გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210117002222506
#2/5080-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.10.2018წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”
წარმომადგენლები - ს--–-------–----–---–ი, ნ----------------ა
მოპასუხეები - ლ-–- ჩ------ე, ე--ა ჩ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ-–- ჩ------ისა და ე--ა ჩ------ისათვის სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, 2016 წლის 19 მარტის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6889.41 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 6130.58 ლარი, სარგებელი - 448.32 ლარი, პირგასამტეხლო - 310.51 ლარი.
1.2. ლ-–- ჩ------ისა და ე--ა ჩ------ისათვის სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 6130.58 ლარის წლიური სარგებლის - 16.22 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 82.86 ლარს ყოველთვიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
1.3. ლ-–- ჩ------ისა და ე--ა ჩ------ისათვის სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 6130.58 ლარის 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 30.65 ლარს, ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.
1.4. თავდები პირის ე--ა ჩ------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 11 500.00 ლარით.
1.5. ლ-–- ჩ------ისათვის მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 14 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 256.59 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 241.67 ლარი, სარგებელი - 14.92 ლარი.
1.6. ლ-–- ჩ------ისათვის მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 14 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 241.67 ლარის წლიური სარგებლის - 20 %-ის, ანაზღაურების დაკისრება, რაც შეადგენს ყოველთვიურად 4.02 ლარს, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
1.7. მოპასუხე ლ-–- ჩ------ისათვის მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2506.81 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 1300 ლარი, სარგებელი - 194.09 ლარი, პირგასამტეხლო - 1012.72 ლარი.
1.8. მოპასუხე ლ-–- ჩ------ისათვის მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1300 ლარის წლიური სარგებლის - 18 %-ის, რაც შეადგენს ყოველთვიურად 19.5 ლარს, ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
1.9. მოპასუხე ლ-–- ჩ------ისათვის მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1300 ლარის 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6.5 ლარს, ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
ლ-–- ჩ------ესა და სს „ბ---ი რ-------–---ს“ (უფლებამონაცვლე სს „თ----ი ბ---ი") შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ლ-–- ჩ------ის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე ე--ა ჩ------ემ. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვათ დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს „ბ---ი რ-------–---სა“ და ლ-–- ჩ------ეს შორის 2016 წლის 19 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.22%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 19 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო -10 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.03.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 20;
- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 21-28;
- განსაკუთრებული პირობები (დანართი 1) - ს. ფ. 29;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - 30-31;
- საკრედიტო ხელშეკრულების დანართი 4 - ს. ფ. 32;
3.2.2. 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ---ი რ-------–---სა“ და ე--ა ჩ------ეს შორის 2016 წლის 19 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ე--ა ჩ------ემ ძირითად მსესხებელ - ლ-–- ჩ------ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 11500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება თავდებობის შესახებ - ს. ფ. 33;
- საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულება - ს. ფ. 34-38;
3.2.3. მოპასუხეები პერიოდულად არღვევდნენ 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2017 წლის ივნისის შემდეგ კი შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა. 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხათ დავალიანება - 6889.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 6130.58 ლარი, პროცენტი - 448.32 ლარი და ჯარიმა 310.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 68;
- ამონაწერი ანგარიშიდან - ს. ფ. 63-64;
3.2.4. სს „ბ--- რ-------–---სა“ და ლ-–- ჩ------ეს შორის 2016 წლის 14 მაისს დაიდო ოვერდრაფტის ხელშეკრულება #868903, რომლის საფუძველზე ბანკმა იკისრა ვალდებულება ლ-–- ჩ------ის ანგარიშზე დაეშვა 500 ლარის ოდენობით საკრედიტო ლიმიტი, მსესხებელმა (ლ-–- ჩ------ემ) იკისრა ვალდებულება ათვისებული კრედიტი დაებრუნებინა სარგებელთან ერთად ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 14 მაისამდე. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 20%-ით. ათვისების თარიღის მომდევნო თვის იმავე თარიღში, ხოლო ათვისებულ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლო დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.05.2016 წლის ოვერდრაფტის ხელშეკრულების თავსართი - ს. ფ. 39;
- 14.05.2016 წლის ოვერდრაფტის ხელშეკრულება - 40-42;
3.2.5. მოპასუხე ლ-–- ჩ------ე პერიოდულად არღვევდა 14.05.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, 2016 წლის 14 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას დაერიცხა დავალიანება 256.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 241.67 ლარი და პროცენტი 14.92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 68;
- ამონაწერი ანგარიშიდან - ს. ფ. 65;
3.2.6. 2017 წლის 8 მაისს განხორცილებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს სს „ბ---ი რ-------–--ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „თ----ი ბ---ი“ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ს. ფ. 71-72;
3.2.7. სს „თ----ი ბ---სა“ და ლ-–- ჩ------ეს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1300 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 18 %-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარის ოდენობით, რასაც დაემატებოდა დავალიანების თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ს. ფ. 42;
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება 3879793-8569587 - ს. ფ. 43-46;
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ - ს. ფ. 46-62;
3.2.8. ლ-–- ჩ------ე პერიოდულად არღვევდა 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 2017 წლის იანვრის კი საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, რის გამოც 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება 2506.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1300 ლარი, პროცენტი 194.09 ლარი და ჯარიმა 1012.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან - ს. ფ. 66-67;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 68;
3.2.9. მოპასუხეები სარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის დაკისრების ნაწილში ცნობენ სრულად. ისინი სადავოდ მიიჩნევენ სარგებლისა და ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევენ, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები თავად შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე და ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს მისი ოდენობა. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება როგორც სარგებლის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 891-892-ე, 463-464-ე 895-ე, 898-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ლ-–- ჩ------ეზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ლ-–- ჩ------ემ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ სს ‘’რ-------–--- ბ---ს’’ (ამჟამად სს ‘’თ----ი ბ---ი’’) და ლ-–- ჩ------ეს შორის 2016 წლის 19 მარტს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2016 წლის 14 მაისსა და 2016 წლის 11 ოქტომბერს კი - საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნები ლ-–- ჩ------ემ დაარღვია არაერთელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება -
ა) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6889.41 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 6130.58 ლარი, პროცენტი - 448.32 ლარი და ჯარიმა 310.51 ლარი.
ბ) 2016 წლის 14 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 256.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 241.67 ლარი და პროცენტი 14.92 ლარი.
გ) სს „თ----ი ბ---სა“ და ლ-–- ჩ------ეს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2506.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1300 ლარი, პროცენტი 194.09 ლარი და ჯარიმა 1012.72 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ლ-–- ჩ------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ლ-–- ჩ------ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ლ-–- ჩ------ის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ლ-–- ჩ------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ-–- ჩ------ემ სს ”თ----ი ბ---ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ლ-–- ჩ------ემ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 6130.58 ლარს, 14.05.2016 წლის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 241.67 ლარს, ხოლო 11.10.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1300 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება ლ-–- ჩ------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ლ-–- ჩ------ე მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, როგორც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, რაც სსკ-ის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ლ-–- ჩ------ეს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე) შეადგენს - 448.32 ლარს, 14.05.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14.92 ლარს, ხოლო 11.10.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 194.09 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 30 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 310.31 ლარის ოდენობით. ასევე, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 6130.58 ლარზე, ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 30.65 ლარს.) მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.
მოსარჩელე 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, ასევე მოითხოვს 2017 წლის 30 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 1012.72 ლარის ოდენობით. ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულიად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდას ძირი თანხის - 1300 ლარის, 0.5%-ის ოდენობით (რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.5 ლარს) მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.
სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 31.05 ლარით (ნაცვლად 310.51 ლარისა) 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 6130.58 ლარის 0,05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3.06 ლარს ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა (ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა).
გარდა ამისა, მოპასუხე ლ-–- ჩ------ეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 101.27 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1012.72 ლარისა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 1300 ლარის 0,05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 0.6 ლარს ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა (ნაცვლად მოთხოვნილი 1500 ლარისა).
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2017 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლით ,,მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება გულისხმობს ასეთი ღონისძიების მიღებას სახელშეკრულებო პერიოდში და არ გულისხმობს მუდმივად. ანუ ვალდებულება დროში განსაზღვრული მოქმედებაა და თუ იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, მაშინ ასეთი ვადა უნდა დაადგინონ ხელშეკრულების მონაწილეებმა.
დადგენილია, რომ ლ-–- ჩ------ეს 19.03.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 19.03.2020 წლის ჩათვლით. მოპასუხის მიერ ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა 2020 წლის 19 მარტამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კარგავს შემოსავალს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 19 მარტამდე, საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირი თანხის 6130.58 ლარის წლიური სარგებლის - 16.22 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 82.86 ლარს ყოველთვიურად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, თუმცა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველზე მითითება, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება 2020 წლის 19 მარტის შემდგომი პერიოდისათვის, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ამ პერიოდის შემდგომი დროისათვის მიუღებელ შემოსავალთან და ამით განცდილ ზიანთან დაკავშირებით შესაბამისი დასაბუთება არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს ზემოთ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, ლ-–- ჩ------ეს 11.10.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1300 ლარის წლიური სარგებლის - 18 %-ის, ანუ ყოველთვიურად 19.5 ლარის ანაზღაურება 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდები პირის ე--ა ჩ------ის პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე ე--ა ჩ------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ლ-–- ჩ------ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ-–- ჩ------ესთან ერთად ე--ა ჩ------ის სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, 11 500.00 ლარის ფარგლებში. ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 1873 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ,,თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის მიხედვით კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მითითებული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით განსახილველი სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 16 482.94 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 494.48 ლარი. (3%).
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 12 011.56 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს შეადგენს ჯამში 360.35 ლარს. 134.13 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - ჯამში 7672.25 ლარის ნაწილში (6130.58+241.67+1300=7672.25), შესაბამისად, მხარეები სსკ-ის 49.2 და 49.3 მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის 230.17 ლარის ანაზღაურებისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არაღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 4339.30 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 130.18 ლარის ანაზღაურება. ამასთან, ამ თანხიდან 90.97 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ლ-–- ჩ------ეს და ე--ა ჩ------ეს სოლიდარულად, ხოლო 39.21 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ლ-–- ჩ------ეს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით ასევე გადაიხადა 50 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გასწია სასამართლოსგარეშე ხარჯი 20 ლარი - საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის სახით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ იურიდიულ მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 500 ლარის ოდენობით. სასამართლო, საქმის არსისა გათვალისწინებით, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ლ-–- ჩ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, გ--------–ის ქუჩა N7 (საკადასტრო კოდი №-------------------), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხეების ლ-–- ჩ------ისა და ე--ა ჩ------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებს ლ-–- ჩ------ესა და ე--ა ჩ------ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, 2016 წლის 19 მარტის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ:
ა) დავალიანების - 6 609.95 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 6130.58 ლარი, სარგებელი - 448.32 ლარი, პირგასამტეხლო - 31.05 ლარი;
ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 6130.58 ლარის წლიური სარგებლის - 16.22 %-ის ოდენობით, ანუ 82.86 ლარი, ყოველთვიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 19 მარტისა;
გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2016 წლის 19 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 6130.58 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 3.06 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა.
2.1. თავდები პირის ე--ა ჩ------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 11 500.00 ლარით.
3. მოპასუხე ლ-–- ჩ------ეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 14 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს:
ა) დავალიანების - 256.59 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 241.67 ლარი, სარგებელი - 14.92 ლარი.
ბ) 2016 წლის 14 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 241.67 ლარის წლიური სარგებლის - 20 %-ის, ანუ 4.02 ლარის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
4. მოპასუხე ლ-–- ჩ------ეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს:
ა) დავალიანების - 1595.36 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 1300 ლარი, სარგებელი - 194.09 ლარი, პირგასამტეხლო - 101.27 ლარი.
ბ) 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1300 ლარის წლიური სარგებლის - 18 %-ის, ანუ 19.5 ლარის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2016 წლის 11 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 1300 ლარის 0,05%-ის ოდენობით, ანუ 0.6 ლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2017 წლის 30 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა.
5. მოპასუხეებს ლ-–- ჩ------ესა და ე--ა ჩ------ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე ხარჯის - 20 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 250 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 140.97 ლარის ოდენობით (საიდანაც 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, ხოლო 90.97 ლარი სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის თანხაა). მოპასუხე ლ-–- ჩ------ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 39.21 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. მოსარჩელე სს “თ----ი ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 230.17 ლარი, 2017 წლის 13 დეკემბერს #156 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 494.48 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი