გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
010210217002122238
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210217002122238

საქმე N2-3806/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.თებერვალი, .2018 წ. ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

განმცხადებელი: ნ----–--- გ---------ანი

წარმომადგენელი: დ----- ფ--------აძე

მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. ნ----–--- გ---------ანმა განცხადებით მომ------ სასამართლოს იურდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე და მოითხოვა:

 

დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ განმცხადებლის ნ----–--- გ---------ანის რუსულად შევსებულ დაბადების მოწმობაში დედის გარაფაში ჩანაწერი მ------ ს------------ს შესახებ ეკუთვნის განმცხადებლის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

დადგენილი იქნას იურდიული ფაქტი, რომ, უკრაინის რესპუბლიკის მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის ლისოგირსკის სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მ------ ს------------ს სახელზე გაცემული გარდაცვალების მოწმობა სააქტო ჩანაწერის N75 (რეგისტრაციის თარიღი 2007 წლის 12 ოქტომბერი) ეკუთვნის განმცხადებლის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

დადგენილი იქნას იურდიული ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის ფენდიქის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო საოჯახო წიგნაკში სერია N01 N235534 გაცემის თარიღი 2012 წლის 29 მარტი წიგნაკის სარეგისტრაციო N2012-2-594 ცოლის - ნ----–--- გ---------ანის დედის გრაფაში მითითებული ჩანაწერი მ------ ეკუთვნის ნ----–--- გ---------ანის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

 

განმცხადებელი თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2. ნ----–--- გ---------ანმა განცხადებით მიმ------ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად, წარადგინა შესაბამის დოკუმენტაცია, მათ შორის დაბადების მოწმობა ქართულ ენაზე დამოწმებული აპოსტილით, ნ----–--- გ---------ანის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა დაბადების მოწმობა, სადაც აღმოჩნდა ტექნიკური უზუსტობა კერძოდ: დაბადების მოწმობაში დედის სახელის გრაფაში უწერია მ------, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებში თურქულ ქორწინების მოწმობაში, რუსულად შევსებულ დაბადების მოწმობაში, დედის სახელის გრაფაში მითითებულია მ------.

აღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით განმცხადებელმა განცხადებით მიმ------ ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ,ოითხოვა მის დაბადების სააქტო ჩანაწერში N64 რეგისტრირებული 31.10.1955წელს, დედის სახელის შესწორება მ------ზე წარდგენილი დაბადების მოწმობის შესაბამისად, განცხადებას ერთვოდა 1955 წლის 31 ოქტომბერს აბასთუმნის ს/ს მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, რომელიც შევსებულია რუსულ ენაზე და დედის სახელად მითითებულია მ------ დაბადების სააქტო ჩანაწერი კი შევსებულია ქართულ ენაზე და დედის მონაცემებად მითითებულია ს------------ მ------ თევდორეს ასული.

სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განმცხადებლის დედის კანონიერი სახელის დასადგენად მოძიებული იქნა ნ----–--- გ---------ანის მშობლების ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომელიც რეგისტრირებულია ადიგენის ს/ს მიერ 1953 წლის 19 მაისს, სადაც ცოლის მონაცემებად მითითებულია გვარი ქორწინებამდე პ------–--–-, ქორწინების შემდეგ გვარი ს------------, სახელი მ------. ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით ნ----–--- გ---------ანს უარი ეთქვა დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის სახელის შესწორებაზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3. ნ----–--- გ---------ანმა განცხადებით მიმ------ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა მის დაბადების სააქტო ჩანაწერში N64 რეგისტრირებული 31.10.1955 წელს დედის სახელის შესწორება მ------ზე, განცხადებას დაურთო 1955 წლის 31 ოქტომბერს აბასთუმნის ს/ს/ მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, რომელიც შევსებულია რუსულ ენაზე და დედის სახელად მითითებულია მ------ დაბადების სააქტო ჩანაწერი კი შევსებულია ქართულ ენაზე და დედის მონაცემებად მითითებულია ს------------ მ------ თევდორეს ასული. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განმცხადებლის დედის კანონიერი სახელის დასადგენად მოძიებული იქნა ნ----–--- გ---------ანის მშობლების ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომელიც რეგისტრირებულია ადიგენის ს/ს მიერ 1953 წლის 19 მაისს, სადაც ცოლის მონაცემებად მითითებულია გვარი ქორწინებამდე პ------–--–-, ქორწინების შემდეგ გვარი ს------------, სახელი მ------. ბათუმის სამოქალაქო რეეტრის სამსახურმა გააგზავნა მოთხოვნა უკრაინის სახელმწიფოში მ------ პოგოლშას დაბადების და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის გამოთხოვის შესახებ. მიღებული პასუხის თანახმად, მ------ პოგოლშას დაბადების სააქტო ჩანაწერი არ მოიძებნა.

ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ----–--- გ---------ანს უარი ეთქვა დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის სახელის შესწორებაზე, იმ საფუძვლით, რომ სამსახურის მიერ ვერ იქნა მოძიებული საკმარისი მტკიცებულებები დედის კანონიერი მონაცემების დასადგენად

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება; 1955 წლის 31 ოქტომბერს აბასთუმნის ს/ს/ მიერ გაცემული დაბადების მოწმობა; მხარის განმარტება.

4. განმცხადებლის დედა მ------ ს------------ გარდაიცვალა უკრაინაში მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის სოფელ ლისა გორაში 2007 წლის 12 ოქტომბერს რაზედაც სათანადო სააქტო ჩანაწერი N75 შედგენილია 2007 წლის 12 ოქტომბერს. მ------ ს------------ს დაბადების ადგილია მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის სოფელ ლისა გორა დაბადების თარიღი 18 მაისი 1926 წელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

უკრაინის სახელმწიფოს მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის ლისოგირსკის სასოფლო საბჭოს მოქალაქეთა აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა მ------ ს------------ს სახელზე; მოწმეთა ჩვენებები.

 

5. თურქეთის რესპუბლიკის ფენდიქის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო საოჯახო წიგნაკში სერია N01 N235534 გაცემის თარიღი 2012 წლის 29 მარტი წიგნაკის სარეგისტრაციო N2012-2-594 ცოლის - ნ----–--- გ---------ანის დედის გრაფაში მითითებული ჩანაწერი მ------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თურქეთის რესპუბლიკისმოსახლეობისა და მოქალაქეობრივ საქმეთა მთავარი სამმართველოს საერთაშორისო საოჯახო წიგნაკი სერია N01 N235534

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

6.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–--- გ---------ანის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განიხილება საქმეები იურდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ.

 

7.2. საქართველოს სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის სახელს ან გვარს;

 

7.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ----–--- გ---------ანმა განცხადებით მიმ------ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა მის დაბადების სააქტო ჩანაწერში N64 რეგისტრირებული 31.10.1955 წელს დედის სახელის შესწორება მ------ზე, განცხადებას დაურთო 1955 წლის 31 ოქტომბერს აბასთუმნის ს/ს/ მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, რომელიც შევსებულია რუსულ ენაზე და დედის სახელად მითითებულია მ------ დაბადების სააქტო ჩანაწერი კი შევსებულია ქართულ ენაზე და დედის მონაცემებად მითითებულია ს------------ მ------ თევდორეს ასული. სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განმცხადებლის დედის კანონიერი სახელის დასადგენად მოძიებული იქნა ნ----–--- გ---------ანის მშობლების ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომელიც რეგისტრირებულია ადიგენის ს/ს მიერ 1953 წლის 19 მაისს, სადაც ცოლის მონაცემებად მითითებულია გვარი ქორწინებამდე პ------–--–-, ქორწინების შემდეგ გვარი ს------------, სახელი მ------. ბათუმის სამოქალაქო რეეტრის სამსახურმა გააგზავნა მოთხოვნა უკრაინის სახელმწიფოში მ------ პოგოლშას დაბადების და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის გამოთხოვის შესახებ. მიღებული პასუხის თანახმად, მ------ პოგოლშას დაბადების სააქტო ჩანაწერი არ მოიძებნა.

ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ----–--- გ---------ანს უარი ეთქვა დაბადების სააქტო ჩანაწერში დედის სახელის შესწორებაზე, იმ საფუძვლით, რომ სამსახურის მიერ ვერ იქნა მოძიებული საკმარისი მტკიცებულებები დედის კანონიერი მონაცემების დასადგენად.

ასევე დადგენილია, რომ განმცხადებლის დედა მ------ ს------------ გარდაიცვალა უკრაინაში მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის სოფელ ლისა გორაში 2007 წლის 12 ოქტომბერს რაზედაც სათანადო სააქტო ჩანაწერი N75 შედგენილია 2007 წლის 12 ოქტომბერს. მ------ ს------------ს დაბადების ადგილია მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის სოფელ ლისა გორა დაბადების თარიღი 18 მაისი 1926 წელი. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ფენდიქის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო საოჯახო წიგნაკში სერია N01 N235534 გაცემის თარიღი 2012 წლის 29 მარტი წიგნაკის სარეგისტრაციო N2012-2-594 ცოლის - ნ----–--- გ---------ანის დედის გრაფაში მითითებული ჩანაწერი მ------.

7.4. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა იურდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის შესაბამისად უდავო წარმოების საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს. ამავე მუხლის მე-ე ნაწილის თანახმად მაგისტრი მოსამართლის განსახილველე საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. საქართველოს სსკ-ის 14-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები განეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად საქმეებს.

განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით გადახდილია

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-ე, 313-ე, 316-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ----–--- გ---------ანის განცხადება დაკმაყოფილდეს

 

2. დადგენილი იქნეს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის ნ----–--- გ---------ანის რუსულად შევსებულ დაბადების მოწმობაში დედის გარაფაში ჩანაწერი მ------ ს------------ს შესახებ ეკუთვნის განმცხადებლის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

 

3. დადგენილი იქნას იურდიული ფაქტი, იმის შესახებ, რომ, უკრაინის რესპუბლიკის მიკოლაევის ოლქის პერვომაისკის რაიონის ლისოგირსკის სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მ------ ს------------ს სახელზე გაცემული გარდაცვალების მოწმობა სააქტო ჩანაწერის N75 (რეგისტრაციის თარიღი 2007 წლის 12 ოქტომბერი) ეკუთვნის განმცხადებლის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

 

4. დადგენილი იქნას იურდიული ფაქტი, იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ფენდიქის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო საოჯახო წიგნაკში სერია N01 N235534 გაცემის თარიღი 2012 წლის 29 მარტი წიგნაკის სარეგისტრაციო N2012-2-594 ცოლის - ნ----–--- გ---------ანის დედის გრაფაში მითითებული ჩანაწერი მ------ ეკუთვნის ნ----–--- გ---------ანის აწ გარდაცვლილ დედას მ------ ს------------ს.

 

5. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი შავაძე