გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
330210017001888993
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10191-17 (330210016001401463)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.02.2019 წ. ქ. თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ი-----–ი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე - ქ------ნ შ-----–-ა

წარმომადგენელი - ც---ა მ--------ძე

მოპასუხე - ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------

წარმომადგენელი - მ----------------–----

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------ს დ-----------ის, თ------ თ-----------ს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს გამოცემული 2---- ბრძანება, ქ------ნ შ-----–-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

1.2 ქ------ნ შ-----–-ა აღდგეს ა------თ---–---ს N1-- ს----–-- ბ----ბ----ს დ-----------ის თანამდებობაზე.

 

1.3 მოსარჩელე ქ------ნ შ-----–-ას სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს მისი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი ხელფასის თვეში 1000 (ათასი) ლარის გადახდა (დაუბეგრავი ოდენობა)

(იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ 271-287), ასევე 2019 წლის 05 თებერვალს განცხადების საფუძველზე დაზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა; (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ს.ფ 335).

 

სარჩელის საფუძვლები

 

1.1.2. სარჩელის თანახმად, ქ------ნ შ-----–-ა იკავებდა დ-----------ის თანამდებობას ა------თ---–---ს #1---ე ს----–-- ბ----ბ---–-. მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გახლდათ უვადო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

მოსარჩელე აცხადებს, რომ 2017 წლის 28 თებერვლის 2---- ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ა----- - ქ.თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------ს მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე.

 

კერძოდ, ქ------ნ შ-----–-ა გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუზველზე, რაც გულისხმობს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/ და შრომის შიგაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას.

სადავო ბრძანება, როგორც უკანონო სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნულის შედეგად კი უნდა მოხდეს ქ------ნ შ-----–-ას უფლებრივი რესტიტუცია - აღდგენა იგივე თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. მოპასუხე სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც უნდა დაკვალიფიც---დეს სამსახურეობრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევად, რაც თავის მხრივ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენებით, პირის სამსახურიდან დათხოვნის ლეგიტიმურ წინაპირობას ქმნის.

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობაზე არაპერსპექტიულია და ვერ დაკმაყოფილდება; ასევე ვერ დაკმაყოფილდება გამომდინარე მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების შესახებ.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ--–-- თ---–---ს მ---------ის 2007 წლის 24 სექტემბრის N 2--0--6-- დადგენილების 69-ე მუხლის “ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქ------ნ შ-----–-ა დაინიშნა ქ.თ---–---ს 1---ე ბ----ბ----ს დ--------------. მისი ხელფასი განისაზღვრა დარიცხვით 1000 ლარი, ხელზე ასაღები 800 ლარი.

 

მოსარჩელე მუშაობის პერიოდში არასდროს ყოფილა დასჯილი დისციპლინური წესით. ა(ა) იპ თ---–---ს ს----–-- ბ----ბ----ს მ-------ს ს---------ს 2017 წლის 28 თებერვლის 2---- ბრძანების საფუძველზე ქ------ნ შ-----–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

 

-თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანება. იხ. (ს.ფ 19);

 

- გათავისუფლების შესახებ ბრძანება. იხ.(ს.ფ 23 );

 

3.1.2. ს---------ს მონიტორინგის ჯგუფმა 2017 წლის 23 თებერვალს განახორციელა ა----- თ---–---ს N1-- ს----–-- ბ----ბ----ს მონიტორინგი შემდეგ საკითხებზე:

 

2014 წლის იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის ა----- თ---–---ს N1-- ს----–-- ბ----ბ----ს ფინანსური საქმიანობა.

2014 წლის 01 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვები.

2014 , 2015, 2016 წლის ინვენტრიზაციის შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება(სარჩელი/შესაგებელი);

 

- მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა. იხ(ს.ფ75-79);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო გახლავთ ის გარემოებანი, რაც ჩამოყალიბებულია მონიტორინგის დასკვნაში:

 

2014 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული #-- ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო საქონლის მიწოდების შემდეგ, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სასაქონლო ზედდებული გამოწერილია 2014 წლის 02 სექტემბერს, მიღება ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2014 წლის 01 სექტემბერს, თანხა გადარიცხულია 2014 წლის 01 სექტემბერს.

მონისტორინგის ჯგუფმა ეს ფაქტი ჩათვალა საქონლის მიღების გარეშე თანხის გადარიცხვისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის წინაპირობად. სინამდვილეში სათამაშოების მომწოდებელი ფირმის მიერ სათამაშოები მოწოდებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღეს და ფულიც გადაირიცხა იმავე დღეს, რაც შეეხება ზედდებულს იგი გადმოიგზავნა მეორე დღეს. აღნიშნული გარემოების შესახებ კი ცნობილი იყო ს---------სთვის. ამ ფაქტს რაიმე ზიანი არ მიუყენებია ბ----ბ----სთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

- მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.2. 2016 წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება N1--/71 ი.მ „ს-------- ჯ-----–---–--ან“ ღირებულებით 14150 ლარი სარემონტო სამუშაოებისთვის. აღნიშნულზე არ არის შედგენილი დეფექტური აქტი, ასევე ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული რის საფუძველზე მოხდა ანაზღაურება და რა მოცულობით. მიღება-ჩბარების აქტი გაფორმებულია 2016 წლის 29 აგვისტოს, 4 დღის დაგვიანებით, რაზედაც არ მომხდარა მშენებლის დაჯარიმება.

 

გამომდინარე იქიდან რომ ექსპერტიზის დასკვნები იგვიანებდა შესაბამისად მიღება-ჩაბარებაც ხდებოდა დასკვნით განსაზღვრული თანხების შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან ვერ მოხდებოდა საპატიო მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის სამუშაოს შემსრულებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

 

- ზედდებულები, მიღება-ჩაბარების აქტები, დეფექტური აქტები, ხარჯთაღრიცხვები, ექპერტიზის დასკვნები. ი.ხ. (დანართი 4);

 

3.1.4 ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ფასისგან განსხვავებით მოსარჩელე მხრიდან მოხდა 41.25 ლარით მეტის ჩარიცხვა, რასაც ადასტურებს მოსარჩელე მხარე და განმარტავს რომ აღნიშნული შეცდომა გამოწვეული იქნა საბუღალტრო საქმიანობის დროს დაშვებული შეცდომით, რაც გამოსწორებულ იქნა და მომწოდებელმა უნაღდო ანგარიშწორებით დააბრუნა უკან გადარიცხული თანხხა 41.25 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა განმარტება (სარჩელი/შესაგებელი);

 

- ზედდებულები, მიღება-ჩაბარების აქტები, დეფექტური აქტები, ხარჯთაღრიცხვები, ექპერტიზის დასკვნები. ი.ხ. (დანართი 4);

 

3.1.5 2016 წლის შპს „დ-----თან„ გაფორმდა ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, 2016 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმების აქტი სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე 05 ოქტომბრამდე, ისე რომ არ იქნა მითითბული ვადის გაგრძელების ობიექტური მიზეზი.

 

გამომდინარე იქიდან რომ ექსპერტიზის დასკვნები იგვიანებდა შესაბამისად მიღება-ჩაბარებაც და თანხების გადარიცხვაც ხდებოდა დასკვნით განსაზღვრული თანხების შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან საპატიო მიზეზით გამოწვეული დაგვიანების გამო გაგრძელდა სამუშაოს დამთავრების გონივრული ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

- ზედდებულები, მიღება-ჩაბარების აქტები, დეფექტური აქტები, ხარჯთაღრიცხვები, ექპერტიზის დასკვნები. ი.ხ. (დანართი 4);

 

3.1.6 დასკვნაში მითითებულია, რომ მიღება-ჩაბარების აქტების თანხის ჯამი (28289.85 ლარი), გადარიცხული თანხის ჯამი (28835.33 ლარი) და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება (28895.33 ლარი) არ ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნული საბუღალტრო დოკუმენტაციის დროს დაშვებული შეცდომაა თუმცა, აღნიშნული შეცდომა გამოსწორებულია, კერძოდ შესრულებულ სამუშაოზე 61 ლარით ნაკლები თანხებია გადარიცხული, შესაბამისად ბ----ბ---- რაიმე ზიანი არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-ზედდებულები, მიღება-ჩაბარების აქტები, დეფექტური აქტები, ხარჯთაღრიცხვები, ექპერტიზის დასკვნები. ი.ხ. (დანართი 4);

 

- მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.7 2016 წლის 02 აგვისტოს გაფორმდა N1------ ხელშეკრულება ფ------------------ესთან ბრტყელი გადახურვის სამუშაოების შესრულბაზე. დეფექრტურ აქტზე და ხარჯთაღრიცხვაზე არ არის ხელმოწერა და ბეჭედი, არ ჩატარებულა ექსპერტიზა და არ განსაზღვრულა თუ რა სახის სამუშაოები შესრულდა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 5000 ლარამდე შესასრულებელ სამუშაოთა წარმოებაზე, სავალდებულო არ იყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რის გამოც შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა ხარჯთაღრიცხვით, რომელიც ემთხვეოდა შესრულებულ სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფს უნდა გამოევლინა შესრულებული სამუშაოსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.8 2014 წლის 1 ივნისს ი.მ მ----- შ--------ან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 9 ივნისს შეძენილია სამშენებლო მასალები ღირებულებით 414 ლარი, თანხა გადარიცხულია 9 ივნისს, მიღება-ჩაბარება კი გაფორმებულია 6 ივნისს.

 

ბ----ბ----ა საქონელი მიიღო წინსწრებით და თანხა გადარიცხა მოგვიანებით. აღნიშნულ შემთხვევაში ბ----ბ----ს ინტრესი არ შელახულა და ფაქტი გამყიდველს სადაოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.9. 2014 წლის ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ფ-- ი-----–ი ჭ--------სთან. სამუშაოს ნაწილობრივი შესრულების აქტი შედგა 01 აგვისტოს, შრომის ანაზღაურების ნაწილი გადარიცხულია ავანსად 19 ივლისს, 25 ივნისის ხელშეკრულებით კი ავანსის გაცემა განსაზღვრული არ იყო. ამ შემთხვევაში მთავარი არის ის რომ მონიტორინგის ჯგუფი სადაოდ არ ხდის შესრულებული სამუშაოს მოცულობას. აღნიშნული ქმედებით ბ----ბ---- რაიმე ზიანი არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.10. 2014 წლის 4 ივლისს ფ-- ი-----–ი ჭ----------თან გაფორმდა ხელშეკრულება. შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოუწერელია შემსყიდველის (დ-----------ის) მიერ, მიღება-ჩაბარების აქტს კი ხელს ორივე მხარე აწერს. ის ფაქტი რომ ნამდვილად შესრულდა ღირებულების შესაბამისი სამუშაო, მონიტორინგის ჯგუფს სადაოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.11. 2014 წლის 16 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ე-–---------“-თან საქონლის შესყიდვაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 17 ივლისს და თანხა ანაზღაურებულია იმავე დღეს, ხოლო საქონელი მიღებულია 18 ივლისს. ზედდებული ბ----ბ----ა მიიღო ერთი დღის დაგვიანებით რაც რაიმე სერიოზული სახის დარღვევას არ წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.12. 2014 ელის 2 ივლისს შპს „E---------”-თან გაფორმებულია ხელშეკრულება. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და საქონლის შესყიდვა განხორციელდა ერთი და იმავე დღეს 3 ივლისს, ხოლო გადარიცხვა მოხდა ერთი დღით ადრე 2 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.13 მოსარჩელე უთითებს რომ ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი დარღვევები წვრილმანია და აშკარად საბუღალტრო საქმიანობის ხარვეზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

3.1.14. ქ------ნ შ-----–-ას გათავისუფლებიდან დღემდე დანიშნული ხელფასი არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა; იხ (ს.ფ 75-79);

 

-მოსარჩელის განმარტება.

 

3.1.15. მოსარჩელე განმარტავს რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებული ფაქტები თუნდაც წარმოადგენდეს უხეში დარღვევების შედეგს მასზე პასუხისმგებელია არა ბ----ბ----ს დ-----------ი, არამედ საბუღალტრო სამსახური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებები;

 

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ იქამდე სანამ გამოიცემოდა ა----- თ---–---ს ს----–--- ბ----ბ----ს მ-------ს ს---------ს მიერ 2017 წლის 23 თებერვალის ბრძანება თ---–---ს #1---ე ს----–--- ბ----ბ---–- მონიტორინგის განხორციელების შესახებ, 2015 წლის 09 მარტს #- დავალების საფუძველზე ბ----ბ----ს საფინანსო საქმიანობა (იმავე პერიოდის და იმავე შინაარსის ) შეამოწმა თ---–---ს მ----–----–------ის სარევიზიო კომისიამ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე , რომ თ---–---ს #1---ე ს----–--- ბ----ს ფინანსური საქმიანობის შედეგად სარევიზიო კომისიის მიერ აღმოჩენილი იქნა დარღვევები, თუმცა მათ მიერ აღნიშნული დარღვევები შეფასდა უმნიშვნელოდ და კომისია შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ანალიზში არ ასახულა. საქმეში წარმოდგენილია სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომლითაც აღნიშნული დასტურდება იხ. ს.ფ. 229.

 

საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია იმის დადგენა თუ რა შინაარს ატარებდა 2017 წლის 23 თებერვლის მონიტორინგის ს---------ს ბრძანება, რას ისახავდა მიზნად და განხორციელებულია თუ არა მონიტორინგი ბრძანების შინაარსის შესაბამისად.

 

N3---- ბრძანებით მ----–----–------ის ჯგუფს ს----–--- ბ----ბ----ს ფინანსური საქმიანობის შესყიდვების შემოწმებისთვის განისაზღვრა პერიოდი 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, რაც ნიშნავს იმას , რომ მონიტორინგის ჯგუფს ფინანსური საქმიანობა უნდა შეემოწმებინა მხოლოდ ამ დროის მონაკვეთში და მას არ ევალებოდა 2014, 2015, 2016 წლებში ასახული რაიმე - ფინანსური - დარღვევების აღმოჩენა. შესაბამისად, ჯგუფი გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და შეამოწმა ისეთი პერიოდი, რომელიც ბრძანებით არ ევალებოდა და რომელიც უკვე შემოწმებული იყო და აღმოჩენილი საკითხები დ-----------ს დარღვევად არ შეუფასდა.

 

სასამართლო მიიჩნევს რომ, მონიტორინგთა ჯგუფი გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ქ------ნ შ-----–-ას გათავისუფლების ბრძანებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობას ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს (კონვენციის მე-9 მუხლი „ა“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადვეა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ ვერ ზიდა მისი მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც "ზ" ქვეპუნქტის გამოყენებისათვის ლეგიტიმური საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ დასტურდება სადაოდ ქცეული ბრძანებების მართლზომიერება; შესაბამისად, ისინი არამართზლომიერია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული თანმდევი შედეგი კი (მითუმეტეს, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია შტატის არასებობაზე, ან რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას) თავისთავად გახლავს ქ------ნ შ-----–-ას აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე და იძულებითი მოცდენის შრომის ანაზღაურების ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 და მე-8 მუხლები, ასევე მე-14 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; CASE OF COPLND v. THE UK; CASE OF BARBULESCU v. ROMANIA; VASE OF SIDABRAS AND DZIAUTAS v. LITHUANIA; CASE OF A. VOLKOV v. UKRAINE; საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლები.

 

5.2. სამართლის ირიბი (შემეცნების) წყაროები

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1949 წლის N95 კონვენცია „შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N1-- რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; (Termination of employment recomandation).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.

 

სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.

 

აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო მე-8 მუხლი კი იცავს ადამიანის პირად ცხოვრებას სხვა პირთა არალეგიტიმური ჩარევისაგან. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლებას აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; საქმეში A. VOLKOV v. UKRAINE (რომელიც ეხებოდა საჯარო მოსამსახურის - მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნას), სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ “პირადი ცხოვრება, გულისხმობს პირის უფლებას განავითაროს მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები სხვა ინდივიდებთან”. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;

 

საქმეში COPLAND v.THE UK, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა და სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების (თვითონ არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში) შეუსრულებლობა, რადგანაც სახელმწიფომ გაუმართლებელი მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან დათხოვნაზე.

 

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან.

 

საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება.

 

ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.

 

6.2. სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის რიგი რეგულაციები (მუხლი 1, მუხლი 4, ) აწესებენ მონაწილე მხარეთა ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესარულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება, ასევე აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ დონეს;

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;

 

1919 ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

 

თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).

 

სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.

 

აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენცისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა მნიშვნელოვანია. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ზემოთ უკვე ნახსენები მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია.

 

დაცვის აღნიშნული მექანიზმი (გონივრული საფუძველი) საკმაოდ ეფექტიანია. საჭიროა, რომ ხსენებული მექანიზმის დანერგვა ყველა სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებში შედიოდეს და ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული კანონმდებლობის ძალით შრომით ურთიერთობებში მოქმედი ,,საბრძოლო არსენალი" მთლიანად დამსაქმებელს არ ჩაუგდოს ხელში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ხელისუფლებამ საჭიროა, იპოვოს ოქროს შუალედი და ერთი მხრივ, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლების საკითხში არ მიანიჭოს აბსოლუტური ძალაუფლება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებულის თავისუფლების შეზღუდვისას არ გამოავლინოს გადაჭარბებული სიმკაცრე და შეზღუდვა მოაქციოს გონივრულობის ფარგლებში.

 

სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.

 

6.3. სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმაუნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით, რომლის პრეამბულაში გამოხატულია ქართველი ხალხის ურყევი ნება დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.

 

საქართველოს შრომის კოდექსი თავის მხრივ იცნობს შრომის ხელშეკრულების (აქ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხელშეკრულების სახით დოკუმენტი არ შექმნილა, თუმცა სადავო არ არის, რომ დანიშვნის ბრძანება უთანაბრდება ასეთს) შეწყვეტის ლეგალურ წინაპირობებს და აყალიბებს მათ 37-ე მულში;

 

მოსარჩელე აცხადებს რომ შემოწმების ერთდღიანი პერიოდი და სიჩქარე გამომდინარეობდა მხოლოდ ერთი მიზნისგან, შეექმნათ დ-----------ის გადაყენების საფუძველი, წინააღემდეგ შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფს რომ მოსარჩელისთვის მიეცა განმარტების საშუალება, მათთვის არ დარჩებოდა გაუგებარი აღნიშნული ფაქტი.

 

იმისათვის რომ დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს დასაქმებულთან, ქცევა უნდა შეიცავდეს საკმარისად სერიოზულ საფუძველს. სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების მიზნით სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა დასაქმებულის მიერ “უხეშ დარღვევას” ადგილი.

 

აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. მოსარჩლე არ უარყოფს აღნიშნული დარღვევების არსებობას, თუმცა სადაოდ ხდის დარღვევების ხარისხს. მოსარჩელე სარჩელში განმარტავს რომ დასკვნაში აღნიშნულ დარღვევებს ბ----ბ----სთვის არ მიუყენებია რაიმე სახის ზიანი და თითოეული მათგანი ექვემდებარებოდა გამოსწორებას. ეს ფაქტი არც მონიტორინგის ჯგუფს გაუხდია სადაო. ამასთან აღნიშნული ატარებდა წვრილმანი საბუღალტრო დარღვევების ხასიათს და დ-----------ის უფლებამოსილებაში არ შედიოდა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება. ქ------ნ შ-----–-ას გათავისუფლების ბრძანება ისე გამოიცა რომ მონიტორინგის ჯგუფს მისგან ახსნა განმარტება არ მიუღია. მოსარჩელის განმარტებით, მისი მუშაობის პერიოდში მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური სასჯელი, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.მოპასუხის მიერ აღნიშნულის საწინაარმდეგოდ არ ყოფილა წარმოდგებილი რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაამტკიცებდა საპირისპიროს. შესაბამისად აღნიშნულს სასამართლო მიიჩნევს დადგენილად. ასევე მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში არწერილი დარღვევებისის “უხეშ “ ხასიათს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს დადგენილად “უხეში” დარღვევის არსებობას.

 

ამავე დროს, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ ჯგუფი გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს და შეამოწმა ისეთი პერიოდი (ფინანსურ ნაწილში), რომლის უფლებამოსილებაც ბრძანებით არ ჰქონდა მინიჭებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა ან დასაქმებულის ინიციტივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობა უნდა შეფასდეს გარიგებების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი წესების საფუძველზე.

 

როდესაც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის საერთაშორისო წყაროებზე ვსაუბრობდით, გამოვკვეთეთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ გამყარებული არ არის მნიშვნელოვანი და გონივრული წინაპირობით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის რეგულაციანიც ამ პრინციპის მიმდევარია და ასევე გამორიცხავს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე.

 

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სასამართლო მოწოდებულია მიიჩნიოს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებანი, ვერავითარ შემთხვევაში შექმნის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ „გონივრულ საფუძველს“ რომელსაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული 158-ე კონვენცია და რომლის სულისკვეთებაც აშკარად ასახულია ასევე ეროვნულ კანონმდებლობაში - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში.

 

აღნიშნული მსჯელობა, საბოლოო ჯამში, გამორიცხავს დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობას, რასაც შედეგის სახით ყოველგვარი ეჭვსგარეშე უნდა მოყვეს სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის რეგულაცია (რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაქმებული ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა), ასევე ზემოთ ნახსენები ‘შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შსო-ს N158-ე კონვენციის მე-9 მუხლის რეგულაციაც, რომლის თანახმადაც, სასამართლოები, აღჭურვილნი უნდა იყვნენ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზის კანონიერების შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით.

 

6.4. შესაბამისად, სასამართლო ბათილად ცნობს სადავო ბრძანებას, როგორც არამართლზომიერ სამოქალაქო სამართლებრივ ნებას, რასაც შედეგად თავის მხრივ უნდა მოჰყვეს მანამდე არსებული სამართლებრივი რეალობის აღდგენა - მოსარჩელის დაბრუნება დათხოვნამდე დაკავებულ თანამდებობაზე.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა არამართლზომიერად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადაიხდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება; სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის (დავის საგნის ფასის განსაზღვრისას სასამართლოს დისკრეციის გათვალისწინებით 1 წლის ჯამის 3%), რაც შეადგენს 360 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ქ------ნ შ-----–-ას სარჩელი ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------ს დ-----------ის თ------ თ-----------ს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს გამოცემული 2---- ბრძანება, ქ------ნ შ-----–-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

3. ქ------ნ შ-----–-ა აღდგეს ა------თ---–---ს N1-- ს----–-- ბ----ბ----ს დ-----------ის თანამდებობაზე.

 

4. მოსარჩელე ქ------ნ შ-----–-ას სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს მისი გათავისუფლებიდან 2017 წლის 28 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი ხელფასის თვეში 1000 (ათასი) ლარის გადახდა (დაუბეგრავი).

 

5. ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------ს ქ------ნ შ-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

6. ა----- თ---–---ს ს----–-- ბ----ბ------ს მ-------ს ს---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში (თ---–---, გრ. რობაქიძის 7) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ი-----–ი კოპალიანი