გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210017001851363
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7695-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - გ-----------------–-----ი

წარმომადგენელი - ნ-------------ე, ა---------–----------ე

მოპასუხე - ს-----------------–---–ი

მოპასუხე - ვ-----------–---–ი

წარმომადგენელი - ჯ----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 500 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ვ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 3 900 აშშ დოლარის გადახდა 2012 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 1-13; 62-77)

1.1.1. 2012 წელს მას სურდა მიწის ნაკვეთის შეძენა და ამ მიზნით მისმა ახლობელმა - მოპასუხე ს-----------------–---–მა გააცნო მოპასუხე ვ-----------–---–ი;

1.1.2. ვ-----------–---–მა მას აუხსნა, რომ მისი ახლობლები ყიდდნენ მიწის ნაკვეთს ქ. თბილისში, ვ---------–-------------ის ტერიტორიაზე;

1.1.3. მან მოპასუხე ვ-----------–---–ს გადაუხდა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საფასური - 5 000 აშშ დოლარი და გაფორმების თანხა - 1 500 აშშ დოლარი;

1.1.4. მიუხედავად მის მიერ თანხის გადახდისა, მას არც მიწის ნაკვეთი გადაუფორმეს და არც თანხა დაუბრუნეს უკან;

1.1.5. მოპასუხე ვ-----------–---–ი უარს აცხადებს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე;

1.1.6. მან მიმართა საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე. მათ მიერ შედგენილ გასაუბრების ოქმში ვ-----------–---–ი აღიარებს, რომ მან მართლაც მიიღო თანხა - 6 500 აშშ დოლარი;

1.1.7. მოპასუხე ვ-----------–---–ი განმარტავდა, რომ გადაცემულ თანხას მას დაუბრუნებდა მოპასუხე ს-----------------–---–ის თანდასწრებით;

1.1.8. მოპასუხე ს-----------------–---–ის მიერ მის მიმართ ჩადენილ ცემის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იგი სცნეს დაზარალებულად;

1.1.9. მოპასუხე ვ-----------–---–ს თანხა აღებული აქვს არა ს-----------------–---–ისგან, არამედ უშუალოდ მისგან, თუმცა ამ ფაქტს ესწრებოდა თავად ს-----------------–---–იც;

1.1.10. მოპასუხეები უარს აცხადებენ მიღებული თანხის - 6 500 აშშ დოლარის დაბრუნებაზე. აღნიშნული თანხა მას რომ შეეტანა ბანკში, წლიურად - 12% სარგებლის დარიცხვით, მიიღებდა 780 აშშ დოლარს. ხუთი წლის მანძილზე, 2012 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე კი ის ჯამში მიიღებდა 3 900 აშშ დოლარს;

1.1.11. მოპასუხეთა მხრიდან თანხის დაუბრუნებლობით მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახითაც და აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს უშუალოდ მოპასუხე ვ-----------–---–ს;

1.1.12. ვ-----------–---–მა თანხა დაუბრუნა ს-----------------–---–ს 2015 წლის 18 მაისს;

1.1.13. ის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას ითხოვს მხოლოდ ვ-----------–---–ზე;

1.1.14. მან თანხა გადასცა ვ-----------–---–ს და შეთანხმდნენ, რომ იგი დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთის შეძენაში და მას უნდა შეესრულებინა მისი დავალება, რამდენადაც მათ შორის იყო დავალების ურთიერთობა;

1.1.15. იგი ს-----------------–---–ს სთხოვს შესაბამის თანხას, რადგან მან გააცნო ვ-----------–---–ი და რადგან ვ-----------–---–მა მისი კუთვნილი თანხა დაუბრუნა ს-----------------–---–ს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე ვ-----------–---–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 34-46):

2.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე ს-----------------–---–ი მასთან, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირთან, ერთობლივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ამ უკანასკნელთა საცხოვრებელი სახლის შესაძენად, თუმცა საბოლოოდ მოსარჩელის და ს-----------------–---–ის გადაწყვეტილებით, მასთან, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენელთან, ხელშეკრულება გააფორმა ს-----------------–---–მა, შესაბამისად მის მარწმუნებლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოეშვათ ს-----------------–---–ის მიმართ;

2.1.2. მხარეთა შორის 2011 წლის 17 სექტემბერს წერილობით გაფორმდა "უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება" და არა სიტყვიერი შეთანხმება, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე;

2.1.3. უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში ვ---------------ი და ო-–----------–---–ი ცხოვრობდნენ ე.წ. ,,ატსტუპნიკებად’’. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი ვ-----------–---–ი იღებს ვალდებულებას ორი წლის განმავლობაში დაირეგისტრიროს საცხოვრებელი ფართი და შემდგომ გადაუფორმოს მყიდველს - ს-----------------–---–ს. ხელშეკრულების თანახმად, თუ ვერ შესრულდებოდა ვალდებულება, ის ვალდებული იქნებოდა მყიდველის მიერ გადახდილი თანხა ყოველგვარი სანქცია-საურავებისა და პირგასამტეხლოს გარეშე დაებრუნებინა მყიდველისათვის;

2.1.4. მან 2011 წლის 17 სექტემბერს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება გააფორმა არა მოსარჩელესთან, არამედ მის ახლობელთან - ს-----------------–---–თან. მისი მარწმუნებლები სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოსარჩელის ახლობელთან-ს-----------------–---–თან და არა მოსარჩელესთან, 2011 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, თუ წარმოშობილია რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები, მოთხოვნის წაყენება უნდა მოხდეს არა მის მიმართ, არამედ მისი მარწმუნებლებისათვის;

2.1.5. 2011 წლის 17 სექტემბრის და 2011 წლის 26 სექტემბრის ხელწერილებით მან დაადასტურა 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 6 500 აშშ დოლარის აღების ფაქტი;

2.1.6. არასწორია მოსარჩელის მითითება თანხის დაუბრუნებლობასთან მიმართებით, ვინაიდან მან თანხა 2015 წლის 18 მაისს დაუბრუნა ს-----------------–---–ს - იმ პირს, ვისთანაც დადო 2011 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, როგორც შესაბამისი პირების წარმომადგენელმა, რაც დასტურდება თავად ს-----------------–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილით;

2.1.7. ანალოგიურია დადასტურებული მის მიერ გასაუბრების ოქმში, კერძოდ, მითითებულია, რომ მან თანხა 2015 წლის 18 მაისს გადასცა ს-----------------–---–ს;

2.1.8. თუ 2011 წლის 17 სექტემბრის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ მიღებული თანხა ნამდვილად ეკუთვნოდა მოსარჩელეს, მაშინ მან პრეტენზია უნდა წაუყენოს მას, ვის მიერ აღებული ვალდებულების შესასრულებლადაც გაიცა აღნიშნული თანხა და არა მას, ან მის მარწმუნებლებს, ვინაიდან ისინი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ს-----------------–---–თან და არა გ-----------------–-----თან;

2.1.9. მისი მარწმუნებლები სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ს-----------------–---–თან და არა უშუალოდ მოსარჩელესთან, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ როგორც თანხის, ასევე მიუღებელი შემოსავლის გადახდა. მოსარჩელე არ წარმოადგენს კრედიტორს, ის კი არ წარმოადგენს მის მოვალეს, არ არის სახეზე ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი;

2.1.10. ს-----------------–---–ის განცხადებით ის წარმოადგენს 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ერთადერთ კრედიტორს და უფლებამოსილ პირს ვალდებულების მიღებაზე, მათ შორის თანხის მიღებაზე და სხვა პირებს არ შეიძლება ქონოდათ რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

2.2. მოპასუხე ს-----------------–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (ს.ფ. 95), თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2011 წლის 17 სექტემბერს, ვ-----------–---–ს, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს და, მეორეს მხრივ, ს-----------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------------------–------------------–----.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეების განცხადებით უძრავი ქონების ღირებულება 6 500 აშშ დოლარი ვ-----------–---–ს გადაუხადა ს-----------------–---–მა.

ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი - ვ-----------–---–ი იღებს ვალდებულებას ორი წლის განმავლობაში დაირეგისტრიროს საცხოვრებელი ფართი და შემდგომ გადაუფორმოს მყიდველს ს-----------------–---–ს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხერხდა გამყიდველისაგან ვალდებულების შესრულება, გამყიდველი მყიდველს უბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას ყოველგვარი სანქცია-საურავების და პირგასამტეხლოს გარეშე, ნაკისრი ვალდებულების ვადის გასვლიდან ორი თვის ვადაში.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი იღებს ვალდებულებას თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილი 1 500 აშშ დოლარი გადაიხადოს 10 დღის ვადაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან, ხოლო გამყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი - ვ-----------–---–ი იღებს ვალდებულებას საცხოვრებელი ბინა გადასცეს ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 47-48)

 

3.1.2. 2011 წლის 11 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების თანახმად, ვ-----------–---–მა 2011 წლის 17 სექტემბერს და 2011 წლის 26 სექტემბერს ს-----------------–---–ისგან მიიღო შესაბამისად 5 000 და 1 500 აშშ დოლარი, სულ 6 500 აშშ დოლარი.

აღნიშნულის თაობაზე ასევე მითითებაა სანოტარო წესით გაფორმებულ ხელწერილში, რომელში ვ-----------–---–ი და ს-----------------–---–ი ადასტურებენ, რომ ვ-----------–---–მა, 2011 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა, მას, როგორც ვ---------------ისა და ო-–----------–---–ს წარმომადგენელს და ს-----------------–---–ს შორის, გადაეცა ს-----------------–---–სგან 6 500 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 49)

- ხელწერილი (ს.ფ. 50)

 

3.1.3. 2011 წლის 17 სექტემბერის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა გამყიდველის ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება მყიდველისათვის უძრავი ქონების გადაფორმების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. 2015 წლის 18 მაისს ვ-----------–---–მა, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ს-----------------–---–ს 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნა იმავე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული 6 500 აშშ დოლარი 2015 წლის 18 მაისის ხელწერილის საფუძველზე.

 

აღნიშნული ხელწერილით ს-----------------–---–მა დაადასტურა, რომ 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის უფლების, მათ შორის თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების გადაცემა, მოთხოვნის დათმობა სხვა პირებისათვის არ მომხდარა და ის წარმოადგენს ერთადერთ კრედიტორს და უფლებამოსილ პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიღებაზე, მათ შორის, თანხის მიღებაზე და სხვა პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ხელწერილი დამოწმებული იქნა სანოტარო წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 50-51)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. ვ-----------–---–ს არ ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 6 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. მათ შორის არ არსებობდა დავალების სამართლებრივი ურთიერთობა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას მოპასუხე ვ-----------–---–ის მიმართ აღნიშნულ ნაწილში ამყარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება ზეპირი ფორმით და ვ-----------–---–ი მას უნდა დახმარებოდა შესაბამისი უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის შეძენაში.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას უარყოფს მოპასუხე ვ-----------–---–ი. უფრო მეტიც, ის განმარტავს, რომ მას, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ს წარმომადგენელს, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა უძრავი ქონების გაფორმებასთან და გასხვისებასთან დაკავშირებით, აკავშირებდა ს-----------------–---–თან 2011 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე. მისი განმარტებით, მასთან, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მოსარჩელე და მოპასუხე ს-----------------–---–ი ერთობლივად, თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა და შესაბამისი ურთიერთობა წარმოიშვა შესაბამის პირებს შორის 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე.

მოსარჩელემ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლოს დამადასტურებელი, რომ ვ-----------–---–სა და მას შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა ვერ დაუდასტურა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

ამავე კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულები რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახლითა და ხარჯზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარეობს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა მასსა და ვ-----------–---–ს შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება.

 

3.1.2. არ არსებობს მოპასუხე ვ-----------–---–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 3 900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხე ვ-----------–---–ისაგან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის მითითებით, მიუღებელი შემოსავალი გამოიხატება იმაში, რომ მას შეეძლო ვ-----------–---–ისთვის გადაცემული თანხა - 6 500 აშშ დოლარი შეეტანა ბანკში წლიური 12% სარგებლის დარიცხვით და წლიურად მიეღო სარგებელი - 780 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, ხუთი წლის მანძილზე ის ჯამში მიიღებდა 3 900 აშშ დოლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-2016). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მასსა და ვ-----------–---–ს შორის არსებობდა დავალების ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გადასცა მას 6 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 6 500 აშშ დოლარი ვ-----------–---–მა, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის წარმომადგენელმა 2011 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ს-----------------–---–ისგან და მასვე დაუბრუნა 2015 წლის 18 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის საფუძველზე.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ვ-----------–---–ს შესაბამისი თანხა უნდა დაებრუნებინა მისთვის და არა ს-----------------–---–ისთვის. მას აღნიშნული გარემოების საფუძველი სასამართლოსათვის არ დაუსაბუთებია.

მოსარჩელე მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ თუ ვ-----------–---–ი მას დაუბრუნებდა თანხას, მას აღნიშნული თანხით შეეძლო სარგებლის მიღება თანხის ანგარიშზე შეტანის გზით. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დროულად შესრულების შემდეგ მას მართლაც შეეძლო თანხის განთავსება და გარკვეული სარგებლის მიღება დარიცხული პროცენტის სახით, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უმთავრესია ის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ზიანი მოვალისთვის იყოს წინასწარ სავარაუდო, ისევე როგორც შესაბამისი პირი უნდა იყოს უპირველესად მისი მოვალე. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ-----------–---–ს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა შესაბამისი თანხა, ისევე როგორც ის გარემოება, რომ მისთვის შეიძლებოდა სავარაუდო ყოფილიყო მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული კი გამორიცხავს მოპასუხე ვ-----------–---–ისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე ვ-----------–---–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 3 900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

3.1.3. თანხა, რომელიც ვ-----------–---–მა, როგორ ვ---------------ის და ო-–----------–---–ის წარმომადგენელმა მიიღო 2011 წლის 17 სექტემბერის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე ს-----------------–---–ისგან, ს-----------------–---–ს გადაცემული ჰქონდა მოსარჩელისგან. ს-----------------–---–ს ეკისრება აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელისათვის.

განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივად მხარეები თანხმდებიან იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ვ-----------–---–თან უშუალოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოსარჩელე ს-----------------–---–თან ერთად, თუმცა შესაბამისი ხელშეკრულება ვ-----------–---–ს, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენელს და ს-----------------–---–ს შორის გაფორმდა.

მოსარჩელე უთითებს, რომ 6 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა მის თანხას და სწორედ მან გადასცა აღნიშნული თანხა ვ-----------–---–ს, რომელმაც ის დაუბრუნა ს-----------------–---–ს.

მოსარჩელის განმარტებით, ს-----------------–---–ს მისთვის არ დაუბრუნებია ვ-----------–---–ის მიერ მისთვის გადახდილი თანხა.

განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო მოპასუხე ვ-----------–---–ისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 6 500 აშშ დოლარი გადახდის ფაქტი. აღნიშნული დადასტურებული აქვს მოპასუხეს თავის პოზიციაშიც (შესაგებელი), ასევე საგამოძიებო ორგანოსთან შედგენილ გასაუბრების ოქმშიც (ს.ფ. 170-172). ამასთან, აღნიშნულ გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ მოპასუხის განმარტებით 5 000 აშშ დოლარი და 1 500 აშშ დოლარი მას გადასცეს საადვოკატო ბიუროში მოსარჩელემ და მოპასუხე ს-----------------–---–მა ერთად. ამავე ოქმის თანახმად, მოპასუხე ვ-----------–---–ი ვერ იხსენებს უშუალოდ რომელი პირისგან მიიღო თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა სახეებია მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის - მ-----–----------ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც იგი უშუალოდ ესწრებოდა მოპასუხე ვ-----------–---–ისთვის თანხის გადაცემის ფაქტს. მოწმის განმარტებით მოპასუხეს თანხა უშუალოდ მიღებული აქვს მოსარჩელისაგან. ამასთანავე, სასამართლო მოწმის ჩვენების შეფასების და მისი სანდოობის კუთხით ყურადღებას ამახვილებს ასევე მისი და მოპასუხის მიერ მითითებულ იდენტურ გარემოებებზე, რაც დაკავშირებულია თანხის გადაცემის ადგილთან და დამსწრე პირებთან. ამასთან, მოპასუხე ვ-----------–---–ს მოწმის მიერ მითითებულ გარემოებასთან მიმართებაში შედავება ფაქტობრივად განხორციელებული აქვს იმ მიმართებით, რომ მან შესაბამისი თანხა მიიღო ს-----------------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და მასვე დაუბრუნა, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენელმა, რამდენადაც სწორედ მასთან აკავშირებდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვ-----------–---–ი არ უარყოფდა, რომ ეს თანხა მოსარჩელის შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა მან დაუბრუნა მას, ვისთანაც აკავშირებდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

შესაბამისად, ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2011 წლის 17 სექტემბერის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადებისას, ს-----------------–---–ის მიერ ვ-----------–---–ისთვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის თანხას.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 18 მაისს, 2011 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ვ-----------–---–მა ს-----------------–---–ს დაუბრუნა გადაცემული თანხა - 6 500 აშშ დოლარი.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვ-----------–---–ი სადავოდ არ ხდის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, თუმცა მიუთითებს რომ აღნიშნულის გამო მან თანხა 2015 წლის 18 მაისს დაუბრუნა ს-----------------–---–ს სრულად, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენელმა, რამდენადაც მასთან იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხეს ფაქტის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს სანოტარო წესით დამოწმებული 2015 წლის 18 მაისის ს-----------------–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილი.

აღნიშნულ ხელწერილით ს-----------------–---–ი ადასტურებს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გამყიდველის მიერ სრულად არის დაბრუნებული 2011 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული 6 500 აშშ დოლარი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის, რომ 6 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა მის თანხას, რომელიც მას ს-----------------–---–მა არ დაუბრუნა.

წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 6 500 აშშ დოლარის დაკისრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 17 სექტემბერს, ვ-----------–---–ს, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს და, მეორეს მხრივ, ს-----------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, მ----------------------–------------------–----.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასსა და ვ-----------–---–ს შორის დავალების ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება.

ამასთანავე, დადგენილია, რომ აღნიშნული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვ-----------–---–მა, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენელმა მოპასუხე ს-----------------–---–ისგან მიიღო 6 500 აშშ დოლარი, რომელიც 2015 წლის 18 მაისს ისევ მას დაუბრუნა.

მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა სამართლებრივი საფუძველი, რის გამო წარმოადგენს მოპასუხე ვ-----------–---–ი მის სოლიდარულ მოვალეს და რის საფუძველზე უნდა დაეკისროს მას თანხის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ს-----------------–---–ს 6 500 აშშ დოლარი, რომელიც მის თანხას წარმოადგენდა, მისთვის არ გადაუცია. მოპასუხე ს-----------------–---–ს კანონით დადგენილი წესით სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მიუხედავად, არ წარმოუდგენია შედავება სარჩელთან მიმართებით. შესაბამისი მოპასუხის შედავების არ არსებობის პირობებში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ს-----------------–---–ის მიერ ვ-----------–---–ისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილ თანხას.

შესაბამისად, მოსარჩელისთვის 6 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება უშუალოდ მოპასუხე ს-----------------–---–ს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, არ არსებობს მოპასუხე ვ-----------–---–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოპასუხე ს-----------------–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 477-ე, 709-ე, 976-ე, 979-ე, 991-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 17 სექტემბერს, ვ-----------–---–ს, როგორც ვ---------------ის და ო-–----------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს და, მეორეს მხრივ, ს-----------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, მ----------------------–------------------–----.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ვ-----------–---–ი მოქმედებდა, როგორც ვ---------------ი და ო-–----------–---–ის წარმომადგენელი და რომ ვ-----------–---–ს და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა დავალების ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახლითა და ხარჯზე.

დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას. ამასთანავე, ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს.

ამასთანავე, დადგენილია მოპასუხე ვ-----------–---–ის, როგორც შესაბამის პირთა წარმომადგენლის მიერ მოპასუხე ს-----------------–---–ისათვის 6 500 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ასევე დადგენილადაა მიჩნეული, რომ მოპასუხე ვ-----------–---–ი არ წარმოადგენს მოსარჩელის სოლიდარულ მოვალეს და მის წინაშე რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკავშირებულ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს 6 500 აშშ დოლარის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს, და არ არსებობს ამ ნაწილში მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით - 3 900 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ვ-----------–---–ის მიმართ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361-ე მუხლი), თუ არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და აღნიშნული არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის რელევანტურია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების ძიება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საკითხი სარჩელის წარმატებულობის შესახებ.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს ძირითადად იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ს-----------------–---–ის მიერ ვ-----------–---–ისთვის გადაცემული თანხა, რომელიც ვ-----------–---–მა დაუბრუნა ს-----------------–---–სვე, წარმოადგენდა მის თანხას. ვ-----------–---–ი არ უარყოფდა, რომ აღნიშნული თანხის გადაცემა მოხდა მოსარჩელის მიერ. ეს გარემოება ასევე დაადასტურა მოწმემ. უშუალოდ მოპასუხე ს-----------------–---–ის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარმოდგენა არ მომხდარა და იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, სასამართლო ფაქტობრივ გარემოებას, რომ 6 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილ თანხას, რომლის დაბრუნებაც ს-----------------–---–ის მიერ მისთვის არ მომხდარა, დადასტურებულად მიიჩნევს.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ სწორედ მის თანხას წარმოადგენდა ს-----------------–---–ის მიერ ვ-----------–---–ისთვის გადაცემული თანხა, რომელიც ვ-----------–---–მა დაუბრუნა ს-----------------–---–ს, რომელიც მას არ უბრუნებს შესაბამის თანხას.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ს-----------------–---–მა მოსარჩელისგან მიიღო თანხა, რომელიც თავის მხრივ გადასცა ვ-----------–---–ს ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც ასევე შემდგომ დაიბრუნა ვ-----------–---–ისგან ხელწერილის საფუძველზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------–---–ს არ დაუბრუნებია მოსარჩელისთვის მისი კუთვნილი 6 500 აშშ დოლარი.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია.

შესაბამისად, არსებობს ს-----------------–---–ის მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების - 6 500 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 849 ლარის ოდენობით (ს.ფ. 21-22). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს სარჩელის წარმოდგენისას სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 774.26 ლარი, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 74.74 ლარი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა.

სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ს-----------------–---–ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 483.91 ლარის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით. ამასთან, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ-----------------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ვ-----------–---–ის და ს-----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გ-----------------–-----ის სარჩელი მოპასუხე ვ-----------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

3. მოპასუხე ს-----------------–---–ს მოსარჩელე გ-----------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 500 აშშ დოლარის გადახდა.

4. მოპასუხე ს-----------------–---–ს მოსარჩელე გ-----------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 483.91 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს ა---------–----------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 74.74 ლარი, რომელიც გადახდილია 21/03/2017 წლის №1 საგადახდო დავალებით, შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი