გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
040210018002623100
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 040210018002623100

2/112-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წ. ქ.ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - შ-- ,,ე--- კ---------“

წარმომადგენელი - მ------ თ------–-–---–-

 

მოპასუხე - მ--–---- ა---–-------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ--,,ე--- კ---------ს“ (ს.კ.4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - მ--–---- ა---–-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2--- წლის 1- ნ---------, შ--,,ე--- კ----------“ და მ--–---- ა---–------- შორის გაფორმდა ელექტრონული კ---------ს ხელშეკრულება 2-----, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 100 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 20 ლარი, დაებრუნებინა 20 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ამავე ხელშეკრულებისა 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 % ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს,მ--–---- ა---–------- დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის გადახდა, 100-ძირითადი თანხა, 20 ლარი-სარგებელი, 20 ლარი-ერთჯერადი ჯარიმა, 160 ლარი პირგასამტეხლო. მასვე დაეკისროს ასევე ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და იურიდიული მომსახურების 45 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოსარჩელე მხარე ასევე თანახმაა, სარჩელი განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თავის შესაგებელში განმარტავს, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, ცნობს მხოლოდ ძირ თანხას, კერძოდ 100 ლარს.

მოპასუხე მხარე თანახმაა საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 1- ნ---------, შ--,,ე--- კ----------“ და მ--–---- ა---–------- შორის გაფორმდა ელექტრონული კ---------ს ხელშეკრულება 2-----, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 100 ლარის ოდენობით.მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 100 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 20 ლარი, დაებრუნებინა 20 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ამავე ხელშეკრულებისა 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 % ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხის ხელშეკრულება

- სარჩელი და შესაგებელი

 

3.2.2. დადგენილია, რომ შ--,,ე--- კ----------“ მოპასუხე მ--–---- ა---–--------- გასცა სესხი 100 ლარის ოდენობით. მსესხებელს, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ამავე ხელშეკრულებისა 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 % ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14)

- სარჩელი, შესაგებელი

3.2.3. დადგენილია, რომ მ--–---- ა---–-------- არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

მოპასუხე მხარე ცნობს, მხოლოდ სესხის ძირითად თანხას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--,,ე--- კ---------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მ--–---- ა---–-------ს მიმართ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტი-სარგებელი, ძირი თანხა და შემცირებული პირგასამტეხლო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე , 316-ე, 317-ე, 400-404-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ შ--,,ე--- კ----------“ მოპასუხე მ--–---- ა---–--------- გასცა სესხი 100 ლარის ოდენობით. მსესხებელს, ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ამავე ხელშეკრულებისა 7.5 პუნქტის საფუძველზე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 % ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე - მ--–---- ა---–-------ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულებულა.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დაურიცხავი სარგებელის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების მხარე 405-ე მუხლს გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. როგორც აღნიშნული ნორმიდან იკვეთება, ხელშეკრულებიდან გასვლისათვის (ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის) აუცილებელია სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულება მისთვის დაკარგა ინტერესი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობას, ასეთ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს კრედიტორის მიერ შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის ფაქტი.

სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ ( საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-1---1---2014);

 

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს ძირი თანხის 11 პროცენტის ფარგლებში, კერძოდ სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო განისაზღვროს 11 ლარით, რაც სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაშია და გონივრულია.

 

6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4% პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.“

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 5,24 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- ,, ე--- კ---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შ--,,ე--- კ---------ს“(ს/ნ 4--------)სარჩელი, მოპასუხე - მ--–---- ა---–-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ--–---- ა---–-------, შ--,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 131.00 (ასოცდათერთმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც 100 ლარი არის ძირი თანხა, 20 ლარი პროცენტი, 11 ლარი პირგასამტეხლო.

 

3. მოსარჩელე - შ--,,ე--- კ---------“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადახდო დავალება N 9-------- თარიღი-30.07.2018 წელი, თანხა - 50 ლარი, გადამხდელის დასახელება - შ--,,ე--- კ---------“ გადამხდელის ბ----: სს ,,თ----- ბ----“ სახაზინო კოდი-3--------) დაუბრუნდეს 47.07 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.

 

4. მოპასუხე - მ--–---- ა---–-------, შ--,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 3 ლარი და 99 თეთრის და იურიდული მომსახურების ხარჯის 5,24 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი