გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210118002659126
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28684-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს „თ----------ი’’

წარმომადგენელი - გ---–---------–---–ი

მოპასუხე - რ----– ხ-------–ი, რ-------- ხ-------–ი

წარმომადგენელი - ა---------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 731.76 ლარის, პროცენტის - 109.47 ლარის, ჯარიმის - 243.92 ლარის და დაზღვევის საფასურის - 1.24 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 35% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 21.34 ლარს;

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.31 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 243.92 ლარისა;

1.4. თავდების - რ----– ხ-------–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით;

1.5. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის, საკომისიოს - 300 ლარის და ჯარიმის - 697 ლარის გადახდა;

1.6. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადით);

1.7. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 08 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 000 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.41%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 4.1 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 665 ლარისა;

1.8. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 599.71 ლარის, პროცენტის - 241.40 ლარის და ჯარიმის - 499.61 ლარის გადახდა;

1.9. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 47.99 ლარს;

1.10. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 15.99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 533 ლარისა;

1.11. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 996.66 ლარის, პროცენტის - 279.14 ლარის და ჯარიმის - 332 ლარის გადახდა;

1.12. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.86 ლარს;

1.13. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 1.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 14.94 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 332 ლარისა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-20; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - ს.ფ. 180-181):

1.1.1. მასსა და რ-------- ხ-------–ს შორის 2014 წლის 19 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით, კრედიტის ვადა - 18 თვე (19.04.2018 წ). ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.2. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G----ში;

1.1.3. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მასსა და რ----–ი ხ-------–ს შორის 2016 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7 800 ლარით;

1.1.4. მოპასუხეთა მიერ 2018 წლის 24 აპრილიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება;

1.1.5. 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ჯამურად დაფარული აქვთ 7 472.64 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 5 268.24 ლარი, პროცენტი - 1 859.27 ლარი, ჯარიმა - 159.90 ლარი და დაზღვევა - 53.23 ლარი;

1.1.6. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 1 288.84 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 731.76 ლარი, პროცენტი - 109.47 ლარი, ჯარიმა - 446.37 ლარი და დაზღვევა - 1.24 ლარი;

1.1.7. 2018 წლის 08 თებერვალს მასსა და რ--------ი ხ-------–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 12 თვე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და ამას დამატებული 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ ამავე დღეს მოხდა საკრედიტო ლიმიტის თანხის ათვისება;

1.1.8. მოპასუხეს 2018 წლის 26 მარტის შემდგომ აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება;

1.1.9. 2018 წლის 08 თებერვალის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ჯამში დაფარული აქვს 169.70 ლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებელია - 50 ლარი, ჯარიმა 69.70 ლარი, ხოლო საკომისიო - 50 ლარი;

1.1.10. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 08 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1 997 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 000 ლარი, პროცენტი - 300 ლარი და ჯარიმა - 697 ლარი;

1.1.11. 2018 წლის 05 იანვარს მასსა და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 1 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, რომლის საფუძველზეც წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 5 რიცხვი;

1.1.12. მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება აღარ განხორციელებულა 2018 წლის 15 მარტის შემდგომ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება;

1.1.13. 2018 წლის 26 თებერვალს მასსა და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 1 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, რომლის საფუძველზეც წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 26 რიცხვი;

1.1.14. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ საერთოდ არ განხორციელებულა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება;

1.1.15. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 843.98 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 996.66 ლარი, პროცენტი - 279.14 ლარი და ჯარიმა - 568.18 ლარი;

1.1.16. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განისაზღვრა მის მიერ მისაღები წლიური სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში იგი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს და ვერც სარგებელს იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ იგი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც იგი ასვე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო (ს.ფ.137-148).

სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო:

- 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 731.76 ლარის და დაზღვევის საფასურის - 1.24 ლარის,- 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის,- 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 599.71 ლარის,- 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 996.66 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 137-148; 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

2.1.1. გასათვალისწინებელია, რომ შეუსაბამოდ მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთის და პირგასამტეხლოს მიუხედავად, მათ თითქმის სრულად დაფარეს ძირითადი თანხა, კერძოდ, მათ მიერ გადახდილია ჯამში 5 268.24 ლარი, ხოლო პროცენტის, დაზღვევის და საკომისიოს ჩათვლით მათ მიერ გადახდილი თანხის ჯამური ოდენობაა 7 472.64 ლარი;

2.1.2. მოსარჩელის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა, შესაბამისად იგი უნდა შემცირდეს;

2.1.3. არ არსებობს მისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2014 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეს და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2016 წლის 19 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3------------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 6 000 ლარი, კრედიტის ვადა - 18 თვე (დამთავრების თარიღი: 19.04.2018), წლიური საპროცენტო განაკვეთი - 35%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-48.53%. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

აღნიშნული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ G----ში. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართულ გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულებები, დანართი №1, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-42)

 

3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელეს და რ----– ხ-------–ს შორის გაფორმდა თავდებობის №1------------ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7 800 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი, ხელშეკრულება (ს.ფ. 43-47)

 

3.1.3. 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილია 7 472.64 ლარი, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 5 268.24 ლარი, პროცენტი - 1 859.27 ლარი, ჯარიმა - 159.90 ლარი, საკომისიო - 132 ლარი, დაზღვევის საფასური - 53.23 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 81-82)

 

3.1.4. მოპასუხეთა მიერ 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დარღვეულია 2018 წლის 24 აპრილიდან. აღნიშნული დროიდან მათ აღარ განუხორციელებიათ თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 81-82)

 

3.1.5. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეებს 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 1 288.84 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 731.76 ლარი, პროცენტი - 109.47 ლარი, ჯარიმა - 446.37 ლარი და დაზღვევა - 1.24 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 87)

 

3.1.6. 2018 წლის 08 თებერვალს მოსარჩელეს და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 08 თებერვლამდე, ყოვლეთვიური შენატანი (სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო) - 50 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად - ყოველი თვის 8 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა, განაცხადები, ხელშეკრულება, ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 48-52; 176-179; 64-80)

 

3.1.7. მოპასუხის მიერ 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დარღვეულია 2018 წლის 26 მარტიდან. აღნიშნული დროიდან მის მიერ არ განხორციელებულა თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 83)

 

3.1.8. 2018 წლის 08 თებერვალის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ჯამში დაფარული აქვს 169.70 ლარი, საიდანაც, საპროცენტო სარგებელია - 50 ლარი, ჯარიმა - 69.70 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 83)

 

3.1.9. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 08 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1 997 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 000 ლარი, საკომისიო - 300 ლარი და ჯარიმა - 697 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 87)

 

3.1.10. 2018 წლის 05 იანვარს მოსარჩელეს და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ,,ე--------–ი’’ 1 600 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი - ყოველი კალენდარული თვის 5 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, განაცხადები, (ს.ფ. 49-56)

 

3.1.11. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2018 წლის 05 იანვარის ხელშეკრულება, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება აღარ განხორციელებულა 2018 წლის 15 მარტის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერები (ს.ფ. 84-85)

 

3.1.12. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2 340.72 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 599.71 ლარი, პროცენტი - 241.40 ლარი და ჯარიმა - 499.61 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 87)

 

3.1.13. 2018 წლის 26 თებერვალს მოსარჩელეს და რ-------- ხ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ,,ე--------–ი’’ 1 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი - ყოველი კალენდარული თვის 26 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება (ს.ფ. 57-63)

 

3.1.14. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მის მიერ საერთოდ არ განხორციელებულა თანხის გადახდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 86)

 

3.1.15. 2018 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1 843.98 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 996.66 ლარი, პროცენტი - 279.14 ლარი და ჯარიმა - 568.18 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 87)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება:

- 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 54.74 ლარის,- 2018 წლის 08 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს - 150 ლარის,- 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 120.7 ლარის,- 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 139.57 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით, 2018 წლის 08 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, 2018 წლის 05 იანვარის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხოლო 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საკომისიო და არა პროცენტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მოსარჩელისვე წარმოდგენილ დოკუმენტებში საუბარია მხარის მიერ სარგებლის და არა საკომისიოს გადახდაზე და სარგებლის დავალიანების არსებობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ტერმინოლოგიური სხვაობა ვერ შეცვლის მის სამართლებრივ დატვირთვას და უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში შინაარსობრივად სახეზეა სწორედ სარგებელზე შეთანხმება და არა საკომისიოზე შეთანხმება.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

ამრიგად, მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით სარგებელი ნაცვლად მოთხოვნილისა, უნდა განისაზღვროს მოთხოვნილი ოდენობის ნახევრით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება:

- სოლიდარულად 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 54.74 ლარის გადახდა,- 2018 წლის 08 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს/პროცენტის - 150 ლარის გადახდა,-2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 120.7 ლარის გადახდა,- 2018 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 139.57 ლარის გადახდა.

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2018 წლის 27 სექტემბრიდან:

- 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5 % სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.67 ლარს) სოლიდარულად გადახდა,-2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა,- 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 23.99 ლარს) გადახდა,- 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.93 ლარს).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საბანკო დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მიმართულია საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის მიღებაზე. სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით და აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე ორივე შემთხვევაში გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება.

ამასთან, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც ცხადია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელემ განიცხადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, საბანკო დაწესებულების შემთხვევაში განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ ბანკს შეეძლო ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო სარგებლის მიღება. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე შეძლებდა სარგებლის უცილოდ აღნიშნული ოდენობით მიღებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით მოხდებოდა თანხის ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს მის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი სარგებელის ნახევარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2018 წლის 27 სექტემბრიდან:

- 2016 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5 % სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.67 ლარს) სოლიდარულად გადახდა,- 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა,- 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 23.99 ლარს) გადახდა,- 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.93 ლარს).

 

3.2.3. მოპასუხის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი 20 ლარამდე, 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი 30 ლარამდე, 2018 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი 50 ლარამდე, 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი 40 ლარამდე შემცირების, ხოლო თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 10-ჯერ შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2018 წლის 05 იანვარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2018 წლის 26 თებერვალის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან თითოეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხეები ითხოვენ მის შემცირებას და მიუთითებენ, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.

სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს თითოეულ შემთხვევაში, ისევე როგორც სამომავლოდ მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან მიმართებით მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2016 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებით, ისევე როგორც 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 30 ლარი, 2018 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 50 ლარი და 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო - 40 ლარი.

ამასთანავე, თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით. შესაბამისად, 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად მოთხოვნილი 1%-ისა, უნდა განისაზღვროს 0.1%-ით, 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ გადაცილებულ დღეზე ნაცვლად 0.41%-ისა უნდა განისაზღვროს 0.041%-ით, 2018 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად მოთხოვნილი 1%-ისა, უნდა განისაზღვროს 0.1%-ით, ხოლო 2018 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლოდ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 1.5%-ისა, უნდა განისაზღვროს 0.15%-ით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, მათ სარჩელი ცნეს 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 731.76 ლარის და დაზღვევის საფასურის - 1.24 ლარის, ასევე 2018 წლის 08 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 000 ლარის, 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1 599.71 ლარის და 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 996.66 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს. ამასთან, თავდებს - რ----–ი ხ-------–ს სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თავდებობით უზრუნველყოფილი 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ თითოეულ შემთხვევაში დაარღვია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკისრება თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება მათ შორის სარგებლის ნაწილში.

სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან, სასამართლომ მოთხოვნილი ოდენობით სარგებლის დარიცხვა მიიჩნია არაგონივრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარგებლის ოდენობა. ამასთან, მოპასუხე რ----– ხ-------–ის სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თავდებობით უზრუნველყოფილი - 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ნაწილში.

6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოპასუხე რ----– ხ-------–ს სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თავდებობით უზრუნველყოფილი - 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამომავლო სარგებლის/მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე რ----– ხ-------–ის სოლიდარული პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს თავდებობით უზრუნველყოფილი - 2016 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც არსებული, ასევე სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 521.52 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ. 99-100). მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა მოთხოვნა ჯამში 4 427.19 ლარით, შესაბამისად მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 132.82 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე იგი ცნეს ნაწილობრივ (ცნეს სასარჩელო მოთხოვნიდან 4 329.37 ლარი), შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ასევე უნდა დაუბრუნდეს 129.86 ლარი მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო, ჯამში კი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს - 262.68 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 85.07 ლარის (მათ შორის, სოლიდარულად რ----– ხ-------–ს - 14.4 ლარის) და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ს.ფ.117-121) გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - რ-------- ხ-------–ის და რ----– ხ-------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს - რ-------- ხ-------–ს და რ----– ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე:

2.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 731.76 ლარის, პროცენტის - 54.74 ლარის, ჯარიმის - 20 ლარის და დაზღვევის საფასურის - 1.24 ლარის ოდენობით;

2.2. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.67 ლარს;

2.3. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 731.76 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.73 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 24.39 ლარისა;

2.4. თავდების - რ----– ხ-------–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით;

3. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 08 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

3.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 1 000 ლარის, საკომისიოს - 150 ლარის და ჯარიმის - 30 ლარის ოდენობით;

3.2. 2018 წლის 27 სექტემბრიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა;

3.3. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 000 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.041%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 0.41 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 66.5 ლარისა;

4. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

4.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 1 599.71 ლარის, პროცენტის - 120.7 ლარის და ჯარიმის - 50 ლარის ოდენობით;

4.2. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 23.99 ლარს;

4.3. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 1 599.71 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 1.59 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 53.3 ლარისა;

5. მოპასუხე რ-------- ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 26 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

5.1. დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 996.66 ლარის, პროცენტის - 139.57 ლარის და ჯარიმის - 40 ლარის ოდენობით;

5.2. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.93 ლარს;

5.3. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 996.66 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1.49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 33.2 ლარისა;

6. მოპასუხეებს - რ-------- ხ-------–ს და რ----– ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 85.07 ლარის ოდენობით (მათ შორის, სოლიდარულად რ----– ხ-------–ს - 14.4 ლარის ოდენობით). მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის ოდენობით;

7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 28/09/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 262.68 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება №7;

8. მოპასუხეებს - რ-------- ხ-------–ს და რ----– ხ-------–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 40 ლარის ოდენობით და საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი