განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 05-------------395
საქმე N 1-1---18
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--11.20-- წელი ქ------------თი
ო-----------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: შ----------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: თ-------–---ია
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N07---------1
ბრალდებული: ბ------------------–---–ი
მამის სახელი: გ------ი
დაბადებული: 18.1--19-- წელი
პირადი ნომერი: 4--------89
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჩ-----------ი, სოფელი დ---–-–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტი.
გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის 111,126–ე მუხლის 1 ნაწილზე.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2008 წლიდან ბ------------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----------------თან. ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღებისა და ცუდი სიმთვრალის გამო, ს----------------თან, ბ------------------–---–ს დაეძაბა ურთიერთობა. 20-- წლის შემდგომ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ------------------–---–ი, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების - 20-- წელს დაბადებული გ-------------------–---–ის, 20-- წელს დაბადებული გ-----------------–---–ის, 20-- წელს დაბადებული შ-----------------–---–-ს, 20-- წელს დაბადებული დ------------------–---–-სა და 20-- წელს დაბადებული გ--------------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, რაც გამოიხატებოდა თანაცხოვრების პერიოდში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, კვირის განმავლობაში ორ-სამჯერ მიმართვით, ღალატის დაბრალებით, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.
1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2008 წლიდან ბ------------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----------------თან. ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღებისა და ცუდი სიმთვრალის გამო, ს----------------თან, ბ------------------–---–ს დაეძაბა ურთიერთობა. 20-- წლის შემდგომ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების - 20-- წელს დაბადებული გ-------------------–---–ის, 20-- წელს დაბადებული გ-----------------–---–ის, 20-- წელს დაბადებული შ-----------------–---–-ს, 20-- წელს დაბადებული დ------------------–---–-სა და 20-- წელს დაბადებული გ--------------------–---–ის თანდასწრებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ------------------–---–ი ძალადობდა თავის მეუღლეზე ს---------------ზე, სცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის დარტყმით, რაც ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. 20-- წლის თებერვალში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ბ------------------–---–მა, იმით უკმაყოფილომ, რომ მეუღლეს, ს---------------- მეზობლის ვალი ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა მას და თავისი არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც ს---------------- ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. 20-- წლის 20 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ბ------------------–---–ი აუხირდა თავის მეუღლეს, ს----------------, რომ თითქოს გამომწვევი და შეუფერებელი საქციელის გამო, მათთან სტუმრად მყოფი მეგობრები მას უყურებდნენ როგორც ბოზს. აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა ს---------------- მიმართ, კერძოდ, სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 20-- წლის 28 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ბ------------------–---–ი, თავის მეუღლეს ს---------------- აუხირდა თმის სპილენძისფრად შეღებვის გამო, ბრალი დასდო, რომ თითქოს ეს იმიტომ გააკეთა, რომ საყვარლისთვის თავი მოეწონებინა და რომლის თხოვნითაც შეიღება თმა. აღნიშნულის გამო წარმოშობილ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ბ------------------–---–მა კვლავ განახორციელა ძალადობა ს---------------- მიმართ, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2008 წლიდან ბ------------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----------------თან. 20-- წლის 28 ივნისს მათ შეეძინათ შვილი გ-------------------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ------------------–---–ი, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ფიზიკურად ძალადობდა თავის მეუღლეზე, ს---------------ზე. 20-- წლის იანვრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ბ------------------–---–ის მხრიდან ს---------------- მიმართ მორიგი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ყვირილის დროს, დედას გამოესარჩლა, 20-- წელს დაბადებული გ-----------------–---–ი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ბ------------------–---–მა, შურისძიების მოტივით, იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე გ-----------------–---–ზე, კერძოდ, შარვლიდან მოიხსნა ტყავის ქამარი, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა გ-----------------–---–ს თავზე, ზურგზე, ფეხებსა და ხელებზე, რამაზ ფიზიკური ტკივილი მიაყენა გ-----------------–---–ს.
2. სასამართლომ დაადგინა
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთ შეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ------------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ დედას და მამას შორის ჩხუბი არ მომხდარა, ხოლო მას პოლიციელები არ გასაუბრებიან. გ-----------------–---–მა ჩვენების მიცემის დროს არ მიუთითა, რომ მამამ, ბ------------------–---–მა, განახორციელა ძალადობა მის მიმართ და დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში, ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. ამდენად, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ------------------–---–მა იძალადა არასრულწლოვან შვილზე, გ-----------------–---–ზე.
სასამართლო, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთ შეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20--; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3-006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20--, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბ------------------–---–ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ------------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში. ბ------------------–---–ს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. სასამართლომ დაადგინა
5.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
5.2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ ბ------------------–---–ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ბ------------------–---–მა ერთხელ ცემა და ერთხელ იძალადა მეუღლეზე, ს---------------ზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილზე.
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
6.1. დაზარალებულმა ს---------------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ დედას და მამას შორის ჩხუბი არ მომხდარა.
არასრულწლოვანმა მოწმე გ-------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმე შ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ დაუნახავს მშობლებს შორის ჩხუბი და ბრალდების მხარის კითხვებზე პასუხი არ გასცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-----------ამ განმარტა, რომ არის დაზარალებულ ს---------------- და. ბ------------------–---–ი როდესაც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, აყენებდა ს---------------- სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრებოდნენ არასრულწლოვანი შვილები. მისი ჩვენებით, ბ------------------–---–მა ორის წლის წინ ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ს----------------. 20-- წლის 20 მარტს სტუმრად იმყოფებოდა ს----------------თან. ბ------------------–---–მა მიიყვანა თავისი მეგობრები და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ბ------------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს----------------, უწოდა ბოზი და სამჯერ ჩაარტყა მუჭი თავში. რის შემდეგაც ესროლა პულტი და ჭიქა. ბავშვები ესწრებოდნენ ძალადობის ფაქტს და ტიროდნენ. გააშველა დაპირისპირებული მხარეები და შემდეგ დაბრუნდა თავის სახლში. 20-- წლის 28 მარტს იმყოფებოდა ს-----------ში, დაურეკა ს---------------მ და უთხრა, რომ ბ------------------–---–მა კვლავ სცემა. მოგვიანებით დაურეკა ფ------------------ამ, რომელსაც ასევე აცნობა ს---------------მ, რომ ბ------------------–---–მა სცემა. აღნიშნულის გამო დარეკა 112-ში და აცნობა მომხდარის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ფ------------------ამ განმარტა, რომ ცხოვრობს ს-----------ში. ბ------------------–---–ი არის მისი მულის, ს----------------, მეუღლე. დაურეკა ს---------------მ და უთხრა, რომ ბ------------------–---–მა სცემა, სახლში ყველაფერი დაამტვრია და ითხოვდა დახმარებას. დარეკა 112-ზე და აცნობა ოჯახში ძალადობის შესახებ. მისი ჩვენებით, ნ-----------ამ მოუთხრო, რომ შეესწრო ბ------------------–---–ის მიერ ს---------------- ცემის ფაქტს. ფ------------------ამ აღნიშნა, რომ პირადად არასდროს უნახავს ბ------------------–---–ს და ს---------------- შორის მომხდარი კონფლიქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------მ განმარტა, რომ ბ------------------–---–ი არის მისი მეზობელი. იცნობდა ს----------------, და მეუღლეებთან ქონდა კარგი ურთიერთობა. ბ------------------–---–ი ძალიან კარგი პიროვნება იყო, თუმცა ცუდი სიმთვრალე ქონდა. მისი ჩვენებით, შეესწრო, რომ ბ------------------–---–ი სიმთვრალეში, ბავშვების თანდასწრებით, აგინებდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ს----------------. ეუბნებოდა ბ------------------–---–ს, რომ არ შეიძლებოდა ოჯახში ასეთი ქცევა, თუმცა უშედეგოდ. ს--------------- ამბობდა, რომ იყო ხუთი შვილის დედა და არ იმსახურებდა მეუღლის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა ბ------------------–---–ის ოჯახიდან. 20-- წლის 28 მარტს, მასთან მივიდა ს--------------- და უთხრა, რომ ბ------------------–---–მა სცემა, ორჯერ დაარტყა თავში და გატეხა ფინჯანი და პულტი. დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს ს---------------. მისი ჩვენებით, არასდროს დაუნახავს, რომ ბ------------------–---–ი ცემდა ს----------------.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩ-----------ის განყოფილების უფროსმა ზ-----------–-------მ, განმარტა, რომ ჩ-----------ის პოლიციიდან მიიღო მიმართვა წარმომადგენლის გამოყოფაზე, რაც დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომაზე, პოლიციის თანამშრომლებმა - ნ-------------------მ, გ---------------------ემ, გ--------------მ, თ---------–---მ, მ--–----------–--ემ და გო---------------მ დაადასტურეს, რომ ბ------------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
20-- წლის 28 მარტის N 7---07 შეტყობინებით, ნ-----------ამ აცნობა ოპერატორს, რომ ს---------------ზე ძალადობდა მეუღლე, ბ------------------–---–ი.
20-- წლის 28 მარტის N 7---81 შეტყობინებით, მ-----------მ აცნობა ოპერატორს, რომ მის ოჯახში იმყოფებოდა ს---------------, რომელსაც კონფლიქტი ქონდა მეუღლესთან.
20-- წლის 28 მარტის N 7---12 შეტყობინებით, ფ------------------ამ აცნობა ოპერატორს, რომ ს---------------- მეუღლესთან ქონდა უთანხმოება, რომელმაც გამოაგდო სახლიდან, დაამტვრია ნივთები, პირადი ნივთები დაუზიანა და სავარაუდოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
20-- წლის 2---------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჩ-----------ის რაიონის სოფელ დ---–-–--ეში და წარმოადგენს ამავე სოფელში მდებარე ს----------------, საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე სახლს, რომელსაც წინა მხარეს აქვს ღია ტიპის აივანი. აივანს წინა მხარეს აქვს ორი ორფრთიანი ხის ფანჯარა და შესასვლელი ხის კარი. იატაკი არის ბეტონის. წინა ოთახში, რომელიც არის დაახლოებით 30 კვ.მ., შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ კუთხეში, კედლის სადგარზე დგას ტელევიზორი. მარჯვენა კედელთან კი საწოლი. კარის მარცხენა მხარეს დგას ხის მაგიდა, სარეცხი მანქანა და საწოლი. ამავე საწოლის და ოთახის შუაში მდგარი დიდი ზომის მაგიდას შორის დგას ბავშვის საწოლი. წინა მარცხენა კუთხეში ამოყვანილია ბუხარი, ხოლო ბუხრის წინ დგას ღუმელი. ოთახში შესასვლელი კარის მოპირდაპირედ არის ასევე ხის კარები, რომლითაც არის შესასვლელი სამზარეულო ოთახში. ს---------------მ მიუთითა სახლში შესასვლელი კარის წინა ბეტონის აივანზე, კერძოდ შესასვლელი კარის ხელმარცხნივ, ფინჯნის ნატეხებზე და განაცხადა, რომ მის მიმართ 20-- წლის 28 მარტს განხორციელებული ძალადობის დროს, მეუღლემ, ბ------------------–---–მა დაამტვრია ფინჯანი. ექსპერტის მიერ, მითითებული ნატეხები ამოღებულ იქნა და დაილუქა. მანვე მიუთითა მაგიდაზე არსებულ ტელევიზორის დაზიანებულ პულტზე და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ის ანალოგიურ სიტუაციაში დააზიანა. ექსპერტმა ამოიღო დაზიანებული პულტი, რომელიც დაილუქა. ს---------------მ მიუთითა, ღუმელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეუღლემ ერთხელ ჩაარტყა მუჭი თავში. მანვე მიუთითა მაგიდასთან არსებულ ხის სკამზე, რომელზეც მეუღლემ დასვა ძალის გამოყენებით, როდესაც ის ცდილობდა გარიდებოდა კონფლიქტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების თ----------------–--ის, ს---------------- და ნ------------------ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი მ--–----------–--ე. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ს---------------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ს.ფ. 3- მოცემულია სურათი, რომელზეც ს--------------- მიუთითებს ადგილს, სადაც, თავში ჩაარტყა მუშტი მისმა მეუღლემ, ბ------------------–---–მა.
20-- წლის 2---------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ს---------------მ მიუთითა ოთახში ადგილი, სადაც 20-- წლის 20 მარტს, მისმა მეუღლემ ბ------------------–---–მა მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, იგივე ოთახში მიუთითა ადგილი მაგიდის გვერდით, სადაც ბ------------------–---–მა, 20-- წლის 28 მარტს მიაყენა, ასევე ფიზიკური დაზიანებები. ს---------------მ ასევე მიუთითა იატაკზე ის ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ, ბ------------------–---–მა, 28 მარტს იატაკზე დაარტყა და დაამსხვრია ჩაის ჭიქა და ტელევიზორის პულტი. ოქმი ხელმოწერილია, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების ს----------------, ნ------------ს და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებლის და ოქმის შემდგენლის, გ----------------ის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ს.ფ. 1-- მოცემულია სურათი, რომელზეც ს--------------- მიუთითებს ადგილს, სადაც მეუღლემ, ბ------------------–---–მა, მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N 002------ დასკვნით, 29.03.20--წ. 14:10----23სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს---------------- სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს.
ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N 002------ დასკვნით, 02.04.20--წ. 16:20----30სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ-----------------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ---------------მ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/20--; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3-006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20--, პუნქტი 32).
6.3. სასამართლო თავდაპირველად იმსჯელებს ბრალად წარდგენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე. ბ------------------–---–ს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ, რომ მან ჩაიდინა - ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის სუბიექტია ოჯახის წევრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ს--------------- არის ბრალდებულის მეუღლე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
ამდენად, დაზარალებულმა, ს---------------მ და მოწმე გ-------------------–---–მა, უარი განაცხადეს რა ჩვენების მიცემაზე, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა მიიღო დაზარალებულისგან და მოწმისგან ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ------------------–---–ის მხრიდან ს---------------- სისტემატური ცემის და სისტემატური სხვაგვარი ძალადობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქმედების სისტემატურ ხასიათს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც გარკვეულწილად მიუთითებდა ქმედების სისტემატურობაზე, წარმოადგენს მოწმე ნ-----------ას ჩვენება, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი თანდასწრებით ბ------------------–---–მა ორის წლის წინ ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ს----------------. თუმცა ნ-----------ამ კონკრეტულად ვერ აღწერა ქმედება, დრო და გარემოებები, რაში გამოიხატა ბრალდებულის ქმედება, რის გამოც სასამართლო ნ-----------ას ჩვენების აღნიშნულ ნაწილს, როგორც ბრალდებულის მიერ ქმედების სისტემატურად ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერ მიიღებს მხედველობაში, რადგან იგი არ აკმაყოფილებს მოწმის ჩვენებისათვის დადგენილ უტყუარობის და დამაჯერებლობის სტანდარტს.
რაც შეეხება 20-- წლის 20 მარტის ფაქტს, მოწმე ნ-----------ამ დეტალურად აღწერა ბ------------------–---–ის ქმედება და განმარტა, რომ სტუმრად იმყოფებოდა ს----------------თან. ბ------------------–---–მა მიიყვანა თავისი მეგობრები და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ბ------------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს----------------, უწოდა ბოზი და სამჯერ ჩაარტყა მუჭი თავში. სასამართლო იზიარებს მოწმე ნ-----------ას ჩვენების აღნიშნულ ნაწილს, რადგან იგი გადმოსცემს ცემის ფაქტს რომლის თვითმხილველიც გახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ს---------------- თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მათში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია მათი მიმდინარეობა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ს---------------მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებებია და მათში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------- მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები წარმოადგენენ დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებებს, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს ჩვენების ნაწილს. მითითებულ ოქმებში წარმოდგენილია მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ს---------------მ აღწერა 20-- წლის 28 მარტს ბ------------------–---–ის მიერ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა. ს.ფ. 3--ზე მოცემულია ფოტოსურათი, რომელზეც ს--------------- მიუთითებს თავის თავზე იმ ადგილს, სადაც ჩაარტყა მუშტი ბ------------------–---–მა. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ ფოტოსურათზე, ს.ფ. 1---ზე, ს--------------- მიუთითებს ადგილს, სადაც მეუღლემ, ბ------------------–---–მა, მიაყენა ფიზიკური დაზიანება. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია 20-- წლის 28 მარტს, ბ------------------–---–ის მიერ ს---------------- მიმართ თავში ერთხელ დარტყმის ფაქტი.
6.4. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო ეყრდნობა მოწმე მ-----------ს ჩვენებას, სადაც ის მიუთითებს, რომ პირადად შეესწრო, მთვრალი ბ------------------–---–ი ბავშვების თანდასწრებით, როგორ აგინებდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ს----------------. ეუბნებოდა ბ------------------–---–ს, რომ არ შეიძლებოდა ოჯახში ასეთი ქცევა, თუმცა უშედეგოდ. ს--------------- ამბობდა, რომ იყო ხუთი შვილის დედა და არ იმსახურებდა მეუღლის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. მისი ჩვენებით ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა ბ------------------–---–ის ოჯახიდან. მოწმე ნ-----------ამ კი ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ 20-- წლის 20 მარტს, როდესაც სტუმრად იმყოფებოდა ს----------------თან ბ------------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს----------------. ასევე, სასამართლო, ზემოთ აღნიშნული დასაბუთებით, ეყრდნობა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ, ს.ფ. 3--ზე მოცემულ ფოტოსურათს სადაც ს--------------- მიუთითებს იმ ადგილს, სადაც ბ------------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დასახელებული პირდაპირი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბ------------------–---–ის მიერ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ ბ------------------–---–ის მიერ, მეუღლის სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე და ბ------------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ბ------------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
9. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბ------------------–---–ი არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ------------------–---–ს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
10. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფინჯნის ნატეხები, რომლებიც ინახება ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტელევიზორის პულტი, რომელიც ინახება ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს ს----------------.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ------------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. ბ------------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. ბ------------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
3.1. ბ------------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
3.2. ბ------------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბ------------------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ბ------------------–---–ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 20-- წლის 2---------დან 20-- წლის 1--------რამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ბ------------------–---–ი გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
4. გაუქმდეს მსჯავრდებულ ბ------------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ბ------------------–---–ი დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
5. ბ------------------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფინჯნის ნატეხები, რომლებიც ინახება ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტელევიზორის პულტი, რომელიც ინახება ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ს----------------.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო-----------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა