გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210018002693740
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/31218 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გი-----ი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ელ------- გო----

წარმომადგენელი ლა–-----------–---–ი

მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ი

წარმომადგენელი ნო--------ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მა-- გო–-----ე

დავის საგანი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

მოსარჩელე გი-----ი ტა-----–-–---–ი

წარმომადგენელი ნო--------ე

მოპასუხე ელ------- გო----

წარმომადგენელი ლა–-----------–---–ი

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მა-- გო–-----ე

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა (ელ------- გოგოუას სარჩელით)

 

არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ელ-------ი გო----ს საცხოვრებელი ადგილი;

 

ელ------- გო---- და გი-----ი ტა-----–-–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 2---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი თა-----–- ტა-----–-–---–ი. მხარეები ელ-------ი გო----ს მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, ნუ–----------–-----ზე, ხოლო შემდეგ იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ ცალკე საცხოვრებელ ბინაში, თუმცა მხარეთა შორის ხასიათის შეუთავსებლობის გამო 2018 წლის თებერვლის თვიდან დაიძაბა ურთიერთობა. არასრულწლოვან შვილზე დაბადებიდან ზრუნავდა დედა, ბავშვი მასთან ფიზიკურად და ემოციურად არის მიჯაჭვული. არასრულწლოვანი ბაღში დაჰყავდა დედას, ასევე მოსარჩელეს მიჰყავდა ექიმთან საჭიროების შემთხვევაში. მამა დაკავებული იყო სამსახურში, რის გამოც ბავშვს უვლიდა და მასზე ზრუნავდა ძირითადად დედა, ელ------- გო----. არასრულწლოვან თა-----–- ტა-----–-–---–ს ყოველღამე აძინებდა დედა და ბავშვს დედის გარეშე დაძინება უჭირდა. არასრულწლოვანს ჰქონდა მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, უჭირდა სიტყვების გამოთქმა, რის გამოც, მოსარჩელეს დაჰყავდა ექიმთან. 2018 წლის აგვისტოს თვიდან, მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ელ------- გო---- და არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ მოსარჩელის დედასთან. 2018 წლის ოქტომბრის თვიდან, მოსარჩელე მხარე ფატქობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან და ცხოვრობს სხვა მისამართზე. მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–მა არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი მოსარჩელსთან შურისძიების მიზნით წაიყვანა თავისთან სახლში და აღარ აძლევს დედას საშუალებას ბავშვი თავისთან წამოიყვანოს. ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ცხოვრობს მამის ოჯახში. ბავშვი, რომელსაც ემოციური და ფიზიკური მიჯაჭვულობა აქვს დედასთან, გამოთქვამს სურვილს ცხოვრობდეს და იმყოფებოდეს დედასთან, თუმცა მამა და მისი ოჯახი (და, ძმა) არ აძლევს მოსარჩელე ელ------- გო----ს საშუალებას არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი წამოიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას. მოსარჩელე ელ------- გო---- არ არის წინააღმდეგი მოპასუხეს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვანთან, მათ შორის ღამე დარჩენის უფლებით, თუმცა არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ელ------- გო----ს საცხოვრებელი ადგილი.

(იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა (გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელით)

 

1.2.1. შეწყდეს გი-----ი ტა-----–-–---–სა და ელ------- გო----ს შორის 2012 წლის 2--------------- რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N0----------);

1.2.2. არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი;

 

გი-----ი ტა-----–-–---–ი და ელ------- გო---- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 2------------------. მხარეებს ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი თა-----–- ტა-----–-–---–ი (დ----------–-------------–--–-). მხარეები 2018 წლის აგვისტოს თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილ--. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა დედასთან, ხოლო მამას ჰქონდა აქტიური ურთიერთობა შვილთან. 2018 წლის 5 ოქტომბერს გი-----ი ტა-----–-–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ ელ------- გო----მ არასრულწლოვანი შვილი დატოვა მეზობელთან და ფაქტობრივად სხვა პიროვნებაზე დაქორწინდა. აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელე გი-----ი ტა-----–-–---–ს შეატყობინა ელ------- გო----ს დედამ, რომელმაც სთხოვა შვილისთვის მიეხედა, ვინაიდან დედამ შვილი ფაქტობრივად უცნობ ადამიანს დაუტოვა რამდენიმე საათით მაგრამ აღარ დაბრუნდა მის წასაყვანად. არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი წამოიყვანა მამამ მის საცხოვრებელ ადგილას და მას შემდეგ ბავშვზე ზრუნავს მამა და მისი ოჯახი. შესაბამისად, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელ-- მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო დედას უნდა განესაზღვროს ბავშვთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, ვინაიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო არასრულწლოვანი შვილის მოვლა-პატრონობა. მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელ--. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ელ------- გო----სთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრა.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ-- მას ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან. ორივე ოჯახი ვალდებულ-- იზრუნოს და შეუქმნას არასრულწლოვანს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის ოჯახში თავს კარგად გრძნობს. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური. ხოლო დედის, ელ------- გო----ს საცხოვრებელი პირობების შემოწმება-შეფასების შედეგად, სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ ელ------- გო----ს ოჯახში არ არის სტაბილური გარემო, მას არ აქვს მუდმივი თავშესაფარი, რის გამოც ის ხშირად იცვლის საცხოვრებელს, არ ჰყავს თანადგომის ქსელი, რის გამოც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილ-- ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის საცხოვრებლის მიხედვით. წარმოდგენილი დასკვნებისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, მის მუდმივ საცხოვრებელს უნდა წარმოადგენდეს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა აუცილებელ-- არსებულზე უფრო ხშირი, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვს დედასთან, მათ შორის ღამე დარჩენითაც, რათა არ მოხდეს დედასთან არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობის რღვევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ელ------- გო---- და მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 2---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი თა-----–- ტა-----–-–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 24);

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 21).

 

3.1.2. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის თებერვლის თვიდან მათი შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო იმავე წლის აგვისტოს თვიდან, ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი 2018 წლის 05 ოქტომბრამდე პერიოდში ცხოვრობდა დედასთან, ელ------- გო----სთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. ა--------------–--------- საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი თა-----–- ტა-----–-–---–ი 2018 წლის ოქტომბრის თვემდე ბაღში დროულად და მოწესრიგებულად დაჰყავდა მშობელს ელ------- გო----ს, ხოლო 2018 წლის 08 ოქტომბერს აღსაზრდელი თა-----–- ტა-----–-–---–ი გაირიცხა ბაგა-ბაღიდან მამის გი-----ი ტა-----–-–---–ის განცხადების საფუძველზე;

მხარეების, ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ის თანაცხოვრების პერიოდში ორივე მშობელი ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე. ბავშვის დედა დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა შვილთან, ასეირნებდა მას, დაჰყავდა ექიმთან, საბავშვო ბაღში და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ა--------------–--------- საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 26);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მოწმე ლი-----------–-ს ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბერს მომზადებული დასკვნის მიხედვით, თა-----–- ტა-----–-–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, გამოხატავს ადეკვატურ რეაქციებს, ბავშვი არის მორცხვი, თუმცა კონტაქტში შემოსვლის შემდეგ ხდება აქტიური, იწყებს თამაშს, ითხოვს ყურადღებას და აქტივობაში უფროსების ჩართვას. თა-----–- ტა-----–-–---–ი მამის ოჯახში თავს გრძნობს კარად, არის აქტიური, თამაშობს, კონტაქტი აქვს ოჯახის ყველა წევრთან. ბავშვს მამის მიმართ აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა. თა-----–- განსაკუთრებულ სიახლოვეს, სითბოსა და შეჩვევას ამჟღავნებს მის მიმართ. მამის ოჯახში ბავშვი არ გრძნობს გაუცხოვებას და ბიოლოგიური მამის ოჯახში არსებული გარემო არის მისთვის ნაცნობი 2018 წლის 05 ოქტომბრიდან დღემდე თა-----–- ტა-----–-–---–ი მუდმივად იმყოფება მამის ოჯახში. თა-----–- მშობლების დაშორებამდე ირიცხებოდა და სასწავლო განრიგის შესაბამისად დადიოდა 1-- ბაგა-ბაღში. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, მამამ თა-----–- დაარეგისტრირა საცხოვრებელთან ახლომდებარე ბაღში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ თბილისის სოცილაური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბრის N------------ დასკვნა (ს.ფ. 48).

_საბავშვო ბაღში სარეგისტრაციო ბარათი (ს.ფ. 66-69);

_ფოტოსურათები (ს.ფ. 92-103).

 

3.1.5. შპს ,,--------------–--------- მიერ გაცემული ცნობით, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ--, მისი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,მე------------–------ს“ მიერ 08.11.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 70).

 

3.1.6. გი-----ი ტა-----–-–---–ი დასაქმებულ-- შპს ,,ყა-------------------–--ში“ და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1057ლარს, თებერვლის თვეში - 1002 ლარს, მარტის თვეში - 16641.75 ლარს, აპრილის თვეში - 1008.5 ლარს, მაისის თვეში - 774.5 ლარს, ივნისის თვეში - 1038.5 ლარს, ივლისის თვეში - 2416.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 1498.5 ლარს და სექტემბრის თვეში - 1462.75 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ინფორმაცია 19.10.2018 წლის მდგომარეობით, გი-----ი ტა-----–-–---–ის მიერ 01.01.2015 წლიდან 30.09.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ (ს.ფ. 71-72);

 

3.1.7. მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან, თა-----–- ტა-----–-–---–თან ერთად ცხოვრობს თავის დის, ლ-- ტა-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ს------–--------------------------------------------------------, ს--------–---, ბინა N--; ამავე მისამართზე ცხოვრობენ მოპასუხის და, ლ-- ტა-----–-–---–ი და ძმა, ომარ ტა-----–-–---–ი, მოპასუხეს არასრულწლოვანის აღზრდაში ეხმარება და და დედა. ასევე, ოჯახს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბოლ------–----------–-----------;

არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი დადის ქ. თბილისის დ---------------------------------–-----------------------------–-–--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 84-85);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 86-87);

_ქ. თბილისი, დ-----------------------------–-------------------------------–--- მიერ 2--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 184);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მოწმეების ია-------------–--ს და ლ-- ტა-----–-–---–ის ჩვენებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.8. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვან თა-----–- ტა-----–-–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, 1--------- წელს ჩატარებული ექოკარდიოსკოპიული კვლევის შედეგად გამოვლინდა: ,,მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, უმნიშვნელო“, თუმცა კვლევის მონაცემები ასაკობრივი ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. ასევე, არასრულწლოვანს 1--------- წელს ჩაუტარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რა დროსაც რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_1--------- წელს ჩატარებული ექოკარდიოსკოპიული კვლევის შედეგები (ს.ფ. 143-144);

_1--------- წელს ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 145-147).

 

3.1.9. 2018 წლის 09 ნოემბერს არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი მამიდამ ლ-- ტა-----–-–---–მა და მამამ, გი-----ი ტა-----–-–---–მა ფსიქო-ემოციური სტატუსის შესაფასებლად მიიყვანეს ,,ფსიქოთერაპიულ გე–---–--- კლინიკაში". სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში აღნიშნულ--, რომ ბოლო ორი თვეა ბავშვი ცხოვრობს მამასთან და მამიდასთან ერთად. დედა უკავშირდება ბავშვს ტელეფონით და ორჯერ წაიყვანა კიდევაც. მამიდა აღნიშნავს, რომ ბავშვი კარგად გრძნობს მამის ოჯახში, არ ტირის და დედას არ ითხოვს. ბავშვი არის მორცხვი, გვიან დაიწყო ლაპარაკი და დაჰყავდათ პედაგოგთან. ინტერვიუირების დროს, არასრულწლოვანი მორცხვობდა, თავს ძირს ხრიდა, ერიდებოდა თვალით კონტაქტს, თუმცა იღიმოდა. მითითებებს ასრულებდა თავისუფლად და მარტივად მამიდისა და მამის თანდასწრებითაც და მათ გარეშეც. მათი ოთახიდან გასვლის შემდეგ ბავშვის ქცევა არ შეცვლილა. შეკითხვებზე პასუხები იყო ადეკვატური. ბავშვი მამიდის მიმართ გამოხატავდა დადებით და პოზიტიურ ემოციებს. პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომაროება მამასთან და მამიდასთან კონტაქტის დროსა და მათ გარეშე დაკვირვებისას შეფასდა პოზიტიურად. ექიმი ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციით ბავშვს ესაჭიროება თბილი და მზრუნველი გარემო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,ფ----------------–----–---–------–------“ მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 149);

 

3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქმე N---------- მოსარჩელე ელ------- გო----ს სარჩელი მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და საქმე N---------- გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ელ------- გო----ს მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნით გაერთიანდა ერთ წარმოებად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 111-112);

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ელ------- გო----ს შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად არასრულწლოვანი ბავშვის - თა-----–- ტა-----–-–---–ის დედასთან ელ------- გო----სთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: დედას ელ------- გო----ს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან ბავშვთან - თა-----–- ტა-----–-–---–თან ყოველი კვირის შაბათი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე ან მომდევნო კვირის ორშაბათი დღის 10:00 საათიდან ბავშვის საბავშვო ბაგა-ბაღში ,,ხუ----------–ა“ ან მამის გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის უფლებით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ელ------- გო----ს შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2018 წელს მიღებული განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ. მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვის-თა-----–- ტა-----–-–---–ის დედასთან ელ------- გო----სთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნარიად: დედას ელ------- გო----ს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან ბავშვთან - თა-----–- ტა-----–-–---–თან პარასკევი დღის 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე წაყვანის და მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ს.ფ. 196-200).

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ (ს.ფ. 201-205).

 

3.1.12. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბერს მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურმა მუშაკმა მოსარჩელე ელ------- გო----ს საცხოვრებელი გარემოსა და სოციალური პირობების შესწავლის მიზნით ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ნუ–----------------------------------------. ელ------- გო---- ცხოვრობს მეგობარ მამაკაცთან - ბე----------თან ერთად ნაქირავებ ოთახნახევრიან ბინაში, სადაც არის ძველი რემონტი და საჭიროებისათვის აუცილებელი ნივთები, ასევე დაცულ-- ჰიგიენური ნორმები. ელ-------ს ბავშვისთვის ლოჯიაში მოწყობილი აქვს საძინებელი, თბებიან გაზის გამათბობელით. ელ------- გო---- და ბე--------ე არიან დასაქმებულები. ელ-------ი მუშაობს სს ,,ვი----------ში“, აქვს ყოველთვიური შემოსავალი 450 ლარის ოდენობით, მისი სამუშაო გრაფიკია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ბე--------ე მუშაობს კომპანია ,,ბი-------“-ში და მისი შემოსავალი შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. ასევე, ბ---- აღნიშნა, რომ მას მატერიალურად საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან დედა და ძმა. ოჯახში ვიზიტის დროს ელ-------მა და ბ---- აღნიშნეს, რომ ისინი გაზაფხულზე აპირებენ დაქორწინებას. ელ-------ი განიცდის შვილთან ხანგრძლივ განშორებას, მისი გადმოცემით, თა-----–-ს სურვილ-- იცხოვროს დედასთან. დედასთან ყოფნის პერიოდში, ბავშვი არის ხალისიანი, თბილი დამოკიდებულება აქვს ბ--------, უყვართ ერთმანეთი. როგორც ელ-------ი აღნიშნავს, ბე--------ე ბავშვის მიმართ იჩენს მზრუნველობას. ასევე, დედის გადმოცემით, როდესაც თა-----–- ტა-----–-–---–ი არის მასთან, ბავშვს უჭირს მამის ოჯახში დაბრუნება, იწყებს ტირილს და მოტყუებით უწევს მისი მამასთან წაყვანა. სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად გაესაუბრა ბე----------. მან აღნიშნა, რომ მას უყვარს თა-----–-, მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ასევე, თა-----–- მის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. ბ---- სურვილ-- არასრულწლოვანმა თა-----–-მ იცხოვროს მათთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ თბილისის სოცილაური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის N----- დასკვნა (ს.ფ. 230).

 

3.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ბე--------ე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბე--------ე გასამართებულ-- 2011 წლის 2------- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 236-ე მუხლის 1-ლიმ მე-2 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. დამატებით სასჯელად განესაზღვრა 15 000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა შეუმცირდა 7 დღემდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს შსსს მომსახურების სააგენტოს მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 220);

_საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 1--------- წელს გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ (ს.ფ. 233);

 

3.1.14. შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–-------ს“

მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, ბე--------ისათვის დასმული კლინიკური დიაგნოზია: ,,ოპიოდურ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, დამოკიდებულების სინდრომი, თავშეკავება ჩანაცვლებითი თერაპიის პირობებში“. პაციენტს აღენიშნებოდა ოპიოდურ ნივთიერებებზე ფსიქო-ფიზიკური დამოკიდებულება. მან სამედიცინო დაწესებულებას პროგრამაში ჩართვის მიზნით მიმართა 07.07.2016 წელს, ხოლო განმეორებით - 16.03.2017 წელს. პაციენტი პროგრამაში 05.04.2017 წლის შემდგომ აღარ გამოცხადებულა. მასთან სატელოფონო კონტაქტი არ მყარდება. ცენტრის გადაწყვეტილებით, იგი გაწერილი იქნა პროგრამიდან დიაგნოზით: ,,ოპიუდური მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, დამოკიდებულების სინდრომი“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---- (ს.ფ. 242-252).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მოხდა ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემოსა და სოციალური პირობების შემოწმება. გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილზე ვიზიტისას, მამის საცხოვრებელ ბინაში გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის სტაბილური ვითარება და ბავშვის ინტერესებისათვის სათანადო მშვიდი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. სოციალური მუშაკი დედის, ელ------- გო----ს საცხოვრებელი პირობების შესწავლის და დაკვირვების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ელ-------ის ოჯახში არ არის სტაბილური გარემო. მას არ აქვს მუდმივი თავშესაფარი, რის გამოც იგი ხშირად იცვლის საცხოვრებელს, არ ჰყავს თანადგომის ქსელი, რომელიც მისი სამსახურში ყოფნის პერიოდში განახორციელებს თა-----–- ტა-----–-–---–ზე ზედამხედველობას. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სოციალური მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებლად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ თბილისის სოცილაური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 ნოემბრის N------------ დასკვნა (ს.ფ. 48).

_სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის N----- დასკვნა (ს.ფ. 230).

 

3.2.2. სასამართლომ შეისწავლა მოსარჩელე ელ------- გო----სთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფი ბე--------ის ამჟამინდელი მდგომარეობა - ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ფს---------------------–-----------------------ს პრევენციის ცენტრის“ მიერ 28.12.2018 წელს ჩატარებული ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგებით, ბე---------- ჩაუტარდა იმუნოფერმენტული კვლევა. ჩატარებული კვლევის შედეგად არ დადგინდა ოპიატების, ბუარენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ფს---------------------–-----------------------ს პრევენციის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები (ს.ფ. 290).

 

3.2.3. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ფსიქოლოგი ესწრებოდა 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მცირეწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის გამოკითხვის პროცესს. თა-----–- ორივე მშობლის მიმართ გამოხატავდა პოზიტიურ ემოციურ კავშირს, ამასთან, დედის მიმართ გამოხატავდა მონატრებას და მასთან უფრო ხშირი ურთიერთობის სურვილს. ბავშვის მიერ გამოხატული პოზიციიდან გამომდინარე, ფსიქოლოგის რეკომენდაციით არსებულთან შედარებით უფრო ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ბავშვს დედასთან, ღამე დარჩენით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლე-–------–-----–---–-ს 17.01.2019 წელს მომზადებული მოხსენებითი ბარათი N--------- (ს.ფ. 301);

 

3.2.4. მხარეებს, ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოწმე ლი-----------–- განმარტავს, რომ ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვან თა-----–- ტა-----–-–---–ზე უმეტესწილად ზრუნავდა მოსარჩელე ელ------- გო----, ხოლო მამა დაკავებული იყო სამსახურით. შესაბამისად, ბავშვი უფრო მეტად მიჯაჭვული იყო დედასთან. მოწმე ერთხელ იმყოფებოდა ელ------- გო----ს ამჟამინდელ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ბე----------თან ერთად. ელ------- გ------------- კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს დედას, ია-------------–--ს. იგი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში, ელ-------მა ბავშვი დატოვა მეზობელთან, რის შემდეგაც, თავად წამოიყვანა არასრულწლოვანი თა-----–- მამასთან, სადაც დღემდე ცხოვრობს. არასრულწლოვნის ბებიის, ია-------------–--ს მითითებით, არასრულწლოვანი იმყოფება მისთვის სასურველ და მზრუნველ გარემოში, იზრდება ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში და თავად მას არასდროს ჰქონია პრობლემა ბავშვთან ურთიერთობაში. ელ------- გო----ს მიერ სხვა მამაკაცზე ფაქტობრივად დაქორწინების გამო, ია-------------–--ს არ აქვს კავშირი შვილთან, ელ-------თან. მოწმე ადასტურებს, რომ ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში, ელ------- გო---- იყო მზრუნველი, ყურადღებიანი დედა, რომელიც სათანადოდ უვლიდა შვილს. მოწმისთვის არ არის ცნობილი ამჟამად სად, ვისთან და რა პირობებში ცხოვრობს მოსარჩელე ელ------- გო----. მოსარჩელის დედის განმარტებით, იგი შესაძლებლობისდაგვარად ყოველთვის გვედრში ედგა შვილს (სიძესთან ერთად) და ეხმარებოდა მას. შვილის დაუფიქრებელმა საქციელის გამო შვილთან ურთიერთობა დაეძაბა. იგი თანახმაა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი დარჩეს საცხოვრებლად მამასთან. მოწმის სახით დაიკითხა ასევე მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ის და, ლ-- ტა-----–-–---–ი, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც ამჟამად ცხოვრობს არასრულწლოვანი. ლ-- ტა-----–-–---–ის განმარტებით, მისმა ძმამ, გი-----ი ტა-----–-–---–მა 2018 წლის 5 ოქტომბერს არასრულწლოვანი თა-----–- მიიყვანა მასთან და მას შემდეგ, ბავშვი ცხოვრობს მასთან. იგი ზრუნავს და უვლის არასრულწლოვანს. თა-----–- მამის ოჯახში თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანი ნახულობს დედასაც. თა-----–- ტა-----–-–---–ი ბაღში დაჰყავს ბებიას, ბიძას და მამას. ახალ ბაღს ბავშვი შეეჩვია, შეიძინა მეგობრები და თავს კარგად გრძნობს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მოწმეების ლი-----------–-ს, ია-------------–--ს და ლ-- ტა-----–-–---–ის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.2.5. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელ-- არასრულწლოვანი ბავშვს ორივე მშობლებთან ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა და ორივე მათგანი იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სოციალურ მუშაკს დედის საცხოვრებელი პირობების შესწავლისას არ დარჩენია სტაბილურობის განცდა, რაც აუცილებელ-- არასრულწლოვანის აღზრდისათვის შესაბამისი პირობების არსებობისას, რის გამოც სოციალურმა მუშაკმა გასცა რეკომენდაცია არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. სოციალური სამსახურის მითითებით, ელ------- გო----ს არ ჰყავს თანადგომის ქსელი, მას არ აქვს დედასთან (ბავშვის ბებიასთან) ურთიერთობა. ამასთან, ელ------- გო---- დასაქმებულ--. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, დედის სამსახურში ყოფნის პერიოდში უმჯობესია ბავშვზე საბავშვო ბაღისგან თავისუფალ დროს იზრუნონ ისევ მამის ოჯახმა და მისმა ნათესავებმა, თუმცა სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დედას და მამას უნდა ჰქონდეთ თითქმის თანაბარი დრო ბავშვთან ურთიერთობისათვის, მათ შორის ღამე დარჩენის უფლებითაც, შესაბამისად, ბავშვის დედასთან ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ინტენსიური და რეგულარული, რათა ბავშვს არ ჰქონდეს დედასთან ყოფნის დანაკლისი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სანამ არ დასტაბილურდება არასრულწლოვნის დედის ელ------- გო----ს საცხოვრებელი გარემო, სოციალური პირობები, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა თითქმის თანაბარი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელს არასრულწლოვან ბავშვთან. აუცილებელ-- გათვალისწინებული იქნეს თა-----–- ტა-----–-–---–ის სურვილი, რომელსაც სურს იმყოფებოდეს დედასთან, რომელთანაც მჭიდრო ემოციური და ფიზიკური მიჯაჭვულობა აკავშირებს. არასრულწლოვანთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, როდესაც არასრულწლოვანს უჭირს დედასთან განშორება და გამოხატავს მასთან ყოფნის სურვილს, რის გამოც დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ორივე მშობელს თითქმის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ შვილთან და იზრუნონ მასზე. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა თუ მშობლის მასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებთან, მოსაზრებებთან და ფსიქოლოგის რეკომენდაციასთან ერთად, აუცილებელ-- გათვალისწინებული იქნეს შვილის მიმართ ორივე მშობლის საჭიროება და თანასწორუფლებიანობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა ელ------- გო----ს სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამავდროულად დედას, ელ------- გო----ს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

4.2. მოპასუხე ელ------- გო----მ ცნო გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ელ------- გო----მ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------- დაბადებული თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, ელ------- გო----ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილ--, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულ--. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

დადგენილ--, რომ მოსარჩელე ელ------- გო---- და მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 2---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი თა-----–- ტა-----–-–---–ი. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის თებერვლის თვიდან მათი შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო იმავე წლის აგვისტოს თვიდან, ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი 2018 წლის 05 ოქტომბრამდე პერიოდში ცხოვრობდა დედასთან, ელ------- გო----სთან ერთად. მხარეთა განმარტებით, ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ის თანაცხოვრების პერიოდში ორივე მშობელი ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე, თუმცა უფრო მეტი მიჯაჭვულობა ბავშვს ჰქონდა დედასთან. სწორედ ბავშვის დედა დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა შვილთან, ასეირნებდა მას, დაჰყავდა ექიმთან, საბავშვო ბაღში და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. ბავშვის დედა სიყვარულით და სითბოთი ზრუნავდა არასრულწლოვანზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში გი-----ი ტა-----–-–---–ი მუშაობდა და არჩენდა ოჯახს, ხოლო ელ-------ი გო---- არ მუშაობდა და ძირითადად შვილთან ატარებდა დროს.

 

დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი ცხოვრობს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის ოჯახში. სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, თა-----–- ტა-----–-–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, გამოხატავს ადეკვატურ რეაქციებს, ბავშვი არის მორცხვი, თუმცა კონტაქტში შემოსვლის შემდეგ ხდება აქტიური, იწყებს თამაშს, ითხოვს ყურადღებას და აქტივობაში უფროსების ჩართვას. 2018 წლის 05 ოქტომბრიდან დღემდე თა-----–- ტა-----–-–---–ი მუდმივად იმყოფება მამის ოჯახში. თა-----–- ტა-----–-–---–ი მამის ოჯახში თავს გრძნობს კარად, არის აქტიური, თამაშობს, კონტაქტი აქვს ოჯახის ყველა წევრთან. ბავშვს მამის მიმართ აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა. თა-----–- განსაკუთრებულ სიახლოვეს, სითბოსა და შეჩვევას ამჟღავნებს მის მიმართ. მამის ოჯახში ბავშვი არ გრძნობს გაუცხოვებას და ბიოლოგიური მამის ოჯახში არსებული გარემო არის მისთვის ნაცნობი. თა-----–- მშობლების დაშორებამდე ირიცხებოდა და სასწავლო განრიგის შესაბამისად დადიოდა 1-- ბაგა-ბაღში. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, მამამ თა-----–- დაარეგისტრირა საცხოვრებელთან ახლომდებარე ბაღში და ამჟამად ბავშვი დადის ქ. თბილისის დ---------------------------------–-----------------------------–-–--. 1--------- წელს არასრულწლოვანისათვის ჩატარებული ექოკარდიოსკოპიული კვლევის შედეგად გამოვლინდა: ,,მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, უმნიშვნელო“, თუმცა კვლევის მონაცემები ასაკობრივი ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. შპს ,,--------------–--------- მიერ გაცემული ცნობით, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის ამჟამინდელი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ--, მისი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს.

 

მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან, თა-----–- ტა-----–-–---–თან ერთად ცხოვრობს თავის დის, ლ-- ტა-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ს------–--------------------------------------------------------, ს--------–---, ბინა N--. ამავე მისამართზე ცხოვრობენ მოპასუხის და, ლ-- ტა-----–-–---–ი და ძმა, ომარ ტა-----–-–---–ი, მოპასუხეს არასრულწლოვანი აღზრდაში ეხმარება და და დედა. ასევე, ოჯახს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბოლ------–----------–-----------.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულ--. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე. დადგენილ--, რომ არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი დაბადებიდან ცხოვრობდა დედასთან, ელ------- გო----სთან ერთად, თუმცა 2018 წლის 05 ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც, ელ------- გო----მ არასრულწლოვანი ბავშვი პირადი მოტივაციით დატოვა მეზობელთან, ბავშვის ბებიამ, ია-------------–--მ (ელ------- გო----ს დედამ), არასრულწლოვანი თა-----–- მიიყვანა მამასთან და იმ დროიდან მოყოლებული ცხოვრობს მამასთან ერთად საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბავშვის აღზრდა-განვითარებისათის ნორმალური, კეთილსაიმედო გარემოა.

 

არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მოცემულ დავაზე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვის უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად თა-----–- ტა-----–-–---–ის უპირატეს ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხის მსჯელობისას მნიშვნელოვანია თავად ბავშვის დამოკიდებულება გადასაწყვეტი საკითხის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულ-- ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფოს შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგებილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. მოცემულ საქმეზე, სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმის განხილვაში ჩაბმული იქნა არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი (დ----------–-------–-–-------------------) და მასთან, 2018 წლის 30 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოხდა გასაუბრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით არასრულწლოვან თა-----–- ტა-----–-–---–თან გასაუბრების ჩანაწერი გასაიდუმლოვდა და დადგინდა, რომ ჩანაწერი ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ სასამართლოსთვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლისათვის და ფსიქოლოგისათვის (პირის სრულწლოვანებამდე). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არასრულწლოვანი ბავშვთან გასაუბრების დეტალებს არ აღნიშნავს, თუმცა, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმაც განმარტა სასამართლოს სხდომაზე და მხარეთათვისაც ცნობილ--, არასრულწლოვანი თავისი ასაკობრივი და გონებრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, გამოხატავს სურვილს იმყოფებოდეს დედასთან, უფრო მეტ დროს ატარებდეს მასთან. ზოგადად, არასრულწლოვანი მამასთან შედარებით, დედის მიმართ უფრო მეტ მიჯაჭვულობას ავლენს, თუმცა დადგენილ-- ისიც, რომ არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს მამის ოჯახშიც, სადაც მისთვის მზრუნველი, უსაფრთხო და მშვიდი გარემოა. ამასთან, განმტკიცებულ-- მატერიალური უზრუნველყოფის მხარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალ--, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულ--, თუ ჩარევა გამოწვეულ-- დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილ-- მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინება, საქმე Nას-458-440-2016).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულ-- როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელ--, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლ-- იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45. .

 

დადგენილ--, რომ მოსარჩელე ელ------- გო----ს და გი-----ი ტა-----–-–---–ს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, რაც უარყოფითად აისახება მცირეწლოვანი ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. მოცემული საქმის განხილვისას, სოციალურმა მუშაკმა მოსარჩელე ელ------- გ------ საცხოვრებელი გარემოსა და სოციალური პირობების შესწავლის მიზნით ვიზიტი განახორციელა მოსარჩელის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ნუ–----------------------------------------. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ელ------- გო---- ცხოვრობს მეგობარ მამაკაცთან - ბე----------თან ერთად ნაქირავებ ოთახნახევრიან ბინაში, სადაც არის ძველი რემონტი და საჭიროებისათვის აუცილებელი ნივთები, ასევე დაცულ-- ჰიგიენური ნორმები. ელ-------ს ბავშვისთვის ლოჯიაში მოწყობილი აქვს საძინებელი, თბებიან გაზის გამათბობელით. ელ------- გო---- და ბე--------ე არიან დასაქმებულები. ელ-------ი მუშაობს სს ,,ვი----------ში“, აქვს ყოველთვიური შემოსავალი 450 ლარის ოდენობით, მისი სამუშაო გრაფიკია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ბე--------ე მუშაობს კომპანია ,,ბი-------“-ში და მისი შემოსავალი შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. ასევე, ბ---- აღნიშნა, რომ მას მატერიალურად საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან დედა და ძმა. ოჯახში ვიზიტის დროს ელ-------მა და ბ---- აღნიშნეს, რომ ისინი გაზაფხულზე აპირებენ დაქორწინებას. ელ-------ი განიცდის შვილთან ხანგრძლივ განშორებას, მისი გადმოცემით, თა-----–-ს სურვილ-- იცხოვროს დედასთან. დედასთან ყოფნის პერიოდში, ბავშვი არის ხალისიანი, თბილი დამოკიდებულება აქვს ბ--------, უყვართ ერთმანეთი. როგორც ელ-------ი აღნიშნავს, ბე--------ე ბავშვის მიმართ იჩენს მზრუნველობას. ასევე, დედის გადმოცემით, როდესაც თა-----–- ტა-----–-–---–ი არის მასთან, ბავშვს უჭირს მამის ოჯახში დაბრუნება, იწყებს ტირილს და მოტყუებით უწევს მისი მამასთან წაყვანა. სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად გესაუბრა ბე----------. მან აღნიშნა, რომ მას უყვარს თა-----–-, მასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ასევე, თა-----–- მის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს ბე--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, ბე--------ისათვის დასმული კლინიკური დიაგნოზია: ,,ოპიოდურ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, დამოკიდებულების სინდრომი, თავშეკავება ჩანაცვლებითი თერაპიის პირობებში“. მან სამედიცინო დაწესებულებას პროგრამაში ჩართვის მიზნით მიმართა 07.07.2016 წელს, ხოლო განმეორებით - 16.03.2017 წელს. პაციენტი პროგრამაში 05.04.2017 წლის შემდგომ აღარ გამოცხადებულა. მასთან სატელოფონო კონტაქტი არ მყარდება. ცენტრის გადაწყვეტილებით, იგი გაწერილი იქნა პროგრამიდან დიაგნოზით: ,,ოპიუდური მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, დამოკიდებულების სინდრომი“; არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლომ შეისწავლა მოსარჩელე ელ------- გო----სთან მცხოვრები ბე--------ის ამჟამინდელი მდგომარეობა - ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ფს---------------------–-----------------------ს პრევენციის ცენტრის“ მიერ 28.12.2018 წელს ჩატარებული ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგებით, ბე---------- ჩაუტარდა იმუნოფერმენტული კვლევა. ჩატარებული კვლევის შედეგად არ დადგინდა ოპიატების, ბუარენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი. გარდა ამისა, სასამართლომ მოიპოვა ინფორმაცია ბე--------ის ნასამართლეობის შესახებ (3.1.13).

 

სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან, მაგრამ, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნას, რომლის მიხედვით, სოციალური მუშაკი დედის, ელ------- გო----ს საცხოვრებელი პირობების შესწავლის და დაკვირვების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ელ-------ის ოჯახში არ არის სტაბილური გარემო. მას არ აქვს მუდმივი თავშესაფარი, რის გამოც იგი ხშირად იცვლის საცხოვრებელს, არ ჰყავს თანადგომის ქსელი, რომელიც მისი სამსახურში ყოფნის პერიოდში განახორციელებს თა-----–- ტა-----–-–---–ზე ზედამხედველობას. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სოციალური მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრა მოხდეს მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის მოსაზრება, რომელიც პირადად ესწრებოდა 2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მცირეწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის გამოკითხვის პროცესს. თა-----–- ორივე მშობლის მიმართ გამოხატავდა პოზიტიური ემოციურ კავშირს, ამასთან, დედის მიმართ გამოხატავდა მონატრებას და მასთან უფრო ხშირი ურთიერთობის სურვილს. ბავშვის მიერ გამოხატული პოზიციიდან გამომდინარე, ფსიქოლოგის რეკომენდაციით არსებულთან შედარებით უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა ბავშვს დედასთან, ღამე დარჩენითაც, რისი საწინააღმდეგო პოზიცია ბავშვის მამას, გი-----ი ტა-----–-–---–ს არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის ასაკის, საბავშვო ბაღთან დაკავშირებული რეჟიმის გათვალისწინებით, აუცილებელ-- მნიშვნელობა მიენიჭოს მოპასუხე მხარის თანადგომის ქსელს. როგორც მოწმეთა ჩვენებიდან იკვეთება, ელ------- გო----ს დედას, ია-------------–--ს ამ ეტაპზე მომხდარი კონფლიქტის გამო არ აქვს ურთიერთობა თავის შვილთან, ხოლო მოწმე ლ-- ტა-----–-–---–ის ჩვენებიდან იკვეთება, რომ ბავშვზე დღეის მდგომარეობით ზრუნავს მამა, მამიდა და ბებია (მამის მხრიდან). არასრულწლოვანი დადის საბავშვო ბაღში და იზრდება მისთვის მისაღებ, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამის გარემოში. თავად მოწმე, ელ------- გო----ს დედის ჩვენებიდან იკვეთება, რომ გი-----ი ტა-----–-–---–ი ყოველთვის ზრუნავდა მეუღლეზე და შვილზე, ჰყავდა ძლიერი თანადგომის ქსელი, რომელიც გვერდში ედგა მოპასუხის ოჯახს. მოწმის განმარტებით, რომელიც შეძლებისდაგავარდ ყოველთვის ეხმარებოდა თავის შვილს. მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვი საცხოვრებლად მამასთან უნდა ყოფილიყო.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის, თა-----–- ტა-----–-–---–ის ასაკს, მის სურვილს და სხვა თვისობრივ მაჩვენებლებს, ასევე, ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობებს და მშობლების დამოკიდებულებას არასრულწლოვან შვილთან და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ელ------- გო----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვს ორივე მშობლებთან ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა და ორივე მათგანი იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე ხელისშემშლელი ან ბავშვისათვის ზიანის მომტანი გარემოება არც ელ------- გო----ს და არც გი-----ი ტა-----–-–---–ის ოჯახის შეფასებისას არ გამოიკვეთა, თუმცა სოციალური მუშაკის შეფასებით, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტი სტაბილური გარემო დახვდა მამის საცხოვრებელ ადგილას, სადაც მამასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ცხოვრობენ. შესაბამისად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სოციალურ მუშაკს დედის საცხოვრებელი პირობების შესწავლისას არ დარჩენია სტაბილურობის განცდა, რაც აუცილებელ-- არასრულწლოვანის აღზრდისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. ელ------- გო----ს არ ჰყავს თანადგომის ქსელი, მას არ აქვს დედასთან (ბავშვის ბებიასთან) ურთიერთობა. ამასთან, ელ------- გო---- დასაქმებულ--, რა დროსაც უმჯობესია ბავშვზე საბავშვო ბაღისგან თავისუფალ დროს იზრუნონ ისევ მამის ოჯახმა და მისმა ნათესავებმა, თუმცა სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დედას და მამას უნდა ჰქონდეთ თითქმის თანაბარი დრო ბავშვთან ურთიერთობისათვის, მათ შორის ღამე დარჩენის უფლებითაც, შესაბამისად, ბავშვის დედასთან ურთიერთობა უნდა იყოს უფრო ინტენსიური და რეგულარული, რათა ბავშვს არ ჰქონდეს დედასთან ყოფნის დანაკლისი, არ უნდა მოხდეს არსებული მიჯაჭვულობის რღვევა, რამაც შესაძლოა ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სანამ არ დასტაბილურდება არასრულწლოვნის დედის ელ------- გო----ს საცხოვრებელი გარემო, სოციალური პირობები, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა თითქმის თანაბარი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელს არასრულწლოვან ბავშვთან. აუცილებელ-- გათვალისწინებული იქნეს თა-----–- ტა-----–-–---–ის სურვილი, რომელსაც სურს იმყოფებოდეს დედასთან, რომელთანაც მჭიდრო ემოციური და ფიზიკური მიჯაჭვულობა აკავშირებს. არასრულწლოვანთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, როდესაც არასრულწლოვანს უჭირს დედასთან განშორება და გამოხატავს მასთან ყოფნის სურვილს, რის გამოც დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ორივე მშობელს თითქმის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ ურთიერთობა ჰქონდეთ შვილთან და იზრუნონ მასზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი მშობელი არ არის წინააღმდეგი მეორე მშობელს ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა არასრულწლოვანთან ღამე დარჩენითაც. ბავშვს არც ერთ მშობელთან არ აქვს გაუცხოვება, იგი როგორც დედის, ასევე მამის მიმართ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს. სასამართლოს მიერ ელ------- გო----სთვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი (რაც გადმოცემულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში) ყველაზე უკეთ შეესაბამება მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილთან ურთიერთობის მართებულობას. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვის ურთიერთობის წესი დედასთან ელ------- გო----სთან, რაც არსობრივად არ ეწინააღმდეგება მის სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ სასამართლოს განჩინებით ელ------- გო----ს შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვის-თა-----–- ტა-----–-–---–ის დედასთან ელ------- გო----სთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნარიად: დედას ელ------- გო----ს მიეცა ურთიერთობის უფლება არასრულწლოვან ბავშვთან - თა-----–- ტა-----–-–---–თან პარასკევი დრის 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე წაყვანის და მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. აღნიშნული განჩინებით დადგენილ დროის მონაკვეთს არასრულწლოვანი ატარებს დედასთან.

 

მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, შეიცვალოს არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მეორეს მხრივ, ადგენს დედასთან სტაბილური ურთიერთობის აუცილებლობას, რაც მიზნად ისახავს არასრულწლოვანის მხრიდან დედის მიმართ ნათლად გამოხატული პოზიტიური მიჯაჭვულობის შენარჩუნებას. აღნიშნული უნდა დაბალანსდეს არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით ისე, რომ არც ერთ მშობელს არ დაერღვეს უფლება მონაწილეობდეს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელმა გარემომ, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობს, ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს, რა სოციალური გარემო-პირობებიც მოცემულ შემთხვევაში დედის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეფასებისას არ გამოიკვეთა. დამკვიდრებული პრაქტიკით, სასამართლო ადგენს ბავშვების ნახვის დღეებსა და დროის კონკრეტულ მონაკვეთს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

ამდენად საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის და წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ------- გო----ს სარჩელი მოპასუხე გი-----ი ტა-----–-–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

 

6.2. გი-----ი ტა-----–-–---–მა სარჩელით მოითხოვა 2012 წლის 2--------------- ელ------- გო----სთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე გი-----ი ტა-----–-–---–ი და მოპასუხე ელ------- გო----ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 2---------------. მათ 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი - თა-----–- ტა-----–-–---–ი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილ-- საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელ--, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილ--, რომ მხარეებს, გი-----ი ტა-----–-–---–სა და ელ------- გო----ს შორის უთანხმოების გამო საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილ-- 2018 წლის აგვისტოს თვიდან. მოპასუხე ელ------- გო---- ფაქტობირვ საქორწინო ურთოერთობაშია სხვა პირთან. მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელ--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლ--თ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლ-- უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი გი-----ი ტა-----–-–---–სა და ელ------- გო----ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. გი-----ი ტა-----–-–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------- დაბადებული თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად, მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

მოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (6.1. პუნქტი) მითითებულ სამართლებრივ ნორმებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო იზიარებს გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელით მოთხოვნილ მოთხოვნასთან მიმართებითაც, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრას. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულ-- ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ზემოთ როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ი ცხოვრობს მამასთან გი-----ი ტა-----–-–---–თან მისამართზე ქ. თ---–------------------------------------------------------------------------------–-, სადაც არის ბავშვის აღზრდისათვის მისაღები, კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მათ განვითარებაზეც. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას საფუძვლ--ნად უნდა იქნეს შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე სად ჯობია იმყოფებოდეს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი აღნიშნულ მომენტში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ ფუნქციონირების შანსი. გასათვალისწინებელ-- ასევე არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი, ვინაიდან ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვის მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში.

 

სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ელ------- გო----სთან სარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა, ორივე მშობელთან რეგულარული ურთიერთობების არსებობის აუცილებლობიდან დაადგინა კონკრეტული დროის მონაკვეთი ბავშვთან ურთიერთობისათვის. მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში, მათი შეუთანხმებლობისას აუცილებელ-- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მხულით დაცულ სიკეთეში ჩარევის ,,აუცილებელი საზოგადოებირივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის ყურადსაღებია ერთ-ერთ საქმეზე ევროპული სასამართლოს (Johansen v. Norway), სადაც აღნიშნულ--, რომ ბავშვებთან გარეთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განჩინება, საქმე Nას-868-835-2016).

 

მოცემულ საქმეზე დადგენილ--, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ორივე მშობლის მიმართ გამოხატავს სითბოს და სიყვარულს და მას ორივე მათგანი უყვარს. ამჟამად, არასრულწლოვანი იზრდება მისი აღზრდა-განვითარებისათვის სასურველ, უსაფრთხო, სტაბილურ გარემოში მამასთან, რომელსაც ძლიერი თანადგომის ქსელი ჰყავს, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის კანონით გარანტირებულ ინტერესებს. არ გამოიკვეთა ბავშვის მამასთან აღზრდის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა არასრულწლოვანთათვის. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნით, საქმის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით და მისი მშვიდი ფსიქო-ემოციური ფონის ჩამოყალიბებისათვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს მცირეწლოვანის ჭეშმარიტი საჭიროებები, რათა მისი აღზრდა მოხდეს უსაფრთხო, ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა თუ მშობლის მასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებთან, მოსაზრებებთან და ფსიქოლოგის რეკომენდაციასთან ერთად, აუცილებელ-- გათვალისწინებული იქნეს შვილის მიმართ ორივე მშობლის საჭიროება და თანასწორუფლებიანობა. სწორედ კომპეტენტური ორგანოს დასკვნისა და მოსაზრებების საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ ამ ეტაპზე არ უნდა მოხდეს არასრულწლოვანი თა-----–- ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუმცა აუცილებელ-- ორივე მშობელთან რეგულარული, პირადი ურთიერთობები, რაც სასამართლომ განსაზღვრა ელ------- გო----ს სარჩელთან მიმართებით. ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი და უპირველესად, მშობლების მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათვის ოჯახური გარემოს შექმნა. მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი ვალდებულ-- ხელი შეუწყოს ბავშვის რეგულარულ ურთიერთობას მეორე მშობელთან, რაც დადებითად აისახება როგორც მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე, მცირეწლოვანის განვითარების, საზოგადოების წევრად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესზე. მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანის უსაფრთხო, ჯანსაღ, სტაბილურ, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოს არსებობას. ამასთან, სასამართლო მოცემული დავის ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის სამომავლო პიროვნულ განვითარებას და ალბათობის მაღალი ხარისხით დასაბუთებულ ვარაუდს იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანისათვის მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრით ბავშვის ინტერესი უფრო მეტად იქნება დაცული, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება მეორე მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სოციალური სამსახურის დასკვნებისა და ფსიქოლოგიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის თა-----–- ტა-----–-–---–ის მამასთან, გი-----ი ტა-----–-–---–თან ყოფნა უნდა განისაზღვროს ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი პუნქტების გათვალისწინებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ელ------- გო----მ ცნო გი-----ი ტა-----–-–---–ის სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე გი-----ი ტა-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულ--.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, ელ------- გო----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, მოცემულ საქმეზე N----------, არსებული ყველა დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ელ------- გო----ს (პირადი N6----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ელ------- გო----ს (პირადი N6----------) არასრულწლოვან შვილთან თა-----–- ტა-----–-–---–თან (დ----------–-------–-–-------------------) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00-18:00 საათიდან ბავშვის საცხოვრებელი ბინიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანის და კვირა დღის 19:00 საათამდე გი-----ი ტა-----–-–---–ის (პირადი N1----------) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით ან ორშაბათი დღის 9:00-10:00 საათზე სასწავლო დაწესებულებაში ან მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. არასრულწლოვანი ბავშვი თა-----–- ტა-----–-–---–ის დანარჩენი კვირის დღეები იქნება მამასთან, გი-----ი ტა-----–-–---–თან;

1.2. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს გი-----ი ტა-----–-–---–ის მოთხოვნის შესაბამისად ყოველ თვეში - მხოლოდ ერთი კვირის შუალედში, კერძოდ, არასრულწლოვანი ბავშვის თა-----–- ტა-----–-–---–ის დედასთან, ელ------- გო----სთან ყოფნისას გი-----ი ტა-----–-–---–ს მიეცეს უფლება ისარგებლოს შვილთან ურთიერთობისათვის კვირა დღის ნებისმიერი დროიდან (იგულისხმება დღის 9:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე პერიოდი) მისი მხრიდან არასრულწლოვანის შვილის წაყვანის ვალდებულებით; აღნიშნულ შემთხვევაში გი-----ი ტა-----–-–---–ი ვალდებულ-- არასრულწლოვანი შვილის კვირა დღეს წაყვანის შესახებ 2-3 დღით ადრე აცნობოს ელ------- გო----ს სატელეფონო ("სმს") შეტყობინების სახით;

1.3. გადაწყვეტილების 1.1. პუნქტით დადგენილი წესი შეიძლება შეიცვალოს ელ------- გო----ს მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ თვეში მხოლოდ ერთი კვირის შუალედში, კერძოდ, გარდა დედისათვის კვირის პერიოდში მინიჭებული დღეებისა, ელ------- გო----ს მიეცეს უფლება ისარგებლოს შვილთან ურთიერთობისათვის ერთი დამატებითი დღით - კვირის ნებისმიერი დღით 9:00 საათიდან 21:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშის საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით; ელ------- გო----ს მიერ დამატებითი დღით სარგებლობის შემთვევაში ეს უკანასკნელი ვალდებულ-- 2-3 დღით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ გი-----ი ტა-----–-–---–ს სატელეფონო ("სმს") შეტყობინების სახით;

1.4. აღნიშნული ურთიერთობის (1.1, 1.2, 1.3) პუნქტები შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

 

2. გი-----ი ტა-----–-–---–ის (პირადი N1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.1. შეწყდეს ქორწინება გი-----ი ტა-----–-–---–სა (პირადი N1----------) და ელ------- გო----ს (პირადი N6----------) შორის რეგისტრირებული 2012 წლის 2---------------, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N0----------;

2.2. არასრულწლოვანი ბავშვის თა-----–- ტა-----–-–---–ის (დ----------–-------–-–-------------------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, გი-----ი ტა-----–-–---–ის (პირადი N1----------) საცხოვრებელი ადგილი; არასრულწლოვანი ბავშვის თა-----–- ტა-----–-–---–ის მამასთან, გი-----ი ტა-----–-–---–თან ყოფნა განისაზღვროს ყოველი კვირის დღეებში ამავე გადაწყვეტილების 1.1-1.4 პუნქტების გათვალისწინებით, გარდა ელ------- გო----სთვის შვილთან ურთიერთობისათვის მინიჭებული დღეებისა;

 

3. მოცემულ საქმეზე 2--------- გაუქმდეს ყველა დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე გი-----ი ტა-----–-–---–ს (პირადი N1----------) მისი წარმომადგენლის ნო--------ის (პირადი N-----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "--------------, საგადახდო დავალება N0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 17 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

5. დაეკისროს ელ------- გო----ს (პირადი N6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე