმნილია ფულადი დანაზოგი, 300000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც განთავსებულია თ------–-------–---–ის სახელზე არსებულ ანგარიშზე.
მოპასუხე არ ახდენს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნებაყოფლობით გაყოფას. მან, მეუღლის ნებართვის გარეშე, ყველაზე მეტი ღირებულების მქონე ორი უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, კოჯორი, სოფ.ბ-------, დაზუსტებული ფართობი - 1300 კვ.მ, მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 352,49 კვ.მ და ქ.თბილისი, თ-----------------–--------, კ---------------------, გაასხვისა ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მყოფ ქ-----------------ზე. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნახევრის ანაზღაურება, ასევე, თანაცხოვრების პერიოდში შეძენი ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელში:
თ------------------ესთან თანაცხოვრების პერიოდში, 1992 წლის 9 ოქტომბერს განხორციელდა უძრავი ნივთის მდებარე ქ.რუსთავი, 2--------------- პრივატიზაცია, რა დროსაც ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ 5 პირი: თ------–-------–---–ი, თ------------------ე, მ---------------–-----ი, ა-----– და ლ-----–-------–---–ები. მართალია პრივატიზაცია განხორციელდა მხოლოდ ერთი პირის სახელზე, მაგრამ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილების თანახმად, უძრავ ნივთი თანასაკუთრებით ეკუთვნის მასში ჩაწერილ და მცხოვრებ ხუთივე ადამიანს. შესაბამისად, თ------–-------–---–ი უფლებამოსილია სამართლებრივი პრეტენზია განაცხადოს ქონების 1/5 ნაწილზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------–-------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მეუღლეს, უსიამოვნების ნიადაგზე დაშორდა 1998 წლის 25 მარტს. ამავე წლის 16 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფოში, საიდანაც მოსარჩელესთან აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობს მეორე მეუღლესთან და შვილთან - 1999 წელს დაბადებულ ს---------–-------–---–თან ერთად. სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთები შეძენილია თ------------------ესთან ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, ხოლო თბილისში, სოფ.დ------ში განთავსებული ქონება მიღებული აქვს ჩუქებით. შესაბამისად, დავის საგანში აღნიშნული მატერიალური აქტივი წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას და გაყოფას არ ექვემდებარება. თ------–-------–---–ს სრული უფლება ჰქონდა გაესხვისებინა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, რომელთა ღირებულება გასხვისების დროისათვის იყო საკმაოდ მცირე. ამასთან, თ------------------ემ თავიდანვე იცოდა ნივთების ნასყიდობის შესახებ, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია. თ------–-------–---–ის სახელზე საბანკო დაწესებულებაში არ ირიცხება დასახელებული ოდენობის დანაზოგი, სამეწარმეო საზოგადოება კი მის მიერ შექმნილია 2013 წელს, მოსარჩელესთან განშორების შემდეგ. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები.
მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე თ------------------ემ არ ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხეებს ა-----– და ლ-----–-------–---–ებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ------------------ე და თ------–-------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
-ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.4).
3.1.2. თ------–-------–---–ი იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში ქ-----------------სთან, რა დროსაც, 1999 წლის 4 სექტემბერს შეეძინა შვილი - ს---------–-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ------–-------–---–მა 2012 წლის 21 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ხ-–---------------–-------------, შენობა #1-დან 2/3 ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-----------. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ------–-------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.5-6).
3.2.2. 2014 წლის 04 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------–-------–---–ი აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქალაქი რუსთავი, გ--------------------, მ-----–---------–--------------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორია, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------, ½ ნაწილის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 11-12);
3.2.3. თ------–-------–---–ი ,, ს-------------------“ მიერ 1997 წლის 08 ივნისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის #ა---- მიხედვით, გახდა ქალაქ თბილისში, დაბა კ------------------–--------ში მდებარე 606 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- მესაკუთრე. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 08 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 13-14, ტომი 5, ს.ფ.78).
3.2.4. 2010 წლის 17 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით, თ------–-------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ნივთის მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი დ------ი, შენობის მე-2 სართული, საერთო ფართით:317,16 კვ.მ, მე-3 სართული, საერთო ფართით:294.98 კვ.მ, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.62-63);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.15-16).
3.2.5. 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილების #350 მიხედვით, დაკმაყოფილდა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის გამოყოფა თ--------–----------- ძე შ-------–---–ზე, ოჯახის შემადგენლობა 4 სული.
თ------–-------–---–ს ქალაქ რუსთავის მერის 1998 წლის 31 მაისის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ განკარგულების საფუძველზე, (რომლის საფუძველიცაა 1989 წლის 15 მარტის აღმასკომის გადაწყვეტილება) გადაეცა უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი რუსთავი, გ----------–--------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 29 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადაწყვეტილება (ტომი 5, ს.ფ.134);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.17-18).
3.2.6. თ------–-------–---–ი წარმოადგენს შპს კ----ს, საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 05/03/2013 წ, დირექტორსა და 100 %-იანი წილის მფლობელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.26-27).
3.2.7. 1979 წლის 24 დეკემბერს მოქალაქე თ------–-------–---–ის სახელზე გაიცა სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ.რუსთავი, 2---------------) შესახლების ორდერი, 4 სულზე.
1992 წლის 09 ოქტომბერს თ------------------ესთან დადებული პირივატიზაციის ხელშეკრულების #2-2732 საფუძველზე, ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, 2-----------------------–-------------, ფარ 81.36 კვ.მ - მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო ცნობა (ტომი 5, ს.ფ.205);
-პრივატიზაციის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ.13-14);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს.ფ.17).
3.2.8. 1997 წლის 24 ივნისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თ------–-------–---–მა ხ------------------–-–---–ისგან ნასყიდობის საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, თ--------–---------------------------------.
2004 წლის 6 თებერვალს თ------–-------–---–მა ქ-----------------ს მიჰყიდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, თ--------–---------------------------------. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 5000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ტომი 4, ს.ფ. 156-157);
-ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ.92-96);
3.2.9. თ------–-------–---–ის სახელზე 1998 წლის 21 დეკემბერს გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, ქ.რუსთავში, 21-ე მ/რ, 7-50, 0,13 ჰა მიწის ნაკვეთზე.
2004 წლის 9 თებერვალს თ------–-------–---–სა და ქ-----------------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ-----------------მ იყიდა უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონი, კოჯორი, სოფ.ბ-----------------------, ფართი - 0,13 ჰა. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 5000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 5, ს.ფ.92);
-უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ.97-101).
3.2.10. 1998 წლის 25 მარტს თ------–-------–---–ი მოთავსებული იქნა შპს ,,ს----------–------------–----–----------–---–-, რეანიმაციულ განყოფილებაში საიდანაც გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ავადმყოფის სამედიცინო ბარათი (ტომი 1, ს.ფ.64).
3.2.11. თბილისში, კოჯორში, სოფელ ბ-------ში მდებარე აგარაკის, მიწის (საკადასტრო კოდი) 8----------- შეფასების შესახებ 2015 წლის 30 მარტს გაცემული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაა - 578 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აუდიტორული დასკვნა (ტომი 3, ს.ფ.102-120).
3.2.12. ქ.თბილისში, თ-----------------–--------------ში, პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი #0--------------------, ფართი 101.99 კვ.მ) და მის ქვეშ მდებარე, საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი #0----------------------, ფართი 61.49 კვ.მ ) საბაზრო ღირებულება, 2015 წლის 30 მარტის მდგომარეობით შეადგენს - 108 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აუდიტორული დასკვნა (ტომი 3, ს.ფ.121-142).
3.2.13. თ------–-------–---–ს სს ,, ფ----------------------–--ში“, ბანკ ,,ქ-------ში“, სს ,, ა-----------------------–--------------------------–--ში“, სს ,,ი–-----------------–--ში“, სს ,,ხ--–-------------------–--ში“, სს ,,დ------ში“, სს ,,ტ--------ში“, სს ,,კ-------–-----ში“, სს ,,პ-–------------------–--ში“, სს ,,ბა---------ში“ , სს ,,ს--–---------------ში“, სს ,,ვ------------------------ში“ , სს ,,ზ------------ში“ ანგარიში არ აქვს გახსნილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიმართვის პასუხი (ტომი 4, ს.ფ.46);
-წერილის პასუხი (ტომი 4, ს.ფ.99);
-მომართვა (ტომი 4, ს.ფ.105);
-წერილის პასუხი (ტომი 4, ს.ფ.107, 109, 111, 116, 118, 123, 125, 129, 143);
3.2.14. თ------–-------–---–ს სს ,, ბ-------------–---ში“ 2016 წლის 27 ოქტომბრისათვის გახსნილი აქვს ანგარიში - 2067.74 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-წერილის პასუხი (ტომი 4, ს.ფ.47).
3.2.15. სს ,,პ------------------ში“ თ------–-------–---–ის სახელზე გახსნილს შემნახველ ანაბარზე 26.10.2016 წლის მდგომარეობით განთავსებულია - 124.62 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-წერილი (ტომი 4, ს.ფ.48).
3.2.16. თ------–-------–---–ს სს ,,თ------------ში“ და სს ,,ლ-------------ში“ არსებულ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განჩინების პასუხი (ტომი 4, ს.ფ.102-103, 120).
3.2.17. თ------–-------–---–ს 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, სს ,,ს----------–--------ის“ ანგარიშებზე ნაშთის სახით უფიქსირდება სულ 112 182.09 აშშ დოლარი და 52 329.87 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 4, ს.ფ.188-195);
-ამონაწერი ანგარიშიდან (ტომი 4, ს.ფ. 127-128).
3.2.18. თ------------------ესა და თ------–-------–---–ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 1998 წლის 25 მარტიდან.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გარემოებასთან მიმართებით თ------–-------–---–ი განმარტავს, რომ 1998 წლის 25 მარტს მეუღლეთა შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მხარეები განთავსდნენ საავადმყოფოში. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ მას მოსარჩელესთან აღარ უცხოვრია, მალევე შექმნა ფაქტობრივად მეორე ოჯახი ქ-----------------სთან და შეეძინა შვილი, ს---------–-------–---–ი. მოპასუხის განმარტებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა. კერძოდ, 1998 წლის 25 მარტს თ------–-------–---–ი მოთავსებული იქნა შპს ,,ს----------–------------–----–----------–---–-, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიაგნოზით - მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლმდენი, კეფის, შუბლისა და თხემის არეში. სტაციონარიდან იგი გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს. იმავე დღეს იქნა განთავსებული საავადმყოფოში თ------------------ეც, დიაგნოზით - ქალა-ტვინის ტრავმა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. თ------–-------–---–ისა და ქეთევან მაღრაძის შვილი, ს---------–-------–---–ი - დაბადებულია ინციდენტიდან მოკლე პერიოდში, 1999 წლის 4 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები მიუთითებენ, თ------–-------–---–სა და მის სამივე შვილს შორის ნათესაურ ურთიერთობაზე. საქმეში წარმოდგენილია თ------------------ის წერილი თ------–-------–---–ისადმი, რომლის წარმომავლობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ არ ჰყავს მეუღლე, შვილების სარჩენად ითხოვს ყოველთვიურ თანხას. წერილის შედგენის თარიღის განსაზღვრისთვის აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის ცოცხალია თ------------------ის დედა, რომელიც გარდაიცვალა 2010 წელს.
დასახელებულ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც ფლობენ ოჯახის შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. მოწმე მ-----–--------–--მ არ იცის თ-----ის მესამე შვილის შესახებ, პირადად ერთად სახლში მეუღლეების ერთად ყოფნას ვერ იხსენებს. რუსთავში პირადად არ ჰყავს ნანახი დას, ქ------------------ესაც. სხვა პირთა გადმოცემით საუბრობს ე------–-----ეც. რაც შეეხება საპირისპიროდ წარმოდგენილ მოწმეებს, მათ ინფორმაცია როგორც 1998 წელს მხარეებს შორის მომხდარ ინციდენტთან, ასევე, შემდგომ, თ------–-------–---–ის ქ-----------------სთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე იდენტურია. ქ.თბილისში, თ-----------------–ის ქუჩაზე არსებული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე თ-------------–---–ი განმარტავს, რომ თ------–-------–---–ი და ქ----------------- ერთად გადმოვიდნენ საცხოვრელად, აქვს მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, მეუღლეები ზრდიან შვილს - ს---------–-------–---–ს. პირველი მეუღლის სახელი არც სმენია. 1998 წლიდან ქ-----------------სა და თ------–-------–---–ის უწყვეტ საოჯახო ურთიერთობას მიუთითებს მოწმე ნ-----–------–-–---–იც. მოწმე დ--------------ე, რომელიც მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც განთავსებული იყვნენ მხარეები, დაწვრილებით იხსენებს მომხდარს და ადასტურებს, რომ თ-----ი მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. თ------------------ეს ჰქონდა სურვილი, დ--------------ეს მიეღო მონაწილეობა მათ შერიგებაში, მაგრამ თ------–-------–---–ი იყო კატეგორიული წინააღმდეგი. რამოდენიმე თვეში შექმნა ოჯახი ქ-----------------სთან. იდენტურ გარემოებებს აღწერს თ-----ის ძმა, ა---------–-–-------–---–ი, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ ქ----------------- იყო ოჯახში მიღებული რძალი, ცნობილი ინციდენტის შემდეგ მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. გარემოებებს ადასტურებს ბიძაშვილი, ლ-------–-------–---–ი, აღნიშნავს, რომ 20 წელია ქ----------------ე თ-----ის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი მატერიალურად ეხმარებოდა ოჯახს. 20 წლის თანაცხოვრებაზე მიუთითებს რუსთავში მეზობელი გ----------------–---–ი და ბავშვის ძიძა, ნ------–-------ა.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
ამდენად, ზემოთდასახელებული, მოპასუხე თ------–-------–---–ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი ერთობლიობაში განხილვისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ 1998 წლის 25მარტის შემდეგ თ------------------ესა და თ------–-------–---–ს ფაქტობრივად ერთად არ უცხოვრიათ, ამ უკანასკნელს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი ქ-----------------სთან ერთად. ამასთან, თ------–-------–---–ი მონაწილეობას იღებდა ლ---- და ა-----–-–-------–---–ების მატერიალურ უზრუნველყოფაში.
3.2.19. უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისი, თ--------–---------------------------------, წარმოადგენდა თ------------------ისა და თ------–-------–---–ის თანასაკუთრებას. თ----- კაკაურიძემ 2004 წლის 06 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება გაასხვისა მეუღლის თანხმობის გარეშე და მიღებული სარგებლის, 5 000 ლარის ნახევარი, 2500 ლარი, მეუღლისათვის არ გადაუცია.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო მატერიალურ სამართალში მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც როგორც ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, მტკიცებას არ ექვემდებარება და თუ იგი არ იქნა უარყოფილი შესაბამისი დასაბუთებით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს პრეზუმირებული ფაქტი. თავის მხრივ, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება აისახება იმაში, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი.
უდავოდაა დადგენილი, რომ თ------------------ე და თ------–-------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 14 სექტემბრიდან. უძრავ ნივთზე მდებარე ქ.თბილისი, თ--------–---------------------------------, საკუთრების უფლება მოპოვებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისს ხ------------------–-–---–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. გარიგებაში ნასყიდობის ფართი განსაზღვრული იყო - 82 კვ.მ. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა, ქმნის პრეზუმირებულ ფაქტს მასზე მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ, რომლის საწინააღმდეგო, უარმყოფელი დასაბუთების წარმოდგენა მოპასუხის ვალდებულებაა, რომელსაც მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება, მოცემულ შემთხვევაში, არ განუხორციელებია.
ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 1998 წლის 25 მარტიდან მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მხარეთა შორის არსებობს მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს თ------------------ის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2004 წლის 6 თებერვალს მოპასუხის ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე, ქ-----------------ზე უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისი, თ--------–---------------------------------, გასხვისება მოხდა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე.
მხარეთა ამგვარი კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, გასხვისების პერიოდში მათი ცალკ-ცალკე ცხოვრება, სხვა, უარმყოფელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ქმნის დასაბუთებას იმისას, რომ თ------------------ემ ქონება გაასხვისა მოსარჩელის თანხმობის გარეშე და ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 5000 ლარიდან ½ ნაწილი მოპასუხისათვის არ გადაუცია. თ------–-------–---–ის მიერ მიღებული სარგებლის ოჯახის ინტერესებისათვის მოხმარების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თ------–-------–---–ს, ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებითი დასაბუთება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ნაწილობრივ დაასაბუთა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლის დაკისრებისა და ქორწინების პერიოდში შეძენილი დანაზოგის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ დაასაბუთა შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 173-ე, 1160-ე, 982-ე, 979-ე, 128-ე, 130-ე მუხლები, ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების პირველი, მე-4, მე-5 პუნქტები
”საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ, ქ.თბილისში, დაბა კ------------------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ქონება შეძენილია თანაცხოვრების პერიოდში. მოპასუხემ მოთხოვნის უარმყოფელ არგუმენტად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 08 ივნისს, მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ნორმები მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, სადაც წილი თანაბარია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------------------ე და თ------–-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1974 წლის 14 სექტემბრიდან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა მხოლოდ 1998 წლის 25 მარტს.
დადგენილია ასევე, რომ თ------–-------–---–ი ,, ს-------------------“ მიერ 1997 წლის 08 ივნისს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის #ა---- მიხედვით, გახდა ქალაქ თბილისში, დაბა კ------------------–--------ში მდებარე 606 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.(იხ.სუსგ, საქმე # ას-300-282-2014წ, 21.07.2014წ).
ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით თ------------------ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, თ------------------ისა და თ------–-------–---–ის თანასაკუთრების რეჟიმში.
რაც შეეხება თ------–-------–---–ის მიერ მითითებულ პოზიციას ქონების შეძენის პერიოდად, მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის შესახებ, სასამართლო არ ეთანხმება მას და აღნიშნავს, რომ ქონების შეძენა თ------–-------–---–ის მხრიდან განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის მისთვის გადაცემიდან, ხოლო მისი საჯარო რეესტრში მოგვიანებით რეგისტრაცია, არ წარმოშობს ნივთზე მხოლოდ თ------–-------–---–ის ინდივიდუალურ საკუთრების უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემა ფიზიკური პირისათვის უზრუნველყოფს და ადასტურებს ამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას მოსარგებლე ოჯახისათვის, რადგან სახელმწიფოს მიერ ეს მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათი მოსარგებლე ოჯახების საკუთრებად.
”საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა. ამასთან, დაწესდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს.
თ------–-------–---–ი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში თ------------------ესთან, ცხოვრობდა მასთან ერთ ოჯახად და ამდენად, თ------–-------–---–ისათვის მიღება ჩაბარების აქტით მიწის ნაკვეთის გადაცემით ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა არა ინდივიდუალურად მას, არამედ მის ოჯახს - მეუღლეს, თ------------------ესაც.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში სადავო ბინა მოპასუხის სახელზე აღირიცხა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდგომ, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ ცვლის მისი რეალურად შეძენის თარიღს, ვინაიდან საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას. მოცემულ შემთხვევაში მიწის მიღება-ჩაბარების აქტით იგი საკუთრებაში თ------–-------–---–ს გადაეცა 1997 წლის 08 ივნისს, რაც მასზე საკუთრების წარმოშობის საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მეუღლეებს კანონის საფუძველზე, მიწის გადაცემის შედეგად წარმოეშვათ საერთო საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და შესაბამისად ამ მომენტიდან ითვლება მათ თანასაკუთრებად.
შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ ქონებებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, მოქმედებს პრეზუმირებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ნივთები მათი თანასაკუთრებაა. თანამესაკუთრე მეუღლეს არ ეკისრება საჯარო რეესტრში ნივთის აღრიცხვის ვალდებულება და რეგისტრაციის არარსებობა არ უკარგავს მას სადავო ქონებაზე სანივთო უფლებას. შესაბამისად, თინათნ კაკაურიძის წილი სადავო უძრავ ქონებაში შეადგენს - ½ ნაწილს. საწინააღმდეგო საქმის მასალებით არ დასტურდება.
6.2. მოსარჩელემ უძრავ ქონებებზე მდებარე 1. ქ.რუსთავი, გ---------------, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0------------; 2. ქ.რუსთავი, გ----------–-----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი 0----------); 3. ქ.ხ-–---------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი 6----------), 4. ქ.თბილისი, სოფელი დ------ში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი #0--------------); 5. შპს ,,კ----–-“ საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 05/03/2013 წ, 100 %-იანი წილის ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ნივთებია შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების დროს, ერთობლივი შრომითა და სახსრებით.
შესაბამისად, უძრავ ნივთებზე მეუღლეთ სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრისათვის აუცილებელია დადგინდეს მათი შეძენის საფუძვლები, პერიოდი და სახსრები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, სოფელი დ------ში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი #0--------------), თ------–-------–---–მა შეიძინა ა---------–-–-------–---–ისგან 2010 წლის 17 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითეული მეუღლის ინდივიდუალურ ქონებას წარმოადგენს და შესაბამისად, მათ შორის არ გაიყოფა ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
ამდენად, ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთის შეძენის საფუძველი გამორიცხავს მასზე მეუღლეთა თანასაკუთრების გავრცელების რეჟიმს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ½ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება დავის საგნად ქცეულ დანარჩენ 3 ნივთს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის მიერ ერთობლივი შრომითა და სახსრებით შექმნილი შემოსავალი და ცოლ-ქმრის ნება მიმართული ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ერთობლივი შრომითა და სახსრებით დაგროვილი, შექმნილი შემოსავალი მეუღლეებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ ფაქტობრივად ერთად ცხოვრების პერიოდში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილ იქნა, რომ თ------------------ესა და თ------–-------–---–ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 1998 წლის 25 მარტიდან.
გარემოებასთან მიმართებით თ------–-------–---–ი განმარტავს, რომ 1998 წლის 25 მარტს მეუღლეთა შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მხარეები განთავსდნენ საავადმყოფოში. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ მას მოსარჩელესთან აღარ უცხოვრია, მალევე შექმნა ფაქტობრივად მეორე ოჯახი ქ-----------------სთან და შეეძინა შვილი, ს---------–-------–---–ი. მოპასუხის განმარტებას ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა. კერძოდ, 1998 წლის 25 მარტს თ------–-------–---–ი მოთავსებული იქნა შპს ,,ს----------–------------–----–----------–---–-, რეანიმაციულ განყოფილებაში, დიაგნოზით - მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობა, სისხლმდენი, კეფის, შუბლისა და თხემის არეში. სტაციონარიდან იგი გაეწერა 1998 წლის 16 აპრილს. იმავე დღეს იქნა განთავსებული საავადმყოფოში თ------------------ეც, დიაგნოზით - ქალა-ტვინის ტრავმა, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. თ------–-------–---–ისა და ქეთევან მაღრაძის შვილი, ს---------–-------–---–ი - დაბადებულია ინციდენტიდან მოკლე პერიოდში, 1999 წლის 4 სექტემბერს. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები მიუთითებენ, თ------–-------–---–სა და მის სამივე შვილს შორის ნათესაურ ურთიერთობაზე. საქმეში წარმოდგენილია თ------------------ის წერილი თ------–-------–---–ისადმი, რომლის წარმომავლობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ არ ჰყავს მეუღლე, შვილების სარჩენად ითხოვს ყოველთვიურ თანხას. წერილის შედგენის თარიღის განსაზღვრისთვის აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის ცოცხალია თ------------------ის დედა, რომელიც გარდაიცვალა 2010 წელს.
დასახელებულ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ადასტურებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც ფლობენ ოჯახის შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. მოწმე მ-----–--------–--მ არ იცის თ-----ის მესამე შვილის შესახებ, პირადად ერთად სახლში მეუღლეების ერთად ყოფნას ვერ იხსენებს. რუსთავში პირადად არ ჰყავს ნანახი დას, ქ------------------ესაც. სხვა პირთა გადმოცემით საუბრობს ე------–-----ეც. რაც შეეხება საპირისპიროდ წარმოდგენილ მოწმეებს, მათ ინფორმაცია როგორც 1998 წელს მხარეებს შორის მომხდარ ინციდენტთან, ასევე, შემდგომ, თ------–-------–---–ის ქ-----------------სთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე იდენტურია. ქ.თბილისში, თ-----------------–ის ქუჩაზე არსებული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე თ-------------–---–ი განმარტავს, რომ თ------–-------–---–ი და ქ----------------- ერთად გადმოვიდნენ საცხოვრელად, აქვს მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, მეუღლეები ზრდიან შვილს - ს---------–-------–---–ს. პირველი მეუღლის სახელი არც სმენია. 1998 წლიდან ქ-----------------სა და თ------–-------–---–ის უწყვეტ საოჯახო ურთიერთობას მიუთითებს მოწმე ნ-----–------–-–---–იც. მოწმე დ--------------ე, რომელიც მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც განთავსებული იყვნენ მხარეები, დაწვრილებით იხსენებს მომხდარს და ადასტურებს, რომ თ-----ი მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა. თ------------------ეს ჰქონდა სურვილი, დ--------------ეს მიეღო მონაწილეობა მათ შერიგებაში, მაგრამ თ------–-------–---–ი იყო კატეგორიული წინააღმდეგი. რამოდენიმე თვეში შექმნა ოჯახი ქ-----------------სთან. იდენტურ გარემოებებს აღწერს თ-----ის ძმა, ა---------–-–-------–---–ი, რომელიც დამატებით აღნიშნავს, რომ ქ----------------- იყო ოჯახში მიღებული რძალი, ცნობილი ინციდენტის შემდეგ მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. გარემოებებს ადასტურებს ბიძაშვილი, ლ-------–-------–---–ი, აღნიშნავს, რომ 20 წელია ქ----------------ე თ-----ის მეუღლეა, ეს უკანასკნელი კი მატერიალურად ეხმარებოდა ოჯახს. 20 წლის თანაცხოვრებაზე მიუთითებს რუსთავში მეზობელი გ----------------–---–ი და ბავშვის ძიძა, ნ------–-------ა.
შესაბამისად, 1998 წლის 25 მარტის შემდგომ შეძენილ ქონებებთან მიმართებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და ვერ განიხილავს მათ როგორც თანასაკუთრებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.რუსთავში, გ---------------, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0------------, მდებარე ქონება თ------–-------–---–ის სახელზე აღირიცხა 2014 წლის 04 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.რუსთავში, გ----------–-----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი 0---------- თ------–-------–---–ს გამოეყო 1998 წლის 31 მაისს, ხოლო ქ.ხაშურში, 9-------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი 6---------- მოპასუხის სახელზე აღირიცხა 2012 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. შპს ,,კ----“ დაფუძნებულია 2013 წლის 05 მარტს.
ამდენად, დასახელებული უძრავი ქონებების შეძენის, ასევე, სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების დროისათვის მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ, შესაბამისად, მათ არ გააჩნდათ საერთო შემოსავალი და მოსარჩელე ვერ მიიღებდა მონაწილეობას სადავო ქონების შეძენაში, მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი კი, არ წარმოშობს ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რადგანაც ნორმა წარმოადგენს ერთგვარი საგამონაკლისო შემთხვევის დამდგენ დანაწესს, მას აღწერილობით ნაწილი არ გააჩნია და იგი ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთად შეიძლება იქნეს განხილული, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ (სკ-ის 1168.2 მუხლი). აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს (სკ-ის 1168.3 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ნივთების შეძენისას მეუღლეები აღარ აწარმოებდნენ საერთო მეურნეობას და ქორწინება, მიუხედავად რეგისტრაციის არსებობისა, ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი. ამასთან, არ არსებობს მეუღლეთა ქონების გაყოფისას წილთა თანაბრობის საწყისიდან გადახვევის განმაპირობებელი იმგვარი გარემოებები, რომლებიც ქონებაზე მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების უფლებას იურიდიულ საფუძველს გამოაცლიდა.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საერთო წესს და თითოეულ მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. მაგრამ იმისათვის, რომ განსახილველი ნორმის შედეგი მივიღოთ, აუცილებელია, თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს ქონების შეძენის ფაქტთან ერთად არსებობდეს ამავე კანონის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველი ნორმა აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს, კერძოდ: ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მისი შრომისუუნარობის ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღებისათვის აუცილებელია, არსებობდეს ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს; ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს ამ შემთხვევაში არ ეკისრება გადამწყვეტი მნიშვნელობა; ივარაუდება, რომ ეს ქონება არ არის შეძენილი ოჯახის ინტერესებისათვის და საერთო სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის მიზნით, ამასთან ერთად უნდა არსებობდეს ერთ-ერთ მეუღლესთან არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი; მეორე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი“ (იხ. სუსგ №ას-107-388-08, 29 ოქტომბერი, 2008 წელი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ არც ერთ განსაზღვრულ წინაპირობას ადგილი არ ჰქონია, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას თ------------------ის საკუთრებად ეცნო ქონება რაც მეუღლესთანს ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შემდეგ არის შეძენილი.
ასევე, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მოპასუხისგან მოთხოვნილი თანხის, მის ანგარიშზე განთავსების, მისი ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეძენის თაობაზე. თ------–-------–---–ს 2014 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, სს ,,ს----------–--------ის“ ანგარიშებზე ნაშთის სახით უფიქსირდება სულ 112 182.09 აშშ დოლარი და 52 329.87 ლარი, თუმცა მოსარჩელის, ამ მხრივ მტკიცების ტვირთის მქონე პირის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება თანხის 1998 წლის 25 მარტამდე მეუღლეთა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეძენის თაობაზე. ამდენად, არ არსებობს თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
6.3. მოსარჩელემ, მოპასუხე თ------–-------–---–ისათვის უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, კ-------------------ში მდებარე აგარაკის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- გასხვისების გამო საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 ლარის ანაზღაურების, ასევე, უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, თ-----------------–---------ში პირველ სართულზე მდებარე ბინის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0--------------------, და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------------- გასხვისების გამო საბაზრო ღირებულების ნახევრის - 120 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ თ------------------ისათვის უცნობი იყო ნივთების გასხვისების თაობაზე, ამასთან, ნასყიდობის თანხა მას არ გადაცემია და არც ოჯახის საერთო ინტერესებისათვის ყოფილა გამოყენებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, კ-------------------ში მდებარე აგარაკი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- შეძენილია მეუღლეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, 1998 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, მოპასუხეს, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეს, ჰქონდა სრული თავისუფლება ნამდვილი ნების საფუძველზე განეკარგა ნივთი და მისი გასხვისების შედეგად მიღებული თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება უძრავი ქონებას მდებარე ქ.თბილისი, თ-----------------–---------ში პირველ სართულზე მდებარე ბინა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0--------------------, თ------–-------–---–ზე იგი აღირიცხა 1997 წლის 24 ივნისს, ხ------------------–-–---–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მისი ფართი ნასყიდობის მომენტში შეადგენდა - 82 კვ.მ-ს. საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.
ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით თ------------------ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, თ------------------ისა და თ------–-------–---–ის თანასაკუთრების რეჟიმში.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
თ------–-------–---–მა დასახელებული უძრავი ქონება 2004 წლის 06 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მეუღლის თანხმობის გარეშე. ნასყიდობის ფასი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა - 5000 ლარით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ქონება გაასხვისა მეუღლის თანხმობის გარეშე და მიღებული სარგებლის, 5000 ლარის ნახევარი, 2500 ლარი, მეუღლისათვის არ გადაუცია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1998 წლის 25 მარტიდან მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მხარეთა შორის არსებობს მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს თ------------------ის პოზიციას იმის შესახებ, რომ 2004 წლის 06 თებერვალს უძრავი ნივთის გასხვისება მოხდა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე.
მხარეთა ამგვარი კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, გასხვისების პერიოდში მათი ცალკ-ცალკე ცხოვრება, სხვა, უარმყოფელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ქმნის მტკიცებას იმისას, რომ თ------–-------–---–ს ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხიდან 5 000 ლარიდან, ½ ნაწილი მოპასუხისათვის არ გადაუცია. მოპასუხის მხრიდან მიღებული სარგებლის ოჯახის ინტერესებისათვის მოხმარების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2004 წლის 06 თებერვალს, ნივთის მეორე მესაკუთრის თანხმობის გარეშე გასხვისებისას. ნასყიდობის ხელშეკრულებაში უძრავი ნივთის ფასად და გამყიდველის სარგებლად მითითებულია - 5000 ლარი. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ქონების უფრო მაღალი ღირებულებით შეფასების და შესაბამისად, თ------------------ის მხრიდან სარგებელთან ერთად დამატებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას დაასაბუთებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. თ------------------ის მიერ მითითებული ქონების საბაზრო ღირებულება - 108 000 აშშ დოლარი, ეყრდნობა აუდიტის დასკვნა, რომლითაც განხორციელებულია ნივთის შეფასება - 2015 წლის 30 მარტის მდგომარეობით, რაც 2004 წლის ღირებულებასთან მიმართებით, სასამართლოს მიერ სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
შესაბამისად, თ------------------ეს აქვს იმ სარგებლიდან წილის მოთხოვნის უფლება, რომელიც მიიღო მოპასუხე თ------–-------–---–მა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (საერთო ქონების) გასხვისების შედეგად.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული სარგებლის 5000 ლარის ნახევრის - 2500 ლარის მოსარჩელის, თ------------------ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას ხანდაზმულობაზე, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე აღნიშნავს, რომ თ------------------ისათვის ნივთის გასხვისების შესახებ ცნობილი იყო 2004 წლისათვის, თუმცა აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საფუძველს მოკლებულია.
6.4. თ------–-------–---–მა უძრავი ნივთის მდებარე რუსთავი, 2----------------------, 1/5 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ქონება შეძენილია და პრივატიზებულია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, მოსარჩელეს ეკუთვნის წილი პროპორციულად.
,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო - დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა). საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. 1998 წელს მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, დამქირავებლის თანაბრად სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა მოვალეობა. ამავე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ნორმის თანახმად, დამქირავებლის ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მასთან მუდმივად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები.
მითითებული დადგენილების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლი (ბინა) გადაეცეთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია. დამქირავებელი ან მისი ოჯახის წევრები, თუ მათ კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, წარმოადგენენ ბინის მესაკუთრეებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილი იქნებოდა სადავო ბინიდან.
ამდენად, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცემა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა (ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო სადავო ბინაში) (იხ. სუსგ 5.08.2005, საქმე #ას-155-146-05; 14.11.2005წ, საქმე #ას-516-838-05; ).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1979 წლის 24 დეკემბერს მოქალაქე თ------–-------–---–ის სახელზე გაიცა სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ.რუსთავი, 2---------------) შესახლების ორდერი, 4 სულზე.
1992 წლის 09 ოქტომბერს თ------------------ესთან დადებული პირივატიზაციის ხელშეკრულების #2-2732 საფუძველზე, ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, 2-----------------------–-------------, ფარ 81.36 კვ.მ - მესაკუთრედ.
დადგენილია, რომ თ------–-------–---–ი პრივატიზაციის დროისათვის (1992 წლის 09 ოქტომბერი) წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირს. შესაბამისად, იგი ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით, მიჩნეულ იქნას სადავო ბინის პრივატიზებაზე უფლებამოსილ პირად, რის გამოც არსებობს საპრივატიზაციო წილზე - სადავო ნივთის 1/5 ნაწილზე, მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში თ------------------ის სარჩელი მოპასუხე თ------–-------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნების შეჯამების შედეგად მიღებული დავის საგნის ღირებულების მიხედვით (სარჩელის ფასი განისაზღვრა ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული, ასევე, საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით), დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, თ------------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ნაწილობრივ (2952.39 ლარის ოდენობით) დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან, 3000 (სამი ათასი) ლარიდან, მოპასუხე თ------–-------–---–ს, მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 47.61 ლარის ანაზღაურება.
ასევე, თ------–-------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც არსებობს თ------------------ის, ლ-----–-------–---–ისა და ა-----–-–-------–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 445 (ოთხას ორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით (საქმე # 622064-14) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ყადაღა დაედო თ------–-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: 1. ქ.რუსთავი, გ-----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის 4500 კვ.მ-ისა და შენობა-ნაგებობა 380 კვ.მ-ის ნაწილი, საკადასტრო კოდი: 0------------; 2. ქ.თბილისი, სოფ.დ------ი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 სართულები, ფართის შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, საკადასტრო კოდი: 0---------------; 3. ქ.რუსთავი, გ----------–----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი: 0-----------. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე თ------–-------–---–ის პ/ნ 3---------- კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ვინაიდან, თ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი შემდეგ უძრავ ნივთებზე: 1. ქ.რუსთავი, გ-----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის 4500 კვ.მ-ისა და შენობა-ნაგებობა 380 კვ.მ-ის ნაწილი, საკადასტრო კოდი: 0------------; 2. ქ.თბილისი, სოფ.დ------ი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 სართულები, ფართის შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, საკადასტრო კოდი: 0---------------; 3. ქ.რუსთავი, გ----------–----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი: 0-----------. ასევე, გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე თ------–-------–---–ის პ/ნ 3---------- კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ვინაიდან თ------–-------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს 2015 წლის 05 იანვრის შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე, მე-8, 38-39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თ------------------ე ცნობილ იქნას უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, დ-------------------------------, საკადასტრო კოდი #8-----------, ½ ნაწილის მესაკუთრედ;
3. მოსარჩელე თ------------------ეს უარი ეთქვას შემდეგი უძრავი ქონების მდებარე:
ქ.რუსთავი, გ---------------, მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #0------------;
ქ.თბილისი, სოფელი დ------ში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 ფართობი, შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი #0--------------);
ქ.რუსთავი, გ----------–-----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი 0----------);
ქ.ხ-–---------------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი (საკადასტრო კოდი 6----------), ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
4. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ------------------ის მოთხოვნა და მოპასუხე თ------–-------–---–ს დაეკისროს ქ.თბილისი, თ-----------------–---------ში პირველ სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი 0--------------------) და მის ქვეშ მდებარე საცხოვრებლად გარემონტებული სარდაფის (საკადასტრო კოდი 0----------------------) გასხვისებით მიღებული თანხის ნახევრის - 2500 ლარის ანაზღაურება;
5. თ------------------ეს ასევე უარი ეთქვას თბილისი, კ-------------------ში მდებარე აგარაკის (საკადასტრო კოდი 8-----------) საბაზრო ღირებულების ნახევრის - 289 000 (ორას ოთხმოცდაცხრა ათასი)ლარის ანაზღაურების, ერთობლივი თანაცხოვრების განმავლობაში დაფუძნებული შპს ,,კ----“-ს ½ წილის მესაკუთრედ ცნობის და ქორწინების პერიოდში შექმნილი დანაზოგის, 300 000 აშშ დოლარის ნახევრის 150 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე;
6. თ------–-------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს და იგი ცნობილ იქნას უძრავი ქონების მდებარე რუსთავი, 2--------------------- -ის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;
7. მოპასუხე თ------–-------–---–ს მოსარჩელე თ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 47 (ორმოცდაშვიდი) ლარისა და 61 (სამოცდაერთი) თეთრის გადახდა, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 2952(ორი ათას ცხრაას ორმოცდათორმეტი) ლარი და 39(ოცდაცხრამეტი) თეთრი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. თ------------------ეს, ა-----–-–-------–---–სა და ლ-----–-------–---–ს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ------–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 445 (ოთხას ორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურება;
9. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თ------–-------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას:1. ქ.რუსთავი, გ-----------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის 4500 კვ.მ-ისა და შენობა-ნაგებობა 380 კვ.მ-ის ნაწილი, საკადასტრო კოდი: 0------------; 2. ქ.თბილისი, სოფ.დ------ი, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობის მე-2 და მე-3 სართულები, ფართის შესაბამის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, საკადასტრო კოდი: 0---------------; 3. ქ.რუსთავი, გ----------–----------ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი: 0-----------;
10. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე თ------–-------–---–ის პ/ნ 3---------- კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა