გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33488 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე და------- წუ-–--ა
წარმომადგენელი მე--–---- ჩო---–---ი, ხა-----ა მი---
მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე
წარმომადგენელი - რა---– ან-------–--ე, ვა–-----------ე
დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქი----------–---–--------------------------------------------------------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და------- წუ-–--ას აღიარება;
მოსარჩელე და------- წუ-–--ა და მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე 1988 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1990 წლის 1--------–-- მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძი--თ ორი შვილი: 1----–-–-------------------------–- თი-- ცხ---------ე და 1----–-–---------–----------------–- ნა---- ცხ---------ე. ვი--იდან მოპასუხეს არ გააჩნდა საკუთრებაში უძრავი ქონება, მოსარჩელის მამამ მას (და------- წუ-–--ას) საჩუქრად შეუძი-- უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქი----------–---–--------------------------------. ნასყიდობის ხელშეკრულება 1990 წლის 1------------ გაფორმდა და------- წუ-–--ასთან. ნასყიდობის საფასური 8 000 მანეთი გადახდილი იქნა მოსარჩელის მამის, გე-------ი წუ-–--ას მიერ. მოსარჩელემ 1990 წლის 1--------–-- ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში წარადგი-- 2009 წლის 3------------ და დაირეგისტრირა იგი საკუთრებაში. 2015 წლის 1---------- მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ-----------–---–------------------------------------------------------------------------------- გადაუფორმა შვილებს თი-- ცხ---------ეს და ნა---- ცხ---------ეს. სწორედ აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება გახდა მეუღლეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი. მოპასუხე ყოველდღიურად, კონფლიქტური სიტუაციის ფონზე სთხოვდა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონების მის სახელზე გადაფორმებას. იმის გამო, რომ ოჯახში კონფლიქტები დასრულებულიყო, მოსარჩელემ 2016 წლის 0-------------- საჯარო რეესტრში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება გადააფორმა მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ არ შეწყვიტა მოსარჩელესთან კონფლიქტები და მხარეებმა 2017 წლის 0-------- საქართველოს იუსტიციის სერვისების განვითარების სააგენტოში დაარეგისტრირეს განქორწინება. აღნიშნული განპირობებული იყო მოპასუხის დაჟინებული მოთხოვნით. სადავო ქონებაში მოსარჩელე და------- წუ-–--ა მოპასუხესთან ერთად ცხოვრობდა, რა დროსაც მისი შემოსავლით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. განქორწინების მიუხედავად, ორივე მხარემ განაგრძო უძრავი ქონებით სარგებლობა შვილებთან ერთად. თუმცა სარჩელის აღძვრამდე ერთი კვირით ადრე, მოპასუხემ მოსარჩელეს გამოუცვალა საკეტი, რის გამოც და------- წუ-–--ამ შვილებთან ერთად ვეღარ შესძლო უძრავ ქონებაში შესვლა. მართალია, უძრავი ქონება შეძენილია მოსარჩელის მამის მიერ საჩუქრის სახით, მაგრამ ვი--იდან მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია, რის გამოც, იგი მოითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.
(სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების თაობაზე. მოსარჩელე არასწორად გადმოსცემს 1990 წლის 1------------ სადავო უძრავი ქონების შეძენის გარემოებებს. კერძოდ, აღნიშნული ბინის ყიდვის გადაწყვეტილება ცოლ-ქმარმა მიიღო ორი წლის განმავლობაში ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ. ამასთან, ბინის შეძენამდე და------- წუ-–--ას მამა გე-------ი წუ-–--ა და არ--ნ ცხ---------ე შეთანხმდნენ, რომ გე-------ი წუ-–--ა გადაიხდიდა შესაძენი ბინის მთლიან ღირებულებას 8000 მანეთს, ხოლო არ--ნ ცხ---------ე ბინის საფასურში მის მიერ გასაღებ თანხას - 4000 მანეთს გამოიმუშავებდა ხო------------------------–------ში გე-------ი წუ-–--ას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ხელოსნის სახით მუშაობითა და სხვა ხელოსნების დაქირავების გზით. აღნიშნული პირობა ორივე მხარემ შეასრულა პირნათლად და მათ შორის რაიმე სახის უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით არასოდეს წარმოშობილა. მოსარჩელემ 2015 წლის 1---------- გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება შვილებთან, თი-- არ--ნაძესთან და ნა---- არ--ნაძესთან. ამ გარემოების აღწერის დროს მოსარჩელე შეგნებულად არიდებს თავს იმ ფაქტის მითითებას, რომ მის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მეუღლის არ--ნ ცხ---------ისაგან მალულად, რა დროსაც იგი მოქმედებდა წი--სწარგანზრახულად, შორს მიმავალი მიზნებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, და------- წუ-–--ამ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არ--ბული ბინის ჩუქების 2015 წლის 1---------- ხელშეკრულება თავის შვილებთან დადო არ--ნ ცხ---------ისგან მალულად, ხოლო 2015 წლის 2---------- ჩუქების ხელშეკრულებით უკან დაიბრუნა ეს ბი--. არ--ნ ცხ---------ისათვის შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ და------- წუ-–--ამ 2016 წლის ა--------- თვეში, მისგან მალულად განათავსა განცხადებები საცხოვრებელი ბინის (რომელიც იმ დროისათვის მის სახელზე იყო აღრიცხული) გაყიდვის შესახებ. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, არ--ნ ცხ---------ემ 2016 წლის 2 სექტემბერს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა და------- წუ-–--ას მიმართ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ--ნ ცხ---------ის მოთხოვნა და და------- წუ-–--ას აეკრძალა მის საკუთრებაში არ--ბული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N0----------------------) ერთი მეორედი ნაწილის გასხვისება და რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა. სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების მიღების შემდეგ, არ--ნ ცხ---------ესა და მის მეუღლეს შორის შედგა საუბარი, რა დროსაც გაირკვა, რომ 2015 წლის ი------- თვეში გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სადავო ქონებაზე და------- წუ-–--ას საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი ყოფილიყო ჩუქების ხელშეკრულება, რაც კანონის თანახმად გამორიცხავდა სადავო უძრავ ქონებაზე არ--ნ ცხ---------ის თანასაკუთრების უფლების აღრიცხვას. შექმნილ სიტუაციაში, არ--ნ ცხ---------ემ მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო კომპრომისზე და თვითონვე გამოესყიდა თავისი მეუღლისგან სადავო ბი--, რათა ამით დასრულებულიყო მხარეთა შორის უთანხმოება, და------- წუ-–--ამ თანხმობა განაცხადა არ--ნ ცხ---------ის შეთავაზებაზე და ნასყიდობის შეთანხმებული ფასის 24 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, 2016 წლის 0-------------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა შორის ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამის შემდეგ სადავო ქონებაზე აღირიცხა არ--ნ ცხ---------ის ინდივიდუალური საკუთრების უფლება. მხარეთა შორის განქორწინების ინიციატორი იყო და------- წუ-–--ა, რომელმაც 2016 წლის 6------------- შემდგომ პერიოდშიც არაერთხელ შესთავაზა არ--ნ ცხ---------ეს განქორწინება. და------- წუ-–--ას ბოლო შეთავაზებას არ--ნ ცხ---------ე დაეთანხმა და მხარეებმა 2017 წლის 1------- ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას განქორწინების რეგისტრაციის შესახებ, რა დროსაც აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის არ არ--ბობდა რაიმე სადავო საკითხი, რაც გულისხმობდა მხარეთა შორის ნებისმიერი ქონებრივი დავის არარ--ბობაც. ამასთან, სი--მდვილეს არ შეეფერება მოსარჩელის განცხადება თითქოს მხარეები განქორწინების შემდეგაც აგრძელებდნენ ერთობლივ თანაცხოვრებას. განქორწინების შემდეგ არ--ნ ცხ---------ემ თავის ყოფილ მეუღლეს მისცა საშუალება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი პირადი ნივთები გაეტანა ბინიდან. მხარეთა საერთო საკუთრებაში არ--ბული უძრავი ქონების გაყოფა მოხდა მათივე ქორწინების განმავლობაში, 2016 წლის 6------------- წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით. ამის შემდეგ განქორწინებამდე პერიოდში მხარეებს რაიმე უძრავი ქონება არ შეუძენიათ. ხოლო თანასაკუთრებაში არ--ბული მოძრავი ნივთების გაყოფის შესახებ მხარეები შეთანხმდნენ ზეპირად. მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული მისთვის მიკუთვნებული ქონება. გამომდი--რე აღნიშნულიდან, მოსარჩელე და------- წუ-–--ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და------- წუ-–--ა და მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1988 წლიდან. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1990 წლის 1--------–-- თანაცხოვრების პერიოდში შეეძი--თ ორი შვილი: 1-----–-–-------------------------–- თი-- ცხ---------ე და 1----–-–---------–----------------–- ნა---- ცხ---------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 19);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. 1990 წლის 1------------ ნასყიდობის ხელშეკრულებით, და------- წუ-–--ამ ლი--------------------ასგან შეიძი-- უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქი-----------–---–----------------------–----–----------–------–---------- წილი). ნასყიდობის საგნის საფასური შეადგენდა 8000 მანეთს, რაც სრულად მიიღო გამყიდველმა ლი--------------------ამ;
აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 3--------- წელს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა და------- წუ-–--ას სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_1990 წლის 1------------ ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის N1--- (ს.ფ. 21);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 3--------- წელი (ს.ფ. 22);
3.1.3. და------- წუ-–--ამ საკუთრებაში არ--ბული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 2015 წლის 1---------- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილებს. თი-- ცხ---------ის და ნა---- ცხ---------ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ნივთი (მდებარე, ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 1--------- წელი (ს.ფ. 23-24);
3.1.4. 2----.2015 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, საკუთრების უფლებით ისევ აღირიცხა და------- წუ-–--ას სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.01.2015 წელი (ს.ფ. 25-26);
3.1.5. მხარეებმა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განქორწინების რეგისტრაციის შესახებ ერთობლივად განცხადებით მიმართეს 2017 წლის 01-------.
და------- წუ-–--ა და არ--ნ ცხ---------ე განქორწინდნენ 2017 წლის 0--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_------2017 წლის განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 71);
_განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 30).
3.1.6. მოსარჩელე და------- წუ-–--ა დღეის მდგომარეობით არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------. იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით სხვა მისამართზე. სადავო ბი--ში ცხოვრობს მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. 2016 წლის ა--------- თვეში ინტერნეტში განთავსებული იყო ინფორმაცია სადავო უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ. იმ დროისათვის უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელე და------- წუ-–--ას სახელზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------- განჩინებით არ--ნ ცხ---------ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და და------- წუ-–--ას აეკრძალა მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, - 1/2 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონარიდი ინტერნეტ საიტის ვებგვერდიდან (ს.ფ. 64-65);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------- განჩინება, საქმე N------- (ს.ფ. 66-70)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 1990 წლის 1------------ ხელშეკრულებით შეძენილი უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ქი-----------–---–--------------, წარმოადგენდა და------- წუ-–--ას მამის საჩუქარს. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ნასყიდობის თანხის ნახევარი მან გაიღო მოსარჩელის მამის, გე-------ი წუ-–--ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (მდებარე ხო------------------------–------ში) მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს.
აღნიშნული უძრავი ქონება იმ დროისათვის და------- წუ-–--ას ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ განიხილება, ვი--იდან იმ დროისათის, 1990 წლის 1------------ და------- წუ-–--ა იმყოფებოდა ქორწინებაში მოპასუხე არ--ნ ცხ---------ესთან. ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელის მამის მიერ ქონების ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაშიც, აღნიშნული წარმოადგენდა მეუღლეებისათვის გადაცემულ ქონებას, რაც გამიზნული იყოს ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და კეთილდღეობისათვის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_1990 წლის 1------------ ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის N1--- (ს.ფ. 21);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. 2016 წლის 06------------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, და------- წუ-–--ამ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, ფართი 18 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------, მიჰყიდა არ--ნ ცხ---------ეს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, ფართი 18 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა არ--ნ ცხ---------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2016 წლის 06------------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 28-29).
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო უძრავი ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------), მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების თაობაზე. ქონება მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2016 წლის 0-------------- მოსარჩელესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯერ კიდევ მათი ქორწინების პერიოდში. სასამართლო აღნიშნულ ქონებას არ მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ქონებად, ვი--იდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოდავე მხარეებს, მეუღლეებს და------- წუ-–--ას და არ--ნ ცხ---------ეს შორის; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო ქონებაზე მოპასუხის უფლების დამდგენი დოკუმენტს - 0--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულებას, თუმცა იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია თვალთმაქცურად და ასევე, განმარტავს, რომ და------- წუ-–--ამ მეუღლესთან ნასყიდობის გარიგება დადო მუქარის შედეგად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მხარეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ და------- წუ-–--ას მიერ არ--ნ ცხ---------ისათვის ბინის ნასყიდობა განხორციელდა მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოხატვით, რაც არ უნდა ჩაითვალოს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძვლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2016 წლის 06------------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ს.ფ. 28-29).
_მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდი--რეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი ში--განი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არ--ბობის ან არარ--ბობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს ში--გან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი ბი-- (მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------) არ უნდა ჩაითვალოს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებად. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს უძრავ ნივთზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება და არ არ--ბობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე, 477-ე, 524-ე, 1158-ე-1160-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე და 1168-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქი----------–---–--------------------------------------------------------------------------------, 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე და------- წუ-–--ა და მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1988 წლიდან. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1990 წლის 1--------–-- თანაცხოვრების პერიოდში შეეძი--თ ორი შვილი: 1----–-–-------------------------–- თი-- ცხ---------ე და 1----–-–---------–----------------–- ნა---- ცხ---------ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. კერძოდ, და------- წუ-–--ამ და არ--ნ ცხ---------ემ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განქორწინების რეგისტრაციის შესახებ ერთობლივად განცხადებით მიმართეს 2017 წლის 01-------. მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 0--------.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1990 წლის 1------------ ნასყიდობის ხელშეკრულებით, და------- წუ-–--ამ ლი--------------------ასგან შეიძი-- უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქ-----------–ის შეს. კ---------- (მთელი საცხოვრებელი სახლის 18/1570 წილი). ნასყიდობის საგნის საფასური შეადგენდა 8000 მანეთს, რაც სრულად მიიღო გამყიდველმა ლი--------------------ამ. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონება მან მიიღო მამისგან საჩუქრად. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პოზიციას. მართალია მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ნასყიდობის თანხის ნახევარი მან გაიღო მოსარჩელის მამის, გე-------ი წუ-–--ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (მდებარე ხო------------------------–------ში) მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება იმ დროისათვის და------- წუ-–--ას ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ განიხილება, ვი--იდან იმ დროისათის, 1990 წლის 1------------ და------- წუ-–--ა იმყოფებოდა ქორწინებაში მოპასუხე არ--ნ ცხ---------ესთან. ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელის მამის მიერ ქონების ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაშიც, აღნიშნული წარმოადგენდა მეუღლეებისათვის გადაცემულ ქონებას, რაც გამიზნული იყოს ოჯახის საერთო ინტერესებისათვის და კეთილდღეობისათვის. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს აბათილებს იმითაც, რომ მან ნასყიდობის თანხიდან კუთვნილი წილი შესრულებული სამუშაოს სახით დაუბრუნა მოსარჩელის მამას. აღნიშნულის საწი--აღმდეგო გარემოებაზე მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაში--ც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არ--ბულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
1990 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–--------------------------- (საკადასტრო კოდი N0----------------------), 3--------- წელს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა და------- წუ-–--ას სახელზე. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. დადგენილია, რომ სადავო ქონების და------- წუ-–--ას სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განხორციელდა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და შესაბამისად, იგი წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას. საწი--აღმდეგო გარემოებაზე მოპასუხე მხარე არ მიუთითებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლი).
საქმეში არ--ბული მასალებით, და------- წუ-–--ამ საკუთრებაში არ--ბული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, 2015 წლის 1---------- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა თავის შვილებს. ხოლო 2----.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულებით სადავო ქონება საკუთრების უფლებით ისევ აღირიცხა და------- წუ-–--ას სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 06------------- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, და------- წუ-–--ამ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, ფართი 18 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------, მიჰყიდა არ--ნ ცხ---------ეს. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში. ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, ფართი 18 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0----------------------, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა არ--ნ ცხ---------ე. მხარეთა განმარტებით, და------- წუ-–--ა დღეის მდგომარეობით არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------. იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით სხვა მისამართზე. სადავო ბი--ში ცხოვრობს მოპასუხე არ--ნ ცხ---------ე.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არ--ბული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავე კოდექსის 1168-ე მუხლით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წი--შე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და------- წუ-–--ას სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------, ს/კ N0----------------------, თანამესაკუთრედ ცნობას და იგი აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო ქონებას. სასამართლოს უპირველესი ამოცანააა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს.
ზემოთ როგორც აღინიშნა, სადავო ქონება მოპასუხის სახელზე აღირიცხა 2016 წლის 06------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია მეუღლეებს, და------- წუ-–--ას და არ--ნ ცხ---------ეს შორის, ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარემ თანასაკუთრებაში არ--ბული ქონება განკარგა, რის შედეგადაც სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე. მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე ითხოვს თანამესაკუთრედ აღიარებს ისე, რომ სადავოდ არ ხდის მოპასუხის უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობას და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსაზრებით აღნიშნული გარიგება თვალთმაქცურია და ასევე, დადებულია მუქარის შედეგად, იგი არ აყენებს მოთხოვნას ამ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების მითითებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესუალური ნორმებით, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია, ხოლო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას სადავო უძრავი ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, ქინ---------–---–---------------------------), მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების თაობაზე. ქონება მოპასუხე არ--ნ ცხ---------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2016 წლის 0-------------- მოსარჩელესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯერ კიდევ მათი ქორწინების პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი შეიცავს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივ რეგულირებას, პრაქტიკულად ნორმით განისაზღვრება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (ქორწინების განმავლობაში) შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. დადგენილი პრაქტიკით არის საგამონაკლისო შემთხვევებიც, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ქონების შეძენა ემთხვევა მხარეთა ქორწინების პერიოდს, უძრავი ნივთი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეუღლეთა საერთო ქონებად. თანასაკუთრების უფლებით მეუღლეთა ქონების წარმოშობის ძირითადი წყაროა მათი შრომა და საერთო მეურნეობის წარმოება. ამასთან, მეუღლეთა ერთობლივი შრომა მოცემულ შემთხვევაში ნიშნავს ოჯახის საკეთილდღეოდ გაწეულ ყოველგვარ საზოგადოებრივად სასარგებლო და აუცილებელ შრომას. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო სადავო ქონებას (მდებარე ქ. თბილისი, ქი----------–---–-----------------------------) არ მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ქონებად. ვი--იდან აღნიშნული არ წარმოადგენს მეუღლეთა მიერ ერთობლივი შრომის, საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებულ ქონებას. მოსარჩელე და------- წუ-–--ამ უძრავი ქონება განკარგა ჯერ კიდევ ქორწინების განმავლობაში და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მოპასუხე არ--ნ ცხ---------ეს. ამ უკანასკნელის განმარტებით, მან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით საერთო ქონებიდან კუთვნილი წილი გამოისყიდა და თანხა გადაუხადა მოსარჩელეს. ნასყიდობის საგნის ღირებულების მიღებას უარყოფს და------- წუ-–--ა. თუმცა სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მხოლოდ ნასყიდობის საფასური გადაუხდელობა (ასეთის დადგენის შემთხვევაშიც) არ წარმოადგენს გარიგების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მით უფრო, რომ გარიგებას სადავოდ არ ხდის მოსარჩელე.
სასამართლო მიუთითებს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არ--ბული ქონების განკარგვის თაობაზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე. მეუღლეთა ქონების განკარგვისათვის დადგენილია მეორე მეუღლის თანხმობის აუცილებლობა და ამგვარი შეთანხმების არარ--ბობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი თანასაკუთრებაში არ--ბული ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ამასთან - მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი იძლევა კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს, ხოლო კოდექსის 1160-ე მუხლი აწესებს თანამესაკუთრე მეუღლის ინტერესების დაცვის იურიდიულ მექანიზმს. თუმცა სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ არის მოპასუხის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, საბოლოოდ და------- წუ-–--ას სახელზე სადავო ქონება მოპასუხეზე გასხვისებამდე აღრიცხული იყო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამ გარიგების სამართლებრივი მნიშვნელობის შესახებ მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, ხოლო მოპასუხე მხარის განმარტებით, და------- წუ-–--ას და მის შვილებს შორის ორი ჩუქების გარიგების დადება ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ ქონება გამოსულიყო მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმიდან და ამ ხელშეკრულების დადებას რეალური იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია. კონკრეტულ შემთხვევაში, თანასაკუთრებაში არ--ბული უძრავი ქონების განკარგვა მოხდა თავად მეუღლეებს შორის ნასყიდობის გარიგების დადების გზით, ორივე მათგანის წი--სწარი თანხმობის პირობებში. ცხადია, შემძენისთვის, მოპასუხე არ--ნ ცხ---------ისათვის ცნობილი იყო რომ იგი თავისი მეუღლისგან იძენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, ხოლო ამგვარი გზით მოპასუხის სახელზე აღრიცხული ქონება არ უნდა იქნეს მიჩნეული კლასიკური გაგებით მეუღლეთა თანასაკუთრებად, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დანაწესით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწი--აღმდეგო სახის მტკიცებულებით. შესაბამისად, სადავო ქონებაზე მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილ ნივთზე თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არ--ბობს და მასზე, როგორც თანასაკუთრების საგანზე, მოსარჩელე და------- წუ-–--ას რაიმე სახის ქონებრივი უფლება არ გააჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ და------- წუ-–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არ--ბობს მოპასუხე არ--ნ ცხ---------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და არ--ნ ცხ---------ეს აეკრძალა მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ქი----------–---–---------------------------------------------------------) 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი თანამესაკუთრეს აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლო აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. და------- წუ-–--ას (პირადი N0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით (----------------- გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე არ--ნ ცხ---------ეს (პ/N 0----------) უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ქი----------–---–---------------------------------- ს/კ 0---------------------- 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი--აღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გიორგი მაისურაძე