გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
080210018002463172
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210--8002463172

#2/1730-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.0-.20-9 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - მ-----------–----ე;

წარმომადგენელი- მ----------------------–--ე;

მოპასუხე - ბ-------------–-ბა, ხ-----------ე;

წარმომადგენელი- ნ-------------–--ლი;

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება;

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში)- ბ-------------–-ბა;

წარმომადგენელი- ნ-------------–--ლი;

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - მ-----------–----ე;

წარმომადგენელი- მ----------------------–--ე;

დავის საგანი - განქორწინება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხეებს - ბ------------–--ას და ხ-----------ეს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში.

 

1.2. მ----------–----ე ცნობილი იქნას ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.0-9) ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

1.3. ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–--------------------ში მდებარე ბინიდან ამოღებული იქნას კუთვნილი მოძრავი ნივთები: (1). შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი, (2). სასტუმრო ოთახი: 3.პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით; 4. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით; 5. ტვ.სტენდი; 6. ტელევიზორი „სამსუნგი“; 5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით; (3). საძინებელი გარნიტური: 1. კარადა; 2. კომოდი, 3. ტუმბო, 4. საწოლი, 5. ტრილიაჟი. (4) სამზარეულო: 1. მაგიდა შავ-თეთრი, 2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი), 3. კარადა, 4. გაზის ღუმელი - 4 განყოფილებით (დასადგმელი), 5. მაცივარი - Heis ens, ვერცხლისფერი; 6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942 შავი ფერის. (5) 1. თმის საშრობი ფენი შავი ფერის, 2. თმის უთო შავი ფერის MAC, 3. გრაფინი 6 ჭიქით, 4. თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც. 5. სასუპე, 6. ჯამები Nilmans, 7. საარყე ჭიქები, 8. ტორტისთვის ნაკრები, 9. თეფშის ნაკრები. და გადაეცეს, როგორც ინდივიდუალური საკუთრება.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

1. შეწყდეს ბ------------–--ას და მ----------–----ეს შორის 20-0 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

 

მ----------–----ის სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-0 წლის 21 სექტემბრიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 20-0 წლის 21 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------–--ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი გ-------–-----–--ა, დაბადებული 20-1 წლის 13 ივლისს. ქორწინების პერიოდში ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებთან. 20-6 წლის 30 მაისს ერთობლივად შეიძინეს უძრავი ქონება. მდებარე ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–---------------- ბინა #19-ში, საცხოვრებელი ფართით 56.51 კვმ, ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.0-9. უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 2-500 აშშ დოლარს. ბინა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხე ბ------------–--ას სახელზე. აღნიშნული თანხა შეადგენდა თანასაკუთრებას, საიდანაც 8000 აშშ დოლარი, მშობლების მიერ არის ნაჩუქარი, რაც ასევე ჩადო თანასაკუთრების უძრავი ნივთის შეძენაში.

 

თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში გადაიტანა მისი მზითევი, მშობლებისა და ბებია-ბაბუასაგან შეძენილი მოძრავი ნივთები. ავეჯი, რომელიც შეძენილია ძირითადად „ემბავუდში„, კერძოდ: (1). შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი-ღირებული 200 ლარად. (2). სასტუმრო ოთახი: 3.პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით-150 ლარი; 4. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით-170 ლარი; 5. ტვ.სტენდი-300 ლარი; 6. ტელევიზორი „სამსუნგი“-300 ლარი; 5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით-350 ლარი; (3). საძინებელი გარნიტური: 1. კარადა-300 ლარი; 2. კომოდი-90 ლარი, 3. ტუმბო-20 ლარი, 4. საწოლი-200 ლარი, 5. ტრილიაჟი-200 ლარი. (4) სამზარეულო: 1. მაგიდა შავ-თეთრი-350 ლარი, 2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი)-130 ლარი, 3. კარადა-500 ლარი, 4. გაზის ღუმელი - 4 განყოფილებით (დასადგმელი)-100 ლარი, 5. მაცივარი - Heis ens, ვერცხლისფერი-350 ლარი; 6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942 შავი ფერის.-600 ლარი.

(5) 1. თმის საშრობი ფენი შავი ფერის-30 ლარი, 2. თმის უთო შავი ფერის MAC-30 ლარი, 3. გრაფინი 6 ჭიქით, 4. თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც-200 ლარი. 5. სასუპე, 6. ჯამები Nilmans, 7. საარყე ჭიქები, 8. ტორტისთვის ნაკრები, 9. თეფშის ნაკრები-100 ლარი.

 

მეუღლესთან ჯანსაღი ურთიერთობა აღარ აქვს, მისი ცხოვრების წესის მიუღებლობის გამო. ამიტომ შვილთან ერთად დროებით ცხოვრობს მშობლებთან ერთად. ბ-------------–-ბა საცხოვრებლად მათ მიერ შეძენილ ბინაში დარჩა. ბ------------–--ამ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მალულად (თუმცა ეტყობა ფორმალურად) მოჩვენებით გაასხვისა საერთო მეგობარზე ხ-----------ეზე 10000 ლარად, 20-7 წლის 07 ნოემბერს. ბ------------–--ა დღემდე ცხოვრობს გასხვისებულ ბინაში და სარგებლობს მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებით. ხ-----------ე მათ საზიარო ქონებას არ დაუფლებია, ოჯახთან ერთად კვლავ მის ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას. (იხ. სარჩელი).

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე ბ------------–--ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. განმარტა, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, დ------–-----–--------------------ში შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში, თუმცა ქონება არ შეუძენია მას. უძრავი ქონების შესაძენად ძირითადი თანხა 17500 აშშ დოლარი გადაიხადა დედამ, რომელმაც ბანკიდან გამოიტანა სესხი, ვინაიდან მას გააჩნდა მცირე ხელფასი და სესხს ბანკი მასზე არ გასცემდა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით დედამ ი---------------ემ ქონება დატვირთა იპოთეკით და სესხის გადახდასაც დედა უზრუნველყოფდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა და სესხის გამო შესაძლო იყო ქონება აუქციონზე გაეტანა ბანკს, იძულებული გახდა გაეყიდა ბინა სასწრაფოდ, რომელიც ამ სესხით იქნა შეძენილი. ამის შემდეგ მ----------–----ე საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. ქონება ფარულად არ გაუსხვისებია და ამის შესახებ ცნობილი იყო მ----------–----ისათვის. ბ------------–--ამ ხ-----------ეს გადასცა გასაღები და ფლობს მას. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთი გასხვისებული და განკარგული იქნა ქორწინების განმავლობაში და მოხმარდა ოჯახს. მოსარჩელეს რომც არ სცოდნოდა ქონების გასხვისების შესახებ ეს გარემოება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ვერ იქნება.

 

მოპასუხე ბ------------–--ამ აღნიშნა, რომ მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მ----------–----ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ნივთები შეძენილია ერთობლივად თანაცხოვრების პერიოდში. ინდივიდუალური სარგებლობის ნივთს წარმოადგენს მხოლოდ თმის უთო და ამ ნაწილში თანახმა არის დაუბრუნდეს მოსარჩელეს. (იხ. შესაგებელი).

 

3.2. მოპასუხე ხ-----------ემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ ბინის შეძენისას უცნობი იყო მეუღლეთა ერთმანეთთან დამოკიდებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მეუღლის თანხმობა არავის მოუთხოვია ბ------------–--ასთვის სარეგისტრაციო ორგანოში. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისათვის საკმარისია მყიდველის და გამყიდველის შეთანხმება და ეს შეთანხმება მხარეთა შორის შედგა, რაც დარეგისტრირდა კანონით დადგენილი წესით. მოპასუხე ხ-----------ემ აღნიშნა, რომ ის არ არის მოსარჩელის ან მოპასუხის მეგობარი. ბინის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო ინტერნეტში. ქონების გასაღები გადასცა ბ------------–--ამ და თხოვა, რომ მისი კუთვნილი ავეჯი ახალი ბინის შეძენამდე ყოფილიყო მასთან, რასაც დაეთანხმა, რადგან ეს ბინა შეუძინა დას, რომელიც ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ.

 

ბინა შეიძინა მესაკუთრისაგან და არის კეთილსინდისიერი შემძენი. ბ------------–--ა იყო უძრავი ქონების ერთადერთი მესაკუთრედ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ქონების გასხვისებისათვის მეუღლის თანხმობა საჭირო არ იყო. ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისება, მაშინ როცა მეუღლისთვის არ იყო ცნობილი ქონების გასხვისების შესახებ, ვერ იქნება მისი თანამესაკუთრე, რადგან მთლიანი ქონება შეიძინა მესაკუთრისაგან. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. (იხ. შესაგებელი).

 

ბ------------–--ას შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-0 წლის 21 ნოემბრიდან ბ------------–--ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----------–----ესთან. დაახლოებით 4 თვის წინ ბ------------–--ამ შენიშნა, რომ მისი მეუღლე ცდილობდა იშვიათად ყოფილიყო სახლში და ძირითადად თავის მშობლებთან რჩებოდა. საერთო შვილს ტოვებდა ასევე დედასათან. საეჭვოდ მიიჩნია მეუღლის გულგრილობა მის მიმართ და მისი მუდმივი ტელეფონზე დამოკიდებულება. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე მას ღლატობს, რაც დაადასტურა მ----------–----ემ. (იხ. შეგებებული სარჩელი).

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელში)

4.1. მოპასუხე მ----------–----ემ შეგებებული სარჩელი ცნო.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

5.1.1. მ----------–----ე 20-0 წლის 21 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------–--ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში 20-1 წლის 13 ივლისს შეეძინათ შვილი გ-------–-----–--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ქორწინების მოწმობა;

-დაბადების მოწმობა;

 

5.1.2. მ----------–----ე და ბ------------–--ა ცხოვრობენ ცალკ-ცალკე და ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. მეუღლეთა თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე მ----------–----ე ცხოვრობს მშობლებთან და შვილთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. 20-6 წლის 30 მაისს ბ------------–--ას და ი------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ------------–--ამ ი------------ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, დ-------–-----–----------------------ში. ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 2-000 აშშ დოლარად. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ------------–--ას საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-30.05.20-6წ ნასყიდობის ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას, შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რაზეც ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ქორწინების მოწმობა;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.2.3. ბ------------–--ას და ხ-----------ეს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. რომლის თანახმად ხ-----------ემ ბ------------–--ასგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, დ-------–-----–----------------------ში. ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 10000 ლარად. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხ-----------ის საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-07.11.20-7წ ნასყიდობის ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

5.2.4. დადგენილია, რომ ბ------------–--ამ უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქ. ქუთაისში, დ------–-----–----------------------, საკუთრების უფლება შეიძინა, ასევე სადავო ქონება გაასხვისა მ----------–----ესთან ქორწინების განმავლობაში. სადავო ქონება მოპასუხე ბ------------–--ამ გაასხვისა 20-7 წლის 07 ნოემბერს. საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებულნი არიან მ----------–----ე, ბ------------–--ა და შვილი გ-------–-----–--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

5.2.5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სარჩელში მითითებული ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის მზითევს, რომელიც მშობლების და ბებია-პაპის (ბაბუის) მიერ იქნა შეძენილი, შესაბამისად ეს ნივთები არის მისი ინდივიდუალური საკუთრება. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საცხოვრებელ ბინაში გადაღებულ ფოტომასალაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-საცხოვრებელ ბინაში გადაღებული ფოტომასალა;

განსახილველ შემთხვევაში მ----------–----ის სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება.

 

სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს. სადავო უძრავი ქონება განეკუთვნებოდა არა ერთი პირის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ საზიარო საგანს. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა შორის სადავო სახლზე დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მის უფლებებს და კანონიერ ინტერსესს შეეხო. მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან მყიდველი არის მხარეთა საერთო მეგობარი, ამასთან ხ-----------ეს სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია. სადავო ქონება წარმოადგენს ბ------------–--ას საცხოვრებელ ადგილს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ასევე მოძრავი ნივთები წარმოადგენს მის მზითევს და არის მისი ინდივიდუალური საკუთრება.

 

მოპასუხე ბადრი უკლება არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე მ----------–----ის ინდივიდუალურ ნივთს წარმოადგენს მხოლოდ, თმის უთო. სხვა ნივთები შეძენილია ერთობლივად, თანაცხოვრების პერიოდში.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე არ ეთანხმება მოპასუხე ხ-----------ე, მოპასუხის განმარტებით ის წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ----------–----ემ მხარემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში (სადავო ნაწილი) შემავალი გარემოებების დადასტურება. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ სარჩელში ჩამოთვლილი ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთები მოსარჩელის მზითევს- მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა არ დგინდება. მოპასუხე მხარემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-10--ე მუხლების შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ შავი ფერის MAC-ის ფირმის თმის უთოს დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის სხვა ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მ----------–----ე ქორწინების შეწყვეტის თაობაზე შეგებებულ სარჩელს ცნობს, რაც ბ------------–--ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 173-ე, 447-ე, 327-ე, 183-ე, 1160-ე, 185-ე, 312-ე, მე-8, 50-ე, 170-ე, 56-ე, 51-88-ე, 172-ე მუხლებით, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, მუხლებით;

 

8. სამართლებრივი შეფასება მ----------–----ის სარჩელის ფარგლებში;

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო მოძრავი ნივთის „თმის უთოს დაბრუნების„ მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შავი ფერის MAC-ის ფირმის თმის უთოს მოთხოვნის ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158.1. მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი ან წილადი საკუთრება) წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

მოსარჩელემ მოითხოვა ბ------------–--ას და ხ-----------ეს შორის 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ½ ნაწილში, ასევე მოითხოვა ცნობილი იქნას ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–----------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: 0-.0-.2-.0--.0-.0-9) ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

8.3. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.

 

მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

დადგენილია, რომ მ----------–----ე და ბ------------–--ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 20-0 წლის 21 ნოემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში, 20-6 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე, ქ. ქუთაისში, დ-----------–-----–----------------ში. უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ბ------------–--ა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 2-000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

აღნიშნული მსჯელობის ანალიზით, დადგენილია, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, დ------–-----–----------------ში წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას).

 

8.4. საქმეში წარმოდგენილი 20-7 წლის 07 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ბ------------–--ამ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ქუთაისში, დ------–-----–----------------ში, საკუთრებაში გადასცა ხ-----------ეს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის წესის დაცვით, სადავო ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, დ------–-----–----------------ში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხ-----------ის სახელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. სსკ 327.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სსკ 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

8.5. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება განეკუთვნებოდა არა ერთი პირის ინდივიდუალურ საკუთრებას, არამედ საზიარო საგანს, შესაბამისად უძრავი ქონების გასხვისების დროს საჭირო იყო მისი თანხმობა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა შორის სადავო სახლზე დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მის უფლებებს და კანონიერ ინტერსესს შეეხო, რაც გამოიხატება კონსტიტუციური უფლების, საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160.1. მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა, მეუღლეთა შეთანხმების არ არსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას, იცავს შემძენის ინტერესებს და არა იმ მეუღლის ინტერესებს, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული, თუმცა მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი გვამცნობს, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვის წესს განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპზე მითითების გარეშე, მაგრამ როგორც აღინიშნა, კეთილსინდისიერების ფაქტის არსებითი მნიშვნელობა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვებისას რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლში, გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის მხარეთა მიერ კეთილსინდისიერების პრინციპით მოქმედების ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის მე–3 ნაწილი, რომლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება დამოკიდებულია მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე კანონით განსაზღვრული მოვლენის მიმართ. კეთილსინდისერების ფაქტი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმგვარ მოვლენაზე, რომელიც არ არის პირისათვის ცნობილი და არც უნდა ყოფილიყო ცნობილი ანუ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია შემძენის კეთილსინდისიერებაზე გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტის ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში, ნამდვილად ეკუთვნის გამსხვისებელს, ანუ იმ პირს, რომელის გამოხატავს ნებას გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „შემძენი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამსხვისებელს მიიჩნევს მის მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრედ და ეს უკანასკნელი ასეთად არის რეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია მას არ გააჩნია, თუნდაც რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილი საჩივრის თაობაზე. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, როდესაც პირი იძენს რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებლისაგან ქონებას, არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს მისი კეთილსინდისიერების გამომრიცხავი ზემოთ მითითებული გარემოებების არსებობას. ამიტომ მტკიცების ტვირთი, შემძენის არაკეთილსინდისიერებისა, აწევს შემძენის მოწინააღმდეგე მხარეს და არა შემძენს“ (იხ. სუსგ # ას-1298-1236-20-4, 06.0-.20-5წ.).

 

8.6. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ქონება გასხვისებული იქნა ახლო მეგობარზე, რომელიც არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ მყიდველს, ვინაიდან მას სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია. სადავო ქონება წარმოადგენს ბ------------–--ას საცხოვრებელ ადგილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მხარეთა ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, საკუთრების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი განკარგოს კუთვნილი ქონება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ე.ი. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულია მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე.

 

ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ გარიგება არის მოჩვენებითი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნოებიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების მიზანი, მესამე პირის მოტყუებაა, აღნიშნული გარემოება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს;

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ასეთი გარემოებები კი საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ დასტურდება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის მოჩვენებითი ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოჩვნებითად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს მოჩვენებითი გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ-----------ე 20-7 წლის 07 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე, ქ. ქუთაისში, დ-------–-----–---------------) ნასყიდობის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერ შემძენს. ის გარემოება, რომ ხ-----------ე წარმოადგენს მხარეთა მეგობარს (რაც ვერ იქნა დადასტურებული) არ შეიძლება განიხილებოდეს მათ შორის დადებულ გარიგებათა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საკმარის საფუძველს.

 

8.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლების შესაბამისად, გარიგება შესაძლებელია შეცილებულ იქნეს, თუ იგი დადებულია შეცდომით, მოტყუებით, იძულებით, კანონით გასაზღვრული ფორმის დაუცველად ან მხარის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე, ასევე, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ამორალურია, თვალთმაქცური ან მოჩვენებითია. საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გარიგება დადებული იქნა მოჩვენებით.

 

განსახილველ შემთხვევაში 20-7 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს კანონით დადგენილი რომელიმე წესის და აკრძალვის დარღვევას ადგილი ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლით ,,უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

20-7 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით და ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თანამესაკუთრის სტატუსის მქონე პირს, ასევე მოსარჩელის მტკიცება, რომ მხარეთა გაფორმებული გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან ხ-----------ე არის მხარეთა მეგობარი (რაც არ არის დადასტურებული), ხ-----------ეს სადავო სახლში არც თავისი ნივთები შეუტანია და არც მოსარჩელის ნივთების იქ არსებობაზე უთქვამს პრეტენზია, არ წარმოშობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის შეფასებას ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილი ნების საფუძველზე დადებისა და შემძენთა კეთილსინდისიერების შესახებ, რაც გამორიცხავს 20-7 წლის 07 ნოემბერს დადებულ გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების მიმართ მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობას.

 

ამდენად, მოსარჩელე მ----------–----ის სარჩელი ბ------------–--ას და ხ-----------ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

8.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ----------–----ის მშობლების, ბებია და პაპის (ბაბუა) მიერ მოძრავი ნივთების შეძენის ფაქტი.

 

მოსარჩელე მ----------–----ემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სარჩელში მითითებული ავეჯის და სხვა მოძრავი ნივთების შეძენის ფაქტს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოძრავი ნივთები რომ ინდივიდუალურ საკუთრებას, მზითევს წარმოადგენს ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტო მასალებით და ფოტომასალაზე მითითებული ნივთების ღირებულებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება და წარმოდგენილი ფოტომასალა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადავო ქონების სამართლებრივი რეჟიმის, ინდივიდუალურ საკუთრებად ტრანსფორმაციისათვის. შესაბამისად, მ----------–----ის სარჩელის მოთხოვნა ავეჯის და სხვა მოძრავი ნივთების დაბრუნების თაობაზე (გარდა მოძრავი ნივთის „თმის უთო შავი MAC„, ვინაიდან მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი) უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც სარწმუნოდ და დამაჯერებლად დაადასტურებდა სადავო სამზითვო ნივთების მოპასუხის ოჯახში მიტანის ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, ფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

ამდენად, ამ კატეგორიის სარჩელის აღძვრისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ამ ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ- „თმის უთოს„ (შავი ფერის MAC) მოთხოვნის ნაწილში ცნო, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ავეჯი და სხვა მოძრავი ნივთი იყო მ----------–----ის მზითევი და წარმოადგენდა მის საკუთრებას, ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოსარჩელემ ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ სადავო ნივთები იყო მისი მზითევი და იმყოფებოდა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რაც მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

9. სამართლებრივი შეფასება - შეგებებულ სარჩელში ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში;

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

9.2. დადგენილია, რომ მხარეები 20-0 წლის 21 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე ეთანხმება;

 

9.4. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ბ------------–--ამ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სს კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი არ ეკისრება. ამიტომ, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შეგებებული სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში მ----------–----ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 20-8 წლის 11 მაისის განჩინებით (საქმე #1783-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას ხ-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, დ-----------–-----–---------------- ბინა #19, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0--.0-.0-9;

ყადაღა მოეხსნას ქ.ქუთაისი, დ-----------–-----–---------------- ბინა #19-ში მდებარე შემდეგ მოძრავ ნივთებს: (1). შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი, (2). სასტუმრო ოთახი: 3.პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით; 4. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით; 5. ტვ.სტენდი; 6. ტელევიზორი „სამსუნგი“; 5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით; (3). საძინებელი გარნიტური: 1. კარადა; 2. კომოდი, 3. ტუმბო, 4. საწოლი, 5. ტრილიაჟი. (4) სამზარეულო: 1. მაგიდა შავ-თეთრი, 2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი), 3. კარადა, 4. გაზის ღუმელი - 4 განყოფილებით (დასადგმელი), 5. მაცივარი - Heis ens, ვერცხლისფერი; 6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942 შავი ფერის. (5) 1. თმის საშრობი ფენი შავი ფერის, 2. თმის უთო შავი ფერის MAC, 3. გრაფინი 6 ჭიქით, 4. თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც. 5. სასუპე, 6. ჯამები Nilmans, 7. საარყე ჭიქები, 8. ტორტისთვის ნაკრები, 9. თეფშის ნაკრები.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ-----------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ქ. ქუთაისში, დ. ა----–-----–------------/ ბინა #19-ში არსებული მოძრავი ნივთი „თმის უთო„ შავი ფერის („MAC„) გამოთხოვილი იქნას მოპასუხის მფლობელობიდან და დაუბრუნდეს მოსარჩელე მ-----------–----ეს.

 

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 11 მაისის განჩინებით (საქმე #1783-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას ხ-----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, დ-----------–-----–---------------- ბინა #19, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.0--.0-.0-9;

 

3.1. ყადაღა მოეხსნას ქ.ქუთაისი, დ-----------–-----–---------------- ბინა #19-ში მდებარე შემდეგ მოძრავ ნივთებს: (1). შესასვლელის კარადა, ღია ყავისფერი, (2). სასტუმრო ოთახი: 3.პატარა ვიტრინა, მუქი ყავისფერი კარით; 4. დიდი ვიტრინა მუქი ყავისფერი, ღია ყავისფერი კარით; 5. ტვ.სტენდი; 6. ტელევიზორი „სამსუნგი“; 5. დივანი მუქი ყავისფერი 2 სავარძლით; (3). საძინებელი გარნიტური: 1. კარადა; 2. კომოდი, 3. ტუმბო, 4. საწოლი, 5. ტრილიაჟი. (4) სამზარეულო: 1. მაგიდა შავ-თეთრი, 2. სავარძელი 4ც. (2 შავი, 2 თეთრი), 3. კარადა, 4. გაზის ღუმელი - 4 განყოფილებით (დასადგმელი), 5. მაცივარი - Heis ens, ვერცხლისფერი; 6. სარეცხი მანქანა Ariston Wmol 942 შავი ფერის. (5) 1. თმის საშრობი ფენი შავი ფერის, 2. თმის უთო შავი ფერის MAC, 3. გრაფინი 6 ჭიქით, 4. თეფშის ნაკრები ვარდის დეკორით 18ც. 5. სასუპე, 6. ჯამები Nilmans, 7. საარყე ჭიქები, 8. ტორტისთვის ნაკრები, 9. თეფშის ნაკრები.

4. მოთხოვნის სხვა ნაწილში მ----------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. ბ-------------–-ბას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

6. შეწყდეს ბ-------------–-ბას ( დაბ: 29.0-.1990 წ.; პ/ნ - 4----------) და მ-----------–----ეს (დაბ: 14.11.1992წ. პ/ნ - 6----------) შორის 20-0 წლის 21 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრის ქ.ქუთაისის ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №8520-0-1146).

 

7. ბ-------------–-ბას პ/ნ 600--113522, დაუბრუნდეს 20-8 წლის 07 ივნისს მის მიერ სს ს----------–--------–ი გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №32), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 30--83150.

 

8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

9. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე