გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11257-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - მ------ კ------–-–---–ი (გ-- კ------–-–---–ის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - მ-----– ე-–---–---–ი
მოპასუხეები - ნ---- კ------–-–---–ი, ტ------– მ---–---–ი, ი-–-- კ------–-–---–ი
ტ------– მ---–---–ის წარმომადგენელი - მ----- ნ--------ე
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 12.07.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------; გ-- კ------–-–---–ი ცნობილ იქნეს 1/2 წილის მესაკუთრედ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 21.08.2--- წლის და 19.11.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------; გ-- კ------–-–---–ი და ნ---- კ------–-–---–ი ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------; გ-- კ------–-–---–ი და ნ---- კ------–-–---–ი ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------; გ-- კ------–-–---–ი და ნ---- კ------–-–---–ი ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკადასტრო კოდი 0---------------; გ-- კ------–-–---–ი და ნ---- კ------–-–---–ი ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად.
1.6. ნ---- კ------–-–---–ს დაეკისროს გ-- კ------–-–---–ის სასარგებლოდ 36 500 აშშ დოლარის გადახდა (მიღებული სარგებელი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 0---------------);
1.7. ნ---- კ------–-–---–ს დაეკისროს გ-- კ------–-–---–ის სასარგებლოდ 21 000 ლარისა და 35 000 აშშ დოლარის გადახდა (სესხის თანხები უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 0----------------------);
1.8. ნ---- კ------–-–---–ს დაეკისროს გ-- კ------–-–---–ის სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის გადახდა (მიღებული სარგებელი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 0----------------------).
მოსარჩელის განმარტებით, გ-- კ------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---- კ------–-–---–თან 1--- წლის 24 აპრილიდან. რეგისტრირებული ქორწინება გ-- კ------–-–---–ის გარდაცვალებამდე არ იყო შეწყვეტილი. გ-- და ნ---- კ------–-–---–ის ქორწინების და ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში მოხდა რამდენიმე უძრავი ქონების შეძენა, რაც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
გ-- და ნ---- კ------–-–---–ების ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებებია:
უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7----------- რეგისტრირებულია ნ---- კ------–-–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში 2--- წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაზეც ქონების ნასყიდობის თანხამ შეადგინა 5 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ნივთი სარჩელის შეტანის მდგომარეობით რეგისტრირებულია ნ---- კ------–-–---–ის სახელზე და გ-- კ------–-–---–ი ითხოვდა ქონებების 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობას;
უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი“, საკ. კოდი 7-----------, 2--- წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ---- კ------–-–---–ის სახელზე, რაზეც ქონებაზე ნასყიდობის თანხამ შეადგინა 35 000 აშშ დოლარი. 2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა თვალთმაქცური გარიგება გ-- კ------–-–---–ის ნათესავთან, ამ სარჩელით ერთ–ერთ მოპასუხესთან, ი-–-- კ------–-–---–თან, ნასყიდობის თანხა განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით. თავის მხრივ, ი-–-- კ------–-–---–მა მის მიერვე 2--- წლის 19 ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ქონება 25 000 აშშ დოლარში გაასხვისა ტ------– მ---–---–ზე. ორივე გარიგება დადებულია სამივე მოპასუხის მიერ განზრახვით, რომ გ-- კ------–-–---–ს არ აღერიცხა ნ---- კ------–-–---–თან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თავის სახელზე. ასევე ნ---- კ------–-–---–ი წინასწარი განზრახვით ცდილობდა თავი აერიდებინა მის მიმართ მოსათხოვ ზიანის ანაზღაურებას და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მთლიანი წილი თვალთმაქცურად გააფორმა ჯერ გ-- კ------–-–---–ის ახლო ნათესავზე და შემდეგ თავის ძმაზე;
უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7-----------, 2--- წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ---- კ------–-–---–ის სახელზე, ნასყიდობის თანხამ შეადგინა 10 000 აშშ დოლარი. 2--- წლის 11 იანვარს ნ---- კ------–-–---–მა მის მიერვე 2--- წლის 1- ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ქონება 10 000 აშშ დოლარად გაასხვისა ტ------– მ---–---–ზე; უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა--–----ი", საკ. კოდი 7-----------, 2--- წლის 10 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. რეგისტრირებული იყო ნ---- კ------–-–---–ის სახელზე, რაზეც ქონებაზე ნასყიდობის თანხამ შეადგინა 15 000 აშშ დოლარი. 2--- წლის 11 იანვარს ნ---- კ------–-–---–მა მის მიერვე 2--- წლის 1- ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ქონება 10 000 აშშ დოლარში გაასხვისა ტ------– მ---–---–ზე; უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკ. კოდი 0---------------, 2011 წლის 27 მაისის საკუთრების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ---- კ------–-–---–ის სახელზე. 2--- წლის 11 იანვარს ნ---- კ------–-–---–მა მის მიერვე 2--- წლის 1- ნოემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე ქონება თითქოსდა 14 000 აშშ დოლარში გაასხვისა თავის ძმაზე – ტ------– მ---–---–ზე; 2--- წლის 11 იანვრის გარიგებები მოპასუხე და–ძმას შორის, როგორც ზემოთ მითითებული გარიგებები, უკანონოა და დადებულია იმ განზრახვით, რომ გ-- კ------–-–---–ს არ აღერიცხა ნ---- კ------–-–---–თან ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თავის სახელზე. ამასთანავე ნ---- კ------–-–---–ი წინასწარი განზრახვით ცდილობდა თავი აერიდებინა ზიანის ანაზღაურებისათვის და ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მთლიანი წილი თვალთმაქცურად გადააფორმა თავის ძმაზე, ტ------– მ---–---–ზე. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, ტ------– მ---–---–ისათვის კარგად იყოცნობილი გარიგების გაფორმებამდე უძრავი ნივთის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა;
ნ---- კ------–-–---–მა თავის სახელზე აღრიცხა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ჩიხი თ--------ის 4, №- საკადასტრო კოდი 0---------------, თანახმად ი-----–- ლ----ესთან 30.03.2010 წელს დადებული ხელშეკრულებისა. შემდგომში ნ---- კ------–-–---–მა გადახდის განვადებით 2--- წლის 19 ნოემბერს, მიყიდა ქონების წილი, მ----- ხ-----ას 75 000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ. ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 75 000 აშშ დოლარი. ამდენად ნ---- კ------–-–---–მა ისე, რომ არ შეათანხმა გ-- კ------–-–---–თან ზემოთ ხსენებული გარიგების დადება, მიიღო ამით სარგებელი. გ-- კ------–-–---–ი ითხოვს 36 500 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ დაკისრებას, რაც უძრავი ქონების გასხვისების შედეგად ეკუთვნოდა გ-- კ------–-–---–ს;
როგორც აღინიშნა, ნ---- კ------–-–---–ის მიერ შეძენი-–-- უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა---------ის ქუჩა 1, ბინა 4. 2--- წლის 14 იანვარს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა გარიგება სს „მ------------- კ-------–თან“, კერძოდ კი გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 42 000 ლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
2--- წლის 21 მაისს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა ორი გარიგება შპს მისო „ბ------–თან", კერძოდ კი ერთ შემთხვევაში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 25 000 აშშ დოლარი, მეორე შემთხვევაში კი - 5 000 აშშ დოლარი, სულ 30 000 აშშ დოლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
2--- წლის 29 სექტემბერს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა გარიგება ნ-----–-- ი------–--ასთან, კერძოდ კი გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 40 000 აშშ დოლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
სამივე ზემოთხსენებულ შემთხვევაში 42 000 ლარი, 30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი ნ---- კ------–-–---–ის მიერ მიღებულია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, თანხა არ მოხმარებია საერთო საოჯახო საქმიანობას და უფრო მეტიც გ-- კ------–-–---–მა არაფერი არ იცოდა სესხების შესახებ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე.
ნ---- კ------–-–---–მა 08.07.2--- წელს გაფორმებული გამოსყიდვის უფლების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, თავის სახელზე დაირეგისტრირა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ვ-–-–ფ–----–ას მე–4 კვარტალი, ბინა 1-, საკადასტრო კოდი 0----------------------. შემდგომში ნ---- კ------–-–---–მა გაყიდა ქონება 2--- წლის 10 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 38 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 38 000 აშშ დოლარი. ამდენად ნ---- კ------–-–---–მა ისე, რომ არ შეათანხმა გ-- კ------–-–---–თან ზემოთ ხსენებული გარიგების დადება, მიიღო სარგებელი. გ-- კ------–-–---–ი განსახილველი სარჩელის ფარგლებში ითხოვდა 19 000 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ დაკისრებას, რაც უძრავი ქონების (საკდასტრო კოდი 0----------------------) გასხვისების შედეგად მას, როგორც მეუღლეს, ეკუთვნოდა.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე ტ------– მ---–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, გ-–----ი, „ა--–----ი“ ს/კ 7-----------, მესაკუთრედ 2010 წლის 12 ივლისს საკუთრების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა ტ------– მ---–---–ი, აღნიშნული ქონების ნ---- კ------–-–---–ზე აღრიცხვა განპირობებული იყო იმით, რომ ტ------– მ---–---–ს ჰქონდა ოჯახური პრობლემები და გარკვეული ქონებრივი სიკეთე რომ არ დამდგარიყო რისკის ქვეშ, 2--- წლის 12 ივლისს ქონება ტ------– მ---–---–მა გადააფორმა ნ---- კ------–-–---–ზე თუმცა, ამ უკანასკნელს ტ------– მ---–---–ისათვის თანხა არ გადაუხდია, რადგან ქონების გადაფორმება ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ამგვარი გარემოებები არსებობს უძრავ ქონებასთან მდებარე, თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი“ ს/კ 7-----------, დაკავშირებითაც, რომლის ი-–-- კ------–-–---–ის სახელზე გადაფორმების მიზეზი უცნობია ტ------– მ---–---–ისათვის.
უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი“ ს/კ 7-----------, მესაკუთრედ 1--- წლის 14 აგვისტოს საჯარო რეესტრში აღირიცხა ტ------– მ---–---–ი. აღნიშნული ქონების ნ---- კ------–-–---–ზე აღრიცხვა განპირობებული იყო ზემოთ აღნიშნული ტ------– მ---–---–ის ოჯახური პრობლემების გამო. 2--- წლის 12 ივლისს აღნიშნული ქონება გადაფორმდა ნ---- კ------–-–---–ზე, თუმცა ეს ხელშეკრულებაც ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი“ ს/კ 7-----------, 2010 წლის 16 მარტს ტ------– მ---–---–მა შეიძინა ო----- ა----–---–ისაგან. შესაბამისად, თანხა გადაიხადა ტ------– მ---–---–მა, ხოლო ნ---- კ------–-–---–ზე აღნიშნული ქონების რეგისტრაცია იყო ფორმალური, რადგან ამ უკანასკნელს არანაირი თანხა არ გადაუხდია, ზემოთ დასახელებული შემთხვევების მსგავსად.
უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ჟ------ის და ჩ-----–ის ქუჩებს შორის ს/კ 0---------------, 2--- წლის 07 დეკემბერს ტ------– მ---–---–მა შეიძინა დ----- ა-----–---–ისაგან, 34000 აშშ დოლარად და ასევე გადასცა ორი საცხოვრებელი ფართი. ნ---- კ------–-–---–ზე აღნიშნული ქონების რეგისტრაცია ასევე იყო ფორმალური. ქონება დაიტვირთა იპოთეკით და გატანილი იყო სარეალიზაციოდ ნ---- კ------–-–---–ის ვალების დაფარვის მიზნით. ტ------– მ---–---–მა გადაიხადა წარმოქმნილი ვალდებულება თავის უძრავ ქონებაზე.
მოპასუხეებს ნ---- და ი-–-- კ------–-–---–ებს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მოპასუხეები არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ნ---- კ------–-–---–სა და ი-–-- კ------–-–---–თან მიმართებით არსებულ სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ნ---- და ი-–-- კ------–-–---–ებს სარჩელისა და სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ, მოპასუხეთა ნ---- და ი-–-- კ------–-–---–ების გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ნ---- კ------–-–---–ი და გ-- კ------–-–---–ი 1--- წლის 24 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
- გ-- კ------–-–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 17 დეკემბერს.
- მ------ კ------–-–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი გ-- კ------–-–---–ის უფლებამონაცვლეს.
- 2--- წლის 12 ივლისს ტ------– მ---–---–სა (გამყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5 000,00 აშშ დოლარით. ნ---- კ------–-–---–ი 2--- წლის 1- ივლისიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. დღეის მდგომარეობით სადავო ქონება ისევ ირიცხება ნ---- კ------–-–---–ის სახელზე და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
- 2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველსა) და ი-–-- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ხელშეკრულება თვალთმაქცურია და გაფორმდა ნათესავთან, რათა ნ---- კ------–-–---–ს მიეთვისებინა მეუღლის წილიც და თავი აერიდებინა მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისაგან.
- 2010 წლის 30 მარტს ი-----–- ლ----ესა (გამყიდველი) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ჩიხი თ--------ის IV, №- საკადასტრო კოდი 0---------------, შენობა №2-ში, „ლიტ ა“-დან ფართი 152,85 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 58,33 კვ.მ სარდაფი 60,58 კვ.მ, დამხმარე 33,94 კვ.მ), რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ---- კ------–-–---–ი, რაც დგინდება 2011 წლის 02 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
2--- წლის 19 ნოემბერს ნ---- კ------–-–---–სა (გამყიდველი) და მ----- კ------აიას (მყიდველს) შორის გაფორმდა გადახდის განვადების უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, თბილისი, ჩიხი თ--------ის IV, №- საკადასტრო კოდი 0---------------, შენობა №2-ში, „ლიტ ა“-დან ფართი 152,85 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 58,33 კვ.მ სარდაფი 60,58 კვ.მ, დამხმარე 33,94 კვ.მ), რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მ----- კ------აიას, რაც დგინდება 2--- წლის 26 ნოემბრისა და 2--- წლის 24 დეკემბრის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან.
ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 75 000 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ნახევარი - 36500 აშშ დოლარი ეკუთვნის გ-- კ------–-–---–ს.
- 2--- წლის 08 ივლისს დ-------- კ-----–---–-ასა (გამყიდველი) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ვ-–-–ფ–----–ას მე–4 კვარტალი, 1-ლი კორპუსის მიმდებარედ, ბინა 1-, საკადასტრო კოდი 0----------------------, რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში 2--- წლის 11 ივლიდან აღირიცხა ნ---- კ------–-–---–ი.
2--- წლის 10 ოქტომბერს დ-------- კ-----–---–-ასა (მყიდველი) და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, ვ-–-–ფ–----–ას მე–4 კვარტალი, 1-ლი კორპუსის მიმდებარედ, ბინა 1-, საკადასტრო კოდი 0----------------------, რომლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში 2--- წლის 17 ოქტომბრიდან აღირიცხა დ-------- კ-----–---–-ა.
ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 38 000 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ნახევარი - 19000 აშშ დოლარი ეკუთვნის გ-- კ------–-–---–ს.
- ნ---- კ------–-–---–ის მიერ 17.12.2--- წელს შეძენი-–-- უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა---------ის ქუჩა 1, ბინა 4.
2--- წლის 14 იანვარს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა გარიგება სს „მ------------- კ-------–თან“, კერძოდ კი გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 42 000 ლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
2--- წლის 21 მაისს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა ორი გარიგება შპს მისო „ბ------–თან’’, კერძოდ კი ერთ შემთხვევაში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 25 000 აშშ დოლარი, მეორე შემთხვევაში კი - 5 000 აშშ დოლარი, სულ 30 000 აშშ დოლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
2--- წლის 29 სექტემბერს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა გარიგება ნ-----–-- ი------–--ასთან, კერძოდ კი გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- კ------–-–---–მა მიიღო 40 000 აშშ დოლარი და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება დაიტვირთა მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად.
სამივე ზემოთხსენებულ შემთხვევაში 42 000 ლარი, 30 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი ნ---- კ------–-–---–ის მიერ მიღებულია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, თანხა არ მოხმარებია საერთო საოჯახო საქმიანობას. რითაც მოპასუხე ნ---- კ------–-–---–მა გ-- კ------–-–---–ს მიაყენა 21000 ლარისა და 35000 აშშ დოლარის ზიანი.
სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამართლებს იურიდიულად, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 408-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-0-ე მუხლის მოთხოვნებს.
იმის გამო, რომ მოთხოვნები იურიდიულად მართებულია მ------ კ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნებიდან დაუსწრებლის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: მ------ კ------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, ½ წლის მესაკუთრედ, ვინაიდან ეს ქონება წარმოადგენ- 37500ს მეუღლეთა თანასაკუთრებას; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველსა) და ი-–-- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, როგორც თვალთმაქცური გარიგება;
ნ---- კ------–-–---–ს მ------ კ------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საერთო ჯამში 90500 აშშ დოლარისა და 21000 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ---- კ------–-–---–ი და გ-- კ------–-–---–ი 1--- წლის 24 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21).
3.1.2. გ-- კ------–-–---–ი წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში. იგი გარდაიცვალა 2--- წლის 17 დეკემბერს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 328-331).
3.1.3. მ------ კ------–-–---–ი წარმოადგენს გარდაცვლილი გ-- კ------–-–---–ის უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუსის ცნობა (ს.ფ. 352-353).
3.1.4. 2--- წლის 12 ივლისს ტ------– მ---–---–სა (გამყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 000,00 აშშ დოლარით.
2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველსა) და ი-–-- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 000,00 აშშ დოლარით.
2--- წლის 19 ნოემბერს ი-–-- კ------–-–---–სა (გამყიდველსა) და ტ------– მ---–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000,00 აშშ დოლარით.
ტ------– მ---–---–ი 2--- წლის 26 ნოემბრიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 12 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-49; 170-171).
- 2--- წლის 21 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 70-71; 172-173).
- 2--- წლის 19 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 76-77; 178-179).
- 10/03/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 78-79; 168-169).
3.1.5. 2--- წლის 12 ივლისს ტ------– მ---–---–სა (გამყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000,00 აშშ დოლარით.
ნ---- კ------–-–---–ი 2--- წლის 1- ივლისიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
2--- წლის 11 იანვარს ტ------– მ---–---–სა (მყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, 800,00 კვ.მ მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000,00 აშშ დოლარით.
ტ------– მ---–---–ი 2--- წლის 12 იანვრიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 12 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47; 1-2-1-3).
- 10/03/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53).
- 2--- წლის 11 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 66-67; 1-6-1-7).
- 10/03/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 68-69; 1-0-1-1).
3.1.6. 2--- წლის 10 ივლისს ნ---- კ------–-–---–სა (მყიდველს) და ნ---- ა----–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 000,00 აშშ დოლარით.
2--- წლის 11 იანვარს ტ------– მ---–---–სა (მყიდველს) და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავ ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7-----------, 1000,00 კვ.მ. მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000,00 აშშ დოლარით.
ტ------– მ---–---–ი 2--- წლის 12 იანვრიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-45; 190-192).
- 2--- წლის 11 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 62-63; 193-194).
- 10/03/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 64-65; 1-8-1-9).
3.1.7. 2--- წლის 07 დეკემბერს დ----- ა-----–---–სა (გამყიდველი) და ნ---- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გადახდის განვადებით, რომლის თანახმად, უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 0---------------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან.
08/02/2--- წელს გაფორმდა ვალდებულების გაუქმებისა და მის სანაცვლოდ უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ---- კ------–-–---–ის (მყიდველი) და დ----- ა-----–---–ის (გამყიდველი) შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა უძრავ ნივთზე ნასყიდობის შესახებ გადახდის ვალდებულება.
2--- წლის 11 იანვარს ტ------– მ---–---–სა (მყიდველს)და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავ ქონება მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკ. კოდი 0---------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, მყიდველმა შეიძინა გამყიდველისაგან. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 5 000,00 აშშ დოლარით.
ტ------– მ---–---–ი 2--- წლის 12 იანვრიდან აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გადახდის განვადებით (ს.ფ. 26-28).
- 08/02/2--- წლის ვალდებულების გაუქმებისა და მის სანაცვლოდ უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33).
- 2--- წლის 11 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 58-59; 196-197).
- 12/01/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 198-199).
- 10/03/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 60-61).
- 12/08/2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 195).
3.1.8. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ ტ------– კ------–-–---–ისათვის ცნობილი იყო მისი დის ნ---- კ------–-–---–ის ქორწინებაში ყოფნისა და მეუღლის გ-- კ------–-–---–ის შესახებ. უფრო მეტიც, თავად ტ------– მ---–---–მა განმარტა, რომ გარდაცვლილ გ-- კ------–-–---–თან არ ჰქონია დაძაბული ურთიერთობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მკიცებულებებს:
- მხარეების ახსნა-განმარტებები (იხ, დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 111-121; შესაგებელი, ს.ფ. 239-242)
- მოპასუხის ტ------– მ---–---–ის ახსნა-განმარტება (იხ, 201- წლის 02 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:02:11).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი-–-- კ------–-–---–სა (გამყიდველსა) და ტ------– მ---–---–ს (მყიდველს) შორის 2--- წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, წარმოადგენს ბათილ გარიგებას.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში ბათილად იქნა ცნობილი ამავე უძრავ ქონებაზე წინმსწრები - 2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველსა) და ი-–-- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება.
იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 21 აგვისტოს ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველსა) და ი-–-- კ------–-–---–ს (მყიდველს) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენდა ი-–-- კ------–-–---–ზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს, ამასთან ის გარემოება, რომ ტ------– მ---–---–ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო მისი დის - ნ---- კ------–-–---–ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი - სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ი-–-- კ------–-–---–სა (გამყიდველსა) და ტ------– მ---–---–ს (მყიდველს) შორის 2--- წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების, უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, ბათილობის საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე მუხლების რეგულაციით.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ხელშეკრულების სრულად ბათილობის მიმართ მის იურიდიულ ინტერესზე, რაც გამართლებულია ნ---- კ------–-–---–ზე დაკისრებული თანხების აღსრულების მიზნებისათვის და აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-0-ე მუხლის წინაპირობებს.
3.2.2. 2--- წლის 11 იანვარს ტ------– მ---–---–სა (მყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავ ქონებებზე: მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, საკადასტრო კოდი 7----------- და უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკ. კოდი 0---------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, წარმოადგენს ბათილ გარიგებებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან შეძენილი იყო მეუღლეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დროს. შესაბამისად, ნ---- კ------–-–---–ს არ ჰქონდა უფლება მეუღლის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა მისი წილი. ამასთან, შემძენი - ტ------– კ------–-–---–ი ვერ მიიჩნევა კეთილსინდისიერ შემძენად, ვინაიდან იგი წარმოადგენს ნ---- კ------–-–---–ის ძმას და იცოდა მისი ქორწინებისა და მეუღლის არსებობის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ თვით ტ------– მ---–---–იც ადასტურებს ხელშეკრულების ფორმალურად დადების ფაქტს თუმცა სხვა საფუძვლით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ტ------– მ---–---–ის მტკიცებას მასზედ, რომ მის მიერ თავდაპირველად ფორმალურად მოხდა სადავო ქონების გადაფორმება დაზე, ვინაიდან ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები და აპირებდა განქორწინებას და შემდგომ ისევ გადმოიფორმა თავის თავზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7----------- ნ---- კ------–-–---–ის საკუთრებად აღირიცხა ტ------– მ---–---–თან 2--- წლის 12 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ, ეს ხელშეკრულება სამართლებრივი ძალის მქონეა, რომლის საფუძველზეც ნ---- კ------–-–---–ს წარმოეშვა საკუთრების უფლება რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც აძლევს მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებას.
რაც შეეხება უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, აღნიშნული ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ---- ა----–---–ი და არა ტ------– მ---–---–ი. 2--- წლის 10 ივლისს გაფორმდა ნ---- ა----–---–სა და ნ---- კ------–-–---–ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ნ---- კ------–-–---–ს წარმოეშვა საკუთრების უფლება (იხ. ტ.1. ს.ფ. 190-192).
ასევე, უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკ. კოდი 0---------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------, თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა არა ტ------– მ---–---–ი, არამედ დ----- ა-----–---–ი, რომელთანაც 2--- წლის 7 დეკემბერს ნ---- კ------–-–---–მა გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 26-31).
შესაბამისად, 2--- წლის 11 იანვრის ტ------– მ---–---–სა (მყიდველსა) და ნ---- კ------–-–---–ს (გამყიდველს) შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები ½ ნაწილში ბათი-–-- სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 1158-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ტ------– მ---–---–ი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს და ასევე თვითონვე ადასტურებს ხელშეკრულების თვალთმაქცურ ხასიათს მისი სრულად ბათილობის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ხელშეკრულების სრულად ბათილობის მიმართ მის იურიდიულ ინტერესზე, რაც გამართლებულია ნ---- კ------–-–---–ზე დაკისრებული თანხების აღსრულების მიზნებისათვის და აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-0-ე მუხლის წინაპირობებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1-5-ე, 312-ე, 976-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ ერთობლიობაში უნდა განიხილოს სსკ-ის 1160-ე, 1-5-ე და 312-ე მუხლები, რომელთა ანალიზის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან.
სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქმეში წარმოდგენი-–-- ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად, ნ---- კ------–-–---–ი და გ-- კ------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1--- წლიდან.
სადავო გარიგებები გაფორმებულია ნ---- კ------–-–---–ისა და გ-- კ------–-–---–ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დროს.
სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
სსკ-ის 1159-ე მუხლის მიხედვით, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
სსკ-ის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენი-–-- (ან შექმნი-–--) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენი-–-- ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს იმას, ქონება შეძენი-–-- ერთ-ერთი მათგანის, თუ ორივე მეუღლის მიერ.
უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმინობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენი-–-- მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა (იხ. სუსგ #ას-7-7-2---, 16 მარტი, 2--- წელი).
სსკ-ის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სსკ-ის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, არ არის სადავო, რომ ქონების გაყოფის განსხვავებულ წესზე მეუღლეები ნ---- კ------–-–---–ი და გ-- კ------–-–---–ი არ შეთანხმებულან.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7-----------, რომელიც რეგისტრირებულია ნ---- კ------–-–---–ის სახელზე, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მეუღლეთა ქონების განკარგვისათვის დადგენი-–-- მეორე მეუღლის თანხმობის აუცილებლობა და ამგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სსკ-ის 1160-ე მუხლი, მეუღლეთა შეთანხმების არსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული ნორმით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.
სსკ-ის 1-5-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანი-–-- საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა; მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლება ნამდვილად მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა ქონებაზე სხვა უფლებამოსილი პირის არსებობის თაობაზე, მართალია 1160-ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია 312-ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერ სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა.
საქმეზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ტ------– მ---–---–ისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღრიცხული იყო მხოლოდ ნ---- კ------–-–---–ი, ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობდა სხვა თანამესაკუთრეც მეუღლის სახით. ეს კი თავისთავად გამორიცხავს შემძენის, ტ------– მ---–---–ის კეთილსინდისიერებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათი-–-- გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად - ბათი-–-- გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა, თუ სხვა მიზნით. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. ამ მხრივ, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას ითხოვს, რადგან, თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 14 ნოემბრის №ას-1266-1195-2---განჩინება).
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.
ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ 11.11.2---, საქმე №ას-862-812-2---).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგებების დადებისას როგორც გამყიდველი ნ---- კ------–-–---–ი, ისე მყიდველი ტ------– მ---–---–ი მოქმდებდნენ მოჩვენებითად, რათა ნ---- კ------–-–---–ს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება განერიდებინა მეუღლის საკუთრებიდან. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა მათი ახლო ნათესავური კავშირი, ასევე ის ფაქტი რომ ტ------– მ---–---–მა ნ---- კ------–-–---–ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ერთ დღეში 2--- წლის 11 იანვარს გააფორმა რამდენიმე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და დაჩქარებული წესით მოახდინა რეგისტრაცია საჯარო რეეტრში. ასევე, თვით ტ------– მ---–---–ის ახსნა-განმარტებაც ადასტურებს ხელშეკრულებების მოჩვენებითობას. ამასთან, მოცემულ ვითარებაში სადავო არ არის, რომ შემძენს ტ------– მ---–---–ს ბათილი გარიგებების გაფორმებისას ნ---- კ------–-–---–ისათვის, როგორც გამყიდველისათვის არ გადაუხდია ნასყიდობის საგნების ღირებულება, საკუთრების უფლება კი აღირიცხა ტ------– მ---–---–ის სახელზე.
სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგნისადმი, რაც დასაბუთებული და ასახული უნდა იქნეს სარჩელში. ამასთან, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღების და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია: 1) არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ ანუ მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; 2) ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას.
ამასთან, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დავის შედეგისადმი პირის სუბიექტური დამოკიდებულებით არ განისაზღვრება. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ამგვარი დანაწესი უპირობოდ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ყველასათვის გარანტირებულია საკუთარი დარღვეული, წართმეული თუ სადაოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც ასევე იმპლემენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, კერძოდ, როდესაც საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამგვარი უფლების ან ინტერესის დაცვა უნდა მოიპოვოს მხარემ აღიარებითი სარჩელის განხილვის შედეგად. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, შორსმიმავალი მიზანი თუ სურვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური მიზანი (სამართლებრივი შედეგი), რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების სრულად ბათილობის იურიდიულ ინტერესად უთითებს, რომ სადავო ქონებების 1/2 ნაწილის ნ---- კ------–-–---–ის საკუთრებად აღრიცხვის შედეგად იგი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაიკმაყოფილებს ნ---- კ------–-–---–ისათვის დაკისრებული ფულადი თანხის მოთხოვნას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეს აქვს იურიდიული ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის მიმართ, ვინაიდან მხოლოდ აღსრულებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ეფექტური მართლმსაჯულების მიზანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სადავო გარიგებების სრულად ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, სადავო გარიგებების გაუქმების შემდეგ საკუთრების უფლება უნდა აღირიცხოვ ნ---- კ------–-–---–ის სახელზე, ამასთან გ-- კ------–-–---–ის უფლებამონაცვლე მ------ კ------–-–---–ი უნდა აღირიცხოს უძრავი ნივთების თანამესაკუთრედ ნ---- კ------–-–---–თან ერთად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს ნ---- კ------–-–---–ს, ი-–-- კ------–-–---–სა და ტ------– მ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 3 000,00 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-- კ------–-–---–ის უფლებამონაცვლე მ------ კ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. მ------ კ------–-–---–ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე თბილისი, გ-–----ი, „ა-–----ი", საკადასტრო კოდი 7----------- 1/2 წილის მესაკუთრედ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ნ---- კ------–-–---–სა და ი-–-- კ------–-–---–ს შორის გაფორმებული 21.08.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7-----------.
4. ბათილად იქნეს ცნობილი 19.11.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7----------- და მ------ და ნ---- კ------–-–---–ები ცნობილი იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად;
5. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7----------- და მ------ და ნ---- კ------–-–---–ები ცნობილი იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად;
6. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, გ-–----ი „ა-–----ი", საკ. კოდი 7----------- და მ------ და ნ---- კ------–-–---–ები ცნობილი იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად;
7. ბათილად იქნეს ცნობილი 11.01.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ჟ------ისა და ჩ-----–ის ქუჩებს შორის, საკ. კოდი 0--------------- და მ------ და ნ---- კ------–-–---–ები ცნობილი იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად;
8. ნ---- კ------–-–---–ს მ------ კ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 90 500 აშშ დოლარისა და 21 000 ლარის ანაზღაურება.
9. მოპასუხეებს ნ---- კ------–-–---–ს, ი-–-- კ------–-–---–სა და ტ------– მ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 3 000,00 ლარის ანაზღაურება.
10. გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-2-ე, მე-3-ე და მე-8-ე ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--ში საჩივრის შეტანის გზით მოპასუხისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.
11. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე