გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050310018002301500
N3/17-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.10.2018 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: კ---------------იძე, თ-------------–ვილი
მოპასუხე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: მ-----–-–--–--აძე, ლ-–------აძე
მოპასუხე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენელი: ც-------------აძე
მესამე პირი: თ-----------იძე
წარმომადგენელი: ა----------ძე
მესამე პირი: კ-–--------–---–ვაძე
წარმომადგენელი: ე-------------–აძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა თ-------------–ვილის ნაწილში:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის N6, 2017 წლის 20 დეკემბრის N70 და 2018 წლის 30 იანვრის N208 ბრძანებები, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზება მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით თ-------------–ვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.
1.2 დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თ-------------–ვილის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
1.3 გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე მხარეზე. ამასთანავე განაცდურის გაანგარიშება მოხდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ'' ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დღეის მდგომარეობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო თვეში 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით.
1.4 დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
1.5 დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
1. სასარჩელო მოთხოვნა კ---------------იძის ნაწილში:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის N6 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის N70 ბრძანებები
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N210 ბრძანება და დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კ---------------იძის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შეთავაზება მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანასთან დაკავშირებით და ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის N1135 შეთავაზება
1.4 გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე მხარეზე. ამასთანავე განაცდურის გაანგარიშება მოხდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ'' ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე დღეის მდგომარეობით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო თვეში 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით.
გაფრთხილების არ არსებობის გამო საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დაუყონებლივ ჩარიცხვა. ჯამში იძულებით განაცდურს დამატებული 2150 ლარი. კომპენსაციას დაკლებული თანხის დაუყონებლივ ჩარიცხვა.
1. სასარჩელო მოთხოვნა ორივე მოსარჩელის ნაწილში:
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 სექტემბრის N45 დადგენილება.
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 14 აგვისტოს ბრძანება N4583 ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შტატებზე იერარქიული რანგისა და კატეგორიის ცვლილებების განხორციელების მიზნით რეორგანიზაციის დაწყების შესახებ''
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის N4937 ბრძანება თ-----------იძის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 სექტემბრის N4929 ბრძანება კ-–--------–---–ვაძის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსის სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 08 დეკემბრის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 სექტემბრის N4895 ბრძანება.
ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N4900, 2018 წლის 28 მაისის N6897 და 2018 წლის 26 ივლისის N10107 განცხადება/წერილი.
დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.
დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 08 დეკემბრის N6 ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კ-–--------–---–ვაძე მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით.
3.2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 20 დეკემბრის N70 ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების საკითხებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თ-----------იძე მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში 850 ლარით.
3.5. მოსარჩელე მხარის განმარტებით მობილობის განხორციელების პროცესში თ-----------იძე და კ-–--------–---–ვაძე კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაცვლად ტოლფასი სამსახურისა იქნენ დაწინაურებული, რაც წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რითაც შეიზღუდა მათი შრომითი უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად ,,საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.''
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.''
მესამე ნაწილის თანახმად ,,დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.''
მეოთხე ნაწილის თანახმად ,,მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.''
მეხუთე ნაწილის თანახმად ,,თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.''
,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა).''
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმის მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ,,დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.''
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ,,დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.''
ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.''
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ;''
სასამართლო განმარტავს, რომ მობილობის პროცესში კანონი იმპერატიულად უთითებს, რომ მოხელე გადაყვანილი უნდა იქნეს ტოლფას თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ---------------იძის და თ-------------–ვილის შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა. ამდენად სხვა სტრუქტურული ერთეულიდან თ-----------იძის გადაყვანა მობილობის პროცესში არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ რანგირება ხდება კანონის შესაბამისად და არა პირადი შეხედულებით. თითოელ სამსახურში რანგი და კატეგორია განისაზღვრება კანონის მოთხოვნათა ფარგლებში. ერთ სამსახურში არსებული კატეგორია ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს სხვა სამსახურში არსებულ უფრო მაღალ რანგს და კატეგორიას, ხოლოდ იმოტომ რომ ეს მაღალი რანგი და კატეგორია რომელიმე სამსახურში არ არსებობს. ამდენად სასამართლო თვლის, რომ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ავტომატურად არ შეიძლება მივიჩნიოთ მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტად მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახურში პირველი კატეგორიის სპეციალისტის შტატი არ არსებობდა. აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა არსებობს შესაბამისი კატეგორიის სპეციალისტი. ამდენად კ-–--------–---–ვაძის ნაწილშიც მოთხოვნა არის საფუძვლიანი.
ამასთანავე მხედველობაშია მისაღები, რომ მესამე პირებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რაც უკავშირდება მათ თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე მესამე პირები უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში თავადაც ასრულებდნენ კანონდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს. შესაბამისად იმისათვის, რომ არ დაზარალდეს როგორც მოსარჩელეების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ასევე მეორეს მხრივ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირების კანონიერი უფლებები და ინტერესები მესამე პირების საქმიანობის ბათილად ცნობის გზით, მესამე პირების თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი არა გამოცემის მომენტიდან, არამედ კონკრეტული თარიღის მითითებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს თვლის, რომ მოსარჩელეების ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პირველი ინტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ დანაკლისის და სამი თვის თანხის დაკისრების ნაწილში.
რაც შეეხება დაზუსტებულ მოთხოვნებს, ისინი სცილდება დავის საგანს. კერძოდ თავდაპირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებით და კ---------------იძის და თ-------------–ვილის სამუშაოზე აღდგენით ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ადმინისტრაციული წარმოების გზით ის თანამდევი შედეგები, რაც დაკავშირებულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე თ-------------–ვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის N6, 2017 წლის 20 დეკემბრის N70 და 2018 წლის 30 იანვრის N208 ბრძანებები, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემოთავაზება მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით თ-------------–ვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
1.2 დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თ-------------–ვილის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
1.3 დაეკისროს მოპასუხეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------–ვილის სასარგებლოდ 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი ჩასარიცხი, 2018 წლის იანვრის ხელფასი 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩასარიცხი და 2018 წლის თებერვლის თვიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასი 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით.
2.სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თ-------------–ვილის სასარგებლოდ.
3. მოსარჩელე კ---------------იძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 8 დეკემბრის N6 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის N70 ბრძანებები სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
3.2 ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 იანვრის N210 ბრძანება და დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ბრძანება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კ---------------იძის, მობილობის წესით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
3.3 დაეკისროს მოპასუხეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კ---------------იძის სასარგებლოდ 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი ჩასარიცხი, 2018 წლის იანვრის ხელფასი 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩასარიცხი და 2018 წლის თებერვლის თვიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასარიცხი ხელფასი 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით.
3.4. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შეთავაზება კ---------------იძის მიმართ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანასთან დაკავშირებით და ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის N1135 შეთავაზება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
4. სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კუკური ბარრამიძის სასარგებლოდ.
დანაკლისის (130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი ჩასარიცხი, 2018 წლის იანვრის ხელფასი 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩასარიცხი) და სამი თვის ხელფასის ნაწილში (2018 წლის თებერვლის თვიდან) სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად როგორც კ---------------იძის, ასევე თ-------------–ვილის ნაწილში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე