გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
050210018002477258
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002477258

საქმე №2/572-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.09.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: სს ,,კრ----------ი“;

წარმომადგენელი: ლა–---------------ე;

მოპასუხეები: მე---ბ ბე------–---–ი; ნა--–ე წი-–-----ი; თა----ა ბე------–---–ი; ლა–---–-----ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–სა და ლა–---–-----ეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17 812.68 ლარის (ძირითადი თანხა - 14 378.76 ლარი, დარიცხული პროცენტი (მიუღებელი შემოსავალი) - 2,716.64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 575.26 ლარი და ჯარიმა - 142.02 ლარი) გადახდა.

 

1.2. აღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს, სადაზღვევო პრემიის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მე---ბ ბე------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფ: წითელმთა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 7 500.00 კვ/მ, უძრავი ქონების ს/კ 2-----------)

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: 2-----------) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მე---ბ ბე------–---–ის, ნა--–ე წი-–-----ის, თა----ა ბე------–---–ისა და ლა–---–-----ის ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს მე---ბ ბე------–---–ის, ნა--–ე წი-–-----ის, თა----ა ბე------–---–ისა და ლა–---–-----ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა მე---ბ ბე------–---–მა, ნა--–ე წი-–-----მა, თა----ა ბე------–---–მა და ლა–---–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ ძირითადი თანხის 14 378.76 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2016 წლის 21დეკემბერს სს ,,მი----------------------------–-----------ს" და მე---ბ ბე------–---–ს შორის დაიდო №16356781291LUC ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე.

 

2016 წლის 22 დეკემბერს სს ,,მი----------------------------–-----------სა’’ და მე---ბ ბე------–---–ს შორის დაიდო სესხის №16357781291DNS ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 22 000.00 ლარი, კრედიტის ვადა: 36 თვე, მსესხებლის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკით გათვალისწინებულ დღეს, კერძოდ ყოველი თვის 24 რიცხვში 841.58 ლარის ოდენობით. საბანკო კრედიტის დაფარვა: გრაფიკის შესაბამისად; წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი: 33.20%, ვადაგადაცილების შემთხვევაში ყოველს პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული-გადაუხდელი ძირის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირის თანხის 5% მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებაზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

სესხის თანხის ოდენობა სარგებელთან 7,306.60 ლარი და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიასთან 990.00 ლართან ერთად განისაზღვრა საერთო ჯამში 30296.60 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად დადგენილი წესით.

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე (იხ. ს.ფ 18-21).

- 2016 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება (იხ.ს/ფ 22-25).

- სესხის გადახდის გრაფიკი (იხ. ს.ფ 38-39).

 

3.2.2. 2016 წლის 22 დეკემბერს ნა--–ე წი-–-----თან, თა----ა ბე------–---–თან და ლა–---–-----ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მათ იკისრეს პასუხისმგებლობა, კერძოდ, სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მე---ბ ბე------–---–ის მიერ 2016 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე (სესხის ძირითადი თანხის, პროცენტების, სადაზღვევო პრემიის და დარიცხული ჯარიმების).

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 21 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ 26-34).

 

3.1.3. 2016 წლის 21 დეკემბერს სს ,,მი----------------------------–-----------სა" და მე---ბ ბე------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები. ხელშეკრულების 5.11 პუნქტში მითითებულია ,,იპოთეკის საგნის ნებისმიერი გზით რეალიზაციის შემთხვევაში, თუ რეალიზებული ქონების თანხა არ დაფარავს იპოთეკარის მთლიან მოთხოვნას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად. იმავდრიულად გათვალისწინებეულია დარჩენილი ვალდებულებების შესრულება მსესხებლის სხვა ქონებიდან.’’

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 21 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება

 

3.1.4. 2018 წლის 04 ივნისის მდგომარეობით სოლიდარულ მოვალეებს მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–სა და ლა–---–-----ეს სს „კრ----------ის“ წინაშე დავალიანება შეადგენს 17 812.68 ლარს, აქედან, ძირითადი თანხაა - 14 378.76 ლარი, დარიცხული პროცენტი (მიუღებელი შემოსავალი) – 2 716.64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 575.26 ლარი და ჯარიმა - 82.91 ლარი, ჯარიმა ძირზე-59.11 ლარი.

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 60).

 

3.1.5. სს „მი----------------------------–-----------მ“, გაუგზავნა მსესხებელს შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ სს „მი----------------------------–-----------ს’’ მიმართ ერიცხება დავალიანება და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები (იხ. ს.ფ 41-44).

 

3.1.6. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მი----------------------------–-----------მ“ შეიცვალა სა----თლებრივი ფორმა და ის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს „მი----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 17 მარტს სს „მი----------------------------–-----------მ’’ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა როგორც სს „კრ----------ი“, რის დასადასტურებლადაც წარმოგიდგენთ შესაბამის ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 51-52).

 

3.1.7. უძრავი ქონება (მდებარე: ოზურგეთი, სოფელი შემოქმედი-წითელმთა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 7 500.00 კვ.მ, ს/კ 2-----------) მე---ბ ბე------–---–ის საკუთრებაშია.

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 49-50).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები.

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სა----თლებრივი შეფასება

 

6.1. სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასა----თლოს.

 

უფლების სასა----თლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასა----თლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასა----თლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიე---დ გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასა----თლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სა----თლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასა----თლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სა----თლიანი სასა----თლოს უფლება გულისხმობს სასა----თლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ სასა----თლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასა----თლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სა----თლებრივი, ისე საპროცესო-სა----თლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სა----თალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სა----თალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სა----თლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სა----თლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სა----თლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასა----თლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასა----თლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მე---ბ ბე------–---–ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მე---ბ ბე------–---–ს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებულ დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასა----თლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ის” მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მე---ბ ბე------–---–ზე გაიცა კრედიტი. მოვალეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასა----თლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სადაზღვევო პრემიის გადახდას, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 22 დეკემბერს სს `კრ----------სა~ და მე---ბ ბე------–---–ს დადებული №16357781291DNS ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს სიცოცხლის დაზღვევის საფასურიც უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების დანართი გრაფიკში კი ასახულია დაზღვევის საფასური და მისი ოდენობა 27.50 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნა--–ე წი-–-----მა, თა---- ბე------–---–მა და ლა–---–-----ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს პასუხისმგებლობა მე---ბ ბე------–---–ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯე---დი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მე---ბ ბე------–---–თან ერთად ნა--–ე წი-–-----ის თა---- ბე------–---–ის და ლა–---–-----ის სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასა----თლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

სასა----თლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა, იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.

მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასა----თლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადეს.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიე---დ ქცევის ვალდებულება ემყარება სა----თალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სა----თლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის ანაზღაურება.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მე---ბ ბე------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: ს/კ 2-----------) რეალიზაციის მოთხოვნით ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301.11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის მე---ბ ბე------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. იპოთეკარს უფლება აქვს სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა იპოთეკის საგნით. ამავე ხელშეკრულების პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

შესაბამისად, სასა----თლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის ვალდებულების სრულად დაფარვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხეების სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.14. რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, სასა----თლო განმარტავს შემდეგ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასა----თლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით, დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასა----თლოს, ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასა----თლოს მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასა----თლოს გადაწყვეტილება უნდა მიცექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასა----თლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასა----თლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის 14 378.76 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის 103.02 ლარის ანაზღაურება. ხოლო სს ,,კრ----------ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 431.36 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი მე---ბ ბე------–---–ის, ნა--–ე წი-–-----ის, თა----ა ბე------–---–ის და ლა–---–-----ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–ს და ლა–---–-----ეს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17 812 (ჩვიდმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის და 68 (სამოცდარვა) თეთრის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა - 14378.76 ლარი, დარიცხული პროცენტი (მიუღებელი შემოსავალი) 2716,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხაა 575,26 ლარი და ჯარიმა 142.02 ლარი.

 

1.2. ზემოაღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს სადაზღვეო პრემიის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მე---ბ ბე------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 7500 კვ.მ, ს/კ 2-----------

1.3. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–ს და ლა–---–-----ეს ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–ს და ლა–---–-----ეს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებსა და აქტივებზე.

2. მოპასუხეებს მე---ბ ბე------–---–ს, ნა--–ე წი-–-----ს, თა----ა ბე------–---–ს და ლა–---–-----ეს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის 103.02 ლარის ანაზღაურება.

3. სს ,,კრ----------ის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 431 (ოთხასოცდათერთმეტი) ლარი და 36 (ოცდათექვსმეტი) თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკი სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300901350, ბანკის კოდი TRESGE22. (საგადასახადო დავალება N235853, გადამხდელი სს ,,კრ----------ი“ გადახდის ტარიღი 31.05.2018 წელი)

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისა----თი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასა----თლოს (მისა----თი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე