გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3302101-7002-69459 (2/22988-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2-19 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე თ-----------–---–ი
წარმომადგენელი ლ-–-------------ე, კ------------------–---–ი
მოპასუხე ლ--–------------ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა----–----ლის 36’’ ამხანაგობის თავმჯდომარე თ--------------ე
ლ--–------------ის წარმომადგენელი ნ----------------ე
დავის საგანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა----–----ლის 36’’-ის 2-15 წლის 24 დეკემბრის N- კრების ოქმის ბათილად ცნობა, რის საფუძველზეც ლ--–------------ საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზირი N36. ს/კ 0----------------------.
1.2. თ-----------–---–ის მესაკუთრედ ცნობა - უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზირი N36, მანსარდა სართული, ს/კ 0-------------------------
1.3. ლ--–------------ის უკანონო მფლობელობიდან თ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდენარე - ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზირი N36. ს/კ
0----------------------.) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში თ-----------–---–ისათვის გადაცემა.
1.4. ლ--–------------ეს თ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 43 2-0 ლარი, სარჩელის აღძვრამდე სამი წლის განმავლობაში მესაკუთრის ნებართვის გარეშე უსაფუძვლოდ ბინაში ცხოვრებისათვის, ასევე ლ--–------------ეს თ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ლ--–------------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვამდე ყოველთვიურად 1 2-0 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:
1996 წლის 3 ივლისს ლ--–------------ემ რ------------–-------–ისგან შეიძინა მანსარდა-სართულზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც თავად რ------------–-------–ის მიერ მიღებულია 1993 წლის 18 მაისს პრივატიზაციის საფუძველზე. ლ--–------------ემ 2-07 წლის 1- მაისს იპოთეკით დატვირთა შეძენილი უძრავი ნივთი, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის. 2-07 წლის 5 სექტემბერს ლ--–------------ემ თ-----------–---–ისა და ე----------------ისაგან ისესხა თანხა, რომლითაც მას უნდა დაეფარა 2-07 წლის 1- მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2-07 წლის 1- სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც თ-----------–---–ი და ე-----------------ე დარეგისტრირდნენ მეორე რიგის იპოთეკარებად. ლ--–------------ეს მიღებული თანხით არ გაუსტუმრებია თავდაპირველი ვალდებულება, რის გამოც პირველი რიგის იპოთეკარმა მიმართა სააღსრულებო ბიუროს და აღმასრულებელმა აუქციონზე გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ-----------–---–ი იყო მეორე რიგის იპოთეკარი და პირველი რიგის იპოთეკარის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში იგი დარჩებოდა არაუზრუნველყოფილი, იძულებული გახდა მოეძია თანხები ქონების შესაძენად. ნათესავების დახმარებით თ-----------–---–მა შეძლო 2-08 წლის 2- ივნისს მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე გამოტანილი ლ--–------------ის უძრავი ქონების შეძენა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------- N0------- განკარგულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის მითითებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა----–----ლის 36“-ის 2-15 წლის 24 დეკემბრის N- კრების ოქმის საფუძველზე ლ--–------------ემ დაირეგისტრირა
მანსარდა 41.37 კვ/მ ფართით, რომელიც მოიცავს თ-----------–---–ის არასაცხოვრებელ ფართს კერძოდ აბაზანას, საპირფარეშოს, სამზარეულოს, შესასვლელს და საერთო სარგებლობის დერეფანს. ამდენად, თ-----------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს - ქ. თბილისში, დ. ა----–----ლის გამზირ N36-ში არსებული უძრავი ქონების მანსარდა/სართულზე არსებული ქონების მესაკუთრედ ცნობა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 41.37 კვ/მ-ს.
ლ--–------------ე თ-----------–---–ის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც განაგრძობს ბინაში ცხოვრებას, რითიც ლ--–------------ე უსაფუძვლოდ ზოგავს ქირის თანხას, ხოლო მესაკუთრე თ-----------–---–ს არ აძლევს საშუალებას ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მითითებული გარემოების გათვალისწინებით თ-----------–---–ს სურს მისი უძრავი ქონების ხელმყოფი ლ--–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება და გადაეცეს მას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ასევე ლ--–------------ემ აუნაზღაუროს ბინის ქირის ოდენობა სარჩელის აღძვრამდე სამი წლის განმავლობაში, სარჩელის აღძვრის შემდგომ ლ--–------------ის უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში თ-----------–---–ისათვის გადაცემამდე პერიოდში, რადგან ის უსაფუძვლოდ ზოგავს ქირის თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--–------------ემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ თ-----------–---–ის მიერ დოკუმენტების გაყალბების გზით არის მითვისებული 2-08 წელს ლ--–------------ის საკუთრებაში არსებული 32 კვ.მ მანსარდა, მდებარე ქ. თბილისი დ. ა----–----ლის გამზ. N36 და წარმოდგენილი სარჩელითაც მხარეს სურს მეორე 41 კვ.მ ფართის მითვისებაც, რომელიც რეალურად გამიჯნულია თ-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული 32 კვ.მ მანსარდისაგან.
მოპასუხის განმარტებით, სადავო ქონება ლ--–------------ეს კანონით დადგენილი წესით გადაეცა საკუთრებაში, კერძოდ შედგა ამხანაგობის კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი აღირიცხა 41 კვ.მ ფართის მესაკუთრედ, რომელიც ლ--–------------ემ აქცია საცხოვრებელ ფართად, რასაც არავინ შეწინააღმდეგებია.
მოპასუხის მითითებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,ა----–----ლის 36’’-ის წევრები და თავმჯდომარე არ იცნობენ თ-----------–---–ს და მათთვის არც ის იყო ცნობილი, რომ მითითებული პირი წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს, რამეთუ იგი არც ერთ კრებას არ დასწრებია. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ თ-----------–---–ის მიერ უკანონოდ არის მითვისებული თავის დროზე 32 კვ.მ მანსარდა, რასთან მიმართებითაც მის მიერ მიმართულია შესაბამისი ორგანოებისათვის.
გარდა აღნიშნულისა, ლ--–------------ემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია 3 წლიანი ვადა, რა დროის განმავლობაშიც მხარეს შეეძლო ედავა კრების პროცედურული დარღვევით ჩატარებასთან მიმართებით. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოთხოვნას უსაფუძვლო გამდიდრებასთან მიმართებით და სადავო გახადა აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა, რამეთუ აუდიტორის მიერ უშუალოდ ქონების შეფასება არ განხორციელებულა და მის მიერ ფასი გამოთვლილია მხოლოდ ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 41 კვ.მ ლ--–------------ის საკუთრებაა, თავად გააკეთა სხვენი და აქცია საცხოვრებელ ფართად 2-15 წელს. ხოლო თ-----------–---–ის მიერ ქონების საკუთრებაში აღრიცხვის დროისათვის 2-08 წელს ეს ფართი იყო ამხანაგობის საკუთრებაში, შესაბამისად კონკრეტული ფართის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
2.2. მოპასუხე ბმა „ა----–----ლის 36“-ის თავჯდომარემ თ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, რამეთუ ამხანაგობა სადავო კრების ოქმით მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისთვის უცნობი იყო გარემოება, რომ აღნიშნული პერიოდისათვის თ-----------–---–ი წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგაბის წევრს, რის გამოც იგი არ იყო მიწვეული სადავო კრებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, დავით ა----–----ლის გამზ. N36-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა----–----ლის 36“, რომელსაც 2-15 წლის 30 ნოემბრიდან თავმჯდომარეობს თ--------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 190);
- 3--1-.2-15წ. კრების გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 91-92)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. კონკრეტულ მისამართზე 1996 წლის 3 ივლისს ლ--–------------ემ რ------------–-------–ისგან შეიძინა მანსარდ-სართულზე 85/893 წილიდან 32/893 წილი (ს/კ 0---------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-----0--1---–. ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 21-22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 26-27).
3.1.3. ლ--–------------ემ საკუთრებაში არსებული მანსარდა, ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2-ჯერ დატვირთა იპოთეკით. მოპასუხემ ვერ შეძლო ფულადი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც ქონება იძულებით აღსრულების გზით მიექცა სარეალიზაციოდ.
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თ---–----------------–-------------- 2----–-–------------- განკარგულების შესაბამისად, ლ--–------------ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე 2-08 წლის 2- ივნისს მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მოქალაქე თ-----------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 39 086.24 ლარად. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ქონებასთან მიმართებით თ-----------–---–ი იყო მეორე რიგის იპოთეკარი.
3.1.5. 2-08 წლის 3 ივლისიდან ქ. თბილისში, დ. ა----–----ლის გამზ. N36-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ლ--–------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი - მანსარდ-სართული (32/893 წილი), ს/კ 0--------------------- აღირიცხა თ-----------–---–ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 3--0--2---–- განკარგულება (ტ.1, ს.ფ. 28);
- სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, ს.ფ. 70);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 26-27/29-30).
3.1.6. საკუთრების უფლების გადასვლის მიუხედავად, უძრავი ნივთის მფლობელობა ლ--–------------ის მხრიდან არ შეწყვეტილა და ქონება თ-----------–---–ისათვის პირდაპირ მფლობელობაში არ გადასულა. მოსარჩელე, ქ. თბილისში დ. ა----–----ლის გამზ. N36-ში არ ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2-15 წლის 24 დეკემბერს გაიმართა ამხანაგობა ,,ა----–----ლის 36’’-ის კრება (ოქმი N-), რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ლ--–------------ეს (მცხოვრები მისამართზე - ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, დ. ა----–----ლის N36-ში), დაკავებული აქვს მანსარდი. ამავე კრებაზე აღინიშნა, რომ ლ--–------------ე არის ამავე ამხანაგობის წევრი, ფართს ფლობს (41.37 კვ.მ) 1976 წლის თებერვლიდან. აღნიშნული ქონება არის მისი ერთადერთი საცხოვრებელი, იგი არის 78 წლის მარტოხელა პენსიონერი, 1976 წლიდან დღემდე ფაქტობრივად განაგებდა და განაგებს აღნიშნულ ფართს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ მას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100%, ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამხანაგობის კრებაზე დამსწრე ყველა წევრის მიერ ერთხმად. კრების თავმჯდომარედ მითითებულია თ---------------, რომლის ხელმოწერაც ფიქსირდება სადავო კრების ოქმზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N- (ტ.1, ს.ფ. 31-35);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 29-30).
3.1.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა----–----ლის 36’’-ის სადავო კრების ოქმის საფუძველზე ლ--–------------ემ N0---------------------- საკადასტრო კოდით საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზ. N36, 41.37 კვ.მ მანსარდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 56-57).
3.1.9. ამავე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში თ-----------–---–ის საკუთრებაშია N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 32 კვ.მ მანსარდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თ---–----------------–-------------- 2----–-–------------- განკარგულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში და რომელიც თავდაპირველად რეგისტრირებული იყო N0--------------------- საკადასტრო კოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.2, ს.ფ. 43).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ლ--–------------ის მფლობელობაშია მოსარჩელე თ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება.
სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას და დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ ქ. თბილისში დ. ა----–----ლის გამზ. N36-ში მანსარდ-სართულზე ლ--–------------ის საკუთრებად რეგისტრირებული (ს/კ 0----------------------) ფართი მოიცავს თ-----------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართს (ს/კ 0----------------------), რომელიც თავის მხრივ მოსარჩელის მიერ შეძენილია ჯერ კიდევ 2-08 წელს იძულებით აუქციონზე.
სასამართლო სადავო გარემოების კვლევისას ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
განსახილველ შემთხვევაში ლ--–------------ემ ორჯერ არ მისცა საშუალება ექსპერტებს მის მფლობელობაში არსებულ ფართში განეხორციელებინათ აზომვითი სამუშაოები, რითიც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა შეეფასებინა კონკრეტული გარემოება, შესაბამისად ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას ლ--–------------ის მხრიდან მისი საკუთრების უკანონო მითვისებასთან მიმართებით.
თ-----------–---–მა 2--- წლის 17 აგვისტოს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზ. N36, მანსარდ-სართული, N16 ფართი) აზომვითი ნახაზი იმ დროისათვის არსებული მდგომარეობით. აღნიშნულთან მიმართებით, ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2--- წლის 2- სექტემბრს შედგა აქტი, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, ა----–----ლის გამზ. N36-ში (ს/კ 0-------------------) მდებარე უძრავი ქონების ფართის აზომვა შეუძლებელია, რადგან, მისმა მფლობელმა ლ--–------------ემ არ მისცა ექსპერტებს უფლება საკვლევი ობიექტის შესწავლაზე და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე.
ანალოგიურად, ლ--–------------ემ არც სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში მისცა შესაძლებლობა ექსპერტს ადგილზე განეხორციელებინა კვლევა, რის გამოც 2--- წლის 1- დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში ა----–----ლის გამზ. N36-ში (ს/კ 0---------------------- და ს/კ 0----------------------) მდებარე უძრავი ქონების ფართის აზომვა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული ქონების მოსარგებლემ ლ--–------------ემ არ მისცა ექსპერტებს უფლება, მათ მიერ საკვლევი ობიექტის შესწავლაზე და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე.
ამდენად, სახეზეა სსსკ-ს 169.4 მუხლის წინაპირობები, რა დროსაც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია აზომვითი ნახაზი, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ არ დაუშვა დამოუკიდებელი ექსპერტები ადგილზე კვლევის განსახორციელებლად, სასამართლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზს ვერ განიხილავს სარწმუნო მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით ვერ შეაფასებს სადავო გარემოებას. თავად მოპასუხე უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ექსპერტების მხრიდან აზომვითი სამუშაოების განხორციელებასთან მიმართებით, რამეთუ სწორედ მისი ინტერესის საგანს წარმადგენდა ედასტურებინა სადავო ფართთან მიმართებით თ-----------–---–ის მოთხოვნის უსაფუძვლობა და თუ რეალურად მის მიერ არ არის დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, გაუგებარია თუ რა საფუძვლით იყო მხარე წინააღმდეგი აზომვითი სამუშაოების განხორციელებასთან მიმართებით. საგულისხმოა, ასევე გარემოება, რომ მხარე წარმოდგენილი შედავების ფარგლებში აპელირებდა იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე ნაწარმოების სააღსრულებო წარმოების ბათილობაზე, რომლის საფუძველზედაც მისი საკუთრება საბოლოო ჯამში აღირიცხა თ-----------–---–ის საკუთრებაში. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო განუმარტავს ლ--–------------ეს, რომ კონკრეტული დავის ფარგლებში მითითებული აქტების კანონიერებას სასამართლო ვერ შეაფასებს, რამეთუ არ ექვემდებარება სარჩელი მოთხოვნილი დავის საგნის კვლევის მიზნებს. გარდა აღნიშნულისა, თ-----------–---–ის მიერ ქონება შეძენილია იძულებით აუქციონზე, რასთან მიმართებითაც გაცემულია შესაბამისი განკარგულება და შესაბამისად ამ ეტაპზე ფულადი ვალდებულების არ არსებობასა და უსაფუძვლობასთან მიმართებით აპელირება ვერ გააბათილებს თ-----------–---–ის მესაკუთრეობას კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, გარემოება, რომ წლების მანძილზე სადავო ნივთი იმყოფება ლ--–------------ის საკუთრებაში და თ-----------–---–ს არ მოუხდენია ფაქტობრივად უძრავი ნივთის მფლობელობაში მიღება, ვერ აქარწყლებს მის მესაკუთრეობას სადავო ფართთან მიმართებით. მოხმობილ გარემოებებზე აპელირება და შედავების განხორციელება ადასტურებს გარემოებას, რომ ლ--–------------ე რეალურად ფლობს თ-----------–---–ის მიერ 2-08 წელს შეძენილ ქონებას და მხარე მითითებული გარემოებებით ცდილობს დაადასტუროს სადავო ქონებასთან მიმართებით თ-----------–---–ის, როგორც მესაკუთრის უფლების არ არსებობა, რაც ერთის მხრივ ადასტურებს გარემოებას, რომ ლ--–------------ე სწორედ თ-----------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას ფლობს და მეორე მხრივ მითითებული გარემოებების უსაფუძვლობიდან გამომდინარე გამორიცხავს ლ--–------------ის მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას.
გარემოება, რომ ლ--–------------ე ფლობს იმავე ქონებას, რაც სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია თ-----------–---–ის საკუთრებაში დასტურდება, თავად სადავო კრების ოქმითაც, რომელზეც ამხანაგობის წევრთა მიერ დადასტურდა, რომ სადავო ქონება (41.37 კვ.მ ფართი) წარმოადგენს ლ--–------------ის ერთადერთ საცხოვრის, რომელსაც იგი ფლობს 1976 წლის თებერვლიდან დღემდე. ამდენად, ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ლ--–------------ის მიერ კონკრეტულ მისამართზე წლების მანძლზე მფლობელობაშია ერთადერთი ქონება, შესაბამისად ლ--–------------ის მტკიცება სადავო ქონებისა და თ-----------–---–ის საკუთრებაში გადაცემული ქონების სხვადასხვა ქონებად მიჩნევასთან მიმართებით სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. საყურადღებოა, ასევე გარემოება, რომ ლ--–------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების ფარგლებშიც დაადასტურა, რომ იგი ფლობს იმავე ქონებას, რაც საკუთრებაში მიიღო 1996 წელს, რაც ამ მხრივაც ასაბუთებს თ-----------–---–ის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ლ--–------------ემ სასამართლოს კითხვაზე უპასუხა, რომ თავიდან მის საკუთრებაში და მფლობელობაში იყო 32 კვ.მ ორი ოთახი, მერე მეზობლების დახმარებით და ნებართვით მოასუფთავა მიმდებარე ფართი და შემოუერთა თავის მფლობელობაში არსებულ ფართს და ახლა ერთიან სივრცეს წარმოადგენს 32 კვ.მ და 41 კვ.მ ფართები (იხ. სხდომის ოქმი).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფართის თ-----------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტს, მოთხოვნა ნივთის უკანონო მფობელობიდან გამოთხოვასთან მიმართებით ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ უდავოა, რომ იგი იმყოფება მოპასუხე ლ--–------------ის მფლობელობაში და მის მიერ მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც უზრუნველყოფდა მისი მფლობელობის შენარჩუნებას სადავო ნივთთან მიმართებით. რის გამოც მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2-.0--2---წ. ექსპერტიზის აქტი (ტ.1, ს.ფ. 2-5-21-);
- 1-.1--2---წ. ექსპერტიზის აქტი (ტ.2, ს.ფ. 98-103);
- აზომვითი ნახაზი (ტ.1, ს.ფ. 216).
3.2.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,ა----–----ლის 36’’-ის 2-15 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმი არის ბათილი გარიგება, რომელიც ვერ წარმოშობს ლ--–------------ის საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა სადავო კრების ოქმის კანონით განსაზღვრული წესით ჩატარების ფაქტი. უფრო მეტიც თავმჯდომარეს არ უარყვია, რომ კრების მოწვევის თაობაზე ამავე ამხანაგობის წევრისათვის - თ-----------–---–ისათვის არ ყოფილა ცნობილი და მის ნაცვლად კრებას ესწრებოდა ლ--–------------ე, რომელიც რეალურად 2-08 წლის შემდგომ, რაც გასხვისდა მისი საკუთრება აღარც წარმოადგენდა კონკრეტული ამხანაგობის წევრს, თანახმად ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტებისა. კანონის მიზნებიდან გამომდინარე ამხანაგობის წევრად განიხილება ერთიან ფართში გაერთიანებული საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე. ლ--–------------ეს კი კონკრეტულ ფართში კრების ჩატარების ეტაპისათვის საკუთრებაში ქონება არ გააჩნდა. აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ სადავო კრების მიერ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადასტურდა, ლ--–------------ის მხრიდან კონკრეტული ფართის ფლობა, რაც შემდგომში გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. მოხმობილი ნორმის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, ამხანაგობის წევრებს ენიჭებათ შესაძლებლობა დაადასტურონ ამავე ამხანაგობის წევრის მხრიდან კონკრეტული ფართის ფლობა, რაც შემდგომში წარმოშობს ფართის საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველს. კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც ლ--–------------ე არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს მოხმობილ ნორმაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია, რამეთუ კანონით იმპერატიულად არის დადგენილი ნორმით განსაზღვრული სუბიექტი - მესაკუთრე, რაც ფართოდ ვერ განიმარტება და ვერ გავრცელდება ამხანაგობის არაწევრ პირზე.
გარდა ზემოთ მითითებული საფუძვლებისა, არ დასტურდება თავად სადავო კრების ფორმალური თვალსაზრისით გამართულად ჩატარების ფაქტი, კერძოდ არ დგინდება, რომ მასზე მიწვეული იყო ამხანაგობის წევრები, ასევე ესწრებოდა თუ არა კრებას ქვორუმით განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო გადაწყვეტილება განეკარგა ამხანაგობის საკუთრება, რაც ამ საფუძვლითაც არაკანონიერს ხდის სადავო კრების ოქმს. წარმოდგენილ კრების ოქმზე ფიქსირდება მხოლოდ მისი თავმჯდომარის ხელმოწერა და მასში აღნიშნული არ არის კონკრეტულად მონაწილე ამხანაგობის წევრების ვინაობა. სადავო კრების ოქმში აღნიშნულია, რომ მას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100%, რისი დადასტურებაც ამხანაგობის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო, მით უფრო უდავოა, რომ ამავე ამხანაგობის წევრი თ-----------–---–ი არ დასწრებია კრებას. ასევე, დგინდება, რომ ლ--–------------ეს სადავო კრების ჩატარებისას საკუთრებაში არ ჰქონდა რეგისტრირებული მითითებული ამხანაგობის ფარგლებში არც ერთი ბინა, შესაბამისად იგი არ ყოფილა კრების ჩატარებისას ამავე ამხანაგობის წევრი. საგულისხმოა, რომ თავმჯდომარემ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების ფარგლებში აღნიშნა, რომ ამხანაგობის კრების მიერ მიღებულია სამართლიანი გადაწყვეტილება, რის გამოც არ უნდა გაბათილდეს სადავო კრების ოქმი. ამავდროულად ამხანაგობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო თ-----------–---–ის საკუთრებისა და შესაბამისად ამხანაგობის წევრობის თაობაზე შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება, თუმცა ამხანაგობის წევრებისათვის თ-----------–---–ის საკუთრების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც მას არც ერთ კრებაზე არ აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო აღნიშნულის საპირისპიროდ ლ--–------------ე ყველა კრებაზე იღებდა მონაწილეობას. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხოლოდ 2-17 წელს გაიგო თ-----------–---–ის საკუთრებისა და შესაბამისად ამავე ამხანაგობის წევრობის თაობაზე.
დავის შეფასებისას საგულისხმოა, რომ ლ--–------------ე მონაწილეობდა ამხანაგობის კრებებზე, რასაც მოწმობს 3--1-.2-15 წლის კრებაც, რომელსაც რიგით პირველი სწორედ ლ--–------------ე აწერს ხელს, ამდენად იგი როგორც ამხანაგობის წევრი ისე მონაწილეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და წევრთა და თავმჯდომარის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც ამ ამხანაგობის წევრად, რაც შეეხება თ-----------–---–ს, მას წევრად არ მიიჩნევდნენ რაც შესაძლოა განპირობებული იყო იმ ფაქტითაც, რომ უშუალოდ ამ მისამართზე თ-----------–---–ს არ უცხოვრია, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ლ--–------------ეს არ მიუტოვებია მფლობელობა 1996 წლიდან შესაბამისად სავარაუდოდ სწორედ მას განიხილავდნენ ქონების მესაკუთრედაც. რაც ბუნებრივია ვერ მიანიჭებს სადავო კრების ოქმს ლეგიტიმაციას. ოქმში აღნიშნულია, რომ 100% ესწრება ამხანაგობის რაც არ დასტურდება, არც ის დასტურდება თუ ვინ ესწრებოდა და საერთოდ ჩატარდა თუ არა კრება, გარემოება, რომ თ-----------–---–ი არც ერთ კრებას არ დასწრებია არ ათავისუფლებს ამხანაგობის წევრებს მისი მოწვევის ვალდებულებას და შესაბამისად კრება, რომელზეც არ იყო მიწვეული ამხანაგობის ერთი წევრი მაინც ვერ მიიჩნევა ლეგიტიმურად, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სადავო ოქმით იზღუდება სხვისი საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N- (ტ.1, ს.ფ. 31-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. ლ--–------------ისათვის 43 2-0 ლარისა და სამომავლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ქირის სახით 1 2-0 ლარის დაკისრებასთან მიმართებით მოთხოვნა არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე თ-----------–---–ი თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას აფუძნებს უსაფუძვლო გამდიდრებას და განმარტავს, რომ ქირის სახით დაზოგილი თანხით უსაფუძვლოდ მდიდრდება ლ--–------------ე, თ-----------–---–ის ქონების უკანონოდ გამოყენების ხარჯზე, რის გამოც მოხმობილი კანონისმიერი დანაწესიდან გამომდინარე ითხოვს კონკრეტული თანხების ანაზღაურებას.
სასამართლო სადავო შემთხვევაში არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ლ--–------------ის მოთხოვნილი ოდენობით გამდიდრებასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე თ-----------–---–ს წლების მანძილზე ლ--–------------ის მხრიდან ქონების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად ამ პერიოდის მანძილზე (2-08 წლიდან) ლ--–------------ეს შეექმნა რწმენა კონკრეტული ქონებით უსასყიდლო სარგებლობის უფლების მინიჭებასთან მიმართებითდა იმ ვითარებაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა მოსარჩელის პოზიცია შესაძლოა მსგავსი პირობით (თვეში 1--0 ლარი) არც ეცხოვრა კონკრეტულ მისამართზე, შესაბამისად გაუმართლებელია უსაფუძვლო გამდიდრებაზე აპელირება, რამეთუ ლ--–------------ე ვერ გახდება პასუხისმგებელი შესაბამისი ნების არ არსებობის პირობებში თავსმოხვეულ გამდიდრებაზე. რაც შეეხება, სამომავლოდ ქირის დაზოგვის სახით თვეში 1 2-0 ლარის დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნულსაც ვერ გაიზიარებს სასამართლო, რამეთუ უპირველესად არ დასტურდება ქონების რეალური საბაზრო ღირებულება და შესაბამისად ამჟამინდელი მფლობელის ამ ოდენობით გამდიდრება. კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას მნიშვნელოვანია შეფასდეს წარმოდგენილი შეფასების ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ: ,,შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს 4 სართულიანი ე.წ. იტალიურ ეზოში, მეოთხე სართულზე (მანსარდა) მდებარე 32 კვ.მ საცხოვრებელ და მის დამხმარე 41.37 კვ.მ ფართს, შემფასებელმა ვერ მოახერხა შესაფასებელო ობიექტის შიდა დათვალიერება და აკეთებს დაშვებას, რომ ფართი არის საშუალო მდგომარეობაში’’. საგულისხმოა, რომ შეფასების ანგარიშში მითითებულია, რომ შემფასებელს არ ჩაუტარებია შესაფასებელი ობიექტის აზომვითი სამუშაოები და მის მიერ ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით, არა უშუალოდ კონკრეტული ქონების შეფასებით. ამასთან, შეფასების ანგარიშის გაცნობის შედეგად დგინდება, რომ ქონების ღირებულება შემფასებლის მიერ გამოთვლილია 73.37 კვ.მ ფართთან მიმართებით, რაც დავის ფარგლებში სადავოა მხარეთა შორის, შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც არ არსებობს დასკვნის გაზიარების წინაპირობები და მოთხოვნილ ოდენობით ქირის დაკისრების საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ლ--–------------ე რეგისტრირებულია 41. კვ.მ ფართის მესაკუთრედ, შესაბამისად მას ამ მხრივაც ვერ ექნებოდა მოლოდინი სხვის ფართში ცხოვრებასთან მიმართებით, რამეთუ მხარეს ხელთ აქვს საჯარო რეესტრის ამონაწერი ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, თ-----------–---–ის მიერ საკუთრებაში მიღებულია 32 კვ.მ ფართი. საგულისხმოა, რომ 2--- წლის 16 ოქტომბერს დამოუკიდებლად არის შეფასებული კონკრეტულად 32 კვ.მ ფართის ქონების საბაზრო ღირებულება - 600 ლარის ოდენობით, რაც რეგისტრირებულია უშუალოდ თ-----------–---–ის საკუთრებაში, თუმცა თ-----------–---–ი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს 1 2-0 ლარის დაკისრებას, რაც გამოთვლილია 73.37 კვ.მ ფართთან მიმართებით და რაც რეალურად შესაბამისი სარწმუნო აზომვითი ნახაზების არ არსებობის საფუძვლით არც დასტურდება. უფრო მეტიც, მხარე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სადავოდ ხდის სწორედ აღნიშნული 41 და 32 კვ.მ ფართების ურთიერთმიმართების საკითხს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლო გამდიდრების სახით ჯამურად 73.37 კვ.მ ფართის ოდენობის ქირის მოთხოვნა წინააღმდეგობაშია ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
სასამართლოსათვის გასაგებია, რომ თ-----------–---–ს ლ--–------------ის გაუმართლებელი ქმედების შედეგად ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრებაზე აპელირება არ შეიძლება იწვევდეს თავად მოთხოვნის მქონე სუბიექტის გაუმართლებელი ოდენობით გამდიდრებას. კონკრეტულ შემთხვევაში მხარე მოთხოვნას აფუძნებს არა მიუღებელ შემოსავალს, არამედ ხელყოფის კონდიქციის სპეციალურ წესს, რა დროსაც პირის პასუხისმგებლობას წარმოშობს სხვის ხარჯზე თანხის დაზოგვაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ვლინდება ქირის სახით გადასახდელი თანხის დაზოგვაში, თუმცა საქმეზე ერთობლივად დადგენილი გარემოებებით სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს პირისათვის ქირის სახით გადასახდელი თანხების დაკისრებას, უპირველესად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად თ-----------–---–ის ნების არსებობის პირობებში განაგრძობდა ცხოვრებას ლ--–------------ე მითითებულ მისამართზე და თუ მისთვის აღნიშნული მიუღებელი იყო უნდა განეცხადებინა და აღეკვეთა ჯერ კიდევ ქონების შეძენის ეტაპზევე, რაც არ შეუქმნიდა წლების მანძილზე პირს რწმენას კონკრეტულ ქონებაში უსასყიდლოდ, განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებასთან მიმართებით. სკ-ს 41--ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მოსალოდნელი ზიანი, ხელყოფის კოდიქციაც, როგორც დელიქტური სამართლის დანამატიც ანაზღაურებას ექვემდებარება მოვალე სუბიექტის მხრიდან მოსალოდნელობის ფარგლებში, შესაბამისად წარსულ პერიოდზე თვეში 1 2-0 ლარის მოთხოვნა გაუმართლებელია. მით უფრო, თავად თ-----------–---–ს შეძენილი აქვს 32 კვ.მ ფართი, ხოლო ქირის თანხა განსაზღვრულია გაზრდილი ფართის გათვალისწინებით, რაც ვერ მიიჩნევა ლ--–------------ის გამდიდრებად უშუალოდ თ-----------–---–ის ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.10.2---წ. უძრავი ქონების იჯარის შეფასების ანგარიშები (ტ.2, ს.ფ. 2--49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-10, მე-19, 26-28-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 170-ე, 172-ე, 982-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადავოდ ქცეული კრების ოქმი, რომელშიც ამხანაგობის წევრთა სახელით ფორმულირებულია ამხანაგობის გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას, რომლის ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებია: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარისათვის სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საყურადღებოა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის ნამდვილობის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ: მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი.
აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: Nას-1089-1009-2017, 05.12.2017წ; Nას-437-409-17 29.09.17, Nას-916-857-17 12.09.17, Nას-302-285-17, 16.0--17, Nას-244-232-17 19.05,17 Nას-937-887-2015, 10.11.2015წ.; Nას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; Nას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; Nას-869-819-2015, 11.12.2015წ.; Nას-773-730-2-15, 08.09.205წ.; Nას-181-174-2016, 06.05.2016წ.; Nას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; Nას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; Nას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე №ას-595-554-2017, 15.12.2017წ.)
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა----–----ლის 36’’-ის 2-15 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ლ--–------------ე აღირიცხა - ქ. თბილისში, დ. ა----–----ლის გამზ. N36-ში, 41.37 კვ.მ მანსარდის (ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ. მოსარჩელის მტკიცებით, ფართი, რომელიც კრების ოქმის საფუძველზე საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხემ, რეალურად წარმოადგენს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებას, შესაბამისად მას გააჩნია ინტერესი კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო ფართის საკუთრებაში აღრიცხვასთან მიმართებით.
6.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია სადავო კრების ოქმის მოწვევის, ჩატარებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების, ფორმალურ-პროცედურული გამართულობის კვლევა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამავე კანონის 27-ე მუხლით დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევის წესი. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევასა და ჩატარებაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ამხანაგობის კრების ოქმი წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას. მისთვის დამახასიათებელია ზოგადად გარიგებისათვის დადგენილი წესები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ოქმში აისახება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება.
კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას.
ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შედგება საერთო საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართში გაერთიანებული მესაკუთრეებისაგან. ამავე მუხლის ,,კ’’ პუნქტის შესაბამისად, მესაკუთრე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე.
ამხანაგობის კრების ოქმის, როგორც გარიგების კანონიერების შემოწმების მიზნით, შეფასება უნდა მიეცეს შემდეგ საკითხებს: ა. ჩატარდა თუ არა ამხანაგობის კრება; ბ. იყო თუ არა ამხანაგობის კრება მოწვეული კანონით დადგენილი წესით; გ. დღის წესრიგის შესახებ იყვნენ თუ არა ამხანაგობის წევრები ინფორმირებულნი; დ. ესწრებოდნენ თუ არა ამხანაგობის წევრები კრებას და მიიღეს თუ არა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.
ამასთანავე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების საკითხის კვლევისათვის, მნიშვნელოვანია მრავალბინიან სახლში არსებული ინდივიდუალური საკუთრების და ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების გამიჯვნა. სასამართლო მიუთითებს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნტქებზე, რომლებიც იძლევიან მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური საკუთრების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სამართლებრივ განმარტებებს, აღნიშნული პუნქტების თანახმად, ინდივიდუალური საკუთრებაა – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას კი წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ხოლო იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს დაედასტურებინათ, სადავო კრების მოწვევისა და მისი ჩატარების ფაქტი, კერძოდ პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ვერ დადასტურდა, გარემოება, რომ 2-15 წლის 24 დეკემბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა----–----ლის 36’’-ის კრება გაიმართა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, ასევე არ დგინდება, რომ აღნიშნული კრების თაობაზე ცნობილი იყო ამხანაგობის წევრებისათვის. ამავდროულად უდავოა, რომ ამავე ამხანაგობის წევრისათვის - თ-----------–---–ისათვის კრების ჩატარების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა. ასევე, არ დგინდება ესწრებოდა თუ არა კრებას ამხანაგობის სხვა წევრები, რაც შექმნიდა შესაბამის ქვორუმს კრებაზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და შესაბამისად არსებობდა თუ არა კრების უფლებამოსილება განეკარგა ამხანაგობის ქონება. წარმოდგენილ კრების ოქმზე ხელმოწერა განხორციელებულია მხოლოდ თავმჯდომარის მიერ და მასში აღნიშნულია, რომ კრებაზე წარმოდგენილი იყო ამხანაგობის წევრთა 100%, რაც იმთავითვე გამორიცხულია თ-----------–---–ის კრებაზე არ დასწრების საფუძვლით. გარდა ზემოთ მითითებულისა, საყურადღებოა, რომ ლ--–------------ე სადავო კრების ჩატარებისას არ ყოფილა კონკრეტული ამხანაგობის წევრი, რადგანც მას საკუთრებაში ქონება ამხანაგობის ფარგლებში არ გააჩნდა, შესაბამისად მოხმობილი კანონის 4.2 მუხლის საფუძველზე ჩატარებული კრება და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ წარმოშობდა არამესაკუთრისათვის ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველს. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დადასტურება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები წინასწარ წერილობით იყვნენ ინფორმირებულები კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ამასთან, კრებას ამხანაგობის წევრთა 2/3 მაინც ესწრებოდა, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მტკიცებულება, შესაბამისად აღნიშნული გარემოების დაუდასტურებლობის საფუძველზე კრების ოქმი ნამდვილად ვერ მიიჩნევა, რაც კონკრეტული კრების ოქმის ბათილობის საფუძველია.
6.3. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, ლ--–------------ის მხრიდან თ-----------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის მფლობელობასა და მისაკუთრებასთან მიმართებით, რის გამოც კრების ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ქონებაზე თ-----------–---–ის მესაკუთრედ ცნობას. კერძოდ, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას და დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ ქ. თბილისში დ. ა----–----ლის გამზ. N36-ში მანსარდ-სართულზე ლ--–------------ის საკუთრებად რეგისტრირებული (ს/კ 0----------------------) ფართი მოიცავს თ-----------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართს (ს/კ 0----------------------), რომელიც თავის მხრივ მოსარჩელის მიერ შეძენილია ჯერ კიდევ 2-08 წელს იძულებით აუქციონზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. განსახილველ შემთხვევაში ლ--–------------ემ ორჯერ არ მისცა საშუალება ექსპერტებს მის მფლობელობაში არსებულ ფართში განეხორციელებინათ აზომვითი სამუშაოები, რითიც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა შეეფასებინა კონკრეტული გარემოება, შესაბამისად ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას ლ--–------------ის მხრიდან მისი საკუთრების უკანონო მითვისებასთან მიმართებით. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია აზომვითი ნახაზი, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ არ დაუშვა დამოუკიდებელი ექსპერტები ადგილზე კვლევის განსახორციელებლად, სასამართლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზს ვერ განიხილავს სარწმუნო მტკიცებულებად და მასზე დაყრდნობით ვერ შეაფასებს სადავო გარემოებას. თავად მოპასუხე უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ექსპერტების მხრიდან აზომვითი სამუშაოების განხორციელებასთან მიმართებით, რამეთუ სწორედ მისი ინტერესის საგანს წარმადგენდა ედასტურებინა სადავო ფართთან მიმართებით თ-----------–---–ის მოთხოვნის უსაფუძვლობა და თუ რეალურად მის მიერ არ არის დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, გაუგებარია თუ რა საფუძვლით იყო მხარე წინააღმდეგი აზომვითი სამუშაოების განხორციელებასთან მიმართებით. გარემოება, რომ ლ--–------------ე ფლობს იმავე ქონებას, რაც სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია თ-----------–---–ის საკუთრებაში დასტურდება, თავად სადავო კრების ოქმითაც, რომელზეც ამხანაგობის წევრთა მიერ დადასტურდა, რომ სადავო ქონება (41.37 კვ.მ ფართი) წარმოადგენს ლ--–------------ის ერთადერთ საცხოვრის, რომელსაც იგი ფლობს 1976 წლის თებერვლიდან დღემდე. ამდენად, ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ლ--–------------ის მიერ კონკრეტულ მისამართზე წლების მანძილზე მფლობელობაშია ერთადერთი ქონება, შესაბამისად ლ--–------------ის მტკიცება სადავო ქონებისა და თ-----------–---–ის საკუთრებაში გადაცემული ქონების სხვადასხვა ქონებად მიჩნევასთან მიმართებით სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. საყურადღებოა, ასევე გარემოება, რომ ლ--–------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების ფარგლებშიც დაადასტურა, რომ იგი ფლობს იმავე ქონებას, რაც საკუთრებაში მიიღო 1996 წელს, რაც ამ მხრივაც ასაბუთებს თ-----------–---–ის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-07 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფართის თ-----------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტს, მოთხოვნა ნივთის უკანონო მფობელობიდან გამოთხოვასთან მიმართებით ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ უდავოა, რომ იგი იმყოფება მოპასუხე ლ--–------------ის მფლობელობაში და მის მიერ მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რაც უზრუნველყოფდა მისი მფლობელობის შენარჩუნებას სადავო ნივთთან მიმართებით. რის გამოც მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რასთან მიმართებითაც სასამართლო დამატებით მსჯელობას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რამდენადაც ქონების მესაკუთრეთ თ-----------–---–ის მიჩნევასთან ერთად ამავდროულად დგინდება მისი უფლება სურვილისამებრ განკარგოს ქონება, რასაც ვერ აღუდგება ლ--–------------ის მფლობელობა, მისი არამართლზომიერების საფუძვლით.
6.5. ლილი რატიამიძემ წარმოდგენილი შედავების ფარგლებში სადავო გახად მოთხოვნის განხორციელება მისი ხანდაზმულობის საფუძვლით, რასთან მიმართებითაც უნდა განიმარტოს, რომ რომ ხანდაზმულობა იწვევს არა მოთხოვნის უფლების გაუქმებას, არამედ ანიჭებს მოვალეს მყარ უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 1-8.1 მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მესაკუთრის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრის უფლება განიცდის კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, უფლების დაცვის თვალსაზრისით კანონმდებელი არ ზღუდავს მესაკუთრეს თავისი უფლების დასაცავად და ნებას რთავს, შეუზღუდავად იდავოს მაშინ, როცა იგი თავის უფლებას დარღვეულად მიიჩნევს. ხანდაზმულობა მხოლოდ მოთხოვნებზე ვრცელდება, ხოლო აბსოლუტური უფლებების დაცვა ხანდაზმულობის საფუძვლით უარყოფილი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ უთითებს საკუთრების უფლების უვადო დაცვაზე, სასამართლო პრაქტიკა ამ უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, არ ავრცელებს. სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება, ამდენად არსებულ შედავებასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მსჯელობის განვითარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგანაც კონკრეტული სადავო საგანი არ ექვემდებარება მისი აბსოლიტური ბუნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადას და აღნიშნული შედავება არ იწვევს მოთხოვნის განხორციელების შეფერხებას.
6.6. თ-----------–---–ი წარმოდგენილი სარჩელი ფარგლებში ითხოვს მოპასუხე ლ--–------------ისათვის 3 წლის ქირის - 43 2-0 ლარისა და სამომავლოდ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 2-0 ლარის დაკისრებას. მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სადავო ქონების შეფასების ანგარიში, რომლითაც შეფასებულია სადავო ქონების (73.37 კვ.მ ფართის) ყოველთვიური ქირის ოდენობა, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ლ--–------------ემ სარჩელის წარმოდგენამდე 3 წლის მანძილზე დაზოგა ქირის სახით გადასახდელი თანხები, ყოველთვიურად 1 2-0 ლარის ოდენობით (ჯამში 43 2-0 ლარი) და ამ მხრივ გამდიდრდა და დღეის მდგომარეობითაც შესაბამისი საფუძვლის გარეშე აგრძელებს ქონების უკანონო ფლობას, რითიც ზოგავს ქირის სახით გადასახდელ თანხას თვეში 1 2-0 ლარის ოდენობით.
სკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ხელყოფის კონდიქცია წარმოადგენს საკუთრების და ზოგადად სამართლებრივი სიკეთეების დამცავ ინსტიტუტს. ხელყოფის ობიექტად განიხილება სანივთო უფლებები, შეზღუდული სანივთო უფლებები (სერვიტუტი), მფლობელობა ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები (საპატენტო, საავტორო უფლებები). ხელყოფა შეიძლება შეეხოს პირად უფლებებსაც (მაგ საკუთარ სურათზე უფლება). კანონმდებელმა სკ-ის 982-ე მუხლში გაითვალისწინა ხელყოფის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. ამ გაგებით, ხელყოფა შეიძლება განხორციელდეს თანხმობის გარეშე სიკეთის განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების თუ სხვა გზით. ჩარევა შეიძლება გამოიხატოს სხვა პირის სამართლებრივი მდგომარეობის ეკონომიკურ გამოყენებაში, რომელიც, უფლებრივი თვალსაზრისით მხოლოდ მის მფლობელს ეკუთვნის. ხელყოფის კონდიქციის დროს ხორციელდება სხვისი ნივთის ან უფლების გამოყენება, განკარგვა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე. ამ დროს მოთხოვნის კრედიტორია ქონების განკარგვის უფლების მქონე პირი, ხოლო მოპასუხე არაუფლებამოსილ პირი, რომელმაც ხელყო სხვისი საკუთრება, მისი განკარგვის გზით, რითაც მიიღო ქონებრივი შეღავათი. განსხვავებით შესრულების კონდიქციისაგან ხელყოფის კონდიქციის წინაპირობას წარმოადგენს რაიმეს მოპოვება ხელყოფით, ანუ სხვისათვის მიკუთვნებული სამართლებრივი სიკეთის მითვისებით. ხელყოფის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს სამართლებრივი სიკეთე, რომლის ეკონომიკური გამოყენების უფლებასაც მართლწესრიგი კონდიქციის მფლობელს ანიჭებს. აღნიშნული კონდიქციის მესამე წინაპირობაა, რომ ხელმყოფის გამდიდრება მოხდეს კონდიქციის კრედიტორის ხარჯზე. არ არის აუცილებელი, რომ ხელყოფის მეშვეობით რაიმეს მოპოვებამ გამოიწვიოს კონდიქციის კრედიტორის გაღარიბება – კონდიქციური მოთხოვნა, განსხვავებით დელიქტურისაგან, ემსახურება არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ ქონების უსაფუძვლო ჩანაცვლების უკუქცევას. შესაბამისად წინაპირობა “სხვის ხარჯზე” ემსახურება ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის მფლობელის იდენტიფიცირებას – მართლწესიგი უნდა აკუთვნებდეს სხვა პირს ხელყოფილი სიკეთის გამოყენების უფლებას. ამგვარად, ხელყოფის კონდიქციით შეიძლება მხოლოდ იმ ქონებრივი სარგებლის უკუმოთხოვნა, რომელიც პირმა მოიპოვა სხვა პირის სამართლებრივი პოზიციის ხელყოფისა და ამ პოზიციის მისთვის მიკუთვნებული რეალიზაციის მონოპოლიის მითვისებით. აუცილებელია, რომ დაცული სამართლებრივი პოზიცია უფლებამოსილ პირს ანიჭებდეს მესამე პირთათვის მისი გამოყენების აკრძალვის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან“. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით... საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით (იხ. სუსგ 16.1--2-16წ. საქმე Nას-678-649-2-16; 0-.1--2-13წ. საქმე Nას-472-448-2-13).
მოცემულ შემთხვევაში, მართალია ნორმით განსაზღვრული წინაპირობები სახეზეა, კერძოდ ლ--–------------ე ახდენს თ-----------–---–ის ქონების უსაფუძვლო სარგებლობას, თუმცა სასამართლო გამორიცხავს მოთხოვნილი ოდენობით ლ--–------------ის პასუხისმგებლობას, რამდენადაც იგი ქონების მფლობელობას წლების მანძილზე ახორციელებდა მესაკუთრის მხრიდან გამოვლენილი ნების საფუძველზე და ამ მხრივ მას მოლოდინი ქირის სახით 1 200 ლარის დაკისრებასთან მიმართებით ვერ ექნებოდა, რაც გამორიცხავს წარსულ პერიოდზე ქირის სახით გადასახდელი თანხების მოთხოვნას. სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოთხოვნას, სამომავლოდ ქირის სახით 1 200 ლარის დაკისრებასთან მიმართებითაც, რამეთუ არ იზიარებს წარმოდგენილი შეფასების ანგარიშს, რომლითაც რეალურად შეფასებულია 73.37 კვ.მ ფართის ყოველთვიური ქირის ოდენობა, მაშინ როდესაც თ-----------–---–ის მიერ რეალურად საკუთრებაში მიღებული იყო 32 კვ.მ და ძირითადი სასარჩელო მოთხოვნითაც სადავოდ არის გამხდარი სწორედ 32 და 41 კვ.მ ფართების ურთიერთმიმართება, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ შეფასების ანგარიშს, ამავდროულად სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თ-----------–---–ის ფართის გაზრდა განაპირობა ლ--–------------ის მიერ ფართის მიერთებამ, შესაბამისად სასამართლო ვერ მიიჩნევს მოთხოვნილი ოდენობით ლ--–------------ეს გამდიდრებულად თ-----------–---–ის ხარჯზე.
6.6. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება არც მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, რასთან მიმართებითაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგი ნორმები:
- 408.1-ე მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
- 411-ე მუხლი: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
- 412-ე მუხლი: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია თ-----------–---–ი მოთხოვნას აფუძნებს უსაფიძვლო გამდიდრების ნორმებს და მის დაკმაყოფილებას მოითხოვს ქირის სახით დაზოგილი თანხის შესაბამისად, თუმცა რამდენადაც სასამართლო სხდომაზე კონკრეტულ მოთხოვნასთან მიმართებით გაცხადდა ბინის გაქირავების შესაძლებლობა და ამ სახით შემოსავლის მიღება სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტული ნორმების მოხმობის გზითაც შეაფასოს მოთხოვნა და განუმარტოს მოსარჩელეს, რომ მის მიერ არ მითითებულა და შესაბამისად არც წარმოდგენილა იმგვარი მტკიცებულებებით, რაც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს ამ ოდენობით მესაკუთრის მხრიდან შემოსავლის მიღებასთან მიმართებით, რის გამოც აღნიშნული თვალსაზრისითაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება თანხის დაკისრებასთან მიმართებით.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მის აუცილებლობას და იმ ზიანის არსებობას, რომელიც მას ადგება გადაწყვეტილების დროული აღუსრულებლობით. რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია:
- 100 ლარი (ტ.1, ს.ფ. 64);
- 990 ლარი (ტ.1, ს.ფ. 66);
- 1910 ლარი (ტ.2, ს.ფ. 51),.
- უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 62);
ამონაწერის განახლებისათვის გადახდილია 16 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 60);
წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებულია ხარჯი - 750 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 41-42).
ქონება შეფასებულია 59 000 ლარად 2-17 წლის მდგომარეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
კოდექსის 40.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
კონკრეტულ შემთხვევაში თ-----------–---–ი წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში აერთიანებს 4 დამოუკიდებელ მოთხოვნას, კერძოდ:
- კრების ოქმის ბათილობა, რასთან მიმართებითაც სსსკ-ს 39.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;
- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით სსსკ-ს 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გადაეხადა 60 ლარი.
- თანხის დაკისრებასთან მიმართებით (მოთხოვნილი 43 2-0 ლარი და სამომავლოდ ყოველთვიურად 1 2-0 ლარის ერთ წელზე ნამრავლი), სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა 1728 ლარი (1-96+432)
- მესაკუთრედ ცნობა, რა ნაწილშიც ნაწილში დავის საგნის ფასი განსაზღვრული გვაქვს 41.37 კვ.მ ფართზე - 33 261 ლარით და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 997.83 ლარს.
სსსკ-ს 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს.
ამდენად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ლ--–------------ეს თ-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 1208 ლარი ( 100 ლარი კრების ოქმის ბათილად ცნობის ბაჟი +997.83 მესაკუთრედ ცნობის ბაჟი + 60 ლარი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ბაჟი + 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი) და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 1500 ლარი.
თ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 64 ლარი.
თ-----------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1728 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინებით მოპასუხე ლ--–------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დავით ა----–----ლის გამზირი №36 (ს.კ 0----------------------), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის სსსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი 24.1--2-15 წელს სანოტარო წესით დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა----–----ლის 36’’-ის N- კრების ოქმი, რის საფუძველზეც ლ--–------------ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, დ. ა----–----ლის გამზირი N36, მანსარდა 41.37 კვ.მ, ს/კ 0---------------------- და ამ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 41.37 კვ.მ ქონების მესაკუთრედ ცნობილი იქნეს თ-----------–---–ი.
3. ლ--–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს თ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღამაშენებლის გამზირი N36 (32 კვ.მ მანსარდ-სართული), ს/კ 0---------------------- (იგივე - ს/კ 0----------------------), ასევე ამავე სართულზე N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 41.37 კვ.მ. უძრავი ნივთი და ეს ფართები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე თამარ სუხიშვილს.
4. თ-----------–---–ის მოთხოვნა ლ--–------------ისათვის 43 2-0 ლარისა და უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 1 2-0 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
5. ლ--–------------ეს თ-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი -1--8 ლარი და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 1500 ლარი.
6. თ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 64 ლარი.
7. თ-----------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1728 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის ნაწილში (მე-8 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 1- (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-1- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
1-. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე