განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №---------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ხ--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ მ---------ის ძე ჯ---------ე; დაბადებული - 1----–-–----- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–------------------–-----------------------------------ში.
ადვოკატი - გ-------– ჩ-----–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის).
ბრალდებული - ი-----–- ზ-----ის ძე ტ---------–---–ი; დაბადებული - 1----–-–----- ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–------------------–-----------------------------------ში.
ადვოკატი - ზ------ რ-------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–----------ს, მ------ ჯ---------ე გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2----–-–------------ს, მ------ ჯ---------ე გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რასაც დაემატა 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. მიუხედავად ამისა, მან ი-----–- ტ---------–---–თან ერთად, კვლავ არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:
1.2. 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 20:15 საათზე, მ------ ჯ---------ემ და ი-----–- ტ---------–---–მა, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, ქ. თბილისში, ბ------------–--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ავტომანქანა ,,მ---------ი“, სახელმწიფო ნომრით ,,R--------”, რომელსაც მართავდა მძღოლი -ზ------ ჯ----; მძღოლს შეუთანხმდნენ, რომ 7 ლარად მიეყვანა ისინი მეტრო ,,მ--------–---–თან“. მგზავრობისას, როდესაც იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ბ---------------------------------ზე, გადაახვევინეს იმავე გამზირზე №----ში განთავსებულ ე.წ. დ-----–----------------–----------–თან, რა დროსაც მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი, ჯგუფურად დაესხნენ თავს ზ------ ჯ----ს, კერძოდ, მ------ ჯ---------ემ, ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მან და ი-----–- ტ---------–---–მა ზ------ ჯ----ს მოსთხოვეს თანხა, რასაც იგი დაემორჩილა, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 40 ლარის ოდენობით და ავტომანქანის გასაღები, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად,2.1. დაზარალებულ ზ------ ჯ----ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის თებერვლის თვეში, შემთხვევის დღეს, კუთვნილი ავტომანქანით მუშაობდა, კერძოდ, ტაქსით ეწეოდა მგზავრთა გადაყვანას. იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ------------–--–-ის ქუჩაზე, რა დროსაც ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეაჩერა და შეუთანხმდნენ, რომ მ--------–---–ის გამზირზე არსებულ „მ---------–--სის“ რესტორანთან წაეყვანა ისინი შვიდ ლარად. მგზავრთაგან ერთ-ერთი დაჯდა ავტომანქანის წინა სავარძელზე, მის გვერდით, ხოლო მეორე უკანა სავარძელზე, მძღოლის უკან. როდესაც აღნიშნული პირები ჩასხდნენ ავტომანქანაში, მათ ზ------ ჯ----ს უთხრეს, რომ გზად კიდევ ერთი პირი უნდა ჩაესვათ. ამ მიზეზით, მათ ზ------ ჯ----ს ავტომანქანა შეაჩერებინეს ქ. თბილისში, ბ---------------------------------ზე არსებულ დ-----–-----------------–----------–თან და უთხრეს, რომ მ----ე მგზავრი 2 წუთში ჩამოვიდოდა. დაახლოებთ 1-2 წუთის ლოდინის შემდგეგ, მის უკან მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და უთხრა, რომ რაც ჰქონდა ჯიბეში ფულადი თანხა მიეცა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა: „მაიტა, თორე გაგიხვრიტავ ტვინს“. როდესაც დაზარალებულმა უკან მოიხედა, დაინახა, რომ თავდამსხმელს ეჭირა ხელში ნაგანის ტიპის იარაღი. დაზარალებულს ჯიბეში ჰქონდა 30 ლარი, რაც ამოიღო და გადასცა. მათ ავტომანქანიდან ასევე წაიღეს რკინის მონეტები დაახლოებით 10 ლარის ოდენობის. ზ------ ჯ----ს განმარტებით, მან ფულადი თანხა და ავტომანქანის გასაღები გადასცა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს. ამის შემდეგ თავდამსხმელები წავიდნენ ადგილიდან. დაზარალებულმა განმარტა, რომ მის გვერდით მჯდომ მამაკაცს თავზე ეფარა ქუდი, ხოლო მამაკაცს, რომელმაც დაუმიზნა იარაღი, ჰქონდა ღია ფერის წითური წვერი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ავტომანქანა დატოვა ადგილზე და ფეხით წავიდა.
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელმა ბ--------- ბ-----–-–---–მა განმარტა, რომ 2----–-–----------------–ს, მას განცხადებით მიმართა ზ------ ჯ----მ, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. ამის შემდგომ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ბ---------------------------------ი №----ის მიმდებარედ. დაზარალებულის თანხმობით დათვალიერდა მისი კუთვნილი „მ---------ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე.
2.3. მოწმე ბ--------- ბ-----–-–---–ის განმარტებით, მან ასევე ჩაატარა ამოცნობა დაზარალებულ ზ------ ჯ----სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ამოიცნო ბრალდებული მ------ ჯ---------ე. მოწმის განმარტებით ამოცნობა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, ამოსაცნობად წარდგენილი პირები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ რადიკალურად, ისინი იყვნენ მსგავსი გარეგნობის. ბრალდებულს ჰქონდა დამახასიათებელი ნიშანი, კერძოდ, მოშვებული ჰქონდა წვერი. ამოსაცნობად წარდგენილ დანარჩენ ორ პირსაც ანალოგიურად მოშვებული ჰქონდა წვერი, თუმცაღა დაზარალებულს არ გასჭირვებია ბრალდებულ მ------ ჯ---------ის ამოცნობა.
2.4. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელმა ნ---- თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან ჩაატარა ამოცნობა დაზარალებულ ზ------ ჯ----სთან, რა დროსაც მან ამოიცნო ბრალდებული ი-----–- ტ---------–---–ი. მოწმის განმარტებით, ამოცნობა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან ამოსაცნობად წარდგენილი პირები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ რადიკალურად; ისინი იყვნენ მსგავსი გარეგნობის. ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ს სახეზე ჰქონდა ნაიარევი, რაც მკვეთრად განასხვავებდა მას დანარჩენი პირებისგან, შესაბამისად, გამომძიებლმა პირადად დააკრა წებოვანი ლენტი ამოსაცნობად წარდგენილ სამივე პირს სახის ერთსა და იმავე მონაკვეთზე.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტ-ოდოროლოგმა - ბ--------- ი-----ემ განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, მის მიერ ჩატარებული იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისში, ბ---------------------------------ის №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ზ------ ჯ----ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი „მ---------ის“ მარკის ავტომანქანის სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა სამი სხვადასხვა ძაღლის მონაწილეობით.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა - მ---- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული. ექსპერტმა გამორიცხა ცდომილება და განაცხადა, რომ საკვლევად წარდგენილი 1- ცალი დაქტილოფირიდან, მათი ვიზუალური დათვალიერებისა და შემდგომ გადიდების გზით დადგინდა, რომ 5 ცალ დაქტილოფირზე არსებული 6 კვალი ვარგისი იყო კვლევისათვის, ხოლო 6 ცალ დაქტილოფირზე არსებული კვლები იყო უვარგისი. საექსპერტო კვლევის დროს ვარგისი კვლები შედარდა მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებულ ინფორმაციას და დადგინდა, რომ 1 კვალი არის იდენტური ზ------ შ-----ს ძე ჯ----ს თითის ანაბეჭდისა, 1 კვალი იდენტურია ი-----–- ზ-----ის ძე ტ---------–---–ის თითის ანაბეჭდისა, ხოლო 3 კვალი იდენტურია მ------ მ---------ის ძე ჯ---------ის თითის ანაბეჭდისა. კიდევ ერთი კვალის იდენტური ანაბეჭდები არ მოიძებნა მონაცემთა ერთიან ბაზაში.
2.7. მოწმე ნ---- თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე განაცხადა, რომ 2----–-–----------------–ს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული იქნა ბრალდებულ მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ბინაში მდებარე საძინებელ ოთახში განთავსებულ საწოლის ლეიბებს შორის არსებული სივრციდან ამოღებული იქნა შავი ფერის დოლურიანი რევოლვერი ვაზნების გარეშე. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და მას ესწრებოდა ბრალდებულის დედა - მ----- ს--------–--ე, რომელსაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას შენიშვნა არ განუცხადებია და ასევე არ დაუფიქსირებია აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომელიც დაადასტურა ხელმოწერით.
2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ბალისტიკოსმა - ზ---- ზ-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის 2----–-–---------------–ის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარა კვლევა შესაბამისი წესით, ერთ პაკეტად დალუქულ რევოლვერის მაგვარ მეტალის საგანზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული რევოლვერი არის ქარხნული წესით დამზადებული, გ---------–ი წარმოების 9---------–----ი კალიბრის M------------- მოდელის №0----- ტ--------–ი რევოლვერი. იარაღს კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნებოდა და არის ტ--------–ი მოქმედების, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და იყო ვარგისი სროლისათვის. რევოლვერი შედგებოდა დოლურისგან და ხუთი კამორისგან. ექსპერტის განმარტებით, ტერმინი ,,ტ--------–ი“ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული იარაღის გასროლით ვერ იქნება მიყენებული სხეულში შემავალი ჭრილობა, თუმცა გამოიწვევს ტკივილის განცდას.
2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა-ქიმიკოსმა - მ----- ჩ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ მის მიერ საექსპერტო კვლევა ჩატარებული იქნა გამომძიებლის 2----–-–---------------–ის დადგენილების საფუძველზე. საკვლევი ობიექტი წარდგენილი იქნა მასთან დალუქული სახით. ლუქი გაიხსნა ექსპერტ-ბალისტიკოსის მონაწილეობით. ქიმიური კვლევისას დადგინდა, რომ წარდგენილი იარაღიდან, მისი ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა, თუმცა გასროლის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო.
2.10. 2----–-–---------------–ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ------ ჯ----მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველ ადგილას მდგომი პირი. მისი განმარტებით, ამოცნობილი პირი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც იგი თანმხლებ მამაკაცთან ერთად დააყაჩაღა 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისში, ბ---------------------------------ი №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამოცნობილი პირი იჯდა მის ავტომანქანაში უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს. სწორედ მან მიუშვირა ზ------ ჯ----ს პისტოლეტი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა. დამნაშავეები დაეუფლნენ ზ------ ჯ----ს 40 ლარამდე ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ თან წაიღეს ავტომანქანის გასაღებიც. ამოცნობილი პირი არის მ------ ჯ---------ე.
2.11. 2----–-–---------------–ის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ------ ჯ----მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო შუა ადგილას მდგომი პირი. მისი განმარტებით, ამოცნობილი პირი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც თანმხლებ მამაკაცთან ერთად დააყაჩაღა 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისში, ბ---------------------------------ი №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე; ამოცნობილი პირი იჯდა მის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე; მან თანმხლებ პირთან ერთად, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა ზ------ ჯ----ს ფულადი თანხა, კერძოდ, ამოცნობილმა პირმა ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის განთავსებული ე.წ. ბარიდან ამოკრიფა რკინის მონეტები 10 ლარის ოდენობით, წაიღო ავტომანქანის გასაღები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა თანმხლებ პირთან ერთად. ამოცნობილი პირი არის ი-----–- ტ---------–---–ი.
2.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–---------------–ის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ბ---------------------------------ი №----თან. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2--------------------- საათამდე დროის ინტერვალში. შემთხვევის ადგილზე გაჩერებული იყო დაზარალებულ ზ------ ჯ----ს კუთვნილი „მ---------ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით R--------.
2.13. ფაქტი, რომ ბრალდებულები - მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი, მართლაც იმყოფებოდნენ დაზარალებულ ზ------ ჯ----ს კუთვნილ ავტომანქანაში, დასტურდება 2----–-–---------------–ის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნითაც, რომლის თანახმად, დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სწორედ მ------ ჯ---------ისა და ი-----–- ტ---------–---–ის ხელის კვლები; კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამოკვლევაზე წარდგენილი იქნა ხელის კვლები, რაც გადატანილია დაქტილოფირებზე, ზომებით: 58X97 მმ-(კვალი №-), 47X72მმ-(კვალი №2), 27X54მმ-(კვალი №3), 40X52მმ-(კვალი №- და კვალი №5) და 43X45მმ-(კვალი №6). აღნიშნული კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. კვალი №2, ამოღებული ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარის პატარა მინის გარეთა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული მ------ მ---------ის ძე ჯ---------ის მარცხენა ხელის ნეკა თითის ანაბეჭდისა. კვალი №3, ამოღებული ა/მანქანაში, წინა მარჯვენა კარის მოძრავი სახელურის შიდა ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული ი-----–- ზ-----ის ძე ტ---------–---–ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა. კვალი №-, ამოღებული ა/მანქანაში, უკანა მარჯვენა კარის შიდა მოძრავი სახელურის ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული მ------ მ---------ის ძე ჯ---------ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი №5, ამოღებული ა/მანქანაში, უკანა მარჯვენა კარის შიდა მოძრავი სახელურის ზედაპირიდან, იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული მ------ მ---------ის ძე ჯ---------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.
2.14. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ის, დაზარალებულ ზ------ ჯ----ს კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნის ფაქტი დასტურდება 2----–-–------------–ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2----–-–----------------–ს, ქ. თბილისში, ბ---------------------------------ის №----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალქე ზ------ ჯ----ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის -„მ---------ი,“ სახ. ნომრით - R-------- -ის სავარძლებიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 2--------- წელს დაბადებულ ი-----–- ზ-----ის ძე ტ---------–---–ისგან (პ/ნ 0----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
2.15. ბრალდებულ მ------ ჯ---------ის მიერ დანაშაულის იარაღის ფლობის ფაქტი დასტურდება 2----–-–---------------–ით დათარიღებული ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ბ----------------------------–-------ი, კორპუსი №--, ბინა №---ში მდებარე, ბრალდებულ მ------ ჯ---------ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბებს შორის არსებული სივრციდან ამოღებული იქნა „ბარაბნიანი“ რევოლვერი, რომელიც არის შავი ფერის, მოყავისფრო ორნამენტებიანი ტარით, მასზე იკითხება ნომერი - 0----- და წარწერა -„M------------”.
2.16. მ------ ჯ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთის რაობა დადგენილია 2----–-–---------------–ის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილია ქარხნული წესით დამზადებული, გ---------–ი წარმოების 9------------–----ი კალიბრის, ,,M---------------” მოდელის №0----- ტრავმატული რევოლვერი. აღნიშნულ იარაღს კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება და არის ტ--------–ი მოქმედების, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2----–-–---------------–ის ქიმიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, ექსპეტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა, თუმცა გასროლის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო.
მ------ ჯ---------ის მიერ ქმედების არაერთგზის ჩადენა
2.17. როგორც ზემოთ განხილული მტკიცებულებებით დგინდება, ბრალდებული მ------ ჯ---------ე, 2----–-–----------------–ს უშუალოდ მონაწილეობდა ზ------ ჯ----ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში.
2.18. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა მ------ ჯ---------ესა და თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის 2----–-–----------ს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. მ------ ჯ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, მ------ ჯ---------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მ------ ჯ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთალა დაკავების დრო - 2007 წლის 16 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით (3 დღე).
2.19. ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლო 2----–-–------------ის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და მ------ ჯ---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ------ ჯ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, 2----–-–----------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მ------ ჯ---------ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი დარჩა უცვლელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უცვლელად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, მ------ ჯ---------ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2----–-–------------ის ჩათვლით, ასევე წინა განაჩენით ჩათვლილი დაკავების დრო - 2007 წლის 16 მაისიდან 2----–-–----------ის ჩათვლით.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ მ------ ჯ---------ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წელი და გამოსაცდელი ვადა - 5 წელი და მოსახდელად დარჩა 3 წელი და 9 თვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და 9 თვე.
2.21. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ი------–----------------------------–---------------–-----------------–----------------–--------------------–-–-----------ის №----- წერილი, რომლის თანახმად, მ------ ჯ---------ეს არ შეუსრულებია 2----–-–------------ის განაჩენით მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ს-------------–---------------–---------ში არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; მ------ ჯ---------ის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
2.22. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ------ ჯ---------ემ, 2----–-–----------------–ს, კვლავ ჩაიდინა ახალი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული; შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლისა, მის მიერ ჩადენილია არაერთგზისი დანაშაული (ამ უკანასკნელის ნასამართლობა არ იყო მოხსნილი და გაქარწყლებული ქმედების ჩადენის დროისთვის - 2018 წლის 25 თებერვლისთვის, ვინაიდან მას არ ჰქონდა მოხდილი განაჩენით დანიშნული სასჯელი).
2.23. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების დ-----------------–--–--------------–ი - ი-------–-ა, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების უ----------------------------------–ი - გ---------–---–ი, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების უ------------------------------–ი - რ----- ქ--------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების მ------ ჯ---------ის და ი-----–- ტ---------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-5 პუნქტად მითითებული, საქმეზე დართული საგნები და ნივთები (5.1. ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ-----------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით - F--------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში; 5.2. ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ-----------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით - F--------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში; 5.3. ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ-----------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად, - F--------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში; 5.4. ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ-----------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით - F--------- გადაგზავნილია ექსპერტიზაზე; 5.5. ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში დალუქული ერთპაკეტად, შტრიხკოდით - F--------, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე; 5.6. ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით - F--------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში; 5.7. ბრალდებულ მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული რევოლვერის მსგავსი პისტოლეტი დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით - F--------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში;
5.8. ზ------ ჯ----ს ხელის კვალის ნიმუშები მოთავსებული იქნა შსს საექსპერტოკრიმინალისტიკური დეპარტამენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში; 5.9. ზ------ ჯ----ს ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები დალუქული სპეცპაკეტში, შტრიხკოდით - F---------, ინახება ი-------------ის სამმართველოს მ----ე განყოფილებაში; 5.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე, ი-----–- ტ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე და მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე დაერთვის საქმეს;) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.25. ბრალდებულმა მ------ ჯ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2----–-–----------------–ს, იგი დღის განმავლობაში ძირითადად იყო სახლში. შუადღის საათებში ის ბაბუის მეგობართან შესახვედრად გავიდა სახლიდან. იმგზავრა ტაქსით. მ------ ჯ---------ე ხსენებულ პირს შეხვდა ო--------–----------------აზე, რის შემდგომაც დაბრუნდა სახლში. სახლთან მისულმა აფთიაქში იყიდა მალამო ჭრილობაზე წასასმელად (ხელი ჰქონდა გაჭრილი) და ავიდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ, იგი მთელი დღე იმყოფებოდა სახლში. საღამოს 20:00 საათისთვის, მ------ ჯ---------ეს უწევდა ნემსის (ინსულინის) გაკეთება თავისი დაავადებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ამ დროისათვის იმყოფებოდა სახლში. მასთან ერთად იყვნენ დედა და ბებია. მოწმემ განმარტა, რომ იგი იცნობს ი-----–- ტ---------–---–ს და მასთან აქვს ნორმალური მეზობლური ურთიერთობა, თუმცა 2----–-–----------------–ს მას ი-----–- ტ---------–---–ი არ უნახავს. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ იგი არ იცნობს დაზარალებულ ზ------ ჯ----ს და არც არასდროს უნახავს იგი. მან განაცხადა, რომ არ იცის თუ როგორ აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები დაზარალებულის ავტომანქანაში და ეჭვი გამოთქვა სავარაუდო სიყალბეზე. ასევე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი ძირითადად მგზავრობს ტაქსით, ხოლო 2018 წლის 25 თებერვლამდე დაახლოებით 15 დღით ადრე, იგი ი-----–- ტ---------–---–თან ერთად წავიდა სახინკლეში, სადაც მივიდნენ ტაქსით და ამ დროს ი-----–- ტ---------–---–ი იჯდა წინ, ხოლო თავად ბრალდებული იჯდა უკანა სავარძელზე. ბრალდებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არ იცნობს დაზარალებულს და მასთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა ან რაიმე კონფლიქტი.
2.26. დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ასევე მოწმე ლ-–- ე-----–---–ი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ი-----–- ტ---------–---–ის ამოცნობაში, კერძოდ, იგი იყო ერთ-ერთი სამთაგან, რომელიც წარედგინა დაზარალებულს ამოსაცნობად. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მას სახეზე დააკრეს „სანტავიკი“ ამოსაცნობად წარდგენამდე.
2.27. გამოკვლელული იქნა რა ზემოხსენებული მტკიცებულებები, ასევე განხილულ იქნა ყველა არგუმენტი, რაზედაც აპელირებდა დაცვის მხარე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის ვერსია ბრალდებულების უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
2.27.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მოწმე რ----- ქ--------ის ჩვენების სანდოობასთან მიმართებაში, როდესაც აპელირება ხდება კონკრეტულ უმნიშვნელო დეტალებზე, რაც არსებითი არაა სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პატაკით ხელმძღვანელისათვის მიწოდების ფაქტი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პატაკში ასახული ინფორმაცია გადამოწმდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით და დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა; მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი 2----–-–----------------–ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ ზ------ ჯ----ს, უადგილოა დაცვის მხარის განსაკუთრებული აპელირება ოპერატიული ინფრომაციის მიმღები პირის ჩვენებასა და პატაკზე, მაშინ როდესაც სასამართლო არ განიხილავს ამ უკანასკნელთ ბრალდებულთა ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
2.27.2. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ ექსპერტ - მ---- ბ------–---–ის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებას იმ საფუძვლით, თუ რატომ არ ახსოვს მას შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ავტომანქანის რა ადგილებიდან იქნა ამოღებული ხელის კვლები, სასამართლო განმარტავს შემდეგს: მოწმე მ---- ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ცალსახად განმარტა, რომ მას არ მიუღია ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. ამასთან, დადგენილია, რომ იგი არის ექსპერტი და მან გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და არ არის ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში.
2.27.3. ასევე მ------ ჯ---------ისა და ი-----–- ტ---------–---–ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად ვერ იქნება განხილული ის ფაქტი, რომ გამოძიების ფარგლებში ვერ იქნა ამოღებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაუფლებული ფულადი თანხა და ავტომანქანის გასაღები. ამ ნაწილში საგულისხმოა ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2----–-–----------------–ს, საღამოს საათებში, მაშინ როდესაც ბრალდებულთა დაკავება მოხდა რიგი საგამოძიებო მოქმედებების გატარების შემდეგ - 2----–-–----------------–ს; ზოგადად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი გახარჯა, გადამალა ან გაანადგურა, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ამ პირს არ ჩაუდენია კონკრეტული დანაშაული.
2.27.4. დაზარალებულის განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ იგი ომის მონაწილეა და იარაღთან მიმართებაში შიში არ დაუფლებია, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ განიხილება ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის - დაზარალებულის აღქმაში მუქარის რეალურობის გამომრიცხველ გარემოებად: დაზარალებულმა ზ------ ჯ----მ, ბრალდებულ მ------ ჯ---------ის მიმართვა - „მაიტა, თორე გაგიხვრიტავ ტვინს“ - რეალურად რომ აღიქვა, დასტურდება იმ ფაქტით, რომ მან გადასცა თავდამსხმელებს ყველაფერი, რაც მათ მოსთხოვეს. აღნიშნული აშკარად ადასტურებს მსხვერპლის მიერ მუქარის რეალურად აღქმას.
2.27.5. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას ამოცნობის ოქმებთან მიმართებაში იმის თაობაზე, რომ ამოცნობა ჩატარდა საპროცესო ნორმების დარღვევით, ვინაიდან ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან გარეგნობითა და ტანსაცმლით, სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისასაც კატეგორიულად დაადასტურა ბრალდებულების მიერ მასზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. ასევე დაიკითხნენ ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოქმედებდნენ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ამოსაცნობად წარდგენილი პირები, ბრალდებულებისა და ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდნენ. თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ლ-–- ე-----–---–მაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოება, რითაც გაამყარა იგი სანდოობის კუთხით.
2.27.6. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაციის ასპექტში, კერძოდ, ალოგიკურია დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა დაზარალებული ღამის საათებში თავდამსხმელების სახეს ვერ დაინახავდა, ვინაიდან მას აქვს მხედველობის პრობლემები და სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროსაც სათვალეს ატარებდა. სწორედ ადვოკატის კითხვაზე პასუხად განმარტა ზ------ ჯ----მ, რომ იგი სათვალეს მხოლოდ კითხვისას იყენებს და არასდროს ავტომანქანის მართვისას. მოწმემ არაერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ ბრალდებულები დაესხნენ მას თავს და ამოიცნო ისინი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ეტაპზეც. ასევე დაზარალებულმა ბრალდებულ მ------ ჯ---------ის კითხვაზე ცალსახად უპასუხა, რომ სწორედ ის იყო, ვინც იგი დააყაჩაღა. შესაბამისად, აღნიშნულით დაცვის მხარე ცდილობს, მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია და ამ გზით სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში, რაც ფუჭია.
2.27.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, ზ------ ჯ----ს ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები იყო თანმიმდევრული და დამაჯერებელი; დაზარალებული როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულად აცხადებდა, რომ სწორედ ბრალდებულები დაესხნენ მას თავს; დაზარალებულს თავი არ შეუკავებია არცერთ შეკითხვაზე პასუხისგან; ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულის ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლევა მისი ჩვენების სანდოობის დასტურს. დაზარალებულის ჩვენებაში გაჟღერებული ყველა ფაქტობრივი გარემოება კი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებითაც. ამასთან საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ლოგიკური არგუმენტაცია, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს დაზარალებულს ბრალდებულების მიმართ და რატომ უნდა იყოს მოტივირებული, რომ მოხდეს მათი ცრუ ბრალდებით მსჯავრდება. მითუმეტეს, რომ ბრალდებულმა მ------ ჯ---------ემ მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ განაცხადა, რომ იგი არ იცნობს დაზარალებულს და მასთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა ან რაიმე კონფლიქტი.
2.27.8. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულ მ------ ჯ---------ის არგუმენტაცია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არასანდოობასთან მიმართებაში, იმ საფუძვლით, რომ მისი თითის ანაბეჭდები ინახებოდა საერთო ბაზაში. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ სწორედ საერთო ბაზაში არსებულ კვლებთან მოხდა დაზარალებულის ავტომანქანიდან ამოღებული თითის კვლების შედარება. ამის განმაპირობებელი კი გახდა ბრალდებულის უარი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, რის შესახებაც განმარტა პროკურორმაც და ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებული მ------ ჯ---------ე უარს აცხადებს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე. ამასთან, არც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვეთილა რაიმე ფაქტობრივი გარემოება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ ბრალდების მხარეს ანდა კონკრეტულ სამართალდამცავებს რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეთ მ------ ჯ---------ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის აღნიშნული განმარტება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით არის განპირობებული და ემსახურება სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
2.27.9. რაც შეეხება ბრალდებულ მ------ ჯ---------ის ჩვენებას, სადაც იგი საუბრობს კონკრეტულ პირებზე, რომელთან ერთადაც იგი იმყოფებოდა შემთხვევის დღეს, საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეს არცერთი მათგანი არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე დასაკითხად, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ალიბი შეთხზულია ხელოვნურად და მას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარისაგან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ლოგიკური არგუმენტაციისა და ფაქტების წარმოდგენის მოთხოვნა არ გულისხმობს მისთვის მტკიცების ტვირთის დაკისრებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ფაქტის დასადგენად სავალდებულოა; შესაბამისად, მასში ეჭვის შესატანად საჭიროა წარმოდგენილი იქნეს დასაბუთებული არგუმენტაცია.
2.28. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, ასევე მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და ყოველივე აღნიშნულის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------ ჯ---------ემ არაერთგზის, ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–თან ერთად, 2----–-–----------------–ს, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/1 -, 67964/1 -, 69379/1 -, § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული მ------ ჯ---------ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენა, ხოლო ი-----–- ტ---------–---–ის მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულები მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი, 2----–-–----------------–ს, ჩასხდნენ დაზარალებულ ზ------ ჯ----ს კუთვნილ მ---------ის მარკის ტაქსში, რა დროსაც იარაღის გამოყენების მუქარით, წაართვეს მას ფულადი თანხა 40 ლარის ოდენობით და ავტომანქანის გასაღები. ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------ ჯ---------ე ნასამართლევია ქურდობისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ამ უკანასკნელმა კვლავ ჩაიდინა ახალი, განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. რაც შეეხება ყაჩაღობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას, ეს არის ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან. ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ ბრალდებულებს თან ჰქონდათ იარაღი, ამასთან, მათ წინასწარ, ურთიერთშეთანხმებული მიზეზით შეაჩერებინეს ავტომანქანა მსხვერპლს კონკრეტულ ადგილას, სადაც განახორციელეს მასზე თავდასხმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა განახორციელა ერთი და იგივე უმართლობა, შესაბამისად, მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი წარმოადგენენ ერთიანი უმართლობის თანაამსრულებლებს;
3.10. უშუალოდ მ------ ჯ---------ის ქმედების კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების არაერთგზის ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მ------ ჯ---------ე ქმედების ჩადენის დროისთვის ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ქურდობის ჩადენისათვის და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ყაჩაღობა; შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ------ ჯ---------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ი-----–- ტ---------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება. შესაბამისად, მ------ ჯ---------ე და ი-----–- ტ---------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------ ჯ---------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია ხოლო, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა, დანაშაულის რეციდივი.
4.2. ი-----–- ტ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. მ------ ჯ---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, მ------ ჯ---------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით; ამასთან, მის მიერ არ არის გადახდილი აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული ჯარიმა, შესაბამისად, მას არა აქვს მოხდილი სასჯელი და კვლავ ითვლება განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. ამასთან, მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ახალი, განზრახი დანაშაული, რის გამოც სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - რვიდან თორმეტ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ მ------ ჯ---------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები. საქართველოს ი------–----------------------------–---------------–-----------------–----------------–--------------------–-–-----------ის №----- წერილის თანახმად, მ------ ჯ---------ეს არ შეუსრულებია მასზე 2----–-–------------ის განაჩენით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, ს-------------–---------------–---------ში არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, მ------ ჯ---------ის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ამასთან, მ------ ჯ--------- რეგისტრირებულია ს--–---–-------------–---–--------------–--------------------ში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე დაბალი მაჩვენებლით. შესაბამისად, მ------ ჯ---------ის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით და მის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია სასჯელის - ჯარიმის აღუსრულებლობის პერსპექტივა.
5.6. სისხლის სამართლის საქმეზე მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით - 2----–-–--------–--ის ს---–----------–-------------–------------------–ი ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–- ტ---------–---–ს დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის ჩადენის დროს აღენიშნებოდა შ-------–-------------–-----------–-–--–---ა (კოდი F--, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მ----------------ის მიხედვით) და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი (კოდი - F---3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მ----------------ის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფ---------ი მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფ---------ი ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი-----–- ტ---------–---–მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით. აღნიშნული მკურნალობის ჩატარება რეკომენდებულია შ----------------------–---–--------------------------------–----------------–--–------ის“ პირობებში (ხ-------------ი).
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ი-----–- ტ---------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენის შემდგეგ ი-----–- ტ---------–---–ი დაავადდა იმგვარი ფ---------ი ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები. ამასთან, ზემოაღნიშნული ს----------–------------------–ი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ი-----–- ტ---------–---–ს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა განესაზღვროს სპეციალური წესით.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------ ჯ---------ისა და ი-----–- ტ---------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავეთა წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მათი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათი ქცევის გათვალისწინებით, მ------ ჯ---------ისა და ი-----–- ტ---------–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს შემდეგი სასჯელები: მ------ ჯ---------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო ი-----–- ტ---------–---–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ---------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქული ერთ პაკეტად; მიკრონაწილაკები, დალუქული ერთ პაკეტად; ხელის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად; სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად; ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად; ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად; ზ------ ჯ----ს ხელის კვალის ნიმუშები; ზ------ ჯ----ს ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქული სპეცპაკეტში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ბრალდებულ მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული რევოლვერის მსგავსი პისტოლეტი - გადაეცეს საქართველოს შ-------------------------------–-----------------------ს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ DVD დისკზე, ი-----–- ტ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ DVD დისკზე და მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ DVD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ჯ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------ ჯ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით;
3. მ------ ჯ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------–ის 04:02 საათიდან.
4. მსჯავრდებულ მ------ ჯ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ი-----–- ტ---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით;
6. ი-----–- ტ---------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვროს შ-- ,,ა--------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------ში‘‘ (ხ-------------ი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
7. ი-----–- ტ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------–ის 05:02 საათიდან.
8. მსჯავრდებულ ი-----–- ტ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ზ------ ჯ----ს კუთვნილი მ-----------ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქული ერთ პაკეტად; მიკრონაწილაკები, დალუქული ერთ პაკეტად; ხელის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად; სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად; ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ბრალდებულ ი-----–- ტ---------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად; ზ------ ჯ----ს ხელის კვალის ნიმუშები; ზ------ ჯ----ს ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, დალუქული სპეცპაკეტში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ბრალდებულ მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული რევოლვერის მსგავსი პისტოლეტი - გადაეცეს საქართველოს შ-------------------------------–-----------------------ს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ DVD დისკზე, ი-----–- ტ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ DVD დისკზე და მ------ ჯ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე