გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2018
საქმის ნომერი
330310014425456
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/390-14

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - შპს ,,----------–---------------------------–-----------–------’’;

წარმომადგენელი - ზ-------–----ე;

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-;

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ----------–----;

 

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ასკ. 16.2);

წარმომადგენელი - ბ--------------;

 

მესამე პირი - შ-------------’ (ასკ. 16.2);

წარმომადგენელი - ქ-----------------–---;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 22.08.2013 წლის №1------ ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.12.2013 წლის №------- ბრძანება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2013 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება 1------ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს“ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #1-- ოქმით (ტიპური ფორმა) დამტკიცებული აუქციონის შედეგების გაუქმებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ცალმხრივად მოშლის შესახებ (შემდგომში - ბრძანება). სამწუხაროდ, აღნიშნული განხორციელდა იმ ფონზე, როდესაც ჰ-----ა მიმართა ჯანდაცვას და ეკონომიკას თხოვნით დარეგულირებულიყო საინვესტიციო პროექტის ხელშემშლელი გარემოებები. ბრძანება შეიცავს მრავალ შეცდომასა (რიგ შემთხვევაში - სრულიად უსაფუძვლო დაშვებას) და უგულებელყოფს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებს; ჰ-----მ მიიჩნია, რომ ბრძანება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და უნდა მომხდარიყო მისი ბათილად ცნობა - შესაბამისად მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. ჰ---- მაინც თვლის, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს ბათილად.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრძანების დასაწყისშივე მცდარადაა განმარტებული ფაქტობრივი გარემოება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის გაფორმებული, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპური ფორმა #1---ს საფუძველზე კომპანიას პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯ---------–---------“-ის 100%-იანი წილი (ს.კ. 4--------). ფაქტობრივად კი პირობადებულ საკუთრებაში გადაცემას ადგილი არ ჰქონია. სსკ 188-ე მუხლი განსაზღვრავს თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული პირობადებულ საკუთრებად და რა შემთხვევაში წარმოიშვება იგი. პირობადებული საკუთრება მოიაზრებს საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობას და არა საკუთრების უფლების გადაცემას. ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ოქმისა და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო აუქციონზე გამოტანილი ქონება ჰ-----ს გადაეცა საკუთრებაში - განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაციაც აღნიშნული ოქმის საფუძველზე და ჰ----ი დარეგისტრირდა შპს ,,ჯ---------–----------ის’’ 100% წილის მესაკუთრედ. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით“. შესაბამისად, ისეთი იურიდიული პირის წილზე როგორიც შპს ,,ჯ---------–----------ია’’, შესაძლებელი იყო სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაციაც. რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტი არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, არ მოუთხოვია ხარვეზის გამოსწორება ან არასწორად განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება და ხელახალი რეგისტრაცია. ანუ გარიგების ყველა მხარეს ერთგვაროვნად ესმოდა მდგომარეობა და სწორად მიიჩნევდა რეგისტრაციის ამგვარად განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საქმე გვაქვს არა პირობადებულ საკუთრებასთან, არამედ საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან.

 

ანალოგიურად უნდა განიმარტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ”ჰ---------–---------------------------–-----------–-------” შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდგომში - ორმხრივი ხელშეკრულება) საფუძველზე ჰ-----სთვის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 ნოემბრის N2------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონების გადაცემაც და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ”ჰ---------–---------------------------–-----------–-------” შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სამმხრივი ხელშეკრულება) საფუძველზე ჰ-----სთვის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის N-------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონების გადაცემაც. ორივე შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა სრულად, პირობადებული საკუთრების გარეშე.

 

ყველა აღნიშნული ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე ჰ-----მ საკუთრებაში მიიღო შესაბამისი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონება, შესაბამისად ბრძანებაში არასწორადაა განმარტებული ფაქტობრივი გარემოება და მითითებულია პირობადებული საკუთრება საკუთრების ნაცვლად. ბრძანებაში ფაქტადაა მოყვანილი, რომ შპს ,,ჯ---------–----------ის’’ საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალების რეაბილიტაცია არ მომხდარა. აღნიშნული დაშვებაც არასწორია და არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. ჰ-----ს სამინისტროსთვის წარდგენილი აქვს არაერთი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ ჰ-----მა განახორციელა ინვესტიციები. ამავდროულად, აღნიშნული აუდიტორული დასკვნით დადასტურებულია, რომ ინვესტიციის დიდი ნაწილი მიმართული იყო შპს ,,ჯ---------–----------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რემონტისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ შპს ,,ჯ---------–---------’’ წარმოადგენდა კომპანიას, რომელიც გაიყიდა საჯარო აუქციონის წესით და რომლის საკუთრებაშიც იყო მხოლოდ საქართველოს რეგიონებში არსებული საავადმყოფოების შენობები, შეუძლებელია შპს ,,ჯ---------–----------ს’’ გაერემონტებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც არ არის საავადმყოფო, შესაბამისად ბრძანებაში ფაქტად მოყვანილი გარემოება წარმოადგენს უსაფუძვლო დაშვებას და არ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას. ასეთი დაშვების ფაქტად აღიარება რა თქმა უნდა გამოიწვევდა მდგომარეობის არასწორ აღქმას.

 

სამინისტრომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ჰ-----მა ყველა ღონე იხმარა სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნებისთვის. მართალია, რამდენიმე გაფიცვას ნამდვილად ქონდა ადგილი, მაგრამ ყველა მათგანი გამოწვეული იყო სადაზღვევო კომპანიების მიერ დავალიანების დაგვიანებით/გადახდაზე უარის თქმით. შპს ,,ა--------’ (ჰ-----ს მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელშიც ჰ---- ფლობდა აქციათა 100%-ს. აღნიშნული კომპანიის მეშვეობით ჰ---- უზრუნველყოფდა სამედიცინო მომსახურების მიწოდებას) თანამშრომლებმა მოწყობილი გაფიცვების დროს ნათლად დააფიქსირეს გაფიცვის მიზეზი და განაცხადეს, რომ მათი გაფიცვა მიმართული იყო რიგ შემთხვევებში სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,ა-------------–-----–------------’’, სხვა შემთხვევებში კი სადაზღვევო კომპანია ,,ა-------------ს’’ მიმართ. ამავდროულად ჰ-----მ, იმისთვის რომ დაეკმაყოფილებინა თანამშრომლების მოთხოვნები, გადაიხადა მათი ხელფასები საინვესტიციოდ გამოყოფილი სახსრებიდან. სამინისტროსთვის მიწოდებული აუდიტორული დასკვნები ნათლად ასახავს გადახდილი ხელფასების ოდენობას. ნათელია, რომ კომპანია ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას თუ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი ასეთი თანხის გადასახდელად, დამატებით ინვესტიციების მიღების გარეშე. სადაზღვევო კომპანიებს არ განუხორციელებია მიღებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რაც საჯაროდაა ცნობილი და განხილული ფაქტობრივად ყველა მედია სააგენტოს მიერ, ასევე დადასტურებულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის რეკომენდაციებით. შესაბამისად, ნათელია რომ ხელფასების გადახდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ჰ-----ს მიერ დამატებით ინვესტიციის განხორციელების გზით. ინვესტიციის ხელფასების დასაფარად გამოყენება კი აუცილებელი იყო სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის შესანარჩუნებლად.

 

სამედიცინო დაწესებულებების (ჰოსპიტალების) ნორმალური ფუნქციონირების მიზნით ჰ-----მ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჰოსპიტალების აღჭურვისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიზნით. პროგრამული უზრუნველყოფა (და შესაბამისი აღჭურვილობა) აუცილებელია ხარჯების, თანამშრომლების, მარაგებისა და სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პარამეტრების კონტროლისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპანიისა და მისი ფილიალების სტაბილური მუშაობა.

 

ბრძანებაში მრავლადაა ისეთი გარემოებების აღწერა, რის გამოც ჰ-----ს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სამინისტროს სასარგებლოდ. მოსარჩელის აზრით, პირგასამტეხლოს მოთხოვნამდე აუცილებელი იყო მათი ზუსტი ოდენობის დათვლა. უმეტესად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს „ქონების ღირებულების“ 0.05%-დან 0.1%-მდე ოდენობას. ამასთან, საინტერესოა, რომ „ქონების ღირებულების“ 0.05% ერთ შემთხვევაში 825 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარია, ხოლო სხვა შემთხვევებში იგივე „ქონების ღირებულების“ 0.05% შეადგენს 275 აშშ დოლარს და 1100 აშშ დოლარს. პირველ რიგში, გაუგებარია თუ რა ქონების ღირებულებაზეა საუბარი. ასევე ბუნდოვანია, თუ ვის მიერ და როგორ არის ეს ქონება შეფასებული. იქმნება წარმოდგენა, რომ ბრძანება არ არის შედგენილი ფაქტობრივ მდგომარეობებზე დაყრდნობით. ვინაიდან ასე რომ იყოს, აუცილებლად იქნებოდა მითითებული 2010 წლის 20 სექტემბრის „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ტიპური ფორმა #1---ის დამატებით ხელშეკრულების (2010 წლის 19 ოქტომბერი) მე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც „იმ შემთხვევაში თუ მყიდველის მიერ ოქმი-ხელშეკრულებითა (იგივე ოქმი) და წინამდებარე ხელშეკრულებით (იგივე ოქმის დამატებითი ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მესამე პირების მიზეზით ან იმ გარემოებებით, რომლებიც არ ექვემდებარება მყიდველის გონივრულ კონტროლს, რაც დადასტურებული უნდა იქნეს დოკუმენტალურად, მყიდველს პირგასამტეხლო არ დაეკისრება“. შესაბამისად, გამომდინარე ზემოაღწერილი გარემოებებიდან (სადაზღვევო კომპანიების მიერ გადახდების დაგვიანების/არ გადახდის შესახებ) დაუშვებელია ჰ-----ს დაეკისროს რაიმე სახის პირგასამტეხლო მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ ჰ-----ს მიერ ვალდებულების დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოწვეული არ იყო მესამე პირების მოქმედებებით/უმოქმედებით ან/და მის გონივრულ კონტროლს დაუქვემდებარებელი გარემოებების არსებობით.

 

ბრძანებაში მითითებულია, რომ ჰ-----ს მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო საბანკო გარანტია. ეს ინფორმაციაც ემყარება ვარაუდს და უსაფუძვლო დაშვებას, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიმართა საბანკო გარანტიის გამცემ ბანკს საგარანტიო თანხის მოთხოვნით, რაც არ იქნებოდა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებაში მოყვანილი ინფორმაცია იქნებოდა ნამდვილი.

 

სსკ მუხლი 405, რომელიც ბრძანების მიხედვით წარმოადგენს სამინისტროსა და ჰ---- შორის არსებული ყველა ხელშეკრულების (ოქმი, ორმხრივი შეთანხმება და სამმხრივი შეთანხმება) შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს - ადგენს, რომ „ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი“ (მუხლი 405, პუნქტი 3, ქვეპუნქტი გ.). სამინისტროსა და ჰ-----ს შორის ურთიერთობაში ზუსტად ის გარემოებაა, როცა ჰ-----ს მიერ ვალდებულების დარღვევა კრედიტორის მოქმედებებით/უმოქმედობითაა გამოწვეული, შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ,,ჯ---------–---------’’ ფლობდა სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს 8 რეგიონში. ამ რეგიონებს ერთი რამ აქვთ საერთო - აღნიშნული რეგიონების მაცხოვრებლების საშუალო შემოსავალი, როგორც წესი, ნაკლებია ზოგად საშუალო შემოსავალზე. აღნიშნული ფაქტი კი განაპირობებს ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას: შპს ,,ჯ---------–----------ს’’ საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალების მომხმარებლების უმეტესობა სახელმწიფო პროგრამითაა დაზღვეული. შედეგად, ,,ა--------’ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მიმღებთა თითქმის 80% წარმოადგენდა რომელიმე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობამ თავად შეარჩია სადაზღვევო კომპანიები (შერჩევის მეთოდს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს) და დაიწყო მათი დაფინანსება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული სადაზღვევო კომპანიების შერჩევის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოსცა 177-ე დადგენილება (სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ - საქართველოს მთავრობის დადგენილება N177, 14/05/2012) და განსაზღვრა, რომ აღნიშნული დადგენილება წარმოადგენდა მზღვეველსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ წესებს, ერთგვარ ხელშეკრულებას. დადგენილება არეგულირებს ყველაფერს - გადახდის პერიოდულობას, დოკუმენტების გადაცემის მეთოდს, დავების განხილვას და ა.შ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში არის ის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, ხოლო სახელმწიფომ არ განახორციელა რაიმე მოქმედება აღნიშნულის აღმოსაფხვრელად. ჰ-----მ მრავალჯერ მიმართა სამინისტროს და სხვა საქართველოს სამინისტროებს წერილით, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა (სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით), თუმცა შედეგად არანაირი ღონისძიება არ იქნება განხორციელებული. ნათელია, რომ სახელმწიფომ ცუდად შეარჩია ქვეკონტრაქტორები/წარმომადგენლები სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისთვის, შესაბამისად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები (მათ შორის ჰ----, ა------- სახით) ვერ ახერხებდნენ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების (შემოსავლის) მიღებას. უდავოა, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევა დაკავშირებულია დანახარჯებთან. შესაბამისად, როცა კომპანია წევს შესაბამის ხარჯებს, მაგრამ ვერ იღებს შემოსავალს, ის განიცდის ფინანსურ ზიანს და ადრე თუ გვიან წყვეტს საქმიანობს. ჰ-----ს არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა საქმიანობა. ჰ---- პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობას და ესმის, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევის შეწყვეტა რეგიონებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესაბამისად მიუღებელია ჰოსპიტალების მუშაობის შეჩერება.

 

სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო კომპანიების უკონტროლოდ დატოვებამ გამოიწვია ის, რომ სადაზღვევო კომპანიები გამუდმებით არღვევდნენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიმართ არსებული გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს იმ მოქმედებად/უმოქმედობად, რამაც გამოიწვია ჰ-----ს მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ბრძანება არ შეიცავს იმ მოქმედებების ჩამონათვალს, რაც უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ხელშეკრულება შეწყდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჰ-----მ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში დააყენა შემდეგი მოთხოვნები: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება 1------, გაცემული 2013 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ”ჰ---------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #1-- ოქმით (ტიპური ფორმა) დამტკიცებული აუქციონის შედეგების გაუქმებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ცალმხრივად მოშლის შესახებ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2) შპს ,,ჯ---------–----------ის’’ (რომელსაც მოგვიანებით ეწოდა შ-------------’, ხოლო დღეს მას ეწოდება შპს რ--------–----------------–-, ს.კ: 4--------) 100%-იანი წილი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ (ს.კ: 4--------).

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჰ-----ს საჩივარი და 2013 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება 1------ შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული ბრძანებით ჰ-----ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული აქტის ბათილობაზე და ბრძანება მიჩნეული იქნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულად, რასაც მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და უდავოდ მიიჩნია ის გარემოებები, რომლებზეც დაფუძნებული იყო პირველადი ბრძანება. ასევე არ განხილულა უშუალოდ ხელშეკრულების პირობები, ისევე როგორც არ მომხდარა აღნიშნული ხელშეკრულებების სადავო პირობების განმარტება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს და მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებლებს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3.2. მესამე პირი - შპს ,,ა-------“ წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს ,,----------–---------------------------–-----------–------’’ არის მეწარმე სუბიექტი. სამართლებრივი ფორმა - შპს სახელმწიფო; რეგისტრაციის თარიღი:05.02.2010 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 118-120, ტ.I);

 

4.1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) სახელმწიფო ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბერს გაცემულ იქნა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N1--, რომლის მიხედვით, აღნიშნული ოქმი გაიცა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ზე’’ მასზედ, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო ქონების (შპს ,,ჯ---------–----------ის’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის (ს.კ. 4--------) ქონების საწყისი საფასური: 540 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) შემდგომში პრივატიზების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბრის მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის (550 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს ,,ჯ---------–----------ის’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 % წილი (ს.კ. 4--------).

 

ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია: საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (550 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შემდეგი პირობები: ა) დანართ N1-ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში, კერძოდ ხარაგაულში, გუდაურში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ქარელში, ვანში, ასპინძასა და ლენტეხში ზოგადი პროფილის საავადმყოფოების აშენება ან/და რეკონსტრუქცია ამავე დანართში მითითებული შესაბამისი საწოლების რაოდენობით, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და საავადმყოფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სალიცენზიო/ სანებართვო პირობების დაკმაყოფილება შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში. ახლადშექმნილი საავადმყოფოები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 02.02.2010 წლის N29 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს (მომსახურების მინიმალური სტანდარტების თაობაზე). ბ) შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2,175,000 (ორი მილიონ ასსამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით - ყოველ 6 თვიან პერიოდში არანაკლებ 435,000 (ოთხასოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი (ერთ საწოლზე – არანაკლებ 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი). გ) ახლად შექმნილი საავადმყოფოებისათვის არანაკლებ 7 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება. დ) შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 1 თვის ვადაში საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 7.45%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის /ბეს წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ასეთი საბანკო გარანტია იქნება კლებადი, ე.ი. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ოდენობა შემცირდება ყოველ 6 (ექვს) თვეში ერთხელ, მყიდველის მიერ ამ ექვსთვიან პერიოდში ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის პროპორციულად. ე) შესაქმნელი საავადმყოფოების ამოქმედებამდე შპს “ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სამედიცინო სერვისების უწყვეტი სამედიცინო მომსახურების შენარჩუნების უზრუნველყოფა იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში. წინამდებარე ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მყიდველი, წინამდებარე ოქმის (ხელშეკრულების) ხელმოწერიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აძლევს მყიდველს შპს “ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ან/ და ბალანსზე რიცხული მთელი მოძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებას, ხოლო მყიდველი ამავე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ბალანსის, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე მოახდენს მოძრავი ქონების ინვენტარიზაციას და ინვენტარიზაციის შედეგად შერჩეული მოძრავი ქონების ნუსხას წარუდგენს გამყიდველს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, მყიდველის მიერ შერჩეული მოძრავი ქონების, მყიდველისთვის სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ვ) შპს ,,ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ,,03’’-სათვის დაკავებული ფართის შენარჩუნება ან ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა და ახლადშექმნილი საავადმყოფო(ები)ს ამოქმედების შემდგომ მისთვის ალტერნატიული ფართობის უსასყიდლოდ გამოყოფა შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში. ზ) საპრივატიზებო პირობების დადასტურება განხორციელდება ,,საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის 1064 განკარგულების შესაბამისად, მყიდველის შეხედულებისამებრ შერჩეული ერთერთი აუდიტორული კომპანიის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ.

 

ოქმის მე-6 მუხლის თანახმად კი მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ოქმის, მე-11 მუხლის თანახმად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%; მე-12 მუხლის თანახმად ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. მე-14 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შეთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. მე-15 მუხლის თანახმად კი, მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

 

2010 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს“ შორის, 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ტიპიურ ფორმა #----ის, (შემდგომში „ოქმი-ხელშეკრულება“) საფუძველზე დაიდო დამატებითი ხელშეკრულება. დამატებითი ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას, საქართველოს მთავრობის მიერ (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N36 სხდომის ოქმის, XLVII პუნქტი) შემცირებულ იქნა შპს „ჯ---------–---------“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზებისას, საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრა საინვესტიციო ვალდებულების 7.45%-ის ოდენობით.

 

მე-3 მუხლის თანახმად, „მყიდველი“ ვალდებულია, ამ ოქმის (ხელშეკრულების) და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „ოქში-ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების (აუქციონის პირობების) შესრულებაზე ინფორმაცია, ყოველ 6 (ექვს) თვეში, ინვესტირების გრაფიკის შესაბამისად ან/და განმკარგავის“ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს „განმკარგავს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის N1-- ოქმი (ს.ფ. 36-41, ტ. II);

2010 წლის 19 ოქტომბერის დამატებითი ხელშეკრულება (ს.ფ. 66-69), ტ. II);

 

4.1.3. შპს ,,----------–---------------------------–-----------–------მ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 აგვისტოს N3---- წერილით, ხელშეკრულებით გათვალისიწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით წარადგინა აუდიტორული კომპანია ,,B----’’ დასკვნა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. ხოლო 2011 წლის 23 დეკემბრის N6---- წერილით, წარადგინა აღნიშნული დასკვნის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

29.08.2011 წლის N3---- წერილი (ს.ფ. 70, ტ. II);

23.12.2011 წლის N6---- წერილი (ს.ფ. 75, ტ. II);

 

4.1.4. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის N2------- განკარგულებით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში; ბ) 2010 წლის 29 სექტემბრის ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას“ პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა N1---თი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს პრეზიდენტის 22.11.2011 წ. N2------- გ----------–--------------------------

 

4.1.5. 2011 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის N2------- განკარგულების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებას. ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს 2010 წლის 29 სექტემბრის “სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა N1--”-თი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 3.1.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება მოხდება 2010 წლის 29 სექტემბრის “სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა N1--”-ს მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

5.2. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 5.2.1. მუხლის მიხედვით ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0,1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 5.2.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, “მყიდველის” პასუხისმგებლობა განისაზღვრება 2010 წლის 29 სექტემბრის “სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა N1--”-ს შესაბამისად. 5.3. მუხლის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. 5.4. მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელხშეკრულებით გათვალისიწნებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარ შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც ცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკა-----, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების მოვლენის გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების და მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 72 საათისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩრების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად. ფორს-მაჟორული გარემოებების 1 თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

25.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-45, ტ. II);

 

4.1.6. 2011 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის N-------- განკარგულების საფუძველზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებას. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ,,მყიდველს“ ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული ქონება საკუთრებაში გადაეცემა სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად. მყიდველი ვალდებულია აღნისნული თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული მოძრავი ქონება გადაეცემა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 2.3. პუნქტის თანახმად, ,,მყიდველი“ ვალდებულია გადაიხადოს 2.1. პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასური და ამავე პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგინოს ,,გამყიდველს“ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამატასტურებელი დოკუმენტი.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, „მყიდველმა“ იკისრა შემდეგი ვალდებულებები: 3.1.1. მუხლის თანახმად, გაიდახადოს ,,ქონების“ საპრივატიზებო საფასური და წარუდგინოს ,,გამყიდველს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. 3.1.2. გარდამავალ პერიოდში შეინარჩუნოს იმ არსებული სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, რომლებიც ხორციელდება ხელშეკრულების დანართი N4-ით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, ამავე დანართის შესაბამისად, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით და შესაბამისი საკადრო რესურსის არსებობის პირობებში. 3.1.3. მუხლის თანახმად, გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე ხელშეკრულების დანართი N2-ით გათვალისწინებული პერსონალის (ექიმების ექთნების) დასაქმება, მათი ინდივიდუალური წერილობითი განცხადების საფუძველზე, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციების, ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, სულ მცირე, ერთი თვის ვა-----. 3.1.4. მუხლის თანახმად, არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული პერსონალის შერჩევა, შემდგომში სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. 3.1.5. მუხლის თანახმად, უზრუნველყოს ასპინძის, დედოფლისწყაროს, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქარელის, ლენტეხის, ხარაგაულის და ვანის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სერვისების 27 შენარჩუნება გარდამავალ პერიოდში. ავტოპარკის შენარჩუნება მუშა მდგომარეობაში, მუდმივი სატელეფონო კავშირი, ერთიან სადისპეჩერო სისტემაში ჩართულობა და სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამის და პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

3.1.6. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დანართი N3-ით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე. 3.1.7. მუხლის თანახმად, უზრუნველყოს დანართი N5-ით გათვალისწინებული ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობა ასპინძის, დედოფლისწყაროს, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქარელის, ლენტეხის, ხარაგაულის და ვანის მუნიციპალიტეტებში და დაბა გუდაურში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გარდამავალი პერიოდის დასასრულიდან 7 წლის განმავლობაში და დანართ N5-ში განსაზღვრული სპეციფიური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით. 3.1.8. მუხლის თანახმად, გარდამავალი პერიოდის დაწყებამდე განახორციელოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ლიცენზიის, ასევე, არსებული სამედიცინო სერვისების მიწოდებისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა/ნებართვების მოპოვებისათვის საჭირო ქმედებები თვითონ ან მის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული პირმა. 3.1.9. მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ,,გამყიდველის“ და/ან ,,სამინისტროს“ მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, წარუდგინოს ,,გამყიდველს“ და/ან ,,სამინისტროს“ ინფორმაცია მათი შესრულების შესახებ. 3.1.11. მუხლის თანახმად, 2011 წლის 31 დეკემბრამდე წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა N1--“-ს ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. 5.9. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შესრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ,,გამყიდველის“ მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება ,,გამყიდველს“. ,,მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

25.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-66, ტ. II);

 

4.1.7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 დეკემბრის N-------- წერილით, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ეცნობა, რომ მის მიერ სამინისტროში 2011 წლის 13 დეკემბერს N----- წერილით წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენდა აუდიტორულ დასკვნას მის მხრიდან განხორცილებული ინვესტიციის შესახებ, დოკუმენტში არ იყო ასახული სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს“ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გააფორმებული ოქმის ტიპური ფორმა N1---ს მე-5 მუხლის ,,გ“ პუნქტითა და 2010 წლის 19 ოქტომბრის დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ამასთან, 2011 წლის 12 ოქტომბრის წერილით, სამინისტრომ გაუგზავნა მხარეს დარღვევის აღმწერი წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ადრესატს მიეცა 5-დღიანი ვადა როგორც ინვესტირების პირველი 6 თვის პერიოდში განხორცილებული შესაბამისი ინვესტიციის, ასევე ინვესტირების მეორე 6 თვის პერიოდში განხორციელებული შესაბამისი ინვეტიციის განხორციელების აუდიტის დასკვნის (დასკვნები) წარსადგენად და პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადრესატს ეთხოვა 2 დღის ვადაში აუდიტორული დასკვნების წარდგენა და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 დეკემბრის N-------- წერილი (ს.ფ. 94-95, ტ.II);

 

4.1.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივლისის N------- წერილით, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ეცნობა, რომ დღეისათვის ამოწურულია ოქმით ორმხრივი და სამმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირითადი საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადები და კომპანიის მიერ დღემდე წერილობით არ წარმოდგენილა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესაბამისი საექსპერტო/აუდიტორული დასკვნები), არ მომხდარა რაიონებში ოქმით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული საწოლების რაოდენობის გათვალისწინებით საავადმყოფოების აშენება ან/და რეკონსტრუქცია, ამასთან, არ გამოკვეთილა ვალდებულების დარღვევის დროს მყიდველის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები. ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (2013 წლის 29 მარტი) დღემდე კომპანიას ჰქონდა მიცემული შესაბამისი გონივრული ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის და მიუხედავად გამყიდველის არაერთი მოთხოვნისა, არ წარმოდგენილა კონკრეტული ალტერნატიული საინვესტიციო წინადადებები. ადრესატს ეთხოვა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების დასადასტურებლად საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარდგენა, რომელშიც დეტალურად იქნებოდა ასახული და დადასტურებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი. ამასთან, ეთხოვა დღეის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივლისის N------- წერილი (ს.ფ. 14-21, ტ. II);

 

4.1.9. 2011 წლის 29 აგვისტოს წერილის თანახმად, B-- ადასტურებს, რომ კომპანიამ განახორციელა 600.000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 2010 წლის 21 ოქტომბრიდან 2011 წლის 23 აგვისტომდე. ინვესტიციები მოიცავს მშენებლობაში, რეკოსნტრუქციაში და მოწყობილობაში მონაწილე პერსონალის და კომპანიის სათაო პერსონალის ხელფასებს და დაკავშირებულ ხარჯებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 29 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 91-93, ტ. II);

 

4.1.10. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 თებერვლის N------ და 2013 წლის 05 მარტის N------ წერილებით შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს დირექტორს ეცნობა, რომ ”ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მყიდველებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ცალკეული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად რიგი ღონისძიებების განმახორციელებელი კომისიის შექმნის შესახებ” 2011 წლის 28 ნოემბრის N-------- (N0--------) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, 2013 წლის 4 მარტს ქ. დედოფლისწყაროში განახორციელებს ადგილზე დათვალიერებას. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ ადგილზე დათვალიერებისას კომისია ასევე შეამოწმებს მათ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ”----------–---------------------------–-----------–------’’-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპური ფორმა N1-- და 2010 წლის 19 ოქტომბერს ოქმის საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას. კომისია იტოვებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 29 ივნისის N1------- წერილით შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს დირექტორს ეცნობა, რომ შპს “ჰ---------–---------------------------–-----------–------’’-ს მიერ ოქმის მე-5 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია, რომელიც წარმდგენილია ვადის დარღვევით, შეიცავს ხარვეზს. კერძოდ, მასში უზრუნველყოფილი ხელშეკრულების თარიღი და სუბიექტები შეცდომით არის მითითებული, რაც გამორიცხავს სამინისტროს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მისი უფლება საგარანტიო თანხაზე. შესაბამისად, შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს დაევალა ერთი თვის ვადაში აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების უზრუნველყოფა ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ამასთან, ეცნობა რომ აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის დამატებითი ხელშეკრულების მე-7 პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ამავე წერილით შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს ეცნობა, რომ მრავალმხრივი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.11 ქვეპუნქტი ავალდებულებდა მას 2011 წლის 31 დეკემბრამდე ოქმის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის წარდგენას. წერილში მითითებულია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 13 იანვრის წერილით (N0------) შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს ეცნობა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკი (შპს “ჰ---------–---------------------------–-----------–------’’-ს 2011 წლის 30 დეკემბრის N6---- წერილი) არ შეესაბამებოდა სამინისტროს მიერ მისთვის მოწოდებულ, საინვესტიციო პროექტების მონიტორინგისათვის შემუშავებულ ფორმატს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 13 იანვრის N#0------ წერილი) და კომპანიას ეთხოვა 2012 წლის 25 იანვრამდე დადგენილი ფორმატით ახალი გეგმა-გრაფიკის წარდგენა. ამასთან ეცნობა, რომ დღეის მდგომარეობით შპს “ჰ---------–---------------------------–-----------–------”-ს არ აქვს წარდგენილი ახალი საინვესტიციო გრაფიკი, რისთვისაც მრავალმხრივი ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.7 პუნქტის 5.7.6 ქვეპუნქტის თანახმად, შპს “ჰ---------–---------------------------–-----------–------”-ს ეკისრება პირგასამტეხლო (91 000 ლარი (500 • 182 დღე = 91 000)). პირგასამტეხლოს ოდენობა გაიზრდება ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სახელმწიფო ქონების 2013 წლის 27 თებერვლის N------ წერილი (ს.ფ. 27-28, ტ. II);

სახელმწიფო ქონების 2013 წლის 05 მარტის N------ წერილი (ს.ფ. 29-30, ტ. II);

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 29 ივნისის N1------- წერილი (ს.ფ. 31-32, ტ. II);

 

4.1.11. 2011 წლის 28 დეკემბრის შპს ,,ბ-------“ წერილის თანახმად, შპს ,,ბ----ომ“ ჩაატარა შეთანხმებული პროცედურები შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს მიერ საქართველოს ეკონონომიკის სამინისტროსთან 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ოქმი ტიპური ფორმა N1---ს ფარგლებში, 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით და 2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით გაწეული დანახარჯების დადასტურების მიზნით. ჩატარებული პროცედურები მიზნად ისახავდა მხოლოდ კომპანიის მიერ ოქმი ტიპური ფორმა N1---ს ფარგლებში გაწეული ხარჯების შემოწმებას და მოიცავდა: 1. კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების (საბაჟო დეკლარაციები, ანგარიშ-ფაქტურები) შემოწმებას, მათი შეძენის ღირებულების დასადგენად. 2. კომპანიის მიერ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების (ფორმა 2, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) შემოწმებას გაწეული დანახარჯების ღირებულების დასადგენად. 3. კომპანიის მიერ საწარმო/ადმინისტრაციული მიზნებისათვის გაწეული ხარჯების პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტები) შემოწმებას და დადასტურებას. წერილით შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს ეცნობა ფაქტობრივი მონაცემების შესახებ დასკვნა, რომლის თანახმად:

 

1. 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით შეძენილი არის 83.316 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები 47,381 აშშ დოლარი ექვივალენტით; 2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით შეძენილი არის 55,293 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები 33.056 აშშ დოლარის ექვივალენტით. ასევე შპს ”----------–---------------------------–-----------–------”-ს 100%-ით წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შვილობილი საწარმოს შპს ,,ა-------“ მიერ 2011 წლის 1 აგვისტოს შეძენილი აქვს რენტგენის აპარატის ერთი კომპლექტი C--- 5020S, ღირებულებით 288.000 აშშ დოლარი.

 

2. 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა შეადგინა 4,063 ლარი 2,338 აშშ დოლარის ექვივალენტით; 2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა შეადგინა 246.288 ლარი 148,377 აშშ დოლარის ექვივალენტით;

 

3. 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით საწარმოო/ადმინისტრაციული მიზნებისათვის გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 137,063 ლარი 77,510 აშშ დოლარის ექვივალენტით; 2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით საწარმოო/ადმინისტრაციული მიზნებისათვის გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 422,773 ლარი 254, 206 აშშ აშშ დოლარის ექვივალენტით;

 

2011 წლის 30 დეკემბრის შპს ,,ბ-------“ წერილის თანახმად, აღნიშნული წერილი წარმოადგენს 2011 წლის 28 დეკემბერს შპს „ბ-------“ მიერ „მომზადებული ანგარიში შეთანხმებული პროცედურების შესახებ“ დანართს და განხილულ უნდა იქნას მასთან ერთად. აღნიშნული წერილის თანახმად, შპს ,,ბ----ომ“ შპს „----------–---------------------------–-----------–-------გან“ მიიღო დამატებითი დოკუმენტაცია (ინვოისები), რომელიც არ არის ასახული 2011 წლის 28 დეკემბერს მომზადებულ „ანგარიში შეთანხმებული პროცედურების შესახებ“ ანგარიშში. მიწოდებული დოკუმენტებით შპს „----------–---------------------------–-----------–-------თვის“ მომსახურება აქვს გაწეული არარეზიდენტ საწარმოს (i----------------------) მომსახურება მოიცავდა შემდეგს: კომპანიის მიერ ქარელისა და ლანჩხუთის საავადმყოფოებში არქიტექტურული პროექტების შექმნა; ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის მოწყობა საქართველოს შვიდ რეგიონში არსებულ საავადმყოფოებში; შპს ,,ბ----ომ“ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია ისრაელის აუდიტორული კომპანია B----------t-სგან, რომელიც წარმოადგენს i---------------------- - ის აუდიტორს ისრაელში, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში გაწეული მომსახურების შესახებ. B----------t-მა დაადასტურა, რომ i-----------------------მ 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრამდე ნამდვილად განახორციელა 556,787 აშშ დოლარის სამუშაოები საქართველოში შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს“-თან დადებული კონტრაქტის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2011 წლის 28 დეკემბრის შპს ,,ბ-------“ წერილი (ს.ფ. 99-100, ტ. II);

2011 წლის 30 დეკემბრის შპს ,,ბ-------“ წერილი (ს.ფ. 205-206, ტ. I);

 

4.1.12. 2013 წლის 29 მაისის საქართველოს პარლამეტის წევრების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისადმი მიმართული N9---------- წერილის თანახმად, ა/წ 17 მაისს საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „ჰ--------–---------------------------–-----------–----ოს“ და შ.პ.ს. „ა-----ი“-ს საქმიანობის თაობაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, პარლამენტის ცალკეული დაინტერესებული დეპუტატები. შეხვედრისას, არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად, გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რამაც განაპირობა შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს პარლამეტის წევრის 29.05.2013 წ. N9---------- წერილი.(ს.ფ.121-123. ტ. II);

 

4.1.13. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანებით, ცალმხრივად მოიშალა: ა. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპური ფორმა N1-- (ნასყიდობის საგანი: შპს ,,ჯ---------–----------ის 100%-იანი წილი, ID: 4--------, შ-------------’). ბ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის N2------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება). გ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის N-------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანება (ს.ფ. 79-88, ტ. I);

 

4.1.14. 2013 წლის 20 სექტემბერს შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა: 1) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება 1------, გაცემული 2013 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ”ჰ---------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #1-- ოქმით (ტიპური ფორმა) დამტკიცებული აუქციონის შედეგების გაუქმებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ცალმხრივად მოშლის შესახებ, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. სამართლებრივი საფუძველი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 601. 2) შპს ,,ჯ---------–----------ის’’ (რომელსაც მოგვიანებით ეწოდა შ-------------’, ხოლო დღეს მას ეწოდება შპს რ--------–----------------–-, ს.კ: 4--------) 100%-იანი წილი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ (ს.კ: 4--------). სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლები: 352, 405.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ 20.09.2013 წლის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 73-78, ტ. I);

 

4.1.15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.12.2013 წლის №------- ბრძანებით უარი ეთქვა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.12.2013 წლის №------- ბრძანება (ს.ფ. 121-131, ტ. I);

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანების ბათილად ცნობა - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რაც გულისხმობს საკითხის ინიცირებას ქონების მმართველის ან განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2011 წლის 22 ნოემბრს მიღებულია N2------- განკარგულება, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’. საპრივატიზებო პირობებად კი განისაზღვრა: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში; ბ) 2010 წლის 29 სექტემბრის ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას“ პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა N1---თი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) სახელმწიფო ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბერს გაცემულ იქნა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N1--, რომლის მიხედვითაც: აღნიშნული ოქმი გაიცა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ზე’’ მასზედ, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (შპს ,,ჯ---------–---------“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის (ს.კ. 4--------) ქონების საწყისი საფასური: 540 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) შემდგომში პრივატიზების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიის მიერ 2010 წლის 29 სექტემბრის მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული საფასურის (550 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას სახელმწიფო ქონების შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს ,,ჯ---------–---------“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი (ს.კ. 4--------). ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია: საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (550 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შემდეგი პირობები: ა) დანართ N1-ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში, კერძოდ, ხარაგაულში, გუდაურში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ქარელში, ვანში, ასპინძასა და ლენტეხში ზოგადი პროფილის საავადმყოფოების აშენება ან/და რეკონსტრუქცია ამავე დანართში მითითებული შესაბამისი საწოლების რაოდენობით, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და საავადმყოფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილება შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში. ახლადშექმნილი საავადმყოფოები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 02.02.2010 წლის N29 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს (მომსახურების მინიმალური სტანდარტების თაობაზე). ბ) შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2,175,000 (ორი მილიონ ასსამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით - ყოველ 6 თვიან პერიოდში არანაკლებ 435,000 (ოთხასოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი (ერთ საწოლზე – არანაკლებ 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი). გ) ახლად შექმნილი საავადმყოფოებისათვის არანაკლებ 7 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება. დ) შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 1 თვის ვადაში საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 7.45%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ასეთი საბანკო გარანტია იქნება კლებადი, ე.ი. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ოდენობა შემცირდება ყოველ 6 (ექვს) თვეში ერთხელ, მყიდველის მიერ ამ ექვსთვიან პერიოდში ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის პროპორციულად. ე) შესაქმნელი საავადმყოფოების ამოქმედებამდე შპს ,,ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სამედიცინო სერვისების უწყვეტი სამედიცინო მომსახურების შენარჩუნების უზრუნველყოფა იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში. წინამდებარე ოქმის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მყიდველი, წინამდებარე ოქმის (ხელშეკრულების) ხელმოწერიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აძლევს მყიდველს შპს “ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული მთელი მოძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებას, ხოლო მყიდველი ამავე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ბალანსის, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, მოახდენს მოძრავი ქონების ინვენტარიზაციას და ინვენტარიზაციის შედეგად შერჩეული მოძრავი ქონების ნუსხას წარუდგენს გამყიდველს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, მყიდველის მიერ შერჩეული მოძრავი ქონების, მყიდველისთვის სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ვ) შპს ,,ჯ---------–---------’’-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებში განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ,,03’’-სათვის დაკავებული ფართის შენარჩუნება ან ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა და ახლადშექმნილი საავადმყოფო(ები)ს ამოქმედების შემდგომ მისთვის ალტერნატიული ფართობის უსასყიდლოდ გამოყოფა შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში. ზ) საპრივატიზებო პირობების დადასტურება განხორციელდება“ საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის 1064 განკარგულების შესაბამისად, მყიდველის შეხედულებისამებრ შერჩეული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ. ოქმის მე-6 მუხლის, თანახმად კი მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

 

ოქმის მე-11 მუხლის თანახმად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს; მე-12 მუხლის თანახმად, ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ოქმის მე-15 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს“ შორის, 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ტიპიურ ფორმა N1--“-ს, (შემდგომში „ოქმი-ხელშეკრულება“) საფუძველზე დაიდო დამატებითი ხელშეკრულება. დამატებითი ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შემცირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საქართველოს მთავრობის მიერ (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N36 სხდომის ოქმის, XLVII პუნქტი) შემცირებულ იქნა შპს „ჯ---------–---------“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზებისას, საბანკო გარანტიის ოდენობა და განისაზღვრა საინვესტიციო ვალდებულების 7.45%-ის ოდენობით. მე-3 მუხლის თანახმად, „მყიდველი“ ვალდებულია, ამ ოქმის (ხელშეკრულების) და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „ოქში-ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების (აუქციონის პირობების) შესრულებაზე ინფორმაცია, ყოველ 6 (ექვს) თვეში, ინვესტირების გრაფიკის შესაბამისად ან/და განმკარგავის“ მოთხოვნისთანავე წარუდგინოს „განმკარგავს“.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის N2------- განკარგულების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებას. ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს 2010 წლის 29 სექტემბრის “სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმა N1--”-თი ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

დადგენილია, რომ 2011 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის N-------- განკარგულების საფუძველზე, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, გამყიდველი საკუთრებაში გადასცემს, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოძრავ ქონებას. ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ,,მყიდველს“ ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული ქონება საკუთრებაში გადაეცემა სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად. მყიდველი ვალდებულია აღნიშნული თანხა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2.2. მუხლის თანახმად, მყიდველს ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული მოძრავი ქონება გადაეცემა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 2.3. პუნქტის თანახმად, ,,მყიდველი“ ვალდებულია გადაიხადოს 2.1. პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასური და ამავე პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგინოს ,,გამყიდველს“ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამატასტურებელი დოკუმენტი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N-------- ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, მე-3 პუნქტის თანახმად, კი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1------- ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების კონკრეტულ ნორმათა საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა (პრივატიზაცია) წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო გვევლინება ამ ქონების ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე სუბიექტად, ამ დროს კი შეზღუდულია სამოქალაქო გარიგების დამახასიათებელი აუცილებელი ორი ელემენტი: მხარეთა თანასწორობა და ნების ავტონომია. ამდენად, ამავე საკანონმდებლო აქტებით ზუსტად იქნა გაწერილი, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო მხარეთა პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პირობები/შედეგები. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 მუხლში მოცემულია მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. ხსენებული მუხლის 5.4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

 

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა: სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის ტიპური ფორმა N1--, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის N2------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის N-------- განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ბრძანების შემოწმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებების მიღებისას არ გაითვალისიწინეს რიგი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 22 აგვისტოს 1------ ბრძანება გამოსცა იმ ფონზე, როდესაც ჰ-----ა მიმართა ჯანდაცვას და ეკონომიკას თხოვნით - დარეგულირებულიყო საინვესტიციო პროექტის ხელშემშლელი გარემოებები. მოსარჩელის მითითებით, ბრძანება შეიცავს მრავალ შეცდომას, კერძოდ, მითითებულია პირობადებული საკუთრება საკუთრების ნაცვლად, იმ პირობებში, როდესაც ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე ჰ-----მა საკუთრებაში მიიღო შესაბამისი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონება. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანებაში არასწორადაა მითითებული შემდეგი - შპს ,,ჯ---------–---------“-ის საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალების რეაბილიტაცია არ მომხდარა, მაშინ როდესაც ჰ-----ს სამინისტროსთვის წარდგენილი აქვს არაერთი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ ჰ-----მა განახორციელა ინვესტიციები.

 

სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N-------- ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შედეგად, ხოლო უძრავი ნივთის ან აქციებისა და წილების პრივატიზების შემთხვევაში, აგრეთვე, საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 

სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1–1/1487 ბრძანებაზე, რომლის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება, საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ოქმისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მან საკუთრებაში მიიღო შესაბამისი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონება და სახეზე არ იყო პირობადებული საკუთრება, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო განმარტავს: საკუთრების უფლების პირობადებულობა ნიშნავს, რომ ნასყიდობის საგანი გამყიდველის საკუთრებაში რჩება და მყიდველი იღებს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც არ წარმოადგენს სრულ საკუთრებას. სასამართლო, როგორც უკვე აღინიშნა, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გადაეცა სწორედ პირობადადებული საკუთრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის საკუთრების გადაცემა დამოკიდებული იყო მისი მხრიდან ხელშეკრულებებით და ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (N1--) მე-12 მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.4. მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების 5.9. მუხლის შესაბამისად) პრივატიზებული ქონება უბრუნდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა, ასევე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის განმავლობაში.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (N1--) მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შემდეგი პირობები: ა) დანართ N1-ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში, კერძოდ ხარაგაულში, გუდაურში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ქარელში, ვანში, ასპინძასა და ლენტეხში ზოგადი პროფილის საავადმყოფოების აშენება ან/და რეკონსტრუქცია ამავე დანართში მითითებული შესაბამისი საწოლების რაოდენობით, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და საავადმყოფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სალიცენზიო/ სანებართვო პირობების დაკმაყოფილება შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში. ახლადშექმნილი საავადმყოფოები ასევე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 02.02.2010 წლის N29 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს (მომსახურების მინიმალური სტანდარტების თაობაზე). ბ) შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში არანაკლებ 2,175,000 (ორი მილიონ ასსამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით - ყოველ 6 თვიან პერიოდში არანაკლებ 435,000 (ოთხასოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი (ერთ საწოლზე – არანაკლებ 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი). ამავე მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, საპრივატიზებო პირობების დადასტურება უნდა განხორცილებულიყო ,,საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის 1064 განკარგულების შესაბამისად, მყიდველის შეხედულებისამებრ შერჩეული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ.

 

სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოხდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (N1--) მე-5 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საპრივატიზებო პირობების დადასტურება უნდა განხორციელებულიყო მყიდველის შეხედულებისამებრ შერჩეული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან საექსპერტო დაწესებულების მიერ. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მყიდველის მიერ 2011 წლის წლის 30 აგვისტოს წარდგენილი აუდიტორული დასკვნა მოიცავდა 2010 წლის 21 ოქტომბრიდან 2011 წლის 23 აგვისტომდე პერიოდს, რაც არ შეესაბამებოდა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების გრაფიკს. ამასთან, წარდგენილი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე გაურკვეველი იყო გაწეული დანახარჯების დაანგარიშების მეთოდი. ამასთან, მყიდველის მიერ 2011 წლის 13 დეკემბერს წარდგენილი აუდიტორული დასკვნა არ ასახავდა შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორცილებული ინვესტიციის ოდენობას, რაც მყიდველს ეცნობა 2011 წლის 26 დეკემბრის N-------- წერილით.

 

საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ბ-------“ 2011 წლის 28 დეკემბრის წერილის თანახმად, შპს ,,ბ----ომ“ ჩაატარა შეთანხმებული პროცედურები შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს”-ს მიერ საქართველოს ეკონონომიკის სამინისტროსთან 2010 წლის 2 სექტემბერს გაფორმებული ოქმი ტიპური ფორმა N1---ს ფარგლებში, 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2011 წლის 29 მარტის ჩათვლით და 2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით გაწეული დანახარჯების დადასტურების მიზნით. ჩატარებული პროცედურები მიზნად ისახავდა მხოლოდ კომპანიის მიერ ოქმი ტიპური ფორმა N1---ს ფარგლებში გაწეული ხარჯების შემოწმებას და მოიცავდა: 1. კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების (საბაჟო დეკლარაციები, ანგარიშ-ფაქტურები) შემოწმებას, მათი შეძენის ღირებულების დასადგენად. 2. კომპანიის მიერ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების (ფორმა 2, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) შემოწმებას გაწეული დანახარჯების ღირებულების დასადგენად. 3. კომპანიის მიერ საწარმო/ადმინისტრაციული მიზნებისათვის გაწეული ხარჯების პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტები) შემოწმებას და დადასტურებას.

 

2011 წლის 30 დეკემბრის შპს ,,ბ-------“ წერილის თანახმად, აღნიშნული წერილი წარმოადგენს 2011 წლის 28 დეკემბერს შპს „ბ-------“ მიერ „მომზადებული ანგარიში შეთანხმებული პროცედურების შესახებ“ დანართს და განხილულ უნდა იქნას მასთან ერთად. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ B----------t-მა დაადასტურა, რომ i-----------------------მ 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2011 წლის 27 სექტემბრამდე ნამდვილად განახორციელა 556,787 აშშ დოლარის სამუშაოები საქართველოში შპს ,,----------–---------------------------–-----------–------სთან“ დადებული კონტრაქტის ფარგლებში.

 

წარმოდგენილი წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ მათში არ იკვეთება შპს „----------–---------------------------–-----------–-------“ მიერ ზემოაღნიშნული თანხების გადახდის კონკრეტული თარიღები. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ოქმითა და ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო კიდევ ერთგზის ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივლისის N------- წერილზე, რომლითაც შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ეცნობა, რომ დღეისათვის ამოწურულია ოქმით ორმხრივი და სამმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირითადი საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადები და კომპანიის მიერ დღემდე წერილობით არ წარმოდგენილა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მათ შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესაბამისი საექსპერტო/აუდიტორული დასკვნები), არ მომხდარა რაიონებში ოქმით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული საწოლების რაოდენობის გათვალისწინებით საავადმყოფოების აშენება ან/და რეკონსტრუქცია. ამასთან, არ გამოკვეთილა ვალდებულების დარღვევის დროს მყიდველის ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები. ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან (2013 წლის 29 მარტი) დღემდე კომპანიას ჰქონდა მიცემული შესაბამისი გონივრული ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის და მიუხედავად გამყიდველის არაერთი მოთხოვნისა, არ წარმოდგენილა კონკრეტული ალტერნატიული საინვესტიციო წინადადებები. ადრესატს ეთხოვა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების დასადასტურებლად საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის წარდგენა, რომელშიც დეტალურად იქნებოდა ასახული და დადასტურებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტი. შესაბამისად ირკვევა, რომ სააგენტო მზად იყო მიეღო მყიდველის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნებში მითითებული დანახარჯები ინვესტიციის განხორციელების დასტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარადგენდა დაზუსტებულ საექსპერტო ან/და აუდიტორულ დასკვნას, რომელშიც აღნიშნული დანახარჯები შეფასებული იქნებოდა ოქმისა და ორმხრივი ხელშეკრულების მიზნებისათვის განხორციელებულ ინვესტიციად. ანუ, მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, სააგენტომ კვლავ განუსაზღვრა გონივრული ვადა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც მხარის მიერ არ იქნა განხორციელებული.

 

მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა სწორედ კრედიტორის მოქმედებებით/უმოქმედობითაა გამოწვეული. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ თავად შეარჩია სადაზღვევო კომპანიები და დაიწყო მათი დაფინანსება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული სადაზღვევო კომპანიების შერჩევის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გამოსცა N177-ე დადგენილება და განსაზღვრა, რომ აღნიშნული დადგენილება წარმოადგენდა მზღვეველსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ წესებს, ერთგვარ ხელშეკრულებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, ხოლო სახელმწიფომ არ განახორციელა რაიმე მოქმედება აღნიშნულის აღმოსაფხვრელად. ნათელია, რომ სახელმწიფომ ცუდად შეარჩია ქვეკონტრაქტორები/წარმომადგენლები სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისთვის, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები (მათ შორის ჰ----, შპს ,,ა-------'' სახით) ვერ ახერხებდნენ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების (შემოსავლის) მიღებას. შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს იმ მოქმედებად/უმოქმედობად, რამაც გამოიწვია ჰ-----ს მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ა-------“ მიმართ კონტრაჰენტთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაძლო დარღვევით გამოწვეული ფინანსური ზიანი ვერ გახდებოდა მოსარჩელის ხელშეკრულებითა და ოქმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ფაქტობრივ გარემოებას და ვერ შეფასდება მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო საფუძვლად.

 

სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1------- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ დებულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტორსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N1-- ოქმის მე-12 მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტორსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.4. მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.9. მუხლის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივლისის N------- წერილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ქმედებები არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რის გამოც მოპასუხე მხარის მხრიდან ხელშეკრულებების და ოქმის მოშლა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №------- ბრძანება, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მხარემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ბათილად გამოცხადება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს №1------ ბრძანება მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებულად და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულის შესაბამისად გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №------- ბრძანება შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 251, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,----------–---------------------------–-----------–------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი