განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1-742/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გ------ი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----–--- წ-------ვა
ბრალდებული - თ------ გ------–--ლი
ადვოკატი - დ-----------–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: თ------ გ------–--ლი
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 0-.1-.1-------------------------------------------–--------------------–------------–-------–----–---------------–---------------–--------------–-----------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1 ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
თ------ გ------–--ლმა ჩაიდინა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გასამართლებული თ------ი გ------–--ლი ნასამართლობის გაქარწყლებამდე ქ. ბათუმში ატარებდა დანას, რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და ამოღებული იქნა თ------ი გ------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 19 ივლისს.
მანვე ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კერძოდ: 2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ბათუმში მ---------ის ქ.N1-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ------ი გ------–--ლი უცენზურო სიტყვებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც შეესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლები რ----–-- თ----ე და ლ---ნ ა--–-ძე. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დააკავეს თ------ი გ------–--ლი და დააპირეს მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ჩასვეს სამსახურეობრივ ავტომანქანაში, სადაც რ----–-- თ----ე შეეცადა ხელბორკილი გაეკეთებინა თ------ი გ------–--ლისათვის. თ------ი გ------–--ლი იმის მაგივრად, რომ პოლიციე-–-- კანონიერ მოთხოვნას და ქმედებას დამორჩილებოდა რ----–-- თ----ეზე განახორციელა თავდასხმა, კერძოდ თავი ჩაარტყა რ----–-- თ----ეს სახეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, პარალელურად თ------ი გ------–--ლი აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდა კვლავ ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რ----–-- თ----ისათვის, მაგრამ იგი სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს.
სასამართლომ დაადგინა:
თ------ გ------–--ლმა ჩაიდინა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გასამართლებული თ------ი გ------–--ლი ნასამართლობის გაქარწყლებამდე ქ. ბათუმში ატარებდა დანას, რომელიც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება და ამოღებული იქნა თ------ი გ------–--ლის პირადი ჩხრეკის დროს 2018 წლის 19 ივლისს.
მანვე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლისა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით
კერძოდ: 2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ბათუმში მ---------ის ქ.N1-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ------ი გ------–--ლი უცენზურო სიტყვებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც შეესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლები რ----–-- თ----ე და ლ---ნ ა--–-ძე. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დააკავეს თ------ი გ------–--ლი და დააპირეს მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ჩასვეს სამსახურეობრივ ავტომანქანაში, სადაც რ----–-- თ----ე შეეცადა ხელბორკილი გაეკეთებინა თ------ი გ------–--ლისათვის. თ------ი გ------–--ლი იმის მაგივრად, რომ პოლიციე-–-- კანონიერ მოთხოვნას და ქმედებას დამორჩილებოდა რ----–-- თ----ეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლისა პოლიციე-–-- საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა რა გამოიხატა ძალადობაში. კერძოდ თავი ჩაარტყა რ----–-- თ----ეს სახეში და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, პარალელურად თ------ი გ------–--ლი აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდა კვლავ ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რ----–-- თ----ისათვის, მაგრამ იგი სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში თ------ გ------–--ლის პირადი ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა საკეცი დანა.
ჩხრეკის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა გამომძიებელმა რ----–-- ს----------მ, ი-----–------–---მ, მ-------- ლ-----მ, მ------ მ--------მ, გ------ი ნ-–------მ.
საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nც.ი/1-- დასკვნით სისხლის სამართლის N1----------- საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ო გ--------ემ.
დაზარალებულის რ----–-- თ----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე ლ---ნ ა--–-ძესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. იგი აღმოჩნდა თ------ გ------–--ლი. თ------ გ------–--ლს დაკავების დროს ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა.
მოწმე ლ---ნ ა--–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლისს მეწყვილესთან რ----–-- თ----ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე ლ---ნ ა--–-ძესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. დაკავების დროს თ------ გ------–--ლს ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა.
2014 წლის 23 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თ------ გ------–--ლი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ა “ და „ ბ “ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ ბ „ ქ/ პუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით და სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 )ოთხი) წლის ვადით.
სასჯე-–-- მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 მაისიდან, რაც იმას ნიშნავს რომ სასჯე-–-- მოხდის ვადა დამთავრდა 2018 წლის 27 მაისს.
საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის (დანაშაულთა კატეგორიები) მესამე ნაწილის თანახმად მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი შვიდ წლამდე ვადით და აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „ დ „ ქ/პუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯე-–-- მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.
ამრიგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს მაშინ, როდესაც თ------ გ------–--ლი ატარებდა ცივ იარაღს ითვლებოდა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ გ------–--ლმა ჩაიდინა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ გ------–--ლის მიერ ჩადენილია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არამედ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაზარალებულის რ----–-- თ----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლისს ასრულებლად სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე ლ---ნ ა--–-ძესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ოყო აგრესიული და იგინებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს დამშვიდებისკენ. თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც ადმისნიტრაციული წესით დააკავეს. დაკავების დროს, ხელბორკილის დადებისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით და თავი ჩაარტყა ცხვირში ძლიერად იგრძნო ძლიერი ტკივილი.
მოწმე ლ---ნ ა--–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 19 ივლისს მეწყვილესთან რ----–-- თ----ესთან ერთად ასრულებლად სამსახურებრივ მოვალეობას მის სამოქმედო ტერიტორიაზე, იმყოფებოდა სამსახურეობრივ ფორმაში. დაახლოებით 13:40 საათზე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიგო ყვირილის და გინების ხმა. თავის მეწყვილე ლ---ნ ა--–-ძესთან ერთად დაუყონებლივ მივიდა ადგილზე, სადაც დახვდათ შუახნის მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ოყო აგრესიული და იგინებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. უთხრეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს დამშვიდებისკენ. თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავების დროს, ხელბორკილის დადებისას მოულოდნელად გ------–--ლამა რ----–-- თ----ეს და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით და თავი ჩაარტყა ცხვირში.
მოწმე მ-------- ლ-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინეპქტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მოყვანილი იქნა თ------ გ------–--ლი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და იგინებოდა პოლიციის მისამართით. როგორც მისთვის გახდა ცნობილი თ.გ------–--ლმა ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციელ რ----–-- თ----ეს თავს დაესხა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და თავი ჩაარტყა ცხვირში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე ი-----–------–---მ, რომელმაც განმარტა რომ მუშაობს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის ინეპქტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 ივლისს განყოფილებაში მოყვანილი იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ------ გ------–--ლი, იყო აგრესიული და იგინებოდა პოლიციის მისამართით. როგორც მისთვის გახდა ცნობილი თ.გ------–--ლმა ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციელ რ----–-- თ----ეს თავს დაესხა და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში თ------ გ------–--ლის პირადი ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა საკეცი დანა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს რ----–-- თ----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღნთი ცხვირის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვირივ ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ------ გ------–--ლის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული პოლიციელზე თავდასხმა. მართალია თ------ გ------–--ლის მოქმედება გამოიხატა ძალადობაში და მან სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა პოლიციის მუშაკს ამ უკანასკნე-–-- მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ ეს გარემოება უდავოთ არ ნიშნავს იმას, რომ თ------ გ------–--ლმა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა. გ------–--ლის მხრიდან ამგვარი ძალადობა აშკარად დაკავშირებული იყო წინააღმდეგობის გაწევასთან მისი დაკავების დროს და დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციელები შეეცადნენ ხელბორკილების შებნევას. წინააღმდეგობა გამოიხატა იმაში, რომ გ------–--ლმა თავი ჩაარტყა სახეში პოლიციელს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კატეგორიას და თავისთავად კანონმდებელი პოლიციელზე თავდასხმას მიიჩნევს უფრო მძიმე საზოგადოებრივად საშიშ ქმედებად. თუმცა კანონმდებელმა დაუშვა ისიც, რომ შეიძლება პოლიციელზე განხორცილდეს ძალადობა, რომელიც ასევე იქნება დაკავშირებული ამ უკანასკნე-–-- საქმიანობასთან მაგრამ მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის არამედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით წინააღმდეგობა პოლიციე-–-- მიმართ ჩადენილი ძალადობით. მსგავსება ამ ორ მუხლს შორის არაერთია თუმცა მათ შორის განსხვავებაც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში სასამართლო თვლის, რომ განსხვავება სუბიექტურ მხარეში გამოიხატება, დამნაშავეს განზრახვა პირდაპირ მოიცავს მიზანს წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციე-–-- მხრიდან გამოხატული კანონიერი მოთხოვნისა თუ მოქმედების შესრულებას. მისი მიზანია შეეწინააღმდეგოს და შეაცვლევინოს უკვე გამოხატული კანონიერი მოქმედება. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენის სუბიექტური მხარე არ გამოიხატება მარტო წინააღმდეგობაში არამედ უფრო მრავლის მომცველი მიზანი შეიძლება ქონდეს და დაკავშირებული იყოს არა შეწიანააღმდეგებასთან არამედ სხვა სამსახურეობრივ საქმიანობასთან. იმავდროულად საქ. სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავე მოქმედება იმ წუთიერია და თავისი ინტენსივობით და ძალადობაში გამოხატული საზოგადოებრივი საშიშროებით გაცილებით მცირეა ვიდრე საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს. ამ დროს დამნაშავე შეიძლება თვითონ იყოს ინიციატორი თავდასხმის და ძალადობა მიმართული იყოს პოლიციე-–-- მიმართ და საერთოდ არ იყოს დაკავშირებული წინააღმდეგობასთან არამედ დაკავშირებული იყოს მოწმის მოშორებასთან, პოლიციე-–-- სიცოცხლის ხელყოფასთან და სხვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, დასჯადია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სასამართლო განმარტავს, რომ წინააღმდეგობა ფიზიკური მოქმედებით შეიძლება გამოიხატოს. ძალადობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა დანაშაულია და აქტიური მოქმედებების ჩადენას გულისხმობს, რაც გამოიხატება განზრახი დარტყმის, ცემის, სხეულის დაზიანების მიყენებით, იმ დროს, როცა პოლიციის მუშაკი ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში თ------ გ------–--ლის მოქმედება მიმართული იყო სწორედ წინააღმდეგობისკენ და სხვა განზრახვა არ ქონია, რის გამოც თ------ გ------–--ლის მოქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ მუხლით უნდა იქნას ნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ გ------–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლისა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ გ------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხე-–-- შეშლისა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ჩადენილი ძალადობით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მანვე ჩაიდინა განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევმა პირმა ცივი იარაღის ტარებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციებით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ------ გ------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
თ------ გ------–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯე-–-- გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯე-–-- დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯე-–-- მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯე-–-- მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯე-–-- მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯე-–-- მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯე-–-- უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯე-–-- მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ------ გ------–--ლს სასჯე-–-- სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯე-–-- სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------ გ------–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------ გ------–--ლის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ------ გ------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი ) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თ------ გ------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ გ------–--ლს ძირითადი სასჯე-–-- სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ------ გ------–--ლს სასჯე-–-- მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
თ------ გ------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:
ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, წიგნაკი კალამთან ერთად, ცხვირსახოცი, 26 ლარი და 40 თეთრი, სავარცხელი, მობილური ტელეფონის ჩასადები დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ცივი იარაღი დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი